Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘1992’

გამსახურდიას მიმართვა სამეგრელოს მოსახლეობას. 26.04.1992

Posted by iberiana on ნოემბერი 7, 2020

zviadi-280x248-1

დევნილობაში მყოფი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიმართვა სამეგრელოს მოსახლეობას

1992 წლის 26 აპრილი

 ძვირფასო თანამემამულენო! იმპერიული ხუნტა რუსეთის დავალებით ცდილობს შექმნას მეგრული სეპარატიზმი და სამეგრელო ჩამოაცილოს საქართველოს.
 
იმპერიის ემისარი შევარდნაძე ყოველნაირად ცდილობს ამ ვერაგული გეგმის განხორციელებას. იგი ცდილობს უკმაყოფილების გამოწვევას სამეგრელოში, სხვა კუთხეების მოსახლეობის ამხედრებას სამეგრელოს წინააღმდეგ, რათა განხორციელდეს კრემლის ოცნება: სამეგრელოს ავტონომიური რესპუბლიკის შექმნა, სამეგრელოსა და სხვა კუთხეებს შორის ეთნოკონფლიქტი.
 
არ წამოეგოთ კრემლისა და შევარდნაძის ანკესზე, იბრძოლეთ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, იმპერიული ხუნტის გაძევებისათვის, არჩევნების ბოიკოტისათვის, ვინაიდან ქართველმა ერმა ერთხელ უკვე გამოხატა თავისი ნება 1990 წლის 28 ოქტომბრისა და 1991 წლის 26 მაისის არჩევნებში!
 
თავს ვხრი დაღუპულთა წინაშე! არცერთი ხუნტისტი სამეგრელოსა და დანარჩენი საქართველოს მიწა-წყალზე! ძირს მოღალატე შევარდნაძე! ძირს კრიმინალური შევარდნაძე – სიგუა – იოსელიანი – კიტოვანი – ჭანტურია – წერეთელისა და სხვათა ხუნტა!
გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!
 
გაზეთი “აღდგომა” №2 10 მაისი 1992 წელი
მასალა მოგვაწოდა დავით არაბიძემ

Posted in 1992, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია | Tagged: , , | Leave a Comment »

ქართველ სტუდენტთა ეროვნული კავშირის განაცხადება. 1992

Posted by iberiana on მაისი 1, 2020

ქართველ სტუდენტთა ეროვნული კავშირის განაცხადება. 1992

1992 წლის 1 მაისს, თბილისში, ქართველ სტუდენტთა ეროვნულმა კავშირმა განაცხადა:
“ქართველ სტუდენტთა ეროვნული კავშირი, გაეცნო რა ეროვნული ხსნის მოძრაობა-წინააღმდეგობის ფრონტის მემორანდუმსა და განცხადებას, დაეთანხმა მის მიზნებს:
1. საქართველოს კანონიერი ხელისუფლების აღდგენა;
2. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა;
3. ქართველი ერის გენოციდის შეწყვეტა;
4. დემოგრაფიული ექსპანსიის შეჩერება.
ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე ქართველ სტუდენტთა ეროვნული კავშირი უერთდება ეროვნული ხსნის მოძრაობა-წინააღმდეგობის ფრონტს”.
საქართველოს განთავისუფლებისთვის მებრძოლთა სტუდენტური ორგანო 
გაზეთი “თავისუფლების ტრიბუნა” №1 10 ივნისი 1992 წელი.
მასალა მოგვაწოდა დავით არაბიძემ
გაგზავნილია დავით-(ი)ს მიერ 04:34-ზე

Posted in 1992, ეროვნული მოძრაობა | Tagged: , , , | Leave a Comment »

მამულიშვილების ხსოვნას!

Posted by iberiana on იანვარი 30, 2020

1992

ყველას! ყველას! ყველას!

1992 წლის 2 თებერვალი – ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს ისტორიაში!

ამ დღეს ანტიეროვნულმა ძალებმა ქართველების ხელითვე მოახდინეს უიარაღო ქართველების მასიური ხოცვა-ჟლეტა.

სამარადისო დიდება ამ დღეს მარადისობაში აღვლენილ მამულიშვილებს!

მოგიწოდებთ, ა. წ. 2 თებერვალს, 2 საათზე, ტრადიციულად, შევიკრიბოთ ამ აქციაზე პირველი მსხვერპლის დახვრეტის ადგილზე (ქ. თბილისში, ცირკის მოპირდაპირე მხარეს, თამარ მეფის ხიდის მიმართულებით არსებულ ავტობუსების გაჩერებასთან ახლოს).

ყვავილებით შევამკოთ და სანთელი ავუნთოთ

1991 წლის 22 დეკემბრის შემდგომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძალადობას შეწირულ მამულიშვილთა ხსოვნას!!!
ვისაც გარკვეული მიზეზით არ შეუძლია ამ ღონისძიებაზე მოსვლა, გთხოვთ, სადაც იმყოფებით იქ აუნთოთ თითო სანთელი და ილოცოთ მარადისობაში აღვლენილი მამულიშვილების სულებისთვის!!!

საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის
ვეტერანთა კავშირის პრესცენტრი

Posted in 1992, 2020, ეროვნული გვარდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

დახვრეტილი მიტინგების ქრონიკა იანვარ-თებერვალი 1992წ

Posted by iberiana on იანვარი 27, 2020

დახვრეტილი მიტინგების ქრონიკა

იანვარ-თებერვალი 1992 წ.

1992 წელს მთელი იანვრის მანძილზე და თებერვლის დასაწყისში იმართებოდა საკმაოდ მრავალრიცხოვანი მიტინგები თბილისის ქუჩებში.

3 იანვარს დიდუბის მეტროსთან და 7 იანვარს დელისის მეტროსთან, ცეცხლსასროლი ჭრილობისაგან რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. მშვიდობიან დემონსტრანტთა მსხვერპლი მერეც არაერთხელ იყო, მაგრამ ყველაზე განსაკუთრებული სისასტკით 1992 წლის 2 თებერვლის მიტინგი დაიხვრიტა.

2 თებერვლის ყველაზე მასშტაბური აქცია განსაკუთრებული სისასტიკით დაარბიეს. ამ მშვიდობიანი მარშის დროს ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა 1989 წლის 9 აპრილის შემდგომ.

 

Posted in 1992, ეროვნული მოძრაობა, ვიდეო, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ჩვენ საქართველოს სიყვარულისთვის გვესროდნენ

Posted by iberiana on იანვარი 23, 2020

guliko chkhaidze2გულიკო ჩხაიძე – ჩვენ საქართველოს სიყვარულისთვის გვესროდნენ

1992 წლის 2 თებერვალი

… თამარის ხიდს რომ მივუახლოვდით, ფერდობებზე, ცირკის მხარეს და მოპირდაპირე მხარეს შევნიშნე ახალგაზრდები, რომლებსაც შავი ნაქსოვი ქუდები ეხურათ (ასეთი ქუდები ეხურა მაშინ თბილისში ახალგაზრდების გარკვეულ კატეგორიას) და ნიღბები ეკეთათ. თვალში მომხვდა, რომ ქურთუკები გამობერილი ჰქონდათ. ავტომატები ხელში არ უჩანდათ. ქურთუკის ქვეშ მალავდნენ? ჯერ წყნარად იყვნენ. გაგვატარეს, გვაცალეს, უფრო ბევრი შევსულიყავით ამ სასაკლაოში. ბევრი სამიზნე, ხალხის არევ-დარევა, ჭყლეტა_ როგორც ჩანს გათვლილი ჰქონდათ. უეცრად რაღაც ტკაცანი გაისმა. გავირინდე… ცოტა ხანიც და ატყდა ავტომატების კაკანი, ეს შავქუდიანი ბიჭები ადგილებს იცვლიდნენ. იქით-აქეთ დარბოდნენ. გაისმა ხმები: დაჭრილები არიანო. გამოჰყავდათ. ჩვენ უკან დავიხიეთ, ისევ სადგურისაკენ ვაპირებდით წასვლას…

სადგურის მოედნისკენ აღარ გაგვიშვეს. აღმაშენებლის გამზირისკენ მეტროს მიმართულებით გაგვიხსნეს გზა. და, აი, იქ კი თურმე უარესი გველოდა. მანიფესტანტები ტირილგარეული ხმით ხმამაღლა უგზავნიდნენ წყევლა-კრულვას იმას, ვინც ამ დღეში ჩაგვყარა.

– მკვლელებო, მკვლელებო! შევარდნაძე იუდა!

ამ შეძახილებით ჩავიარეთ გამზირი და როცა მარჯანიშვილის მეტროს მივუახლოვდით, ერთბაშად აკაკანდა ასობით ავტომატი. ისევ გადაგვიფრინეს თავზე ტყვიებმა. ზოგს ასცდა, ზოგი დაიჭრა…ისროდნენ ყველა სახლის სახურავიდან, ისროდნენ დამიზნებით, პირდაპირ ხალხში… აშკარა იყო, ელოდებოდნენ მომენტს, როცა ბევრი მოვგროვდებოდით. ამიტომ გვიან იწყებდნენ სროლას. ასე იყო ცირკთან, ასე იყო აქაც. აქ შეიძლებოდა თავშესაფრის პოვნა და ხალხი ეზოებსა და სადარბაზოებში შეცვივდა. მე და ჩემი და რამდენიმე ადამიანთან ერთად მარჯანიშვილისა და აღმაშენებლის კვეთაში მეტროს წინ მდებარე ერთი სახლის ეზოში შევედით. უკანა მხრიდან მივადექით ამ სახლს და ჩვენ თვალწინ ბინის პატრონმა, მოხუცმა რუსმა კაცმა აკანკალებული ხელით კარი ჩაკეტა, უკან ცოლი ედგა, ის მთლად ცახცახებდა შიშისაგან. შუშაბანდი ჰქონდათ და იმიტომ ვხედავდით ყველაფერს. ქართველები გვხოცავდნენ და რუსს კარი ჩაეკეტა, გასაკვირი იყო? იმ ადგილას, სადაც ახლა მაკლდონალდსია, ერთი სახლი იდგა. ვიწრო კიბე ადიოდა ზევით, სხვენისაკენ. ამ კიბეს მივაშურეთ. თითქმის ბნელოდა. ავედით ყველაზე მაღლა და საფეხურებზე ჩამოვსხედით. არც ერთი ჩვენგანი ხმას არ იღებდა, ერთმანეთსაც არ ვუყურებდით. ვისხედით განადგურებულები, გაოგნებულები… იმ დღის სისასტიკემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს დღე 9 აპრილზე უარესი იყო— ქართველები გვესროდნენ, ჩვენი ძმები და შვილები გვესროდნენ….

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/1992-2/#2

Posted in 1992, 2020, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | 1 Comment »

1992 წლის 6 იანვარი

Posted by iberiana on იანვარი 6, 2020

პრეზიდენიტის მომხრების მძევლად აყვანა

პარლამენტი, 6 იანვარი 1992 წელი

 

Posted in 1992, საქართველო-Georgia, სახელმწიფო გადატრიალება, უზენაესი საბჭო | Tagged: , , , , | Leave a Comment »

საპროტესტო მიტინგის დახვრეტა თბილისში, 1992 წლის 3 იანვარი

Posted by iberiana on იანვარი 3, 2020

საპროტესტო მიტინგის დახვრეტა თბილისში, 1992 წლის 3 იანვარი

1992 წლის -3 იანვარს ციხეებიდან საგანგებოდ გამოუშვეს სამი ათასზე მეტი მძიმე დანაშაულებისათვის გასამართლებული კრიმინალი, რომლებიც შეაიარაღეს და შეერწყენ „მხედრიონის ბანდებს – არაკაცების ამ მასსამ გარკვეულწილად (რუსის დახმარებასთან ერთად) გადაწყვიტა თბილისში შეიარაღებული დაპირისპირების ბედი ხუნტის სასარგებლოდ. ციხიდან საგანგებოდ განთავისუფლებული კრიმინალები ხუნტის მთავარი დასაყრდენი გახდა ….

წინა დღით, ციხიდან ახლადგამოშვებულმა ჯაბა იოსელიანმა, მხედრიონს უბრძანა მშვიდობიანი და უიარაღო მიტინგების დახვრეტა…

მშვიდობიანი მიტინგის დროს დიდუბეს მეტროსთან, პუტჩისტი ჯალათები ვერაგულად ესვრიან ტყვიას ხალხს…

იმ სისხლიან დღეს არაკაცებმა  მოკლეს 5 და დაჭრეს 29 კაცი.

Posted in 1992, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »

ეთერ მგალობლიშვილი: დღემდე გამოუძიებელია პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობა

Posted by iberiana on დეკემბერი 21, 2019

28 წელი სახელმწიფო გადატრიალებიდან

ეთერ მგალობლიშვილი: დღემდე გამოუძიებელია პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობა

ეთერ მგალობლიშვილი: არათუ დღემდე გამოუძიებელია პრეზიდენტ გამსახურდიას მკვლელობა და მისი მომხრეების წამების, დახვრეტისა და დევნის ფაქტები, არამედ ვხედავთ სრულ უმოქმედობას და იგნორირებას პროკურატურის მხრიდან;

Posted in 1991, 2019, ეროვნული მოძრაობა, ვიდეო, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , , | Leave a Comment »

უზენაესი საბჭოს 1992 წლის 13 მარტის დადგენილება

Posted by iberiana on ნოემბერი 29, 2019

uzenaesi sabcho

Posted in ეროვნული მთავრობა, პოლიტიკა, საქართველო-Georgia, უზენაესი საბჭო | Tagged: , , | Leave a Comment »

საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები

Posted by iberiana on აპრილი 9, 2019

04.04.2019.jpg

სრულად:  https://iberiana.files.wordpress.com/2019/04/1992-2019.pdf

Posted in 1992, 2019, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, მრგვალი მაგიდა, საქართველო-Georgia, უზენაესი საბჭო, ჰელსინკის კავშირი | Tagged: , , , , | Leave a Comment »

საქართველო იმიტომ დავტოვე, რომ სისხლისღვრა შემეჩერებინა

Posted by iberiana on მარტი 30, 2019

საქართველო იმიტომ დავტოვე, რომ სისხლისღვრა შემეჩერებინა – ზვიად გამსახურდიას დღემდე უცნობი ინტერვიუ

1992 წლის დასაწყისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იძულებული გახდა სომხეთის გავლით ჩეჩნეთში, გროზნოში გადასულიყო, სადაც გენერალმა ჯოჰარ დუდაევმა თავშესაფარი მისცა. ზვიად გამსახურდიამ, ქვეყნიდან წასვლის შემდეგ, პირველი ინტერვიუ სომხეთის სახელმწიფო სააგენტოს „არმენპრესს“ მისცა.

– ბატონო ზვიად, უცხო ქვეყნების ხელისუფლებისადმი ბოლო მიმართვაში აღიარეთ, რომ არ აპირებთ გადადგომას. რა იმედებს უკავშირებთ ამ განცხადებას?

-ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ადამიანთა, მათ შორის, საკმაოდ საეჭვო რეპუტაციის მქონე გარკვეული ჯგუფების სურვილის მიხედვით არ უნდა გადადგეს. მე მხოლოდ ამომრჩეველთა მოთხოვნის შემდეგ გადავდგები. არ ვაპირებ პოლიტიკური არენიდან წასვლას, თუნდაც ამას ჩემი ოპონენტები მოითხოვდნენ.

მაგრამ როგორ ახსნით თქვენივე ქვეყნიდან, თქვენს დევნილის მდგომარეობას?

– ეს ჩვეულებრივი შეთქმულების შედეგია. დიახ, მე დავტოვე საქართველო, მაგრამ არა იმიტომ, რომ წინააღმდეგობის გაწევა არ შემეძლო, არამედ იმიტომ, რომ სისხლისღვრა შემეჩერებინა.

-ეს უფრო ადრე რატომ არ გააკეთეთ, ბუნტის მეორე ან მესამე დღეს?

– ფიზიკურად არ შემეძლო. ჩემი რეზიდენცია ისე იყო ალყაშემორტყმული, რომ ბლოკადის გარღვევა ვერ მოვახერხეთ. მხოლოდ ორშაბათს, 6 იანვარს, შევძელით ამის გაკეთება.

სრულად: https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/interviu/

Posted in 1992, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია | Tagged: , , , , | Leave a Comment »

ხვალ 6 იანვარია

Posted by iberiana on იანვარი 5, 2019

გურამ ლაკია – ხვალ 6 იანვარია!

guram lakia

ხვალ, დილის 4 საათზე შეიარაღებული კრიმინალური ბანდიტები მეტეხის ხიდთან ჩაგვცხრილავენ ავტობუსებში!

მე არაერთხელ მაქვს ვრცლად აღწერილი ხუნტის შეიარაღებული კრიმინალური ბანდების მიერ ჩადენილი ეს სისხლის-სამართლის დანაშაული, ვინაიდან თვითონ ვარ ამ დანაშაულის მსხვერპლი.

მე დღესაც ვატარებ მარჯვენა ფილტვში აკ-74 5,45მმ ავტომატის ტყვიას.
ასეთი ავტომატი ჰქონდა გოგა ხაინდრავას, რომელიც მას უფეშქაშეს ამიერკავკასიის რუსეთის შეიარაღებული ძალების საოლქო შტაბში, გრუ-ს დავალებების შესრულებისათვის.
მეტეხის ხიდთან მე სულ 5 ტყვია მომხვდა:
– ორი სახეში, რის შედეგადაც დავკარგე მხედველობა მარცხენა თვალში.
– ერთმა მარცხენა მკლავი სახსარში გადამიმტვრია, რომელსაც წელიწადნახევარი ვმკურნალობდი, ხუთი ქირურგიული ოპერაცია გადავიტანე, მიუხედავად ამისა მკლავი სახსარში მხოლოდ ნახევრად იმართება.
– ერთი აკ-74-ის 5.45 მმ ტყვია მარჯვენა ფილტვშია, რომელიც მარცხნიდან მომხვდა, ტყვიამ რამოდენიმე მმ-ით აუარა გულს და მარჯვენა ფილტვში დაიდო ბუდე.
– ერთმა ტყვიამ ტყავის ქურთუკი გახია.
გოგა ხაინდრავა გვიმტკიცებს, რომ ის მეტეხის ხიდთან სიბნელეს იღებდა!!!
გოგა ხაინდრავას არაკაცობამ ჯაბა იოსელიანიც გააკვირვა (იხ. “სამი განზომილება”).
დღევანდელ დე-ფაქტო ხელისუფლებას გოგა ხაინდრავა იდეოლოგის რანგში ჰყავს აყვანილი.
ამაზეა ნათქვამი – ძაღლი, ძაღლის ტყავს არ დახევსო!
დე-ფაქტო ხელისუფლებამ, რამდენიც არ უნდა წაისვას სახეზე ფერ-უმარული ის დღესაც რჩება ხუნტის მემკვიდრედ!
ღმერთი ფარავდეს საქართველოს!

2019 წლის 5 იანვარი

Posted in 1992, საქართველო-Georgia, სახელმწიფო გადატრიალება | Tagged: , , , | 1 Comment »