Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ძველი და ახალი ირანი

ავთანდილ სონღულაშვილი

ირანში ქართველთა  ნაკვალევზე

 

ძველი და ახალი ირანი

 

მარად თოვლიანი ქედები, უძირო ხეობები, უხვწყლიანი მდინარეები, გაუვალი ტყეები, ჭაობები, უწყლო, უსიცოცხლო, ქვიშიანი უდაბნოები, დამშრალი მდინარის კალაპოტები, ფინიკისა და ციტრუსების ჭალები, ბიბინა ოაზისები, ხეხილით, ვაზითა და ჯეჯილით ამწვანებული ხოდაბუნები _ ასეთი ნაირსახეობა ახასიათებს იმ ქვეყნის ბუნებას, რომელსაც ირანი ეწოდება.

ირანი სამხრეთ-დასავლეთ აზიის ქვეყანაა; მას ირანის ზეგანის მომეტებული და სომხეთის ზეგანის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია. აღმოსავლეთით ირანს ავღანეთი და პაკისტანი ესაზღვრება, სამხრეთით ინდოეთის ოკეანის ომანისა და სპარსეთის ყურეები ეკვრის. მისი დასავლეთის მეზობლებია ერაყი და თურქეთი. ირანის საზღვრების საერთო სიგრძე 7550 კილომეტრია, აქედან სახმელეთო საზღვრებისა _ 4900, ხოლო საზღვაოსი _ 2650 კილომეტრი. ირანის ტერიტორია თითქმის დასავლეთ ევროპის მთელი ტერიტორიის 1/3-ია და 1 მილიონ 645 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს20.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე ათასწლეულში ირანის ტერიტორიაზე ირანული ჯგუფის ინდოევროპული ტომები შეიჭრნენ (სავარაუდოა, შუა აზიიდან ან ამიერკავკასიიდან) და კასპიის ზღვის სამხრეთით მდებარე ირანის ზეგანზე დასახლდნენ. ისინი თავიანთ თავს არიანებს უწოდებდნენ. მათ ამ ახლად ათვისებულ ადგილს Aრყãნãმ, ანუ ირანი უწოდეს, რაც ძველ ირანულ ენაზე “არიანების ქვეყანას” ნიშნავს. თავდაპირველად, ეს ხალხი სპარსეთის ყურის ზემოთ მდებარე ჩრდილო-აღმოსავლეთის რაიონს განაგებდა21.

ამავე დროს სიტყვა “ირანი”, როგორც გეოგრაფიული ტერმინი ნიშნავს მაღალ ზეგანს. არსებული ცნობებით შეგვიძლია განვსაზღვროთ, რომ ეს ინდოევროპული ჯგუფის ხალხი, დასახლებული ირანის ტერიტორიაზე, ეწეოდა მომთაბარე ცხოვრებას, რომელთათვისაც ძროხა და ძაღლი ითვლებოდა წმინდა ცხოველებად. უკვე მყარად, პირველი ათასწლეულის დასაწყისისათვის, ჩვენს ერამდე, ირანის ზეგანზე ჩნდება ხალხი, ე. წ. “არიელები”, რომლებიც ინდოევროპული ენების ჯგუფზე ლაპარაკობდნენ22.

13

პირველი ირანული დინასტიის _ აქამენიანების მთავარ სასახლეს და მის შემოგარენს პერსიდა (პარსა, პარს _ თანამედროვე ფარსი) ეწოდებოდა. ძველ ბერძნულ ენაში, ალექსანდრე მაკედონელის დროს, ამ ადგილს პერსეპოლისს (თანამედროვე თახთე ჯემშიდი) უწოდებდნენ. მოგვიანებით, ბერძნებმა და ევროპის სხვა ხალხებმა ამ დასახლების სახელწოდება მთელი ქვეყნის აღმნიშვნელი გახადეს და სპარსეთი შეარქვეს, მაშინ, როდესაც მთლიანად აქამენიანების იმპერიას ირანი ეწოდებოდა.

სასანიანთა დინასტიის მმართველობის დროს ირანს ირანშაჰრი ერქვა. 1935 წელს, ქვეყნის პირველადი სახელწოდების აღდგენის მიზნით, ირანის მთავრობამ საზღვარგარეთის ქვეყნებს თხოვნით მიმართა _ მომავალში სპარსეთის ნაცვლად ოფიციალური აღნიშვნის დროს ირანი ეხმარათ.

ირანის სახელმწიფო ენად სპარსული, ანუ ფარსის ენაა გამოცხადებული, დამწერლობა კი არაბული შრიფტითაა23.

არაბებიდან დაწყებული თითქმის ყველა დიდი დამპყრობლის ჩაგვრა განიცადა ირანელმა ხალხმა (თურქ-სელჩუკები, მონღოლები, თემურელები). განსაკუთრებულ აღმავლობას ქვეყანამ, მხოლოდ სეფიანთა დინასტიის დროს (1501-1722 წწ.) მიაღწია. ამჟამად, ჩვენ საგანგებოდ არ შევჩერდებით შუა საუკუნეების ირანის პოლიტიკურ ისტორიაზე, რადგან ქართულ ისტორიოგრაფიაში საფუძვლიანად არის ეს საკითხები გაშუქებული. რაც შეეხება XIX საუკუნეს, განსაკუთრებით მის მეორე ნახევარს, აღვნიშნავთ, რომ უმძიმესი ფეოდალური ექსპლოატაცია გლეხობის უკიდურესი სიღარიბისა და განადგურების საფუძველი ხდებოდა. ამას ემატებოდა მასობრივი შიმშილობა, რასაც თან ერთვოდა ჭირისა და ხოლერის ეპიდემიები.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ირანში არაერთხელ მძვინვარებდა შიმშილობა, კერძოდ, 1860-1861, 1869-1872, 1879-1880 და მომდევნო წლებში. განსაკუთრებით საშიში იყო 1869-1872 წლის შიმშილობა, როდესაც დაღუპულთა რიცხვმა ქვეყნის მთელი მოსახლეობის 10% შეადგინა.

ქერმანის მხარეში XX საუკუნის დასაწყისამდე მონური შრომა იყო შემორჩენილი სოფლის მეურნეობაში. გადასახადისათვის თავის არიდების შემთხვევაში იყო ფაქტები, როდესაც გლეხებს ყიდდნენ. ეს ხდებოდა არა მხოლოდ ქერმანში, არამედ ხორასანშიც. მაგალითად, 1905 წელს მოუსავლიანობის გამო ქუჩანის მოსახლეობამ, როდესაც ვერ შეძლო

14

დაკისრებული გადასახადის შეტანა გუბერნატორმა 300 ქუჩანელი გოგონა მიყიდა თურქმენ ხანებს24.

ამავე პერიოდის რეშთში საინტერესო იყო მრავალფერი ფილებიანი აბანოების ხილვა. მობანავეები ზოგჯერ ქუჩებში დარბოდნენ ზეწრებშემოხსეულები, ქუჩებში ჩაცუცქულნი ყალიონს ეწეოდნენ და დაუსრულებლად მასლაათობდნენ. ვაჭრობდნენ იქვე, მიწაზე. უხვად იყიდებოდა ბოსტნეული და ხილი. იქვე მუშაობდნენ ფეხმორთხმული ხელოვნები _ მეწაღეები, მესაათები. დალაქებიც ასევე, ფეხმორთხმულები ისხდნენ მიწაზე და პარსავდნენ კლიენტებს. ხელში ჭუჭყიანი ჭიქები ეჭირათ ჭუჭყიანი საპნის ქაფით, რომლითაც თითებით უთხუპნიდნენ სახეს, ხოლო თუ წყალი არ ჰქონდათ და საპონს ვერ ააქაფებდნენ, ნერწყვით ულბობდნენ წვერს25.

მართლაც უწიგნური და უუფლებო ხალხი უკიდურეს სიღატაკეს განიცდიდა. უდიდესმა უმრავლესობამ არ იცოდა რა იყო მედიცინა, კანტიკუნტად შეხვდებოდით ექიმს, ხალხს მკბენარი ჭამდა. მძვინვარებდა ათაშანგი, ქოლერა, შავი ჭირი, შავი ყვავილი და სხვა ავადმყოფობანი. განწირული ხალხი თავდავიწყებას თრიაქის წევაში პოულობდა…26 ვაფური თრიაქის ე. ი. ოპიუმის მოსაწევი მილია, ერთ მოწევაზე სჭირდება მისხლის მეათედი ოპიუმი. ეს ერთი ნამცეცია, მაგრამ ადამიანს ადვილად აბრუებს, ათრობს, ფერს უკარგავს და თვალებს უფართოებს. თრიაქის მოწევის სურვილს თამბაქო ვერ კლავს. ასე რომ, თამბაქოს შემდეგ თრიაქის მოწევა იგივეა, როგორც სადილის შემდეგ ტკბილეულის ჭამა. ირანელისთვის თრიაქით გამასპინძლება უდიდესი პატივისცემაა27.

XX საუკუნის 20-იანი წლების პირველ ნახევარში ირანში მოგზაურობა ადვილი არ იყო. მართალია ომსა და რევოლუციებს აქაც თავისი გავლენა მოეხდინა, მაგრამ ცხოვრება მაინც ერთ წერტილზე გაყინულს გავდა. სახელმწიფო დიდ კრიზისს განიცდიდა. ძველი აღარ ვარგოდა, ახალი არ იყო. ამ დროს გზებზე სიარული დიდ ხიფათს წარმოადგენდა: ურკინიგზო ქვეყანა, ავტომობილების მცირე მიმოსვლა, ცუდი გზები. ავტომობილების ქირა ძალიან ძვირი იყო. მგზავრობას დიდი დრო სჭირდებოდა28. მდგომარეობა არც

15

შემდგომ გამოსწორებულა. საგულისხმოა, რომ ირანელის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა თავად შაჰის აღიარებით 50-იანი წლების ბოლოს 27 წელს შეადგენდა. აღნიშნული დროისათვის ირანს მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ადგილი ეკავა თვითმკვლელობის რიცხვით შიმშილისა და სიღატაკის ნიადაგზე.

ირანში ყოველ წელს მალარიით ავადდებოდა 4 მილიონი ადამიანი. პერიოდულად ვრცელდებოდა ტიფის, ჭირის, ხოლერის ეპიდემია. 1856 წლის აღწერით მოსახლეობის 85% წერა-კითხვის უცოდინარი იყო29. სასკოლო განათლებას და საერთოდ, სასწავლო პროცესს წარმართავდნენ სასულიერო პირები. ისინი განაგებდნენ როგორც სასულიერო სკოლებს _ მექთებეებს, ასევე, საშუალო სასწავლებლებს _ მედრესეებს, სადაც ძირითადად, საღვთო სჯულს ასწავლიდნენ30.

მოსახლეობის 90% ქოხებში ცხოვრობდა ძროხებთან, ცხენებთან, სახედრებთან, ძაღლებთან და ფრინველებთან ერთად. სამხრეთის მხარის მცხოვრებნი შიმშილის გამო სიკვდილს, რომ გადარჩენოდნენ ფინიკის ქერქსა და კალიებს ჭამდნენ. ბელუჯების ძირითადი საკვები კი ბალახი იყო31.

საერთოდ, XX საუკუნის 20-30-იან წლებში დამთავრდა ირანში გაბატონებული სპარსელი ერის ფორმირების პროცესი. პროპაგანდას უწევდნენ ქვეყნის ძველი დიდების, ძლიერებისა და მნიშვნელობის აღდგენის იდეას. ქვეყანაში მცხოვრები ყველა ეროვნება და ტომი ირანელებად ცხადდებოდა, რომლებიც სპარსელებთან ერთად შეადგენდნენ ირანელ ერს32.

აღნიშნულ წლებში ირანის მოსახლეობა 15 მილიონს შეადგენდა. აქედან სოფელში მომთაბარეების ჩათვლით 80%. ხოლო ქალაქში 20% ცხოვრობდა. საკუთრივ ირანელები მოსახლეობის ნახევარს, ე. ი. 50% შეადგენდნენ. თურქ-მონღოლები 25%, ქურთები 10%, არაბები 5%, დანარჩენი 10% მოდიოდა სხვა ეროვნულ უმცირესობაზე33.

70-იანი წლების შეფასებით ირანში ცხოვრობს 30-ზე მეტი სხვადასხვა ხალხი. მოსახლეობის დაახლოებით 75%-ს შეადგენენ ირანულენოვანი ხალხები: სპარსელები (13,5 მლნ.), მათთან ახლომდგომი გილანელები (1,6 მლნ.), ქურთები

16

(2,5 მლნ.), ლურები (0,8 მლნ.), ბახთიარები (0,5 მლნ.), ბელუჯები (0,65 მლნ.), თალიშები (0,68 მლნ.), თათები (0,3 მლნ.), ჰაზარები, ჯემშიდები, ავღანელები, ტაჯიკები (სულ 0,25 მლნ.). თურქულენოვან ჯგუფს განეკუთვნებიან აზერბაიჯანელები (5 მლნ.), ყაშხაელები (0,38 მლნ.), თურქმენები (0,45 მლნ.), ასევე ყაჯართა, ხორასანთა და სხვა ტომები. ცხოვრობენ აგრეთვე, არაბები (550 ათ.), სომხები (200 ათ.), ასურელები (75 ათ.), ებრაელები (70 ათ.) და სხვ34.

ირანის მოსახლეობის 98% მაჰმადიანია, მათ შორის 90% შიითი35. საერთოდ, ირანში ეროვნული უმცირესობანი ჩაგვრასა და შევიწროებას განიცდიან. ოფიციალური თვალსაზრისით, რომელიც რეზა-შაჰის დიქტატურის წლებში დამყარდა, ქვეყნის ყველა მცხოვრები, როგორც აღვნიშნეთ, “ირანელად” იწოდება, რითაც თითქოს ირანში სხვა ეროვნებათა არსებობა გამორიცხულია. სახელმწიფო ენად გამოცხადებული ფარსი _ სპარსული ენა, რომელზეც ხდება სახელმწიფო და ადგილობრივი საქმისწარმოება ირანის ყველა პროვინციაში ყველასთვის გასაგები არ არის. მაგალითად, ირანის აზერბაიჯანის, ქურთისტანის, ხუზისტანისა და ირანის ბელუჯისტანის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ეს ენა არ იცის36.

სხვა მონაცემებით, ირანში 12 მილიონამდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს. ისინი აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენენ ორ ჩრდილო-დასავლურ პროვინციაში (აღმოსავლეთ და დასავლეთ აზერბაიჯანი) და ათეული წლების განმავლობაში მეტ-ნაკლები წარმატებით იბრძოდნენ ეროვნული უფლებების გაფართოებისათვის. ფეჰლევიანთა დინასტიის პანირანისტული იდეოლოგია, რომელიც ირანში მხოლოდ “ერთიანი ირანელი ერის” არსებობას ცნობდა, მიუღებელი იყო აზერბაიჯანელებისათვის, ქურთებისათვის, ჰუზესთანის არაბებისათვის, ლურებისათვის, ბახთიარებისათვის, ყაშყაელთათვის, თურქმენებისათვის, ბელუჯებისათვის და ა. შ. ისინი წინააღმდეგობას უწევდნენ შაჰის ცენტრალიზატორულ პოლიტიკას და დროდადრო გარკვეულ წარმატებასაც აღწევდნენ (მაგალითად, აზერბაიჯანში და ქურთისტანში 1945-1946 წწ.)37.

17

მეორე მსოფლიო ომის დამამთავრებელ ეტაპზე ირანის ხელისუფლება მკაცრ პოლიტიკას ატარებს ეროვნული უმცირესობებისადმი. განსაკუთრებით, ფართო ხასიათი მიიღო ტერორმა ირანის აზერბაიჯანში. აქ ფეხქვეშ ითელებოდა აზერბაიჯანელი ხალხის ინტერესები. ირანის ზოგიერთი მმართველი საერთოდ არ ცნობდა ცალკე აზერბაიჯანული ენის არსებობას და აცხადებდნენ, რომ ის თითქოს სპარსული ენის დიალექტი იყო.

ირანის აზერბაიჯანი ეკონომიკურად დიდად ჩამორჩებოდა თეირანის ოსთანს, ისფაჰანს და სხვა ცენტრალურ მხარეებს. სწორედ ასეთი პოლიტიკის მეშვეობით, მიუხედავად მისი ბუნებრივი რესურსების სიუხვისა, თავისი ეკონომიკური განვითარების დონით ირანის აზერბაიჯანი აღნიშნულ პერიოდში დაყვანილ იქნა ქერმანისა და ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთის სხვა ჩამორჩენილი ოლქების დონემდე38.

აზერბაიჯანის მოსახლეობის ძალისხმევით 1945 წლის 12 დეკემბერს შეიქმნა აზერბაიჯანის ავტონომიური მთავრობა. ამ მთავრობის პროგრამა ითვალისწინებდა მრავალ პროგრესულ ღონისძიებას, მათ შორის, აზერბაიჯანული ენის ოფიციალურ ენად გამოცხადებას39. მაგრამ 1946 წლის დეკემბერში ირანის ხელისუფლების ბრძანებით ირანის აზერბაიჯანში გამოცხადებული იქნა სამხედრო მდგომარეობა. აზერბაიჯანის დემოკრატიული მოძრაობის მონაწილეებს იჭერდნენ და სიკვდილით სჯიდნენ, ქალაქის ქუჩებში ბოძებზე ჰკიდებდნენ, იტაცებდნენ მათ ქონებას. ანალოგიური აქციები განხორციელდა ირანის ქურთისტანში40.

ცნობილია, რომ მუსლიმურ აღმოსავლეთში ადგილობრივი წარმოშობის, მაგრამ გამაჰმადიანებული და ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი პირი თავისი ეთნიკური ან სოციალური წარმომავლობის გამო, სამსახურებრივი პოსტების დაკავებისას წინააღმდეგობას არ აწყდება. ისლამის სამყაროში ეს მექანიზმი ძალიან კარგად არის დამუშავებული. ამის დასამტკიცებლად იმპერიაში ან ირანში დაწინაურებულ, მეტად გავლენიან სახელმწიფო მოღვაწეთა მთელი პლეადაც იკმარებს, რომლებიც ეთნიკურად ამა თუ იმ ქრისტიან ერებს ეკუთვნოდნენ41.

ირანის სენატში, რომლის პირველი სხდომა 1950 წლის 9 თებერვალს გაიხსნა შეიძლებოდა აერჩიათ, მხოლოდ მაჰმადიანი. ამასთან, მთელი რიგი

18

მონაცემები იყო გათვალისწინებული დეპუტატობისათვის. ამ მხრივ გამონაკლისი მოხდა 1967 წელს, როცა მეხუთე მოწვევის სენატის შემადგენლობაში ერთი სომეხი აირჩიეს42.

ოფიციალური ცნობებით, ყოველწლიურად ირანის სოფლებიდან მხოლოდ თეირანში, სამუშაოს საძებრად საშუალოდ 70 ათასამდე კაცი ჩადის. მიგრანტთა ნაკადის ინტენსიურობა განსაკუთრებით იზრდება იმ პერიოდში, როდესაც სოფლად მთავრდება მოსავლის აღება და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ფაქტობრივად სამუშაოს გარეშე რჩება.

რა მდგომარეობა იქმნება ირანის სოფლებში გლეხობის მიგრაციის შედეგად? როგორც წესი, მიგრანტთა უმრავლესობას შეადგენენ ახალგაზრდა მამაკაცები; სოფელს ხელიდან ეცლება ყველაზე შრომისუნარიანი, ყველაზე აქტიური მოსახლეობა. ბუნებრივია, ამის გამო მიწების დიდი ნაწილი უხარისხოდ მუშავდება. გარდა ამისა, მოსახლეობის მიგრაცია სოფლიდან ქალაქად ართულებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადანაწილებას წარმოებისა და მომარაგება-გასაღების ბაზარზე.

ირანის ყოველი მსხვილი ქალაქის გარშემო წარმოქმნილია უკანონოდ ჩასახლებული მთელი რაიონები. ბიდონვილებით არის გარშემორტყმული თითქმის ყველა ქალაქი, სამუშაო ძალის მიზიდულობის მთელი არეალი. ურბანიზებული პროცესის გაძლიერებასთან ერთად, ირანში მიმდინარეობს ნაწილობრივი და აბსოლუტური უმუშევრობისა და მოსახლეობის სიღატაკის გადანაცვლება სოფლიდან ქალაქად, ერთი ქალაქიდან მეორეში43.

ქალაქი, როგორც წესი, სპარსულია ენითაც და კულტურითაც, როდესაც ქალაქში ჩამოდის არასრულწლოვანი მოსახლეობის ნაწილი, მას უწევს ცხოვრება არა მარტო სოციალურად, არამედ ეროვნულად უცხო გარემოშიც და სხვა სირთულეებთან ერთად მოსახლეობის ამ ნაწილს უხდება ენის ბარიერის გადალახვაც. მშობლიურ მიწა-წყალს მოწყვეტილ ოჯახებს ძალიან უჭირთ ამ მორალური იარების მოშუშება, რომელთაც შემდეგში ემატება ისეთი პრობლემები, როგორიცაა უმუშევრობა, მძიმე საცხოვრებელი და საარსებო პირობები. ყოველივე ზემოაღნიშნულ პრობლემებს თან ახლავს ერთი მეტად

19

მტკივნეული პროცესი, რაც გამოიხატება ირანის არასპარსული ეთნიკური ჯგუფების გასპარსელებაში44.

ეროვნული საკითხის მოუგვარებლობა ირანში აზრთა სხვაობას იწვევს პოლიტიკურ ძალთა შორის45. 1979 წლის ისლამური რევოლუციის დროს სპეციფიკური მოთხოვნებით გამოვიდნენ რელიგიურ-ეთნიკური და ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები (ქურთები, აზერბაიჯანელები, თურქმენები, არაბები, ბელუჯები და ა. შ.), რომლებიც მოსახლეობის ნახევარს შეადგენდნენ და ითხოვდნენ ამა თუ იმ ფორმით საშინაო ავტონომიას. ხელისულებამ უარი განუცხადა თხოვნის შესრულებაზე. ისინი ხელმძღვანელობდნენ სურვილით, რომ ქვეყანაში მუსლიმანური თემის მთლიანი და ყოველმხრივი ინტეგრცია განხორციელებულიყო46.

ახალმა ხელისუფლებამ კონსტიტუციურად მხოლოდ რელიგიურ უმცირესობთა არსებობა აღიარა. ასეთი სტატუსი მიიღეს ქრისტიანებმა (სომხები და ასურელები), ებრაელებმა და ზოროასტრიზმის მიმდევრებმა. რაც შეეხება სუნიტებს, რომელთა ძირითადი ნაწილი ირანში არასპარსული მოსახლეობით არის წარმოდგენილი (ქურთები, არაბები, თურქმენები, ბელუჯები და სხვ.), მათ ასეთი უფლება ვერ მიიღეს, რადგან ფუნდამეტალისტები თემის ამგვარ დაყოფას არ ცნობენ47.

რელიგიური უმცირესობები ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 2 პროცენტს შეადგენენ. კონსტიტუციის თანახმად, ღებრებს* და ებრაელებს შეუძლიათ მეჯლისში თითო დეპუტატი აირჩიონ. ქრისტიან ასირიელებს (ნესტორიანელებს) და ხალდევნელებს (ძველი ბაბილონელები) ორივეს ერთად პარლამენტში ერთი დეპუტატის არჩევის უფლება აქვთ, სამხრეთისა და

20

ჩრდილოეთის ქრისტიანი სომხები* თითო დეპუტატს ირჩევენ, ე. ი. რელიგიური უმცირესობები მეჯლისში 5 დეპუტატით არიან წარმოდგენილი48.

ისლამური რესპუბლიკის ძირითადი კანონი, ისევე როგორც პირველი კონსტიტუცია, ირანის ტერიტორიაზე მცხოვრები მრავალი ეროვნებისა და ეთნიკური ჯგუფისათვის ვერ უზრუნველყოფს იმ ყველაზე ელემენტარულ მოთხოვნასაც კი, რომ სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლობდნენ მათი ბავშვები. კონსტიტუცია ქვეყნის ყველა ეროვნების წარმომადგენლისათვის საპატიო მოვალეობად აცხადებს ირანის მოქალაქეობას49.

ისევე, როგორც მონარქიული მმართველობის დროს, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში სახელმწიფო ოფიციალური ენა სპარსული, ხოლო დამწერლობა არაბულია. ოფიციალური დოკუმენტები წერილები, ოქმები და წიგნები სპარსულ ენაზე დგება. პირველი კონსტიტუციისაგან განსხვავებით, ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუცია აცხადებს, რომ “ეროვნულ უმცირესობებს უფლება აქვთ პრესაში, რადიო-ტელევიზიაში და სკოლებში სპარსულთან ერთად გამოიყენონ საკუთარი ენა”. მაგრამ ეს განცხადებაც მხოლოდ დეკლარაციულ ხასიათის ატარებს. როგორც ითქვა, ეროვნული უმცირესობანი მოკლებული არიან უფლებას მათ ბავშვებს მშობლიურ ენაზე ჰქონდეთ სწავლება50.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნულ უმცირესობათა ენების სასწავლო დაწესებულებებში ხმარების ახალ კონსტიტუციაში მოხსენიება იმან გამოიწვია, რომ მონარქიის დამხობის შემდეგ ახალი ძალით გაიშალა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ქურთები და სხვ. ეროვნული უმცირესობები. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ სკოლებში ეროვნულ ენაზე სწავლების შემოღება იყო, მაგრამ ეს მცირე კონსტიტუციური “დათმობა” ისლამურმა ლიდერებმა შემდეგში უკან წაიღეს.

რაც შეეხება ირანში მცხოვრები ქართველების რაოდენობას, სამწუხაროდ, ზუსტი ცნობები არ მოგვეპოვება, რადგანაც ქვეყნის ხელისუფლება მათ ირანელებად მიიჩნევს და აღწერის დროს ცალკე არ აღნუსხავენ51.

 

—————————

24 История ирана, М., 1977, с. 264.
25 ა. კელენჯერიძე, გურჯები, თბ., 1975, გვ. 32.
26 იქვე, გვ. 35.
27 ა. ჭელიძე, ფერეიდნელი ქართველები, თბ., 1951, გვ. 20-21.
28 ა. ჭელიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 9.
29 М. С. Иванов, Иран в 60-70-х годах XX века, М., 1977, с. 18.
30 გ. ჭიპაშვილი, ირანის სახელმწიფო წყობილება, თბ., 1990, გვ. 35.
31 მ. ივანოვი, დასახ. ნაშრომი, გვ. 19.
32 ო. კიკნაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 88.
33 სუიცსა, ფ. 1206, ანაწ. 2, საქ. 227, ფურც. 4.
34 ქსე, ტ. 5, თბ., 1980, გვ. 207.
35 ო. კიკნაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 86.
36 კ. ტაბატაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 3-4.
37 დ. სააკაძე, “ისლამური ერთობის” იდეა და მისი გამოვლენის ზოგიერთი ასპექტი ირანში, კრ. “აზიისა და აფრიკის ქვეყნების ისტორიის საკითხები”, I, თბ., 1993, გვ. 230.
38 ო. კიკნაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 34.
39 იქვე, გვ. 35.
40 იქვე, გვ. 41.
41 დ. სააკაძე, დასახ. ნაშრომი, გვ 233.
42 М. Д. Миланиан, Государственный строй современного Ирана, М., 1973, с. 97.
43 ი. ბაბალაშვილი, ირანის ურბანიზაცია, მისი სოციალური შედე-გები, კრ. “მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნების იატორია”, თბ., 1989, გვ. 94.
44 ი. ბაბალაშვილი, ირანის მოსახლეობის შიდა მიგრაცია, მისი ძირითადი მიზეზები და მიმართულება, კრ. “მახლობელი აღმო-სავლეთის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორია”, თბ., 1983, გვ. 111.
45 Л. И. Медведко, А. В. Германович, Именем Аллаха… М., 1988, с. 123.
46 С. О. Агаев, Иран в прошлом и настоящем, М., 1981, с. 219.
47 დ. სააკაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 231.
* ირანში ძველი ირანული რელიგიის _ ზოროასტრიზმის მიმ-დევრებს ღებრებს უწოდებენ, ინდოეთში ღებრებს ფარსებს ეძახიან.
* სამხრეთის სომხები ისფაჰანის ჯულფაში და ქვეყნის სამხრე-თის სხვა პუნქტებში, ხოლო ჩრდილოეთის სომხები ირანის ჯულფაში და ჩრდილოეთის სხვა ადგილებში მოსახლეობენ.
48 გ. ჭიპაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 166.
49 იქვე, გვ. 180.
50 იქვე, გვ. 184.
51 ო. კიკნაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 86.
52 მორთეზა მეჰდი ფათემი, სპასრული მასალები XVI-XVII საუ-კუნეების ქართველ მოღვაწეთა შესახებ, თბ., 1982, გვ. 8-9.
53 მ. ანდრონიკაშვილი, ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან, I, თბ., 1966, გვ. 6.

 

 გაგრძელება

ურთიეთრთობის ისტორიიდან

 

 

დატოვე კომენტარი