Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ახმეტ ზაკირი-რუსეთის იმპერია

ახმეტ ზაკირი, სათათრეთი

რუსეთის იმპერიის ისტორიულ ხლართებში

 

რუსეთის ოფიციალურ ისტორიაში ძნელია მოძებნო ისეთი ტერმინები, როგორიცაა “კოლონიზაცია”, “სხვისი მიწების მიტაცება”, “ოკუპაცია”, “აგრესია”, “კოლონიალური ომები”. მის ისტორიოგრაფიაში, როგორც წესი, გამოიყენება ტერმინი “შეერთება”, “რუსი მოახალშენეების მშვიდობიანი ქმედებები”.

ყოვლის შემძლე მრგვალ მაგიდებთან, დისპუტებზე, მიძღვნილს რუსეთის ჩამოყალიბებაზე, ისმის ხმამაღალი მტკიცება იმისა, რომ “მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არ იცნობს კოლონიას – არის რუსეთი”. აქედან მოყოლებული ღია ველიკოდერჟავული სიცრუე გახდა ქვაკუთხედი ეროვნული პოლიტიკისა, რომელსაც ატარებს თანამედროვე რუსეთის ყველა სახელისუფლო შტო.

მეორე თვითმპყრობლური სიცრუე რუსეთის ისტორიისა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და ელოდება საბოლოო გამოაშკარავების საათს, არის საშინელი მითი ე.წ. “თათარ-მონგოლთა უღელი რუსეთზე”. საშინელი იყო ის უღელი, რომლის დროსაც მიმდინარეობდა იმ დრომდე არარსებული ეკონომიკური, კულტურული აყვავება და პოლიტიკური კონსოლიდაცია რუსეთში, როდესაც ის იმყოფებოდა “უღლის” ქვეშ, ასწრებდა ეწარმოებინა დამპყრობლური ომები, მისი სამფლობელოების გასაფართოებლად, როდესაც მიმდინარეობდა გაცხოველებული ვაჭრობა ზღვისიქითა ქვეყნებთან, როდესაც შენდებოდა მართლმადიდებლური ტაძრების და მონასტრების დიდებული კომპლექსები – “ოქროს რგოლის” შედევრები, რომლებშიც აღავლენდნენ რუსეთის სადიდებელად ლოცვებს. რუსეთი შემართებით ასრულებდა მართლმადიდებლობის რელიგიურ წესებს ზარების “ჟოლოსებრი” ჟღერის თანხლებით.…დიახ, საშინელი უღელი, განა სიმართლე არაა? უღელი, რომლის დროსაც განხორციელდა ცალკეული სამთავროების გაერთიანება, ხელისუფლების ცენტრალიზაცია და რუსეთის სახელმწიფოებრიობის აღმოცენება (პირველად ისტორიაში).

ეჭვგარეშეა, ეს ბოდვითი მითი შექმნილი იყო რუსული თვითმპყრობელობის მიერ მათი დანაშაულობების, აურაცხელი ბოროტების დასაფარად, ჩადენილი რუსეთის მიერ მეზობელი არარუსი ხალხების წინააღმდეგ, მათი კოლონიური ომების მიმდინარეობისას. სიცოცხლისუნარიანობა ამ მითისა რუსი ხალხის შეგნებაში შეიძლება აიხსნას მხოლოდ ამ სიცრუის შეუჩერებელი რეანიმაციით სახელმწიფოებრივ დონეზე. ეს სამწუხაროდ გრძელდება დღემდის.

რუსეთის პოლიტიკური მოღვაწენი, ცდილობენ რა ნებისმიერ ფასად უგულველყონ ეროვნული რესპუბლიკების სუვერენიტეტი, ამტკიცებენ, რომ ევრაზიის უკიდეგანო სივრცეზე მათი რუსების მიერ დაპყრობის მომენტიდან, თითქოს და არ ყოფილიყვნენ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, არ ყოფილიყვნენ ხალხები – დამკვიდრებული ტრადიციის მატარებელნი, ხეტიალობდნენ იქ, „ველურ ველებში” მომთაბარე, ნახევრადველური ტომები, კერპებისა და ცეცხლის თაყვანისმცემელნი. განსაკუთრებულად შეუნელებელია მცდელობა ამ ბუსუსებიან-რასისტული თეორიის გამოყენება ვოლგისპირეთის, ურალის, ყაზახეთისა და ციმბირის ტერიტორიებთან მიმართებაში. ისტორია კი ცალსახად ადასტურებს, რომ ამ რეგიონებში რუსეთის შეჭრის მომენტისათვის არსებობდა მრავალი სახელმწიფო: ყაზანის, ასტრახანის, ყალმუხეთის, ციმბირის და სხვა სახანოები. სხვათაშორის, ციმბირის სახანო გადაჭიმული იყო ურალის ქედებიდან წყნარი ოკეანის სანაპიროებამდე.

რუსეთის პოლიტიკური მოღვაწეები გამუდმებით ცდილობენ საზოგადოებას და დასავლეთის ხელმძღვანელებს შთააგონონ აზრი იმპერიული კონცეფციის „ერთიანი და განუყოფელი რუსეთის” თითქოსდა კანონზომიერების შესახებ. მაგრამ, საპირისპიროს მოწმობს ისტორიული ფაქტები, მოვლენები. სხვას ამტკიცებს აგრეთვე ქრონოლოგია, შედგენილი ისტორიული მონაცემებით, დიდი და მცირე ენციკლოპედიებით. ამ მოკლე ქრონოლოგიას სხვაგვარად ვერ უწოდებ, როგორც ჟამთააღწერა რუსეთის იმპერიის – ხალხთა საპყრობილის, ბოროტებისა და სიცრუის იმპერიის ჩამოყალიბებისა, წარმოშობისა, შეუჩერებელი ცოცვისა.

ამრიგად, სრულყოფილი ილუსტრაციისთვის მკითხველის ყურადღებას წარვუდგენ ამონაწერებს ამ ენციკლოპედიიდან:

1346 – კომის მხარის მიწები აღმოჩნდნენ მოსკოვის სამთავროს უღლის ქვეშ.

1478 – კარელია შევიდა რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში.

1489 – ჩრდილოეთ უდმურტია შეუერთდა მოსკოვიას.

1552 წელს – განადგურებულ იქნა ყაზანის სახანო.

„1552 წლის 30 აგვისტოს – რუსეთის არმიამ განახორციელა ყაზანის ალყა”. ეს იყო რუსების მერვე თავდასხმა ყაზანზე მოყოლებული XV საუკუნის დასასრულიდან (1469, 1487, 1506, 1524, 1530, 1545, 1550). ბრძოლები დასრულდა 1552 წლის 2 ოქტომბერს. ქალაქში განხორციელდა საშინელი ხოცვა-ჟლეტა, როგორც კი რუსულმა სარდლობამ მიიღო გადაწყვეტილება მამაკაცების პირწმინდად განადგურებისა. ქალაქი საშინელ სანახაობას წარმოადგენდა: მძვინვარებდა ხანძარი, სახლები გაძარცვული იყო, ქუჩები – სავსე ცხედრებით, ყველგან სისხლის მდინარეები. ასეთი იყო გამარჯვებულის საშინელი ანგარიშსწორება დამარცხებულებზე. უდიდესი ქალაქის მამრი მოსახლეობა მთლიანად იქნა გაწყვეტილი. მამაკაცთაგან ცოცხალი მხოლოდ ერთი გადარჩა – იადიგარ ხანი. ქალებსაც არანაკლები სისასტიკით გაუსწორდნენ, განურჩევლად ასაკისა, დაწყებული პატარებიდან, გადაეცათ მთვრალ მოროდიორებს – 1500000 რუსული არმიის ჯარისკაცებს.

„დაპყრობილი ყაზანის მოსახლეობის სასტიკი გაჟლეტა შეადგენს ერთერთ უმძიმეს ფურცელთაგანს რუსეთის ისტორიისას. ასეთი კოლოსალური ადამიანური მსხვერპლის ჰეკტაკომბით (უაზრო, წინასწარგანზრახული გაჟლეტა ადამიანთა უდიდესი რაოდენობისა) დასრულდა ყაზანელების წინააღმდეგ “ქრისტესმოყვარულ მეომართა ჯვაროსნული ლაშქრობა”. ეს არის რუსეთის სახელმწიფოს პირველი გამოსვლა ტერიტორიების დაპყრობის გზაზე (მ. ხუდიაკოვი, ნარკვევები ყაზანის სახანოს ისტორიისა. გვ. 151-153, ყაზანი. 1990 წ.).

ყაზანის დაცემის შემდეგ, სხვა სახელმწიფოების ხალხთა დასაშინებლად, წინააღმდეგობისაკენ მიმართული მათი ნების გასატეხად, კოლონიზაციის შესამსუბუქებლად, რუსულმა მთავარსარდლობამ მიმართა სასტიკი ვანდალიზმის აქტს: ვოლგის დინების მიმართულებით მდინარეში ჩაუშვეს ყაზანის დაღუპული დამცველების ცხედართა მთებით დატვირთული ტივები.

არიელების, ჩუვაშების, მორდველების და სხვა ვოლგისპირეთის ძირეული ხალხების ბედი იყო არანაკლებ ტრაგიკული. დამამცირებელი ძალადობრივი ქრისტიანიზაცია, ტოტალური სასტიკი რუსიფიკაცია, ზედდართული კოლონიური ძარცვა იქცა ამ ხალხების ბედისწერად საუკუნეთა განმავლობაში, კომუნისტური უკანონობის პერიოდის ჩათვლით.

ყაზანის დაცემამ შექმნა პირობები ციმბირის ფართომაშტაბიანი კოლონიზაციისა. ასე დაიწყო საუკუნეთა განმავლობაში რუსთა სვლა ალასკამდე, აღმოსავლეთამდე, თანამედროვე საზღვრებამდე სამხრეთითა და დასავლეთით. თავიანთ გზაზე რუსები “ცეცხლითა და მახვილით” ანადგურებდნენ მთელს სახელმწიფოებს, ხალხებს, თავიანთი ძარძვა გლეჯის დაგვირგვინებითა და კაცობრიობის ისტორიაში არნახული სისხლიანი თავხედობით ხალხების ძალადობრივი გაქრისტიანებით, დაუმორჩილებელთა დედაწულიანად განადგურების საშიშროებით.

რუსეთის ჯარების სასტიკი დანაშაულებები ისეთი შემაძრწუნებელი და იმდენად უჩვეულო იყო შუასაუკუნეებისთვის, რომ რომის პაპი იძულებული გახდა მიემართა რუსთა ხელმწიფისთვის ეპისტოლეთი, ქრისტეანთათვის ამდენი უაზრო, სასტიკი ბოროტმოქმედების ჩადენის დაუშვებლობის შესახებ. მაგრამ ამ მიმართვას მდგომარეობა არ შეუცვლია.

1556 წელი – “ასტრახანის სახანო ადვილად იქნა დაპყრობილი და მიერთებული რუსეთის სახელმწიფოს” (მსე ტ. I გვ. 609).

1557 წელი – ბაშკირული ტომები შეძრწუნებულები არიან ყაზანის ტრაგიკული ბედით, „ნებაყოფლობითი მიღება” რუსული ქვეშემრდომობისა, უფრო კი „გასინჯეს რა ეს ქვეშევრდომობა, ამხედრდნენ რუს დამპყრობელთა წინააღმდეგ საბრძოლველად. ბაშკირთა მძლავრი ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობა ასწლეულების მანძილზე ისტორიაში შევიდა, როგორც „ბაშკირული აჯანყებები” (დსე ტ. 111. გვ. 60).

1557 წელი – უდმურტეთი სრულიად იქნა მიერთებული რუსულ სახელმწიფოსთან, ადიღეა დაპყრობილ იქნა რუსეთის ჯარების მიერ.

1558 წელი – „რუსული ჯარების შეტევამ ციმბირის სახანო მიიყვანა განადგურებამდე” (მსე ტ. 111 გვ. 455).

1630 წელი – „30-40-იან წლებში დაიწყო რუსული ჯარების გაჭრა ბაიკალისპირეთში, ბურიატიის მიერთება დასრულდა 1630 წელს, რომელიც გაფორმდა ნერჩინსკის მოლაპარაკებით 1689 წელს” (დსე ტ. I უ, გვ. 146). იაკუტია დაკავებულია რუსული ჯარების მიერ (დსე ტ. 30, გვ. 49).

1654 წელი – პერეიასლავის რადის მიერ უკრაინის რუსული სახელმწიფოს წიაღში „ნებაყოფლობით შესვლის შესახებ” გამოცხადება. რუსეთ-პოლონეთის 1654-1667 ომის შედეგად ანდურის მორიგების მიხედვით 1667 წელს უკრაინის მარცხენა სანაპირო და კიევი მიმდებარე ტერიტორიებით მიემაგრა რუსულ ტახტს.

1721 წელი – ესტონეთი, აგრეთვე ვიძემე, თანახმად ნიშტადტის „მშვიდობიანი” მოლაპარაკებით, მიუერთდნენ რუსეთს, ხოლო რეჩპოსპოლიტის გაყოფის შემდეგ მას ჩამოშორდა აგრეთვე ლატვიის ტერიტორიის ნარჩენები.

ძვირად დაუჯდა ბალტიისპირელ ხალხებს პეტრე I მიერ გაჭრილი „ფანჯარა ევროპაში”, 20 წელზე მეტი ხანი მიმდინარეობდა ჩრდილოეთის დამპყრობლური ომი რუსეთის ზღვაზე გასვლისათვის. და ეს ფანჯარა მრავალგზის გაიწმინდა ბალტიისპირელების სისხლითა და ცრემლებით.

1731 წელი – ყაზახეთის უკიდეგანო სტეპებში გამოჩნდნენ რუსული ჯარები და დაიწყო ყაზახი ხალხის „ნებაყოფლობითი შესვლა” რუსულ იმპერიაში. XVIII საუკუნის 60-იან წლებში დასრულდა ყაზახური მიწების დაპყრობა რუსების მიერ. რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში მტკიცედ მუშავდებოდა გეგმა ყაზახი ხალხის ტოტალური ძალმომრეობითი მონათვლისა, რუსეთის შემდგომი ახალი რეგიონის – ყვითელი რუსეთისა. და მხოლოდ პირველი იმპერიალისტური ომის დაწყებამ უშველა ყაზახ ხალხს მორალურ-ღირსებითი, სულიერი გენოციდისაგან. ჩაიშალა რუსული თვითმპყრობელობის ამ მხეცური მიზნების განხორციელება.

1742 წელი – ყარაყალპაყეთი მოექცა პროტექტორატის ქვეშ, 1873 წელს კი შევიდა რუსეთის შემადგენლობაში.

1756 წელი – მთიანი ალტაი, “თავისი ხალხის ნების დაკმაკოფილებით” შევიდა რუსეთის შემადგენლობაში.

1771 წელი – ყალმუხეთის სახანომ შეწყვიტა არსებობა “რუსეთის ასტრახანის გუბერნიის ჩაყლაპვით”.

1772 წელი – რეჩ პოსპოლიტის სამად გაყოფის შედეგად ბელორუსული მიწები მიეკუთვნა რუსეთს.

1774 წელი – ოსეთი, დიდი და მცირე ყაბარდო დაპყრობილია რუსული ჯარებით.

1783 წელი – დაპყრობილ იქნა ყირიმი, – საქართველო აღმოჩნდა რუსეთის პროტექტორატის ქვეშ.

1793 წელი – იასის ხელშეკრულებით რეჩპოსპოლიტის დაყოფის შემდეგ მოლდოვას მარცხენა სანაპირო მიუერთდა რუსეთს.

1795 წელი – ლიტვის დიდი ნაწილი დაპყრობილია რუსეთის ჯარების მიერ.

1801 წელი – აღმოსავლეთი საქართველო და დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი შევიდნენ რუსეთის შემადგენლობაში (დსე ტ. X შ. გვ. 40) – დაიწყო რუსული ჯარების მიერ აღმოსავლეთ სომხეთის დაპყრობა.

1805 წელი – ყარაბახის სახანო მიუერთდა რუსეთს.

1810 წელი – ინგუშეთი დაპყრობილ იქნა რუსების მიერ.

1812 წელი – ბუქარესტის ხელშეკრულების შედეგად ბესარაბია მიუერთდა რუსეთს.

1813 წელი – კავკასიის დამოუკიდებელი ხალხების წინააღმდეგ რუსეთის კოლონიალური ომების წარმოებისას გულისტანის ხელშეკრულების შემდეგ რუსეთს მიუერთდნენ ბაქოს, განჯის, ყუბანის, შირვანის ტებრიზის, დაღესტნის და მთელი რიგი სხვა სახანოები. რუსულმა თვითმყრობელობამ ხიშტებით მოიტანა უსამართლობა და სიღატაკე, ცრემლისა და სისხლის ზღვა. ეკონომიკური ძარცვა, პოლიტიკური და სასულიერო ჩაგვრა, საუკუნოვანი წესების, ტრადიციების აბუჩად აგდება აღმოსავლეთის მუსულმანური ხალხებისა. რუსეთის იმპერიის არცერთ რეგიონს არ უწვნევია თავის თავზე კოლონიალური პოლიტიკის ისეთი სავალალო შედეგები, როგორც იმიერ კავკასიამ და ჩრდილოეთ კავკასიამ. მოსკოვის ბილწი პოლიტიკის – “დაყავი და იბატონეს”- ტრაგიკული შედეგები ზვავივით იზრდება მეორე კავკასიური ომისთვის რეალური წინაპირობების შექმნით. სად არის რუსი პოლიტიკოსების პირფერობის, ორპირობის, სიბილწის ზღვარი? ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გაუარესების მიზნით არარუს ხალხებში ეთნოსთა შორის შეჯახების პროვოცირებით, ისინი ცალი ხელით გასცემენ მეომარ მხარეებზე იარაღს, მეორე ხელით ხელს აწერენ შუამავლისა და მშვიდობისმყოფელის ნიღაბს ამოფარებულნი.

1815 წელი – ლიტვა მთლიანად იქნა დაპყრობილი რუსეთის მიერ.

1829 წელი – რუსული ჯარები მუხანათურად დაესხნენ თავს ჩეჩნეთის მიწას და აულებს. სასტიკი, უთანასწორო, სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ 1859 წელს ჩეჩნეთი სრულიად იქნა დაპყრობილი რუსეთის მიერ. ამაყი, თავისუფლებისმოყვარე ჩეჩენი ხალხი თავისი ლეგენდარული იმამ შამილის მწვანე დროშის ქვეშ უწევდა მედგარ წინააღმდეგობას რუსეთის იმპერიის უზარმაზარ ძალას ოცდაათ წელზე მეტ ხანს. იმამ შამილი იქნა დატყვევებული, მაგრამ არა გატეხილი. ის გასახლებულ იქნა რუსეთის თვითმპყრობელობის მიერ და გარდაიცვალა მისი უწმინდესი სამშობლოსაგან შორს. მას შემდეგ გაიარა მრავალმა წელმა, მაგრამ ახსოვთ რა შამილის ანდერძი, ჩეჩნეთი აგრძელებს რუსეთის “ფედერაციის” იმპერიის კოლონიალური უღლისაგან განთავისუფლებისთვის ბრძოლას.

1863 წელი – ჩრდილოეთ ყირგიზეთი “შევიდა” რუსეთის შემადგენლობაში.

1864 წელი – დასრულდა დასავლეთ საქართველოს დაპყრობა.

1868 წელი – ბუხარის სახანო მოექცა რუსეთის პროტექტორატის ქვეშ.

1873 წელი – ხივის სახანო დაპყრობილ იქნა რუსული ჯარების მიერ.

1875 წელი – კოკანდის სახანო მიუერთდა რუსეთს.

1876 წელი – სამხრეთი ყირგიზეთი მიუერთდა ჩრდილოეთს, ერთიანად კი რუსეთს.

1878 წელი – აჭარა დაპყრობილ იქნა რუსეთის მიერ.

1885 წელი – საბოლოოდ დასრულდა თურქმენეთის მიტაცება.

1919 წელი – ტუვის მხარე მოექცა რუსეთის პროტექტორატის ქვეშ. 30 წლის შემდეგ კი ტუვის სახალხო რესპუბლიკა “მშორმელთა თხოვნით” შევიდა სსრკ-ს შემადგენლობაში.

1940 წელი – “ფინეთის” სამარცხვინო ომის შემდეგ, გაჩაღებული რუსეთის მიერ, თითქოსდა ლენინგრადის უსაფრთხოების მიზნით, ფინეთის ქალაქი ვიპპური (ვიბორგი) და ფინეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი მიუერთდა რსფსრ-ს. საბჭოთა არმიის მიერ ოკუპირებული იქნენ ლატვია, ლიტვა და ესტონეთი ჰიტლერულ გერმანიასთან სამარცხვინო გარიგების შედეგად. ფაშისტური გერმანიისა და სსრკ-ს შეთქმულების შედეგად დასავლეთ უკრაინა და დასავლეთ ბელორუსია მიუერთდნენ რუსეთს. ჰიტლერის მორიგი მოწყალება კრემლისათვის – ბესარაბია და ბუკოვინა “განთავისუფლებულია” წითელი არმიის მიერ.

1945 წელი – აღმოსავლეთ პრუსიის ნაწილი ქალაქ კენინგსბერგით “შევიდნენ” რსფსრ-ს შემადგელობაში. სამხრეთი სახალინი და ძირძველი იაპონური მიწები – კურილიის კუნძულები ოკუპირებულ იქნენ რუსეთის მიერ.

1979-1989 წლები – მშვიდობიანმა, მეგობრული ავღანეთმა, მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებით დაკავშირებულმა რუსეთთან, განიცადა მოსკოვის მოღალატური აგრესია. ათწლოვანი არაადამიანური ომის მსვლელობის შედეგად რუსეთის მთავარსარდლობის მიერ “გადამწვარი მიწის” ტაქტიკის გამოყენებით მოკლულ იქნა ამ ქვეყნის მილიონზე მეტი მოქალაქე. მრავალი ქალაქი და ყიშლაყი ნანგრევებად იქცა. ავღანური ომი – ერთერთი სამარცხვინო ფურცელია თანამდეროვე რუსეთის ისტორიაში.

ამგვარად, შეუჩერებელი კოლონიალური, სხვისი მიწების დამპყრობლური ომების შედეგად იქმნებოდა რუსეთის იმპერია.

მაგრამ, ამავე დროს შეიქმნა მითი “ათასწლოვანი რუსეთისა – მშველელისა, მშვიდობისმყოფელისა, ხალხთა და ერთა დედისა”. იმპერიული მითი ხალხთა მოსატყუებლად და დაფარული ოთხასწლოვანი რუსული აგრესიისა, მთელი რიგი სახელმწიფოებისა და ხალხების დამონებისა და ძარცვისა. და რა მიიღეს ხალხებმა, “ათასწლოვანი რუსეთის – გადამრჩენელისაგან” დამონებულებმა? ის, რომ ყველა არარუსი ხალხი, უკრაინელებისა და ბელორუსების ჩათვლით, მივიდნენ სულიერი გარდაცვალების საშიშ ხაზთან, მშობლიური ენის, ეროვნული კულტურის, საუკუნოვანი წესებისა და ტრადიციების დაკარგვით, თავიანთი სახელმწიფოებრიობის დაკარგვით. ამას გარდა, ბევრი არარუსი ხალხი განდევნილ იქნენ თავიანთი ძირძველი მიწიდან, განიცადეს დეპორტაცია, რომელსაც თან ახლდა მათი უდიდესი ნაწილის ფიზიკური განადგურება.

1940 წლის ბალტიისპირეთის ხალხების და დასავლეთ უკრაინისა და დასავლეთ ბელორუსიის “განთავისუფლებული” ოლქების შერჩევითი დეპორტაცია, რომელიც მზარდი მაშტაბებით განმეორდა 1945 წელს, მაგრამ ამჯერად ჯოჯოხეთური წამების მეშვეობით “არქიპელაგ გულაგის” საინფლატაციო ბანაკებში.

1941 წელი – დედაწულიანი დეპორტაცია ვოლგისპირელი გერმანელებისა მათი სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაციით, რომელიც დრემდე არ აღდგენილა. ასეთივე ტრაგედია განიცადა თავისუფლებისმოყვარე ყალმუხეთის ხალხმა.

1942 წელი – შეიქმნა დოკუმენტი, საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლ.) ცკ-ს პოლიტბიუროს მიერ განხილული და მიღებული “ყაზანელი თათრების დეპორტაციის და მათი სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაციის შესახებ” სტალინგრადის დაცემის შემთხვევაში და ფრონტის გადატანა ვოლგის იქით, მის მარცხენა სანაპიროზე. სტალინგრადთან ფაშისტური გერმანიის განადგურებით, სათათრეთში უზარმაზარი სამხედრო მრეწველობის კონცენტრაციით, საბჭოთა არმიის სურსათის, სამოსით, საბრძოლო მარაგით, ტექნიკის უკეთესი მომაგრგების შესაძლებლობებით აიძულა მოსკოვი უარი ეთქვა მის მორიგ გენოციდზე.

1944 წელი – კავკასიის მუსულმანი ხალხების დედაწულიანი დეპორტაცია, დარბევების, ძარცვის, დახვრეტების, ადამიანთა დაწვის თანხლებით, რომლებიც ცდილობდნენ თავი დაეღწიათ დეპორტაციისაგან, – ტოტალური დეპორტაცია ყირიმელი თათრებისა, სამამულო ომის მონაწილეთა ჩათვლით, მთელი ხალხის ფაშისტ ოკუპანტებთან თანამშრომლობის ბრალდების თანხლებით. ამ უპრეცენდენტო ანგარიშწორების შედეგად ყირიმელი თათრები შეიქმნენ სიტორიაში არნახული უსასტიკესი გენოციდის მსხვერპლნი. დეპორტირებული თათრების დაახლოებით ნახევარი დაიღუპა სიცივისა და შიმშილისაგან ეშელონების მსვლელობის დროს, რომლებიც შედგენილი იყო ცხოველთა ვაგონებით, სრულიად დახშულნი, საჭმელ-სასმელის გარეშე. ამ არაადამიანურობამ შესძრა მსოფლიო. დღემდე არ არის ყირიმელ თათართა სახელმწიფოებრიობა აღდგენილი, მათ აკრძალული აქვთ ზღვისპირეთში, ქალაქებში ცხოვრება, საიდანაც ისინი განდევნილ იქნენ. მათ ასახლებენ ცუდ, მეურნეობისათვის გამოუსადეგარ სტეპების რეგიონების მიწებზე.

ეროვნული საკითხების შესახებ დატრიალებულ პოლემიკაში, რუსეთის ხალხების არათანაბარმნიშვნელოვანი ბედის შესახებ კამათისას არცთუ იშვიათად შეიძლება გავიგონოთ, რომ, ასე ვთქვათ, აგრეთვე რუსი ხალხიც დაზარალდა. ამის დროს ჩვეულებრივად ეყრდნობიან ეკონომიკურ სიდუხჭირეს, 30-იანი წლების საყოველთაო რეპრესიებს, ივიწყებენ, რაც საყოველთაო უბედურება იყო გამონაკლისის გარეშე. მაგრამ რუსი ხალხი არასოდეს განიცდიდა გამუდმებულ, დამამცირებელ სულიერ დისკრიმინაციულ ჩაგვრას, რომლის შედეგადაც არარუს ხალხებისთვის მშობლიური ენა საზოგადოებრივი ცხოვრების, სახელმწიფო საქმისწაროების ყველა დონიდან და ეკონომიკური საქმიანობის სფეროდან, ხალხთა შორის ურთიერთობებიდან. მრავალსაუკუნოვანი დისკრიმინაციის შედეგად არარუსი ხალხების მშობლიური ენა გადაიქვა სამზარეულო-საბაზრო ჟარგონად სრული გადაშენების მოახლოებული პერსპექტივით. არარუსი ხალხის წარმომადგენლებისთვის დაკეტილი იყო უმაღლესი განათლების მისასვლელი მეტნაკლებად პრესტიჟული პროფესიებისა რუსული ენის კარგი ცოდნის გარეშე. რიცხვი ეროვნული სკოლებისა მკაცრად იყო შემცირებული, ქალაქებში კი ისინი ლიკვიდირებული იყო “მშრომელი მშობლების თხოვნით”. მკაცრად იყო შეზღუდული ეროვნული ენების გამოყენება საინფორმაციო საშუალებებში, როგორც ცენტრალურ ასევე რეგიონალურში. არარუსი ხალხებისთვის არ იყო საბავშვო დაწესებულებები (ბავშვთა ბაგები და ბაღები) მშობლიურ ენაზე. ამას გარდა ამ დაწესებულებების აღმზრდელები (ჩვეულებრივ რუსები), მტკიცედ მოითხოვდნენ, რომ ბავშვებთან სახლში არ ესაუბრათ მშობლიურ ენაზე, თითქოსდა ხელი არ შეეშალათ მათთვის რუსული ენის ათვისებაში. მუსულმან ხალხებს არაერთხელ, ძალისმიერად შეუცვალეს დამწერლობა და საბოლოოდ თავს მოახვიეს კირილიცა, მათი ფონეტიკისთვის, ენობრივი არტიკულაციისთვის გამოუსადეგარი, მათი ენების გამამრუდებელი და დამამსხვრეველი დღევანდელ დღემდე. საუკუნოვანი ჩვეულებები და ტრადიციები მიჩნეული იყო რაღაც რეაქციულად, მომავალი თაობების არზრდისათვის მიუღებლად, და სამართლებრივი დასჯის მუქარით იკრძალებოდა. სისტემატიურად მახინჯდებოდა არარუსი ხალხების ისტორია, მტკიცდებოდა, რომ მათი ნამდვილი ისტორია სათავეს იღებდა რუსეთთან შეერთების მომენტიდან. ოფიციალური ტრიბუნებიდან საზეიმოდ ცხადდებოდა, რომ “რაც უფრო მალე ალაპარაკდება ყველა ხალხი რუსულ ენაზე, მით უფრო მალე აშენდებოდა ნათელი მომავალი”.

ხალხების ნებისმიერი მცირედი გამოვლინება ეროვნული თვითშეგნებისა უმოწყალოდ ცხადდებოდა ნაციონალიზმად, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ დანაშაულად. უცერემონიოდ, ყოველგვარი საბაბით, და საბაბის გარეშეც, იგნორირებული, შეურაცხყოფილი იყო ღირსება არარუსი ხალხისა, უპირატესობა ენიჭებოდა ყოველგვარ რუსულს. ამის შედეგად მიდიოდნენ აბსურდებამდე, განადიდებდნენ “რუსულ სულს”, “რუსულ სიმამაცეს”, “აქებდნენ “რუსულ ზამთარს”, “რუსულ არყის ხეს”, “რუსულ ვოლგას”, რათა საუკუნოდ განემტკიცებინათ ყოველგვარი რუსულის პრიორიტეტი.

ნებით თუ უნებლიედ, ფაქტიურად სახელმწიფოებრივ დონეზე, კულტივირებული იყო ყოველივე არარუსულისადმი შეურიგებლობა. ამის შესახებ სრულიად დამაჯერებლად მოწმობს ჩრდილოეთის, ციმბირის, შორეული აღმოსავლეთის ძირძველი მოსახლეობის ბედი, რომლებიც აღმოჩნდნენ სიკვდილის ზრვარის წინაშე “ცივილიზაციის ნაყოფის” შედეგად, რომელიც მათში “უფროსმა ძმამ” შეიტანა საცხოვრებელი გარემოს მსხვრევით – ეკონომიკური აგრესიით “საუკუნის მშენებლობათა”, კოლონიური ძარცვის, მათი ტრადიციების, ჩვეულებების მსხვრევის, არასრულფასოვანი, არატრადიციული კვების, დაუნდობელი ექსპლუატაციის, მათი შრომის არასავალდებულო შეცვლის, დაავადებების: ჭლექის, ავიტამინოზის, ვენერიული დაავადებების (ადრე ამ მხარეებისთვის უცნობი), პროფესიული დაავადებების, ალკოჰოლიზმის შედეგად.

მაგრამ რითი ავხსნათ “სახელმწიფოებრივი და საყოფაცხოვრებო ანტისემიტიზმის ისტორიული ხავერდოვანი “თაიგული”, რომელიც შეიქმნა მიზეზად თავისი მასშტაბებით არნახული ებრაული ემიგრაციისა რუსეთიდან? განა არ დარჩება ეს საუკუნოდ მსოფლიო ისტორიაში რუსი ერის სირცხვილად?

მოსკოვური კრემლის სცენარის მიხედვით ხელოვნურად შექმნილი სასკვდილო შიმშილობა და გენოციდი, რომელმაც 30-იან წლებში მრავალტანჯული უკრაინა მოიცვა, რომელმაც შრომისმოყვარე პურის მომყვანი, მშრომელი ინტელიგენტის – უკრაინის თავისუფლებისათვის დაცემული მებრძოლების – მილიონობით სიცოცხლე წარიტანა თან?

განა შეიძლება გამართლდეს მასიური დახვრეტები პოლონელი ხალხის ელიტის – ოფიცერთა კორპუსის, რუსეთში მუხანათურად განადგურებულებისა?

ან რითი აიხსნება 1957 წელს ჩელიაბინსკის ოლქში საწარმო მაიაკში ატომური აფეთქების შემდეგ დაზარალებული სოფლების მაცხოვრებელთა შერჩევითი გადასახლება-ევაკუაცია? მაშინ, როდესაც სათათრეთისა და ბაშკირეთის სოფლების მაცხოვრებლები თავიანთ სოფლებში დატოვეს ყოველგვარი დახმარების გარეშე. რუსებით დასახლებული სოფლები დაუყოვნებლივ იქნენ ევაკუირებულნი. მათი სოფლები მოასწორა ბულდოზერმა. თათრულ და ბაშკირულ სოფლებში დღემდის კატასტროფულად მაღალია რადიაციული ფონი, ბევრად მეტი, ვიდრე ჩერნობილის აეს-ის რეგიონებში. შემთხვევით არ იღუპებიან ამ სოფლების მცხოვრებლები არმიღწეული თავიანთი ცხოვრების ორმოც წელს. ამაზე დარდიანად მეტყველებენ მათი საფლავის მდუმარე ქვები. რუს ხალხს არ განუცდია თავისი ერის საშინელი ინტელექტუალური სტერილიზაცია, როგორიც ეს სხვა ხალხებში იყო, რომელთა ინტელიგენცია მეთოდურად და მიზანმიმართულად დედაწულიანად იქნა ბრალდებული დაუსაბუთებელ ნაციონალიზმში.

რუს ხალხს არასოდეს რგებია ხვედრად დეპორტაციის საშინელებები. მისთვის არ წაურთმევიათ საკუთარი სახელმწიფოებრიობა, მას არასდროს ახვევდნენ თავს სხვის კულტურას, ენას და რელიგიას.

ამავე დროს რუსული თვითმპყრობელობა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელებით მუდმივად აწარმოებდა ძალმომრეობით ქრისტიანიზაციას – სხვადასხვა აღმსარებლობების ხალხთა ნათლობას. ამასთან, დამატებით მათი კულტურული ნაგებობების, ტაძრების, სასაფლაოების ბარბაროსული განადგურებით, საფლავის ქვების ქრისტიანული ეკლესიების სამშენებლო მასალად გამოყენებით.… სად, მსოფლიოს რომელ სახელმწიფოში შეხვდებით ასეთ ვანდალიზმს? არარუსი ხალხის რელიგიური მოღვაწენი განიცდიდნენ სასტიკ რეპრესიებს და ფაქტიურად სრულიად იქნენ განადგურებულნი. აი ის, ქრისტიანული გულმოწყალება, შემწყნარებლობა.

ყაზანის სახანოს დაცემის შემდეგ თათარი ხალხის რელიგიური მოღვაწეები განიცდიდნენ საშინელ დევნას, ნადგურდებოდა მეჩეთები. ისე, როგორც იმპერატრიცა ელიზავეტა პეტრეს ასულის 1742 წლის 19 ნოემბრის ბრძანებით, გუბერნიაში უმალვე იქნა დანგრეული 500 მეჩეთზე მეტი. ეს ბოროტება განხორციელდა მისი გამეფების მეორე წელს და იყო გაგრძელება მისი მამის, პეტრე I პოლიტიკისა არარუს ხალხთან მიმართებაში. კერძოდ, მას ეკუთვნის სიტყვები, წარმოთქმული მის მიერ ყაზანში სპარსეთის ლაშქრობის სამზადისისას, რომ “ყოფილი ყაზანის სახანოს მიწები, სადაც ჯერ კიდევ სახლობენ თათრები, არის ავთვისებიანი სიმსივნე რუსეთის იმპერიის სხეულზე! განა ეს განწყობილებები დღესაც არ დანავარდობენ მოსკოვის ხელისუფლებისა და თეთრი სახლის დერეფნებში?

ყველა ზემოთჩამონათვალი – არასრული სიაა „ხალხთა მეგობრობის” ტრაგიკული შედეგებისა რუსეთის იმპერიის ციხეთა და ბანაკთა ლაბირინთებში, რომელიც სლავიანური ტრიუმვირატის მიერ 1991 წელს გამოცხადებულ იქნა „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობად”.

 

http://iberiana.webs.com/mtavari_problema.htm

 

 

3 Responses to “• ახმეტ ზაკირი-რუსეთის იმპერია”

  1. glazier said

    ar wamikitxia 😀

    Like

  2. საქართველოსაც უნდა ემოქმედა ადრე რუსებივით და ეხლა საქართველო რუსეთის ტოლი არა მაგრამ ოსმალეთის იმპერიის ტოლი კი მნამდვილად იქნებოდა, არადა ამ დროს ამის შესაძლებლობა ჰქონდა , მაგრამ ეს თავადები… მათ დაატრიალეს ისტორიის ჩარხი უკუღმა თავისი ვიქრო ინტერესებიდან გამომდინარე აი ზუსტად ისე ეხლა საქართველოს “ვაი მთავრობა” რომ იქცევა მისი მეთაურით “მიხეილ მშიშარათი”(ანუ დავით მეოთხეს რომ ედრება სინამდვილეში აღმაშენებელი კი არა დამანგრეველი და მშიშარაა!!!

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s