Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● ოსების ჩამოსახლება საქართველოში და მათი განსახლების არეალი

 ავთანდილ სონღულაშვილი – “სამხრეთ ოსეთი” საქართველოში?!

ოსების ჩამოსახლება საქართველოში და მათი განსახლების არეალი

საქართველოს არ შემოუერთებია სხვისი მიწები. არ მოუნათლავს უცხოელები თავის რჯულზე. არ გაუჭრია ფანჯარა ევროპასა და აზიაში, არ უსწავლებია სხვა ქვეყნის ხალხებისათვის ქართულად ლაპარაკი. არ ცდილა სხვა მიწაწყლის ხალხების სიმდიდრე მიეთვისებინა.

მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს იმაზეც ითქვას, რომ ქართველი მემამულენიც სამშობლოს მიწაწყლისადმი დაუფიქრებელი დამოკიდებულებით ხშირად ხელს უწყობდნენ სხვა ტომელებზე მის გასხვისებას. გროშების ფასად ნაყიდ ქართულ მიწებზე დასახლებულ გადამთიელთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების მფლობელის [62]

პრეტენზია უჩნდებოდათ. ასე იკარგებოდა ეროვნული თვითმყოფადობის მაჩვენებელი უპირველესი საყრდენი _ “მამული” რომელიც შემდეგ მომდევნო ორის _ “ენისა და სარწმუნოების” დაკარგვის რეალურ შესაძლებლობას ქმნიდა. ამიტომ იყო, რომ ხიზნად მოსული ჯაყოები და კარაპეტები ჩვენი ეროვნული ღირსების ყველა კუთხეკუნჭულს თავხედურად შეურაცხყოფდნენ, რომ ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა ქალამნად, გამკითხველი კი არავინ იყო.

XX საუკუნის დასაწყისში, განსაკუთრებით ქართლში გამოჩენილ საგვარეულოთა სამფლობელოები, მათი მეპატრონეების გულგრილობისა და იოლი ცხოვრების დაშურების გამო მთლიანად, ან ნაწილობრივ სხვა რჯულის ხალხის ხელში იყო გადასული. ასე მაგალითად, საციციანოს, საჯავახოს, სათარხნოს, ქვემო საციციანოს, დიღმის ველის, სკრის ხეობის (შალიკაშვილების), საამირეჯიბოს, საფალავანდოს, ფრონის ხეობის _ კალატოზიანთ, სამაჩაბლოს, საამილახვროს, სამუხრანბატონოს, საგურამოს, საორბელიანოს, საბარათიანოს, თუ სამელიქიშვილოს კუთვნილი ტერიტორიების ბედი; რომ იმ დროისათვის სკრის ხეობა “მთლიანად დაკარგული ჰქონდათ თავად შალიკაშვილებს… დიდი წილი ამ სათავადოსი ქართველ კათოლიკეთა ხელში იყო, ხოლო დანარჩენი კი ფრიდონოვსა და ავსარქისოვს დაესაკუთრებია”. იგივე ბედს იზიარებდა ატენის ხეობის ერისთავთა სავარგულები, სადაც მიწების დიდი ნაწილი რუს პოლკოვნიკ სიბონოვს შეეძინა, დანარჩენი სახელმწიფო ბანკს, ხოლო მისგან _ ლეკ ჯამათ ჰაჯიევს. ჯავახიშვილთა საგვარეულო მიწაწყლის დიდი ნაწილი [63]

ვიღაც რუს პროფესორს დაენარჩუნებინა, ზოგი კი ოსობას. სათარხნოში გასაყიდი მამულები რომ აღარ დარჩენოდათ, საშენ მასალად ჰყიდდნენ დიდი მოურავის გიორგი სააკაძის ციხედარბაზის ნანგრევებს სოფელ ნოსტეში. დიღმის ველის დიდი ნაწილი ალ. ხატისოვის პარტიას, ე. ი. დაშნაკცუთიუნს ჰქონდა შესყიდული.

ფრონის ხეობაში მაცხოვრებელი ფალავანდიშვილები, ხერხეულიძეები, კალატოზიშვილები სულ აყრილიყვნენ იმ ადგილებიდან. ერთი კომლი თავადიშვილი დარჩენილიყო სოფელ ყორნისში და ისიც ისე იყო გაოსებული, ქართულ ლაპარაკსაც ვეღარ ახერხებდა და დანარჩენი ოსებისაგან აღარ გაირჩეოდა61.

საერთოდ, ოსეთი ყმების ყიდვის ერთგვარ ბაზარს წარმოადგენდა, სადაც შეძლებული ქართველები და თავადაზნაურობა ყმების შესაძენად დადიოდნენ. მაგალითად, XVIII საუკუნის 50იან წლებში იესე ბარათაშვილი, როდესაც ეკონომიკურად მომძლავრდა შვილებისათვის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად ოსი ეროვნების ყმებს ეძებს. ანდერძში შვილებს მოუთხრობს: `ოსეთში კაცი გავგზავნე ოსების საშოვნელად. ბევრი დამეხარჯა, მეპირებიან და ჯერ არა ჩანს რა. ეგების ყმა გაგიმრავლდესთ. თქვენთვის, თორემ მე რაღას მარგებს~62.

როგორც ბერძნებს აქვთ თქმულებები მათ ტერიტორიაზე არაბერძნული წინარემოსახლეობის შესახებ, ისე

64

ოსებსაც. მათი გადმოცემების მიხედვით შიდა ქართლში `ცარციათები (შარშათ) ცხოვრობდნენ ნართებამდე, ირებამდე (ირონებამდე) _ ოსებამდე ამ მიდამოებშიო~63. სოფელ სთირფაზში (დიდი ვაკე), რომელიც ხვწის სასოფლო საბჭოში შედიოდა, არსებულ ბორცვზე ცარციათ კაძახზე (ცარციათების კლდეზე) ნაპოვნ საგნებს არქეოლოგები აკუთვნებენ გვიანი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანას და იბერიულკავკასიური მოდგმის ტომის ნივთებად მიიჩნევენ. სთირფაზის კერამიკისა და ბრინჯაოს ინვენტარს პარალელები ეძებნება ნულის, ქვასათალის, მცხეთის, თრიალეთისა და სხვა სამარო

სთირფაზის საფლავებში გვხვდება მსხვილ და წვრილფეხა საქონელთა ძვლები, რაც მოწმობს, რომ ძვ. წ. XIIIIX საუკუნეებში აქ მესაქონლეობა იყო განვითარებული64.

ოსების საქართველოში ჩამოსახლებას ამაგრებს ის ბუნდოვანი გადმოცემები, რაც აქ მცხოვრები ოსების მეხსიერებაში, ზეპირსიტყვიერებაში დარჩა. ჰაკსტჰაუზენი, რომელმაც იმოგზაურა ოსებით დასახლებულ ქართლის ტერიტორიაზე, აღნიშნავდა, რომ ოსებს მეტად ძუნწი ცნობები მოეპოვებათ მათი ჩამომავლობის, გადმოსახლებისა და ისტორიის შესახებ. ამბობდნენ, რომ მათ წინათ სხვა ქვეყანა ეჭირათ, რომ ისინი მოვიდნენ ჩრდილოეთიდან, კავკასიონის მთავარი ქედის გადმოლახვით, რომ წინათ ცხოვრობდნენ ქვეყანაში, რომელიც

65

ახლა ჩერქეზებს უკავიათ, ისინი იქიდან გამოდევნეს სხვა ხალხებმა და დასახლდნენ `ახლანდელ ოსეთში~. ამ ბუნდოვან გადმოცემას, _ ასკვნიდა ჰაკსტჰაუზენი, _ აქვს ისტორიული საფუძველი, რამდენადაც ქართული მატიანენი ადასტურებენ, რომ ოსები ახლანდელ თავიანთ ადგილსამყოფელზე გადმოვიდნენ ლონდონიდანო. `ოსებს, _ დასძენდა პფაფი, ყველას ახსოვს, რომ აქ გადმოსახლდნენ ჩრდილოეთიდან~.

გადმოსახლებული ოსები უმთავრესად სახლდებოდნენ დიდი და პატარა ლიახვისა და ქსნის ხეობაში. ამის გამო შემდეგში მოსული მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა დასახლებული აღმოჩნდა გორისა და დუშეთის მაზრებში, ხოლო შედარებით მცირე რიცხვი რაჭისა და შორაპნის მაზრებში65.

რაჭის სოფელი კუდარო, რომლის ნამდვილი სახელწოდება არის ჩასავალი, თავდაპირველად ქართველებით იყო დასახლებული. XVII საკუნიდან აქ ოსები სახლობდნენ. ეს პროცესი, როგორც ჩანს მშვიდობიანად მოხდა. რაჭველების ბარში გადმოსვლის შემდეგ, ოსებმა მიტოვებული ქართული ტერიტორია უმტკივნეულოდ დაიკავეს66.

ქართლის მთიანეთში, შიდა ქართლში, ოსური კომპაქტური მოსახლეობა წარმოიშვა არა ერთდროული ჩამოსახლების შედეგად, არამედ თანდათანობით, XVI XVIII საუკუნეთა განმავლობაში, როდესაც საქართველოსა და ცენტრალური კავკასიონის მთის რაიონებში

66

თავისებური სოციალურპოლიტიკური სიტუაცია, მიგრაციული მოვლენებისათვის ხელისშემწყობი ვითარება შეიქმნა67.

სარჩოსაბადებლის მძებნელი ოსები ქართველ მთიელთა სოფლებში იკვლევდნენ გზას, ხშირად კი აქაურ ფეოდალთა კუთვნილ მიწებზე სახლდებოდნენ. ამას, ერთი მხრივ, ისიც უწყობდა ხელს, რომ ქართველი მოსახლეობა საგარეო მტრების შემოსევათა შედეგად ძალზე შემცირებული იყო ან კიდევ ბარის ეკონომიკური ზემოქმედების წყალობით დაბლობისაკენ ინაცვლებდა.

ოსთა ჩამოსახლების პროცესი ყოველთვის მშვიდობიანი როდი იყო. ფეოდალიზაციის გზაზე მდგარ ოსთა ზედაფენის ინიციატივით ქართლის სოფლებზე თავდასხმები ეწყობოდა და ამ გზითაც იკავებდნენ ისინი დასახლებულ ადგილებს68. 200მდე ოსი უკვე ჩანს დასახლებული XVII საუკუნის დამდეგისათვის ქართლის მთიანეთში. ბუნებრივია ჩამოსახლებული ოსები იბრძოდნენ მიწებისათვის, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის და ამდენად უპირისპირდებოდნენ ქართველ მოსახლეობას. მათ დამკვიდრებას ზოგიერთი ქართველი ფეოდალი ხელს უწყობდა69. ეს პროცესი სათანადო წყაროებითაც დასტურდება. კერძოდ, XVII საუკუნის პირველი ნახევრის ერთი ნასყიდობის სიგელის მიხედვით ზემო ჯავის მოსახლეობა ამოწყვეტილი ჩანს, რომელიც შემდეგში მაჩაბლებმა ოსებით დაასახლეს. აღნიშნული

67

ფაქტი არც ვახუშტი ბაგრატიონს გამორჩენია მხედველობიდან: `ამ მთის ადგილებთა შინა რაოდენი ოვსნი დავწერეთ, პირველად სახლებულან ქართველნი გლეხნი. შემდგომად მეპატრონეთა მათთაგან გადმოსახლებულან ოსნი და ქართველნი ბართა შინა ჩამოსულან, ვინაიდან მტერთაგან ბარს შინა კაცნი შემცირებულან~.

მაჩაბლები მეფის მოურავებად იყვნენ ლიახვის ხეობაში. მათ ეკუთვნოდათ მდინარე ლიახვის თითქმის ორივე ნაპირი. კერძოდ, ლიახვის მარჯვენა ნაპირზე _ ნიქოზი, ცხინვალი, აჩაბეთი, მონასტერი, ქურთა, კეხვი, მსხლები, ჯავის ხეობა მთლიანად, მუგუთის ხევი: ლიახვის მარცხენა ნაპირზე _ მეღვრეკისი, ხეითი, საბაწმინდა, სვერის ხეობა და სხვა.

ალექსანდრე ცაგარელის გამოანგარიშებით, 1771 წელს მაჩაბელს 800 კომლი მარტო ოსი ეკუთვნოდა; მასვე ქართველი გლეხებიც ჰყავდა.

1772 წელს მოსახლეობისადმი, განსაკუთრებით ჯავის ხეობის ოსთადმი (მაჩაბლის ხიზნებად ითვლებოდნენ) სასტიკი მოპყრობისა და აუტანელი გადასახადების მოთხოვნის გამო, მეფე ერეკლემ მაჩაბელს ჯავის ხეობა ჩამოართვა და ის უფლისწულ გიორგის დაუმტკიცა70.

ქართულოსური კონფლიქტის დროს, როდესაც საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ე. წ. `სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის~ აღსანიშნავად შიდა ქართლის ამ მხარეს სამაჩაბლოთი მოიხსენიებდნენ, ოსების მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა; [68] თითქოს აღნიშნული ტერმინი ახლად იქნა გამოგონილი ოსების საწინააღმდეგოდ.

მართალია საისტორიო წყაროებში ტერმინი `სამაჩაბლო~ ნაკლებად გვხვდება. მას არ ხმარობს ვახუშტი ბაგრატიონი. მაგრამ ვფიქრობთ საკმარისია ის ფაქტი, რომ პაპუნა ორბელიანი 1747 წლის ისტორიული მოვლენების გადმოცემისას ახსენებს `მაჩაბლის ქვეყანას~. ომან ხერხეულიძე 1759 წლის ამბის თხრობასთან დაკავშირებით, ახსენებს სამაჩაბლოს71. იესე ბარათაშვილი 1758 წლის მოვლენებთან დაკავშრებით, რომლის უშუალო მოწმე თავად იყო, აღნიშნავს: `მეფე თეიმურაზ და დედოფალი ანახანუმ სამაჩაბლოს ბრძანდებოდნენ~72.

როგორც ცნობილია შიდა ქართლის ტერიტორიაზე, ფეოდალური საქართველოს დაშლის პერიოდში დიდი ლიახვის შუა წელზე ყალიბდება მოზრდილი ფეოდალური ერთეული _ სამაჩაბლო. ეს სათავადო წარმოიშვა XV საუკუნეში ადრეფეოდალური ხანის აჩაბეთის ხევის საფუძველზე73.

ლიახვის ხეობის პოლიტიკურადმინისტრაციულ ცენტრს აჩაბეთი წარმოადგენდა. აჩაბეთიდან მომდინარეობს ლიახვის ხეობის ფეოდალთა გვარი მაჩაბელი. მაჩაბელის გვარი პირველად გვხვდება XIV საუკუნის ბოლოს თემურლენგთან ბრძოლებში. მაჩაბელი მეორედ მოიხსენიება 1484 წლის არადეთის ბრძოლაში. ცნობა მაჩაბლის ბრძოლაზე შალიკაშვილის წინააღმდეგ დაცულია ახალი ქართლის ცხოვრების ყველა ნუსხაში74.

სამაჩაბლო, როგორც სათავადო, გაუქმდა 1850 წელს, როდესაც მაჩაბლებსა და ყმა ოსებს შორის გამწვავებული კლასობრივი ბრძოლის გამო სენატის დადგენილებით მაჩაბელთა 2000 კომლი ყმა სახაზინო უწყებას გადაეცა75.

დიდი ლიახვის სათავეებიდან ოსები თანდათანობით ვრცელდებიან სამხრეთისაკენ, გადადიან მდინარეების: მცირე ლიახვისა და ქსნის ვიწრობებში. ვახუშტის აღწერილობის მიხედვით, XVIII საუკუნის პირველ ათეულ წლებში მათ უკავიათ მიწები სოფელ გუფთადან დიდი ლიახვის გასწვრივ მის სათავეებამდე. გერის ხეობა, ვანათს რომ ეკვრის, მცირე ლიახვის ზემო დინება, ჟამური (ქსნის სათავე), ოსთა ცალკეული დასახლებანი ჩანან ჭურთას, ისროლისხევის, ქოლოთქვითკირის ხეობებში და სხვ. როგორც ჩანს, ქსნის სათავეებში მათ შეაღწიეს შედარებით უფრო გვიან, ვიდრე მცირე ლიახვის სათავეებში. ვახუშტის რუკის მიხედვით, XVIII საუკუნის 30იან წლებში ოსურ ახალშენებს უკვე ეკავათ დვალეთი (ნარ მამისონის ქვაბული), ჯეჯორის, ლიახვისა და ქსნის სათავეები. აღნიშნული რაიონების რიგ სოფლებში ოსები ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობასთან შერევით ცხოვრობდნენ, რომლებიც ეწაფებოდნენ [70]და ითვისებდნენ ქართველთა განვითარებულ სამეურნეო და სამწერლობო კულტურას76.

ირანის შაჰის მიერ ქართლში გიორგი XIის ნაცვლად ერეკლე Iის (ნაზარალიხანი) ვალის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ქართლის დემოგრაფიული მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ერეკლე I ნაკლებად ზრუნავდა ქართლზე. მის გეგმებში ძირითადად კახეთის აშენება შედიოდა. ბატონიშვილი ვახუშტის თანახმად ერეკლემ `აღამაღლნა კახნი,… მერმე გადვა ხიდი ნაგებს _ მტკვარსა ზედა და ეტყოდა შეჭირვებულთა ქართველთა გლეხთა: განვედით, აჰა კახეთი მშვიდობისა~. და აღივსებოდა კახეთი ესრეთ~. კახეთში ქართლის მოსახლეობის ჩასახლებამ კახეთი კი ააშენა, მაგრამ ქართლი გაავერანა. ჯერ კიდევ XVII საუკუნის ბოლოს კახეთში გადასახლდა ქსნის საერისთავოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, რამაც შექმნა შემდგომში კარგი პირობები ოსთა ჩამოსახლებისა ქსნის საერისთავოში77.

შანშე ქსნის ერისთავის ანტიირანული გამოსვლების დამარცხების (1741 წ.) შემდეგ საერისთავოში მრავალი ადამიანი დაიღუპა, ბევრმა ოსმალეთს მიაშურა და გათურქდა. 900 სული ავღანელმა ჯარისკაცებმა დახოცეს, ნაწილი გაყიდეს. ყოველივე ამის შედეგად ქართველებისაგან დაიცალა ქსნის საერისთავო. სამაგიეროდ აქ ოსების ახალი ნაკადი იწყებს ეტაპობრივად ჩამოსახლებას.

71

შანშე ერისთავმა ქართველი მოსახლეობისაგან დაცლილ ჟამურის ხეობასა და საფერშეთში ჯერ კიდევ XVIII საუკუნის 30იან წლებში, ჩამოასახლა გაოსებული დვალები. იგივე გაიმეორა 40იან წლებში ლიახვის ხეობაში78.

XVIII საუკუნის 70იან წლებში ქართლში ოსების რაოდენობა იზრდება. სწორედ XVIII საუკუნის შუა წლები უნდა იქნეს მიჩნეული ქართლში ოსთა მნიშვნელოვანი ჩამოსახლების ხანად. ამ პერიოდში ოს მოახალშენეთა რაოდენობამ უკვე 5000მდე კომლი შეადგინა79.

ერეკლე IIის დავალებით შედგენილ 1770 წლის მოსახლეობის მიახლოებითი აღწერის მიხედვით, არაგვის საერისთავოს ოსნი ზახაში, თრუსოში, ჭერივში, ხადასა და ღუდაში შეადგენდა 1200 კომლს, ქსნის საერისთავოს ოსნი _ 2000 კომლს, სამაჩაბლოს ოსნი _ 860 კომლს. ამ აღწერის მიხედვით ოსები აღმოსავლეთ საქართველოში სხვაგან არ ჩანან80.

ოსები, რომ საქართველოში მხოლოდ გლეხები იყვნენ და ოსი მემამულე სავსებით კანონზომიერად არ არსებობდა თავად აღნიშნავდა სამხრეთ კავკასიაში მცხოვრები ოსი მოსახლეობის ე. წ. წარმომადგენელი ზურაბ ჯიოევი. მისი სიტყვებით `ოსებში არ არის მემამულე. მათ მემამულეებად ქართველები არიან~81.

72

ენოხინის 1803 წლის აღწერის მიხედვით, სოფელი კეხვი მთლიანად ქართული სოფელი იყო. ცხინვალში კი, არა მარტო ამ პერიოდში, არამედ მთელი XIX საუკუნის განმავლობაში არცერთი ოსი არ ცხოვრობდა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული მონაცემები რუსული წყაროებიდანაა მოყვანილი82.

ოსების მასობრივი ჩამოსახლება შიდა ქართლში, უფრო სწორად ახალი ტალღა იწყება 1860 წლიდან. ამ პერიოდში `ჩრდილო ოსეთში~ ცხოვრობდა 47 ათასი ოსი, ხოლო ქართლის მთიან ნაწილში 19 ათასი. ე. ი. ჩრდილო ოსეთში აღირიცხებოდა 2,5ჯერ მეტი ოსი, ვიდრე საქართველოში. ასევე ცნობილია, რომ 1833 წელს რუსეთის იმპერიაში 36 ათასი ოსია დაფიქსირებული. თუ ასეთ პროპორციას ავიღებთ საქართველოში 14 ათასი ოსი ფიგურირებს.

1880 წელს ჩრდილო ოსეთში ოსების რაოდენობამ 59 ათასს მიაღწია. ხოლო საქართველოში 52 ათასი აღირიცხა. ამდენად, 20 წლის განმავლობაში _ 18601880 წლებში ოსების რიცხვი ჩრდილო ოსეთში 12 ათასით გაიზარდა, ანუ 1,2ჯერ. საქართველოში 33 ათასით ანუ 2,7ჯერ.

ხაზგასასმელია, რომ კაცობრიობის ისტორიის მთელ მანძილზე, არცერთ ქვეყანაში მოსახლეობის ბუნებრივი მატების ზრდა ასეთი მოკლე პერიოდის მანძილზე არ ყოფილა. ეს ფაქტი მიანიშნებს მხოლოდ ერთ გარემოებაზე, რომ სწორედ ამ პერიოდში ჩრდილო ოსე

73

თიდან ოსების დიდი რაოდენობა ჩამოსახლდა საქართველოში საცხოვრებლად83.

XIX საუკუნის 80იან წლებში ოსთა კომპაქტური დასახლებები ჩნდება მტკვრის მარჯვენა ნაპირზე ახლანდელი ქარელის რაიონში, ბორჯომის რაიონში (მაგალითად, ბაკურიანში 1885 წელს 71 ოსი ცხოვრობდა) და სხვ.

ლარგვისთან მდინარე ქსანს მარჯვნიდან ერთვის ჭურთის ხევი. ჭურთა ვახუშტის რუკაზე ცალკე სტრუქტურული ერთეულია, სადაც აღნიშნულია 9 სოფელი. იოანე ბაგრატიონს 10 დასახლებული პუნქტი აქვს მოცემული. ეს დასახლებები აღნიშნულია სახელწოდებების გარეშე. მაგრამ ვახუშტი 6 ქართულ სოფელს ასახელებს, იმ დროს როცა იოანე ბაგრატიონი უვე 2 ქართულ სოფელს იხსენიებს. გამოდის, რომ სულ რაღაც ნახევარი საუკუნის მანძილზე 4 ქართული სოფელი გარდაიქმნა ოსურ დასახლებად და დამატებით კიდევ შეიქმნა ერთი ახალი ოსებით დასახლებული სოფელი84.

მთიულეთში დასახლებულ ოსთა უშუალო კონტაქტი ადგილობრივ ქართულ მოსახლეობასთან (ე. ი. მთიულებთან) თავდაპირველად ღუდის ტერიტორიაზე განხორციელდა85. შემდეგში ხიზანი ოსები ქართული მიწის მითვისებას იარაღის ძალითაც ცდილობდნენ. XVIII საუკუნის დასაწყისში მთიულეთზე ოსების 7000იანი ლაშ

74

ქრის თავდასხმისა და დიდველზე (გამოღმა ხადის ტერიტორიაზე) გადახდილი ომის შესახებ, მოგვითხრობს ფოლკლორული გადმოცემები. ამასთან, ადგილზე ფიქსირებული მასალის მიხედვით ოსების ჯარი თრუსოში შეკრებილა და ჯვარის უღელტეხილზე გადმოსვლით დასცემია მთიულებს, რომლებიც წინასწარ მომზადებული დაუხვდნენ მომხვდურთ და ბრწყინვალე გამარჯვებაც მოიპოვეს86.

ოსები რომ ხიზნები იყვნენ ღუდაში იქიდანაც ჩანს, რომ ისინი ადგილობრივ მოურავს მამულის საფასურს აძლევდნენ. `მაყვლის ღვინოს უზიდავდნენ კულუხად ნაზღაიძეებს დღეობებზე87.

სწორედ ნაზღაიძეთა თანამდებობრივი დაწინაურების პერიოდში, კერძოდ XVIII საუკუნის დამდეგიდან დაიწყო ღუდის ხევში ოსების ჩასახლება, რამაც აღნიშნული რაიონი ჯერ პოლიეთნიკურ (ქართულოსურ), ხოლო შემდეგ მარტოოდენ ოს მოახალშენეთა კომპაქტური განსახლების მხარედ აქცია.

ფეოდალური საქართველოს საზოგადოებრივპოლიტიკური აზროვნება თუნდაც ქართლის მთიანეთის ოსებით კომპაქტურად დასახლებულ ამ ჩრდილოეთ ნაწილს არა თუ პოლიტიკურად (და ეს გასაგებიცაა), ეთნოკულტურულადაც კი ოსეთად არ განიხილავდა. ასეთად მას მხოლოდ კავკასიის ქედგაღმა ოსეთი ეგულებოდა. ამ თვალსაზრისს, რა თქმა უნდა, სავსებით

75

რეალური საფუძველი ჰქონდა88. და საერთოდ, წარსულში ქართლის მთიანეთში მცხოვრებ ოსს აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ ეთქვა ოსეთში ვცხოვრობთო, რადგან მან კარგად იცოდა: ქართულ მიწაზე ხიზნად იყო დასახლებული. შიდა ქართლი საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო. ერეკლე მეორე ერთერთ დოკუმენტში აფრთხილებს ორგულ ოსებს, თუ ჩემს ბრძანებას არ დაემორჩილებით `ისეთს რისხვას მოგაყენებთ, რომ არას კაცს არ მოსვლოდეს და არც ჩვენს მამულში თქვენს გვარსღა გავუშვებთო~. დიახ, შიდა ქართლი `ჩვენი მამული~ იყო89.

ხიზანი _ სპარსული წარმომავლობის სიტყვაა და საკუთარი სამკვიდროდან აყრილ და სხვაგან თავშეფარებულს ნიშნავს. ამ ინსტიტუტის ჩამოყალიბება ფეოდალურ საქართველოში იწყება და განვითარების სოციალურპოლიტიკურ გზას გადის მანამდე, ვიდრე ჩვენში მოკავშირეთ და მფარველად მოწვეული რუსეთი, ცხოვრების ყველა სფეროში ერთპიროვნული კანონმდებელი გაგვიხდებოდა90.

რეფორმის შემდგომ პერიოდში აქტუალური გახდა ხიზნების მიწათმოწყობის საკითხი. ისინი კი ძირითადად არაქართველები იყვნენ. მათთვის მიწების გადაცემა

76

ქართული ტერიტორიების უცხოტომელებისათვის დასაკუთრებას მოასწავებდა.

ასეთი ნაბიჯის წინააღმდეგ მოურიდებლად ილაშქრებდა ეროვნულდემოკრატიული მიმართულების ჟურნალი `კლდე~. რედაქტორის რ. გაბაშვილის და მის თანამოაზრეთა წერილებში მხილებულია ის მზაკვრული კურსი, რომელსაც თვითმპყრობელური ხელისუფლება ახორციელებდა საქართველოს და ქართველი ერის მიმართ… `დღეს ბრმა უნდა იყოს ადამიანი, რომ არ ხედავდეს, თუ როგორ გვავიწროებენ, როგორ აცლიან გვერდს ჩვენს სამშობლოს ისინი, ვის ხელშია ძალა; თვალნი დაშრეტილნი უნდა ჰქონდეს იმას, ვინც ვერ ხედავს, თუ როგორ აძლიერებს თვით მთავრობა იმ ელემენტს, რომელნიც ჩვენ გვასუსტებენ შეგნებულად… რკალივით გვარტყამენ გარშემო რუსეთის შიდა გუბერნიებიდან გადმოსახლებულთ… ოსებს უქმნიან ლიტერატურას და მფარველობას უწევენ მათ 60 წლის განმავლობაში მხოლოდ იმიტომ, რომ ოლსტერი მოგვიმზადონ~.

წერილის დასასრულს რ. გაბაშვილი მშობელი ერის გასაგონად აღშფოთებული აღნიშნავდა: `… საღგონებიან პოლიტიკოსს როგორ ეპატიება იმის არცოდნა, რომ მთლიანი ტერიტორია, ეროვნული მთლიანობის საფუძველია შემდგომში პოლიტიკური პირობების შექმნისათვის და როდესაც დაგვაქუცმაცებენ ცალკე სომხობა, ცალკე ოსობა, ცალკე შიდა გუბერნიებიდან გადმოსახლებულნი, ცალკე უცხო მხარეში გახიზვნა შეასუსტებს

77

. ჩვენს ეროვნულ მაჯისცემას, მაშინ გვიანღა იქნება თითზე კბენანი~91

ოსების შიდა ქართლის ბარში ჩამოსახლების პროცესს, სხვა არსებითი ხასიათის ფაქტორებთან ერთად ხელს უწყობდა ქვეყნად კაპიტალისტური ურთიერთობის განვითარება, რაშიც ბუნებრივად ერთვებოდა ოსური მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. ამიტომ, XIX საუკუნის მიწურულისთვის განსაკუთრებით მკვეთრად შეინიშნებოდა მათი ცხინვალში მომძლავრების პროცესი. `ცხინვალში _ იტყობინებოდა გაზ. `ივერია~ (1893 წ.) ადგილობრივი მოსახლეობა ოსებს `შემოსულებს ეძახიან და მოითხოვენ მათ დაუყოვნებლივ უკან გარეკვას, რამდენადაც სხვა უმსგავსოებასთან ერთად ისინი ურჩობასაც იჩენენ გადასახადების გადახდისასოო. ამიტომ გაუთავებელი დავა იყო შემოსულებზე გადასახადისათვის. ისინი კი არ იხდიან და გაიძახიან _ რამდენ ადგილას უნდა ვიხადოთო~.

ამგვარად ჩანს, რომ ე. წ. დროებით, სეზონური სამუშაოსთვის ჩამოსული ოსი ერთდროულად ინარჩუნებდა ძველ საცხოვრებელ ადგილს და ცხინვალშიც ცდილობდა მის მოპოვებას. აქ, მას უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლეოდა ლუკმაპური და სარჩოსაბადებელი ეშოვნა და მატერიალური მდგომარეობა გაეუმჯობესებინა.

78

ამასთან ერთად იყო პერსპექტივა სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახურისათვის გამოეკრა ხელი92.

ოსების განსახლების შესახებ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის საფლავის ქვების წარწერები. საზოგადოდ სასაფლაომ ფრიად საინტერესო და საგულისხმო მასალა შეიძლება მოგვცეს საზოგადოების მეურნეობის, ყოფაცხოვრების, ხელოვნებისა და რელიგიის ისტორიის შესასწავლად. სასაფლაოები _ ამბობდა აკადემიკოსი ნიკო ბერძენიშვილი _ საუცხოოდ ამხელს სოფლის სოციალურეკონომიკური ყოფის ზოგად სურათს. ცალკე უნდა აღინიშნოს ეპიტაფიები. ეს `სულთა მატიანეები~ ძვირფასი ცნობების შემცველია.

სოფელ კუსირეთის სასაფლაოს საფლავების თარიღიანი ქვების ეპიტაფიები ოსთა გვარებს იხსენიებს და ისინი XIX საუკუნის უკანასკნელი მეოთხედისა და უფრო გვიანდელია. ზოგიერთი თვალსაზრისით ეს ეპიტაფიებიც საყურადღებოა, როგორც ტბეთის, წუნარის, ყორნისისა და სხვა სასაფლაოების ქვების წარწერები შიდა ქართლში. ეპიტაფიები, როგორც ითქვა უტყუარი მოწმეა ამათუიმ ეთნოსის განსახლებისა და ცხოვრების შესახებ.

კუსირეთში ოსური გვარები XX საუკუნის დასაწყისში ქართული დაბოლოებებით ფიქსირდება, შემდეგ კი რუსულით. მაგალითად, ბეთეშვილი (1890 წ., 1904 წ.) _ ბეთიევი ან ბეთევი (1905 წ., 1909 წ.) ქოქოშვილი 1897 წ.) _ ქოქოევი (1906 წ.). ერთსა და იმავე ქვაზედაც კი

79

მამაშვილთაგან, ტატო ბეთეშვილია (1904 წ.), ხოლო ალექსი ტატოს ძე ბეთეევია (1905 წ.). წუნარის სასაფლაოს ერთერთ ქვაზე სალომე ჯიოშვილია (1902 წ.), მისი მახლობელი დავითი უკვე ჯიოევია (1909 წ.) ნინა მამაიაშვილია (1889 წ.), ხოლო მისი მემკვიდრეები მამიევებად იწერებიან და ა. შ.93

1900 წელს გამოქვეყნებული `კავკასიის კალენდარის~ თანახმად ცხინვალში აღნიშნულ პერიოდში ცხოვრობდნენ მხოლოდ ქართველები, სომხები და ქართველი ებრაელები. უფრო მეტიც, 1922 წელს ცხინვალში ცხოვრობდა 613 სული ოსი (ანუ ქალაქის მოსახლეობის 13%, მაშინ როცა ებრაელები შეადგენდნენ 1651 სულს (36, 3%), ქართველები 1436 სულს (31,7%) და სომხები _ 765 (16,8%)94.

1902 წელს გორის მაზრიდან გადმოსახლებულმა ოსებმა სოფელ ფიჩხოვანში (ფშავის თემი, ქვემო ალვანის ჩრდილოეთით სამ ვერსზე) შეისყიდეს ადგილები და აქ დამკვიდრდნენ95.

თრიალეთში ოსების მესამე გამოჩენა XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დამდეგს დაიწყო. ისინი ძირითადად თეთრი წყაროს რაიონის სოფლებში არიან ჩასახლებულნი: პატარა კლდეისარში, დუმანისში, პიტარეთში, აღკალაფაში, ალექსეევკაში და სხვა.

სოფელ დუმანისში ცხოვრობენ: მაკიევები, ფუხაევები, თვაურები, მელაძეები, ქორთიევები, ხაბალაევე

80

ბი, ჩერტკოევები, ბოლოთაევები, კოკოევები, ქოქაევები, ზადიევები, ქოქოევები და სხვ.96.

ასევე, საქართველოს სხვა კუთხეებში კერძოდ, პანკისელ ქისტებთან ახლოს ალაზნის პირას განლაგებული იყო რამდენიმე ოსური სოფელი. ოსები აქ დასახლდნენ XX საუკუნის დასაწყისში ქართველ თავადებთაგან მიწების ყიდვის შემდეგ. ამ ფაქტს მოჰყვა მიწათსარგებლობის ნიადაგზე ოსებსა და ქისტებს შორის დაპირისპირება97.

ეს ტერიტორია იყო პანკისის საერისთავო, რომელიც `დიდი ლეკიანობის~ გამო XVIIXVIII საუკუნეებში თითქმის დაიცალა მოსახლეობისაგან. ამ მხარის მფლობელი თავადებისა და მაშინდელი საქართველოს მმართველობის მცდელობით XIX საუკუნის 3050იან წლებში მოხერხდა პანკისის ხეობაში აღმოსავლეთ საქართველოს მთიელების და ვეინახთა გარკვეული ჯგუფის, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში შიდა ქართლიდან, ოსებით დასახლებული სოფლებიდან ოსი მოსახლეობის ჩამოსახლება98.

პანკისის ხეობის ოსური მოსახლეობის სოფლები განლაგებულია მდინარე ალაზნის მარცხენა ნაპირზე. ეს სოფლებია დუმასტური, ქვემო ხალაწანი, წინუბანი, ქორეთი. კუწახტაში ცხოვრობდნენ ქართველები და ოსები.

81

ქისტებით დასახლებულ სოფელ ომალოს ესაზღვრება ოსების სოფელი დუმასტური, რომლის მოსახლეობა ჯავის რაიონის სოფლებიდან გადმოსახლდა 1905 წელს (თავდაპირველად 26 კომლი). ძირითადი გვარებია ბითოევი, ჯიოევი, მაკოევი, თედეევი, კოჩიევი, ცხოვრებოვი, ქოზაევი, ძუგაევი, გერგაული, შავლოხოვი, კაბისოვი99.

ჯერ კიდევ 1921 წელს ცხინვალის გარშემო 26 სოფელში მხოლოდ ქართველები ცხოვრობდნენ100. საბჭოთა რეჟიმის დამყარებიდან ოსები ინტენსიურად სახლდებიან ქართლისა და კახეთის ტერიტორიაზე. 1922 წელს თბილისში ცხოვრობდა 1446 ოსი101. 1925 წლისათვის ყოფილ ოლქში აღრიცხულია 82 ათასი კაცი. მათგან ოსები იყვნენ 54 ათასი, დანარჩენ 28 ათასს შეადგენდნენ ქართველები, სომხები და ებრაელები102. 1926 წელს საქართველოში ოსების რაოდენობა 113 ათასს უდრიდა და აქედან 60 ათასი ყოფილი ოლქის ტერიტორიაზე ცხოვრობდა, ხოლო 53 ათასი მის ფარგლებს გარეთ. გამოდის, რომ ერთ წელიწადში `ოლქში~ მცხოვრები ოსები 6 ათასი სულით გაზრდილან? ბუნებრივია ეს იყო `ჯაყოების~ ჩრდილოეთიდან ახალი ტალღის გადმოსროლა, რაც ბოლშევიკების დემოგრაფიული პოლიტიკით იყო განპირობებული.

82

აღნიშნულ პერიოდში ოსთა კომპაქტური დასახლებები ყველაზე მეტად შესამჩნევი იყო გორის, დუშეთის, რაჭისა და შორაპნის მაზრებში. გორის მაზრაში ოსური დასახლებით გამოირჩეოდა მდინარე ფრონეს სათავეები, ყორნისისა და წუნარის რაიონები, სადაც შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მონაცემებით, ოსი მოსახლეობა 88%ს უდრიდა. დიდი ლიახვის ხეობაში ოსები ცხოვრობდნენ სოფელ კეხვამდე. ამ სოფლის სამხრეთით მხოლოდ ქართველებით დასახლებული სოფლები იყო, სადაც ოსთა რიცხვი მცხოვრებთა 15 პროცენტს არ აღემატებოდა. ასევე იყო პატარა ლიახვის ხეობაშიც, სადაც ოსები სოფელ ვანთამდე ცხოვრობდნენ. ვანთის ჩრდილოეთით განლაგებული იყო ქართული სოფლები: ბელოთი, ორი ხოწურა, საცხენე, აწრისხევი და სხვ. დუშეთის მაზრაში ოსები ცხოვრობდნენ არაგვისა და ქსნის სათავეებთან, რაჭის მაზრაში _ ჯეჯორას სათავესთან, ჩასავალის რაიონში103.

1933 წელს შეიმჩნეოდა ჩრდილო ოსეთიდან ოსი მოსახლეობის მასობრივი გადმოსვლა ე. წ. `სამხრეთოსეთში~. ოსების ეს ნაწილი აქედან წასულები იყვნენ ჯერ კიდევ 1920 წელს ცნობილი მოვლენების დროს. ჩამოსულები მოითხოვდნენ საკოლმეურნეო მიწებს, რომლებიც თავისად მიაჩნდათ104.

1934 წლისთვის სოფელი ყორნისი 1618 კილომეტრით იყო დაცილებული ცხინვალიდან. ამ დროისათვის

83

სოფელში ძირითადად ოსები ცხოვრობდნენ. ისინი აქ დამკვიდრებიდან მესამე თაობას წარმოადგენდნენ105.

სოფელ წუნარის მოსახლეობა კვლავ ხელოვნურად იზრდებოდა. როკის `გადაღმიდან~ 35 ოსური ოჯახი ჩამოასახლეს. 1937 წელს ჩრდილოეთ ოსეთის სოფელ გნუღოდან აქ დამკვიდრდნენ ხუბაევები, თარაევები ხაჩიროვები, მალძიგოვები და სხვ. იქ თუ უსახლკაროდ იყვნენ, მადლიან ქართულ მიწაზე ორორ ოთახიანი ქვითკირის სახლები აიშენეს და მშვენივრად მოაწყვეს ოჯახები106.

1959 წელს ცხინვალის რეგიონში ქართველებისა და ოსების გარდა ცხოვრობდა 2380 რუსი, 1723 ებრაელი, 1555 სომეხი, 439 უკრაინელი და 428 სხვა ეროვნების წარმომადგენელი107.

1989 წლის მონაცემებით ოსების საერთო რაოდენობა 598 ათას სულს შეადგენდა. ამათგან საკუთრივ ოსეთში (ანუ ყოფილ რსფსრს შემადგენლობაში შემავალ ე. წ. `ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ~ ტერიტორიაზე) _ 335 ათასი სული ცხოვრობდა. საქართველოში 164 ათასი სული იყო (აქედან ყოფილი ე. წ. `სამხრეთ ოსეთის აო~ს ფარგლებში 65 ათ.), ყოფილი სსრკს ტერიტორიაზე 101 ათასი ოსი იყო დაფიქსირებული.

 

 გაგრძელება

რუსები და ოსები

————————

61 გელა საითიძე, ქართული პოლიტიკური აზრი და რუსეთის სახელმწიფო სათათბირო (19051917 წწ.) თბ., 2005, გვ. 280281.

62 იესე ბარათაშვილი, ცხოვრებაანდერძი, `ქართული პროზა~, ტ. 5, თბ., 1985, გვ. 681.

63 ი. მეგრელაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 243.

64 იქვე, გვ. 261.

65 უ. ბახტაძე, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნა და მისი სამართლებრივი მდგომარეობა, თბ., 1968, გვ. 10.

66 თ. ბერაძე, რაჭა, თბ., 1983, გვ. 84.

67 საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბ., 1973, გვ. 429.

68 იქვე, გვ. 430431.

69 ჯ. გვასალია, შიდა ქართლი და ოსური საკითხი, თბ., 1997, გვ. 56.

70 ი. მეგრელაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 200.

71 ჯ. გვასალია, აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგ-რაფიის ნარკვევები, თბ., 1983, გვ. 114.

72 იესე ბარათაშვილი, ცხოვრება-ანდერძი, გვ. 588.

73 ჯ. გვასალია, დასახ. ნაშრომი, გვ. 26.
74 იქვე, გვ. 107-111.

75 საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, გვ. 188-189.
76 იქვე, ტ. IV, გვ. 432.

77 ვ. ღუნაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 224.
78 იქვე, გვ. 276.

79 ვახტ. ითონიშვილი, ქართულ-ოსურ ურთიერთობათა ისტორიი-დან, თბ., 1995, გვ. 13.

80 ჯ. გვასალია, დასახ. ნაშრომი, გვ. 170.

81 ლ. თოიძე, როგორ შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, თბ., 1991, გვ. 13.
82 მ. ტყავაშვილი, ოსების 18101811 წლების აჯანყება ლეონ ბატონიშვილის ხელმძღვანელობით, კრ. `ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები~, 2008, #2, გვ. 80.

83 ა. თოიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 46.

84 კ. ხარაძე, საქართველოს ისტორიული გეოგრაფია, შიდა ქართლი, გვ. 96.

85 ვახტ. ითონიშვილი, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიიდან, თბ., 1992, გვ. 7.

86 იქვე, გვ. 22, სქოლიო 62.

87 იქვე, გვ. 20.

88 ლ. ზურაბაშვილი, ეროვნებათაშორისი ურთიერთობის ტრადიციები საქართველოში, თბ., 1989, გვ. 20.

89 ა. თოთაძე, საქართველოს დემოგრაფიული პორტრეტი, თბ., 1993, გვ. 86.

90 გ. საითიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 264.

91 გ. საითიძე, დასახ. ნაშრომი გვ. 275.

92 დ. პავლიაშვილი, შიდა ქართლის სოციალურეკონომიკური სტრუქტურა, თბ., 1998, გვ. 2223.

93 ი. მეგრელაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 191192.

94 Н. Гехтман, Экономическая география Грузии, Тб., 1924, с. 4243.

95 კომუნისტი, 1927, 9 იანვარი.

96 გ. ჯალაბაძე, ქვემო ქართლის მოსახლეობის ეთნიკური სურათი, კრ. `ქვემო ქართლი~, თბ., 1990, გვ. 21.

97 საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური სახელმწიფო არქივი (შემდეგში სუიცსა), ფ. 600, ანაწ. 2, საქ. 37, ფურც. 20.

98 ლ. ხუციშვილი, სულიერი ღირებულების რეორიენტაციის პროცესი პანკისელი ოსების მაგალითზე, `კლიო~, 2002, #14, გვ. 157.

99 იქვე, გვ. 158159.

100 სუიცსა, ფ. 285. ანაწ. 1, საქ. 19, ფურც. 3.

101 ა. თოთაძე, ოსები ქართულ მიწაზე, გაზ. `ცხოვრება~, 1991, 9 თებერვალი.

102 საქართველოს პრეზიდენტის არქივი (შემდეგში სპა), ფ. 14, ანაწ. 2, საქ. 485, ფურც. 28.

103 ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1991, გვ. 70.

104 სუიცსა, ფ. 600, ანაწ. 2, საქ. 344, ფურც. 43.

105 გ. ჩიტაია, შრომები ხუთ ტომად, ტ. I, თბ., 1997, გვ. 228.

106 კომუნისტი, 1939, 11 მარტი.

107 რ. კვერენჩხილაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 71.

5 Responses to “● ოსების ჩამოსახლება საქართველოში და მათი განსახლების არეალი”

  1. ერეკლე said

    საკმაოდ ვრცელი და საინტერესო ინფორმაციაა! ყოჩაღ კვლევების ავტორს. აქა იქ არაპოლიტკორექტულობა იგრძნობოდა (”ჯაყოების” გადმოსახლება და ა.შ.) რასაც ვერ მივესალმები, მაგრამ მომეწონა დეტალები. თუ ავტორს აინტერესებს, აგრეთვე ჩატარდა ოსური DNAს კვლევა სადაც აღმოჩნდა, რომ სამხრეთ ოსები გენეტიკურად ქართველებთან უფრო ახლოს არიან ვიდრე ჩრდილო ოსებთან, რაც ქართველებისა და ქართველი ოსების ახლო (დადებით) ურთიერთობებზე/თანაცხოვრებაზე მეტყველებს. კვლევა ინტერნეტში არის გამოქვეყნებული ინგლისურ ენაზე.

    Like

    • iberiana said

      ნასიძის კვლევა ჩვენთვის ცნობილია

      Like

    • ერეკლე said

      ძალიან კარგი. წინააღმდეგი ხომ არ იქნება ავტორი რომ ინგლისურ და რუსულ ენებზე გადავთარგმნო ეს ნაშრომი (მხოლოდ და მხოლოდ ისტორიული და მეცნიერული თვალსაზრისით)? თუ ავტორის სახელსა და გვარს მეტყვით ნათარგმნში აუცილებლად მივუთითებ.

      Like

      • iberiana said

        https://iberiana.wordpress.com/songulashvili/

        გადათარგმნეთ. მაგაზე კარგს რას იზამთ?!

        Like

      • ერეკლე said

        ბევრი საქმე მაქვს ამიტომ ნელა ვთარგმნი. ერთგან გიწერიათ “რომ ოსები ახლანდელ თავიანთ ადგილსამყოფელზე გადმოვიდნენ ლონდონიდანო”. რა ლონდონიდან, ხუმრობთ?:))) მეთორმეტე აბზაცია (პირველ სამს არ ვთარგმნი ქსენოფობიის გამო (და კიდევ ბევრი “არაქართველი” გვყავს გაქართველებული, მათ შორის ბევრი ოსია გაქართველებული, ისტორიაში არსებობს ტერმინი “ქართველიზაცია” ზუსტად ამ პროცესის აღსაწერად (არაა ჩემი მოგონილი)))

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s