Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• შალიკაშვილი – Shalikashvili

ქართული გვარები -Georgian Surnames

შალიკაშვილი – Shalikashvili

294039739_5804943039539907_7877506098168783629_n

ამერიკის შეერთებული შტატების ქ ა რ თ უ ლ ი წარმოშობის ორი გ ე ნ ე რ ა ლ ს ჯონ მალხაზ და ოთარ შალიკაშვილებს ბევრჯერ შ ე ს თ ა ვ ა ზ ე ს გვარი ,,შალიზე” შ ე ე მ ო კ ლ ე ბ ი ნ ა თ, რომ მისი წარმოთქმა მარტივი გამხდარიყო ამერიკელებისთვის. თვით ბილ კლინტონმაც კი სთხოვა მალხაზ შალიკაშვილს, მაგრამ ყველამ მტკიცე უარი მიიღო და სამუშაოს უფრო გამოეთხოვებოდა, ვიდრე ერთ ასოს მაინც შეცვლიდა საკუთარ გვარში.

როდესაც ჯონი პატარა იყო და ჯერ კიდევ პოლონეთში ცხოვრობდა, მათ ოჯახს თავადური გვარის ვინმე ანდრონიკაშვილი ესტუმრა, რომელსაც, როგორც გაირკვა, გვარი რ უ ს უ ლ ,,ანდრონიკოვზე” შ ე ე ც ვ ა ლ ა.

ჯ ო ნ ი ს მამამ, დ ი მ ი ტ რ ი შალიკაშვილმა, სტუმარი კინწისკვრით გააგდო, შენ რ ა ქ ა რ თ ვ ე ლ ი ხარ, მამის გ ვ ა რ ი ვერ შეგინარჩუნებიაო. (რ უ ს ე თ ი ს იმპერიაში, რომლის ნაწილიც გახლდათ საქართველო, დ ი დ გ ვ ა რ ო ვ ა ნ მ ა შალიკაშვილებმა გვარი რ უ ს უ ლ ყ აი დ ა ზ ე გადაიკეთეს. მათ შორის ი ყ ვ ნ ე ნ ჟურნალისტი და მ წ ე რ ა ლ ი პეტრე შ ა ლ ი კ ო ვ ი და ნ ა პ ო ლ ე ო ნ ი ს ომების ეპოქის ს ა რ დ ა ლ ი, გენერალ-მაიორი ანტონ ჩ ა ლ ი კ ო ვ ი). მამის განრისხება მუდამ ა ხ ს ო ვ დ ა ჯონსაც და მის უფროს ძმას ოთარს. არცერთმა ძმამ გვარი არ შეამოკლა და არც შეიცვალა! მალხაზ შალიკაშვილის მუნდირზე, მკერდთან, მარჯვენა მხარეს, სიცოცხლის ბოლომდე მოჩანდა წარწერა: SHALIKASHVILI.

ჯონ-მალხაზ შალიკაშვილი – გენერალი, ვიეტნამის ომის ვეტერანი, ნატოს შეიარაღებული ძალების მეთაური, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე 1993-1997 წლებში, ამერიკის შეერთებული შტატების პრზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის მთავარი სამხედრო მრჩეველი ( ო თ ხ ი ვარსკვლავის მქონე გენერალი. ცნობისათთვის: აშშ არმიაში მხოლოდ სამ ემიგრანტს აქვს მინიჭებული გენერლის სრული წოდება – 4 ვარსკვლავი) და ბ ი რ თ ვ უ ლ ი ღილაკის ერთ – ერთი ,,პ ა ტ რ ო ნ ი” (ამერიკის პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრთან ერთად). გენერალი შალიკაშვილი მრავალი ჯ ი ლ დ ო ს კავალერია – განსაკუთრებული ღირსების მედალი, ორი მუხის ფოთლის შტო, ბრინჯაოს ვარსკვლავი ,,თავისუფლების” მედალი და ბევრი სხვა. მიღებული აქვს არაერთი უცხოური ჯილდოც.

მისი ძმა ოთარ–იოსებ შალიკაშვილი, ასევე სამხედრო, მეთაურობდა ამერიკის 506-ე საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფს, ამერიკის არმიის სპეციალური სამსახურების მეათე ჯგუფს.

2001 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს სამხედრო კონსულტანტი ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს საკითხებში. გ ე ნ ე რ ლ ი ს ჩინით გავიდა თადარიგში.

ოთარს დიდი როლი მიუძღვის ქართული  არმიის ჩამოყალიბებაში – 2001-2005 წლებში იგი უშუალოდ ხ ე ლ მ ძ ღ ვ ა ნ ე ლ ო ბ დ ა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას.

მათი მამა, თავადი დიმიტრი შალიკაშვილი, იყო ოლღა გურამიშვილის დიშვილის ნინოს ვაჟი. ის გახლდათ საქართველოს დ ე მ ო კ რ ა ტ ი უ ლ ი რ ე ს პ უ ბ ლ ი კ ი ს ვიცე – პოლკოვნიკი და მომავალში ქართული ლეგიონის ოფიცერი.

დიმიტრი შალიკაშვილი რ უ ს ე თ ი ს მიერ 1921 წელს საქართველოს ო კ უ პ ა ც ი ი ს დროს თ უ რ ქ ე თ შ ი დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა და იქიდან საქართველოში აღარ დაბრუნებულა.

თავიდან პოლონეთში ცხოვრობდა, სადაც ცოლად შეირთო გენერლის ქალიშვილი, გრაფინია რიუდიგერი-ბელიაევა. დიმიტრის და მარიას სამი შვილი შეეძინათ ჯონ მალხაზ (1936-2011 – დაკრძალულია არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე), ოთარ (ჯოზეფ) და ნინა შალიკაშვილები.

პატარა მალხაზ შალიკაშვილი პოლონეთში მოღვაწე გრიგოლ ფერაძეს მოუნათლავს.

დიმიტრი შალიკაშვილი გარდაიცვალა 1978 წელს. დაკრძალულია ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში.

გურჯაანში, ეკლესიაშია დაკრძალული მათი პაპა იოსებ (სოსიკო) შალიკაშვილი.

წ ა რ მ ო შ ო ბ ი თ შალიკაშვილები ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მ ე ს ხ ი თ ა ვ ა დ ე ბ ი იყვნენ. თურქთა მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ მათი ე რ თ ი შ ტ ო ქართლში გადასახლდა და XVII-XVIII სს-ში დიდად დაწინაურდა სამხედრო-პოლიტიკურ ასპარეზზე.

1807 წელს ი ო ს ე ბ შალიკაშვილი კ ა ხ ე ლ ი თავადის ქალზე მარიამ ანდრონიკაშვილზე დაქორწინდა და მზითვად ვეჯინში მამულები მიიღო. ასე ჩაეყარა საფუძველი შალიკაშვილების კ ა ხ უ რ შ ტ ო ს.

გურჯაანის დღე­ვან­დე­ლი პარ­კი, სადაც ანდრონიკაშვილების სახლი დგას, მის ირ­გვლივ შალი­კაშ­ვი­ლე­ბის მა­მუ­ლია, 15 ჰექ­ტა­რი.

შალიკაშვილები საქართველოში პ ი რ ვ ე ლ ა დ უმძიმეს პერიოდში – 1992 წელს ჩ ა მ ო ვ ი დ ნ ე ნ. ოთარს თან ჰქონდა მ ა მ ი ს ხელით დახაზული კახეთის რ უ კ ა. ისიც იცოდა, რომ მისი წინაპრები გურჯაანში იყვნენ დასაფლავებული. მომდევნო ვიზიტის დროს, ჯონ-მალხაზმა წინაპართა ს ა ფ ლ ა ვ ე ბ ი მოინახულა და მათი საფლავის ქვის ნატეხები სამახსოვროდ წაიღო…

საქართველოში სტუმრობისას ოთარ შალიკაშვილმა თქვა, რომ მათი მამა მემუარებში წერდა: ორი უ ლ ა მ ა ზ ე ს ი ადგილი ვიცი მ ს ო ფ ლ ი ო შ ი და ორივე საქართველოშია — ერთი ალაზნის ველის განუმეორებელი ხედი და მეორე — მწვანე კონცხის შავი ზღვისპირეთის გ ა მ ა ო გ ნ ე ბ ე ლ ი პეიზაჟიო. და-ძმებმა შალიკაშვილებმა ამ ადგილების მონახულების სურვილი გამოთქვეს. ისინი ასევე ეწვივნენ წინანდალს, თელავს, ალავერდს. მამის მშობლიურ გურჯაანში კი სიურპრიზი ელოდათ: საქართველოს ხელისუფლებამ ძმებს მამისეული სახლი გ ა დ ა ს ც ა.

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ჯონ შალიკაშვილს ყველგან თ ა ნ დ ა ჰ ყ ვ ე ბ ო დ ა თანამგზავრული ანტენებით აღჭურვილი ს პ ე ც ი ა ლ უ რ ი ა ვ ტ ო მ ო ბ ი ლ ი.

კ ა ხ ე თ შ ი მანქანის გარშემო მოსახლეობა შეიკრიბა და გ ა ო ც ე ბ უ ლ ი ათვალიერებდა იმ დროისთვის უცხო, შიგნით შეღუნულ ალუმინის თეფშებს, რომლებსაც ჭაჭის სახდელი ქვაბის ხუფს ადარებდნენ. გენერალმა შ ე ნ ი შ ნ ა, რომ მანქანა ი ნ ტ ე რ ე ს ს იწვევდა, გაიღიმა და თ ქ ვ ა:

„ეს ტექნიკა ბირთვულ ომთანაა დაკავშირებული. დ ე დ ა მ ი წ ი ს რომელ წერტილშიც არ უნდა ვიყო, ყოველწამიერი კ ა ვ შ ი რ ი უნდა მქონდეს ამერიკის პრეზიდენტთან და თავდაცვის მინისტრთან. აუცილებლობის შემთხვევაში მხოლოდ ჩვენ ს ა მ ს შეგვიძლია მ ი ვ ი ღ ო თ გადაწყვეტილება ბირთვული შეტევის დაწყებაზე“.

შალიკაშვილები საქართველოში ყოველი ჩამოსვლისას მამა-პაპის ს ა ფ ლ ა ვ ე ბ ი ს მოსანახულებლად მ ი დ ი ო დ ნ ე ნ.

1999 წლიდან ქალაქ გურჯაანში, ძმები შალიკაშვილების ქუჩაზე, შალიკაშვილების (უფრო სწორად ანდრონიკაშვილების) წინაპრების მიერ 1830 წელს აშენებულ სახლში, საფუძველი ჩაეყარა ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის პ ი რ ვ ე ლ ქართული მხედრული ისტორიის მ უ ზ ე უ მ ს.

პენსიაში გასვლის შემდეგ მალხაზ შალიკაშვილმა 2005 წელს სახლ-მუზეუმს გ ა დ ა ს ც ა თავისი მუნდირი, ჯილდოები და სხვადასხვა ნივთი.

როგორც რეჟისორი რამაზ ბლუაშვილი იხსენებს:
,, წი­ლად მხვდა ბედ­ნი­ე­რე­ბა ჯონ-მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვილს პი­რა­დად შ ე ვ­ ხ ვ ე დ­ რ ო­ დ ი სი­ეტ­ლში 2000 წელს. ან­სამ­ბლი „ე რ ი­ ს ი­ ო­ ნ ი“ გახ­ლდათ მიწ­ვე­უ­ლი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში და ამ­ხე­ლა პი­როვ­ნე­ბა კონ­ცერ­ტზე თ ა­ ვ ი ს შ ვ ი ლ­ თ ა ნ ერ­თად მ ო­ ვ ი­ დ ა და­სას­წრე­ბად. კონ­ცერ­ტის შემ­დეგ ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვი­სა­უბ­რეთ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რა იყო, რო­მე­ლიც არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა. გ ა­ ხ ა­ რ ე­ ბ უ­ ლ ი ამ­ბობ­და დღეს მე ჩემს შვილს ს ა­ ქ ა რ­ თ ვ ე­ ლ ო გა­ვა­ცა­ნიო.”

2001 წელს ჯონ შალიკაშვილი ჩამოვიდა თბილსში და ქართულ – ამერიკული კ ო ლ ე ჯ ი ს გახსნის ცერემონიაზე ძალიან საინტერესო სიტყვაც წარმოთქვა. იმ ღონისძიებას დავით თევზაძეც ესწრებოდა: ,, კარგად მახსოვს, რომ გენერალი შალიკაშვილი საუბრობდა საქართველოს ისტორიაზე, ამერიკის როლზე საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში და იმ გამოწვევებზე, რომლებიც ახლაც აქტუალურია.
ჯ ო ნ შ ა ლ ი კ ა შ ვ ი ლ ი:

,,ეს არის უპრეცედენტო ინფორმაციის გაცვლა. და ამ უპრეცედენტო ტექნოლოგიებმა – უპირველეს ყოვლისა, ინტერნეტმა, რომლის შესახებ ათი წლის წინ ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი არაფერი ვიცოდით – მოშალეს ტრადიციული საზღვრები სახელმწიფოებს შორის. მაგრამ შესაძლოა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ წარმოიშვა ერთი მსოფლიო ბაზარი ახალი იდეებისა, კაპიტალისა და ადამიანური რესურსებისა. და სწორედ ამ კონტექსტში საქართველოს წინაშე დგას ძალზე სერიოზული შეკითხვა – ამ უდიდესი კონკურენციის პირობებში როგორ შეუძლია ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს გ ა დ ა რ ჩ ე ს და გ ა ხ დ ე ს კონკურენტუნარიანი სახელმწიფო”

როგორც საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დ ა ვ ი თ თ ე ვ ზ ა ძ ე იხსენებს, ჯონ შალიკაშვილის ქართული წარმომავლობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო საქართველოს აშშ-ის სამხედრო უწყებასთან დაახლოების საქმეში:

„ის, რომ ის ქართველი გახლდათ, რა თქმა უნდა, ჯერ ერთი, არა მარტო მისთვის იყო ცნობილი, არამედ ყველა რანგის ოფიცრისათვის, რომელიც ჩვენთან შეხებაში შემოდიოდა მაშინ. და ამას ხაზს უსვამდნენ. ხშირად ასეთი ფრაზაც წამოსცდენიათ: ,,თ ქ ვ ე ნ ი გ ე ნ ე რ ა ლ ი.“

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის პირად არქივში ბევრი ფოტო ინახება, თუმცა მისთვის ერთი ყველაზე მრავლისმეტყველია –
1997 წლის სექტემბერში დავით თევზაძის თქმით, ვ ა შ ი ნ გ ტ ო ნ შ ი ქართველი და ამერიკელი პოლკოვნიკების ორდღიან შეხვედრაზე დაგეგმილი იყო სამახსოვრო ფოტოს გადაღება ამერიკის არმიის პირველ პირთან ერთად. ამასთან, პ რ ო ტ ო კ ო ლ ი ს ოფიცერმა მკაცრად გ ა ა ფ რ თ ხ ი ლ ა ქართული დ ე ლ ე გ ა ც ი ი ს წევრები, რომ არ დაესვათ შ ე კ ი თ ხ ვ ა, რადგან მისალმებისა და სურათის გადაღებისათვის გათვალისწინებული იყო მხოლოდ ს ა მ ი წ უ თ ი.

„შეგვირჩია ფოტოგრაფმა ადგილი. დავდექით, გ ა დ ა ვ ი ღ ე თ სურათი და უნდა დავმშვიდობებოდით, რომ ამ დროს შალიკაშვილი გ ვ ე კ ი თ ხ ე ბ ა – პენტაგონში ნამყოფები ხართო? მე შევხედე ჯერ პროტოკოლის ოფიცერს. იმან მომცა დასტური, უპასუხეო, და მე ვუთხარი, ა რ ა-მ ე თ ქ ი. და არ გინდათ დ ა ა თ ვ ა ლ ი ე რ ო თ ო? გამეცინა. ვუთხარი: კი, გვინდა, მაგრამ პროტოკოლში არ გვაქვს-მეთქი ეს. ამ დროს ჩაერია პროტოკოლის ოფიცერი, რომ შეხვედრა დ ა მ თ ა ვ რ ე ბ უ ლ ი ა და ჩვენ უნდა გაგვიყვანოს. და მოულოდნელად შალიკაშვილს ჰქონდა ძალიან ისეთი რ ე ა ქ ც ი ა: მოუტრიალდა ამ ოფიცერს – ლეიტენანტი იყო, თუ არ მეშლება, ერთი მშვენიერი შავკანიანი ოფიცერი ქალბატონი – და უთხრა: კი, მაგრამ, თქვენ, ლეიტენანტო, ვინ მოგცათ ჩემს კაბინეტში ბ რ ძ ა ნ ე ბ ე ბ ი ს გაცემის უ ფ ლ ე ბ ა ო.“

„მე ეს პროტოკოლი არ შემიდგენია და არ ვარ ვალდებული თქვენს პროტოკოლს დავემორჩილო“, – მიუგო გენერალმა ჯონ შალიკაშვილმა ოფიცერს და თ ა ვ ა დ ვ ე იკისრა გაკვირვებისაგან სახტად დარჩენილი სამი ქართველი პოლკოვნიკის – დავით თევზაძის, დავით გიორგობიანისა და გიორგი თავაძის – მ ე გ ზ უ რ ო ბ ა პენტაგონში. როგორც დავით თევზაძე იგონებს, ეს უცნაური ექსკურსია პენტაგონში დაახლოებით ე რ თ ი ს ა ა თ ი ს განმავლობაში გ რ ძ ე ლ დ ე ბ ო დ ა.

„დერეფანში ხალხი იდგა გ ა ო გ ნ ე ბ უ ლ ი. დერეფნებში, უფრო სწორად. იქ უამრავი დერეფანია. რაღაცებს გ ვ ი ხ ს ნ ი დ ა: კედლებზე რა სურათები ეკიდა, რატომ და ასე შემდეგ და ბოლოს შეგვახედა ერთ პატარა ოთახში და თქვა, აქედან დაიწყო ჩემი სამხედრო კარიერაო. თვითონ ოთახი ძალიან უცნაური იყო – არც ერთი ფანჯარა არ ჰქონდა…. ამ არაპროტოკოლურ ე ქ ს კ უ რ ს ი ა ს ესწრებოდა აშშ-ის პირველი სამხედრო ა ტ ა შ ე საქართველოში, მაიორი ჯეიმს ჰ ა უ კ რ ო ფ ტ ი, რომელსაც ქართველი ოფიცრებისთვის შემდეგ უთქვამს: „ასეთი რამ, რაც აქ ამ ერთი საათის მანძილზე მოხდა, პ ე ნ ტ ა გ ო ნ ი ს ისტორიაში ა რ მ ო მ ხ დ ა რ ა ო.“

ჯონ მალხაზ შალიკაშვილი გ ა რ დ ა ი ც ვ ა ლ ა 2011 წლის 23 ივლისს, ვაშინგტონში და პატივით დაკრძალეს ამერიკის გამოჩენილი მხედართმთავრებისა და პოლიტიკური მოღვაწეების გვერდით.

〰️〰️〰️〰️〰️〰️〰️
‼P.S. 2015 წელს მუზეუმის რეაბილიტაცია უნდა დაწყებულიყო, მაგრამ…
შალიკაშვილის სახელობის მხედრული ისტორიის მუზეუმი დ ა ნ გ რ ე ვ ი ს პირას იყო მ ი ს უ ლ ი, მუზეუმის ხელმძღვანელობა წერილს წერილზე წერდა… ვერავის შეასმინა, ბოლოს კედელიც ჩამოინგრა უყურადღებობითა და გულგრილობით… ექსპონატები ნატო ვაჩნაძის მუზეუმში გადაიტანეს…

‼ უბრალოდ წარმოიდგინეთ, ძმები შალიკაშვილები რომ ჩვენი რომელიმე მ ე ზ ო ბ ე ლ ი სახელმწიფოდან ყოფილიყო წ ა რ მ ო მ ა ვ ლ ო ბ ი თ, საკუთარი სახლის მოწყობამდე და ს ა კ უ თ ა რ ი კეთილდღეობის უზრუნველყოფამდე მ უ ზ ე უ მ ს მიხედავდნენ და თანაც როგორ მიხედავდნენ
გაუჩენელს გააჩენდნენ მუზეუმისათვის
არც თანხებს დაიშურებდნენ
იციან ჩვენმა მეზობლებმა საკუთარი თავის წარმოჩენა
ამ უნიკალური პოტენციალის გამოყენებას მაქსიმალურად შეეცდებოდნენ, ქვეყნის პოპულარიზაციას და ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობდნენ ხელს

როგორც იქნა წელს დ ა ი წ ყ ო სარეაბილიტაციო სამუშაოები და ე ვ რ ო კ ა ვ შ ი რ ი ს „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამით“ ფ ი ნ ა ნ ს დ ე ბ ა მისი ღირებულება 465 000 ლარს აჭარბებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება წლის ბოლოს იგეგმება….
იმედია თანხა არ გაიფლანგება…

ლალი ბაქანიძე

21 ივლისი, 2022

დატოვე კომენტარი