Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘ზვიად გამსახურდია’

30 მარტი ეროვნული ფეხბურთის დღეა

Posted by iberiana on მარტი 30, 2024

“დღეს ქართული ფეხბურთი ჩვენთან ერთად იბრძვის საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის” – ზვიად გამსახურდია

30 მარტი, 1990

სამოქალაქო აქტივისტი, კახა მიქაია:

ძალიან კარგად მახსოვს, თუ რამდენი სკეპტიკოსი ჰყავდა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის გამოყოფას საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციიდან…
მათ შორის იყვნენ ცნობილი ფეხბურთელებიც!!!
დღეს მათი პერსონიფიცირებისგან თავს შევიკავებ…
თუმცა, საქართველოს პირველი პრეზიდენტი, რომლის წვლილი ამ საქმეში ძალიან დიდი და გადამწყვეტი იყო, დარწმუნებული ვარ, მაშინ ხედავდა და ჭვრეტდა დღევანდელ დღეს, ამ სიხარულს, ამ ემოციასა და გამარჯვებას!!!…
ყველაფერი სწორედ იქიდან, იმ დღიდან დაიწყო!!!

ზვიად გამსახურდია:
გაუმარჯოს დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს!!!
გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!!!

Posted in 1990, 2024, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია | Tagged: , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას გამოსვლა ზუგდიდში. 25.09.1993

Posted by iberiana on სექტემბერი 25, 2023

“საქართველოში მოხდა ისეთი რამ, რაც მსოფლიო ისტორიაში ჯერ არ მომხდარა.

სახელდობრ, მოხდა არა სამხედრო გადატრილება, არა სახელმწიფო გადატრილება, არამედ კრიმინალური გადატრიალება, ვინაიდან   ისინი, ვინც ეს გადატრიალება განახორციელეს, იყვნენ კრიმინალები, ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დამნაშავენი და არა პოლიტიკოსები ან სამხედროები. როდესაც ამ კრიმინალურ ბანდას უწოდებენ სამხედროებს, ეს სასაცილოა! სასაცილოა!

ესენი იყვნენ ჩვეულებრივი კრიმინალები. მათ მოახდინეს გადატრიალება.  კრიმინალურმა ბანდამ ხელს იგდო ხელისუფელება და დღემდე  აი ეს კრიმინალური ხელისუფლება მართავს საქართველოს. …

მათ დაიწყეს ეს პროვოკაციული ომი (აფხაზეთის ომი რედ.), რომელიც არავის არ სჭირდებოდა, არავისთვის საჭირო არ იყო. ერთი თავიანთი მინისტრის გალახვის გამო დაიწყეს ომი.

ჩვენ უნდა აღვადგინოთ საქართველოში კანონიერი ხელისუფლება. მაგრამ თუ ისინი გონს არ მოეგებიან, ისინი მიიღებენ გამანადგურებელ საკადრის პასუხს!”

Posted in 2023, ზვიად გამსახურდია | Tagged: , | Leave a Comment »

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიმართვები. 7.07.1992

Posted by iberiana on ივლისი 8, 2023

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიმართვები

168096164_1113392149172250_5007109722460250067_n

1992 წლის 7 ივლისს დევნილობაში მყოფმა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა (1991-1993 წლები) ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდიამ გაავრცელა მიმართვები:
– ფინეთის რესპუბლიკის დედაქალქ ჰელსინკში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნების უმაღლესი დონის შეხვედრის (გაიმართა 1992 წლის 9 – 10 ივლისს) მონაწილეებისა და
– რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბორის ნიკოლოზის ძე ელცინის (Бори́с Никола́евич Е́льцин; 1931-2007 წლები) სახელზე.

მიმართვა
ჰელსინკში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნების უმაღლესი დონის მონაწილეებს

რუსეთის ფედერაცია ანხორციელებს ფართომასშტაბიან აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის “СНГ“-ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა/Содру́жество Незави́симых Госуда́рств დაარსდა 1991 წლის 8 დეკემბერს) წევრი ქვეყანა, ამ გაერთიანების ჯარები, რომლებიც რუსეთის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან, ანხორციელებენ დამსჯელ ოპერაციებს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ კოლაბორაციონისტული

ე. შევარდნაძის დროებითი მთავრობის ძალებთან ერთად, რომლებმაც ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში სისხლიანი პუტჩისა და სამხედრო გადატრიალების შედეგად ყოფილი საბჭოთა ჯარების მხარდაჭერით. დაწყებული 1992 წლის 6 ივლისიდან ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ხუთი შვეულმფრენი თავს ესხმის და ცხრილავს ქალაქ წალენჯიხას დასავლეთ საქართველოში, რომლის მოსახლეობა თავს იცავს ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საბჭოს დამსჯელი ძალებისაგან, რომელიც ეწევა ომს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ამ აქციებმა მრავალი მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე შეიწირა.

ერთდროულად რუსეთის ჯარები – ვითომდა სამშვიდობო ძალები, ჩრდილოეთ ოსეთის ძალებთან ერთად შეჰყავთ ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში დამსჯელი ოპრაციების ჩასატარებლად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელთა ისედაც მძიმე მდგომარეობა უფრო გაუარესდა დაგომისში ბ. ელცინისა და ე. შევარდნაძის გარიგების შედეგად.

ყოველივე ეს წარმოადგენს რუსეთის ფართომასშტაბიან აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. რომელიც სულ უფრო და უფრო გარდაიქმნება მეორე ავღანეთად. ეს არის გენოციდი, რომელიც მიმდინარეობს წამყვან სახელმწიფოთა ჩუმი თანხმობით.

რუსეთის ჯარების აგრესიული ქმედებანი შენიღბულია რუსეთის ხელმძღვანელობის განცხადებებით კონფლიქტების მშვიდობიანი პოლიტიკური დარეგულირების, სამშვიდობო მოღვაწეობის აუცილებლობის შესახებ.

მოგიწოდებთ მსოფლიო საზოგადოებრიობას, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის საბჭოს მონაწილე ქვეყნებს დაგმოთ რუსეთის ხელმძღვანელობის აგრესიული ქმედებანი საქართველოს წინააღმდეგ, აგრეთვე ე. შევარდნაძის მარიონეტული რეჟიმის კოლაბორაციონიზმი და მოითხოვოთ საქართველოს ტერიტორიიდან ყველა უცხოური ჯარების გაყვანა, რომლებიც წარმოადგენენ დესტაბილიზაციისა და სისხლისღვრის წყაროს, საფრთხეს უქმნიან საქართველოს სუვერენიტეტს და ხელს უშლიან რესპუბლიკაში კანონიერი ხელისუფლების აღდგენას.

***

მიმართვა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ბ. ნ. ელცინს

ბატონო პრეზიდენტო!
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის “СНГ”-ს წევრი, რუსეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფი ამ გაერთიანების ჯარები სულ უფრო ხშირად ანხორციელებენ დამსჯელ ოპერაციებს საქართველოს ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საბჭოს ძალებთან ერთად. დაწყებული 1992 წლის 6 ივლისიდან ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 5 ვერტმფრენი თავს ესხმის და ცხრილავს ქალაქ წალენჯიხას დასავლეთ საქართველოში, რომლის მოსახლეობა თავს იცავს ეგრეთ წოდებული მხედრიონის დამსჯელი ბანდებისგან, რომელიც დასავლეთ საქართველოში შეაგზავნეს ე. შევარდნაძემ და მისმა დამქაშებმა და რომლებიც აწარმოებენ ომს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ამ აქციებმა იმსხვერპლა მრავალი მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე. ყოველივე ეს წარმოადგენს რუსეთის პირდაპირ ჩარევას საქართველოს შინაურ საქმეებში, აგრესიის მორიგ აქტს, რომელიც შენიღბულია სხვა ქვეყნის შინაურ საქმეებში ჩაურევლობის, ლოკალური კონფლიქტების პოლიტიკური დარეგულირების აუცილებლობის შესახებ თქვენი განცხადებებით.

მე პროტესტს ვაცხადებ რუსეთის ხელმძღვანელობის ამგვარი ქმედებების წინააღმდეგ. მოვითხოვ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დამსჯელი ოპერაციების შეწყვეტას და “СНГ”-ს საოკუპაციო ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას საქართველოდან.

გამოცემა “ქართული აზრი” №27 6 აგვისტო 1992 წელი

Posted in 1992, ზვიად გამსახურდია | Tagged: , , , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას მიმართვა ჰელმუტ კოლს. 19.06.1993

Posted by iberiana on ივნისი 19, 2023

gamsakhurdia-kohl

ზვიად გამსახურდიას მიმართვა გერმანიის ფრ-ს კანცლერს ჰელმუტ კოლს

1993 წლის 19 ივნისს დევნილობაში მყოფმა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ მიმართა გერმანიის ფედერციული რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარეს ჰელმუტ კოლს

“ბატონო კანცლერო!

გერმანიის ელჩმა საქართველოს რესპუბლიკაში ბატონმა დალჰოფმა ეხლახანს საქართველოს ტელევიზიით განაცხადა ედუარდ შევარდნაძის შესაძლო გადადგომის შესახებ და დასძინა, რომ ამ შემთხვევაში საქართველო დაკარგავს საერთაშორისო ავტორიტეტს და ყოველგვარ დახმარებას საზღვარგარეთიდან. ეს განიხილება, როგორც უშუალო ჩარევა სუვერენული სახელმწიფოს შინაურ საქმეებში, უხეში დარღვევა საერთაშორისო სამართლისა და დიპლომატიური ტაქტისა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის პრინციპების თანახმად, ყველა ერს აქვს უფლება გადაწყვიტოს თავისი ბედი და აირჩიოს ხელმძღვანელი სხვა ქვეყნის დიქტატისა და ჩარევის გარეშე.

ქართველი ხალხი იმიტომ ითხოვს შევარდნაძის გადადგომას, რომ მას არ ძალუძს ქვეყნის მართვა, მან საქართველო პოლიტიკურ და ეკონომიკურ კატასტროფამდე, კრიმინალურ ანარქიამდე, შიმშილობამდე და სამოქალაქო ომამადე მიიყვანა. გერმანიის მთავრობას არა აქვს არავითარი უფლება აიძულოს ან უბრძანოს ქართველ ერს აირჩიოს გერმანიისთვის და არა საქართველოსთვის სასურველი ხელმძღვანელი. ამასთან ისიც უნდა იცოდეთ, რომ დასავლეთიდან ჩამოსულ ჰუმანიტარულ დახმარებას არავითარი შვება არ მოაქვს ჩვენი ხალხისთვის, რადგან მის უდიდეს ნაწილს ქვეყნის მმართველი მაფია ითვისებს და ყიდის სხვა ქვეყნებში. ასე რომ, ქართველი ხალხი უკვე კარგა ხანია არავითარ დახმარებას აღარ ღებულობს გარე სამყაროდან.

თუ კი ბატონ დალჰოფის განცხადება არ იყო გერმანიის მთავრობასთან შეთანხმებული და მან მხოლოდ პირადი მოსაზრება განაცხადა, როგორც ქვეყნის ოფიციალური თვალსაზრისი ესოდენ მნიშვნელოვან პრობლემაზე, მე თქვენ მთავრობას მოვუწოდებ გამოიწვიოს ბატონი დალჰოფი საქართველოს რესპუბლიკაში ელჩის თანამდებობიდან.

პატივისცემით
ზვიად გამსახურდია
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი დევნილობაში
გროზნო, ჩეჩნეთის რესპუბლიკა
19 ივნისი 1993 წელი.”

კონსტანტინე გამსახურდიას საზოგადოების გაზეთი “საქართველოს სამრეკლო” №27 (29) 7 აგვისტო 1993 წელი.

მასალა მოამზადა დავით არაბიძემ

Posted in 1993, ზვიად გამსახურდია | Tagged: , , , | Leave a Comment »

პრეზიდენტის ფიცი

Posted by iberiana on ივნისი 14, 2023

199252564_5595655870506477_8598796546360818387_n

პრეზიდენტის ფიცი

1991 წლის 14 ივნისს საპრეზიდენტო ფიცი წარმოსთქვა საქართველოს დამოუკიდებლობის მესაძირკვლემ, ეროვნულმა გმირმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ და ამ ფიცის შესრულებისათვის,  ქართველი ერისთვის,  სამშობლოსათვის სიცოცხლე გაწირა,
პრეზიდენტის ფიცს, სამშობლოს, სიცოცხლის ფასად უერთგულა!

ბატონი ზვიადის საპრეზიდენტო ფიცი:

“ვფიცავ და საზეიმოდ ვაცხადებ ღვთისა და ერის წინაშე, რომ ერთგულად განვახორციელებ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობებს, ვიღვაწებ ჩემი ქვეყნის აღორძინებისა და გაძლიერებისათვის, დავიცავ მის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას, განუხრელად განვახორციელებ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასა და კანონებს, დავიცავ ადამიანის უფლებებს.

ღმერთი იყოს ჩემი შემწე ყოველივე ამაში!”

ბიმურზა დადეშქელიანი

Posted in 1991, ზვიად გამსახურდია | Tagged: | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიასა და ბორის ელცინის შეხვედრა დაბა ყაზბეგში. 23.03.1991

Posted by iberiana on მარტი 23, 2023

eltsin-gamsakhurdia

ზვიად გამსახურდიასა და ბორის ელცინის შეხვედრა დაბა ყაზბეგში

ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით 1991 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიოტორიაზე, ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. დაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებანი. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც დაიგეგმა თბილისში. გაფორმდა შეხვედრის და მოლაპარაკების ოქმი, რომელშიც, კერძოდ, აღინიშნა:

1. 1991 წლის აპრილის მანძილზე ხელმოსაწერად მომზადდეს რუსეთის სფსრ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის ხელშეკრულების პროექტი, რისთვისაც შეიქმნას სამუშაო ჯგუფები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისათვის, ერთობლივი მოქმედების მიზნით შეთანხმების შედეგად მხარეები მორიგდნენ:

2. რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 დღეში შექმნან ერთბლივი კომისია აღნიშნულ რეგიონში ვითარების შესასწავლად და მიმდინარე წლის 20 აპრილამდე სიტუაციის ობიექტურად შეფასების მიზნით.

3. რუსეთი სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 აპრილამდე შექმნან მილიციის გაერთიანებული რაზმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირების განსაიარაღებლად. ამ რაზმს დაევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოცემულ ტერიტორიაზე ვითარების სტაბილიზაციამდე.

4. სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიეცეს გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები.

5. რუსეთის სფსრ, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ საიმისო მუშაობა, რომ ლტოლვილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება შეექმნათ, უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენა.

6. საქართველოს რესპუბლიკის, რუსეთის სფსრ და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მთავრობებმა შექმნან ლტოლვილებისათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური სახსრები გამოყონ ამ ზარალის ასანაზღაურებლად.

7. შექმნილი კომისიებისა და რაზმების საბოლოო ამოცანად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის აღდგენა.

8. შეიქმნას მუდმივი ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ამ ოქმის შესრულებას და განიხილავს წამოჭრილ მიმდინარე საკითხებს.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ზვიად გამსახურდია
რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ბორის ელცინი
დაბა ყაზბეგი, 1991 წ. 23 მარტი

დოკუმენტიდან ჩანს, რომ რუსეთი სცნობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გაუქმებულად. შეთანხმებაში ყველგან ნახმარია “ყოფილი სამხრეთ ოსეთი”! უფრო მეტიც, მოლაპარაკებებში იგი საერთოდ არ ფიგურირებს როგორც არსებული სუბიექტი – ეს იყო ეროვნული ხელისუფლების უდიდესი მიღწევა.

***

P.S. და ეს მიღწევა მიშა სააკაშვილმა წყალში ჩაგვიყარა!

Posted in 1991, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დეპეშა ედუარდ შევარდნაძეს. 19.03.1992

Posted by iberiana on მარტი 19, 2023

gamsakhurdia

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დეპეშა ედუარდ  შევარდნაძეს

1992 წლის 19 მარტს საქართველოს რესპუბლიკის დევნილობაში მყოფმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დეპეშით მიმართა ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძეს :

კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის დაწვისთვის თქვენ ქართველი ერი მოგთხოვთ პასუხს, ისევე როგორც ყველაფრისთვის, რაც ჩაიდინეთ.

როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, თქვენ ფარისევლურად განაცხადეთ, რომ სახელმწიფო აღადგენს მუზეუმს.

მე კატეგორიულად მოვითხოვ თქვენგან, ხელი არ მიაკაროთ შენობას, იგი უნდა იდგეს დამწვარი და გადაბუგული, როგორც თქვენი ვანდალიზმისა და ბარბაროსობის კიდევ ერთი ძეგლი, გადამწვარ თბილისთან ერთად.”

გამოცემა “ქართული აზრი” №11 31 მარტი 1992 წელი.

შეიარაღებული ფორმირებების წევრებმა 1992 წლის 15 მარტს თბილისში დაწვეს “კოლხური კოშკი”. ამ ბოროტმოქმედებაში საქართველოს რესპუბლიკის კანონით გაუთვალისწინებელი შეიარაღებული ფორმირებების მონაწილეობაზე მიუთითებს შემდეგი ფაქტიც, 1992 წლის 6 თებერვალს ქალაქ სოხუმში ტურბაზა “ცხუმ”-ში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ე.წ. სამხედრო საბჭოს დაქვემდებარებაში მყოფი საქართველოს რესპუბლიკის კანონით გაუთვალსიწინებლი შეიარაღებული ფორმირების ერთი ნაწილის მოთავემ გიორგი ყარყარაშვილმა შეკითხვაზე თუ რა მოუვიდა საქართველოს რესპუბლიკის დევნილობაში მყოფი პრეზიდენტის ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდიას სახლს თბილისში? მან ასეთი პასუხი გასცა: “საქართველოდან მისი წასვლისთანავე მისი სახლი მეზობლებმა გაძარცვეს. ეხლა სახლი დალუქულია.”

ამ პრეს-კონფერენციიდან რეპორტაჟის ავტორია ვიტალი ვალერიანის ძე შარია. ცნობა პრეს-კონფერენციის თაობაზე გამოქვეყნდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ორგანოში გაზეთი “Республика Абхазия” №19 (89)

შაბათი, 8 თებერვალი 1992 წელი.

მასალა მოამზადა დავით არაბიძემ

Posted in 1992, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას მიმართვა ჯეიმს ბეიკერს. 8.02.1992

Posted by iberiana on თებერვალი 8, 2023

gamsakhurdia-beikeri

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიმართვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჯეიმს ბეიკერს. 8.02.1992

1992 წლის 8 თებერვალს დევნილობაში მყოფმა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა (ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდიამ მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების 81-ე სახელმწიფო მდივანს (1989-1992 წლები) ჯეიმს ადისონ ბეიკერ მესამეს, რომელშიც აღნიშნული იყო:

“როგორც ცნობილი გახდა თქვენ აპირებთ საქართველოში ჩამობრძანებას ქართველი ხალხის სისხლიან ჯალათთან ედუარდ შევარდნაძესთან ერთად. ედუარდ შევარდნაძე იყო იმ სამხედრო გადატრიალებისა და პუტჩის ორგანიზატორი, რომელმაც სისხლში ჩაახშო ქართველი ხალხის დემოკრატიული მონაპოვარი. ეს ავლენს თქვენს პირდაპირ ალიანსს დანაშაულებრივ ხუნტასთან, რომელიც ყოველდღიურად ღვრის უდანაშაულო ადამიანების სისხლს, ხვრეტს მშვიდობიან მიტინგებსა და დემონსტრაციებს, აპატიმრებს ასობით ადამიანს, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს, თრგუნავს პიროვნების თავისუფლებას. იმუქრება, რომ ადგილზე დახვრეტს ყველას ვინც კანონიერი ხელისუფლების დასაცავ მიტინგში გაბედავს მონაწილეობის მიღებას.


ყოველივე ეს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის დისკრედიტაციას, რომელიც თავის თავს დემოკრატიულ ქვეყნად მიიჩნევს. ხუნტასთან და მის ორგანიზატორებთან ურთიერთობით აშშ უგულვებელყოფს ხალხის მიერ კანონიერად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებასა და შედის საეჭვო ალიანსში დამნაშავეებთან და მაფიასთან.

ამგვარი მოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოში ტოტალიტარიზმისა და სახელმწიფო ტერორის განვითარებას, რასაც ყოველთვის გმობდა ამერიკის ოფიციალური პოლიტიკა.

მე პროტესტს ვაცხადებ ამ ალიანსის წინააღმდეგ და ვითხოვ, რომ შემხვდეთ მე, საქართველოს კანონიერ პრეზიდენტს და კანონიერი მთავრობისა და პარლამენტის სხვა წევრებს, რომელნიც დღეს იდევნებიან თვითმარქვია ხელისუფლების მიერ.

გთხოვთ შემატყობინოთ პასუხი.”

გამოცემა “ქართული აზრი” №6 26 თებერვალი 1992 წელი


მასალა მოამზადა დავით არაბიძემ

***

მიუხედავად საქართველოს კანონიერი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას პროტესტისა, ბატონი ბეიკერი მაინც ჩამობრძანდა საქართველოში შევარდნაძის მხარდასაჭერად, 

james_baker_in_tbilisi2c_1992.

ჯეიმს ბეიკერი და ედუარდ შევარდნაძე თბილისში, 1992 წლის მაისი

“ეს არის მესამე მოგზაურობა ჩემი საქართველოში. პირველად 1992 წელს ჩამოვედი, სახელმწიფო მდივნის რანგში. გვინდოდა გამოგვეხატა ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსადმი და განსაკუთრებით საქართველოს ახალი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძისადმი” – განაცხადა ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვაზე ჩამოსულმა ჯეიმს ბეიკერმა 2014 წელს.

Posted in 1992, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია | Tagged: , , , | Leave a Comment »

ცაიშელების განცხადება პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას. 1992

Posted by iberiana on იანვარი 28, 2023

იოსელიანი და კიტოვანი1992 წლის 28 იანვარი.

საქართველოს რესპუბლიკაში ანტიკონსტიტუციური შეიარაღებულის სახელმწიფო გადატრიალებით ანტიკონსტიტუციური ორგანოების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაციის შემდეგ ე. წ. სამხედრო საბჭო (მოქმედებდა 1992 წლის 2 იანვრიდან 1992 წლის 10 მარტამდე, წევრები: თენგიზ კალისტრატეს /შოთას/ ძე კიტოვანი /დაბადებული 1938 წელს/ და ჯაბა კონსტანტინეს ძე იოსელიანი /1926–2003 წლები/), საქართველოს რესპუბლიკის კანონით გაუთვალისწინებელი შეიარაღებული ფორმირებების მეშვეობით, მათი ანტიკონსტიტუცი ქმედებების წინააღმდეგ გამოსული ხალხის ნების გასატეხად, ანხორციელებენ პოლიტიკურ რეპრესიებსა და ტერორს, ეწევიან პირადი, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ქონების ყაჩაღურ დაუფლებასა და ძარცვას საქართველოს რესპუბლიკის ზუგდიდის რაიონის სოფელი ცაიში.

***

photo0n

“საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ბატონ ზვიად გამსახურდიას ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშის მცხოვრებთა განცხადება

1991–1992 წლების დეკემბერ–იანვარში საქართველოში მოხდა ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიული წესით არჩეული პარლამენტისა და პრეზიდენტის დამხობა სამხედრო გადატრიალების გზით. ხელისუფლებას სათავეში უდგას ნეობოლშევიკური კრიმინალური ხუნტა, დამყარდა დიქტატურა. ქართველმა ერმა პროტესტი გამოუცხადა რეაქციულ ხელისუფლებას, მთელს საქართველოში გამოცხადდა ეროვნული დაუმორჩილებლობა, რის საპასუხოდაც თვითმარქვია ხელისუფლებამ მთელს საქართველოში გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და თავად გააჩაღა ფართო მასშტაბის დაპყრობითი ომი. ე. წ. “სამხედრო საბჭოს” განკარგულებით დედაქალაქიდან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებისაკენ დაიძრა დიდძალი სამხედრო ტექნიკა და სისასტიკითა და დაუნდობლობით ცნობილი ე. წ. “საქართველოს მთავრობის ჯარები” (რომლის უმეტეს ნაწილს შეადგენდნენ საპატიმროებიდან გამოყვანილი, განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები და კბილებამდე შეიარაღებული ქალების ჯგუფი), რომლებიც ქალაქებისა და სოფლების “შტურმით აღების” დროს ძარცვავდნენ და ხოცავდნენ მოასახლეობას, ანადგურებდნენ, აგრეთვე, მათ კუთვნილ შინაურ ცხოველებს, ანალოგიური მოვლენები განვითარდა ჩვენს სოფელშიც.

1992 წლის 28 იანვარს, დილით, მრავალრიცხოვანი, მძიმე საბრძოლო ტექნიკით აღჭურვილნი, სროლით შემოიჭრნენ სოფ. ცაიშში. დაცხრილეს საცხოვრებელი სახლები. ტყვიას გვიშენდნენ ვერტმფრენიდანაც (რამაც დააზიანა საცხოვრებაელი სახლების სახურავები), სროლის შედეგად გუჩნდა ცეცხლი და დაიწვა მოქალაქე სონია ჯანაშიას საცხოვრებელი სახლი (ს. ჯანაშიას წერილი განცხადებას თან ერთვის).

შეშინებული მოსახლეობა საჩქაროდ გაიხიზნა სახლებიდან. უმეთვალყურეოდ მიტოვებულ სახლებში შეიჭრნენ ე. წ. მთავრობის “ჯარისკაცები” და გაძარცვეს 20–ზე მეტი ოჯახი, გაიტანეს საკვები პროდუქტების მარაგი, საოჯახო ნივთები (თეთრეული, ტანსაცმელი, ფული, ჭურჭელი, ხალიჩები, ძვირფასეულობა, კანონიერად რეგისტრირებული სანადირო თოფები). ნივთების, რომელთა წაღებაც ვერ შეძლეს, დაამტვრიეს – ტელე რადიო და ვიდეო აპარატურები, ჭაღები და ა. შ. დაარბიეს და გაძარცვეს კომერციული მაღაზიები, საიდანაც დაიტაცეს დიდი რაოდენობით სასურსათო და სხვა სახის საქონელი. მოურიდებლად ითხოვდნენ ალკოჰოლურ სასმელებს და მოსახლეობის თვალწინ იკეთებდნენ ნარკოტიკებს, ეიფორიულ მდგომარეობაში მყოფნი ცინიკურად ეპყრობოდნენ ხალხს.

საქართველოს სისხლიანი ხუნტის დამსჯელი ჯარების მიერ სოფ. ცაიშში ჩადენილ ვანდალიზმს მოსახლეობა აღიქვამს, როგორც ადამიანთა უფლებების იგნორირებისა და ღირსების ფეხქვეშ გამთელავ ფაქტს. ამის გამო მოგმართავთ თქვენ, საქართველოს კანონიერ პრეზიდენტს, გაითვალისწინოთ ჩვენი ინტერესები და ჩვენი სახელით მიმართოთ ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციას, რათა შესწავლილ და ობიექტურად შეფასებულ იქნას ჩვენს მიერ აღნიშნული ფაქტები.

დღეს, საქართველოში არსებული უკანონო ხელისუფლება სისტემატურად, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს. ქართველი ხალხი, ვთხოვთ, მსოფლიოს პროგრესულ ძალებს და საზოგადოებას მტკიცედ დაგვიჭირონ მხარი ჩვენი უფლებების და კანონიერების აღდგენისათვის ბრძოლის საქმეში.

აღვნიშნავთ აგრეთვე იმას, რომ “საქართველოს მთავრობის ჯარების” თანმხლებ ტანკებსა და “ბტრ”–ში ისხდნენ საბჭოთა არმიის რუსი ოფიცრები. რამდენიმე მათგანის ხელში შევნიშნეთ ტოპოგრაფიული რუკები – ქ. ზუგდიდისა და მისი რაიონისა.

გთხოვთ, ჩვენი განცხადება გააცნოთ ადამიანის უფლებების საერთაშორისო ორგანიზაციას.

განცხადებაში აღნიშნულ ფაქტებს ვადასტურებთ და ხელს ვაწერთ დაზარალებულები და თვითმხილველები.
ნ. გოგინავა, ო. გოგინავა, ვ. ჯგერენაია, ა. ნაროუშვილი, რ. ნაროუშვილი, ნ. ფირცხალავა, ლ. კაკაშვილი, მ. ჟორჟოლიანი … სულ ხელს აწერს 188 ოჯახი.”

გაზეთი “აღდგომა” №4 24 მაისი 1992 წელი

მასალა მოამზადა დავით არაბიძემ

Posted in 1992, ზვიად გამსახურდია, სამხედრო გადატრიალება | Tagged: , , , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდია – “უნდა დავიცვათ ჩვენი მიწა–წყალი”. 11.01.1991

Posted by iberiana on იანვარი 12, 2023

323430644_754190808994908_1191626794008406559_nზვიად გამსახურდია – “… უნდა დავიცვათ ჩვენი მიწა–წყალი…”

1991 წლის 11 იანვარს მრგავლი მაგიდის საზოგადოებრივ–პოლიტიკურ გაზეთში “თავისუფალი საქართველო” №1 (6) გამოქვეყნდა ინტერვიუ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდიასთან, რომელიც მან მისცა ამ გაზეთის რედაქტორს მარიკა აბაიშვილს.

“… უნდა დავიცვათ ჩვენი მიწა–წყალი…”

რედაქტორი: – ბატონო ზვიად, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები გარკვეულწილად ხელსაყრელია დაპყრობილი ქვეყნების განმათავისუფლებელი მოძრაობებისათვის. ამავე დროს, კრემლი დღემდე რჩება უხეშ და საშიშ მოწინააღმდეგედ. მსოფლიო კი მას ანგარიშს უწევს. ასეთია ვითარება, ესე იგი გარკვეული მხარდაჭერა გარედან, ხოლო, მეორეს მხრივ, გარედანვე მომდინარე დიდი წინააღმდეგობა, უზარმაზარ წინდახედულობას, სიფრთხილეს და ამავდროულად, სიმტკიცეს მოითხოვს. როგორ ჭრით ამ პრობლემებს?

ზვიად გამსახურდია: – მოგეხსენაბათ, რომ პირველი დღეებიდანვე ცენტრმა საკმაოდ შემოგვიტია, ვინაიდან ის ვერ ეგუებოდა იმ ცვლილებებს, რაც მოხდა საქართველოში. პირველი და უმთავრესი, რამაც გამოიწვია კრემლის უმწვავესი რეაქცია, იყო ჩვენს მიერ ჩატარებული ღონისძიებები შინაგან საქმეთა სამინისტროში და უშიშროების კომიტეტში, სადაც ფაქტობრივად აღარაფერი დარჩა საბჭოთა. ხელმძღვანელობა, მათი მუშაობის მიმართულება მთლიანად შევცვალეთ, რათა ისინი თანდათან ეროვნულ ორგანიზაციებად გადაიქცნენ, ამასთან დაკავშირებით მოგვივიდა გორბაჩოვის დეპეშა. პირდაპირ გვემუქრებოდა, თუ ყოველივეს უკან არ წაიღებთ, კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივიღებო. მაგრამ ჩვენ არცერთი ნაბიჯით არ დავიხიეთ, ყველაფერის ასევე დავტოვეთ და რაც ცენტრიდან მოვიდა, არაფერი არ შევასრულეთ. შემდეგ ასეთივე კონფლიქტი მოგვივიდა ე. წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიის გაუქმების თაობაზე. ეს კონფლიქტი დღემდე გრძელდება. ახლა გამოვიდა მისი დადგენილება, რომელიც წარმოადგენს უხეშ ჩარევას ჩვენს შინაურ საქმეებში, მაგრამ ჩვენ უკან არ დავიხევთ, არ შევცვლით ჩვენს გადაწყვეტილებებს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არ დაგვითმია არაფერი, პრინციპულად ვდგევართ იმ პოზიციაზე, რომელზეც თავიდანვე ვიდექით და ვახორციელებთ მრგვალი მაგიდის კურსს. ამავე დროს, სიფრთხილესაც არ გამოვრიცხავთ. არ არის საჭირო ავანტურისტული მოქმედება. რისკენაც ზოგიერთები მოგვიწოდებენ. ომის გამოცხადება, შეიარაღებული შეტაკება და სხვა მიგვაჩნია ავანტურად, ამიტომ ასეთ ნაბიჯებს ნამდვილად არ გადავდგამთ და არ გავამწვავებთ ურთიერთობას, განსაკუთრებით საოკუპაციო ჯარებთან. თუმცაღა პროვოკატორები წამდაუწუმ მოგვიწოდებენ მათთან კონფლიქტისა და ურთიერთობის გამწვავებისაკენ. ეს არ მოგვაჩნია მიზანშეწონილად. ჩვენი აზრით, საოკუპაციო ჯარებთან ჩვენი ურთიერთობა უნდა განსაზღვროს საერთაშორისო სამართალმა, უნდა ველაპარაკოთ მათ საერთაშორისო სამართლის ენაზე. ყოველგვარი ფიზიკური წინააღმდეგობა, ჯიბრი, შეტაკება და სხვა , მიგვაჩნია ავანტურად და არასწორ მოქმედებად. ამ გაგებით, გარკვეულ სიფრთხილესაც ვიჩენთ, მაგრამ ამავე დროს არ ვღალატობთ ჩვენს მთავარ პრინციპებს და პოზიციის ურყევობას ვამჟღავნებთ.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/gamsakhurdia-2/11-01-1991/

Posted in 1991, ზვიად გამსახურდია | Tagged: , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას შეხედულება დასავლეთზე და რუსეთზე

Posted by iberiana on აპრილი 2, 2022

gamsakhurdia

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად  გამსახურდიას შეხედულება დასავლეთზე და რუსეთზე

,,როცა სადღაც აფრიკაში ამხობენ მორიგ დიქტატორს, დაახლოებით ბოკასოს ტიპისას, კაციჭამიობაში მხილებულს, დასავლეთის განვითარებული ქვეყნების მთავრობები ამას განიხილავენ, როგორც ,, ადამიანის ძირითად უფლებათა დარღვევას”. და დიქტატორის საწინააღმდეგოდ გაეროს ჯარებს გზავნიან, მაგრამ, როცა საქართველოში იარაღის ძალით დაამხეს კანონიერი ხელისუფლება, მსოფლიო საზოგადოებრიობის ეს ფაქტი შეაფასა, როგორც ქართველი ხალხის თავისუფალი ნების გამოვლინება. იმის გასარკვევად თუ რით აიხსნება დასავლური დემოკრატიის ესოდენი გულგრილობა სახელმწიფოს კანონიერი ხელისუფლების ბედისადმი, მივმართეთ თავად საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას.

მთავრობები, რომელთაც თქვენ დემოკრატიულად მოიხსენიებთ, სინამდვილეში კარგახანია განუდგნენ დემოკრატიას, დემოკრატია იქცა ცარიელ სიტყვად, რომელსაც თავის ნებაზე ატრიალებენ დასავლეთის მთავრობათა ამა თუ იმ პოლიტიკური ინტერესების შესანიღბავად, როცა ამ მთავრობებს სურთ გააძლიერონ თავიანთი გავლენა და სამხედრო ყოფნა რომელიმე რეგიონში, თავდაპირველად ცდილობენ მოისყიდონ ამ ქვეყნის ხელისუფლება, და თუ წინააღმდეგობას წააწყდებიან, უბრალოდ ამხობენ მას, ასეთ შემთხვევაში მათთვის არა აქვს მნიშვნელობა დჟამხობილი რეჟიმის ხასიათს, დემოკრატიულია იგი თუ ავტორიტარული. ეს მტაცებლური მიდგომა სხვა ქვეყნებისადმი დღეს საბოლოოდ დამკვიდრდა ნატოს სახელმწიფოებში. აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ყველაზე მძლავრი სახელმწიფოები უკვე აღარც კი ცდილობენ შენიღბონ თავიანთი ზრახვები და აშკარად და ცინიკურად თრგუნავენ სხვა ხალხთა ნებას, სწორედ ეს მოხდა საქართველოში.

სრულად:  https://iberiana2.wordpress.com/segm/gamsakhurdia-3/

Posted in 1992, ზვიად გამსახურდია | Tagged: , , | Leave a Comment »

თენგიზ კიკაჩეიშვილი – ზვიად გამსახურდია ჭეშმარიტად ეროვნული მოღვაწე იყო!

Posted by iberiana on მარტი 31, 2022

kikacheishvili

თენგიზ კიკაჩეიშვილი – ზვიად გამსახურდია ჭეშმარიტად ეროვნული მოღვაწე იყო

ზვიად გამსხურდიას როლს ეროვნულ მოძრაობაში თვით მისი ოპონენტებიც კი დღეს სხვანაირად წარმოაჩენენ, ეს უკვე ბევრ რამეს ნიშნავს. ის ღირებულებები, ის რეალური ქმედებანი, რაც ზვიად გამსხურდიამ ერის განთავისუფლებისათვის განახორციელა, წარმოჩენილია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამას მისი მტრებიც აღიარებენ. ბუნებრივია, გამსხურდიამ მიიღო ყველა აქტი, რამაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღადგინა. ეს იყო რეფერენდუმი, არჩევნები და სხვა. ანუ, მან სამართლებრივი თვალსაზრისით თავისუფლება მოუტანა საქართველოს. ეს ფაქტები მისი პოლიტიკური მოღვწეობის შეფასებისთვის უკვე საკმარისია.

დღეს ძალზე ხშირად საუბრობენ, რომ კარგი დისიდენტი კარგი პოლიტიკოსი არ შეიძლება იყოს. მაგრამ უცნაურია, როცა დღევანდელ საქართველოში საკითხს ასე სვამენ. თუ ზვიად გამსახურიდა ცუდი პოლიტიკოსი იყო, პარალელი უნდა გაევლოს დღევანდელ ხელისუფლებასთან, არადა საქართველოში დარღვეულია სახელმწიფოებრივი ნიშნებისაზღვრები არ არის, ტერიტორიები დაკარგულია და ა.შ.

ზვიად გამსახურდიას დროს საზღვრები და ტერიტორიები შენარჩუნებული გვქონდა. იგი ჭეშმარიტად ეროვნული მოღვაწე იყო.”

თენგიზ კიკაჩეიშვილი

პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,

პოლიტიკური ორგანიზაცია "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს" ლიდერი

1999 წლის 31 მარტი

გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" № 84 (3125)

დავით არაბიძის არქივიდან

Posted in 2022, ზვიად გამსახურდია | Tagged: , | Leave a Comment »

გურამ შარაძე – “ზვიად გამსახურდიას სიკვდილი და დასაფლავება”

Posted by iberiana on დეკემბერი 28, 2021

sharadze-gamsakhurdiaგურამ შარაძე – “ზვიად გამსახურდიას სიკვდილი და დასაფლავება”

საბოლოო პასუხისგან ჯერ კიდევ შორს ვართ… 

რუსუდან შარაძე: ზვიად გამსახურდიას ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე დასმულ კითხვებს სახელმწიფომ დღემდე არ გასცა პასუხი. მიჩქმალული სიმართლე, ადრე თუ გვიან, გამჟღავნდება. დღეს, გადავწყვიტე, გაგაცნოთ თვითმხლველის, გურამ შარაძის მიერ მოყოლილი ფაქტები, თუ რა ვითარებაში აღმოაჩინეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის საფლავი, რა მდგომარეობაში იყო კუბო, ცხედარი და ა.შ… აგრეთვე, რა ურთიერთობა ჰქონდა მამაჩემს ზვიად გამსახურდიასთან პრეზიდენტობამდე და მას შემდეგ, როდის გახდა ის მისი ნდობით აღჭურვილი პირი…

ეს ყველაფერი დაბეჭდილია წიგნში „ზვიად გამსახურდიას სიკვდილი და დასაფლავება“ („სახალხო წიგნი“, თბილისი, 1995), რომელიც შედგება სამი ნაწილისგან:
1. ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიული ცნობები;
2. ძირითადი ტექსტი, ემყარება გურამ შარაძის ინტერვიუს, რომელიც 1994 წელს, 4 ნაწილად გამოქვეყნდა „ლიტერატურულ საქართველოში“ (4.03 (N9), 25.03 (N12), 8.04(N14), 22.04 (N16), 1994;
ხოლო მე-3 ნაწილი არის ფოტომატიანე.

მამაჩემი ყვება, მხოლოდ და მხოლოდ, ფაქტებს. ყალბი თავმდაბლობის გარეშე უნდა ვთქვა, რომ ძალიან მოკრძალებულად მეჩვენება მისი მონათხრობი საკუთარ როლზე ამ ისტორიულ მოვლენებში.

ქვემოთ ნახავთ ბიოგრაფიას და წიგნის ბოლო გვერდებს (აქვეა ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობაც), რომელიც დასურათებულია. დანარჩენ ტექსტს დავბეჭდავ კიდეც და ნაწილ-ნაწილ გაახლებთ, რათა გაგიადვილოთ კითხვა.

მამაჩემს, სხვასთან ერთად, ერთი თვისება ჰქონდა – უხარისხო ქაღალდზე წიგნს არ ბეჭდავდა (ამიტომაც ელოდება გამოცემას მისი უნიკალური ფოტოალბომები: ათასგვერდიანი „ძველი გურია“; „ძველი ბათუმი“). ერთადერთი გამონაკლისია ეს წიგნი. მოგეხსენებათ, რა ვითარება იყო 1995 წელს, ხარისხიანი კი არა, მგონი, ქაღალდი არ იშოვებოდა საერთოდ. რაც შეეხება ზვიად გამსახურდიაზე წიგნის გამოცემას, ეს ის დროა, როდესაც კონსტანტინე გამსახურდიას მემორიალურ ნივთებს, ხანძარს რომ ძლივს გადაურჩა, შესანახად არ კიდებდნენ ხელს. არადა, მოროდიორებს რომ არ დაეტაცათ, მამაჩემი ლამის კარდაკარ დადიოდა და ასე დააბინავა ისინი.
სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/sharadze-gamsakhurdia

Posted in ზვიად გამსახურდია | Tagged: , , | Leave a Comment »

პრეზიდენტის მიმართვა პატრიარქს, 21 დეკემბერი, 1991წ.

Posted by iberiana on დეკემბერი 21, 2021

zviadi&ilia

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიმართვა პატრიარქს, 21 დეკემბერი, 1991წ.

თქვენო უწმინდესობავ,

ჩვენი ერისა და ეკლესიის სიამაყე – ქაშუეთის წმ. გიორგის ტაძარი საფრთხეშია. მასთან დაბანაკდნენ შეიარაღებული ოპოზიციის ბანდები, დიდძალი ასაფეთქებელი მასალებით. გთხოვთ, ჩაერიოთ და იხსნათ ტაძარი. მოუწოდეთ უკეთურთ, განერიდონ მას!
პატივისცემით ზვიად გამსახურდია.

თბილისი, 1991 წლის 21 დეკემბერი.

***

1991-92 წწ. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ

ilia$edu

Posted in 1991, ზვიად გამსახურდია | Tagged: , , , | Leave a Comment »

“ზვიად გამსახურდიას როდის დაანებებთ თავს?!”

Posted by iberiana on ნოემბერი 21, 2021

kalandia-gamsakhurdia

გიორგი კალანდია  – “ზვიად გამსახურდიას როდის დაანებებთ თავს?!”

ისტორიკოსი გიორგი კალანდია  ფეისბუქში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

აქამდე ამ სტატუსის დაწერა არ მინდოდა, იმიტომ რომ ვიცოდი როგორც მონათლავდნენ, ახლა კი როცა ყველა შიმშილობა საბედნიეროდ დასრულდა მინდა ვიკითხო:- ზვიად გამსახურდიას როდის დაანებებთ თავს!?

დიახ ისინი ვინც მას ებრძოდით და ისტორიიდანაც კი ცდილობდით მისი სახელის წაშლას, მახსოვს მაშინდელი ე.წ არჩევნების სლოგანი: „ყველა მინუს ერთი“… ეს მახსოვს, მაგრამ არ მახსოვს არც თქვენი აღშფოთება და არც პროტესტი… ისიც კარგად მახსოვს პირველ კანონიერ, პრეზიდენტს, რომელიც ბომბებითა და ზათქით დაამხეს, როგორი აღტკინებით ეძახდით მეორე დღესვე ექსპრეზიდენტს! (არადა დღემდე პრეზიდენტის სტატუსით სარგებლობს რადგან საკუთარი ვადის ამოწურვა არ აცალეს) მახსოვს თქვენი რევერანსები შევარდნაძისადმი, რომელსაც „საყვარელი“ სახელი: „ბაბუ“ შეარქვით, მახსოვს გამოთქმა: „ჯაბა ჯიგარია, რაღაცნაირად მევასება“…

თუმცა არ მახსოვს, პირველი პრეზიდენტის შიმშილობა რომ გტკიოდათ, თან ის იძულებითი შიმშილობა, რომელიც მან ჯოჯოხეთურ სიცივეში სამეგრელოს ტყეებში, მოუხარშავი წაბლის ჭამით რომ გამოიარა… არცერთი თქვენთაგანი არ მახსოვს ჩეჩნეთში, გროზნოს პანაშვიდებზე, სადაც სამხედრო ხუნტის შიშით ჩასულები დამოუკიდებელი საქართველოს ნამდვილ მესაძირკვლეს რომ ვკრძალავდით… კარგით ვთქვათ გამსახურდია არ მოგწონდათ, მაგრამ მაშინ რატომ არ გაგაჩნდათ „ემპათიები“ მიტინგებზე დახოცილი ხალხის მისამართით!? თან ხომ ეს ის მიტინგები იყო სადაც ხალხი სტიქიურად, ყოველგვარი ქვენა მიზნისა და სარგებელის მოლოდინის გარეშე დადიოდა….

რატომ არ გაგიჩნდათ არცერთხელ ტკივილისა და სიბრალულის გრძნობა მანიფესტაციებზე დახოცილი 20-25 წლის ბიჭების მისამართით? რატომ არ გაგახსენდათ ამ 29 წლის განმავლობაში თუნდაც ერთხელ არცერთი მათგანის მშობელი, ჭირისუფალი, მეგობარი!?

არ გაგახსენდათ იმიტომ, რომ არ გჭირდებოდათ! არ გაგახსენდათ იმიტომ, რომ როცა ჩვენ გვხოცავდნენ და მიტინგებზე დაგვსდევდნენ თქვენ კარიერასა და ბიზნესებს იკეთებდით.. „ბაბუს“ თვითმფრინავებში იჯექით და მის ბრიფინგებს ამაყად ესწრებოდით..

არ გახსოვდათ იმიტომ, რომ ნამდვილი კონფორმისტები იყავით და ზვიადის სახელსაც ახლა იმიტომ ახსენებთ, რომ ასე გჭირდებათ.. ჰოდა გაეშვით… ჩვენთვის მისი მომხრეებისათვის ეს შეურაცხმყოფელია, უფრო მეტიც ძალიან მტკივნეულია… გაეშვით ამ კაცს და მის წმინდა სახელს… საკმარისი დრო გქონდათ იმისათვის, რომ შეგეფასებინათ, გამოგეძიებინათ, სახალხოდ თუ სახელმწიფოებრივად დაგეგმოთ ამ ტრაგედიის შემოქმედნიც და მონაწილენიც… გაეშვით ყველანი, ჩემი თანამოასაკენიც და უფროსებიც, რომლებიც სულ რამდენიმე წლის წინ მისი სახელის ხსნებაზე ამრეზით იყურებოდით…

ამ პოსტის ქვეშ წამოსული ბულინგისა და შეურაცხყოფების აღარ მეშინია, მივეჩვიე, ზვიადისტობის პერიოდში კი უფრო უარესი გამოვცადე და ამიტომ არნახული იმუნიტეტი გამოვიმუშავე აგრესიისადმი.”

20 ნოემბერი, 2021

Posted in 2021 | Tagged: , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას მიმართვა ქართველ ერს. 1993

Posted by iberiana on სექტემბერი 25, 2021

z gamsakhurdiaსაქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიმართვა ქართველ ერს.

25 სექტემბერი, 1993

1993 წლის 25 სექტემბერს საქართველოში დაბრუნებულმა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა, საქართველოს რესპუბლიკის საჯარისო ფორმირებების უმაღლესმა მთავარსარდალმა (1991–1993 წლები) ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდიამ (1939–1993 წლები) მიმართა ქართველ ერს:
“ძმანო და დანო!
მე, საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი, დავბრუნდი სამშობლოში და განვაგრძობ ერის წინაშე ჩემი მოვალეობის შესრულებას. მე ვხედავ საქართველოს უმძიმეს მდგომარეობას. მე არ შემეძლო ასეთ დროს ვყოფილიყავი საქართველოს გარეთ, მე ჩამოვედი არა მხოლოდ იმიტომ, რომ შევასრულო ჩემი თანამდებობრივი მოვალეობა, არამედ იმისათვის, რომ სათავეში ჩავუდგე ეროვნული ხსნის მოძრაობას.
ძმანო და დანო!
ჩვენი ერის ყოფნა–არყოფნის საკითხი დგას და ასეთ დროს დიდი დაფიქრება და პასუხისმგებლობა გვმართებს. მე ჩამოვედი არა იმისთვის, რომ გავაჩაღო სამოქალაქო ომი, ან დავსაჯო ვინმე, არამედ ჩემი მიზანია ერის გამთლიანება და ერის შერიგება, და თუ მოწინააღმდეგე მხარე შეიგნებს თავის შეცდომებს, შეინანიებს თავის დანაშაულს ერის წინაშე, მე მზად ვარ მათაც გავუწოდო ხელი.
თუ უკანონო ხელისუფლება გამოიჩენს გონიერებას და გადადგება, მე მზად ვარ უზენაეს საბჭოსთან შეთამხმებით დავნიშნო ახალი არჩევნები. ყველას მიეცემა ხელშეუხებლობის გარანტია სათანადო პირობების გათვალისწინებით.
ალბათ, მრავალ თქვენგანს სურს შეიტყოს, თუ რად დაგვიანდა ჩემი ჩამოსვლა, იმის გამო, მეგობრებო, რომ მქონდა უამრავი დაბრკოლება, რომელთა დაძლევაც ვერ ხერხდებოდა, მაგრამ აი დადგა ჟამი და ბოლოს მივაღწიე იმას, რომ დღეს თქვენთან ვარ.
დღეს საქართველო უნდა დაირაზმოს ერის ხსნისათვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის, ჩვენი ეკონომიკის აღდგენისათვის, ქართული სულის აღორძინებისათვის.
გაუმარჯოს ჩვენს ბრძოლას საქართველოს გადასარჩენად!
გილოცავთ კანონიერი ხელისუფლების აღდგენას!
დიდება ქართველ ერს!”
გაზეთი “აღდგომა” № 32 (64) 26 სექტემბერი 1993 წელი.
დავით არაბიძე

Posted in 1993, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია | Tagged: , , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას მიმართვა. 31.03.1993

Posted by iberiana on ივლისი 15, 2021

zviadiზვიად გამსახურდიას მიმართვა ქართველი ერისადმი, სრულიად საქართველოს მოსახლეობისადმი:

“იმ მრავალ უბედურებთა შორის, რომელიც თავს დაატყდა საქართველოს მეოცე საუკუნეში, ერთ -ერთი უმთავრესია რწმენის დაცემა, რელიგიის განადგურების მცდელობა კომუმისტურ ათეისტურ სახელმწიფოს მიერ. მართალია ეს სახელმწიფო თითქმის აღარ არსებობს, მაგრამ დარჩნენ მისი მესვეურები….

მათი მიზანია ქრისტიანულ მართლმადიდებლური ეკლესიის აღმოფხვრა ჩვენს ერში, იმ ქრისტიანობისა, რომელმაც გადაგვარჩინა, შეგვინარჩუნა ეროვნება, ენა, სახელმწიფოებრიობა. ბოროტების ეს მოციქულნი ქრისტიანობას ჯერ პირდაპირ ათეისტური ქადაგებით ებრძოდნენ, მაგრამ რა დაინახეს ამ ქადაგების უსარგებლობა, მოამრავლეს მწვალებლური ეშმაკეული სექტები, რათა ხალხი ჩამოაშორონ ჭეშმარიტ რელიგიას.... .

…..დღეს ისევ ჩვენი ტაძრები, ჩვენი წმინდა სალოცავები, ჩვენი სახარება და ეკლესია თუ გადაგვარჩენს და ღვთის ერთგულება, მისი მცნებების ერთგულება. ამის გამო მოგიწოდებთ, ზურგი შეაქციოთ სექტებს, დაუბრუნდეთ ეკლესიის წიაღს და ილოცეთ საქართველოსთვის, მისი ჭეშმარიტი რელიგიური და ეროვნული აღორძინებისთვის.”

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია

31 03 1993წ

(ამონარიდი, გაზეთიდან “საშუალო ფენა” მაისი 1993 წ.)

Posted in 1993, ეროვნული მთავრობის მტრები, ზვიად გამსახურდია, რელიგია | Tagged: , , | Leave a Comment »

იგორ კვესელავა: ქართველი ერი უნდა გაერთიანდეს

Posted by iberiana on ივნისი 21, 2021

202938515_4805620506120069_8640325508762180025_n1იგორ კვესელავა: ქართველი ერი უნდა გაერთიანდეს და ყველაფერს ეშველება

ჩვენ განვითარებადი ქვეყანა ვართ და ამ დროს, განვითარებული ქვეყნის დემოკრატიას ვეჭიდებით, რაც შეუძლებელია. ჩვენთან, კოალიციური მთავრობა ვერ იარსებებს. პარლამენტი თუ დაიშალა იგივე დაემართება მთავრობასაც და ცოდვა-მადლის ტრიალი იქნება. მაგრამ დასავლეთი სხვა გზას არ გვიტოვებს. პირდაპირ გეტყვით: ჩვენ, საექსპერიმენტო ბაზა გავხდით. თავის დროზე შევარდნაძე ამბობდა: საქართველო საექსპერიმენტო ლაბორატორიააო. მძიმე სურათი იშლება _ კოალიციური მთავრობა არ გვინდა, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. დასავლეთს ასე სურს. ჩვენ, სამწუხაროდ, მის სხეულზე ვართ მიბმული. ჩვენ, თავად ვერ ვქმნით ჩვენს პოლიტიკურ კულტურას. აქ, რა იდეოლოგიაა? საქართველო არის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის მატარებელი? _ არა! ამაშია საქმე. რაღაც ძვრები, თითქოს, დაიწყო. ივანიშვილმა ქვეყნისთვის ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ საკადრო პოლიტიკა შეცდომა იყო. არადა, ყველაფერს კადრები წყვეტენ. ამ მოკლეშარვლიანებით და მოკლეკაბიანებით წყდება ქვეყნის ბედი? აქ, უნდა იყოს ყველა თაობა, ეროვნება და სამშობლოსთვის იბრძოლონ. საქართველო ერთსულ უნდა გაერთიანდეს. კიდევ, ვკითხულობ: საით მიდის ქვეყანა? გახსოვთ, ზღაპრებში როგორ არის? _ მარცხნივ წახვალ _ დაიღუპები, მარჯვნივ წახვალ _ დაიღუპები. აი, ასეთ ვითარებაში ვართ. რა გავაკეთოთ? _ პირდაპირ უნდა ვიაროთ, მაგრამ იქ, უფსკრულია. მას რომ გადავახტეთ, ჯერ უკან უნდა დავიხიოთ და მერე, გადავაფრინდეთ, თორემ, შიგ ჩავვარდებით. ბიძინა ივანიშვილმა ტაძრისკენ მიმავალი გზა ეკალ-ბარდებისგან გაწმინდა, მივიდა ტაძართან, მაგრამ შიგნით ვეღარ შევიდა. მთავარია, ქართული სახელმწიფო, ქართველი ერი ტაძარში შევიდეს…

ჩვენ, ერის გაერთიანება უნდა დავიწყოთ და ყველაფერს ეშველება.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/igor-kveselava/

Posted in 2021, ეროვნული მთავრობა, ეროვნული მოძრაობა, პოლიტიკა | Tagged: , , | Leave a Comment »

ბუბა ხოტივარი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავაზე

Posted by iberiana on მაისი 10, 2021

Buba khotivariრეჟისორი ბუბა ხოტივარი ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავაზე

1974 წლის 5 აპრილს მოულოდნელად გარდაიცვალა ჯუანშერ თუთბერიძე, ჩემი უახლოესი ადამიანი. თავზარი დაგვცა მისმა გარადაცვალებამ – ასეთი უსამართლობით თითქოს დედამიწას გზა აერიაო, თითქოს ცხოვრებას საყრდენი გამოაცალესო, – ასეთი შეგრძნება დაგვეუფლა ყველას, ვინც იცნობდა ჯუნას…

დაკრძალვის წინა ღამეს (10 აპრილს) მღვდელმა წესი აუგო გარდაცვლილს. მთელი ღამის განმავლობაში ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და ომარ ციკოლია მუხლმოყრილნი და სანთლებით ხელში მღეროდნენ საგალობლებს. რამდენი ხანი ძლებს ადამიანი ნებაყოფლობით მუხლებზე დაჩოქილი? მე ნახევარი საათიც ვერ გავძელი. ზვიადი, მერაბი და ომარი კი მთელი ღამის განმავლობაში – მზის ამოსვლამდე – მორჩილად იდგნენ მუხლებზე, მღვდელთან ერთად დროდადრო სასახლეს ჩოქვით შემოუვლიდნენ, ლოცულობდნენ და გალობდნენ. ლოცულობდნენ და გალობდნენ ისეთი რწმენით, ისეთი ბავშვური გატაცებითა და გულწფელობით, რომ რამდენჯერმე თითქოს შევიგრძენი – ღმერთი მათ უსმენს, ღმერთი მათ მართლა უსმენს…

გამოცხადებას ჰგავდა ეს ზეციური სილამაზე: გალობის სტიქიაში მთლიანად ჩაფლული სამი ქართველი ვაჟკაცის მუდარითა და ტკივილით სავსე სახე; ზეციური ნათელით, ამაღლებული რწმენითა და თანაგრძნობით გაცისკროვნებული მათი ცრემლიანი თვალები; აბსოლუტური მუსიკალური სმენა, ურთულესი საგალობლების ყველა ნიუანსის ცოდნა; გალობისა და ლოცვის სულიერი ერთიანობის უნიკალური შეგრძნება – უხორცო ანგელოზების შთაგონება… თითქოს ზეციდან ისმოდა მათი ხმები და ისმოდა როგორც ერთი ხმა – ერთი განუყოფელი, მაგრამ ერთმანეთში გაურეველი და ერთმანეთისგან დამოუკუდებელი სამი ხმა – სამების ერთარსების უტყუარი ზეციური დასტური…

სრულად

Posted in 2021 | Tagged: , , | Leave a Comment »

30 წელი დამოუკიდებლობის აღდგენიდან

Posted by iberiana on აპრილი 9, 2021

დღეს შესრულდა 32 წელი სისხლიანი 9 აპრილიდან და 30 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან

„…სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი.

9 აპრილის წამებულების სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ საქართველოში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“- ზვიად გამსახურდია

Posted in საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ცოტნე გამსახურდია – დამოუკიდებელ საქართველოს დიდხანს არ უცოცხლია

Posted by iberiana on მარტი 30, 2021

ცოტნე გამსახურდია – დამოუკიდებელ საქართველოს დიდხანს არ უცოცხლია, და არც მისი არსებობის მთავარ ინიციატორს

tsotne

ყოველი წლის მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში სული სიმძიმით მევსება… ტრაგიზმის, გამოუვალობის განცდით, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს შობას დაჰყვა თან – შინაური გარეწრებისა და ბოროტების იმპერიის მეცადინეობით. მოგეხსენებათ, 31 მარტი დამოუკიდებელი საქართველოს გამოცხადების საფუძვლის, დამოუკიდებლობის რეფერენდუმისა და ამავე დროს, ამ დამოუკიდებლობის ძირითადი შემოქმედის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ადამიანის, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობას მიაჯაჭვა მისი სიცოცხლე და ეს დღეც ორივეს დაბადების დღედ იქცა…
 
თუმც დამოუკიდებელ საქართველოს დიდხანს არ უცოცხლია, და არც მისი არსებობის მთავარ ინიციატორს. უკვე დაახლოებით 25 წელიწადია საქართველო მოჯადოებულ წრეზე დადის: ცხადად დანახული და დაწერილი ისტორიის, შეცდომებისა და სწორი ნაბიჯების შეფასების გარეშე. ხომ ნათქვამია: თუ გინდა, რომ ერს ღირსება დააკარგინო, მას პატრიოტები და თავდადებულები უნიათო და წარუმატებელ კაცუნებად უნდა დაუსახო, ხოლო მოღალატეები და გამყიდველები – გმირებად! განა ამის შემდეგ გასაკვირია, რომ ამდენი წელი გზა გვაქვს აბნეული?!
 
ზვიად გამსახურდიას სიკვდილსაც ჩემთვის ორი განზომილება აქვს: პიროვნული და სახელწიფოებრივი ტრაგედიისა.
 
1994 წელს იანვარში, როდესაც პირველკურსელ ყმაწვილს ჯერ მოკლული მამის ცხედრის ნახვა მქონდა სანატრელი და შემდეგ, როცა რამოდენიმე საფლავის გამოცვლის შემდეგ შევარდნაძის ბანდებმა რუსეთის სპეცსამსახურებთან ერთად როგორც იქნა გადმოგვცეს უკვე დაახლოებით 40 დღის გარდაცვლილი… მახსოვს ის დღეები, როდესაც ვეხებოდი მის სხეულს, როდესაც ვერ წარმომედგინა მიწისთვის როგორ უნდა მიმებარებინა იგი…
 
სახელმწიფოებრივ ასპექტს რაც შეეხება: არაფერი, რაც მის სიკვდილსა და საქართველოს სახელმწიფოს განადგურებას შეეხება დღემდე არ არის ოფიციალურად დადგენილი. შევარდნაძის დროს, ბუნებრივია, ეს ყველაფერი მიჩქმალული და თაროზე შემოდებული იყო. ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის ნგრევა, ათასობით ადამიანის განადგურება, ტერიტორიების დაკარგვა, ქვეყნის ძარცვა და მის ხარჯზე ერთეულების გამდიდრება, რუსეთის ჯარის გამოყენება კანონიერ ხელისუფლებასთან ბანდიტურ ბრძოლაში და პრეზიდენტის მკვლელობა არავის აინტერესებდა.
 
სააკაშვილის მმართველობის დროს ამ მიმართულებით გარკვეული, უმნიშვნელო ნაბიჯები გადაიდგა. შეიქმნა ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზთა დამდგენი საპარლამენტო კომისია, თუმც მას არ მისცეს საგამოძიებო ფუნქციები. მიუხედავად ამისა, ამ კომისიამ სერიოზული მასალები და მტკიცებულებები მოიპოვა, რაც დღესაც ამ საქმის ტექსტთა ძირითად კორპუსს შეადგენს.
 
“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ეს საქმე მკვლელობის გამოძიების მუხლით გადააკვალიფიცირა და გარკვეული საგამოძიებო ქმედებები ჩაატარა. თუმც მალევე გამოჩნდა, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკურად სასპეკულაციო თემა იყო და სინამდვილეში დღეს პროკურატურა და სუსი გულმოდგინედ მალავენ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ავტორებსა და შემსრულებლებს! მალავენ საკუთრივ რუსეთის, იმჟამინდელი შევარდნაძის (რომელნიც იგივე მოსკოვიდან იმართებოდნენ) სპეცსამსახურებისა და ბანდების მონაწილეობას და როლს ჩვენი ქვეყნის დაქცევა-განადგურებაში. საქმის მასალებში ცხადად ჩანს მომხდარი, მხოლოდ ეფექტური საგამოძიებო ქმედებებია განსახორციელებელი! მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობა და მინისტრი ვახტანგ გომელაური შეგნებულად აფარებენ ხელს შევარდნაძის მკვლელებსა და იდეურ მემკვიდრეებს. იმედია გასაგებია, ვისი დავალებით!
 
26 მარტი, 2017
 

Posted in 2017, ზვიად გამსახურდია | Tagged: , , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას ინტერვიუ მოსკოვის პუტჩის შემდეგ

Posted by iberiana on იანვარი 31, 2021

Interview with president Zviad Gamsakhurdia 1991
ზვიად გამსახურდიას ინტერვიუ 1991 წლის აგვისტოს მოსკოვის პუტჩის შემდეგ

“ჩვენ ყველაფერს ვიზავთ, რომ მსოფლიომ გვაღიაროს”

Posted in 1991, 2021 | Tagged: , , , | Leave a Comment »

ზვიადის მკვლელობიდან 27 წელი გავიდა

Posted by iberiana on დეკემბერი 31, 2020

133210546_1690423754451664_1918897293538792684_n[1]

ზვიად გამსახურდიას მკვლელობიდან 27 წელი გავიდა

გთავაზობთ ცნობილი დისიდენტების, საზოგადო მოღვაწეებისა და პოლიტიკოსების გამონათქვამებს ზვიადის შესახებ

“მისი განსაკუთრებული მისიის შეცნობა მხოლოდ მას შესწევს, ვისაც აქვს უნარი წმიდა ჯვრის ენით უთქმელი საიდუმლოს შეცნობისა…
ჩემთვის საქართველო როგორც ქვეყანა, არ იარსებებს მანამდე, სანამ იქ კანონიერება არ აღსდგება“.
 
ადელა ნადეინოვიჩი,
მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის წევრი .
 
„მიმაჩნია, რომ როგორც ეროვნულ მოღვაწეს, ზვიად გამსახურდიას დიდი დამსახურება მიუძღვის თავისი ქვეყნის წინაშე. ის იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი და თავდაუზოგავად იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. მე მასთან ხშირად მქონია კამათი, მაგრამ უდავოა, რომ ზვიად გამსახურდია იყო დიდი საყოგადო მოღვაწე. ხოლო როგორც პოლიტიკოსი, იგი შევარდნაძეზე ნაკლები ნამდვილად არ არის, მისი პოლიტიკა გაცილებით უფრო ზნეობრივი იყო როგორც მცირე ერების, ისე ზოგადად ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ასე ვაფასებ მე ზვიად გამსახურდიას.
 
გამსახურდია ისტორიული პიროვნებაა და სამუდამოდ დარჩება ისტორიაში“.
 
იური ორლოვი,
ჰელსინკის საერთაშორისო ფედერაციის საპატიო თავმჯდომარე, აშშ.
 
„ზვიად გამსახურდიას სიკვდილით მთავრდება დისიდენტური სუფთა, რომანტიკული ეტაპი კავკასიის ჩაგრულ ხალხთა თავისუფლების მოძრაობისა.
 
ზვიადი მარადისობაში გადავიდა, თანამემამულეებს დაუტოვა რა თავისი მოძღვრება – ზვიადიზმი – საქართველოს სრული უფლებების აღდგენისათვის. ქედმოუხრელი ბრძოლის მოძღვრება, მოძღვრება აგებული ოთხ დედაბოძზე:
 
1. ქართველი ხალხის დაბრუნება ღმერთთან;
2. დაბრუნება წინაპართა ტრადიციებზე;
3. პოლიტიკურად და ეკონომიურად ძლიერი დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენა;
4. კავკასიელ ხალხთა ძმობა, საერთო კავკასიური სახლის შექმნა კავკასიის ყველა ხალხისათვიის.”
 
ისა კაძოევი,
ინგუში საზოგადო მოღვაწე
 
მარგარეტ ტეტჩერი, „რკინის ლედი“ ასე ახასიათებს ზვიად გამსახურდიას: “ასეთი პრეზიდენტი ნებისმიერ ქვეყანას დაამშვენებდა”.
 
ვლაცლავ ჰაველმა – აღმოსავლეთ ევროპის დისიდენთა ლიდერმა განუცხადა ზვიად გამდახურდიას, რომ საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ, ზვიად გამსახურდიამ გადამწყვეტი როლი შეასრულეს აღმოსავლეთ ევროპისა და საბჭოთა რესპუბლიკების განთავისუფლებაში.
 
 
გამონათქვამები შეკრებილია სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ გამომავალი ეროვნული გაზეთების პუბლიკაციებიდან ზიგმუნდ ვოლტეტერის მიერ.
 

Posted in 1993, 2020, ზვიად გამსახურდია | Tagged: , , , | Leave a Comment »

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ზვიად გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებული სარჩელი

Posted by iberiana on დეკემბერი 18, 2020

კონსტანტინე გამსახურდიასაკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ზვიად გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებული სარჩელი

საქმეში „კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომლითაც პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილ კონსტანტინე გამსახურდიას ეკრძალებოდა საქმის მასალების ასლების გადაცემა.

სამართალწარმოების პროცესში მოსარჩელემ, ზვიად გამსახურდიას შვილმა კონსტანტინე გამსახურდიამ არაერთხელ მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას განცხადებით ზვიად გამსახურდიას საქმის მასალების ასლების გადაცემის თაობაზე. თუმცა მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დაზარალებულს მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის უფლებით აღჭურავდა და არ ითვალისწინებდა საქმის მასალების ასლების გადაცემის შესაძლებლობას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სისხლის სამართლის მასალების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობა ყოველთვის საკმარისი არ იყო საქმის მასალების სიღრმისეულად და სრულყოფილად გაცნობისათვის.

როგორც მოსარჩელემ განმარტა, სისხლის სამართლის სამართალწარმოების პროცესში ინფორმაცია ისედაც გაიცემა მხოლოდ იმ წინაპირობით, რომ არ მოხდება გამოძიების ინტერესების დაზიანება. ამიტომ, საქმის შესაბამისი მასალების ასლების გადაცემა არ შეიძლება წარმოადგენდეს რაიმე დამატებით საფრთხეს. ამასთან, მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ დაზარალებული (მისი უფლებამონაცვლე) ასლების მიღების უფლებით უნდა სარგებლობდეს როგორც გამოძიების მიმდინარეობისას, ასევე მისი შეწყვეტის შემდგომ. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნა მიემართება სპეციალურ სუბიექტს – დაზარალებულს ან მის უფლებამონაცვლეს და არა, ზოგადად, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, საქმის მასალების ასლების მიღების უფლება უნდა ვრცელდებოდეს იმ მონაცემებსა და ინფორმაციაზე, რომელიც უშუალოდ ეხება დაზარალებულს.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ დაზარალებულის აღჭურვა სათანადო ინფორმაციით ემსახურება, ერთი მხრივ, მისი (დაზარალებულის) ინტერესების ეფექტიან დაცვას, მაგალითად, შესაძლებლობას, გაასაჩივროს გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ პროკურორის დადგენილება; ხოლო, მეორე მხრივ – სასამართლოსთვის ან ზემდგომი პროკურორისათვის მიმართვის მეშვეობით, საგამოძიებო საქმიანობის კონტროლს. როგორც სასამართლომ აღნიშნა, იმავდროულად, ინფორმირებული დაზარალებული უნარიანია, საგამოძიებო საქმიანობის ხარვეზიანობის შემთხვევაში მიიპყროს საზოგადოების ყურადღება, ამ გზით გაზარდოს გამოძიებაზე საზოგადოების კონტროლი.

საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ინფორმაცია დაზარალებულის ხელთ არსებულ ყველაზე მძლავრ იარაღს წარმოადგენს გამოძიების თვითნებობის შესაზღუდად, საკუთარი უფლებების სწორად რეალიზებისთვის. შესაბამისად, ცხადია, რომ დაზარალებულს გააჩნია მომეტებული ინტერესი – გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ინფორმაციას.

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ბლანკეტურად გამორიცხავს დაზარალებულის შესაძლებლობას, მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს ასლის სახით, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად არის ცნობილი გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

საქმეში კონსტანტინე გამსახურდიას ინტერესებს იცავდნენ ადვოკატი ამირან გიგუაშვილი და საია-ს იურისტი გიორგი გოცირიძე.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს დაიღუპა ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში, თუმცა თვითმკვლელობის ვერსია საზოგადოების გარკვეულ ნაწილში დღემდე ეჭვებს იწვევს. გამოძიება, რომელიც მომხდარიდან 26 წელია გრძელდება, თავიდან სისხლის სამართლის კოდექსში არარსებული კვალიფიკაციით დაიწყო, 2015 წელს კი მკვლელობად დაკვალიფიცირდა. 2009 წელს ზვიად გამსახურდიას სიკვდილის მიზეზების დადგენას ცდილობდა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაც.

radiotavisupleba.ge

Posted in 2020, ზვიად გამსახურდია | Tagged: | Leave a Comment »

საქართველომ რა დაგიშავათ?

Posted by iberiana on ნოემბერი 10, 2020

maxresdefault

საქართველომ რა დაგიშავათ?

 
საქართველომ რა დაგიშავათ? ეს ტკივილით სავსე შეკითხვა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის. საქართველო მართლა გადასარჩენია, რადგან კაცთმოძულე პოლიტიკოსებითაა სავსე. 28 ოქტომბერს 30 წელი შესრულდა მრავალპარტიული არჩევნებიდან, რომელიც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ჩატარდა. იმ დღეს ტელევიზიებმა უფრო მეტი დრო დაუთმეს ვინმე ქალბატონების პარფიუმერიის რეკლამას, ვიდრე გამორჩეული ისტორიული თარიღის აღნიშვნას. 1992 წლის ნოემბერში ჩატარდა ე.წ. იმედის არჩევნები. ჩემთვის, როგორც ქართველის, უზენაესი საბჭოს წევრისთვის, თავზარდამცემი იყო ბატონი აკაკი ასათიანის მონაწილეობა მასში მაშინ, როცა პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ელოდებოდა გროზნოში, როგორც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, მაშინ, როცა კრულად სახსენებელი შევარდნაძე მოითხოვდა პრეზიდენტის ლიკვიდაციას (უშიშროების მინისტრის იგორ გიორგაძის თქმით, გამსახურდია მას ცოცხალი არ სჭირდებოდა.) ტანკების გრიალში და ავტომატების კაკანში ჩატარდა არჩევნები. ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში გავეშებული ,,კონგრესმენები” საკომპენსაციო სიებით შეიყუჟნენ შევარდნაძის ბუნაგში. იქ იყვნენ ახლანდელი არჩევნებით უკმაყოფილო ,,პოლიტიკოსები”: ბერძენიშვილი დავითი, ბობოხიძე აკაკი, გოგორიშვილი ხათუნა – არჩევნების გაყალბების პროფესიონალი, გოცირიძე რომანი, (ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდაო და შეავსო ,,ნაცები”), დიასამიძე თამაზი, წულაია გოგი, ნათელაშვილი შალვა, ბურჯანაძე ნინო, ჩიხრაძე ფიქრია.. გაგრძელებაც არ ღირს. მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ ან არაფერსო. შვილმკვდარი დედა ვარ და გულწრფელად თანავუგრძნობ ზურაბ ჟვანიას დედას, მაგრამ ნამდვილად ცუდი მემკვიდრეობა დაგვიტოვა მან. ზუგდიდში ერთ-ერთ შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძე თამარ დედოფალს შეადარა და მისი სახელი პარტიის დროშას დააწერა: ბურჯანაძე-დემოკრატები. ქალბატონმა ნინომ დაიჯერა და პრეტენზიას აცხადებს არამარტო პოლიტიკოსობაზე, არამედ საქართველოზეც. სააკაშვილი ხომ დაგვიტოვა და დაგვიტოვა.
 
1995 წლის 9 აპრილს ავადსახსენებელმა შევარდნაძემ საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატარა, რითაც შეურაცხჰყო 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნა და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიც.
 
ქუთაისში 9 აპრილს შეწირულთა მემორიალთან ხალხმრავლობა იყო. საარჩევნო კომისიიდან ბიჭები მოვიდნენ საყვედურებით, მანდ რას დგახართ, საარჩევნო ყუთებში სულ კეც-კეცად ყრიან ბიულეტინებსო. რას ვიზამდით?! თავზე გვადგნენ ავტომატიანი ,,პატრიოტები”. მაინც, ვინ არის ეს ხალხი?! ბოლშევიკ ვასილ კიკვიძის წერილი გამახსენდა დედისადმი მიწერილი: მალე წითელი ლაშქარი მოადგება საქართველოს და ყველაფერი კარგად იქნებაო. ახლა მიხეილ სააკაშვილი ეღირება საქართველოს (რა ფერისაა, კაცმა არ იცის ლ.კ.).
 
ისევ სულგანათლებული პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას კითხვა: რა დაგიშავათ საქართველომ?
 
პარტიები, რომლებიც მორჩილად მიჰყვებიან ,,ნაციონალებს” – არც მოეკითხებათ, მაინც ის უნდა გიპასუხონ, რაც მათ ბელადს სააკაშვილს და, როგორც ჩანს, მოადგილეს გუბაზ სანიკიძეს სურს. ამიტომ ახსნას ნინო ბურჯანაძემ, სააკაშვილმა, ბოკერიამ, ბარამიძემ და სხვებმა, რას ნიშნავს ,,აჭარა შემოვიერთეთ” – პირველი უაზრობა და უპატიებელი ღალატი, ან ივანოვის თანამეგზურობა?! რატომ არ აქვთ პროგრამაში აფხაზეთის, სამაჩაბლოს დაბრუნება?! რატომ გააუქმეს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილება სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ?! ვინ იყვნენ სანაკოევები ცეკვა-თამაშს რომ უმართავდნენ ელიტური ,,ინტელიგენტები”?! რას ზეიმობდნენ პარლამენტის წინ, მაშინ როცა ანგელოზივით ბიჭებს მტრები ესეოდა?!
 
ვინ ხართ თქვენ?
 
ხელისუფლების სიყვარული სავალდებულო არ არის. სამშობლო უნდა გიყვარდეს. მე ხელისუფლებასთან სერიოზული პრეტენზიები მაქვს. მიუხედავად იმისა, “ოცნების” თუ “პატრიოტთა ალიანსის’‘ რიგებში უხვად არიან კრიმინალური გადატრიალების მონაწილეები, გამონაკლისებიც არის ახალი თაობის სახით. ხელისუფლება უნდა გაემიჯნოს შევარდნაძის დროს, უნდა გამოვიდეს მისი ჩრდილიდან. შევახსენებ ბატონი ზვიად გამსახურდიას დროს მიღებულ ისტორიულ ფაქტებს: არჩევნები, სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმება, აფხაზეთთან დამოკიდებულების საკითხი, რეფერენდუმი, აზერბაიჯან-სომხეთს შორის მიმდინარე კონფლიქტის მიმართ პოზიცია, დამოკიდებულება გვარდიის მიმართ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თანამშრომლობდა პროფესიონალებთან პარტიულობის მიუხედავად, იცოდა აზიაც, ევროპაც, მაგრამ კავკასიაც და ქართველობაც. ისიც ცნობილია, რომ გამსახურდიას დამხობას, დევნას და მკვლელობას ხელმძღვანელობდა ედუარდ შევარდნაძე. ამიტომ ხელისუფლება, რომელიც სათანადო შეფასებას არ მისცემს 91_92 წლების კრიმინალურ გადატრიალებას, იბრძოლებს 9 წლიანი და არა 20 წლიანი მმართველობის წინააღმდეგ, ყოველთვის დარტყმის ქვეშ იქნება. ფრთხილად! ისევ არიან გულუები, მაისურაძეები, კიკაბიძეები, ჭანკოტაძეები და სხვები, რომლებიც უსიტყვოდ შეასრულებენ ტვინშებრუნებული პოლიტიკოსების იდეებს.
 
ბოლოთქმა: თუ ვინმე შემომედავება, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებას მართლა აღმშენებლობის მიმართ, ვეტყვი, რომ ეს მისი პიროვნული მოღვაწეობაა და არა სახელმწიფოებრიობის დონეზე.
 
ვასწავლოთ ახალგაზრდობას სამშობლოს სიყვარული. ნუ გადავჭრით სამამულო რქას.
 
ლია კაცაძე

Posted in 2020, ეროვნული მოძრაობა | Tagged: , , | Leave a Comment »

გამსახურდიას მიმართვა სამეგრელოს მოსახლეობას. 26.04.1992

Posted by iberiana on ნოემბერი 7, 2020

zviadi-280x248-1

დევნილობაში მყოფი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიმართვა სამეგრელოს მოსახლეობას

1992 წლის 26 აპრილი

 ძვირფასო თანამემამულენო! იმპერიული ხუნტა რუსეთის დავალებით ცდილობს შექმნას მეგრული სეპარატიზმი და სამეგრელო ჩამოაცილოს საქართველოს.
 
იმპერიის ემისარი შევარდნაძე ყოველნაირად ცდილობს ამ ვერაგული გეგმის განხორციელებას. იგი ცდილობს უკმაყოფილების გამოწვევას სამეგრელოში, სხვა კუთხეების მოსახლეობის ამხედრებას სამეგრელოს წინააღმდეგ, რათა განხორციელდეს კრემლის ოცნება: სამეგრელოს ავტონომიური რესპუბლიკის შექმნა, სამეგრელოსა და სხვა კუთხეებს შორის ეთნოკონფლიქტი.
 
არ წამოეგოთ კრემლისა და შევარდნაძის ანკესზე, იბრძოლეთ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, იმპერიული ხუნტის გაძევებისათვის, არჩევნების ბოიკოტისათვის, ვინაიდან ქართველმა ერმა ერთხელ უკვე გამოხატა თავისი ნება 1990 წლის 28 ოქტომბრისა და 1991 წლის 26 მაისის არჩევნებში!
 
თავს ვხრი დაღუპულთა წინაშე! არცერთი ხუნტისტი სამეგრელოსა და დანარჩენი საქართველოს მიწა-წყალზე! ძირს მოღალატე შევარდნაძე! ძირს კრიმინალური შევარდნაძე – სიგუა – იოსელიანი – კიტოვანი – ჭანტურია – წერეთელისა და სხვათა ხუნტა!
გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!
 
გაზეთი “აღდგომა” №2 10 მაისი 1992 წელი
მასალა მოგვაწოდა დავით არაბიძემ

Posted in 1992, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია | Tagged: , , | Leave a Comment »

მანანა გაბაშვილი – ზვიად გამსახურდია და ეროვნული მოძრაობა

Posted by iberiana on სექტემბერი 5, 2020

მანანა გაბაშვილი – ზვიად გამსახურდია და ეროვნული მოძრაობა

Posted in 2020, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი თუ 9 აპრილი?

Posted by iberiana on მაისი 26, 2020

noe & zviadi

დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი თუ 9 აპრილი?

1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში გამართულ რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მრავალპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა ეროვნულმა ძალებმა ზვიად გამსახურდიას თავკაცობით, რამაც სათავე დაუდო ისტორიული სამართლიანობის აღდგენას.

თუ გვახსოვს, 1991 წლის 31 მარტს ქვეყანაში გაიმართა საერთო სახალხო რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. სარეფერენდუმო კითხვა კი ასეთი იყო: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“.

სარეფერენდუმო კითხვის ასეთი სახით დასმას ისტორიულ-პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამდა რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოშთობას 1921 წლის 25 თებერვალს.

ამგვარად, საქართვლო აუწყებდა თანადროულ მსოფლიო საზოგადოებრიობას, რომ საქართველოს დემოკრატიული, სუვერენული სახელმწიფო 70 წლის წინ დაიპყრო საბჭოთა რუსეთმა და იქ დაამყარა საოკუპაციო რეჟიმი კომუნისტურ-საბჭოთა „ხელისუფლების“ სახით.

რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

ამ დღეს საქართველოს ისტორიაში არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა 1989 წელს 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით. ეროვნულმა ხელისუფლებამ ამით უკვდავყო საქართველოს თავისუფლებას შეწირული გმირების სახელი.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა 9 აპრილი, ამ დღესასწაულმა კი სამწუხაროდ ერთი წელიც ვერ მოათია.

1992 წლის 6 იანვრის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ხუნტამ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ფიქტიური აღნიშვნის დღედ 26 მაისი დატოვა „მიმოქცევაში“, იმიტომ რომ 9 აპრილი ზვიად გამსახურდიას სახელთან არის დაკავშირებული.

სრულად: https://iberiana.wordpress.com/mamulishvilebs/damoukidebloba/

Posted in 1991, 2020, დამოუკიდებლობის დღე | Tagged: , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდია – “შვილის აღზრდაში ოჯახი გადამწყვეტია”

Posted by iberiana on მაისი 21, 2020

gamsakhurdiebi

კონსტანტინე გამსახურდია, თამარ გამსახურდია, თათია ხაინდრავა, ზვიად გამსახურდია და მირანდა ფალავანდიშვილი

ზვიად გამსახურდია

“შვილის აღზრდაში ოჯახი გადამწყვეტია”

1991 წლის 17 მაისს მრგვალი მაგიდის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაზეთში “თავისუფალი საქართველო” № 17 (22) გამოქვეყნდა ინტერვიუ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდიასთან “შვილის აღზრდაში ოჯახი გადამწყვეტია”. ესაუბრა ლეილა ძაძამია. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

– ბატონო ზვიად, კონსტანტინე გამსახურდიამ რა თქმა უნდა გარკვეულწილად განსაზღვრა თქვენი მსოფლმხედველობა; ისიც ცნობილია, რომ თქვენ გყავდათ უსათნოესი დედა – ქალბატონი მირანდა. მამასთან ერთად უთუოდ დედამაც მოახდინა გავლენა თქვენი პიროვნების ჩამოყალიბებაზე, როგორ მოიგონებთ დედას?

ზვიად გამსახურდია – ჭეშმარიტად, მამასთან ერთად ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე დედაჩემმა. საკუთარი დედის ქება ცოტა უხერხულია, მაგრამ იგი გახლდათ სიკეთისა და სათნოების განსახიერება. ის იყო ყველა გაჭირვებულის, ყველა დამცირებულის თანამდგომი, მფარველი…

რაც შეეხება შვილების აღზრდას, ჩემს აღზრდაში მას უდიდესი წვლილი აქვს იმ მხრივ, რომ სწორედ ამგვარი მსოფლმხედველობით მზრდიდა – საკუთარ თავზე ზრუნვა კი არ არის მთავარი, არამედ მოყვასზე, სხვა ადამიანებზე, და რაც მთავარია მაყვარებდა ქრისტიანულ სარწმუნოებას, მზრდიდა, როგორც მორწმუნეს… რწმენა რომელიც მე მაქვს, რელიგიის და ეკლესიის სიყვარული, მისი და მამაჩემის უდიდესი დამსახურებაა.

ასევე ზრუნავდნენ მშობლები ჩემს განათლებაზე. შეიძლება ითქვას, ყოველნაირად ცდილობდნენ რომ დისციპლინირებული ვყოფილიყავი, რომ მესწავლა ენები, მესწავლა მუსიკა, მეკითხა წიგნები. ის განათლება, რომელიც ასე თუ ისე შევიძინე, მათი დამსახურებაა…

სრულად:  https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/aghzrda/

 

Posted in ზვიად გამსახურდია, იდეოლოგია | Tagged: , , | Leave a Comment »

გიორგი გახარია – ჩვენ დღეს თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ, რაშიც ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის

Posted by iberiana on მარტი 31, 2020

ზვიადი&გახარია

“დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას 81 წელი შეუსრულდებოდა.

ამავე თარიღს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი გადამწყვეტი დღე, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმი, როდესაც ქართველმა ხალხმა, მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ, საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას ერთხმად დაუჭირა მხარი. ამ ერთიანობის შედეგია, რომ ჩვენ დღეს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ. ამაში ქვეყნის პირველ პრეზიდენტს, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს უდიდესი წვლილი მიუძღვის.

ჩვენმა წარსულმა არაერთხელ დაგვარწმუნა, რომ გამოწვევებთან ბრძოლისას სწორედ ქართველი ხალხის ერთსულოვნებაა გადამწყვეტი.

დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით, ამ გამოწვევასაც დავძლევთ და საქართველო გააგრძელებს წარმატებული, ძლიერი და ერთიანი სახელმწიფოს შენებას”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

Posted in 2020, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

კონსტანტინე გამსახურდია – ვიცოდეთ ჩვენი უახლესი ისტორია

Posted by iberiana on მარტი 6, 2020

d8f3c691f4bbd1a908bd154aca7547f8კონსტანტინე გამსახურდია – ვიცოდეთ ჩვენი უახლესი ისტორია

ინფორმაცია არმიის გენერლის, შურალიოვის (Владимир Шуралев) გარდაცვალებაზე ჩვენთვის იმდენად საინტერესოა, რამდენადაც უკავშირდება ჩვენი უახლესი ისტორიის იმ მონაკვეთს, როდესაც იბადებოდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და ყალიბდებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალები. შურალიოვი, იმჟამად სსრკ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მას შემდეგ, რაც “გეკაჩეპემ” სსრკ-ს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 1991 წლის აგვისტოს 19-ში ჩამოფრინდა თბილისში და შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას. ამ შეხვედრას მოყვა მომავალი პუტჩისტების, უკვე ტყეში ყაჩაღად გავარდნისთვის გამზადებული თენგიზების (სიგუა-კიტოვანი) დეზინფორმატიული ნაკადი – რომ მოღალატე პრეზიდენტმა გვარდია “გეკაჩეპეს” ბრძანებით დათმო და დაშალა. (სხვათა შორის ისინი “ჟურავლიოვად” მოიხსენიებდნენ შურალიოვს) სიგუა ხალხს შეპირდა თვით მოსკოვური ხუნტის თავმჯდომარის, “იანაევის საიდუმლო ოქმებს“, რომელიც სიონის ბრძენთა ოქმებზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო – მათში ასახული უნდა ყოფილიყო ზვიად გამსახურდიას და მოსკოვური გეკაჩეპეს შეთქმულება საქართველოს, ასევე მთელი მსოფლიოს და კაცობრიობის წინააღმდეგ.

სინამდვილეში ამ შეხვედრისას საუბარი წარიმართა ეროვნულ გვარდიაზე, რამდენადაც სსრკ-ს კონსტიტუციის მიხედვით რესპუბლიკას არ ქონდა უფლება ყოლოდა საკუთარი შეიარაღებული ძალები. გენერალთან შეხვედრაზე უარს ან მასთან დისკუსიას, რომ “ჩვენ დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ და ფეხზე გვკიდია, თქვენ რას იფიქრებთ”, აზრი არ ჰქონდა და ამავე დროს ძალიან საშიშიც იყო – ასეთ შემთხვევაში პირველი, ვისაც მაღალი ალბათობით დაარტყამდნენ სსრკ-ს შეიარაღებული ძალები ჰაერიდანაც და მიწიდანაც, ეს საქართველოს ეროვნული გვარდია იყო. პრეზიდენტმა ამ სტუმარს აჩვენა საბუთი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული გვარდია იურიდიულად რესპუბლიკის შინაგანი ჯარი იყო, რასაც სსრკ-ს კონსტიტუცია არ კრძალავდა. გენერალი და მისი გამომგზავნელები მიხვდნენ, რომ აქ დისკუსია უადგილო იყო. ეს საკითხი დელიკატურად მოგვარდა, პარალელურად კი საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, სადაც მოუწოდა ცივილიზებულ სამყაროს, დაეცვათ არჩეული ხელისუფლებები რესპუბლიკებში ამ ახალი, გაუგებარი ორგანოსგან.

საკითხი დიპლომატიურად გადაწყდა, მოსკოვურმა ხუნტამ კი 2-3 დღეში არსებობა შეწყვიტა, თუმცა არც დეზინფორმაციულმა ნაკადმა და ლანძღვამ დაახანა საქართველოს ხელისუფლების და პრეზიდენტის მისამართით. კრიტიკის თემა იყო მიუღებელი კომპრომისი მოსკოვთან და გვარდიის დაშლა. თუ წარმოვიდგენთ, რომ მოვლენები სხვა მხრივ განვითარდებოდა, და საბჭოთა არმია დარტყმას განახორციელებდა ჩვენი ახალწვეულების მიმართ, კრიტიკა და ლანძღვა მაშინ გენახათ – “დაგვღუპე შენი რადიკალიზმით”, “შეაწყვიტე ჩვენი ბიჭები რუსებს როგორც 9 აპრილს”, “პოლიტიკა არ გესმით, თქვენ მხოლოდ მიტინგები იცით” და ა.შ. მოკლედ თუ ქუდი გახურავთ, შემოგედავებიან, რატომ გახურავთო. თუ არ გახურავთ – მაშინ რატომ არ გახურავთო.

…კარგი იქნებოდა ვინმე ჩასულიყო ამ შურალიოვთან და ეკითხა, რაზე იყო საუბარი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას, მაგრამ ეს არავის მოუვიდა თავში აზრად. ჩვენ ხომ ჩვენს ისტორიას პატივს არ ვცემთ. ახლა კი გვიანია.

6.03.2020

 

Posted in 1991, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | 1 Comment »

„ვისაც სიგუას ჭირისუფლობისკენ უწევს გული, ჯერ ამ ფილმს უყუროს“

Posted by iberiana on იანვარი 22, 2020

 

1992

გიორგი კალანდია – „ვისაც სიგუას ჭირისუფლობისკენ უწევს გული, ჯერ ამ ფილმს უყუროს“

საქართველოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია თენგიზ სიგუას გარდაცვალებას facebook-ით ეხმაურება და აქვეყნებს დოკუმენტურ ფილმს „დახვრეტილი საქართველო“.

 

Posted in 2020, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia, სახელმწიფო გადატრიალება | Tagged: , , , , , | Leave a Comment »

“თქვენ გასაგონად ბიჭებო”

Posted by iberiana on იანვარი 16, 2020

dumbadze2

თამაზ დუმბაძე – “თქვენ გასაგონად ბიჭებო”

თამაზ დუმბაძე (1936-2016) – გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი შემქმნელი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე (1992-1998), თავდაცვის მინისტრის განსაკუთრებულ დავალებათა ჯგუფის უფროსი, ვახტანგ გორგასლის ორდენის სრული კავალერი.

1999 წელს თბილისში გამოიცა გენერალ-მაიორ თამაზ დუმბაძის წიგნი “თქვენ გასაგონად ბიჭებო”

რამდენიმე ამონარიდი წიგნიდან:

“ერთ დღეს ზურაბ ნაირაშვილმა განზე გამიხმო: საინტერესო ჩანაფიქრი და გეგმა მაქვს, მინდა წამომყვე, რომ ყველაფერი თვალნათლივ გაჩვენო და ზოგი რამ აგიხსნაო. მანქანებში ჩავსხედით და ვაკის მიდამოებში ავედით. ავტომობილით ცოტათი გავუყევით ვერის უბნის მხარეს. გავჩერდით ქუჩაში, სადაც გზა გამსახურდიას “კოლხური კოშკისკენ” მიდის. ნაირაშვილს ზედმიწევნით ჰქონდა შესწავლილი ზვიად გამსახურდიას ყოველდღიური მარშრუტი. ზუსტად, თითქმის წამების გათვლით ჰქონდა დადგენილი დრო. საკმაოდ დაწვრილებით ჰქონდა შედგენილი სქემაც. იგი ქუჩის განაპირას, მიწისქვეშა კომუნიკაციების ჭასთან მივიდა, სარქველი ახადა და მანიშნა, მომყევიო. ჩავედით ზვიადის სახლთან მდებარე ჭაში, საიდანაც ხელისგულივით ჩანდა ყველაფერი, ახლომახლო მოძრავი ტრანსპორტი, ცალკეული ადამიანები და საერთოდ, ბრწყინვალე ხედვის არე იყო. ჩვენ ვერავინ გვამჩნევდა, ისე უმნიშვნელოდ და მოფარებულად იყო ეს ჭა.

– წარმოიდგინე თამაზ, აქედან რომ ერთი რიგიანად გავუშვა, როგორ ავაფრენ იმ შენს პრეზიდენტს, თავისი სისულელეებით. ეს თქვა რუსულად, რადგან დიდხანს მსახურობდა საბჭოთა არმიაში და ამ ენაზე აზროვნებდა, სათქმელსაც ასე უფრო კარგად აყალიბებდა.”
“წამოვედით. ყოველ შემთხვევაში, ერთი კონკრეტული ვარიანტი უკვე იყო შემუშავებული, უკიდურესი შემთხვევისათვის.”
(გვერდი: 125-126)

“მოსკოვის გზაზე ჯგუფები და პიროვნებები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. თენგიზ სიგუასა და თენგიზ კიტოვანს მე და კახა გველესიანი მივყვებოდით ხოლმე. ისინი ესაუბრებოდნენ და ეთათბირებოდნენ ხოლმე ედუარდ შევარდნაძეს.
(გვერდი: 129)

“სამი ქვეითთა საბრძოლო მანქანით (საბრძოლო ჯავშნიანი მანქანა БМП-1 აღჭურვილია გლუვლულიანი 73 მილიმეტრიანი კალიბრის ქვემეხით 2А28″Гром”, 7,62 მილიმეტრიანი კალიბრის კალაშნიკოვის სატანკო ტყვიამფრქვევითა და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით 9М14М”Малютка”. (ეს სამი БМП-1 მათ მიიღეს წითელდროშოვანი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 171-ე გვარდიული საოლქო სასწავლო ცენტრიდან). შევარდით მთავრობის სახლის ეზოში და პანიკა დავთესეთ, მანქანებში იყვნენ პაატა დათუაშვილი, მამუკა ჯაჯანიძე და გია გულუა.”

“სასწრაფოდ ჩამოვიდნენ გია ყარყარაშვილი და დევი ჭანკოტაძე. ბრძოლის ხელმძღვანელობა გიას დაევალა. დევიმ ზარბაზანი (100 მილიმეტრიანი კალიბრის საზენიტო ქვემეხი КС-19, შეიარაღებაში ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარები-ეროვნულ გვარდიას) სასტუმროს (“თბილისი”) წინ დადგა ჯორჯიაშვილის ქუჩაზე.”
(გვერდი: 133)

“მაშინ ძალიან ბევრს ვშრომობდით, ჯემალ ჭუმბურიძე, მე, გია ყარყარაშვილი, მამუკა ჯაჯანიძე, აკია ბარბაქაძე, პაატა დათუაშვილი, დევი ჭანკოტაძე, გელა გიორგაძე, გია გულუა.

“ერთხანს გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ გია უჩავა, თავგამოდებული გვარდიელი, ზვიად გამსახურდიას ბანაკში გადაბარგდა.”

“მაშინ არავინ იცოდა და არც უნდა სცოდნოდა, რომ ის ჩემი სპეციალური დავალებით წავიდა. ასე ვთქვათ, თავისებური მზვერავი იყო. შეძლებისამებრ მაწვდიდა ინფორმაციას ზვიადის ბანაკში არსებული მდგომარეობის შესახებ.”
(გვერდი: 134)

“ტყვია-წამლით უხვად გვამარაგებდნენ რუსეთის ჯარის წარმომადგენლები (წითელდროშოვანი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი, სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ვალერი პატრიკეევი)”
(გვერდი: 135)

“ახალი წლის ღამე თენგიზ კიტოვანმა და თენგიზ სიგუამ ამიერკავკასიი სამხედრო ოლქის დაჯგუფებაში (წითელდროშოვანი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი, სარდლის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი სუფიან ბეპაევი) გაატარეს…
ორი-სამი დღე დარჩნენ.”
(გვერდი: 150)

“გენერალ-ლეიტენანტი ლევან შარაშენიძე ძირითადი მეკავშირის როლს ასრულებდა რუსებთან (წითელდროშოვანი ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის დაზვერვის უფროსი, გენერალ-მაიორი ვიქტორ ივანენკოვი) ურთიერთობისას, განსაკუთრებით იარაღის მოწოდების დროს.”
(გვერდი: 152)

დავით თევზაძე... მეორე დღისთვის დავიბარე (თბილისის ზღვაზე გასვლის შემდეგ). მივეცი იარაღი და მან ჩამოაყალიბა შეიარაღებული რაზმი “გორდა“.

“თბილისის სისხლიანი მოვლენების დროს “გორდა” და მათი თანამებრძოლები სასტუმრო “ივერიაში” იდგნენ.”
(გვერდი: 195)

მასალა მოამზადა დავით არაბიძემ

Posted in 1991, ეროვნული მთავრობის მტრები, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia, სახელმწიფო გადატრიალება | Tagged: , , , , | 1 Comment »

უზენაესი საბჭო

Posted by iberiana on იანვარი 12, 2020

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო და
9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი

uzenaesi sabcho1

1. სერგო ვარდოსანიძე: თავისუფლებისათვის ბრძოლის კვალდაკვალ ….. 7

2. ჯონი ხეცურიანი: 9 აპრილიდან 9 აპრილამდე ………………………………. 15

3. “საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის~ სამუშაო ვერსიები
/ზვიად გამსახურდიასა და ჯონი ხეცურიანის ჩასწორებები/ ……………….. 27

4. მანანა ტაბიძე: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მისია _
საქართველოს დამოუკიდებლობა ……………………………………………………… 36

5. ტარიელ ფუტკარაძე: საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი
საბჭოს ორიენტირები თანამედროვე გეოპოლიტიკურ კონტექსტში ….. 45

6. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრთა ბიოგრაფიული
მონაცემები /მოამზადა თეიმურაზ მურვანიძემ/ …………………………………. 60

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/uzenaesi-sancho/

Posted in 2016, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia, უზენაესი საბჭო | Tagged: , , , , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას საახალწლო მიმართვა. 1990 წლის 31 დეკემბერი

Posted by iberiana on იანვარი 1, 2020

ზვიად გამსახურდიას საახალწლო მიმართვა

1990 წლის 31 დეკემბერი

Posted in 2019, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის გახსენება

Posted by iberiana on დეკემბერი 31, 2019

ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის გახსენება

2013 წლის 30 მარტს ტელევიზია „ობიექტივის” ეთერში, ია ბაგრატიონ-მუხრანელის გადაცემაში პროფესორებმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორებმა მანანა გაბაშვილმა და ბიძინა ჩოლოყაშვილმა ისაუბრეს ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობაზე. ნაწყვეტი გადაცემიდან

Posted in 2019, ეროვნული მთავრობის მტრები, ვიდეო, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »

პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია კრიმინალურ ინტელიგენციაზე

Posted by iberiana on დეკემბერი 23, 2019

პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია კრიმინალურ ინტელიგენციაზე

“მათ უნდათ თანამდებობები, მათ უნდათ ჩვენი დამხობა და აი ამ შენობაში თანამდებობების დანაწილება და აქ  დაჯდომა…

მათ საღი აზრის გამარკვება კი არ უნდათ, მათ უნდათ დექსტრუქციული მოქმედება,  იარაღის ძალით ჩვენი დამხობა…

ერი ჩვენ მხარეზეა… მაგათ უჭერს მაქსიმუმ 3% მოსახლეობის…  ჩვენ გვიჭერს 87% და ნეიტრალურია დანარჩენი 10%…

მატერილური კეთილდღეობა უნდათ, მათ დაკარგეს მატერიალური კეთილდღეობა, პრივილეგიები, ეს მანქანები, ვეღარ ვაჭრობენ მანქანებით დღე და ღამე, ავეჯით, ყველაფრით*…

მათ მატერიალურ კეთილდღეობას გამოეცალათ საფუძველი. როცა ცეკა იყო, შევარდნაძე იყო, ესენი პრივილეგირებული იყვნენ…

არავითარი სამშობლოს ინტერესები მათ არ აწუხებთ. მათ თავიანთი  თავის ინტერესები აწუხებთ …”

P.S. ჩვეულებრივი მოკვდავები 7-10 წელი იდგნენ მანქანის რიგში, ან ნახმარი უნდა ეყიდა ღირებულებაზე ძვირად, ასევე კარგ ავეჯს მხოლოდ გადამყიდველთან ყიდულობდა, როგორც სხვა ხარისიან უცხოურ ნივთს…

ამ დროს კი პრივილეგირებული ინტელიგენცია თავის ფასში ყიდულობდა ყველაფერს და შემდეგ ძვირად ყიდდა… ასევე, პრივილეგიები ჰქონდათ საზღვარგარეთ მოგზაურობაში, მოსახლეობის უმრავლესობა კი ამას ვერასდროს ეღირსებოდა…

Posted in 1991, ეროვნული მთავრობა, ვიდეო, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას მიმართვები

Posted by iberiana on დეკემბერი 10, 2019

ზვიად გამსახურდიას მიმართვები

  • საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გამოსვლიდან უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიაზე 1991 წლის 8 ოქტომბერს

  • მიმართვა  შიდა ქართლისა და ქ. ცხინვალის ოსი მოსახლეობისადმი

  • ზვიად გამსახურდია: მიმართვა აფხაზი ხალხისადმი. მარტი, 1991

  • ზვიად გამსახუდია: ჰელსინკის პრინციპების დასაცავად.

  • ზვიად გამსახურდია: ძალაუფლებისათვის მებრძოლ 41 პოლიტიკურ პარტიას,  საზოგადოებასა და კერძო პირს. 1990

  • საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება საყოველთაო ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესახებ. 15.04.1991

  • საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის  მიმრათვა  სსრკ  პრეზიდენტს  მ. ს. გორბაჩოვს, სსრკ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს  ა. ი. ლუკიანოვს, სსრკ უმაღლესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს თავმჯდომარეს, რ. ნ. ნიშანოვს, სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრს ბ. კ. პუგოს. 27.04.1991

  • საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის  მიმართვა  რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ  ბ. ელცინს. 7.05.1991

  • საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიმართვა ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ა. ხ. გალაზოვს. 26.07.1991

  • საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის 92 ე მუხლის მე-14 პუნქტში და 156-ე მუხლში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ აფხაზეთის ასსრ 1991 წლის 9 ივლისის კანონის მოქმედების შეჩერების თაობაზე. 5.08.1991

  • საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 20 ივლისის ბრძანებულების მოქმედების შეჩერების შესახებ. 5.08.1991

  • მიმართვა აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდუმს. 24.10.1991

    საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის  ბრძანებულება  შიდა ქართლში შექმნილი მდგომარეობის გამო. 2.12.1991

 

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/mimartvebi/

 

Posted in 1991, ეროვნული მთავრობა, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , , , , , , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური პროგნოზი სახელმწიფო გადატრიალებამდე

Posted by iberiana on დეკემბერი 10, 2019

ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური პროგნოზი 1991-92 წწ. სახელმწიფო გადატრიალებამდე

უზენაესი საბჭოს სესია. 1991 წ.

 

“მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება საქართველოს სიყვარულით იყო აღსავსე. შეცდომებისაგან დაზღვეული არავინ არის. მე გადავდგები, მე წავალ, მაგრამ კარგად ვხედავ, რაც მოხდება ჩემი გადადგომის შემდეგ: კუთხე კუთხეს გადაეკიდება, ქალაქი – სოფელს. თვით ნათესავებსა და ოჯახებშიც კი მოხდება ურთიერთდაპირისპირება…

ერი შუაზე გაიხლიჩება, შური და მტრობა დაისადგურებს ყველგან, კრიმინალური ელემენტები გაბატონდებიან და საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება, სანამ ერი გონზე მოვა და ძალას მოიკრებს…”

Posted in 1991, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას გამოსვლა. 1990 წლის 14 ნოემბერი

Posted by iberiana on ნოემბერი 7, 2019

ზვიად გამსახურდიას მიერ წარმოთქმული სიტყვა საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე

1990 წლის 14 ნოემბერი

 

ძვირფასო მეგობრებო! ჩვენი სამართლიანი ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. დე, იცოდეს ყველამ, რომ ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით ჩვენი წინაპრების რელიგიური და ეროვნული იდეალების აღორძინებისათვის, რამეთუ საქართველოს დიდი მისია დააკისრა განგებამ. ქართველი ერი არნახული წამებით ვიდოდა ისტორიის ეკლიან გზაზე, იგი ზნეობისა და სამართლიანობის ქომაგი იყო მუდამჟამს, მან ხორცი გასწირა სულისათვის, მან ჭეშმარიტების მსახურება დაისახა თავის უზენაეს მიზნად, რისთვისაც მრავალგზის იგვემა და ეწამა ბარბაროსთაგან და წარმათთაგან. მაგრამ მან გამოიარა ისტორიის გოლგოთა, რათა დამდგარიყო ჟამი მისი აღდგომისა და აღზევებისა, მისი გაბრწყინებისა მსოფლიო ხალხთა წინაშე, რათა კაცობრიობა ეზიაროს ნათელს საქართველოსას, ღვთით მომადლებულს. არ არის შორს ის დრო, როდესაც საქართველო იქცევა ზნეობრივი სიდიადის მაგალითად მსოფლიო ხალხთათვის.

ძვირფასო მეგობრებო! ჩვენი მოძრაობა, უწინარეს ყოვლისა, რელიგიური მოძრაობაა, რამეთუ რელიგიის გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი ეროვნული აღორძინება. ამიტომაც არის დღეს ერთად ჩვენი ერი და ჩვენი ეკლესია. ჩვენ ვებრძვით უღმერთობისა და უსამართლობის უკუნეთ ღამეს, ჩვენს მართალ საქმეს განგება მფარველობს და ამიტომაც დავამარცხეთ მტერი. ქართველი ერი არ წავა ბარაბას გზით, უღმერთობის, ავაზაკობის, ტერორიზმის გზით, ქართველი ერის გზა სათნოების გზაა, სიქველის გზაა, სიყვარულის გზაა, ქრისტეს გზაა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

კურთხეულ იყოს ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო! ჩვენთან არს ღმერთი! ამინ!

სრულად: https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/z_gamsakhurdia-2/

Posted in 1990, ეროვნული მთავრობა, ეროვნული მოძრაობა, ვიდეო, ზვიად გამსახურდია, პოლიტიკა, საქართველო-Georgia, უზენაესი საბჭო | Tagged: , , , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას წერილი პატრიარქს

Posted by iberiana on ნოემბერი 3, 2019

gamsakhurdia
ზვიად გამსახურდიას წერილი პატრიარქს

“უკანასკნელ ხანებში, ჩვენს მრევლსა და საზოგადოებაში ზოგიერთი უღირსი ადამიანის მიერ გავრცელდა ყალბი ხმები, თითქოს მე თქვენ გებრძვით რაღაც კერძო ინტერესით, თითქოს მე თქვენი “მტერი” ვარ და ა.შ.

სინამდვილეში კი მე თქვენ როდი გებრძვით, არამედ ვებრძვი ჩვენი სამღვდელოების რიგებს შეპარულ მამათმავლებს, გამომძალველებს, მექრთამეებს და სხვა უმსგავსობათა მოქმედ ადამიანებს.

თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ყოველივე ამას მე ვებრძოდი ჯერ კიდევ 1967 წლიდან, ე.ი. იმ პერიოდიდან, როდესაც საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ეს მანკიერი მოვლენები სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ჩვენს ეკლესიას. ამავე მიზეზით იყო გამოწვეული ჩემი ბრძოლა ბიძინა კერატიშვილთან (ყოფილ “მიტროპოლიტ გაიოზთან”) და არა სხვა რაიმე ინტერესით.

ამჟამად, მე მოგიწოდებთ თქვენ, ჩვენი ეკლესიის მამამთავარს, ებრძოლოთ ამ საგანგაშო მოვლენებს. მე მოვუწოდებ აგრეთვე ყველა ქართველს, ვინც თავისი ერისა და ეკლესიის ღირსებას პატივს სცემს, ამხილოს ეკლესიაში შემოხიზნული ქვაბ-ავაზაკნი და მამათმავალნი, ვიდრე საბოლოოდ არ განიწმინდება მათგან ჩვენი ეკლესია.

საჭიროა, აგრეთვე მხილება იმ პირთა, ვინც ანგარებით თუ სხვა მიზნებით ხელს აფარებენ ქვაბავაზაკებს და მამათმავლებს და მით ფაქტიურად, მათი დანაშაულის თანამონაწილენი ხდებიან.

პატივისცემით, ზვიად გამსახურდია.

1980.6.III.

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი

***

gamsakhurdia

 

 

N 223

28,06.83

სსრ კავშირის მინისტრთა საბჭისთან არსებულ რელიგიის საქმეთა \

საბჭოს რწმუნებუკს საქართველოს სსრ-ში

გივი შალვას ძე მაისურაძეს

     მოგახსენებთ, რომ მოქალაქე ზ.კ. გამსახურდია იდენს მოქმედებას, რომელიც არ შეეფერება საბჭოთა მოქალაქეს. იგი ლანძღავს სამღვდელოესობას და ეკლესიას, რაც დაუშვებელია სსრკ კონსტიტუციით. ამასთან ერთად წარმოგიდგენთ მის მიერ წარმოდგენილი დეპეშის ასლს.

             გთხოვთ მიიღოთ შესაფერისი ზომები მსგავსი ბოროტმოქმედების აღსაკვეთად.

             დანართი: დეპეშის ასლი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ილი II

Posted in ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

აირჩიე ქართველო ერო!

Posted by iberiana on ნოემბერი 3, 2019

ზვიად გამსახურდია: აირჩიე ქართველო ერო

(1990 წლის 26 მაისი)

ქართველი ერი, ღვთის ერი, ასევე ღვთის რჩეული, ვით ისრაელი ვიდოდა ქრისტეს ეკლიანი გზით, მოვიდა მეოცე საუკუნემდე და მის წინაშე დადგა არჩევანი _ აი, ეროვნული მოძრაობა დიდი ილიასი, დიდი ჰუმანისტების, დიდი დემოკრატებისა და ჰა, მოძრაობა ყაჩაღებისა, ავაზაკებისა და უღმერთოებისა, ბარაბასი.

და როდესაც ისტორიამ სამსჯავროზე ჩვენს წინაშე გამოიყვანა დიდი ილია და გამოიყვანა ავაზაკი, ჩვენ ავირჩიეთ ავაზაკი, ჩვენ უარვყავით დიდი ილია და ჩვენ ტყვია ვესროლეთ მას.

და აი, მოდის ახალი არჩევანი, წარმოგიდგათ უფალი, ძმანო და დანო, წარმოგიდგათ უფალი და გეუბნებათ: ქართველო ერო, შენს წინაშე არის ორი გზა, შენი ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა მივიდა გზაგასაყართან. 

აი, გზა ილია მართლისა, აი, გზა სიწმინდის, ზნეობისა, აი, გზა დემოკრატიისა, აი, გზა ჭეშმარიტებისა და უმანკოებისა და აი, გზა ყაჩაღობისა და მზაკვრობისა, აი, გზა ტერორიზმისა!

აირჩიე, ქართველო ერო, აირჩიეთ, ქართველებო, აირჩიეთ ქრისტეს გზა და კეთილის გზა, აირჩიეთ ილია მართლის გზა, რამეთუ ეს გზა განსაწმენდელთან მიგვიყვანს!

 და ვინც წავა წარწყმედის გზით, ბარაბას გზით, შეჩვენებულ იყოს უკუნისამდე.

გაუმარჯოს ილია მართლის გზას!

კურთხეულ იყოს ილია მართლის გზა!

გაიღვიძე, ქართველო ერო! გაიღვიძე და გაჰყევი გზას ჭეშმარიტებისას, სიკეთისას, ღვთისას, ამინ!

https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/

Posted in 1990, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

გამსახურდიას მიმართვა ქართველი ერისადმი, აფხაზეთში დისლოცირებული ყველა ქართველი მეომრისადმი. 20.07.1993

Posted by iberiana on ოქტომბერი 27, 2019

შევარდნაძე-იოსელიანი-კიტოვანი-ყარყარაშვილის …ბანდა როშავს: ზვიად გამსახურდიამ ზურგში დაარტყა ქართულ ჯარს და აფხაზ-რუსების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი არ დაუჭირაო.

გთავაზობთ ზვიად გამსახურდიას მიმართვას აფხაზთში განთავსებული ქართველი მეომრებისადმი, სადაც ის მართლაც ნოსტრადამუსის სიზუსტით წინასწარმეტყველებს იმას, რაც ორიოდე თვეში შევარდნაძემ გააკეთა…

ცოტნე გამსახურდია
26 ოქტომბერი, 2017

***

zviad gamsakhurdiaზვიად გამსახურდიას მიმართვა ქართველი ერისადმი, აფხაზეთში დისლოცირებული ყველა ქართველი მეომრისადმი

უკანასკნელ ხანებში სულ უფრო და უფრი ცხადი ხდება, რომ ე. შევარდნაძის დიპლომატიური თამაში აფხაზეთის პრობლემის გარშემო, მიზნად ისახავს კაპიტულაციას აფხაზი სეპარატისტებისა და რუსეთის იმპერიალისტური ძალების წინაშე.

მზადდება ე.წ. „ცხინვალის ვარიანტი“, სამშვიდობო ძალების შემოყვანა კონფლიქტის ზონაში და სოხუმის ჩაბარება, რასაც დაჟინებით მოითხოვს შევარდნაძისაგან რუსული და აფხაზური მხარე.

ე. შევარდნაძე ბუნდოვნად საუბრობს აფხაზეთის რაღაც „დემილიტარიზაციაზე“, კონფლიქტის ზონიდან ყველა ჯარების გაყვანაზე, რაც არარეალურია და შესაძლოა გამოყენებულ იქნას მტრის მიერ გადამწყვეტი სტრატეგიული უპირატესობის მოპოვებისათვის.

ჯერ კიდევ ელცინ-შევარდნაძის შეხვედრისას დაიგეგმა სოხუმიდან მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გაყვანა, რაც ნიშნავს სოხუმის ჩაბარებას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ბ. პასტუხოვის მიერ შემოთავაზებული ე.წ. „სამმხრივი ხელშეკრულების“ გეგმაც სწორედ ამას ითვალისწინებს.

სოხუმიდან ქართული ჯარის გაყვანა ნიშნავს ქართველი მოსახლეობის გაყვანას, ვინაიდან შეიარაღებული ძალების 93 პროცენტს ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს. სოხუმის ჩაბარებას მთელი აფხაზეთის ჩაბარება მოჰყვება, ხოლო ყოველივე ამას, – ქართული მოსახლეობის არნახული გენოციდი და დეპორტაცია.

მე მოვუწოდებ აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულ ყველა ქართველ მებრძოლსა და მეთაურს, სრულიად საქართველოს მოსახლეობას: არ დაემორჩილოთ ე. შევარდნაძისა და მისი კომუნისტური ხუნტის ბრძანებებს, არ დათმოთ აფხაზეთის – ძირძველი ქართული მიწის – არც ერთი გოჯი, არ ჩააბაროთ მტერს უკვე მოპოვებული პოზიციები. აღადგინეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. გახსოვდეთ, რომ საქართველოს რესპუბლიკის საზღვარი მდინარე ფსოუზე გადის!

ღმერთი და სამართალი ჩვენთან არს, ჩვენ გავიმარჯვებთ!

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი
ზვიად გამსახურდია
1993 წლის 20 ივლისი

გაზეთი “აღდგომა” – 1993. – 31 ივლისი. – №25 (57). – 1გვ.

Posted in 1993, აფხაზეთი - Abkhazia, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საგანგებო სიტყვა. 7.06.1991

Posted by iberiana on სექტემბერი 12, 2019

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საგანგებო სიტყვა წარმოთქმული 1991 წლის 7 ივნისს

თავის გამოსვლაში პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: საპრეზიდენტო არჩევნები, დემოკრატიული და ეროვნული უშიშროების სტრუქტურების ჩამოყალიბება; ურთიერთობების მოგვარება სსრ კავშირთან; შუამავლის როლი ყარაბახის კონფლიქტთან დაკავშირებით; სახელმწიფო მოწყობა; სამაჩაბლოს კონფლიქტის მოგვარება; აფხაზთა და ქართველთა ტრადიციული ურთიერთობების აღდგენა; პოლიტიკური და სამართლებრივი რეფორმების გატარება; სამართლებრივი სახელმწიფოს დაფუძნება; საქართველოს სამხედრო დოქტრინა; კავშირი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის; მართმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარება; ძირეული ეკონომიკური რეფორმის გატარება; სოციალურ საბაზრო მეურნეობაზე გადასვლა; საქართველოს ეროვნული სიმდიდრის ინვენტარიზაცია; პრივატიზაცია; მიწის საკითხი; მოსახლეობის დასაქმება; სოციალური დაცვის მექანიზმების შექმნა; საქართველოს მიღება გაეროს წევრად;  საქართველოს ღირსეული ადგილის დაბრუნება მსოფლიოში!

Posted in 1990, ეროვნული მთავრობა, ვიდეო, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ფერისცვალებას გილოცავთ!

Posted by iberiana on აგვისტო 19, 2019

ფერისცვალებას გილოცავთ!

ფერიცვალება
1990 წლის 18 აგვისტოა, წინა დღეების ბატალიების სასიკეთოდ დასრულების შემდეგ, მთავრობის სახლთან გამართულ მიტინგზე ბატონმა ზვიადმა განაცხადა: ხვალ ფერისცვალებაა, მთაწმინდაზე უნდა ავიდეთ და მერაბს, ჩვენს სასიქასულო წინაპრებს უნდა ვახაროთ საქართველოს ფერისცვალებაო.

ავედით ფერისცვალება დღეს მამულიშვილთა სავანეში და მართლაც ასე ახარა ბატონმა ზვიადმა მერაბს:

მერაბ, გიხაროდეს დღეს საქართველომ ფერი იცვალა, ახლო არს სამშობლოს თავისუფლება!

ღმერთო, ისევ შეგვასწარ იმ დღეების სიხარულს!
ა.ს.
19.08.2019

Posted in ეროვნული მთავრობა, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | 1 Comment »

პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიმართვები და გამოსვლები სამეგრელოში 1993წ

Posted by iberiana on აპრილი 18, 2019

gamsaxurdia

საქართველოს პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას მიმართვა ქართველი ერისადმი

“მე, საქართველოს კანონიერი პრეზიდენტი, დავუბრუნდი სამშობლოს და განვაგრძობ ერის წინაშე ჩემი მოვალეობის შესრულებას. მე ჩამოვედი არა მხოლოდ იმიტომ, რომ შევასრულო ჩემო მოვალეობა, არამედ იმისთვის, რომ სათავეში ჩავუდგე ეროვნული ხსნის მოძრაობას.

ჩვენი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და ასეთ დროს დიდი დაფიქრება და პასუხისმგებლობა გვმართებს. მე ჩამოვედი არა იმიტომ, რომ გავაჩაღო სამოქალაქო ომი, ან დავსაჯო ვინმე, არამედ ჩემი მიზანია ერის გამთლიანება და ეროვნული შერიგება, და თუ მოწინააღმდეგე მხარე შეიგნებს თავის შეცდომებს, შეინანიებს თავის დანაშაულს ერის წინაშე, მე მზად ვარ მათაც გავუწოდო ხელი.

თუ უკანონო ხელისუფლება გამოიჩენს კეთილგონიერებას და გადადგება, მე მზად ვარ უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით დავნიშნო ახალი არჩევნები, ყველას მიეცემა ხელშეუხებლობის გარანტია სათანადო პირობების გათვალისწინებით”.

ზვიად გამსახურდია
25 სექტემბერი, 1993 წელი

(ნანა ტატიაშვილის არქივიდან)

***

Posted in ვიდეო, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | 1 Comment »

ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური ნაბიჯების ფრაგმენტები!

Posted by iberiana on აპრილი 15, 2019

ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური ნაბიჯების ფრაგმენტები!

გუბაზ სანიკიძე იხსენებს 1991 წლის ძალზედ საინტერესო ამბებს, რომელიც საზოგადოებისთვის უცნობია

ტვ კავკასია, აპრილი, 2019

Posted in 2019, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

კახა კუკავას გამოსვლა ზვიად გამსახურდიას იუბილეზე

Posted by iberiana on აპრილი 5, 2019

კახა კუკავას გამოსვლა ზვიად გამსახურდიას იუბილეზე

…მე გავიხსენებ ერთ მიტინგს, ერთ-ერთი ბოლო მიტინგი იყო, რომელიც გამართა პრეზიდენტმა გამსახურდიამ თბილისში 1991 წლის ბოლოს, როცა მან წარმოთქვა სიტყვები, რომელიც ყველას ახსოვს: „ვისაც ჰგონია, რომ იარაღი ძალაა, ძალიან ცდება, იარაღი უძლურებაა, თუ ჩვენი მტრები ტყვიას გვესვრიან, ჩვენ მათ ყვავილები ვესროლოთ და ასე დავამარცხოთ“ – თქვა მან.

ბევრი მიიჩნევდა, რომ ეს იყო უბრალოდ პოეტის სიტყვები, რომლის უკან რაიმე კონკრეტული აზრი და შინაარსი არ იყო, მაგრამ ამ დღეებში ჩვენ ვუყურებთ დაუჯერებელ და საოცარ ისტორიას  ყველა არხზე. მე პირადად მართალი გითხრათ ცოტა ღიმილითაც ვუყურებ – მას პატივს მიაგებენ, მეგობრებო, უკვე არა მხოლოდ მისი მომხრეები და თანამებრძოლები, არამედ ჩვენ ვხედავთ, რომ მის წინაშე ქედს იხრიან მის წინააღმდეგ მებროლები და მოწინააღმდეგეები. ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანები, რომლებიც სულ რამოდენიმე წლის წინ დასცინოდნენ, დიქტატორად მოიხსენიებდნენ პრესაში, დღეს უკვე მისი სახელის წინაშე ქედს იხრიან და გუშინ მოსაწვევს ეძებდა ამ დარბაზში მოსახვედრად ადამიანი, რომელიც ჩაუშესკუს ეძახდა მას თითქმის სამი ათეული წლის წინ.

აი ასე დაამარცხა მან იარაღის გარეშე, ყვავილებით თავისი მოწინააღმდეგეები და ასე გაიმარჯვა მან სიკვდილის შემდეგ…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/kukava/

Posted in 2019, ვიდეო, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდია როგორც უფლებადამცველი

Posted by iberiana on აპრილი 4, 2019

zviad Gamsakhurdiaკონსტანტინე გამსახურდია

ზვიად გამსახურდია 

როგორც უფლებადამცველი

შესაძლოა ბევრმა კარგად, ხოლო ბევრმა ნაკლულად იცოდეს, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი და ამავე დროს როგორც საბჭოთა კავშირში, ისე მსოფლიოში ცნობილი უფლებადამცველი ზვიად გამსახურდია არაერთი საქმის ინიციატორი და ყამირის პირველგამკვალავია: იყო ადამიანის უფლებათა პირველი საინიციატივო ჯგუფის და ჰელსინკის პირველი ჯგუფის დამაარსებელი კავკასიაში; საერთაშორისო ამნისტიის კომიტეტის თანადამაარსებელი საბჭოთა კავშირში; აკრძალული ლიტერატურის თვითგამოცემის ორგანიზატორი თბილისში, რომელიც წლების მანძილზე საქართველოდან ამარაგებდა საბჭოთა უფლებადამცველებს; დამაარსებელი პოლიტიკური კოალიციისა, რომელმაც ბალტიელებთან ერთად პირველმა დააყენა საქართველოს გასვლის საკითხი საბჭოთა იმპერიიდან; ვინც პირველმა საბჭოთა სივრცეში ჩაატარა ოფიციალური არჩევნები არასაბჭოური, მრავალპარტიული კანონმდებლობით; ინიციატორი რეფერენდუმისა დამოუკიდებლობაზე, რომლის ჩანაფიქრიც ჯერ კიდევ თეთრცხენოსანი მხედრის რესპუბლიკის ევროპაში გადასულ ემიგრაციას ქონდა, შემდეგ კი დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღება, რითიც მან გაამთლიანა საქართველოს უახლესი ისტორიის გაწყვეტილი ხაზი 1918 წლიდან ჩვენს ეპოქამდე.

ზვიად გამსახურდიას მიერ გადადგმული არც ერთი ნაბიჯი დაწყებული 1956 წლის ცნობილი პროკლამაციიდან ჯიხაშკარ-ხიბულას ტრაგედიამდე არ არის ამოვარდნილი მისი მოღვაწეობის ერთიანი კონტექსტიდან, რისი მიზანიც ყოველ ეტაპზე იყო ბრძოლა ეროვნული ინტერესების გამომხატველ, იმავდროულად ადამიანურობის შესაბამისი სახის მქონე პოლიტიკისთვის, რათა ის არ გახდეს წილნაყარი ერისა და კაცობრიობის ქაოტიზირების, დაცემის, დემორალიზაციის გამომწვევ ძალებთან.

სრულად: https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/k_gamsakhurdia/

Posted in 2019, ზვიად გამსახურდია, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდია როგორც პოლიტიკოსი

Posted by iberiana on აპრილი 4, 2019

Nikoloz Vashakidzeნიკოლოზ ვაშაკიძე

ზვიად გამსახურდია როგორც პოლიტიკოსი

გამოსვლა ზვიად გამსახურდიას საიუბილეო საღამოზე 2019 წლის 31 მარტს კოტე მარჯანიშვილის თეატრში

 …მაინც რაში მდგომარეობს მისი, როგორც პოლიტიკოსის, განსაკუთრებულობა? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, შეძლებისდაგვარად, ცოტა მაინც უნდა ჩავღრმავდეთ მის პიროვნებაში. ის არ განიხილავდა საქართველოს როგორც ერთგვარ ასპარეზს პოლიტიკური კარიერის გასაკეთებლად, რაც ზოგადად პოლიტიკოსებისთვის ჩვეულებრივი ამბავია. მეტიც, მაშინ, როცა მისთვის, მისი ოჯახური წარმომავლობიდან და გამორჩეული ნიჭიდან გამომდინარე, კეთილდღეობისკენ და პატივისკენ ყველა კარიერული გზა ხსნილი იყო, მან, რამდენიმე მეგობართან ერთად, დამონებული სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ეკლიანი და სახიფათო ბილიკი აირჩია. სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მაშინდელი დამონებული და დატერორებული საქართველოს საზოგადოებისთვის ეს არჩევანი ლამის სიგიჟის ტოლფასი იყო. მეწამეობრივი გზის შეგნებული ზნეობრივი არჩევანისთვის მზადყოფნა წარმოადგენდა მისი პიროვნების დომინანტურ თვისებას და სწორედ ამ თვისების კარნახით მიიღო მან თავისი სიცოცხლის მეორე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, როცა უკვე რეალური დამოუკიდებლობის გზაზე მდგომი საქართველოს პოლიტიკური ლიდერისა და შემდგომში მისი პრეზიდენტობის უმძიმესი როლი იტვირთა.

დიახ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ზვიად გამსახურდიამ, მისი ღრმა ინტელექტიდან და რუსული იმპერიის ბოროტების კარგად ცოდნიდან გამომდინარე, მშვენივრად იცოდა, რომ იმ ქარცეცხლიან პერიოდში ეს პოლიტიკური აღზევება სინამდვილეში მისთვის გოლგოთაზე ასვლას ნიშნავდა, მაგრამ მან ეს არჩევანიც მისთვის ჩვეული ზნეობრივი სიმტკიცით გააკეთა…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/vashakidze/

Posted in ეროვნული მთავრობა, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

მას ხომ მართლაც სანატრელი გაუხდა ქართული მიწა… 

Posted by iberiana on აპრილი 3, 2019

Zviadiცოტნე გამსახურდია – მას ხომ მართლაც სანატრელი გაუხდა ქართული მიწა… 

მოგეხსენებათ, ბედის უკუღმართობის გამო მე ბოლო კლასი, რუსული სკოლა მაქვს დამთავრებული ჩეჩნეთში, გროზნოში. ოღონდ მამაჩემის მხრიდან აუცილებელი პირობა გახლდათ, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამა ჩვეულებრივად უნდა მცოდნოდა… საქართველოდან კარგმა ადამიანებმა ჩამოგვიტანეს წიგნები, საკითხები და მამა თავად მამზადებდა ამ საგნებში.

ადრეც მითქვამს, რომ მე მასთან ძალიან მოკრძალებული და დისტანცირებული ურთიერთობა მქონდა. ჩვენი თაობის მამა-შვილობაც ცოტა სხვანაირი იყო, ვიდრე დღეს. კარგი იყო ეს თუ ცუდი, მე თავად მქონდა ამ მორიდების შეგრძნება და არა იმიტომ, რომ ის ამას რაიმენაირად ითხოვდა, უფრო – პირიქით…

ერთერთ გაკვეთილზე აკაკის “განთიადს” გავდიოდით, რომელიც მან წამებით მოკლულ დიმიტრი ყიფიანს მიუძღვნა. მახსოვს, ვიჯექი და ვკითხულობდი: მთაწმინდა ჩაფიქრებულა, შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა… მნათობი სხივებს მაღლით სცემს თავდადებულის საფლავსა… მე არ მქონია მისი აღქმა, როგორც გმირის, მისტიური პერსონის, ან რაიმე ასეთისა. ჩემთვის ის უბრალოდ მამა იყო და ამით ყველაფერი იყო ნათქვამი.

სრულიად მოულოდნელად, რაღაც ნებითა თუ განგებით, 17 წლის ბიჭს ცრემლი მომაწვა… ვკითხულობდი და საიდანღაც ვიცოდი, რომ ამ ლექსში მას ვუყურებდი, თითქოს დროის მანქანა ყოფილიყო ჩართული. და რაოდენ გასაოცარი უნდა იყოს, სიტყვასიტყვით ახდა ეს ლექსი: “დედაშვილობამ, ბევრს არ გთხოვ, შენს მიწას მიმაბარეო“… მას ხომ მართლაც სანატრელი გაუხდა ქართული მიწა… და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ახდა, როდესაც 15 წლის შემდეგ დაბომბილ, მიწასთან გასწორებულ გროზნოში ვიპოვე მისი საფლავი და სწორედ მთაწმინდაზე დაიდო ბინა… ვიცოდი ეს მაშინაც, 15 წლის უკან და ცრემლები მახრჩობდა. მახსოვს, რომ არ შეემჩნია, რაღაც მოვიმიზეზე, ავდექი და გავედი ოთახიდან…

ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ გაიღვიძა გუშინწინ, 31 მარტს, 2019 წელს, როდესაც ჩემი თხოვნით ნატო მეტონიძის საოცარი ხმა ისევ აჟღერდა – “მთაწმინდა ჩაფიქრებულა, შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა”…

და როგორც ამ ღონისძიების მოკრძალებული ორგანიზატორი, კმაყოფილი ვარ, რომ ყველაფერმა ასე დიდებულად, ტრაგიკულად და საზეიმოდ ჩაიარა ერთდროულად. მადლობა ყველა გამომსვლელსა და ხელოვანს, და სანამ ვიქნები ამქვეყნად, ეს დღე არ დამავიწყდება. მადლობა კახა კუკავას, რეჟისორ დიმიტრი ღვთისიაშვილს ორგანიზებაში დახმარებისათვის და თბილისის მერიას, კახი კალაძეს, რომელსაც, მიუხედავად ჩვენი განსხვავებული შეხედულებებისა, უკან არაფერზე დაუხევია!

3.04.2019

Posted in 2019, ზვიად გამსახურდია | Tagged: , , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდია – 80

Posted by iberiana on მარტი 31, 2019

 

Tsotne Gamsakhurdia

გიორგი კეკელიძე და ცოტნე გამსახურდია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენა – ზვიად გამსახურდია – 80 გახსნაზე

ბევრი შეიძლება ვისაუბროთ ზვიად გამსახურდიას ღვაწლზე, შემოქმედებაზე, მრავალმხრივ საქმიანობაზე, მაგრამ დღეს, აწმყოსა და მომავალი კონტექსტის გათვალისწინებით ერთი ასპექტი მგონია ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც მას ახასიათებდა და რომელიც მის შესახებ საუკუნეებს გაუძლებს და გზამკვლევად გამოადგება მომავალ თაობებს:

ბრძოლა გაბატონებული აზრის, დისკურსის წინააღმდეგ, საკუთარი აზრის გამოხატვის სიმამაცე, საკუთარი პოზიციის დაცვისა და მისთვის ბრძოლის უნარი! ქცევის ამ იდეალებს ეფუძნებოდა ჯერ კიდევ ანტიური დემოკრატიები, ეფუძნებოდა ჯონ ლოკისა და ემანუილ კანტის შეხედულებები საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, უფრო გვიანდელ განმანათლებელ მოღვაწეთა ნააზრევი…

დღეს და მომავალში, სახელმწიფოებრივ, საზოგადო და პირად სივრცეებში ჩვენს ქვეყანას, მის განვითარებას, ზვიად გამსახურდიას და სხვათა სისხლით მოტანილი მემკვიდრეობის განმტკიცებას სწორედ ეს სითამამე, აზროვნების თავისუფლება სჭირდება.

დღეს ჩვენ კვლავ საბრძოლველი გვაქვს ერთპარტიულობის ჭაობის, კერპთაყვანისმცემლობის და კორუფციის კომუნისტური სულის წინააღმდეგ, როდესაც მთელმა ერმა, საზოგადოებამ უნდა მოისურვოს და შეძლოს გამოფხიზლება და არ იყოს ერთი მუჭა “ელიტებისა” და საეჭვო რეპუტაციის, ნასუფრალს შეჩერებული ფსევდომოღვაწეების კვალში მოსიარულე მაჩანჩალა…

გილოცავთ დღევანდელ დღეს და ამ გზაზე წარმატებებს გისურვებთ!

ცოტნე გამსახურდია

31.03.2019

 

Posted in 2015, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

საქართველო იმიტომ დავტოვე, რომ სისხლისღვრა შემეჩერებინა

Posted by iberiana on მარტი 30, 2019

საქართველო იმიტომ დავტოვე, რომ სისხლისღვრა შემეჩერებინა – ზვიად გამსახურდიას დღემდე უცნობი ინტერვიუ

1992 წლის დასაწყისში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იძულებული გახდა სომხეთის გავლით ჩეჩნეთში, გროზნოში გადასულიყო, სადაც გენერალმა ჯოჰარ დუდაევმა თავშესაფარი მისცა. ზვიად გამსახურდიამ, ქვეყნიდან წასვლის შემდეგ, პირველი ინტერვიუ სომხეთის სახელმწიფო სააგენტოს „არმენპრესს“ მისცა.

– ბატონო ზვიად, უცხო ქვეყნების ხელისუფლებისადმი ბოლო მიმართვაში აღიარეთ, რომ არ აპირებთ გადადგომას. რა იმედებს უკავშირებთ ამ განცხადებას?

-ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ადამიანთა, მათ შორის, საკმაოდ საეჭვო რეპუტაციის მქონე გარკვეული ჯგუფების სურვილის მიხედვით არ უნდა გადადგეს. მე მხოლოდ ამომრჩეველთა მოთხოვნის შემდეგ გადავდგები. არ ვაპირებ პოლიტიკური არენიდან წასვლას, თუნდაც ამას ჩემი ოპონენტები მოითხოვდნენ.

მაგრამ როგორ ახსნით თქვენივე ქვეყნიდან, თქვენს დევნილის მდგომარეობას?

– ეს ჩვეულებრივი შეთქმულების შედეგია. დიახ, მე დავტოვე საქართველო, მაგრამ არა იმიტომ, რომ წინააღმდეგობის გაწევა არ შემეძლო, არამედ იმიტომ, რომ სისხლისღვრა შემეჩერებინა.

-ეს უფრო ადრე რატომ არ გააკეთეთ, ბუნტის მეორე ან მესამე დღეს?

– ფიზიკურად არ შემეძლო. ჩემი რეზიდენცია ისე იყო ალყაშემორტყმული, რომ ბლოკადის გარღვევა ვერ მოვახერხეთ. მხოლოდ ორშაბათს, 6 იანვარს, შევძელით ამის გაკეთება.

სრულად: https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/interviu/

Posted in 1992, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია | Tagged: , , , , | Leave a Comment »

ზვიდის მისტერია გრძელდება

Posted by iberiana on მარტი 30, 2019

Gaioz Mamaladze

გაიოზ მამალაძე

ზვიდის მისტერია გრძელდება

ზვიად გამსახურდია: “იოანეს სახარებამ და აპოკალიპსისმა იგავურად გამოაცხადა, ხოლო იოანე ზოსიმემ განმარტა, რომ ქართული მოდგმა, ქართული ენა, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, ლაზარე ერთა და ენათა შორის, ოთხი დღის (4 ათასი წლის) მკვდარი, დამდაბლებული და დაწუნებული, რომელმაც უნდა აღასრულოს ქრისტესთვის არნახული მოწამეობა, მომავალში აღდგება, დაიბრუნებს უნივერსალურ პოზიციას კაცობრიობის სულიერი მოძღვრისას, ხოლო ქრისტეს მეორედ მოსვლისას ჟამს გახდება მამხილებელი (მსაჯული) ცოდვილი კაცობრიობისა”..

ზვიად გამსახურდია იყო საკრალური ტექსტების შესანიშნავი მკვლევარი და თავად გახლდათ მითიური პიროვნება. ამ თვალსაზრისით, მის ნაშრომთაგან უმნიშვნელოვანესია საკრალური ტექსტების განმარტებანი: “ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება”, “ქებაი და დიდებაჲ ქართულისა ენისაი”-ს გაგებისათვის”   და სხვა.

ზვიადმა კარგად იცოდა, რომ ქრისტიანისათვის თავგანწირვა ტრაგედია არ არის, იგი გამარჯვებაა და ამიტომ 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ამით მან სილა გააწნა იმპერიას, შური იძია 1989 წლის 9 აპრილს ქართველთა ხოცვა-ჟლეტვისათვის და მსოფლიოს დაანახა, რომ ქრისტიანისთვის, ქართველისათვის თავგანწირული სიკვდილით კი არ მთავრდება სიცოცხლე, ბრძოლა თუ საქმიანობა, არამედ იწყება ახალი ბრძოლა და გამარჯვება.

ზვიადმა გაგვახსენა და გვასწავლა, რომ ვართ დიდი იბერიული მოდგმის შთამომავლები, რომელსაც უდიდესი დამსახურება მიუძღვის კაცობრიობის ისტორიაში, განვითარების გარიჟრაჟზე, მერეც და გვექნება დიადი მომავალი.

ზვიადმა ქართველებს დაუსახა ქრისტეს გზა და დაანახა ბარაბას გზის მაცდურობა და დამღუპველობა….

სრულად:  https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/g_mamaladze/

 

Posted in 2019, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია | Tagged: , , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებით

Posted by iberiana on მარტი 28, 2019

Zviad Gamsakhurdiaღონისძიებები, რომელიც უნდა ჩატარდეს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებით

1. გაეროს ადამიანის უფლებათა დაცის საერთასორისო დეკლარაცია, სახელმწიფო კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართალი, სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსი საქართველოს ავალდებულებს დაუყოვნებლივ გამოიძიოს საქართველოს კონსტიტუციური ხელისუფლების ძალისმიერი დამხობა, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდაცია. ვალდებულება ეხება საქართველოში მომხდარ სამხედრო – კრიმინალურ პუტჩს.

2. შეიქმნას საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, მემორიალური სახლი ყველა ქალაქში სადაც არჩეულ იქნა.

3. პრეზიდენტის საიუბილეო თარიღს ეძღვნება ფულის კუპიურა და სახელმწიფო მარკა. ნებისმიერი სახელმწიფო ვალდებულია არსებობდეს პრეზიდენტის სახელობის გამზირი, პროსპექტი, სანაპირო, მოედანი, ხიდი, ქუჩა. (საქართველოში გვაქვს ალიევის ბიუსტები, მემორიალური დაფა, უმცროსი ბუშის სახელობის ქუჩა, სოც – დემოკრატ რუსეთის ჯაშუშის, ილია მართლის მკვლელის ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპირო, არ გვაკლია საქართველოს მოღალატეთა კარიკატურული ძეგლები).

4. ყველა სახელმწიფო ვალდებულად თვლის ცენტრალურ ადგილებსა და ქალაქებში იდგას პრეზიდენტის ძეგლი ან ბიუსტი.

5. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს შენობასა და საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიხსნას საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის კაბინეტი სადაც წარმოდგენილი იქნება პრეზიდენტის პორტრეტთან ერთად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტის დედანი. ფოტო გამოფენა. სამეცნიერო – პოლიტიკური ნაშრომების ფუნდამენტალური გამოცემები.

6. სავალდებულოა უმაღლეს სასწავლებლებს, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს, ბიბლიოთეკებს, სკოლებს, მიენიჭოს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი.

7. 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის და 9 აპრილის სახელმწიფოებრივი აღდგენის დღის აღსანიშნავად სავალდებულოა შეიქმნას ეროვნული მუზეუმი სადაც დაფიქსირებული იქნება ამ თარიღებისადმი მიძღვნილი ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალები. (ყალბი, საქმოსანი “პოლიტიკოსების” ფოტოსურათების, ეროვნულ მოძრაობას მიტმასნილი ჯაშუშების ფოტოსურათების გარეშე).

8. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს უწყებების გამოცემა (არა შერჩევით, როგორც დასტამბა გამომცემლობა “არტანუჯმა” კ. კუდავამ, ე. ჯგერენაიამ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე)

9. სავალდებულოა გამოიცეს პუტჩის მოვლენების ვიდეოფირების კატალოგი, დოკუმენტური კინოფირები, ვიდეოფირები, ფოტომასალა, (ყოველგვარი “შელამაზებისა” და გაყალბების გარეშე !!!), ასევე გამოიცეს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საიუბილეო ფოტოალბომი. (ყოველგვარი დამახინჯებისა და ჭრა – კერვის გარეშე).

10. სახელმწიფო ერის წინაშე ვალდებულია საქართველოს ცენტრალურ აეროპორტს ეწოდოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სახელი.

11. გაიხსნას მემორიალური დაფები: კოლხურ კოშკში, ჯაფარიძის ქუჩა N13, ვახტანგ ჩიქოვანის ქუჩა N28 სადაც საფუძველი ჩაეყარა საქართველოს დისიდენტურ იატაკქვეშა მოძრაობას, აკრძალული ლიტერატურის თვითგამოცემებს: მიმდინარე ამბების ქრონიკა, ალ. სოლჟენიცინი, ანდრ. სახაროვი, ანდრ. ამალრიკი, პ. გრიგორენკო (გადამდგარი განერალი), ს. კოვალიოვი, ალ. გინზბურგი, ვ. ჭალიძე, გლებ იაკუნინი, ნ. გორბანევსკაია, ლ. ალექსეევა, ნ. სამხარაძე, საქართველოს მოამბე, ოქროს საწმისი, მატიანე, ჯვარი ვაზისა, ძმები ი. და გ. გოლშტეინები, ვ. ბორისოვი, არინა გინზბურგი, ტ. ველიკანოვა, ი. შაფარევიჩი, ა. ლავუტი, იუ. გასტევი, ა. ტვერდოხლებოვი, ვ. ტურჩინი, იუ. ორლოვი, ზემოთ ჩამოთვლილი პიროვნებების ინტერვიუები, მიმართვები, წერილები.

12. მიუხედავად საიუბილეო თარიღისა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ დღემდე არ წყდება დაუნდობელი ბრძოლა, რომელიც აღიქმება დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ ჩატარებულ სადამსჯელო ოპერაციად, რომელსაც ახორციელებენ საქართველოს მოღალატეები და უცხო სახელმწიფოთა ჯაშუშები.

მანანა არჩვაძე – გამსახურდია

26. 03. 2019. ქ. თბილისი.

Posted in 2019, ზვიად გამსახურდია, საამაყო ქართველები, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

მაფიოზური დაჯგუფებები და კორუმპირებული საზოგადოება

Posted by iberiana on იანვარი 23, 2019

ზვიად გამსახურდია: მაფიოზური დაჯგუფებების ესოდენ დიდი სიმრავლე, პირველ რიგში, კომუნისტური, ტოტალიტარული წყობილების მანკიერებაა

ცოტნე გამსახურდია: კორუმპირებული საზოგადოება სსრკ პროდუქტია, რომელიც ორგანულად შეითვისა ქართულმა სოციალურმა სხეულმა

23.01.2019

tsotne gamsakhurdiaცოტნე გამსახურდია: ამ მოჭიდავეების ფედერაციის ამბებმა გამახსენა მამაჩემის ძველი სიტყვა, რომელიც არა და არ კარგავს აქტუალობას ამ ქვეყანაში. არადა, ჯერ როდის ამბობდა, მაგრამ ვინ მოუსმინა… ეს ყველაფერი დღეს არ დაწყებულა. ეს ატომიზებული, დეზორგანიზებული, კორუმპირებული საზოგადოება სსრკ პროდუქტია, რომელიც ორგანულად შეითვისა ქართულმა სოციალურმა სხეულმა. რატომ – ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ ისევე, როგორც ქურდული მენტალობის განვითარებაში მხოლოდ სსრკ არ იყო დამნაშავე, ისე აქაც – ამ მანკიერებებს ქართველი კაცის გონებაში ნოყიერი ნიადაგი დახვდა.

ყველგან – სპორტში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში, კვლევით ინსტიტუტებში – ჩაბუდებულია ეს ქურდულ-კუტოკური აზროვნება და ამას მხოლოდ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა ვერ უშველის. ეს არის მიკროსამყაროები, რომელთა უპირველესი მიზანია:
1) დაფარული იყვნენ დღის შუქისაგან
2) ჰქონდეთ საკუთარი სამართალი და სასჯელი
3) მათში განმსაზღვრელი იყოს არა ზოგადადამიანური თუ ზოგადნაციონალური ფაქტორები და პრინციპები, არამედ ფული და გავლენა. ექიმის შეცდომები საექიმო საზოგადოებამ უნდა გაარჩიოს, მასწავლებლების – მასწავლებლებმა, სპორტსმენის – სპორტულმა ოჯახმა, პოლიტიკოსების – ცნობილია ვინც. და მა კანონი და წესრიგი ვიღასთვისაა? საწყლებისთვის და უპატრონოებისთვის.

ასეთი მაკროელემენტებისგან შემდგარი საზოგადოება ვერასდროს ვერაფერზე შეთანხმდება. აქ არასდროს იქნება მშვიდობა, სამართალი, თანასწორობა, ურთიერთპატივისცემა. ყოველთვის იქნება ჯუნგლების კანონი, სიდუხჭირე, ერთი პროცენტი – მჭამელი და 99 – მათხოვარი, რომელიც იმ ერთ პროცენტში მოხვედრაზე ოცნებობს. ვის აწყობს ეს შინ და გარეთ, თავადაც კარგად ხვდებით…

და აი, შეპირებული მამას სიტყვაც:

zviad gamsakhurdiaზვიად გამსახურდია: “მაფიოზური დაჯგუფებების ესოდენ დიდი სიმრავლე, პირველ რიგში, კომუნისტური, ტოტალიტარული წყობილების მანკიერებაა, ვინაიდან მან მოუსპო ადამიანს საშუალება კანონიერი და სამართლიანი გზით შემოსავლის ქონისა, კარგი ცხოვრებისა და წარმატების მიღწევისა მოღვაწეობის ამა თუ იმ სფეროში, ამიტომ მიჰყვეს ხელი უკანონო და დანაშაულებრივ გზას, რითაც გამრავლდნენ მაფიები. ეს არის ფაქტობრივად დანაშაულებრივი დაჯგუფებები, რომლებიც უპირისპირდებიან სიმართლეს, სიკეთეს, ჭეშმარიტებას, კანონიერებას. მათ წინააღმდეგ ბრძოლა დამსჯელი ორგანოების მეშვეობით, რასაკვირველია, უსარგებლოა; ისევ და ისევ საჭიროა იმ სისტემის დანგრევა, რამაც ეს ყოველივე წარმოშვა. ამ სისტემის ლიბერალიზაცია არის საჭირო, მისი მისადაგება ადამიანის ნორმალური მოთხოვნილებისადმი, შემოსავლის გაზრდა, რათა ადამიანმა შემოსავლის ძიებაში არ დაარღვიოს კანონიერება.

ჩვენი სახელმწიფო წყობილების გაჯანსაღება, ეკონომიკური ღონისძიებები გამოიწვევს შემდგომ ამ მაფიების დაშლას, ისინი შეწყვეტენ არსებობას. სანამ კომუნისტური სისტემის რეციდივები გვექნება, მაფია ყოველთვის იარსებებს….’

ზვიად გამსახყრდია: “პატარა სამეფოები, პატარა იმპერიები კულტურასა და მეცნიერებაში უნდა მოისპოს. აქ პატარა ლიდერები – მეფეები და თავადები – არიან, რომლებიც თავის კლანს იკრებენ გარშემო. ეს კლანი შემდეგ იბრძვის თავისი ინტერესებისთვის. თავისი მოგებისთვის და ყველანაირი პირადი კეთილდღეობისთვის. როდესაც უფრო დემოკრატიული გახდება მმართველობა ამ სფეროებში, ეს გამოიწვევს ამ მაფიების არსებობის შეწყვეტას.

საქართველო სამხრეთის ქვეყანაა და აქ ზარმაცთა, მუქთახორათა და უსაქმურთა წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთულია.”

Posted in 2019, გამსახურდიები, ზვიად გამსახურდია, იდეოლოგია, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ცოტნე გამსახურდიამ შიმშილობა შეწყვიტა

Posted by iberiana on დეკემბერი 26, 2018

zbiadi

ცოტნე გამსახურდიამ გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა

“დღეს გვქონდა შეხვედრა გენერალურ პროკურორთან, შალვა თადუმაძესთან.

ყველაფერი სწორედ ისე მოხდა, რაც მედიასთან მოვყევი. არაფერი შემილამაზებია ან დამიკლია. მოვუყევი პროკურატურის თანამშრომლების შეუსაბამო დამოკიდებულებასა და იმ უმოქმედობასა და ხარვეზებზე, რაც ახლავს გამოძიებას. ასევე ვუთხარი ჩემი მოსაზრება ამ სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 1921 წლის 25 თებერვლიდან მოყოლებული.

ვისაუბრეთ მომავალ გეგმებზე, საგამოძიებო ჯგუფის შექმნაზე, უცხოელი თუ ქართველი სპეციალისტების, ექსპერტებისა და გამომძიებლების ჩართვაზე საჭიროების შემთხვევაში და შევთანხმდით ამ ყველაფერზე. ერთი კორექტირებაა მხოლოდ: გენერალურმა პროკურორმა გადაწყვიტა თავად აიღოს პასუხისმგებლობა ამ გამოძიებაზე და თავად უხელმძვანელოს საგამოძიებო ჯგუფს! ჩვენ მასთან მუდმივ კომუნიკაციაში ვიქნებით…
პირველი სამუშაო შეხვედრები იანვარში დავგეგმეთ.

მინდა უღრმესი და უდიდესი მადლობა მოგიხადოთ ქართულ საზოგადოებას, მედიის წარმომადგენლებს, თქვენ, ვინც დაინტერესდით და გულთან მიიტანეთ ეს საქმე! მინდა გისურვოთ, თქვენმა შვილებმა გაცილებით უკეთეს, უფრო სამართლიან, წარმატებულ, აყვავებულ ქვეყანაში იცხოვრონ, ვიდრე მე და თქვენ…

დანარჩენს მომავალი გამოაჩენს. ვიცი კიდევ ის, რომ არ არსებობს ამქვეყნად ძალა ან სიმდიდრე, რომელიც ამ ჩემს მცდელობას შეაჩერებს! და იგივეს გირჩევთ ყველას, ვინც აქ სამართალს ეძებთ…

პ.ს. ვინც მობრძანდებით 28 დეკემბერს, 4 საათზე, მოდით. მეც მოვალ და გაგაცნობთ ინფორმაციას შეხვედრის შესახებ, ვისაც დაგაინტერესებთ…”

ცოტნე გამსახურდია
26.12.2018

***
13 დღიანი შიმშილობის შედეგი 

  1. კანონში შევიდა შესწორება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიების ხანდაზმულობის ვადა 5 წელით გახანგრძლივდა;

  2. საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, შეიქმნება ახალი საგამოძიებო ჯგუფი, რომელშიც შევლენ გამსახურდიების ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირები. ჯგუფს პირადად გენერალური პროკურორი უხელმძღვანელებს;

  3. საგამოძიებო ჯგუფი მუშაობას მომავალი წლის იანვარში დაიწყებს.

Posted in 2018, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

სალომე ზურაბიშვილს. 20.12.2018

Posted by iberiana on დეკემბერი 20, 2018

zurabishvili-gamsakhurdia

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, 

ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით

მოგახსენებთ, რომ 2018 წლის 31 დეკემბერს ხანდაზმულობის ვადა გასდის საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს და პროკურატურა აპირებს ამ საქმის დახურვას.

გამოძიების გაგრძელების მოთხოვნით უკვე მეშვიდე დღეა (ა.წ. 14 დეკემბრიდან) შიმშილობენ კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიები. შიმშლობის აქცია მიმდინაროებს მთავარი პროკურატურის ფოიეში, მაგრამ არავითარი გამოხმაურება მთავარი პროკურორის მხრიდან არ ყოფილა.

თქვენი წინასაარჩვენო კამპანიის დროს მრავალჯერ განაცხადეთ, რომ ეს საქმე თქვენთვის პრიორიტეტული იქნებოდა. იმედს ვიტოვებთ, უახლოეს დღეებში შეხვდებით მოშიმშლეებს და თვენი კომპეტენციის ფარგლებში გააკეთებთ ყველაფერს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებისთვის.

20 დეკემბერი, 2018

P.S. წერილი შეტანილია პრეზიდენტის კანცელარიაში და ველით შესაბამის ქმედებას.

***

zurabishvili

სალომე ზურაბიშვილი: როგორც პრეზიდენტი, ვდებ პირობას, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას დავასრულებთ

18 ოქტომბერი, 2018
მე, როგორც პრეზიდენტი დღეს ვდებ პირობას, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას დავასრულებთ, რადგან არ შეიძლება ქვეყანამ არ იცოდეს როგორ და რა პირობებში გარდაიცვალა ერთ-ერთი პრეზიდენტი, ის პრეზიდენტი, რომელმაც გამოაცხადა დამოუკიდებლობა და რეფერენდუმი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორია, რომელსაც ვერავინ წაშლის. ქვეყანა ქვეყანას არ ჰგავს, თუ ვერ ვიტყვით რა მოხდა და ვერ დავხურავთ ჩვენი ისტორიის ამ ფურცელს”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხობში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

 

http://qartuliazri.reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=29247&fbclid=IwAR3IQMlIDyFyNH0SuPpDv49LN7_n7EY_NSzGApCcNl_R7B_RVKivMjRK9FE#

 

Posted in 2018, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

აქცია – დაისაჯოს მკვლელი!

Posted by iberiana on დეკემბერი 16, 2018

777

18 დეკემბერს 16 საათზე, მთავარ პროკურატურასთან (თბილისი, გორგასლის N24) გაიმართება აქცია მოთხოვნით: 

“გამოძიებულ იქნას საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე და დაისაჯოს მკვლელი!”

Posted in 2018, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა შიმშილობა დაიწყეს

Posted by iberiana on დეკემბერი 14, 2018

gamsakhurdia2

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა მთავარი პროკურატურის შენობაში შიმშილობა დაიწყეს 

ცოტნე გამსახურდიადღეს, 14 დეკემბერს, მე და ჩემი უფროსი ძმა, კონსტანტინე, ვიწყებთ შიმშილობას მთავარ პროკურატურასთან, ამ ბოროტების ბუნაგთან, ვითხოვთ ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას და მკვლელის დასჯას.

მოგეხსენებათ, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე 2018 წლის 31 დეკემბერს გადის 25 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, და რადგან ამ პერიოდის განმავლობაში პროკურატურას ფაქტობრივად ბრალდებული არ ჰყავს, საქმე დაიხურება.

სინამდვილეში, საქმეში არის უამრავი მამხილებელი მასალა, გამოკვეთილია ამ საქმის ორგანიზატორები და მკვლელი, საბჭოთა კაგებეს სტაჟიანი თანამშრომელი! მაგრამ პროკურატურა საოცარი პასიურობით და უნიათობით ცდილობს ხსენებული ვადის გაწელვას და მეორე მხრივ, გააფთრებული გვეწინააღმდეგება ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებს, ნაცვლად აუცილებელი საგამოძიებო ქმედებების ჩატარებისა!

რატომ არ იძიებენ საქმეს? ლოგიკურია, რომ დამნაშავეებს ხელს აფარებენ! მკვლელის პასუხისგებაში მიცემას, როგორც ბანქოს ამოწევას წყებიდან, წამოჰყვება ფიგურანტების მთელი ბანდა, ქართველი მოღალატეების და რუსული სპეცსამსახურების კვალი და როლი საქართველოს პირველი, დამოუკიდებლობის გამომცხადებელი პრეზიდენტის მკვლელობაში. სწორედ ამას ფარავს აფერისტი ბიძინა ივანიშვილი და მისი ჯიბის პროკურატურა!

დღეს ჩვენს ოჯახს და მე ძალიან გვჭირდება მათი გვერდში დგომა, ვისთვისაც სულერთი არ არის სამართლისა და სიმართლის ბედი ამ ქვეყანაში, მისი დამოუკიდებლობა, მისი სწორი განვითარება, რასაც ვერ ვეღირსეთ სწორედ ამდენი წლის სიმახინჯის გამო. ვერ ვეღირსეთ იმიტომაც, რომ სამართალი აქ მმართველი კლასის მოღალატური პოლიტიკის მძევალია! მადლობა მათ, ვინც თავს შეიწუხებთ. თუმც ხვეწნას ნამდვილად არ ვაპირებ და მარტოც რომ დავრჩე, ბრძოლას გავაგრძელებ, რათა საკუთარ სინდისთან და ამ ქვეყნისთვის დაღუპულთა ღვაწლთან ვიყო მართალი!

14 დეკემბერი, 2018

 

P. S. 18 დეკემბერს 16 საათზე მთავარ პროკურატურასთან (გორგასლის N24) იმართება აქცია მოთხოვნით: 
“გამოძიებულ იქნას საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე და დაისაჯოს მკვლელი!”

Posted in 2018, ზვიად გამსახურდია, მამულიშვილებს, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

უზენაესი საბჭოს 1 სესია. 1990

Posted by iberiana on ნოემბერი 14, 2018

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველი  სესია
1990 წლის 14 ნოემბერი

Posted in 1990, ეროვნული მთავრობა, ვიდეო, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია უცხოელი ჟურნალისტებისათვის

Posted by iberiana on ოქტომბერი 12, 2018

808501[1]

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ბატონ ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისათვის

1991 წლის 23 თებერვალი

ჯემალ ნინუა (გაზეთი „რესპუბლიკა“) – ბატონო ზვიად, ასი დღე შესრულდა, რაც ქართველმა ხალხმა თავისი ნებით ხელმძღვანელად აგირჩიათ. რისი თქმა შეიძლებოდა განვლილ პერიოდთან დაკავშირებით დღეს. რამდენად გამართლდა თქვენი პოლიტიკური პროგნოზები და როგორ გესახებათ საქართველოს რესპუბლიკის მომავალი ამ განვლილი პერიოდის გათვალისწინებით?

– უნდა მოგახსენოთ, რომ პირველივე დღეებიდან ცხადი გახდა, რომ ამ პროცესებზე, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე არის ძალზე მწვავე რეაქცია ცენტრისა. შეიძლება ითქვას, ცენტრმა პირდაპირ გამოგვიცხადა ომი – ომი ყოველგვარი საშუალებებით – ბლოკადით, კერძოდ, ენერგეტიკული, სასურსათო და ყოველგვარი სახის ბლოკადით, შინაგანი დესტაბილიზაციით. აქ – თავისი აგენტურის მობილიზებით და ჩვენს საწინააღმდეგო აქციების გაძლიერებით. ეს სავსებით აშკარაა. ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით თითქმის სამოქალაქო ომის სიტუაციას, განსაკუთრებით სამაჩაბლოში. ასეთ პირობებში ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ვგეგმავდით ხალხის საკეთილდღეოდ, სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისათვის, მშვიდობის დამყარებისათვის რესპუბლიკაში, ძალზე ძნელად მიმდინარეობს, იმიტომ, რომ იმპერია მობილიზებულია საქართველოს წინააღმდეგ, განსაკუთრებით – მისი პროპაგანდისტული მანქანა და ეს ძალზე შორს მიმავალ შედეგებსა და მიზნებს ისახავს. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ჩვენი საზოგადოებრიობის ნაწილი მხარში ამოუდგა ამ იმპერიულ ძალებს და მათთან ერთად ცდილობს დესტაბილიცაზიის შექმნას და ყოველნაირად გვიშლის ხელს ქართველი ერისათვის სასიკეთო ძვრების განხორციელებაში. ჩვენი საპარლამენტო მოქმედება, მოგეხსენებათ, მიმართულია ჩვენი ერის ინტერესების სამსახურისაკენ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღგენისაკენ, მაგრამ ეს არის სწორდ ის, რაც არ აწყობს ცენტრს და ამავე დროს, არ აწყობს ჩვენი საზოგადოების გარკვეულ, გადაგვარებულ ნაწილს, მაფიოზურ ძალებს, კორუმპირებულ ძალებს და ფსევდოოპოზიციას. აი, ასეთი ვითარებაა საქართველოში. შეიძლება ითქვას, რომ ძალზე სერიოზულად გვიშლიან ხელს, ასე, რომ ჯერჯერობით რეალური, სასიკეთო ძვრები არ შეიმჩნევა და არ არის სახარბიელო თუ ყოველივე ასე გაგრძელდა.

– ბატონო ზვიად, გაზეთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნდა საკავშირო უმაღლესი საბჭოს დადგენილება სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. თუ შეიძლება რამდენიმე სიტყვა და კიდევ ერთიც, საკავშირო პარლამენტსა და რუსეთის პარლამენტს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით სხვაობაა…

სრულად; https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/gamsakhurdia-2/

Posted in 1991, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას ინტერვიუ გაზეთისთვის “ქართველი ერი”

Posted by iberiana on ოქტომბერი 12, 2018

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბატონი ზვიად გამსახურდიას ინტერვიუ გაზეთისთვის “ქართველი ერი”

— ბატონო ზვიად, ჩვენ ოპოზიციისა და პოზიციის ურთიერთობას განვიხილავთ, როგორც ბრძოლას ტრადიციულ მართლმადიდებლურ ზნეობასა და დასავლურ ზნეობას შორის. როგორია თქვენი აზრი?

— მე მგონი, თქვენი შედარება მართებული არ არის, და აი რატომ: ე.წ. ოპოზიციას ვერცერთი სარწმუნოებისათვის დამახასიათებელ ზნეობას ვერ ვატყობ. მათთვის დამახასიათებელია მხოლოდ უზნეობა: სიცრუე, სიყალბე და გამცემლობა. აქ, მგონი, უფრო დღეს დასავლეთისათვის დამახასიათებელ უზნეობასთან გვაქვს საქმე: ყველაფრის გაყიდვა-დახურდავება მატერიალურ ფასეულობებზე, სულიერი ღირებულების სრული იგნორირება-უარყოფა. მათი მოძრაობა მატერიალურის სულიერზე მაღლა დაყენებას უკავშირდება და ეს უპირისპირდება არა მარტო მართლმადიდებლურს, არამედ ყოველგვარ ზნეობას.

— როგორ გესახებათ მართლმადიდებლობის დანიშნულება თანამედროვე ქართულ ყოფაში?

სრულად https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/gamsakhurdia/

Posted in 1991, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

თ. მღვდლიაშვილი: ზვიად გამსახურდია — ,,Cor Cordium”

Posted by iberiana on აგვისტო 4, 2018

Zviad Gamsakhurdiaთინათინ  მღვდლიაშვილი: ზვიად გამსახურდია — ,,Cor Cordium (გულის გული)

,,,გულის გული! როგორ უხდება ეს სიტყვები ზვიად გამსახურდიას.

ზვიად გამსახურდია – დიდი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას და ქართლის უძველეს თავადთა შთამომავლის – მირანდა ფალავანდიშვილის ერთადერთი ძე.

ზვიად გამსახურდია – კაცი მართალი და ყოვლად სახიერი, მსოფლიო ბოროტებასთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ შებმული თეთრი მხედარი, ყრუთა და ბრმათა მიერ ვერ ძლეული,
ვერ დათრგუნული და ამიტომაც, მომავალში, – კავკასიონის ქედზე პრომეთესავით მიჯაჭვული თავისუფლების იდეა, თავისუფლების აზრი…

ზვიად გამსახურდია – თხემით ტერფამდე დისიდენტი, მამაცი მეომარი და ადამიანის უფლებათა დამცველი.

ზვიად გამსახურდია – ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პოეტი,ფილოსოფოსი, ლიტერატორი, კრიტიკოსი, მთარგმნელი… ქართველი ერის სულიერი განძთსაცავის, სულიერი მისიის განმსაზღვრელი…

ზვიად გამსახურდია – გონიერი, გამჭრიახი, გულთმისანი პოლიტიკოსი…

სრულად:  https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/t-mgvdliashvili/

 

Posted in ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას საარჩევნო პროგრამა

Posted by iberiana on ივლისი 31, 2018

Zviad Gamsakhurdia

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატის ბატონ ზვიად გამსახურდიას საარჩევნო პროგრამა

1991

პოლიტიკური ნაწილი

თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ანალიზი გვიჩვენებს, რომ განსხვავებული პოლიტიკური სისტემებისა თუ ეკონომიკური და კულტურული განვითარების დონის მიუხედავად, სახელმწიფოები მიისწრაფვიან საერთაშორისო თანამშრომლობისაკენ. გაიცნობიერა რა გლობალური პრობლემები (პირველ რიგში კი ბირთვული ომისა და ეკოლოგიური კატასტროფების საშიშროება), კაცობრიობა ცდილობს ერთიან ოჯახად  გაიაზროს თავი.

საქართველო და ქართველი ხალხი, კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი ორგანული ნაწილი, დღეისათვის საერთაშორისო ცხოვრებისაგან თითქმის მთლიანად გამოთიშულია. უკანასკნელი ორი საუკუნის და განსაკუთრებით ბოლო სამოცდაათი წლის მანძილზე ქართველი ხალხის მიმართ შეგნებულად ტარდებოდა პოლიტიკა, რომლის მიზანიც იყო მისი ეროვნული და კულტურული გადაგვარება. მიუხედავად ამისა, ქართველმა ერმა შეძლო არა მარტო თავისი ეთნოკულტურული თვითმყოფადობის, არამედ გარკვეულად ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაც. მხოლოდ სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენით არის შესაძლებელი საქართველოს ჩაბმა გლობალურ ინტეგრაციულ პროცესებში.

გეოგრაფიულად და ისტორიულად საქართველო ორი სამყაროს – ევროპისა და აზიის, ქრისტიანობისა და მუსულმანობის საზღვარზე მდებარეობს. ვეკუთვნით რა ევროპასა და ქრისტიანულ ცივილიზაციას, ჩვენში ყოველთვის ძლიერი იყო აღმოსავლური ელემენტებიც. ქართველი მეფეები და ხალხი იჩენდნენ შემწყნარებლობას სხვა რელიგიებისა და ერების წარმომადგენლების მიმართ, თვითონ კი ძირითადად მორწმუნე ქრისტიანებად რჩებოდნენ. ისტორიულმა პროცესებმა და გეოგრაფიულმა მდებარეობამ განსაზღვრა ის, რომ საქართველო ასრულებდა ევროპასა და აზიას შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვან და გარკვეულწილად მასტაბილიზებელ როლს.

სამომავლო ისტორიული მისია, რომელიც უნდა იტვირთოს დამოუკიდებელმა საქართველომ, შეიძლება იყოს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ზოგადსაკაცობრიო ინტეგრაციული პროცესებისათვის ხელის შეწყობა და რეგიონში სტაბილური ვითარების უზრუნველყოფა. საქართველომ უნდა განახორციელოს სინთეზი ამ ორი სამყაროსი.

საქართველო და ქართველები ყოველთვის კავკასიის ხალხთა გამაერთიანებელ ძალას წარმოადგენდნენ. მიუხედავად დღეისათვის გარედან ინსპირირებული კონფლიქტებისა, საქართველომ უახლოეს მომავალში კვლავ შეიძლება იკისროს ეს როლი. ამით იგი აღადგენს ქრისტიანული შემწყნარებლობის პრინციპების დამცველის უნიკალურ ისტორიულ ფუნქციას და აქტიურად ჩაებმება მსოფლიო-პოლიტიკურ პროცესებში…

იხილეთ სრულად: https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/prezidenti/

 

Posted in 1991, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

დედა ტერეზა თბილისში. 1989

Posted by iberiana on აპრილი 21, 2018

zgamsakhurdia19[1]

დედა ტერეზა თბილისში

ჟურნალისტი თამაზ ბიბილური იხსენებს: როდესაც 9 აპრილის შემდეგ თბილისში ჩამოვიდა დედა ტერეზა, მან დილით 4-5 საათზე ჩაატარა აეროპორტში მცირე პრესკონფერენცია, შემდეგ მოინახულა დაზარალებულები საავადმყოფოში და უეცრად გაქრა. როგორც გაირკვა, იგი მიიყვანეს მოქანდაკე ზურაბ წერეთლის სახლში და ასე გადამალეს.

იმავე დღეს მთავრობის სახლის წინ გამართული მიტინგიდან მომიტინგეთა მცირე ჯგუფი ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად პირდაპირ მივიდნენ წერეთლის სახლში რიყეზე და მოითხოვეს დედა ტერეზასთან შეხვედრა. მასპინძლები იძულებულნი გახდნენ, დედა ტერეზა ხალხთან შეეხვედრებინათ.

“დედა ტერეზა შეწუხებული და შეშინებული გამოვიდა. ბატონი ზვიადი ინგლისურად დაელაპარაკა და 9 აპრილის ტრაგედიის დეტალები აუხსნა. როგორც გაირკვა, დედა ტერეზას სულ სხვანაირი წარმოდგენა ჰქონდა. არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, თითქოს ადამიანებმა ერთმანეთი უმოწყალოდ ამოხოცეს. როგორც კი ბატონი ზვიადი დაელაპარაკა, ჩვენს მიმართ სათნოებით განიმსჭვალა. ნახეთ კადრზეც როგორი გაღიმებული და გახსნილი სახე აქვს…. დღეს სამწუხაროდ აღარც დედა ტერეზაა ცოცხალი, აღარც ზვიადი და აღარც მერაბი. ასე შემორჩა ისტორიას ამ სამი ძვირფასი ადამიანის ფოტო”.

ამინარიდი წიგნიდან “79 ამბავი, ზვიად გამსახურდია”

Posted in 1989, 2018, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

9 აპრილი – დამოუკიდებლობის დღეა!

Posted by iberiana on აპრილი 8, 2018

Gela Razmadze-ს ფოტო.

9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეა!

სულ რამოდენიმე საათში დადგება 2018 წლის 9 აპრილი. 9 აპრილი, უდიდესი დატვირთვის და დიდებული დანიშნულების ისტორიული დღე.
გილოცავთ მეგობრებო 9 აპრილს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს!

დიდება ამ დღის შემოქმედს ბატონ ზვიად კონსტანტინეს-ძე გამსახურდიას, რომელმაც ეს დიდებული და ისტორიული გამარჯვება ზუსტად 27 წლის წინ მოიტანა: მუხლჩაუხრელი, ტანჯვა-წამებით, პატიმრობით და გადასახლებით სავსე 40 წლიანი შეუპოვარი, უშეღავათო, თავგანწირული, უკომპრომისო მშვიდობიანი ბრძოლის შედეგად ერთ მუშტად შეკრულ და ერთსულოვან ქართველ ერთან ერთად, და ქართველთა ორ საუკუნოვანი სანატრელი და სანუკვარი ოცნება — საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა გამოაცხადა (არ იგულისხმება 1918 წელს, ლანგრით მორთმეული დამოუკიდებლობა) 1991 წლის 9 აპრილს, ამით ბატონმა ზვიადმა პატივი მიაგო 1989 წლის 9 აპრილის დაღუპულთა ნათელ ხსოვნას და სამარადისოდ უკვდავჰყო მათი სახელი,  ამავე წლის 31 მარტის სრულიად საქართველოს, საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის (რომელიც ჩატარდა საქართველოს სრულ ტერიტორიაზე აფხაზეთის და სამაჩაბლოს მოსახლეობის მონაწილეობის ჩათვლით) ფენომენალური შედეგების საფუძველზე.

კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ძირითად, საამაყო შემადგენელ ფურცელს, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე ჰქვია.

გელა რაზმაძე
2018 წლის 8 აპრილი

Posted in 2018, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

79 ამბავი ზვიად გამსახურდიაზე

Posted by iberiana on აპრილი 3, 2018

gamsakhurdia31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტი 79 წლის გახდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით გამომცემლობა “არტანუჯი” ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მკითხველს “თან საკითხავ” წიგნს – “79 ამბავი ზვიად გამსახურდიაზე” – წარუდგენს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. მისი უდიდესი ძალისხმევითა და წინამძღოლობით დაწყებულმა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ ქვეყანა საბჭოთა რეჟიმისგან გაათავისუფლა და დამოუკიდებლობა მოუპოვა.

წიგნში შესული ამბები მოგვითხრობს ზვიად გამსახურდიას, როგორც სახელმწიფო მოღვაწის, მეცნიერის, პოეტისა და მთარგმნელის, დისიდენტის შესახებ, რომელმაც ბავშვობიდანვე გენეტიკურად, მემკვიდრეობით მიიღო მამის რჩევა: “გახსოვდეს, ეს ცხოვრება მოსაწყენზე მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწვის რაიმე მაღალი და ზეაღმტაცი ამბებისათვის”.

.”ახალი თაობა” წიგნის შემდგენელ კახმეგ კუდავას ესაუბრა.

– რატომ მაინცდამაინც 79 ამბავი?

– სიმბოლურად შევარჩიეთ 79 ამბავი, რადგან 31 მარტს ზვიად გამსახურდია 79 წლის გახდებოდა, თორემ ისე, ათასობით ამბავი გვაქვს შეგროვებული და მას აუცილებლად გამოვცემთ, ოღონდ სხვა ფორმატში.

– რა თემატიკით და თანმიმდევრობით არის შერჩეული ამბები?

– ვეცადეთ, ამბები ქრონოლოგიურად დაგველაგებინა – მოსწავლეობიდან პრეზიდენტობამდე. მასში შესულია მისი თანამოაზრეებისა თუ მასთან დაპირისპირებული ბანაკის, კოლეგების, მხარდამჭერების, ოპონენტების, უცხოელი ჟურნალისტების, სხვადასხვა დროს ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებული ამა თუ იმ მოვლენის თვითმხილველთა პირადი ჩანაწერები და მოგონებები.

 წიგნში ამოიკითხავთ თვით ბატონ ზვიად გამსახურდიას გამონათქვამებს სხვადასხვა მოვლენასთან დაკავშირებულს, იუმორს, წინასწარმეტყველურ შეფასებებს და ა.შ.

მაგალითად, ბაკურ გულუა იხსენებს, რომ ჯერ კიდევ 1991 წლის 31 მარტს, რეფერენდუმის გამარჯვების დღეს, როცა ყველა აღფრთოვანებული და გახარებული იყო, ზვიად გამსახურდიას ასეთი წინასწარმეტყველური სიტყვები უთქვამს: “ჩვენი წარმატებები შეიძლება დროებითი აღმოჩნდეს, სწორედ რომ ჩვენი შინაგანი გახლეჩვის გამო.

წიგნი, როგორც ამ სერიის ყველა გამოცემა, საინტერესოა ყველა თაობისთვის და ადვილად იკითხება ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ვითარებაში.

წიგნი გაზეთ ახალ თაობასთან ერთად 3 აპრილიდან გაიყიდება.

წიგნის და გაზეთის ფასი 9 ლარი

 

Posted in 2018, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია უცხოელი ჟურნალისტებისათვის. 1991

Posted by iberiana on ნოემბერი 4, 2017

gamsakhurdia1991 წლის 13 მაისს, საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეს-ცენტრის ინიციატივით ჩატარდა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის

ბატონ ზვიად გამსახურდიას პრესკონფერენცია უცხოელი ჟურნალისტებისათვის

– არსებობს მოსაზრება, რომ ეთნოკონფლიქტები ინსპირირებულია მოსკოვის, კერძოდ, სუკ-ის მიერ. გაქვთ თუ არა ამის დამამტკიცებელი რაიმე საბუთი?

– ამის დამამტკიცებელი ბევრი საბუთი და ნიშანი არსებობს. უპირველეს ყოვლისა ის, რომ ოსი ექსტრემისტები მარაგდებიან იარაღით საბჭოთა არმიისა და შინაგანი ჯარის მიერ. ისინი ეხმარებიან ოს ექსტრემისტებს ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებულ ომში. როდესაც აპატიმრებენ ქართველებსა და ოსებს, ოსებს, ჩვეულებრივ, ათავისუფლებენ. არც ერთი ოსი არ ზის იქ ამჟამად ციხეში. ოსი ექსტრემისტები საბჭოთა შინაგანი ჯარების ტანკებში სხდებიან და თავს ესხმიან ქართულ სოფლებს. ისინი ერთად ებრძვიან ქართველებს, სამხედრო პირებსა და ოს ექსტრემისტებს. მძევლებად აჰყავთ ქართული სოფლების მოსახლეობა. აქ იგივე ხდება, რაც სომხურ სოფლებში, სადაც აზერბაიჯანის ომონი და საბჭოთა არმია ერთად მოქმედებენ. ისევე როგორც აზერბაიჯანში, საბჭოთა არმია მხარს უჭერს აზერბაიჯანის ომონს, ასევე საქართველოში იგი მხარს უჭერს ოს ექსტრემისტებს, რადგანაც ოსი კომუნისტი ექსტრემისტები იბრძვიან სსრკ-სთვის, მათ უნდათ აღადგინონ საბჭოთა ხელისუფლება და კომუნისტური რეჟიმი….

– ჯერ კიდევ ერთი წლის წინ საქართველოში არსებობდა ერთიანი დემოკრატიული ეროვნული მოძრაობა, მიმართული კომუნიზმის წინააღმდეგ, შემდეგ კი ეს ერთიანობა დაიშალა, რა მოხდა?

– ეს ცენტრის დამსახურებაა, ცენტრის და სპეციალური სამსახურის, რომელიც ძალიან აქტიური და ძლიერია საქართველოში. ამ ძალებმა ჩამოაყალიბეს სპეციალური სამხედრო შენაერთები, რომლებმაც დაშალეს ეს მოძრაობა და გადაიბირეს მისი ნაწილი. ეს კრიმინალური ჯგუფები ემუქრებოდნენ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებს და მოახერხეს ზოგიერთის ჩათრევა კორუფციასა და მაფიაში. ამგვარად, ამ მოძრაობის ერთი ნაწილი ჩვენ ეროვნულ ხელისუფლებას უჭერს მხარს, ხოლო მეორე ნაწილი კი მაფიას, კრიმინალურ ჯგუფებს და მოსკოვის სპეც სამსახურებს.

– რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ მოსკოვს?

– ვგულისხმობ ცენტრს, როდესაც ვამბობ მოსკოვს, ვგულისხმობ, რომ მოსკოვი მხარს უჭერს ამ კრიმინალურ დაჯგუფებებს. ეს ჯგუფები კომუნისტური პარტიის ლიდერებმა შექმნეს და მოახდინეს მათი ლეგალიზაცია, მოსკოვი, რა თქმა უნდა, ამას უარყოფს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ისინი სპეც-სამსახურის აგენტები არიან.

სრულად: https://iberiana.wordpress.com/zviad-gamsakhurdia/z_gamsakhurdia/

Posted in 1991, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდია მართლმადიდებლობაზე

Posted by iberiana on ნოემბერი 4, 2017

ზვიად გამსახურდია მართლმადიდებლობაზე

საქართველოში მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად უნდა იქცეს!ზვიად გამსახურდია 07.06.1991წ

Posted in 1991, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, მართლმადიდებლობა, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

26 მაისი

Posted by iberiana on მაისი 26, 2017

18670742_1377029325700096_5375266808413840152_n[1]

დღეს, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევის დღეა!
პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღებით, ზვიად გამსახურდიას ეროვნულმა ხელისუფლებამ და უზენაესმა საბჭომ განამტკიცა და განაძლიერა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რისი დანგრევისთვისაც, რუსეთის იმპერიას ტანკებისა და სრული სამხედრო ძალის გამოყენება დასჭირდა…

დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეა!
მერაბისა და ზვიადის ვერაგული მკვლელობით დასრულდა ღირსეული ხანა და შეგვრჩა გადედლებული საქართველო.
ქალების მედროშეობის დროა!…

ლეილა ცომაია

26.05.2017

Posted in 2017, ეროვნული მთავრობა, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

1991 წლის 30 აპრილი – ქართული გვარდიის პირველი აღლუმი

Posted by iberiana on აპრილი 30, 2017

gvardia
1991 წლის 30 აპრილს დინამოს სტადიონზე გაიმართა ქართული გვარდიის პირველი აღლუმი

1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა.

1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა.

30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.

1991 წლის 30 აპრილს დინამოს სტადიონზე გაიმართა ქართული გვარდიის პირველი აღლუმი, რომელიც ჩაიბარა საქართველოს ეროვნულმა გმირმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ..

http://georgianpress.ge/com/news/view/13598?lang=1

Posted in 1991, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას პირადი ფოტოგრაფი

Posted by iberiana on ნოემბერი 18, 2016

ზვიად გამსახურდიას პირადი ფოტოგრაფი გოგი ნახუცრიშვილი

ტვ – იმედი. გადაცემა “იმედის კვირა”
(C) ნატალია ქაჯაია, ბაქარ შარაშენიძე

Posted in 2016, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

25 წელი პირველი პრეზიდენტის არჩევიდან

Posted by iberiana on მაისი 26, 2016

13256356_1053713278031704_6939165622342015849_n[1]

25 წელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის არჩევიდან

1991 წლის 26 მაისს, სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე (აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც) ჩატარდა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი საპრეზიდენტო არჩევნები 1991 წლის 14 აპრილის უზენაესი საბჭოს დადგენილებით საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღების საფუძველზე.

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 6-მა კანდიდატმა.
1. ზვიად გამსახურდია 2 565 362 ხმა
2. ირაკლი შენგელია 26886 ხმა
3. ჯემალ მიქელაძე 51717 ხმა
4. ვალერიან ადვაძე 240243 ხმა
5. თამაზ კვაჭანტირაძე 8553 ხმა
6. ნოდარ ნათაძე 36266 ხმა

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია 87%.
კომისიის თავმჯდომარე გახლდათ არჩილ ჭირაქაძე.

ეს უმნიშვნელოვანესი აქტი მიღწეულ იქნა მერაბ კოსტავას გმირული ბრძოლით ზვიად გამსახურდიასთან ერთად, ვის საპატივცემულოდაც დაამთხვია ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის არჩევნები მერაბ კოსტავას დაბადების დღეს – 26 მაისს.
იხარეთ, ორთავ, ზეციურ საქართველოში, ამინ!

ლეილა ცომაია

26 მაისი, 2016

Posted in 1991, 2016, გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ის დღეს 77 წლის გახდებოდა…

Posted by iberiana on აპრილი 2, 2016

zviad_gamsakhurdia[1]ის დღეს 77 წლის გახდებოდა…

რომ არა ეშმასა და მისი ქართველი წითელი ეშმაკუნების მიერ უკუღმა დატრიალებული საქართველოს ბედის ჩარხი…
ის დღეს მისივე შექმნილი თავისუფალი სამშობლოს მწიგნობართუხუცესი იქნებოდა და რამდენ რამეს დაგვიწერდა და შეგვიქმნიდა სულის საზრდოდ, საგზლად ერის უკვადვების ნარეკლიან ბილიკებზე სახეტიალოდ…
ჭარმაგი მოხუცი დღეს ჩვენი სამშობლოს ბედნიერებით იხარებდა…
საქართველოს ქერუბიმი ზვიად გამსახურდია...
აკი უთხრა მისი სულის ტყუპისცალმა მერაბმა:
„თვით ზეციერმა შეგარტყა ძალი,
გიპყრა მახვილი, რვალთა მლეწავი“…
მათ ქაჯებს ნესტანი გამოსტაცეს, ჩვენი ნესტანი – საქართველო გაგვინთავისუფლეს…
“მე სულ მგონია, როცა შენს ახლოს არა ვარ, შენ ჭკვიანად იქნები. მე, ერთის მხრით, გული მტკივა, რომ შენი ბავშვობა თავდება. მეორეს მხრით, მიხარია, რომ შენ სადაცაა, ყველა ჩემს სურვილს გაიგებ და მალე მხარში ამომიდგები. ალბათ, შენთვის დამიწერია (თუ მითარგმნია) მე ჰომეროსის სიტყვები: “ზევსს გეფიცები, აგელაი, ზევსს და მამაჩემის ტკივილებს”. ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერ სერიოზულ დროში და აწი, დროა, შენ სერიოზულად ემზადო, რათა შეძლო, გახდე ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილი. გზაში მე გადავიკითხე შენი საყვარელი მუსიკოსების ბიოგრაფიები. ყველანი უკვე სიყრმიდანვე ემზადებოდნენ დიდი ამბებისათვის. გახსოვდეს, ეს ცხოვრება მოსაწყენზე მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწვის რაიმე მაღალი და ზეაღმტაცი ამბებისათვის. ამის გარეშე სხვა ყველაფერი ემსგავსება იმ საცოდავ და უშინაარსო ცხოვრებას, რომელსაც ეწევიან ხოლმე მცენარეები და ცხოველები. თუნდაც ჩემი გამწარებული ცხოვრებაც რომ აიღო, მე რომ დიდი იდეების მოლაშქრედ არ წარმომედგინა ჩემი თავი, ვეღარ გავუძლებდი იმ ქარიშხლებს, რომელთა გადატანაც ასე თუ ისე შევძელი.
შენი მამიკო. 1955.”

პ.ს. ქართველი კაცი, მითუმეტეს ქართველი მეცნიერი, უპირველეს ყოვლისა უნდა ემსახურებოდეს თავის ერს და სამშობლოს, არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში ერის ინტერესებთან, უნდა იღწვოდეს მხოლოდ ერის ინტერესებიდან გამომდინარე და არ უნდა ემსახურებოდეს სხვა ათასნაირ “ჭეშმარიტებას”! მაშინ ხარ ბრძენკაციც და მხოლოდ ამას ჰქვია ერისკაცობაც, სხვას კი არაფერს!“
ამას წერდა ჯეელობაში გადასულ თავის პირმშოს საქართველოს სამსახურში გახარჯული დიდოსტატი, ღვთივკურთხეული ქართული სიტყვის დიდი ჭკადუ…
ატარა მთელი გულით, მთელი სხეულით მამის ტკივილები…
მთელი ცოდნა, სიბრძნე, შემოქმედება ერს მიუძღვნა…
თვისი ნებით ავიდა ეშაფოტზე და სამშობლოს საკურთხეველზე საკუთარი სიცოხლეც დასდო უშურველად…
ბოლომდის ჩაიღვენთ-ჩაიფერფლა ნათლმოსილი…
და ასე მიეახლა მამას…

სიგმუნდ ვ.

2016

Posted in 2016, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდია – 77

Posted by iberiana on მარტი 31, 2016

სოსო  ჯაჯანიძე: ზვიად გამსახურდია –  77

ძმებო და დებო, ქართველო მამულიშვილებო, თანამემამულენო, ახლოვდება საქართველოს ქრისტიანულ-ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის თავკაცის და ერთადერთი კანონიერი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე – 31 მარტი. მას 77 წელი შეუსრულდებოდა.

მართალია, ზვიად გამსახურდიას მკვლელობიდან თითქმის 23 წლის გასვლის შემდეგ მას მაყვედრებელი მტერშიც კი არ შემორჩა, მაგრამ, პარადოქსული ის გახლავთ, რომ ყოველგვარ კანონზომიერებას და საღ აზრს მიღმა, საქართველოში არსებობენ „პატრიოტი“ ადამიანები (ყოველ შემთხვევაში, „პატრიოტობის“ პრეტენზია გააჩნიათ), რომელნიც დღემდე მის უსამართლო კიცხვასა და შურით გაჯერებულ განქიქებაში არიან. მეტიც, მისი სახელის დისკრედიტაციის მიზნით ამზადებენ ე.წ. დოკუმენტურ ფილმებს და ტელე-გადაცემებს, რომელშიც ზვიად გამსახურდიას სულიერ ძმას და ერთგულ თანამებრძოლს მერაბ კოსტავას დადებით პიროვნებად და ეროვნული მოძრაობის ერთადერთ ღირსეულ თავკაცად წარმოაჩენენ, ხოლო ზვიად გამსახურდიას უარყოფით პიროვნებად და ეროვნულ მოძრაბაში დესტრუქციული როლის მქონე პიროვნებად. ამავე დროს, ცდილობენ ისე წარმოაჩინონ საქმე, თითქოს ზვიადსა და მერაბს შორის განხეთქილებას და ურთიერთშუღლს ჰქონდა ადგილი.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/gamsakhurdia-2/jajanidze/ 

Posted in 2016, გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

,,ეკლის გვირგვინი”

Posted by iberiana on თებერვალი 15, 2016

კონსტანტინე გამსახურდია – როსტომ ჩხეიძის ახალი წიგნი ,,ეკლის გვირგვინი”

ბიოგრაფიული რომანი ზვიად გამსახურდიაზე

Posted in 2016, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »