Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ზარქუა – პასუხი ენერგეტიკის სამინისტროს

• საქართველო – Georgia

***

Picture1[1]

სს „ნენსკრა ჰესს“ სვანეთში მასშტაბური ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის 97,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაეცა.

სოფელ ჭუბერში მდებარე 6 მიწის ნაკვეთში, რომელიც ჯამში 975 214 კვ. მეტრია კომპანიას სიმბოლურ ფასად, 1 დოლარად გადაეცა, პირობით, ადგილზე ჰესი ააშენოს და ექსპლუატაციაში მიიღოს.

 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს „საპარტნიორო ფონდი“ კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება.

სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება.

ნენსკრა ჰესის პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარამდეა.

“საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ იყიდის 280 MW-იანი ნენსკრა ჰესისგან ელექტროენერგიას 8.5 აშშ ცენტად ადგილზე 36 წლის განმავლობაში… ანუ წელიწადში “ინვესტორს” უნდა გადავუხადოთ 102 მილიონი აშშ დოლარი 36 წლის განმავლობაში (სულ 3.672 მილიარდი აშშ დოლარი) და  36 წლის შემდეგ ეს ჰესი საქართველოს გადმოეცემა… “

***

 

zarqua

ვახტანგ ზარქუა – პასუხი ენერგეტიკის სამინისტროს

ენერგეტიკის სამინისტრო განაგრძობს საზოგადოებაზე ძალადობას და ფსიქოლოგიურ ტერორს!

გაინტერესებთ რატომ აკეთებს ამას სამინისტრო? რატომ გეგმავს და ახორციელებს იგი უკუღმართულ ენერგეტიკულ პოლიტიკას? ქვემოთ ხელმეორედ გთავაზობთ პოსტს, რომელიც მინისტრის ერთი განცხადების საპასუხოდ გამოვაქვეყნე ადრე.

ბ-ნი მინისტრი არასწორად მსჯელობს, როცა ამბობს, რომ “ჩვენ გვაქვს ელექტროენერგიის ძალიან დიდი დეფიციტი, რომელიც ყოველწლიურად იზრდება”. ჯერ ერთი, ჩვენ არ გვაქვს “ძალიან დიდი დეფიციტი”, ის წლიურად მხოლოდ 6%-ს შეადგენს, რაც ბალანსდება აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან შესყიდვით. მართალია, დეფიციტი იზრდება, მაგრამ ის იზრდება ენერგეტიკის სამინისტროს არასწორი პოლიტიკის გამო, კერძოდ, ერთი მხრივ, საბაზისო სადგურების, ანუ თანამედროვე გაზტურბინიანი ელექტროსადგურების და მოდინებაზე მომუშავე (არაწყალსაცავიანი) ჰიდროელექტროსადგურების მიმართ არასათანადო ყურადღების და მეორე მხრივ, ენერგოეფექტურობისა და ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენების იგნორირების გამო.

ვურჩევ, “ეკონომიკურ ანალიზს” და “energynews.ge“-ს შეეშვან სამინისტროს არასწორი ენერგეტიკული პოლიტიკის “პიარს” და ობიექტურად გაანალიზონ, თუ რა უფრო საჭიროა ქვეყნისთვის და არა ცალკეული პირებისთვის, საბაზისო სადგურები, ანუ თანამედროვე გაზტურბინიანი ელექტროსადგურები და მოდინებაზე მომუშავე (არაწყალსაცავიანი) ჰიდროელექტროსადგურები, თუ პიკური სიმძლავრეები (მძლავრი წყალსაცავიანი სადგურები)?

წინასწარვე გეტყვით, ქვეყნის განვითარებისთვის უფრო საჭიროა ბაზისური სადგურები და არა პიკური, როგორც ამას გვიჩიჩინებენ ენერგეტიკის სექტორის მესვეურები.

კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ბაზისური სადგურები მუდმივად, 24 საათის განმავლობაში გამოიმუშავებენ ენერგიას და ქვეყანაში ამ მუდმივი/უწყვეტი დონის მოთხოვნას აკმაყოფილებენ. სწორედ ეს მუდმივი, უწყვეტი დონის მოთხოვნის მნიშვნელობა არის მცირე, ანუ არ გვყოფნის შესაბამისი თბოსადგურები და მოდინებაზე მომუშავე სადგურები, რომლებმაც შეიძლება მუდმივად იმუშაონ. ნორმალურ ქვეყნებში, სადაც საწარმოები მუშაობენ, ბაზისური სადგურების წილი ელექტროენერგიის გამომუშავებაში შეადგენს 60-დან 90 პროცენტამდე, ჩვენთან კი ბაზისური სადგურების წილი დაახლოებით 10-15%-ია, პიკურის კი 85-90%. რაც არ უნდა ბევრი წყალსაცავიანი სადგურები ვაშენოთ, ამით დეფიციტი მაინც არ აღმოიფხვრება, რადგან ასეთი სადგურების ენერგიაზე მწვავე მოთხოვნის საკითხი არ დგას დღის წესრიგში.

უფრო გასაგებად რომ ვთქვა, სამინისტრო იმ სადგურების აშენებას უწყობს ხელს, რომელთა ენერგიაზეც მწვავე მოთხოვნა არ არის და არც ახლო მომავალაში არ იქნება და იმ სადგურებს უგულებელყოფს, რომელთა ენერგიაზეც რეალური მოთხოვნა არის და ეს მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.

ამდენად, ენერგეტიკის სამინისტრო უკუღმართულად გეგმავს და ახორციელებს ენერგეტიკულ პოლიტიკას. რატომ აკეთებს ის ამას, თუ არა მისი ჩინოსნების კერძო ინტერესების გამო?

ვახტანგ ზარქუა

ენერგოეფექტურობის ფონდის თავმჯდომარე

***

იხ. აგრეთვე:

ვახტანგ ზარქუა – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს!
ენერგოეფექტურობის ფონდის ოფიციალური განცხადება
ენერგეტიკული პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების თაობაზე

 

***

svaneti_hydro_map-e1467379119641[1].jpg

ვახტანგ ზარქუა

ნენსკრა ჰესის პროექტი არ ითვალისწინებს საქართველოსა

და მისი საზოგადოების ინტერესებს

 

ნენსკრა ჰესის პროექტმა დაიწყო საინფორმაციო-სარეკლამო ბიულეტენის გამოშვება. ქვემოთ გიზიარებთ ჩემ მოსაზრებებს ნენსკრა ჰესისა და მსგავსი ჰიდროპროექტების შესახებ.

თავშივე გეტყვით: ნენსკრას პროექტი არ ითვალისწინებს საქართველოსა და მისი საზოგადოების ინტერესებს, ამ და მსგავს პროექტებს არ გააჩნიათ არც ტექნიკური, არც ეკონომიკური, არც გარემოსდაცვითი და არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საფუძვლები. ეს პროექტი არის ხელისუფლებასთან დაკავშირებული მცირე ბიზნეს-ჯგუფის ინტერესებში და არა საქართველოსა და მისი საზოგადოების ინტერესებში. ძალიან, ძალიან მწვავე და შეუთავსებელ  კონფლიქტშია ვიწრო კერძო ინტერესების მქონე ჯგუფი სახელმწიფოს და საზოგადოების  ინტერესებთან. ამის უამრავი არგუმენტის მოყვანა შეიძლება. შევჩერდები მხოლოდ რამდენიმეზე.

2017 წლის 9 დეკემბრს განახლებადი ენერგიების შესახებ გამოფენა-კონფერენცია იყო ექსპო ჯორჯიაში. მაინც არ ეშვებიან ხუდონის, ნამახვანის და ნენსკრას ჰესების მშენებლობის საკითხს!
კონფერენციაზე გამოვიდა სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენელი და ჩემდა გასაკვირად აღნიშნა, რომ საჭიროა პიკური სიმძლავრეების დაბალანსებაო, ანუ ფაქტობრივად აღიარა, რომ პიკური სიმძლავრეები საჭიროზე მეტი გვაქვს და დღის წესრიგში დგება ბაზისური სიმძლავრეების (თბოსადგურების) და აკუმულატორების მშენებლობა (შეგახსენებთ, რომ ტესლამ ავსტრალიაში ააშენა 100 მეგავატიანი ინოვაციური და ძალიან ეფექტური ბატარეების სისტემა). რაც შეეხება პიკურ სიმძლავრეებს, მომხსენებელმა აღიარა, რომ საჭიროა უკვე არსებულ წყალსაცავებიან ჰესებზე განხორციელდეს ჰიდროსააკუმულაციო სადგურებიო (ანუ, აშენდეს ქვედა აუზები, საიდანაც წყალი ღამის საათებში აიქაჩება ზედა წყალსაცავებში და დღის პიკებში გამოიყენება პიკური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად). ეს ყველაფერი მომხსენებელმა აღიარა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საკუთარი მოსაზრება დავაფიქსირე, კითხვაც დავუსვი და გაიმართა შესაბამისი დისკუსია. შეგახსენებთ, რომ 1989 წელს, როცა საქართველოში საწარმოები მუშაობდა და ეკონომიკა გარკვეულ სიმაღლეზე იყო, ბაზისური სადგურების სიმძლავრეები შეადგენდა თითქმის 60%-ს, ხოლო პიკურის კი 40%-ს. მაინც არ იყო საკმარისი ბაზისური სიმძლავრეები და იმ პერიოდის საქართველოს ეკონომიკური ვითარებისთვის ნორმალური იქნებოდა დაახლოებით ასეთი პროპორცია: 70% – ბაზისური სადგურები, 30% – პიკური. დღეს კი გვაქვს ამოტრიალებული და კიდევ უფრო უარესი სურათი: თითქმის 80%-მდე არის პიკური სადგურები და მხოლოდ 20%-ია ბაზისური სადგურების სიმძლავრეები. თუ ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა, ანუ განვითარდა საწარმოები, მაშინ მოთხოვნა ბაზისურ სადგურებზე გაიზრდება და არა პიკურზე, ანუ წყალსაცავიან სადგურებზე.

კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი: იმის გამო, რომ არ არის საკმარისი ბაზისური სიმძლავრეები, ენგურჰესს, ანუ პიკურ სადგურს ამუშავებენ ბაზისურ რეჟიმში, რაც ეკონომიურად და ტექნიკურადაც დაუშვებელია. ეს ფაქტიც კარგად ასაბუთებს, რომ საქართველოში გვაქვს საჭიროება ბაზისური სიმძლავრეების და არა პიკურის. ბუნებრივად ისმება კითხვა: თუ ასეა, მაშინ ეს მცირე ბიზნეს-ჯგუფის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერი ხელისუფლება და ვითომ ექსპერტები რატომ ლობირებენ პიკურ, ანუ წყალსაცავიან ჰესებს, რაც არ გვჭირდება და არა ბაზისურებს, რაც ჰაერივით გვჭირდება ეკონომიკური ზრდის კვალობაზე?

სწორედ ამიტომ,  მომხსენებელი  სახელმწიფო ელექტროსისტემიდან იძულებული გახდა,  რომ ზემოხსენებულ კონფერენციაზე ეღიარებინა პიკური სადგურების ბაზისურით დაბალანსების აუცილებლობა.

ამას გავიძახი ორ ათეულ წელზე მეტია და უკვე მერამდენედ მიხდება ამაზე მსჯელობა ფეისბუქზეც და სხვადასხვა შეხვედრებზეც, კვლევის ანგარიშებსა და კერძო შეხვედრებშიც.

გასაოცარია, ეს მცირე ბიზნეს და სახელმწიფო მოხელეების ჯგუფი, მათ მიერ დაქირავებულ ვითომ ექსპერტებთან ერთად, რატომ ლობირებენ  წარსულის პროექტებს და არა მომავლის პროექტებს – მართლა განახლებადი წყაროების (გეოთერმიის, მზის, ქარის, ბიომასის, მცირე ჰიდროს) და ენერგოეფექტურობის პროექტებს?! რატომ არ სურთ მოწინავე მსოფლიოს გამოცდილების გაზიარება და რატომ იყურებიან უკან და არა წინ?!

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისიწინებით, ლოგიკურად და სახელმწიფოებრივად თუ ვიმსჯელებთ, არც ნენსკრას და არც მსგავსი მსხვილი ჰიდროპროექტები, წესით, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც,  არ უნდა განხორციელდეს. ამ ეტაპზე, მათი მშენებლობის არც საჭიროება და არც სათანადო მზაობა არ არსებობს.

 

ენერგოეფექტურობის ფონდი

 

***

ენერგოეფექტურობის ფონდის დამატებითი მასალები ელექტროენერგეტიკული პოლიტიკის თაობაზე:

 

  1. ვახტანგ ზარქუა, „საქართველოში ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებისა და განვითარების პოლიტიკა და ევროინტეგრაცია საქართველოში – საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ზოგადი ანალიზი აღმოსავლეთის პარტნიორობის ჭრილში“ (სრული ანგარიში იხ. მიმაგრებულ ფაილში).

კვლევის ეს ანგარიში მოვამზადე 2011 წლის ნოემბერში ასოციაცია “კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის” (CENN) დაკვეთით ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის “აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მესამე თემატური ჯგუფის ინსტიტუციური განვითარების პროგრამა” ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის კვლევის შედეგების მომზადებიდან 6  წელია გასული, მასში მრავალი საკითხი დღესაც ძალიან აქტუალურია. ასეთებშია ხარვეზიანი სატარიფო პოლიტიკაც, რომელზეც რეკომენდაცია ჩამოყალიბებულია სრული ანგარიშის 23-ე გვერდის ბოლოში და 24-ე გვერდის დასაწყისში, ხოლო ევროკავშირის ქვეყნების სატარიფო პოლიტიკის ძალიან საინტერესო მიმოხილვა კი მოცემულია სრული ანგარიშის მე-2 დანართის 43-ე გვერდიდან.

მართალია, ეს კვლევა მოცულობითია (ძირითადი ნაწილი – 32 გვერდი, ხოლო დანართი – 16 გვერდი, სულ – 49 გვ), მაგრამ გაუთავებელ კამათს სჯობს, რომ  დაინტერესებული პირები, რომლებსაც აქვთ იმის ამბიცია, რომ  მონაწილეობა მიიღონ კვალიფიციურ დისკუსიებში,  გაეცნონ ამ კვლევის ანგარიშს თავიდან ბოლომდე. ანგარიში დაწერილია მაქსიმალურად მარტივ ენაზე და სტილისტურადაც მაქსიმალურად არის გამართული.

(ეროვნული პლატფორმის გვერდზე განთავსებულია მხოლოდ მოკლე, 8-გვერდიანი სტატია,  რომელიც აღნიშნული კვლევის საფუძველზე მომზადდა. სამწუხაროდ, მოკლე ვარიანტში ვერ აისახა ისეთი საინტერესო საკითხები, როგორიცაა სატარიფო სისტემების მიმოხილვა ევროკავშირის ქვეყნებში და სხვა. მოკლე ვარიანტი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე:

http://eap-csf.ge/index.php?option=com_content&view=article&id=108%3Asaqarthveloshi-energiis-ganakhlebadi-tsyaroebis-gamoyenebisa-da-ganvitharebis-politika-da-evrointegracia&catid=11%3Apublikaciebi&Itemid=1366&lang=ka-GE (საჩვენებელი გვერდი), გადასვლა  სტატიაზე:

http://eap-csf.ge/images/doc/publikaciebi/Renewable_Energy_Development_.pdf

სრული ანგარიში http://eap-csf.ge/images/doc/politics/_____._18.07.121111111.pdf

  1. მეორე ნაშრომი გახლავთ პოლიტიკის დოკუმენტი – ენერგოეფექტურობის ფონდისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების ექსპერტების მიერ მომზადებული მნიშვნელოვანი სარეკომენდაციო ანგარიში ენერგეტიკული პოლიტიკის ცვლილებისთვის:

http://www.eapnationalplatform.ge/admin/editor/uploads/files/PP_WG3_mokle%20versia_Eleqtroenergetikuli%20politika.pdf   (ანგარიშის მოკლე ქართული ვერსია);

http://eapnationalplatform.ge/admin/editor/uploads/files/publications/PP_short%20Version_WG3_Electricity%20Policy%20analysis_ENG.pdf  (ანგარიშის მოკლე ინგლისური ვერსია)

http://www.eapnationalplatform.ge/admin/editor/uploads/files/publications/Policy%20Paper_WG3_Eleqtroenergetikuli%20politika.pdf  (ანგარიშის სრული ვერსია)

  1. ზემოხსენებული ორი ნაშრომის საფუძველზე, ენერგოეფექტურობის ფონდმა ყოველგვარი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, ჩაატარა საინფორმაციო და ლობირების კამპანიები. ამ კამპანიის ვიდეო და წერილობითი მასალები შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე: https://www.facebook.com/vakhtang.zarqua/posts/1147860488558775

არ მოგერიდოთ, თუ ვინმეს რამე კითხვა დაგებადათ, შეკითხვის შემთხვევაში,  ვეცდები, პოპულარულ ენაზე ავხსნა საკითხი. აშკარად ჩანს, რომ არა მხოლოდ სპეციალისტებს შორის არსებობს არაპროფესიული ხასითის  მწვავე დისკუსიები, არამედ პარტიებს (მედიის წარმომადგენლებსაც) წარმოდგენა არ აქვთ, სინამდვილეში რა მოვლენებთან გვაქვს საქმე ენერგეტიკის სექტორში. ამიტომ, ნებისმიერ არგუმენტირებულ მოსაზრებას გავიზიარებ, მაგრამ ზომაგადასული ამბიციებით გაჯერებულ, არაარგუმენტირებულ პოზიციებს არა თუ ვერ გავიზიარებ, არამედ, მწვავედაც გავაკრიტიკებ.

ვფიქრობ, რომ მე-3 სამუშაო ჯგუფისა და ეროვნული პლატფორმის წინაშე ჩემ მიერ აღებული ვალდებულება, შემეკრიბა და მომეწოდებინა ენერგეტიკული პოლიტიკის სასიკეთო ცვლილებებისთვის განხორციელებული ღონისძიებების თანმიმდევრული მიმოხილვა შესაბამისი დოკუმენტების წყაროებით, შესრულებულია. ჯერი მე-3 სამუშაო ჯგუფის კოორდინტორებსა და ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოზეა, რათა ხელისუფლების მხრიდან შეუსრულებელი რეკომენდაციები შესრულდეს ან მათზე მივიღოთ ხელისუფლების არგუმენტირებულად ჩამოყალიბებული პასუხები.

დამატებითი ვიდეოები არაენერგეტიკულ, საზოგადოებრივ- პოლიტიკურ თემებზე:

6.10.2016. ვ. ზარქუა მიხეილ ანდღულაძის საავტორო გადაცემაში „ერთობის დრო“, „პარტიების შეფასება“: https://www.youtube.com/watch?v=G60Q3BKvhFE

6.05.2016. ვ. ზარქუა მიხეილ ანდღულაძის საავტორო გადაცემაში „ერთობის დრო“, დისკუსია ქვეყნის განვითარების პრობლემებსა და გზებზე,

ნაწილი 1:  https://www.youtube.com/watch?v=jy5YUkFMhPA ;

ნაწილი 2:  https://www.youtube.com/watch?v=sIV8U7QlefA

კეთილი სურვილებით,

ვახტანგ ზარქუა, თავმჯდომარე

ენერგოეფექტურობის ფონდი

ს. ჩიქოვანის 24, 0171 თბილისი

ტელეფონის ნომრები: +995 32 233 48 52  (ტელ/ფაქსი)

+995 790 405 134   (საქალაქო)

+995 599 48 48 62  (მობილური)

ელ–ფოსტა: eef.georgia@gmail.com

https://www.facebook.com/eef.georgia

https://www.facebook.com/eef.georgia/photos_stream?ref=page_internal