Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•ЧЕРКЕССКИЕ националисты обратились к правительству Грузии

 ♥ კავკასია – Caucasus

 

ЧЕРКЕССКИЕ националисты обратились к правительству Грузии

 

Время публикации: 30 мая 2010 г.

В адрес редакции КЦ пришло письмо с обращением черкесской националистической организации «Черкесский конгресс Адыгеи» к правительству Грузии. КЦ публикует это обращение без изменений.

***

Друзья!

 По поводу несостоявшегося 21 мая 2010 года признания черкесского Геноцида Парламентом Грузии мне хочется выразить свое мнение.

 Участникам конференции, черкесам, грузинскими официальными лицами было дано обещание принять Резолюцию по Геноциду Парламентом. Этого, к нашему сожалению, не произошло. Что послужило причиной — мы можем только предполагать (хотя определенная информация уже имеется).

 Мне все же хочется верить в то, что в большей степени причины были у грузин веские! Более того, я верю в то, что с помощью Всевышнего Грузия в итоге решится на этот чрезвычайно важный для черкесского народа шаг!

 В противном случае, не о каком налаживании прочных дружественных связей между нашими народами (а опосредованно и с другими народами Северного Кавказа) говорить не приходится.

 Наши промосковские оппоненты (среди адыгов) уже начинают упрекать нас в том, что мы не добились результата, что «ведь они же предупреждали, что Грузии нельзя верить» и т. д. Скорее всего, развивая ту же мысль, через некоторое время подключится и Кремль при помощи таких «аналитиков» как Епифанцев и Маркедонов. Вам грузинам в итоге решать: или опасная «дружба» с авторитарной Москвой, или прочный дружественный союз с народами Кавказа!

 18 лет назад во время грузино-абхазской войны 1992–1993 гг. мы были по разные стороны баррикад, гибли с обеих сторон на радость сторонним провокаторам кавказцы. В РЕЗУЛЬТАТЕ ЭТОЙ ВОЙНЫ НЕ ВЫИГРАЛИ КАК ГРУЗИНЫ, ТАК И ЧЕРКЕСЫ, В ВЫИГРЫШЕ ОКАЗАЛАСЬ РОССИЯ!!! ТАК ДАВАЙТЕ ЖЕ ВМЕСТЕ ВЫНЕСЕМ УРОК С ТЕХ ПЕЧАЛЬНЫХ СОБЫТИЙ, РАЗОРВЕМ ЭТУ ПОЛИТИКУ «РАЗДЕЛЯЙ И ВЛАСТВУЙ», БУДЕМ САМИ СОБОЙ УПРАВЛЯТЬ, А НЕ БЫТЬ УПРАВЛЯЕМЫМИ СО СТОРОНЫ!

 

Заместитель председателя АРОД «Черкесский конгресс»

Заур Дзеукожев

 ***

 Отдел писем
КЦ

 

 ***

მზადაა საქართველო აღადგინოს ისტორიული სამართლიანობა?

 

„ჩერქეზული საკითხი“ რამდენიმე ათეული წელი ფაქტიურად ჩიხში იყო შესული. საერთაშორისო საზოგადოება და დასავლური სამყარო არ ინტერესდებოდა ჩრდილოკავკასიით და შესაბამისად, ვითარებას ადგილზე ტოტალურად მხოლოდ რუსეთი აკონტროლებდა. რეგიონი დღემდე რჩება მსოფლიოს, ალბათ ერთადერთ კუთხედ, სადაც დეკოლონიზაციის პროცესები ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

მას შემდეგ, რაც საკითხის გადაჭრაში საქართველოს როლი გამოიკვეთა, გაჩნდა ახალი იმედები, რომ პრობლემა „მკვდარი წერტილიდან“ დაიძვრებოდა. 2010 წლის მარტში, ჩერქეზულმა ორგანიზაციებმა და დიასპორის წარმომადგენლებმა თხოვნით მიმართეს საქართველოს პარლამენტს, რათა ადეკვატური შეფასება მიეცათ მეცხრამეტე საუკუნეში მიმდინარე კავკასიის ომისათვის და ეღიარებინათ რუსეთის მხრიდან ჩერქეზთა და სხვა კავკასიელ ხალხთა გენოციდი. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ცნობს გენოციდის ფაქტს, ეს იქნება ნავსის გატეხვა და დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იმ გზაზე, რასაც ადიღელი ხალხის განმათავისუფლებელი მოძრაობა ჰქვია. პერსპექტივაში ამას სხვა სახელმწიფოებისგან დაინტერესება და მსგავსი მხარდაჭერა უნდა მოჰყვეს. თავის მხრივ, ჩერქეზთა გენოციდისა და დეპორტაციის ფაქტის აღიარებით დაინტერესებულია საქართველოც. პირველ რიგში, იგი ამით აღადგენს ისტორიულ სამართლიანობას, აგრეთვე კავკასიის ხალხებს შორის დაიბრუნებს იმ ავტორიტეტს და ნდობას რომელსაც ოდითგანვე ფლობდა.

მოსკოვი აღნიშნულ პროცესებს შეშფოთებით აკვირდება და ბუნებრივია შესაბამის ზომებსაც მიმართავს. პირდაპირი ზეწოლა ხორციელდება ჩერქეზული ორგანიზაციების ლიდერებზე: ი. იაგანოვი, მ.ბერზეგოვი, ზ.შუხოვი, რ. კეშევი, ეს ის გავლენიანი ჩერქეზები არიან ვისზეც არაერთი თავდასხმა და ფიზიკური ანგარიშსწორება განხორციელდა. კვლავაც ძალაში რჩება იმპერიის მრავალნაცადი ხერხი „გათიშე და იბატონე“. რუსეთის სპეცსამსახურები აქტიურად იყენებენ რამოდენიმე ჩრდილოკავკასიურ ორგანიზაციას, რომლებიც ჩერქეზების სახელით საუბრობენ, უარყოფენ გენოციდის ფაქტს კავკასიის ომის დროს და ამით პრორუსულ პოლიტიკას აწარმოებენ. მთავარი მიზანი ადიღეელთა შორის შიდა განხეთქილების შეტანა და გენოციდის ფაქტებთან დაკავშირებით მათი არაერთგვაროვანი პოზიციის დემონსტრირებაა. ასევე, დიპლომატიური უწყებების საშუალებით ცდილობენ ყველანაირად შეუშალონ ხელი დიასპორის აქტიურობას. მიმდინარე წლის მაისში, იორდანიის დედაქალაქ ამანში, პრინც ალის პატრონაჟით, ჩერქეზულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, უნდა გამართულიყო კონფერენცია, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოს ჩარევით დაიბლოკა. ნათელი ხდება, თუ როგორი მონდომებით ცდილობს რუსეთის ხელისუფლება აღნიშნული ღონისძიების ჩაშლას.

კრემლი კონტრზომებს მიმართავს საქართველოსთან მიმართებაშიც, რომელმაც „ჩერქეზული საკითხით“ დაინტერესება გაბედა. თბილისში გამართული კონფერენციის საპასუხოდ, დაჩქარებული ტემპებით შეიქმნა ქართული დიასპორის ორგანიზაცია „საქართველოს სახელით“, რომელმაც ფილიალი ადიღეს რესპუბლიკის დედაქალაქ მაიკოპში გახსნა. რუსეთში მცხოვრები მილიონამდე ქართველიდან აქ მხოლოდ 200–მდე ქართული ოჯახი სახლობს, ხოლო იმ რეგიონებში, სადაც ქართველები ათეულ ათასობით არიან წარმოდგენილნი, ფილიალები არ არსებობს. აშკარაა, რომ ეს ყველაფერი კრემლის საპასუხო რეაქციაა, რასაც სავარაუდოდ გაგრძელება მომავალშიც ექნება.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ყველანაირი ხერხებით ცდილობს იმპერიის შენარჩუნებას, კავკასიელი ხალხი მთავარ იდეასა და პრინციპებზე, თავისუფლებისათვის ბრძოლაზე არასოდეს იტყვის უარს. ამის დასტურია საქართველოს მიერ გამოჩენილი ყურადღება ჩერქეზების ბედის მიმართ, რომელიც ცდილობს გულდასმით შეისწავლოს მეცხრამეტე საუკუნის მოვლენები და საბოლოო დასკვნა მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოს. ჩერქეზულ წრეებში იყო მოლოდინი, რომ საქართველოს პარლამენტი გენოციდის აღიარებას 21 მაისის საკრალურად მნიშვნელოვან დღეს დაამთხვევდა, თუმცა ქართული მხარე გადაწყვეტილების მიღებას ნაჩქარევად არ აპირებს. საკანონმდებლო ორგანოში შექმნილია საპარლამენტო კომისია, რომელიც იკვლევს საკითხს და ცდილობს ყველა პროცედურის დაცვით იმოქმედოს. გადაწყვეტილება მხოლოდ ცივი გონებით, პრობლემის საფუძვლიანად შესწავლისა და გაანალიზების შემდეგ უნდა იქნას მიღებული. საქართველო ნამდვილად აპირებს გენოციდის აღიარებას, რაც უახლოეს მომავალში მოხდება კიდეც. ყველაფერი უთუოდ ისე უნდა გაკეთდეს, როგორც ეს დასავლურ, ლიბერალურ–დემოკრატიული პრინციპების სახელმწიფოს შეესაბამება.

მართალია, ჩერქეზები ათწლეულებია ითხოვენ გენოციდის აღიარებას, მაგრამ სამწუხაროდ საქართველო მათ ოცნებას ორ თვეში ვერ აახდენს. მიზნის მისაღწევად პრაგმატული და მოზომილი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, ეს კი საბოლოო ჯამში უფრო პროდუქტიული იქნება, ვიდრე ნაუცბათევად და პრობლემის შეუსწავლელად მიღებული გადაწყვეტილება. საქართველო თავის სიტყვას უკან არასდროს წაიღებს, ისტორიული სამართლიანობა კი კავკასიაში აუცილებლად აღსდგება და ამაში ქართველები ჩერქეზებზე ნაკლებად არ არიან დაინტერესებულნი.

http://kavkasia.ge/index.php?action=more&id=165&lang=geo

 

***

Антон Суриков – Неизвестная грань Кавказской войны

 

 

 

One Response to “•ЧЕРКЕССКИЕ националисты обратились к правительству Грузии”

  1. rabi said

    აფხაზეთის ომში რაც ჩერქეზებმა და სხვა კავკასიელებმა დაგვმართეს რომელ საკითხენზეა სუბარი !!! ძველი ქართული ანდაზაა :დამ დას საცერში გახედა და ჰკითხაო როგორ მხედავო ? როგორც შენა მხედავო ! უპასუხა მეორემ !!!ჩვენს თავენს მივხედოთ სჯობია!!! მათ თავისი გზა 1992 წელს აირჩიეს ! აბა ნახეთ ახალი გროზნო რა ქალაქია !

    Like

დატოვე კომენტარი