Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•ოსების “მოღვაწეობა” ХХ ს. 20-იან წ.

♥ სამაჩაბლო – Samachablo

 

ვასილ კვირიკაშვილი

ექსპერტთა კლუბი

ვინ ვინ არის: შიდა ქართლის ოსების “მოღვაწეობა” ХХ საუკუნის 20-იან წლებში

 

საქართველოში მცხოვრები ოსების მიმართ საბჭოთა რუსეთის ხელისუფალთა დაკვეთამ – ქართული სახელმწიფოს დამხობის მიზნით, ქვეყნის საომარ მდგომარეობაში შეგნებულად ჩაყენება – პრინციპულად დააყენა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ქართველი ერის ფიზიკურად გადარჩენის საკითხი. მითუმეტეს, რომ იმ დროისათვის საქართველოში რეალურად არსებობდა სამოქალაქო ომის გაჩაღებისა და მისი პერმანენტულად გაგრძელების საშიშროება. თუ რამდენად აღიქვამდა მე–ХХ საუკუნის 20-იან წლებში მაშინდელი ქართული პოლიტიკური სპექტრი ოსების მხრიდან ქვეყნისთვის თავსმოხვეულ ზემოაღნიშნულ საფრთხეს, კარგად ჩანს იმ პერიოდის პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებული პუბლიკაციებიდან.

ამ მხრივ, განსაკუთრებულ ყურადღებას გ.გოლლენდის ფსევდონიმით გამოქვეყნებული სტატია «აგრარული ანარქია» იქცევს. “ყოველი ქართველი – ვკითხულობთ წერილში – უნდა ცდილობდეს საქართველოს ფიზიკურად დაცვას. თუ სამოქალაქო ომში ერთმანეთის ხოცვა დავიწყეთ, მაშინ რაღად გვინდა ან ეროვნული თავისუფლება, ან რომელიმე სოციალური იდეალის განხორციელება. ერთიმეორის შინაგან ბრძოლაში გაჟლეტილ ერს, არც პირველი ესაჭიროება და არც მეორე… ერმა, რომლის ბედი “ბეწვზე ჰკიდია”, ჯერ თავი უნდა დაიმკვიდროს და განიმტკიცოს, ხოლო ამის შემდეგ ექნება მას შემოქმედებითი შენების შესაძლებლობა… თუ ერი სოციალურ წინააღმდეგობათა გაღრმავებას გაჰყვა, მისი დაღუპვა გარდუვალი იქნება, იგი ამ გაღრმავების პროცესს თან გადაჰყვება”.

აღნიშნული ამონაწერის მიხედვით, ქართველი ერის იმ ეტაპზე გადარჩენის ერთ-ერთ ძირითად საშუალებად, ქვეყნის შიგნით არსებული შიდადაპირისპირების აღმოფხვრაა მიჩნეული. ამ თვალსაზრისს მაშინდელი ქართული პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობა იზიარებდა. ამიტომ, გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს, როცა დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებამ სეპარატიზმისა და სამოქალაქო ომის გამჩაღებელთა წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა რომ დაიწყო. ამ ფონზე ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეთა წინაშე პირველ რიგში ოსებისდმი დამოკიდებულების გადახედვის საკითხი პრინციპულად დაისვა. ქვეყანაში შექმნილი ურთულესი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ისინი დილემის წინაშე აღმოჩნდნენ იმ თვალსაზრისით, რომ იმ ეტაპზე ჯერ კიდევ გარკვეული არ ქონდათ თუ რა საშუალებებით შეიძლებოდა ოსური წყლულისგან საქართველოს სხეულის განკურნება.

ეს ურთულესი საკითხი ქართული პოლიტიკური სპექტრის მსჯელობის ერთ-ერთ ძირითად საგანს წარმოადგენდა. ამ მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება იმანაც განაპირობა, რომ ოსები ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ისევ აგრძელებდნენ და კრიტიკულ მომენტში ქართველ ერს ზურგში გალესილ მახვილს სცემდნენ. ამ რეალობიდან გამომდინარე, ისეთი გონივრული გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს შიდაუსაფრთხოების გარანტიას შეუქმნიდა. ამ თვალსაზრისით თუკი მივუდგებით საკითხს, ნებისმიერი პოლიტიკური მოღვაწე პრობლემის გადაწყვეტისას უდიდესი სირთულის წინაშე აღმოჩნდებოდა. მხედველობაშია მისაღები შიდა ქართლში სოლივით შემოჭრილი ოსების დასახლებების განლაგება.

აღნიშნულის გათვალისწინებიდან გამომდინარე, ეროვნულ-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერის შ.ქარუმიძის მიერ ეროვნული საბჭოს 1918 წლის აგვისტოს სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებამ – “ოსები საბედისწერო მუწუკია ჩვენს ტანზე და იგი როგორც ასეთი აუცილებლად უნდა მოვიშოროთ”, – სოციალისტ-რევოლუციონერის მ.ფაჩუაშვილის გაღიზიანება გამოიწვია. მისი მტკიცებით, შ.ქარუმიძის მიერ შემოთავაზებული წინადადების განხორციელება, ქართველებსა და ოსებს შორის შუღლის გაღრმავების საფუძველი გახდებოდა. ხოლო ი.ფარნიევის მტკიცებით, ეროვნულ-დემოკრატებს ოსებისათვის საქართველოს მთავრობის შეძულება სურდა. ამ შემთხვევაში მ.ფაჩუაშვილი და ი.ფარნიევი აშკარად ტყუოდნენ, რადგან ოსებმა თავიანთი პრაქტიკული საქმიანობითა და ოფიციალური განცხადებებით, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ერისადმი სიძულვილი პრაქტიკულად უკვე დაადასტურეს. არსებული ვითარება პრობლემისადმი ობიექტურ მიდგომას და შექმნილი სინამდვილის აღიარებას მოითხოვდა.

ოსების უმადურობისა და ამ სინამდვილისადმი ქართული პოლიტიკური პარტიების უარყოფითი დამოკიდებულების წარმოჩენის მიზნით, იმ პერიოდის პრესის ფურცლებზე დაბეჭდილი სტატიებიდან რამდენიმე ამონარიდს შევთავაზებთ მკითხველ საზოგადოებას, სადაც ოსების “ნაღვაწის” ობიექტური შეფასებაა მოცემული. ამ მხრივ განსაკუთრებულ ინტერესს გაზეთ «ერთობაში» დაბეჭდილი მოწინავე სტატია “ოსების გამოსვლები” იქცევს. “საქართველოში მცხოვრებმა ოსებმა – ვკითხულობთ წერილში, ყოველივე მიიღეს რევოლუციიდან, რის მიღებაც შეიძლებოდა: მიწა–წყალი, ტყე–საძოვარი და თავისუფლება. ეს უდიდესი განძია, რომელიც მოგვცა რევოლუციამ. მაგრამ მთის ხალხს არ შეუძლია მიხვდეს ამ წყალობას, რომელიც მიანიჭა განახლებულმა ცხოვრებამ”.

ამ ფონზე თუკი განვიხილავთ საქართველოს ოსების მიერ ქართველ ერთან მიმართებაში გაწეულ “დამსახურებას” დავრწმუნდებით, რომ ისინი საქართველოსათვის დანამატ პარაზიტებად იყნენ ქცეულნი. ჩვენი ეს განცხადება მიუტევებელ ბრალდებად რომ არ ჩაგვეთვალოს, ამის დამადასტურებლად გაზეთ «სახალხო საქმეში» ახალგორელის ფსევდონიმით დაბეჭდილი სტატიიდან «ოსური საფრთხე» შესაბამის ამონაწერს მოვიტანთ და თავად მკითხველმა განსაჯოს თუ რა როლს ასრულებდნენ ოსები იმ პერიოდის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. “სწორედ მაშინ – ვკითხულობთ წერილში – როცა გარეშე საფრთხე აღიმართებოდა, ასეთ კრიტიკულ მომენტში ჩვენ არ გვახსოვს, რომ საქართველოს ქვეშევრდომ ოსობას რაიმე მონაწილეობა მიეღოს სამშობლოს დაცვის საქმეში, თუნდ სიტყვიერი თანაგრძნობა გამოეცხადებინოს ქართველი ხალხისათვის, რაიმე ნივთიერი მსხვერპლი გაეღოს იმ მიწაწყლის დასაცავად, რომელზედაც ისინი ცხოვრობენ და ცხოვრობენ გაცილებით უკეთ ვინემ ქართველი გლეხობა“.

ანალოგიური თვალსაზრისია გამოთქმული გაზეთ “ერთობაში” დაბეჭდილ მოწინავე წერილში “ისევ ოსებზე“. “გვეგონა, რომ ოსები თავიანთ მოვალეობას შეიგნებდნენ რესპუბლიკის წინაშე. ამ ორი წლის განმავლობაში მათ ერთი ჯარისკაცი არ მიუციათ სახელმწიფოსათვის. ერთი შაური არ შეუტანიათ რესპუბლიკის ხაზინაში და როგორც პარაზიტები, ცხოვრობენ დანარჩენი მოქალაქეების ხარჯზე“. ქართველებთან მიმართებაში ოსების უმადურობაზე წერდა ს. აბულაძე ჟურნალ “მხედარში” დაბეჭდილ სტატიაში “ოსების ამოძრავება”. “დიდი სიყვარული გამოიჩინა ოსებისადმი საქართველოს მშრომელმა ხალხმა, ზომაზე მეტიც, ქართველ მემამულეთაგან ჩამორთმეული მიწები ოს გლეხებს მისცეს, იმ ოს გლეხებს, რომელთაც მცირე გამონაკლისის გარდა საქართველოს დასაცავად თითიც კი არ გაუნძრევიათ. მათვე მიიღეს ყველა ის სიკეთე, რომელიც დემოკრატიულმა წყობილებამ საქართველოს ხალხს მოუვლინა. მაგრამ ოსები მაინც უკმაყოფილონი დარჩნენ. ვერ მოიგო საქართველომ მათი გული!”.

ჩვენს მიერ ზემოთ მოტანილ მასალებს თუკი ობიექტურად გაავანალიზებთ დავრწმუნდებით:

1) მასში სრულადაა წარმოჩენილი ოსებთან მიმართებაში ქართული პოლიტიკური აზრის მესვეურთა ნეგატიური დამოკიდებულება;

2) დასაბუთებულია, რომ ქართველ პოლიტიკოსთა განსაკუთრებული გაღიზიანება ოსების მხოლოდ პარაზიტობამ კი არ განაპირობა, არამედ იგი ოსების ოთხგზის ღალატის ფაქტზე იყო დაფუძნებული. საქართველოსთან მიმართებაში რა დონის ბოროტება უნდა ჩაედინა ოსებს, რომ უცხო ტომის წარმომადგენლებისადმი «სიბრიყვემდე მისული ტოლერანტობით» განთქმული, საკუთარი სახლკარის გარკვეული ნაწილის დათმობამდე წამსვლელი ქართველი ერი, წონასწორობიდან გამოსულიყო და წარსულში ოსებისადმი გაკეთებული სიკეთის შეცდომად აღიარებამდე მისულიყო.

XX საუკუნის 20-იან წლებში ქართველებთან მიმართებაში ოსების მხრიდან გამორჩეული “ნიჭიერება”, ძნელბედობის ჟამს მყოფი საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილი “შიდა ჯვაროსნული” ომით წარმოჩნდა. ამ ქმედებაში საქართველოსა და ქართველი ერისადმი განსაკუთრებული სიძულვილი იყო ჩადებული. ამას მაშინდელი ქართული პოლიტიკური აზრის მესვეურები შესანიშნავად ხედავდნენ და გაკვირვებასაც ვერ მალავდნენ. ამის ერთ-ერთ დადასტურებას გაზეთ “სახალხო საქმეში” გ.ლასხიშვილის მიერ გამოქვეყნებული სტატია “ბოლო უნდა მოეღოს” წარმოადგენს. “ნეტავი მაცოდინა – კითხულობდა გ.ლასხიშვილი, რატომ სძულთ ოსებს საქართველოს რესპუბლიკა? ხარჯებს ისინი არ იხდიან, სალდათად არ მიდიან, რესპუბლიკას არაფრით ეხმარებიან და ყოვლისფერს კი სარგებლობენ. აუარებელი ხარჯები მიდის მათზე და განა იმიტომ, რომ მტრულად იყვნენ ყოველთვის?”.

იმავე პრობლემატიკას შეეხო გაზეთ “კლდეში” გამოქვეყნებული ი.დიდიძის სტატია “ოსების გადასახლებისათვის”. “საქართველოს სიძულვილით ანთებული ოსი ხალხი – წერს ავტორი, ქართული ჰაერით სუნთქავს და ჩვენს პურს სჭამს. მაგრამ… საქართველოს ყოველწლიურად ზურგში მახვილს სცემს და ბრძოლის ველს უმარ- თავს”. აქედან გამომდინარე, ი.დიდიძე საქართველოს ხელისუფლებას საყვედურობდა, რომ მან “ჭკუა-გონების გარეშე მდგომ უვიცურად სიკვდილთან მოთამაშე” ოსებს შესაფერისი პასუხი ვერ გასცა და ოსური საფრთხისაგან საქართველოს სახელმწიფოს სამუდამოდ დაზღვევა ვერ შეძლო. აქ ერთი მეტად მნიშვნელოვანი ნიუანსია გასათვალისწინებელი – ქართველ მეფეთა და თავადაზნაურთა მხრიდან წინა საუკუნეებში ჩრდილოეთიდან ოსების “მოპატიჟებით”, და შიდა ქართლის მთიან ზოლში მათი დასახლებით დაშვებული უდიდესი შეცდომა. იმ პერიოდის ქართული პოლიტიკური აზრის მესვეურნი აღნიშნულის გამოსწორებას, დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებისგან ერთი ხელისდაკვრით მოითხოვდნენ. მაგრამ, იმავე ხელისუფლებას დასაბუთებული ფორმით ვერ სთავაზობდნენ იმ ალტერნატულ გზას, რომლის მეშვეობითაც ამ პრობლემის მოგვარება გახდებოდა შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობას ყოველ ნაბიჯზე შეახსენებდნენ შიდა ქართლის მთიან 22 ოსურ სოფელში მცხოვრები “ველური მეცხვარე ოსებისგან” მოსალოდნელ გარდუვალ საფრთხეს. საქართველოს “სახელმწიფოებრივმა სხეულმა – წერდა ი.დიდიძე, ვერ მოიშორა ოსური მუწუკი!… ამ მუწუკიდან დაუსრულებლივ სდის იარა და ალპობს ქართლის გულს… ოსები მუდმივი საფრთხეა საქართველოსათვის. ოსები ყოველი მზის ჩასვლისას ოცნებობენ საქართველოს წახდენას”. ამ ამონაწერიდან, საქართველოს მთიანი ზოლის ოსებისადმი საოცარი სიძულვილი მოჩანს. ეს არცაა გასაკვირი, რადგან 1918-1920 წლებში მოწყობილმა ოსურმა აჯანყებებმა, ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით, ახლადშექმნილი ქართველთა დამოუკიდებელი სახელმწიფო “სიკვდილის პირამდე” მიიყვანა. თუკი ოსურ საკითხს ამ ჭრილში განვიხილავთ, მაშინ ი.დიდიძის ზემოაღნიშნული შეფასება საღად მოაზროვნე ჭეშმარიტი ქართველისათვის მისაღები აღმოჩნდება. რაც შეეხება ოსური წყლულის მოშუშების შესაძლებლობას, იგივე ი.დიდიძე საქართველოს ხელისუფლებას შემდეგი სახის “სამკურნალო რეცეპტს” სთავაზობდა: “სანამ როკს და მამისონს ოსები ფლობენ, სანამ ისინი ჩვენ საზღვართა ბჭეებზე მოსახლეობენ, მანამდის რესპუბლიკა თავს ვერ დაიზღვევს ოსური ყოველწლიური გასტროლებისაგან. ოსებს ვერასოდეს ვერ მოვთხოვთ საქართველოს მიმართ არა თუ ერთგულებას, არამედ ლოიალობასაც კი… ოსი ყოველთვის გაგვყიდის, ოსი ყველა გარეშე მტერს უდიდესი სიხარულით გაუღებს კარს. აუცილებელია საზღვრებზე მთავრობის განკარგულებით სრულიად აყრილ იქნან ოსები და მათ ადგილას დასახლდეს სამშობლოს ერთგული ქართული ელემენტი”.

აქ გარკვევითაა ნათქვამი, ჩრდილოეთის მთიანი საზღვრის ზოლიდან ოსების ასახლებისა და მის ნაცვლად სამშობლოს ერთგული ქართველების ჩასახლების შესახებ. ამის გატარების აუცილებლობას იმ პერიოდის ქართული პოლიტიკური აზრის მესვეურები ნომერ პირველ ამოცანად მიიჩნევდნენ. ამ შემთხვევაში, ისინი ყოველივე სახის კომპრომისს გამორიცხავდნენ, რადგან წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, ოსებთან მიმართებაში თავს მოტყუებულად თვლიდნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით სტატიაში “ოსების ამოძრავებაზე” ს.აბულაძე გარკვევით წერდა: “ჩვენ გვინდოდა ოსები თვითონ მოსულიყვნენ გონს, მოენანიებინათ დანაშაული. ვფიქრობდით, ბნელი ხალხია და პროვოკატორებმა აიყოლიეს. ამიტომ იყო, რომ ოსებს ადვილად ჩაუარა იმ სამტრო გამოსვლებმა, რომელიც საქართველოს დაღუპვის მიზნით მათ რამდენჯერმე მოახდინეს…

ისინი კვლავ დარჩნენ საქართველოს ისეთივე სრულუფლებიანი მოქალაქეები, როგორადაც გვინდა ითვლებოდეს ჩვენი რესპუბლიკის ყოველი მცხოვრები. მაგრამ… ჩვენ მწარედ მოვტყუვდით”.

ეროვნული სახელმწიფოს მოსალოდნელი საფრთხის ქვეშ დაყენება, ქართველ პოლიტიკოსებს თავის მეორედ მოტყუების უფლებას არ აძლევდა. აქედან გამომდინარე, საკითხი მათ წინაშე პრინციპულად იყო დასმული — ხალხისთვის სიმართლე ეთქვათ და ერთხელ და სამუდამოდ საჯაროდ გამოეაშკარავებინათ თუ ვინ, ვინ იყო. ოსური საფრთხის სააშკარაოზე გამოტანას და თვით ოსთა შინაგანი ბუნების სრულად წარმოჩენას ისახავდა მიზნად, საქართველოს ეროვნული საბჭოს 1918 წლის 23 ივლისის სხდომაზე გრ.ვეშაპელის მიერ ცნობილი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ია ეკალაძის პუბლიკაციის გარკვეული მონაკვეთის წაკითხვის ფაქტი –

“… როდესაც საქართველოს მიწაწყალზე, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ამხედრებს ჩვენში სამადლოდ შემოსახლებულ ოსებს მათი ინტელიგენციის ერთი ნაწილი, ეს არამც თუ უმადურობაა, არამედ დიდი უსამართლობაც, რომელიც დაიწყო ოცი – ოცდაათი წლის წინათ. ინიციატორებად შეიქმნენ ჯერ რუსის მოხელეები, ცნობილი ვოსტორგოვის მეთაურობით და მერე ოსის ნასწავლი ახალგაზრდობა, რომელიც გამოიზარდა რუსის სკოლებში, როგორც რუსეთის სტიპენდიანტები. ვოსტორგოვმა და ამ ახალგაზრდებმა მოწამლეს საქართველოს ოსების მასა და ეს შხამი არ გადაერეცხებათ გულიდან იქამდე, ვიდრე თავისუფალი საქართველო არ ალაგმავს ხალხის მტრებს და არ დაანახვებს საქართველოს ოსებს მათ შეცდომებს. ჯერ სად იყო რევოლუცია, როდესაც საქართველოს ოსების ინტელიგენციამ მთელი გეგმა შეადგინა რუსეთის პოლიტიკითა და ასი წლის მონობით დაბეჩავებული ქართველი ხალხის დაჩაგვრა- დაპყრობისა.

ლიახვის ხეობაში მიბრძანდით, თუნდაც ცხინვალში, თვალი შეავლეთ იმ რკალს, რომელიც შეიქმნა ოსი მოსახლეობით, დაუკვირდით მარტო ცხინვალსა და დგვრისში ახლად, ჩვენს დროს ჩამოსახლებულ ოს ვაჭართა მოხელეობა-მოქმედებას. ამ ხეობიდან გამოსულ ამ ვაჭარ «ბურჟუების» შვილებს, მოზარდ თაობას, სტუდენტ მოსწავლეთა წრეებს, მათ კავშირებს, განზრახვებს და თქვენ დამეთანხმებით, არც ეს ვაჟბატონები დაიხევენ უკან, თუკი ცოტა რამეს მაინც ჩამოგლეჯენ ყველასაგან გაბრიყვებულ საქართველოს, თუ კი შეძლება მიეცემა ხელი მოითბონ საქართველოს უბედურებაზე”.

როგორც ვხედავთ, ოსების სანდოობის ეჭვქვეშ დაყენების, ქართველებისადმი სიძულვილისა და მტრული დამოკიდებულების, ქართული მიწების მიტაცების, ქართველთა გაუბედურებისა და ჩაწიხვლის ხარჯზე ოსების მიზნებისა და ამოცანების შეფასების საკითხში, ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზრი იდენტური იყო. ისინი ერთხმად აღიარებდნენ, რომ საქართველოს – შიდა ქართლის «საკინძეჩამოგლეჯილ უბეში» შხამიანი გველი იყო დაბუდებული და ეს «ჩრდილოეთის ქვეწარმავალი» ქართული სახელმწიფოს ყოველწლიურად დაგესვლის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოს წაქცევას და მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ცდილობდა. ასეთ ფონზე, ბუნებრივია ქართული პოლიტიკური აზრის მესვეურთა წინაშე მთელი პრინციპულობით დადგა საკითხი:

1)როგორ მოქცეოდნენ შიდა ქართლში მცხოვრებ ოსებს;

2)რა მექანიზმით მოეხდინათ ახლადშექმნილი დამოუკიდებელი საქართველოს დასანგრევად ამოქმედებული უცხო სახელმწიფოსგან მართვადი ოსური სეპარატიზმის შეჩერება;

3) ოსური ბაცილით დაავადმყოფებული დამოუკიდებელი საქართველოს სხეულის სამუდამოდ განსაკურნებლად და მის გადასარჩენად, ქვეყნის ხელისუფლებას როგორი სახის «სამკურნალო მალამო» უნდა გამოეყენებინა.

აღნიშნული საკითხები იმ პერიოდის ქართული პოლიტიკური აზრის მესვეურთა ფართო მსჯელობის საგანს წარმოადგენდა…

 

ნაწილი – II

 

…პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებული პუბლიკაციების ავტორები თავიანთ მოსაზრებებს ყოველგვარი დაფარვის გარეშე ამბობდნენ და იმავდროულად შექმნილი ურთულესი სიტუაციიდან გამოსავალი გზებისა და საშუალებების ძიებას ცდილობდნენ. ამ მხრივ, განსაკუთრებულ ინტერესს გაზეთ “სახალხო საქმეში” ახალგორელის ფსევდონიმით გამოქვეყნებული წერილი “ოსური საფრთხე” იქცევს. “რა ვუყოთ იმ ხალხს – კითხულობს ავტორი, რომელიც სარგებლობს ჩვენს რესპუბლიკაში ყოველგვარი პრიველიგიებით, არ იხდის სახელმწიფო გადასახადს, არ იცავს ჩვენს ტერიტორიას, ჩვენს რესპუბლიკას და რომელიც მუდამ მზად არის გარედან მომდგარ… მტერს შეუერთდეს, ღვაროს ქართველი ჯარისკაცის… სისხლი, აგვიწიოკოს სოფლები და ქალაქები, მიიტაცოს ჩვენი მოქალაქის სარჩო-საბადებელი?

ეს კითხვა ჩვენს წინაშე პირველად არ ისმის, მაგრამ სამწუხაროდ, დღემდის ვერ მოგვიხერხებია მისი ჯეროვნად გადაჭრა, როგორც ამას ჩვენი ხალხის სასიცოცხლო ინტერესები, რესპუბლიკის კეთილდღეობა და მისი უშიშროების უზრუნველყოფა გვიკარნახებს”.

ქვეყნის წინაშე მდგომი ამ ურთულესი პრობლემის გადაუჭრელობის ერთ–ერთ ძირითად მიზეზს წერილის ავტორი დამნაშავე ოსების სანიმუშოდ დაუსჯელობაში ხედავდა. აქედან გამომდინარე, იგი ხელისუფლების წინაშე სავსებით ლოგიკურად სვამდა რიტორიკულ შეკითხვას: “როდემდის უნდა გაგრძელდეს ასეთი მდგომარეობა? დამოკლეს მახვილივით როდემდის უნდა გვეკიდოს ოსობა? როდემდის უნდა დაიღვაროს ქართველი ხალხის შვილთა სისხლი? მზადყოფნაში როდემდის უნდა ვიყოლიოთ შეიარაღებული ძალები გათავხედებული ოსი ბრბოების მოსაგერიებლად? …ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ, რომ მტერს მტრულად მოვექცეთ. ოსებს უნდა ვაგრძნობინოთ, რომ თუ ჩვენს მიწა–წყალზე ცხოვრება სურთ, მოვალეობაც უნდა იკისრონ ქვეყნის წინაშე და რომ ჩვენ მათთვის მუდამ ღალატის პატიება არ შეგვიძლია”.

შეკითხვის ფორმით გამოთქმული ეს აღშფოთება სავსებით კანონზომიერი იყო, რადგან 1918-1920 წლების ჩათვლით, საქართველოს ოსების “ნამოღვაწარი”, საბჭოთა რუსეთის აგენტურისა და მის მიერ შეკვეთილი ანტიქართული დავალებების აღსრულებისათვის ბრძოლის ჩარჩოში თავსდებოდა. ბუნებრივია, ეს ფაქტორი ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტიის შესაქმნელად სათანადო მექანიზმის გამოძებნის აუცილებლობას მოითხოვდა. ასეთ საშუალებად, იმავე სტატიის ავტორს ოსური საკითხის დაუყოვნებლივი გადაწყვეტა მიაჩნდა. “ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვიშოროთ ოსური საფრთხე, თუ მშვიდობიანი ცხოვრება გვინდა”, – წერდა იგი.

ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული პოლიტიკური აზრის მესვეურები ქვეყნის შიგნით მშვიდობიანი ცხოვრების შექმნასა და სტაბილურობას, ოსური საფრთხის მოცილებას უკავშირებდნენ. რადიკალიზმით შეზავებული ასეთი თვალსაზრისი წითელ ზოლად გასდევდა ოსების საკითხთან მიმართებაში XX საუკუნის 20-იანი წლების პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებული პუბლიკაციების უმეტესობას. მისი ავტორები ერთხელ კიდევ ხაზგასმით მიუთითებდნენ საქართველოში მცხოვრები ოსების, საქართველოსათვის როგორც ზედმეტი ტვირთის შესახებ. ამ მხრივ განსაკუთრებით გაზეთ “სახალხო საქმეში” დაბეჭდილი მოწინავე წერილი “კმარა!” გამოირჩევა.

დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ოსების მიერ ქვეყნისა და ქართველი ერის საწინააღმდეგოდ გაწეულ საქმიანობის ანალიზის საფუძველზე ზემოაღნიშნული სტატიის ავტორი მკითხველ საზოგადოებას ერთხელ კიდევ შეახსენებდა, რომ ოსების მხრიდან საქართველო ზარალის მეტს არაფერს იღებდა, რომ მათდამი სამსახური ქვეყნის ხაზინას უდიდესი თანხა უჯდებოდა. “არავითარი სარგებლობა მათგან და აუარებელი ხარჯები… მასწავლებლების ჯამაგირს იღებენ საქართველოს ხაზინიდან; ექიმების, ფერშლების, სამკურნალო პუნქტების ხარჯი… გორის სამაზრო ერობას აწვება კისერზე. ვინ მოსთვლის, ოსების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება რაოდენ ფულად უჯდება საქართველოს. მიაქციეთ ყურადღება იმასაც, რომ რევოლუციის ყოველი შენაძენი ფართოდ გამოიყენეს თავის სასარგებლოდ საქართველოს წყალობით. მათში ფართოდ განხორციელდა კულტურული ავტონომია ისევ და ისევ საქართველოს ხარჯით”, – ვკითხულობთ წერილში.

აღნიშნულ ამონაწერში მოტანილი ფაქტები იმის დამადასტურებელია, რომ საქართველოში შემოხიზნული უცხო ტომის წარმომადგენლები ქართველმა ერმა, მისი ისტორიის უმძიმეს პერიოდშიაც არ დაივიწყა, შესაძლებლობის ფარგლებში ქვეყნის მწირი ხაზინიდან ოსების კულტურული და ეკონომიკური განვითარების მიზნით უწყვეტ დაფინანსებას ახორციელებდა. ამის დადასტურებას სრულიად საქართველოს მასწავლებელთა II ყრილობის (1921 წლის 9 იანვარი) სტენოგრაფიული ანგარიში წარმოადგენს. ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ იმ ეტაპზე, საქართველოში 48 ოსური სკოლა არსებობდა. მაშინ, როდესაც ჩრდილო ოსეთში ამ მიმართულებით საბჭოთა რუსეთს ნაბიჯიც არ ჰქონდა გადადგმული. მიუხედავად ამისა, ქართველ ერთან მიმართებაში ოსებმა უმადურობის საოცარი მაგალითი გამოავლინეს. ამასთან დაკავშირებით, ანგარიშგასაწევი მოსაზრებაა გამოთქმული ჟურნალ «მხედარში» დაბეჭდილ პუბლიკაციაში “უმადურნი”. მისი ავტორი სათანადო ფაქტებზე დაყრდნობით და ქართველთა სტუმართმოყვარეობის ფონზე განიხილავს “საქართველოს კალთას” თავშეფარებული ოსების უმადურობას. ამ ფონზე, თავის შეხედულებას შემდეგი ფორმით გადმოსცემს: “როგორც კერძო ოჯახს, ისე საზოგადოებას და სახელმწიფოსაც ჰყავს ამაგის დაუნახველი უმადური წევრები. ასეთ ხალხს ფიანდაზადაც რომ დაეფინოთ, მთელი საცხოვრებელი რომ ზედ გადააგოთ, მალამოდ რომ წაეცხოთ, უკანასკნელი პურის ლუკმაც რომ შესთავაზოთ, მათ გარეცხილ გულს ვერ მოიგებთ, მათი გამგელებული მადა განუზომელია… უტიფრობამდე მისულმა ოსებმა კადნიერებაში ორივეს (სომხებსა და აზერბაიჯანელებს – ავტ.) გადააჭარბეს. ოსები ჩვენს სამშობლოს თავის კალთაზე ჰყავს გაზრდილი. უცხო ქვეყნიდან ტაბარუკად გადმოსული ოსობა ჩვენს ქვეყანას თავის გულში დაუსახლებია, შემოუხიზნავს, პატრონობა და მზრუნველობა არ მოუკლია, ქართლის საუკეთესო ადგილ-მამული დაუთმია, მაგრამ მათ გაქსუებულ გულს დღემდე უმადურობის მეტი არაფერი გამოუჩენია. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ოსებს საკუთრებად ქართლის საუკეთესო ადგილები გადასცა, სრულუფლებიან მოქალაქეებად გახადა, გააადამიანების გზაზე დააყენა, კულტურული წინსვლისათვის გზა გაუხსნა, მაგრამ – …მგელი მაინც ტყისკენ იყურება და მოხერხებულ დროს შეურჩევს ხოლმე, რომ ქურდულად, ავაზაკურად დაეცეს მშვიდობიან მცხოვრებთ, დააწიოკოს და დაარბიოს იგი”.

ვინც დემოკრატიული საქართველოს არსებობის წლებში ოსების მიერ ქართულ სახელმწიფოსთან და მის მოსახლეობასთან მიმართებაში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს საფუძვლიანად იცნობს დაგვეთანხმება, რომ ოსების – როგორც უმადური, სიკეთის ვერდამნახველი, მტაცებელი და სხვის გასაუბედურებლად მუდამჟამს იარაღშემართული ეთნიკური წარმომადგენლების შესახებ ზემოთ მოტანილი დახასიათება, თითქმის სრულყოფილ სახეს ატარებს. როცა სახელმწიფოს სასაზღვრო ზოლში და მის “გულში” კომპაქტურად დასახლებული ასეთი ეთნიკური უმცირესობები არსებობს, ქვეყნის ხელისუფლებას მათდამი დამოკიდებულების საკითხში შესატყვისი პოლიტიკური კურსი უნდა ქონდეს შემუშავებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი სახელმწიფო მუდამჟამს საომარ მდგომარეობაში აღმოჩნდება. სწორედ ეს გარემოება ქონდა მხედველობაში აღნიშნული სტატიის ავტორს, როცა ოსების მისამართით წერდა: “ქართველების მხრიდან შეწყალება უსაზღვროა, მაგრამ დაე იგრძნონ გარეწრებმა, რომ ქართულ დემოკრატიას სათნოება-სიყვარულისა და მზრუნველობის გარდა შეუძლიან მრისხანება და შურისძიებაც, თუკი უმადურნი დროულად გონს არ მოვლენ და არ გახდებიან ღირსი დემოკრატიული რესპუბლიკის მზრუნველობისა და შეწყალებისა”.

ეს იმას ნიშნავდა, რომ ქვეყანაში ანარქიის შემქმნელი და მოძალადე ოსებისადმი რაიმე სახით მზრუნველობაზე, ან მის შეწყალებაზე – ხელისუფლებას უარი უნდა ეთქვა. ეროვნული სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ცივილიზებული ქვეყნებისათვის დამახასიათებელი კანონმდებლობით ემოქმედა და ოსების ნამოქმედარისათვის შესატყვისი სახელი დაერქმია. ამ პოზიციას იცავდა გაზეთ “ერთობაში” გამოქვეყნებული მოწინავე სტატიაც “ისევ ოსებზე”. “იმ ადამიანებს, რომელთაც ამ ორი წლის განმავლობაში – ვკითხულობთ წერილში, არავითარი ვალი არ მოუხდიათ რესპუბლიკის წინაშე, ჩვენი მშვიდობიანი დამოკიდებულების ბოროტად გამოყენება სურთ. დღეს რესპუბლიკამ უნდა სთქვას – “კმარა!” და მთელი თავისი სიძლიერით შეაგნებინოს თავაშვებულ ბრბოებს თუ რას ნიშნავს რესპუბლიკაში წესრიგის დაცვა და მოქალაქის ელემენტარული მოვალეობის ასრულების საჭიროება. რესპუბლიკის მთავრობა ვალდებულია ერთხელ და სამუდამოდ ალაგმოს ქვეყნის მოღალატეები, ბოლო მოუღოს ამ ვანდეას. ის მკაცრი ზომები, რომელსაც ჩვენი რესპუბლიკა იძულებული ხდება მესამედ მიმართოს აჯანყებული ოსების ასალაგმავად, იქნება წმინდა თავდაცვითი აქტი ჩრდილოეთიდან შემოჭრილი მტრის წინაარმდეგ. ეს იქნება მოძალადეებთან და მტარვალებთან ბრძოლა ადგილობრივ მცხოვრებთა დასაცავად, რესპუბლიკის და დემოკრატიის გადასარჩენად”.

ამ ვრცელი ამონაწერის მიხედვით თუკი ვიმსჯელებთ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ოსებთან მიმართებაში გატარებული ნებისმიერი სადამსჯელო ღონისძიება გამართლებული იყო თუნდაც იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ იგი ჩრდილოეთიდან შემოჭრილი მტრისადმი ღირსეულად დახვედრას, მისი მხარდამჭერი ოსური მოსახლეობის ალაგმვას და ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიის შექმნას ემსახურებოდა. საქართველოს გარშემო, განსაკუთრებით აღმოსავლეთიდან (აზერბაიჯანიდან – ავტ.) და ჩრდილოეთიდან იმ ეტაპზე შექმნილი რეალური საფრთხე, ქვეყნის ხელისუფლების წინაშე პრინციპული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობის საკითხს აყენებდა. ამ შემთხვევაში ორმაგი სტანდარტის კურსის გატარება დაუშვებელი იყო, რადგან ასეთ პოლიტიკურ კურსს ქვეყანა სავალალო მდგომარეობამდე შეიძლება მიეყვანა. ეს საფრთხე მაშინდელი ქართული პოლიტიკური აზრის მესვეურებს შესანიშნავად ჰქონდათ გაცნობიერებული. თუ რამდენად რთულ და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ამ თვალსაზრისით საქართველო, ამის საილუსტრაციოდ საქართველოს სოციალ- დემოკრატიული მუშათა პარტიის მეორე ყრილობაზე (1920 წლის 13-19 ივნისი) ნ.ჟორდანიას მიერ გაკეთებული მოხსენება გამოდგება. მმართველი პოლიტიკური პარტიისა და საკანონმდებლო ორგანოს პირველი რიგის ამოცანად, ნ.ჟორდანია ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის საძირკველის გამაგრებას და შინაური მტრების დაუყოვნებლივ დათრგუნვას მიიჩნევდა. ამ ფონზე, დამოუკიდებელი საქართველოს შინაურ მტრებში იგი ბოლშევიკებს, რუს სოციალ-დემოკრატებს, რუს ესერებს, რუს სოციალისტ-რევოლუციონერებს, დაშნაკცუთიუნის პარტიას და ოსებს ასახელებდა. მისივე თქმით, საქართველოს შიგნით ოსები აჯანყებებსა და არევ-დარევას იმ მიზნით აწყობდნენ, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო არ ყოფილიყო და რუსეთის შემადგენლობაში დარჩენილიყო.

“გვიპირებდნენ გადაგდებას იმ აბობოქრებულ ოკეანეში – ამბობდა ნ.ჟორდანია, რომელსაც რუსეთი წინად წარმოადგენდა და ახლაც წარმოადგენს. ამათთან ბრძოლა… დღესაც არ არის დამთავრებული. ისინი თუმც არიან დამარცხებულნი… მაგრამ არ ყრიან ფარხმალს და ბრძოლას განაგრძობენ. მიუხედავად ამისა, ისინი დღეს ისე საშიშნი აღარ არიან, როგორიც იყვნენ წინად, როცა ჩვენს დამოუკიდებლობას ძირი მომაგრებული არ ჰქონდა”.

ქვეყნის პირველი პირის მიერ გაკეთებული ასეთი სახის განცხადება, ხელისუფლების მხრიდან ოსებთან მიმართებაში ლოიალური კურსის რადიკალიზმით შეცვლის გარდუვალობაზე მიანიშნებდა. ქვეყნისათვის მოსალოდნელი ქაოსის იმ ეტაპზე აცილება პოლიტიკური სიტუაციის შესატყვისი პრაგმატული ნაბიჯის გადადგმაზე იყო დამოკიდებული. ამ თვალსაზრისით თუკი განვიხილავთ იმ პერიოდის პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს, ყურადღების ცენტრში გაზეთ “ერთობაში” დაბეჭდილი მოწინავე წერილი “კმარა!” მოექცევა. “…კმარა! საქართველოს აღარ შეუძლია ზურგს უკან გამუდმებით იყოლიოს შეიარაღებული მოღალატე. კეთილი სიტყვა უქმი ყოფილა მათთვის, ლმობიერება და კაცთმოყვარეობა ათავხედებს მათ და ჩვენი სისუსტის ნიშნათ მიაჩნიათ. საუკუნოდ უნდა დავუკარგოთ ღალატის ყოველი ხალისი. ამას მოითხოვს მარტო ჩვენი შინაური მყუდროება კი არა, გარეშე საფრთხის თავიდან აცილებაც როკის უღელტეხილის მხრიდან. ჩვენ დავუმტკიცეთ ოსებსაც და მთელ ქვეყანასაც ჩვენი ლმობიერება, კაცთმოყვარეობა, შებრალების და შეწყალების უნარი. ჩვენი მორიგი ვალია დავუმტკიცოთ ყველას, რომ რევოლუციისა და რესპუბლიკის დაცვის საქმეში საჭირო სიმტკიცის გამოჩენის უნარიცა გვაქვს”, – ვკითხულობთ ზემოთ ხსენებულ წერილში…

 

ნაწილი – III

 

…ყოველი წლის ზაფხულობით როკის ხეობიდან ჩამოსული შეიარაღებული ოსების ცხინვალზე თავდასხმა და მშვიდობიანი მოსახლეობის ძარცვა რომ აღეკვეთათ, ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ საუღელტეხილო ხეობებში არსებული ოსური სოფლის მოსახლეობის აყრა და საქართველოს სხვა კუთხეებში ჩასახლება ერთად–ერთ გამოსავალ საშუალებად მიიჩნია. რაც შეეხება ოსების ნამოსახლარს, ქართული პოლიტიკური აზრის მესვეურები ამ ადგილებში მთის ქართული მოსახლეობის ჩასახლების მიზანშეწონილობას დასაბუთებული ფორმით აყენებდნენ. ეს საკითხი მთელი პრინციპულობით ოსი სოციალ-დემოკრატების თბილისის 1920 წლის 21 სექტემბრის თათბირზე ალ.ლომთათიძის მიერ იქნა დასმული. მისი მტკიცებით, საქართველიოს რესპუბლიკის უსაფრთხოების მიზნით, აუცილებლობას ჩრდილოეთის საზღვრების გამაგრება წარმოადგენდა. იგი ოს სოციალ-დემოკრატებს პირდაპირ აფრთხილებდა: “თქვენ უნდა შეურიგდეთ იმ ფაქტს, რომ დღეიდან როკის ყელი უნდა ჩაბარდეს საქართველოს სახელმწიფოებრივი იდეიის მატარებელ ხალხს. რამდენადაც ამ საკითხს პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს საქართველოს რესპუბლიკის დაცვაში, ამ რესპუბლიკის დაცვას გვავალებს ჩვენი დღევანდელი საერთაშორისო მდგომარეობა”. ეს იმას ნიშნავდა, რომ შიდა ქართლის მთიანი ზოლიდან (რუსეთ-საქართველოს საზღვრის ზონა) ოსები უნდა აესახლებინათ და საქართველოს სხვა რეგიონებში დაესახლებინათ, ხოლო გამოთავისუფლებულ ადგილებზე ქართული მოსახლეობა დამკვიდრებულიყო.

საქართველოში მცხოვრები ოსების მიერ დამოუკიდებელი საქართველოს წინაარმდეგ მოწყობილმა მუდმივმა აჯანყებებმა, მშვიდობიანი მოსახლეობის ძარცვამ და ქვეყნის მომავალი ბედის კითხვითი ნიშნის ქვეშ დაყენებამ, საქართველოს ხელისუფლებას სხვა ალტერნატივა არ დაუტოვა. აღნიშნული საკითხი ამ კუთხით უნდა იქნას განხილული. იმ შემთხვევაში, თუკი დემოკრატიული საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას არაჰუმანური პოზიციიდან მიუდგებიან, ასეთმა “შემფასებლებმა” პასუხი უნდა გასცენ კითხვას – 1918-1920 წლებში საქართველოს ოსების მიერ ჩადენილი დანაშაულის მსგავს ქმედებას როგორ შეხვდებოდა დასავლეთ ევროპის ცივილიზებული ქვეყნების და თუ გნებავთ იგივე საბჭოთა რუსეთის ხელისუფლება.

პრობლემის განხილვა და მისი შეფასება იმ პერიოდის საერთაშორისო სამართლისა და ქართველი ერის ეროვნული სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს და არა საბჭოური, ან სეპარატისტული ზედაპირული იდეოლოგიის მხარდამჭერთა მიხედვით. წარსულის მძიმე გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ იმ ეტაპზე, რამდენადაც სხვა გამოსავალს ვერ ხედავდა, ჩრდილოეთის საზღვრისპირა ზოლიდან მთის ოსების მოცილება და საქართველოს სხვა რეგიონებში გადასახლება – ქვეყნისთვის უსაფრთხოების შექმნის ერთადერთ საშუალებად მიიჩნია. აღნიშნული საკითხი იმ პერიოდში იმდენად მწვავედ იდგა, რომ იგი ქვეყნის თავდაცვის საბჭოს საგანგებო მსჯელობის საგანი გახდა. მხედველობაში გვაქვს სამხედრო სამინისტროს გენერალურ შტაბში გამართული რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს 1920 წლის 18 ივნისის სხდომა, რომელმაც შიდა ქართლის მთის ოსურ მოსახლეობასთან მიმართებაში შესაბამისი დადგენილება მიიღო. ეს დოკუმენტი, 19 ივნისს საქართველოს მთავრობას გადაეგზავნა – “საიდუმლოდ. ფრიად სასწრაფოდ. სამხრდრო სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსი, 1920 წ. 19 ივნისი. მთავრობის საქმეთა სამმართველოს. გაახლებთ სათანადო განკარგულებისათვის რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს ა.წ. 18 ივნისის დადგენილებას. მოისმინეს: სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის თავმჯდომარის ვ.ჯურელის მოხსენება ოსეთში მოქმედების შესახებ. დაადგინეს: …

2. ა) სოფელი როკი სრულიად მოისპოს გარდა სანაპიროჯარების ბინებისა;

ბ) ოსეთიდან ჩრდილო კავკასიაში (დვალეთში) გადასასვლელი ყველა გზები გარდა მამისონისა აფეთქებით იქნას საბოლოოდ გაფუჭებული;

გ) აყრილ და ჩრდილო კავკასიაში წასულ ოსებს არ მიეცეს უკან დაბრუნების ნება. იმ ოსებს, რომლებმაც ჩვენდამი ლოიალობა გამოიჩინეს, თავიანთ სოფლებში დარჩენის ნება მიეცეს. ხოლო საეჭვო პირებს, მთავრობის განკარგულებით რესპუბლიკის სხვა რაიონებში გადასახლების საშუალება მიეცეს;

დ) სრულებით გადასახლებული იქნას ჯავის მიდამოების ოსები (ლიახვისა და ფაცის ხეობები) და მათ მაგიერ ეს ადგილები მიწათმოქმედებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების განკარგულებით დასახლებული იქნეს ქართველებით;

ე) არ დაუბრუნდეს ოსებს ჩამორთმეული პირუტყვი;

ვ) ყოველგვარი ზარალი, რომელიც მიადგა სამხედრო მოქმედებებით ჩვენს მომხრე ოსებს, ანაზღაურდეს რესპუბლიკის ხაზინიდან;

ზ) ლტოლვილ ოსებს, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე ამჟამად იმყოფება, შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებით დახმარება მიეცეს და ერობათა კავშირის განკარგულებით ისინი ჩასახლებული იქნან რესპუბლიკის სხვა ტერიტორიაზე.

გენერალი გ.ზაქარიაძე.”

ამ დოკუმენტის მკაცრი ტონის მიუხედავად, მასში კარგად ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება ებრძოდა არა საერთოდ ოსებს, არამედ მხოლოდ იმ ოსებს, რომლებსაც საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოწყობილი ოთხგზის აჯანყებით, შიდა ქართლის ქართველთა გენოციდისა და ეთნოწმენდის მცდელობიდან გამომდინარე, ქვეყნის წინაშე ღალატის ტოლფასი დანაშაული ქონდა ჩადენილი. ამ შემთხვევაში, რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოსა და ქართული პოლიტიკური სპექტრის (საკანონმდებლო ორგანოსა და ქვეყნის მთავრობის) პოზიცია იდენტური იყო. პრობლემისადმი აღნიშნული ფორმით მიდგომის ამოსავალ საფუძველს – საქართველოს დამოუკიდებლობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების, შიდა ქართლის ქართული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და მისი ღირსების დაცვის გარანტიის შექმნა წარმოადგენდა.

რაც შეეხება ოსთა ნამოსახლარზე ქართველთა ჩასახლებას, ამ პროცესს მიწათმოქმედების სამინისტროს აგრარულ განყოფილებასთან შექმნილი გადასახლების ქვეგანყოფილება ხელმძღვანელობდა. მოსახლეობის შესაბამის ადგილებზე ჩასახლების პროცესის ზედამხედველობას, დამფუძნებელი კრების წევრის ლ.ჟღენტის თავმჯდომარეობით შექმნილი ადგილობრივი კომისია ახორციელებდა. მიწათმოქმედების სამინისტროსთან არსებული გადასახლების განყოფილების მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი გაგზავნილი 1920 წლის 24 ივლისით დათარიღებული დოკუმენტით ირკვევა, რომ ჯავის რაიონში ახლადჩასახლებული ქართველები, ოსებისაგან თავდაუსხმელობის გარანტიით არ იყვნენ დაზღვეულნი, მითუმეტეს, წუნარისა და ყორნისის თემებში ოსი შეიარაღებული ყაჩაღები აქტიურად მოქმედებდნენ. “ამნაირ პირობებში – ვკითხულობთ დოკუმენტში, არა თუ გადასახლებულები, ადგილობრივი მცხოვრები ქართველებიც შიშობენ დარჩენას და თუ ადმინისტრაციის გაძლიერებას არ მიექცა სერიოზული ყურადღება, ერთ მშვენიერ დღეს გადასახლებულებიცა და ადგილობრივი მკვიდრი ქართველი მცხოვრებლებიც დაიძვრებიან იქედან”.

მოსალოდნელი სირთულეების აცილების მიზნით, მიწათმოქმედების სამინისტროსთან არსებული საგადასახლებო განყოფილება, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე პრინციპულად აყენებდა საკითხს: ა)ზემოაღნიშნულ სოფლებში მომხდარიყო ადმინისტრაციისა და მილიციის ძალების დაუყოვნებლივი გაძლიერება; ბ)შინაგან საქმეთა სამინისტროს ეშუამდგომლა სამხედრო სამინისტროსთან, რათა არსებული საჯარისო შენაერთები დამატებითი კონტიგენტით გაეზარდა და ჯავის ხეობაში ქართველთა ჩასახლების დამთავრებამდე ჰყოლოდა.

ეს ფაქტი იმაზე მიგვანიშნებს, რომ იმ ეტაპზე ოსური საფრთხე ჯერ კიდევ არსებობდა და მისი შეჩერება მხოლოდ ძალისმიერი მეთოდის დემონსტრირებით იყო შესაძლებელი. რაც შეეხება ოსების საგადასახლებო პოლიტიკას, ამ საკითხის დასმის ინიციატორად საქართველოს ხელისუფლება ნამდვილად არ ჩაითვლება. იგი თვით ოსებიდან მომდინარეობს. მხედველობაში გვაქვს 1919 წლის 20 სექტემბერს სოფ. ჯავაში გამართული ოსების VIII ყრილობის მიერ მიღებული დადგენილება. ამ დოკუმენტის მიხედვით, ყრილობამ ოსების ეროვნულ საბჭოს დაავალა, ეშუამდგომლა საქართველოს ხელისუფლების წინაშე, რათა მცირედი მამულების მქონე მთის ოსები ქვეყნის იმ ადგილებში გადაესახლებინათ, სადაც ისინი შედარებით უფრო მეტ მიწას მიიღებდნენ. აღნიშნული დადგენილება, რომელიც ოსების გადასახლებას ეხება, ბოლშევიკების მხრიდან ყურადღების მიღმა შეგნებულად იქნა დატოვებული. მაგრამ, როცა იგივე საკითხი საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე წინაპლანზე წამოსწია, ქართველმა ბოლშევიკებმა ფ.მახარაძის მეთაურობით აჟიოტაჟი ატეხეს და დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა “კაცთმოძულე” პოლიტიკური კურსის გამტარებლად გამოაცხადეს.

როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიაც ქართველი ბოლშევიკები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების ობიექტურ ანალიზს შეგნებულად გაურბოდნენ, ხოლო თავიანთ შეხედულებებსა და დასკვნებს მკითხველ საზოგადოებას სთავაზობდნენ საბჭოური იდეოლოგიისათვის მისაღებ ფორმებში. გვერდს უვლიდნენ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლების აგრარული რეფორმის პროექტი, მცირემიწიანი გლეხების სხვა ადგილებში (თავისუფალ მიწებზე) ჩასახლებას ითვალისწინებდა. ამ რეფორმას, ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკური მხარეც გააჩნდა. მხედველობაში გვაქვს რესპუბლიკის საზღვრისპირა აუთვისებელ მიწებზე ქართველი გლეხების ჩასახლებისა და ქართული სოფლების შექმნის იდეა…

 

 დასასრული

 

…ეხებოდა რა აღნიშნულ საკითხს, მიწათმოქმედების მინისტრი ნ.ხომერიკი ხაზგასმით წერდა: “განაპირა ადგილები ყველა თითქმის უკლებლივ დასახლებულია არაქართული ელემენტებით, რომელნიც… ხშირად მტრულ განწყობილებას იჩენენ რესპუბლიკისადმი, დაწყებული მეხადირიდან, რესპუბლიკა რკალივით გარსშემორტყმულია ან უცხო ტომის ხალხით, ან კიდევ ისეთებით, რომელნიც შეგნებით ქართველნი არ არიან და არც მაინცა და მაინც სიყვარულს იჩენენ ჩვენი კულტურისა და სახელმწიფოსადმი. ამიტომ, საქართველოს კარები თუ გნებავთ მუდამ ღიაა მომხდურთათვის”. ამის რეალურ დადასტურებას 1918-1920 წლების მიმდინარე მოვლენები წარმოადგენდა.

ასეთ პირობებში მყოფი ქვეყნის მდგომარეობის ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას, ნ.ხომერიკის აზრით საგადასახლებო პოლიტიკის გატარება შექმნიდა. “გადასახლების პოლიტიკა საშუალებას მოგვცემს ეს მდგომარეობა ცოტათი მაინც გამოვასწოროთ და სახელმწიფოს საზღვარზე დარაჯი დავაყენოთ… საჭიროა მხოლოდ იქ უცხო ტომელთა დენა შეწყდეს და მათ მაგიერ ქართველ უმიწაწყლო გლეხს მიეცეს მამული თავის ქვეყანაში”, – ამბობდა იგი. ამ მეტად მნიშვნელოვანი რეფორმის პირველ საფეხურს – რაჭის, დუშეთისა და ოზურგეთის მაზრებიდან გადმოსახლებული ქართველების ჯავის ხეობაში ჩასახლების პროცესის დაწყება წარმოადგენდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გაზეთი “საქართველო” სტატიაში – “ჯავის ხეობა” განსაკუთრებულ ყურადღებას მთის მაცხოვრებელ გუდამაყარ-მოხევეების 80 ოჯახის ამ ხეობაში ჩასახლების ფაქტზე ამახვილებდა. იმავდროულად, მკითხველ საზოგადოებას მათის მხრიდან ტრადიციულად მაღალი მეომრული სულისკვეთების ფაქტებს შეახსენებდა და დასძენდა: გუდამაყარმოხევეებს “გმირული წარსული აქვს, ჩრდილოეთიდან შემოსული მტრის დამარცხებაში და უკუქცევაში აწმყოშიაც ისახელეს თავი… წარსულ საუკუნეებში მთის ხალხი რუსებს ებრძოდა და მათი საქართველოდან გარეკვა სურდა… ახლანდელ დროში მთიელ-მოხევეების გადმოსახლებას ჯავის ხეობაში მსგავსი ისტორიული მიზანი აქვს. ეს მთის არწივნი ამპარტავანნი და ავგულნი გადმოასახლა ჩვენმა მთავრობამ იმ მიზნით, რომ დაიცვან ჩრდილოეთის მტრის შემოსევისაგან ოსებისგან დაცარიელებული ჯავის ხეობა”.

აღნიშნული ამონაწერი იმის დამადასტურებელია, რომ ჯავის ხეობაში საქართველოს ხელისუფლება ძირითადად მხოლოდ იმ ქართველობას ასახლებდა, რომლებშიაც სოფლის მეურნეობის გაძღოლისა და მეომრის სულისკვეთება ერთმანეთთან იყო შეხამებული. ამ გეგმის განხორციელებაში ხედავდა ჩრდილოეთის სასაზღვრო ზოლის გამაგრების შესაძლებლობას. მეორე მხრივ, იგი იმაზედაც მიუთითებს, რომ მაშინდელი ქართული პოლიტიკური აზრი, საქართველოს ხელისუფლების ამ პოლიტიკური კურსის მხარდამჭერის როლში გამოდიოდა. საქართველოს სახელმწიფოსათვის უსაფრთხოების შექმნის მიზნით, ეროვნული იდეიით დატვირთული ზემოაღნიშნული რეფორმის – საგადასახლებო პოლიტიკის ერთ-ერთ შტოს, ოსების საზღვრისპირა ზოლიდან ასახლება და ქვეყნის სხვა რეგიონში ჩასახლება წარმოადგენდა. ამ პროცედურის პრაქტიკულად განხორციელების პირველსავე ეტაპზე, ქართველმა ბოლშევიკებმა ერთი აურზაური ატეხეს – საქართველოს ხელისუფლებას ოსების ბორჩალოსა და ყარაიაზში ჩასახლება აქვს გადაწყვეტილიო. სახელმწიფოს ეს პოლიტიკური კურსი, მათი მხრიდან დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის არა მარტო დაუსაბუთებელი კრიტიკის, არამედ განქიქების საგანი გახდა. XX საუკუნის 20- იანი წლების ქართველი ბოლშევიკების თვალსაზრისს საბჭოური ისტორიოგრაფიაც იცავდა.

ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას ა.სურგულაძის მოსაზრება იქცევს. “მენშევიკებმა …მიზნად დაისახეს ოსეთიდან მკვიდრი მაცხოვრებლების სავსებით აყრა და ყარაიაზის ველზე გადასახლება. ეს იყო საშინელი გეგმა, რომელიც ოსეთის მოსახლეობას განადგურებას უქადდა”, – აღნიშნავდა იგი. ამ სტრიქონების ავტორი ისტორიის ტოტალურ გაყალბებას ახდენს: ა)როგორც აღნიშნული გვქონდა, საქართველოს ხელისუფლება, დღის წესრიგში აყენებდა აჯანყებაში მონაწილე შიდა ქართლის მთიანი ოსური სოფლების მაცხოვრებელთა გადასახლების საკითხს და არა ოსეთისას, რომელიც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში იყო და რომელზედაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდებოდა; ბ)საქართველოს საზღვრისპირა ზოლში მცხოვერბი ოსების ყარაიაზის ველზე ჩასახლება, ოსეთის მოსახლეობას ვერანაირ საფრთხეს ვერ შეუქმნიდა. ეს ყალბი შეხედულება, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის მაქსიმალურ დისკრედიტაციაზე იყო გათვლილი. წინააღმდეგ შემთხვევაში ა.ურგულაძესა და სხვებს, რამდენიმე სიტყვით მაინც უნდა ეთქვათ, რომ იმავე ყარაიაზში 1920 წელს ჩასახლებული ქართველებისგან სამი ახალი ქართული სოფელი – “ძმობა”, “ერთობა” და “თავისუფლება” შეიქმნა, რომლებსაც 3.368 დესეტინა მიწის ფართობი ეჭირა. აგრარული რეფორმის ამ კურსთან მიმართებაში ნ.ხომერიკი ამბობდა, – “დასახლება იმ ადგილებში სადაც თავისუფალი მიწებია, საშუალებას მისცემს სახელმწიფოს უფრო მიზანშეწონილად გამოიყენოს მრავალი ათასი ადამიანის შრომა და ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრე. ეკონომიურად ეს რესპუბლიკას ძლიერ გაამაგრებს”.

ოსების საგადასახლებო პოლიტიკას, სწორედ ამ პრინციპით განიხილავდა გაზეთი “კლდე” 1920 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში “ოსების აჯანყების გაკვეთილი”. აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში თავის პოზიციას იგი შემდეგნაირად აყალიბებდა: “ოსებს შეუძლიათ მუშაობა და მათი ეკონომიური უნარი გამოსაყენებელია სახელმწიფოსათვის, მაგრამ პოლიტიკური უპირატესობანი ჩვენს ხალხზედ რაც ეძლეოდათ რუსებისა და ჩვენი მთავრობისაგან – ყოვლად დაუშვებელია”.

ეროვნულ-დემოკრატების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი გამოთქმულ ამ საყვედურში სიმართლის მარცვალი იყო ჩადებული. მხედველობაში გვაქვს: 1) ოსების კულტურული და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ქვეყნის სახელმწიფო ხაზინიდან გაღებული დიდძალი დაფინანსება; 2) 1918 – 1919 წლების ოსების ანტისახელმწიფოებრივი პერმანენტული აჯანყებების შედეგად, დამნაშავე ოსი მოსახლეობის სანიმუშოდ დაუსჯელობა და საქართველოს სახელმწიფოს ერთგული მოქალაქეებისადმი უფლებრივად მათი გათანაბრება.

საქართველოს მთავრობის მიერ ოსებთან მიმართებაში დაშვებული ეს «შეცდომა,» იმავე ქართული პოლიტიკური აზრის წარმომადგენელთა მიხედვით, ქვეყნის აგრარულ პროექტში ჩადებული ოსების საგადასახლებო პოლიტიკური კურსის პრაქტიკულად დაწყებით იქნა გამოსწორებული.

ამრიგად:

– საქართველოს ხელისუფლების მიერ ოსებთან მიმართებაში გატარებული სასიკეთო ღონისძიებების (მიწის, ტყის, საძოვრების გადაცემა, ოსური სკოლების შექმნა) საპასუხოდ, ოსების მხრიდან 1918-1920 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულმა “შიდაჯვაროსნულმა ლაშქრობებმა”, ქართული პოლიტიკური აზრის ლიდერთა შორის ოსები ქვეყნის დანამატ პარაზიტებად წარმოაჩინა. ოსების ნამოქმედარის საფუძვლიანმა ანალიზმმა, ქართული პოლიტიკური სპექტრის წინაშე კანონზომიერად დასვა საკითხი – რით იყო განპირობებული ოსების მხრიდან ქართველთა განსაკუთრებული სიძულვილი, იმსახურებდნენ თუ არა ოსები ქართველებთან თანაცხოვრების უფლებას. ქართველთა ძნელბედობის ჟამს, ოსების ოთხგზის აჯანყებამ და ქართული სახელმწიფოს დაუძლურების მცდელობამ, ქართული პოლიტიკური სპექტრი ოსებისადმი გაწეული სიკეთის შეცდომად აღიარებამდე მიიყვანა. ამ ფონზე, სავსებით ლოგიკური იყო ეროვნულ-დემოკრატების მიერ გაკეთებული რადიკალური განცხადება – “ოსები საბედისწერო მუწუკია საქართველოს სხეულზე და იგი აუცილებლად უნდა მოვიშოროთ“;

– როკისა და მამისონის საუღელტეხილო ხეობის ოსური მოსახლეობისაგან გაწმენდა და სანაცვლოდ ქართველების ჩასახლების საკითხის დაყენება, ოსებისადმი, როგორც არასაიმედო ეთნოსისადმი უნდობლობით იყო განპირობებული. ამ შემთხვევაში, საბჭოთა რუსეთის აგენტურის მიერ ქართული სახელმწიფოს დასანგრევად 1918-1920 წლებში ოსებისადმი შეკვეთილი და დაფინანსებული აჯანყებების ფაქტებია გასათვალისწინებელი. ოსური საფრთხის ნეიტრალიზებისა და საქართველოში მშვიდობიანი ცხოვრების ელემენტარული პირობების შესაქმნელად, ქართული პოლიტიკური აზრის წარმომადგენლები ერთადერთ გამოსავალს ოსების სანიმუშოდ დასჯაში და ქართული სახელმწიფოს სამსახურში ჩაყენებაში ხედავდა;

– დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის მიერ ოსებთან მიმართებაში გატარებული საგადასახლებო პოლიტიკა, საბჭოთა რუსეთიდან მოსალოდნელი თავდასხმისადმი ღირსეულ დახვედრას, მისი მხარდამჭერი ოსური მოსახლეობის სასაზღვრო ზოლიდან მოცილებას და ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიის შექმნას ემსახურებოდა.

ოსების მიერ საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებამ, საქართველოს ხელისუფლებას სხვა ალტერნატივა არ დაუტოვა. მის მიერ გატარებული რადიკალური ღონისძიებები, ოსური მოსახლეობის იმ ნაწილს შეეხო, რომლებმაც ქვეყნის წინაშე ღალატის ტოლფასი ქმედება ჩაიდინა. მეორე მხრივ, საგადასახლებო პოლიტიკა, ქვეყნის აგრარული რეფორმის ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენდა და ქართულ მოსახლეობასთან ერთად, ოსების შრომის მიზანმიმართულად გამოყენებას ითვალისწინებდა.

 

სტატია დაწერილია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, შოთა ვადაჭკორიას ნაშრომის მიხედვით –

“შიდა ქართლის მთის ოსების საგადასახლებო პოლიტიკა და ქართული პოლიტიკური აზრი (XX საუკუნის 20-იანი წლები)”

 

სტატიაში დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა:

1. გაზ. «ერთობა», 1918, 8 აგვისტო, 166.

2. გაზ. «ერთობა», 1920, 11 ივნისი, 129.

3. გაზ. «სახალხო საქმე,» 1920, 11 ივნისი, 847.

4. გაზ. «ერთობა», 1920, ივნისი, 130.

5. ჟურნ. «მხედარი», 1920, 27.

6. გაზ. «სახალხო საქმე», 1920, 23 მაისი, 832.

7. გაზ. «კლდე», 1920, 14 ივნისი, 26.

8. ჟურნ. «მხედარი», 1920, 5.

9. გაზ. «საქართველო», 1918, მარიამობითვის 14, 160.

10. გაზ. «სახალხო საქმე», 1920, 13 ივნისი, 849.

11. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 1825, აღწ. 1, საქ. 159.

12. გაზ. «სახალხო საქმე», 1920, 13 ივნისი, 849.

13. გაზ. «ერთობა», 1920, 3 ოქტომბერი, 224.

14. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 1863, აღწ. 1, საქ. 320. დ. ჭუმბურიძე, ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა XX ს-ის დასაწყისში 1918-1921 წლებში, თბ., 2003.

15. გაზ. «ერთობა», 1920, 25 ოქტომბერი, 243.

16. გ. თოგოშვილი, ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობა 1801-1921 წწ. თბ., 1969.

17. ა. სურგულაძე, ნარკვევები რევოლუციური მოძრაობის ისტორიიდან საქართველოში (1917-1921 წწ.), თბ., 1954.

18. ნ. ხომერიკი, აგრარული რეფორმა და ჩვენი სასოფლო მეურნეობა, თბ., 1920.

19. შ. ვადაჭკორია. ქართული სოციალ-დემოკრატია 1917-1921 წლებში, თბ., 2001.

 

 

http://expertclub.ge

 

 

დატოვე კომენტარი