Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

არჩევანი – ეროვნული კონგრესი (1990)

♥ მამულიშვილებს

 

არჩევანი – ეროვნული კონგრესი (1990)

 

1990 წლის შემოდგომაზე საქართველოში ორი არჩევნები გაიმართა: ოფიციალური და არაოფიციალური, უზენაესი საბჭოს და ეროვნული კონგრესის არჩევნები. ეროვნულ -განმანთავისუფლებელ მოძრაობაში ჩართულმა და შემდეგ გაყოფილმა ძალებმა ასე,  განსხვავებული გზებით აირჩიეს სიარული. ერთმა  ნაწილმა უზენაესი საბჭოს არჩევნებში გამარჯვება დაისახა მიზნად, მეორემ კი ოფიციალური არჩევნების ბოიკოტი და  ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის მაკოორდინირებელი, წარმომადგენლობითი არაოფიციალური ორგანოს -ეროვბული კონგრესის – არჩევა. ეროვნული კონგრესის არჩევნები 1990 წლის 30 სექტემბერს გაიმართა.

“დამოუკიდებლობის გაკვეთილებში”  გავიხსენებთ როგორი იყო ‘კონგრესში” არჩეულების პირველი მიმართვა ქართველი ხალხისდამი, ამავე მიმართვიდან შეიტყობთ იმის შესახებ,.თუ როგორ განმარტავდა “ეროვნული კონგრესი” საკუთარ მიზნებს და ამოცანებს. აქვე შემოგთავაზებთ სრულ სიას “ეროვნული კონგრესის” წევრებისას. 

ეროვნული კონგრესის პირველი მიმართვა ქართველი ხალხისადმი

საყოველთაო, დემოკრატიული, მრავალპარტიული,  პირდაპირი, თანასწორი და ფარული კენჭისყრის შედეგად არჩეული საქართველოს ეროვნული კონგრესი  აღჭურვილია რა საქართველოს მოსახლეობის ნდობის მანდატით, წარმოადგენს ქართველი ერის უზენაესი ნებისა და მისწრაფებების გამომხატველ, ეროვნულ – განმანთავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელ, წარმომადგენლობის პრინციპებზე დაფუძნებულ ორგანოს.

ჩვემი ერისა და ქვეყნისათვის ამ კრიტიკულ პერიოდში მივმარათავთ ქართველ ერს საერთო ძალისხმევისკენ იმ დიდი საქმის გამარჯვებით დასაგვირვინებლად, რომელსაც დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო ჰქვია.

ეროვნულ – განმანთავისუფლებელი მოძრაობა მოწოდებლია საყოველთაოდ აღიარებული სამართლებივი და ზნეობრივი ნორმების დაცვით, მშვიდობიანი ხერხებისა და მეთოდების გამოყენებით  შეიყვანოს  საქართველოს მთელი მოსახლეობა თავისუფალ საქართველოში.  მხოლოდ  სრული დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის ვითარებაში იქნება შესაძლებელი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ზნეობრივი აღორძინება, თითოეული პიროვნებისა და მოქალაქის სრული თვითრეალიზაცია.

საქართველოს ეროვნულ კონგრესს მიაჩნია, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გზაზე საჭიროა შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:

  1. საქართველოს ტერიტორიიდან საბჭოთა საოკუპაციო ჯარის სრული და უპირობო გაყვანა.
  2. 1921 წლის თებერვალში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიმართ საბჭოთა რუსეთის აგრესიის, ოკუპაციის და ანექსიის შედეგად შექმნილი სახელმწიფო, საზოგადოებრივი, საკანონმდებლო და სამართლებრივი სტრუქტურების სრული დემონტაჟი.
  3. საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე დამოუკიდებლობის აღდგენა და ერის ნებაზე დამყარებული საზოგადოებრივ – პოლიტიკური წყობის განსაზღვრა.

ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლიბის აღსადგენად უნდა იქცეს საყოველთაო სახალხო მოძრაობად, რომელშიც საქართველოს მთელი მოსახლეობა გამოამჟღავნებს ერთსულოვნებას, დაუპირისპირდება არსებულ არაკანონიერ სტრუქტურებსა და ინსტიტუტებს.

საქართველოს დღევანდელი  რეალური მდგომარეობა უნდა აისახოს მისი სამართლებრივი სტატუსის განსაზღვარში. საერთაშორისო  სამართლის დონეზე საქართველო არის აგრესორის მიერ დაპყრობილი და ანექსირებული ქვეყანა, რომელში არსებული რეჟიმიც მთლიანად დაფუძნებულია საოკუპაციო ჯარის ძალაზე.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, სხვა საერთაშორისო  სამართლებრივი ინსტანციების წინაშე დაუყოვნებლივ  უნდა დაისვას საქართველოს დეოკუპაციისა და ოკუპაციის შედეგების ლიკვიდაციის, დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი. ამავე დროს  სრულიად საქართველოს მასშტაბით უნდა შეიქმნას იმპერიული ცენტრის მიმართ ოპოზიციური სტრუქტურები, რათა უკიდურეს შემთხვევაში შესაძლებელი გახდეს საყოევლთაო ეროვნული დაუმორჩილებლობის და  ტოტალური მშვიდობიანი წინააღმდეგობის განხორციელება საქართველოს ტერიტორიაზე,  დეოკუპაციისა და დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით.

რეალური პოლიტიკური ვითარება, მოვლენათა სწრაფი განვითარება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქართველი ერის დიდი სახელმწიფოებრივი, კულტურული და ზენობრივი ტრადიციები გვავალდებულებს მაქსიმალურად დავაჩქაროთ განთავისუფლების პროცესი, მაგრამ გავიმახვილოთ პასუხისმგებლობაც, რომელიც გვაკისრია  შთამომავლობის წინაშე.

ჩვენი მომავალია – თავისუფალი, ერთიანი, დემოკრატიული საქართველო..

გავერთიანდეთ ჩვენს წმინდა ბრძოლაში!

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!” 1990 წ.

***

P.S. სინამდვილეში, კონგრესის არჩევნები არ შედგა! ქართველმა ხალხმა არ დაუჭირა  მხარი ამ ხალხს, და ლეგიტიმაციისთვის საჭირო რაოდენობა არ მივიდა მათ არჩევნებზე. ამის შესახებ განაცხადა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ალექსიძემ, რომელიც შემდეგ გადათქვა, სავარაუდოდ – აიძულეს! (იბერიანა)

***

cevrebi

 

1

2

3

lessonsgeo.wordpress.com