Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♦ შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ

 

მსოფლიო (თუ მხოლოდ საერთაშორისო?) შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ

 

რატომ “მსოფლიო”? იმიტომ, რომ ჩვენ, ქართველი ხალხი, დამკვიდრებას ვეძებთ მსოფლიოში, რომელშიც ჯერ არ ვართ. გვინდა მოვიპოვოთ მასში სტაბილური ადგილი და მდგომარეობა. იმისათვის, რომ ეს შევძლოთ, ყველამ უნდა “ჩაიჩოჩოს” ცოტა მაინც: ზოგმა ერთი მილიმეტრით, ზოგმა ერთი სანტიმეტრით და ზოგმა კილომეტრით. საკუთარი ნებითა და ინიციატივით იმ მილიმეტრს არავინ დათმობს. თუ, მაგალითად, საქართველომ კარგი წიწმატი მოიყვანა და წიწმატის მსოფლიო ბაზარზე ადგილის მოპოვება მოიწადინა, გამოჩნდებიან დაინტერესებულნი, მას წიწმატის თესვაზე ხელი ააღებინონ, როგორც დღეს ცდილობენ გლეხს ვაზი ააჩეხინონ. ეს არც საწყენია, არც შეურაცხმყოფელი. მსოფლიოში ყველა ყველას ებრძვის, გარდა მოკავშირეებისა. ჩვენც ბრძოლის წესები უნდა ვისწავლოთ და ჩვენი გავიტანოთ.

რატომ მხოლოდ “საერთაშორისო”? იმიტომ, რომ მსოფლიოს დიდ ნაწილს ის მილიმეტრი დიდ არაფრად უღირს და ჩვენთან საბრძოლველად არ სცხელა. სამაგიეროდ საერთაშორისო მოქმედება,  ანუ ჯგუფური მოქმედება ჩვენი ქვეყნისა და ერის წინააღმდეგ გარანტირებული გვაქვს. უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვით მხოლოდ “ერის წინააღმდეგ”. რადგან ქვეყანა “საქართველოს” აღმოფხვრა გეოგრაფიული ნომენკლატურიდან არავის სჭირდება. ბრძოლა მიმდინარეობს ერის მოსასპობად, როგორც ერისა, და მის ნამოსახლარზე უქართველებო _ ან თითქმის უქართველებო, _ საქართველოს შესაქმნელად.

მოკლედ, სცენარი ასეთია. საქართველოში მიმდინარეობს ორი ურთიერთ დამოუკიდებელი პროცესი:

 პირველი. ეკონომიკა ინგრევა (ხელოვნურად), მოსახლეობა საქართველოდან გადის;

 მეორე. ძირითადი ეკონომიკური სიმძლავრეები (ჰესები, საბადოები, პორტები, რკინიგზა, სანაოსნო, აეროდრომები, რაც მთავარია _ მიწა) გადადის უცხოელთა საკუთრებაში.

როცა ორივე ამ პროცესის შედეგები მიაღწევს (ურთიერთდამოუკიდებლად) რაღაცა წინასწარ განსაზღვრულ ნიშნულს (ვთქვათ, საქართველოში დარჩება ერთი მილიონი ქართველი და უცხოელთა ხელში გადავა ძირითად ეკონომიკურ სიმძლავრეთა 60%), მაშინ მიიცემა სიგნალი და საქართველოში შემოვარდება უცხო მოსახლეობის მასა. იგი დასაქმდება ეკონომიკურ სიმძლავრეთა ამ 60 პროცენტში (რადგან ახალ მესაკუთრეს უფლება ექნება ის დაასაქმოს, ვისაც მოისურვებს) და მაშინ აიშვება მუხრუჭი: დაიწყება საქართველოში ეკონომიკური აყვავება. საქართველო სულ მოკლე დროში გახდება მდიდარი, კეთილდღიანი ტერიტორია, რომელსაც ან ისევ “საქართველო” ერქმევა, ან რაღაც სხვა, ან დღევანდელი საქართველოს ტერიტორია ექნება, ან მისი ნახევარი, მაგრამ ქართული აღარ იქნება. შესრულდება ის, რასაც მრავალნი ნატრობდნენ და ნატრობენ (მათ შორის _ ანდრეი სახაროვი) _ შეიქმნება უქართველებო საქართველო.

ეს სცენარის არამეცნიერული, ასე ვთქვათ _ მდაბიური ენით გადმოცემაა. მეცნიერულთან ცოტა მიახლოებული ენით რომ გადმოვცეთ, დაგეგმილი ოპერაციის დედაძარღვი შეგვიძლია ასე დავახასიათოთ. საქართველოში უნდა შეიქმნას ასეთი კომბინაცია: მსოფლიოში კონკურენტუნარიანი წარმოებისათვის საკმარისი ბუნებრივი ბაზა შეთქმულთა საკუთრებაში პლუს შრომისუნარიანი კვალიფიციური არაქართველი მოსახლეობა, რომელიც ამ ბაზას რაციონალურად გამოიყენებს. ეს იქნება სიცოცხლისუნარიანი, უფრო მეტიც _ ექსპანსიისუნარიანი კომბინაცია, რომელსაც ახალი ხელშეწყობა არ სჭირდება არც არსებობისათვის, არც ზრდისათვის, არც ადგილზე გაბატონებისათვის. ამგვარად, პროცესის დანარჩენი ნაწილი უკვე გარედან ჩარევის გარეშე, ბუნებრივად მოხდება. რაკი ეს კომბინაცია _ ეს ჯანსაღი და უძლეველი ძალა _ შეიქმნება, მის არსებობასა და განვითარებას ვეღარ დაემუქრება ვერც ხელისუფლების შეცვლა, ვერც ახალი კანონმდებლობა, ვერც რაგინდარა ენერგიული ზომები სახელმწიფოს მხრიდან. ამგვარად, ამით მოიხსნება საქართველოში მარიონეტულ ხელისუფლებათა კულტივაციის საჭიროებაც: საქართველოში შესაძლებელი იქნება, ეკონომიკურ ბუმთან ერთად, ჭეშმარიტი დემოკრატიის დაწყებაც.

ვინ იქნება ის ახალი მოსახლეობა, რომელმაც, გეგმის თანახმად, ემიგრირებული ქართველების ადგილი უნდა დაიკავოს? მათი ნაწილი შედგენილი იქნება, უეჭველია, იმ მეზობელი ერებისაგან, რომლებიც საქართველოს დემოგრაფიულ დაპყრობას დღევანდელ პირობებშიც ცდილობენ და დღემდისაც ცდილობდნენ. ნაწილი იქნება, უეჭველად, იმ დემოგრაფიულად აგრესიული არაევროპული მასების პროცენტის პროცენტის პროცენტი, რომლებიც დღეს ევროპას ტბორავენ. მაგრამ რთულია არა ამათი, არამედ მესაკუთრედ ნაგულისხმევი კონტინგენტის ვინაობის პროგნოზირება. ზოგი რამ უკვე ვიცით. სახელდობრ, ვიცით ის, რომ ენერგეტიკული ობიექტების ყველაზე აქტიური მყიდველია რუსეთი. მან იყიდა მადნეულიც (ინგლისელი პარტნიორების ზურგს უკან ამოფარებით), კინაღამ იყიდა (ისევ სხვის ზურგს უკან) ბათუმის პორტი, ყიდვას უპირებს რკინიგზას. ჩუბაისის კომპანიამ თუ ხუდონჰესის მშენებლობა დაიწყო, ის მუშებად და, რაც უარესია, სპეციალისტებად, რა თქმა უნდა, რუსებს შემოიყვანს. მაგრამ მესაკუთრეებად ძირითადად იქნებიან სხვანი, ვისაც, ტრადიციულად, თვითიდენტიფიკაცია ნაკლებად აქვთ შეზღუდული პასპორტით, ვიდრე გენეტიკითა და რელიგიით, და რომელთაც მსოფლიოში დღეს უძლიერესი ფინანსური და პოლიტიკური პოზიციები აქვთ.

კითხვა დგას, ბუნებრივია, როგორ უყურებენ რუსეთის ზემოხსენებულ ახალ დამკვიდრებას რუსეთის მთავარი მოპირისპირენი _ ამერიკელები? ცხადია, უარყოფითად, მაგრამ დასმული კითხვა ერთგვარად შერბილებულია იმით, რომ იმ ზემოხსენებულ პოტენციალურ მესაკუთრეებს ამერიკაში დიდი გავლენა აქვთ (უფრო ზუსტად _ აშშ ერთი იმ ქვეყანათაგანია, რუსეთთან ერთად, სადაც მათ ყველაზე დიდი გავლენა აქვთ.). მაგრამ ჩვენი ქვეყნისათვის მომსვლელთა კონკრეტული ვინაობა ნაკლებ არსებითია. მთავარია, რომ უცხოელნი იქნებიან და ერთიანი გეგმის ელემენტები იქნებიან. საქართველოს ნგრევის სხვა მიმართულებები, სახელდობრ, ა) მისი დაქუცმაცების კურსი, რომელიც შედგება არაქართული სეპარატისტული მოძრაობების ორგანიზაციისაგან და საქართველოს ფედერალიზაციის მხარდაჭერისაგან, ბ) მასში განათლების და მეცნიერების ჩაკვლის კურსი და გ) მისი მოსახლეობის ზოგადი მენტალური დეგრადაციის ორგანიზების კურსი (რასაც ძირითადად ანგაჟირებული მედია ემსახურება) ამ ძირითადი სცენარის შემავსებელი, დამატებითი ზომებია.
საქართველო დღეს თავისი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო გზაჯვარედინზე დგას. მის გადარჩენას ხანგრძლივი და ორგანიზებული საერთო-ეროვნული ძალისხმევა სჭირდება.

საქართველოს სახალხო
ფრონტის ეროვნული კომიტეტი

 

* * *

საერთო-ეროვნული ძალისხმევა, რომელიც საქართველოს გადარჩენას სჭირდება, დღეისათვის ორი ნაწილისაგან შედგება. ერთია ელიტარული მოქმედება, ანუ მცირერიცხოვანი (ან შედარებით მცირერიცხოვანი) მოქალაქეების შრომა და ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ბირთვის შესაქმნელად. სახელმწიფოებრიობის ბირთვი არის, პირველ ყოვლისა, მდგომარეობის ცოდნა და არსებული კრიტიკული მდგომარეობიდან ქვეყნის გამოსვლის შესაძლებელ გზათა ხედვა, რაც რეალური ფაქტების რაც შეიძლება სრულ გათვალისწინებას (აღრიცხვას) და ანალიზს მოითხოვს. მეორეც, ეს არის მტკიცე და სათანადოდ კვალიფიცირებულ ადამიანთა (მოქალაქეთა) ჯგუფი (ჯგუფები), რომელნიც დარგობრივად არიან დასპეციალებულნი და კონკრეტულად იციან, რომელ სფეროში (დარგში) (ტერიტორიის აღდგენაში, წესრიგის დაცვაში, საგარეო პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ეკოლოგიაში, განათლებაში, ჯანდაცვაში, სოცდაცვაში და ა.შ.) რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ (და რა თანმიმდევრობით), რომ გადარჩეს და წინ წავიდეს. ანუ: უნდა შეიქმნას ხელი, რომელიც მზად იქნება, რომ სახელმწიფო საჭე დაიჭიროს.

დღეს საქართველოში ასეთი ხელი არ არსებობს. საქართველოს არსებული ხელისუფლება არა მხოლოდ ორგულია ამ ქვეყნისა, არამედ უსუსურიც (მოკლებული მდგომარეობის რეალურ ხედვას, სამომავლო გეგმას და მოქმედების უნარს). ასევე უსუსურია (და როგორც ზემოხსენებულ ცოდნას, ასევე ზემოხსენებულ ქმედითობას მოკლებულია), სამწუხაროდ და ნაწილობრივ, ის “ოპოზიციური” ნაწილიც ხელისუფლებისა, რომელიც ჩანს.

სახელმწიფოებრიობის ეს ბირთვი უნდა ჩამოყალიბდეს მოქმედების (ბრძოლის) პროცესში: მან ყველა ცალკეულ ვითარებაში უნდა იცოდეს, რა სჭირდება (რა ნაბიჯის გადადგმა ჰმართებს) საქართველოს და, ქვეყნისა და ხალხის ინტერესთა სახელით, ეკონტაქტებოდეს საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს (ეპაექრებოდეს ან, პირიქით, მხარს უჭერდეს მათს კურსს) საქართველოსთვის სასიცოცხლო  ყველა საკითხზე. საქართველოს ეროვნულად აქტიური პოლიტიკური ძალები _ მისი ნამდვილი (და არა მოჩვენებითი) პოლიტიკური ელიტა _ უნდა აკეთებდეს იმ საქმეს, რომელსაც ხელისუფლება უნდა აკეთებდეს, მაგრამ ვერ აკეთებს. ამას ეს ელიტა უნდა აკეთებდეს ხელისუფლების გვერდის ავლით და ხელისუფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაუპირისპირდეს კონფლიქტურად ამ კონკრეტულ საკითხზე, როცა ამას თვით საკითხის საჭიროება მოითხოვს.

მეორე მხარე საერთო-ეროვნული ძალისხმევისა არის მასობრივი მოქმედება ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად და გასატანად. ასეთი გამოსვლებისათვის დღეს (სხვა ამოცანათა გარდა, რომელთაც მომენტის საჭიროება მოიტანს) თვალსაჩინოა ორი ამოცანა: “ქუჩის” აქციებით მიღწეული უნდა იქნას რეალური საარჩევნო კანონის მიღება (რადგან არსებული კანონმდებლობით არჩევნები შეუძლებელია) და ყველა ქალაქის მერების არჩევითობა. ამ ორი მიზნისათვის მასობრივი გამოსვლა, სავარაუდოდ, აუცილებელი იქნება, რადგან დღევანდელი ხელისუფლება უუფლებო თანამონაწილეა იმ საერთაშორისო შეთქმულებისა ქართველი ერის წინააღმდეგ, რომელზეც ლაპარაკობს საქართველოს სახალხო ფრონტის გამგეობის (ეროვნული დარბაზის) განცხადება (იხ. აქვე ზემოთ) და მისი მმართველობის გაგრძელება (მით უმეტეს _ განახლება კიდევ ერთხელ გაყალბებული არჩევნების გზით) შეუთავსებელია საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებთან.

საქართველო” 

 

***

რუსეთი არამარტო ენერგო ობიექტებითაა დაინტერესებული, არამედ ქართული მიწით

სულ რაღაც სამიოდე წლის წინ საქართველოში შემოსული ვითიბი ბანკი გეგმაზომიერად ისაკუთრებს საუკეთესო მიწის ნაკვეთებს და ამაში  ხელს უწყობენ სამშენებლო კომპანიები, მათ მიერვე დაფუძნებული ამხანაგობების თავმჯდომარეების საშუალებით. იღენებ რა დიდ სესხს, ვერ/არ იხდიან და მიწას უტოვებენ რუსულ ბანკს. გამოდის. რომ საბოლოო ჯამში რუსული ბანკი იაფად ყიდულობს არაპირდაპირი გზით საუკეთესო მიწის ნაკვეთებს.

 ალბათ შემდგომში მამასისხლად მოგვყიდიან, ანდა ააშენებენ სახლებს და ჩამოასახლებენ რუსებს.

 

ქართული მიწების მიტაცება – გრძელდება!

 

                       

 

 

 

One Response to “♦ შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ”

  1. Teimuraz said

    Абхазы и русские не могут поделить имущество грузин

    В признанной Россией Абхазии всё больше возрастает напряжённость между абхазами и русскими, которая в ближайшем будущем, возможно, перерастёт в серьёзное противостояние.

    Одним из факторов разногласий является жилищная проблема, которая уже приобрела скандальный характер. Об этом свидетельствует статья российской журналистки Марины Перевозкиной, заглавие которой точно отображает действительность: «Абхазия обрела независимость от… РФ».

    Автора статьи возмущает то, как нарушаются жилищные права русских граждан в Абхазии, как они притесняются со стороны абхазов, а для подтверждения полной трагичности создавшейся ситуации приводятся специально подобранные конкретные спорные случаи. В начале статьи автор пишет: «После войны здесь осталось много брошенных квартир. Большая их часть принадлежала грузинам, покинувшим республику вместе с отступавшей грузинской армией. Вопрос о собственности грузинских беженцев – это вопрос деликатный и политический, поэтому я не буду касаться его в этой статье». Автор «деликатно» обходит стороной правду об этой и о других трагических проблемах, создавшихся в Абхазии.

    А правда состоит в том, что абхазы и русские не могу поделить брошенное имущество грузин, насильственно изгнанных в результате грузино-абхазского конфликта, инспирированного «покровительницей и благодетельницей» абхазов Россией, так как Россия хочет не «поделенную», а всю Абхазию целиком.

    Вопрос о дележе имущества возмутил не только российского журналиста, но и всё российское правительство, да так, что пришлось направить Абхазии официальную ноту с требованием урегулировать жилищную проблему. Статья Перевозкиной, полная скрытых подтекстов, бесспорно, является предупреждением новоизбранному на второй срок «президенту», для того, чтобы был пересмотрен абхазский жилищный кодекс. А пересмотр, естественно, должен быть в пользу русских, так как не исключено, что находящиеся в Абхазии многочисленные российские военнослужащие сами «решат» этот вопрос, и тогда абхазы могут разделить судьбу грузинских беженцев.

    «В Абхазии русскоязычное население является самым незащищённым» – говорится в статье, и в деликатно- дипломатическом лавировании теряется ещё одна правда. На самом деле, смысл слова «русскоязычный» в Абхазии давно изменился, так как всё население стало русскоязычным, и государственным языком, фактически, является русский. Наряду с переселением тысяч семей российских военнослужащих, пользующихся «статусом защитников», этот вопрос вызывает справедливое возмущение абхазов. За этим может последовать серьёзное военное противостояние, тем более что после грузино-абхазского конфликта среди населения осталось большое количество оружия. Несколько лет назад сепаратистское правительство Багапша узаконило право на хранение оружия, и почти каждый абхаз получил статус резервиста для «защиты от грузин». Но совсем недавно, то же самое «правительство» призвало население сдать оружие. Началось проведение превентивных мероприятий.

    Кроме того, в правительстве Багапша готовится проект, согласно которому планируется массовое освобождение чиновников от занимаемых должностей. Данная «структурная реорганизация» в будущем послужит своеобразным фильтром для назначения про-российски настроенных кадров.

    Протест в Абхазии нарастает. Для абхазов становится всё более ясной российская захватническая политика (особенно, после признания независимости), новоизбранному марионеточному правительству, для разрядки напряжённости, действительно придётся выполнить требования России, а абхазскому народу – смириться или вести борьбу против политики, объявленной Путиным в своём обращении: «Абхазии достаточно признания России».

    http://kavkasia.ge/index.php?action=more&a…05&lang=rus

    ——————–

    Абхазия(Апсны)- это часть единной ГРУЗИИ. Мы любим Абхазию!
    Если есть что-то вечное, то это не для нас!

    http://www.antisochi.org

    Like

დატოვე კომენტარი