Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• „ოსების გენოციდი“

♥ სამაჩაბლო – Samachablo

***

40 მილიონ მანეთად ღირებული „ოსების გენოციდი“ და „ემოციური დიპლომატია“

osebi_geon.jpg02/07/2011

მადლენა მაჭარაშვილი

ქართველების მიერ ოსების გენოციდის საკითხზე საქართველოში საფრანგეთის ელჩის ერიკ ფურნიეს განცხადება იმაზე მეტად გახმაურდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ქართული მედიისა და საექსპერტო წრეების შემდეგ ელჩის განცხადებას ე.წ. სამხრეთ ოსეთიდანაც გამოეხმაურნენ. თუ ქართველ საზოგადოებაში ფურნიეს განცხადება დაგმეს, „სამხრეთ ოსეთის“ წარმომადგენლებმა დიპლომატის ნათქვამი უტყუარად და მათ მიერ არაერთხელ თქმული „სიმართლის“ დადასტურებად გამოაცხადეს.

ისტორიის თემაზე დიპლომატის არადიპლომატიურად მოყოლილი ამბის ისტორია ასე დაიწყო: ჟურნალ „თბილისელებში“  ერიკ ფურნიეს ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც ჟურნალისტის ერთ-ერთი კითხვა 2008 წლის აგვისტოს ომზე საფრანგეთის პასუხისმგებლობის საკითხს ეხებოდა.

ინტერვიუში ელჩმა „გამაღიზიანებელ კითხვას“  „ემოციური“ პასუხი  წერილობით გასცა: „ვინ წამოიწყო ომი? პირველმა ვინ ისროლა ცხინვალის მიმართულებით? თქვენ ვერ შეძლებთ ისტორიის ხელახლა დაწერას და პასუხისმგებლობის ძებნას სხვაგან და არა იქ, სადაც ის არის. ამასთან დაკავშირებით, თუ ცოტა შორს მოძებნით, ახსნა-განმარტება უნდა მოსთხოვოთ მენშევიკურ რესპუბლიკას, რომელმაც 1921 წელს ოსეთის მოსახლეობა გაჟლიტა (4 000 დაღუპული, 25 000 ლტოლვილი), და არა საფრანგეთს ან სხვა სახელმწიფოებს“.

ერიკ ფურნიემ მოგვიანებით, ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემაში განმარტა, რომ ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა და პროვოკაციული პასუხის გაცემის გუნებაზე დადგა. თუმცა, იქვე აღნიშნა:  რაც წარსულში მოხდა, უნდა დავივიწყოთ, თორემ ერთმანეთზე გასაბრაზებელ ფაქტებს ისტორიაში აუცილებლად ვიპოვითო. ანუ ელჩმა „ოსების გენოციდზე“ ნათქვამი არ უარყო, უბრალოდ, მხარეებს მისი დავიწყებისკენ მოუწოდა.

„ტრიბუნა.ge“-მ ელჩის მიერ ციფრებით აღწერილი „ოსური გენოციდის“ საკითხის კვლევა ისტორიკოსებთან გასაუბრებითა  და ისტორიული წყაროების მეშვეობით სცადა.

გრიფით საიდუმლო და უნიკალური მასალები

ისტორიკოსმა შოთა ვადაჭკორიამ ახლახან დაასრულა შესაბამისი 1917-25 წლებში ქართულ-ოსური ურთიერთობების საკითხის კვლევა და როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა ამ პერიოდის მოვლენების აქამდე უცნობი ასპექტები დეტალურად და კვალიფიციურად შეისწავლა.

„საკითხზე მუშაობის დროს გავეცანი იმ პერიოდის პრესას, უნიკალურ საარქივო დოკუმენტებს… გრიფით საიდუმლო მასალებს. მაგრამ ამ მასალებს გრიფი რომ ადევთ, არ მაქვს უფლება ზუსტად მივუთითო.

ოსი ისტორიკოსები კი ქართველთა მიერ მათი გენოციდის საკითხზე საუბრისას იყენებენ ე.წ.  „ინალიფას“ მეთოდს, როცა ამბობენ ბებიებისგან ვიცით, რომ ოსები ცხინვალის რეგიონის მკვიდრი მოსახლეობა ვართო.  ოსმა  ბოლშევიკებმა საგანგებოდ შექმნეს ყალბი დოკუმენტები და დღეს ამითაც მანიპულირებენ“,- აცხადებს შოთა ვადაჭკორია.

თავად კი ამბობს, რომ სხვა სანდო  წყაროებთან ერთად  გასაბჭოებული საქართველოს ხელისუფლების შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნას და მათ მიერ მოპოვებულ დოკუმენტებს ეყრდნობა, რომლებიც საქართველოს მენშევიკური მთავრობის მხარდამჭერ ანუ მიკერძოებულ მასალად ნამდვილად ვერ ჩაითვლება.

 

რა მოხდა 1920 წელს ანუ  „დოკუმენტური ამბის“ დასაწყისი

ისტორიკოსების განმარტებით, 1918-1919 წლებში საქართველოს მენშევიკურ ხელისუფლებას ევროპის დახმარების იმედი გაუცრუვდა.  ევროპის ქვეყნების მხრიდან საქართველოსადმი ინდიფერენტულ დამოკიდებულებას კი შესანიშნავად აუღო ალღო რუსეთმა, როცა  ამიერკავკასიაში საყოველთაო აჯანყების გეგმა შეიმუშავა. ამ გეგმის ერთი ნაწილი საქართველოში ოსური სეპარატიზმის ამოქმედება იყო.

გთავაზობთ 1920 წელს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული დოკუმენეტების ნუსხას:

დოკუმენტი N  – 100 ათასს პლუს 40 მილიონი მანეთი მოსკოვიდან

1920 წლის 23 მარტის დადგენილებით, საქართველოში შეიქმნა „სამხრეთ ოსეთის“ რევოლუციური კომიტეტი  – გაგლოევის, ჯატიევისა და სანაკოევის ხელმძღვანელობით.

აღნიშნული „რევკომის“ ამოცანა იმავე დოკუმენტის მიხედვით იყო განსაზღვრული და ცხინვალის რეგიონში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებას ისახავდა მიზნად.

დოკუმენტის თანახმად, ამ ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით,  რუსეთის კომუნისტური პარტიის ბოლშევიკთა  კავკასიის სამხარეო კომიტეტმა „სამხრეთ ოსეთის“ რევკომს  100 ათასი მანეთი გადასცა. საქართველოში აჯანყებული ოსების დასახმარებლად და შეიარაღებული რაზმების დასაქირავებლად, იმავე წლის აპრილში, „რევკომის“ თავმჯდომარეს სანაკოევს მოსკოვიდან დამატებით 40 მილიონი მანეთი გადაუგზავნეს.

კვლავ დოკუმენტი -„ ოსური რევკომი“: შევუერთდეთ რსფსრ-ს

1920 წლის 6 მაისს „რევკომმა“ მიიღო დადგენილება, რომელშიც ეწერა: „ვემორჩილებით რა უმაღლესი პარტიული ორგანოების გადაწყვეტილებას, აუცილებლობად მიგვაჩნია საბჭოთა ხელისუფლება გამოვაცხადოთ ჯერჯერობით როკის რაიონში, ჩავკეტოთ ხეობა, დავიცვათ თავი მშრომელი ხალხის მტრებისგან  და შევუერთდეთ რსფსრ რესპუბლიკას.“

1920 წ, 8 მაისი -როკის ხეობაში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა

საბჭოთა ხელისუფლება როკის ხეობაში ოსებმა  8 მაისს ოფიციალურად გამოაცხადეს.  სწორედ აქედან იწყება 1920 წლის ოსების აჯანყებაც. ოსების ეს ქმედება 1920 წლის პერიოდულ გამოცემებში, კერძოდ, გაზეთ „ერთობასა“ და „სახალხო საქმეში“  საქართველოს მიმართ ღალატად არის შეფასებული.

იმავე პერიოდში გაზეთ კომუნისტში  გამოქვეყნდა მოწოდება ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები ოსების მიმართ: „ამხანაგო ოსებო! სამხრეთ ოსეთის ჩვენი ძმები სულსა ღაფავენ საქართველოს მემამულეთა მთავრობის უღლის ქვეშ. თითოეული ოსი, რომელიც თანაუგრძნობს საბჭოთა მთავრობას, უნდა ისწრაფოდეს ამ უღლის მოსაშორებლად. ძალა ორგანიზაციაშია.“

შეტევა ცხინვალზე

1920 წლის 28 მაისს ვლადიკავკაზში გაიმართა კონფერენცია. კონფერენციაზე მიღებული დადგენილებით, ჩრდილოეთ ოსეთის წითელი პარტიზანული რაზმი „სამხრეთ ოსეთის“ აჯანყებულებს უნდა მიშველებოდა. რაზმი სანაკოევის მეთაურობით ვლადიკავკაზიდან 31 მაისს გამოვიდა და სამ კოლონად გადანაწილდა – როკის, ზეკარისა და მაიმისონის უღელტეხილებით საქართველოში შემოვიდა.  შეიარაღებული ოსები სოფელ ჯავაში შეერთდნენ და შტევა ცხინვალზე განახორციელეს.

გაზეთი „ერთობა“  სტატიაში „ოსების გამოსვლები“ წერს: „შიდა ქართლში აჯანყებულ ოსებს  გადაღმა ოსეთიდან ე.ი. რუსეთის სამფლობელოდან ეხმარებიან, რაც ერთნაირად  არღვევს იმ ხელშეკრულებას, რომელსაც  ერთი თვის  (1920 წლის 7 მაისი) წინად საბჭოთა რუსეთმა მოაწერა ხელი.“

ოფიციალური მოსკოვის პოზიცია, ანუ „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გეგეჭკორი, 30 ივნისს, საგანგებო ნოტით მიმართავს რუსეთის წარმომადგენლობას საქართველოში. გეგეჭკორის პასუხად 14 ივლისს კიროვი წერს, რომ საბჭოთა  რუსეთის ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს ოსების აჯანყებასთან და ყველა მსგავსი ეჭვი გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციებში დაშვებული შეცდომების ბრალია.

გაზეთი „ერთობა“ ამის პასუხად სტატიაში – „ისევ ოსებზე“ –  წერს: „ჩვენ გვარწმუნებენ, რომ მოსკოვის მთავრობამ ეს არ იცის… შეიძლება, ტაქტიკური მოსაზრებით, დღეს არ უნდოდეს მოსკოვს ჩვენს რესპუბლიკასთან ურთიერთობის გამწვავება. თუ ეს ასე არ არის, მით უარესი მოსკოვის მთავრობისთვის, მაშასადამე, მას არ შესწევს  ძალა, ალაგმოს მისი ბანდები“.

გაზეთი „სახალხო საქმე“ კი სტატიაში „ოსური საფრთხე“ აშეთი შინაარსის ტექსტს ბეჭდავს: „უკვე დააჯერეს ოსები, რომ საქართველომ რუსების წინაშე იარაღი დაყარა, თუ ოსები მოისურვებენ და საქართველოს აუჯანყდებიან, რუსეთის წითელი არმია მას დაეხმარება, თბილისს თუ არა გორის მაზრას ოსეთს მაინც დაუმტკიცებს.  დააჯერეს და ეს შეუგნებელი ბნელი ხალხი უკვე იარაღით ხელში ებრძვის ჩვენს მხედრობას, მათ კიდეც აუღიათ ქალაქი ცხინვალი.“

1920 წლის 7 მაისს რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების VI მუხლის თანახმად კი: „რუსეთი იღებს ვალდებულებას, არ მისცეს მის ტერიტორიაზე ყოფნისა და საქმიანობის უფლება ჯგუფებსა და ორგანიზაციებს, რომელთა მიზანს შეადგენს საქართველოს მთავრობის დამხობა.“

გაზეთ „ერთობის“ მოწინავე სტატიაში „ოსების გამოსვლები“ ვკითხულობთ: „ბ-ნო კომუნისტებო, ბრძანეთ: ხელშეკრულების დარღვევაა თუ არა, როცა რუსეთის მხრიდან ესხმიან ჩვენს რესპუბლიკას თქვენი თანამოაზრე საეჭვო ელემენტები?და თუ დაღვევაა, როგორ აფასებთ თქვენს ასეთ მუხანათობას? გაჩუმება ამ შემთხვევაში უდრის  თქვენს დასტურსა და სოლიდარობას თავდამსხმელებისადმი, ველით პასუხს“.

ბოლშევიკები ზოგადი პასუხებით იფარგელებოდნენ. საქართველოს ხელისუფლებამ კი მიიღო გადაწყვეტილება და აჯანყებული ოსების წინააღმდეგ სახალხო გვარდიის რვა ბატალიონი, ორი სამთო ბატარეა და ცხენოსანი პოლკი გაგზავნა. რაც უმალ გააპროტესტა რუსეთის  ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩიჩერინმა. მან 1920 წლის 17 მაისს ნოტა საქართველოს ხელისუფლებას გამოუგზავნა, რომელშის წერდა: „შეგვაშფოთა ცნობამ, რომ სამხრეთ ოსეთში, სადაც გამოცხადებულია საბჭოთა რესპუბლიკა, ამ ხელისუფლების გასანადგურებლად გამოგზავნილია საქართველოს ჯარები, ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, გაიწვიოთ თქვენი ჯარები ოსეთიდან, რადგან ვთვლით, რომ ოსეთს უნდა ჰქონდეს ის ხელისუფლება, რომელიც მას უნდა. საქართველოს ჩარევა ოსეთის საქმეებში ყოვლად გაუმართლებელი ჩარევაა სხვის შინაგან საქმეებში“.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი – „შხამიანი გველის წიწილები უნდა გაისრისოს“

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლორთქიფანიძემ 1920 წლის 18 ივნისის N103  ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, შიდა ქართლის მთის ოესბში ბოლშვიკების მიერ  გაწეული ანტიქართული საქმიანობა დაგმო.

„ამ მოსყიდულ მოღალატეებს შიგნიდან უნდათ შეგვიქმნან არეულობა, რათა… მთელი ქართველი ხალხი სისხლის მორევში ჩაგვახრჩონ. ჩვენ გვინდა მშვიდობიანი შრომა და ცხოვრება, მათი მიზანია რაც შეიძლება მეტი არეულობა, შფოთი და სისხლისღვრა. მაშ, არ დაინდოთ ეს იუდა-მოღალატენი, ეს გაშმაგებული მგლები, რომლებიც ხშირად ცხვრის ქურქში ეხვევიან, ტკბილსა და მოქარგულ სიტყვებს ჩაგჩურჩულებენ. შხამიანი გველის წიწილები უნდა გაისრისოს. ამას მოითხოვს ქართველი ერის ბედნიერება.“

დაძაბული ბრძოლის შედეგად,  ქართულმა ჯარმა 12 ივნისს დაბა ცხინვალი აიღო, ხოლო 23 ივნისს აჯანყებულ ოსთა უკანასკნელი ნაწილი როკის უღელტეხილის გავლით ჩრდილოეთით გაუშვა. ჩვენ მიერ მოძიებულ დოკუმენტებში არ წერია კონკრეტული ციფრები იმასთან დაკავშირებით, თუ  რამდენი ადამიანი ემსხვერპლა 1920 წლის ოსეთის აჯანყებას, როგორც ქართული ისე ოსური მხრიდან. როკის უღელტეხილის გავლით 23 ივნისს ჩრილოეთის მიმართულებით გაგზავნილ ოსთა რიცხვი კი, დოკუმენტების თანახმად, დაახლოებით 20 ათასს შეადგენდა.

ოსი ისტორიკოსის  წყაროები

„ოსი ისტორიკოსი აბაევი წერს, რომ 1920 წელს „სამხრეთ ოსეთი“ ცალკე ქვეყანა იყო, რომლის ეკონომიკა „მენშევიკებმა“ ოსების აჯანყების „მხეცურად“ ჩაქრობის შემდეგ დაანგრიეს. მას მოჰყავს 1921 წლის 12 მაისის „სამხრეთ ოსეთის“ რევკომის  მიერ საქართველოს რევკომისადმი წარდგენილი მოხსენება, რომლის თანახმადაც, გორის მაზრის ჩრდილოეთი ნაწილი არაქართულ ტერიტორიად და ცალკე ქვეყნადაა გამოცხადებული, რომელიც ჟორდანიამ და მისმა „დამქაშებმა“ დაიპყრეს. ოსი ისტორიკოსის  თქმით, „სამხრეთ ოსეთად“ გამოცხადებული შიდა ქართლი საქართველოს ნაწილი არ არის. ამგვარი აბსურდული მასალის უკრიტიკოდ დამოწმება, რა თქმა უნდა, ისტორიკოსის ტენდენციურობაზე მიუთითებს,“- განმარტავს შოთა ვადაჭკორია.

შსსკ-ს „უტყუარი ფაქტები“

გასაბჭოებული საქართველოს შინაგან საქმეთა  სახალხო კომისარიატთან არსებული საგანგებო კომისიის მიერ მომზადებულ მოხსენებაში კი  წერია, რომ ქართველებმა „ოსებს 1918 წლის … აჯანყება და მენშევიკების ადგილობრივი ლიდერების ს.კეცხოველისა და გ.მაჩაბლის სიკვდილიც კი აპატიეს. არავითარი ძალმომრეობა მათზე არ უხმარიათ. მხოლოდ აჯანყების გამეორებას  1920 წელში მოჰყვა სასატიკი ზომები ჯარის მხრიდან ოსებისადმი… თბილისში მთავრობას ცნობა მოუვიდა,  ჯარები სახლებს სწვავენო. მთავრობა შეეკითხა სახლების დაწვის მიზეზს. ჯარის უფროსებმა უპასუხეს: ოსეთი მთიანი ადგილებია, ჯარის სხვადასხვა ნაწილებს შორის ურთერთობა არ არსებობს და რომ ერთმა ნაწილმა გაიგოს სად იმყოფება მეორე ნაწილი, საჭიროა ცეცხლის გაჩენაო… ალზედ რომ გაიგონ  ნაწილის ადგილსამყოფელი ამისთვის სოფლის განაპირა ძველს და დანგრეულ, უპატრონოდ მიტოვებულ საბძელს ან სხვა ქოხს ვწვავთ, ისიც თითოეულ სოფელში მხოლოდ თითოს. თვითონ ოსები კი ბინის დატოვების დროს სახლებს უკიდებენ ცეცხლს.“

კომისიის მოხსენების დასკვნითი ნაწილის თანახმად: „სოფ. ჯავაში, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ მიღებული უტყუარი ფაქტებით, არცერთი სახლი არ არის დამწვარი ან დანგრეული.“

ტოლობის ნიშანი ჩერქეზების გენოციდთან

 როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, ოსურ და რუსულ „წყაროებში“ დღეს „ოსების გენოციდად“ წოდებული ოსების აჯანყება რუსული მანეთებით დაფინანსებული  „ღონისძიება“ იყო, რომელსაც რუსეთი, რაღა თქმა უნდა, ღიად არ ადასტურებდა. ოფიციალური მოსკოვი „ღიად“ მხოლოდ საპროტესტო ნოტებს სწერდა საქართველოს მენშევიკურ მთავრობას და აცნობებდა, რომ  საქართველოს ჩარევა ოსეთის საქმეებში გაუმართლებელი იყო.

„ოსების გენოციდის“ თემის დღეს გააქტიურებაც რუსული ინტერესით აიხსნება. პოლიტიკურ კულუარებში უკვე „ხმამაღლა“ საუბრობენ იმის შესახებ, რომ რუსეთი ახლო მომავალში „ქართველების მიერ ოსების გენოციდის“ საკითხს ოფიციალურად ცნობს და ეს იქნება პასუხი „რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაზე.

P.S. დავუბრუნდეთ იმას, რითაც დავიწყეთ – ფურნიემ მართალია „ემოციურად“, მაგრამ კონკრეტული ციფრებით ისაუბრა „ოსების გენოციდზე“. ლოგიკურად ისმება კითხვა: რა როლი აქვს რუსეთის მიერ დაგეგმილ „პოლიტიკურ ღონისძიებაში“, საფრანგეთს, სარკოზის, ფურნიეს???

ტრიბუნა.ge

***

მის აღმატებულებას, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ბატონ ერიკ ფურნიეს

eric-fournier_2

Éric Fournier 

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ელჩო, ჟურნალ „თბილისელების“ მეშვეობით ქართული საზოგადოება გაეცნო თქვენს ინტერვიუს, რამაც გაგვიჩინა გამოხმაურების სურვილი და გწერთ, არც თუ ისე მოკლე წერილს.

როგორც ინტერვიუს წინასიტყვაობიდან შევიტყვეთ, თქვენ  ბრძანდებით   დამამთავრებელი კლასების კონკურსის ლაურეატი; გაქვთ თანამედროვე ლიტერატურის სპეციალისტის, ისტორიის მასწავლებლის, ფრანგული ლიტერატურისა და ცივილიზაციის სპეციალისტის, აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციათა ეროვნული ინსტიტუტის დიპლომები.

გამომდინარე  იქიდან, რომ თქვენ ქართულ ჟურნალისტიკას უწუნებთ პროფესიონალიზმს და ამბობთ, რომ  ჩვენი ჟურნალისტები ფაქტებს ხშირად არაზუსტად გადმოცემენ, იქნებ არც ეს  მონაცემებია ზუსტი?

ამგვარი ეჭვი ჩვენის მხრიდან თქვენმა საქართველოს ისტორიის არცოდნამაც გამოიწვია, თქვენს მიერ მოყვანილი ფაქტები და თარიღები, რბილად რომ ვთქვათ,  არ შეესაბამება ისტორიულ სინამდვილეს.

თქვენო აღმატებულებავ, გავკადნიერდებით და შემოგკადრებთ: თქვენ ძალიან ცუდად იცით თქვენდამი რწმუნებული ქვეყნის ისტორია და რაც იცით, ისიც საქართველოს მტრების მიერ შეთითხნილი სიცრუეა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ისტორიულ მეცნიერებასთან.

როგორც სჩანს, თქვენ დიდი მონდომებით დაეწაფეთ რუსულ-ოსურ ყალბ ისტორიულ მითებს, ჩვენი მოკრძალებული რჩევაა გაეცნოთ იმ ისტორიულ წყაროებს, რომლებიც ისტორიული სიმართლითა და ობიექტურობით გადმოგვცემენ საქართველოში ბოლო ორი საუკუნის მანძილზე მიმდინარე პროცესებს.

თავდაპირველად განზრახული გვქონდა ვრცლად მოგვეთხრო ამ პერიოდის შესახებ, მაგრამ საგაზეთო წერილით ამის გადმოცემა შეუძლებელია, ამიტომ შევეცდებით მოკლედ აგიხსნათ ვითარება.

„- ვინ წამოიწყო ომი? პირველმა ვინ ისროლა ცხინვალის მიმართულებით? თქვენ ვერ შეძლებთ ისტორიის ხელახლა დაწერას და პასუხისმგებლობის ძებნას სხვაგან და არა იქ, სადაც ის არის. ამასთან დაკავშირებით, თუ ცოტა შორს მოძებნით, ახსნა-განმარტება უნდა მოსთხოვოთ მენშევიკურ რესპუბლიკას, რომელმაც 1921 წელს ოსეთის მოსახლეობა გაჟლიტა (4000 დაღუპული, 25000 ლტოლვილი), და არა საფრანგეთს ან სხვა სახელმწიფოებს. ამ საქმეში რეალური პასუხისმგებლობა ეკისრება ორივე მხარის ნაციონალიზმს, რომელიც ევროპის ომების უმრავლესობის საფუძველი იყო, რომელიც, საბედნიეროდ, გადავლახეთ და ავირჩიეთ სხვა ღირებულებები, რომლებიც წარმოსახვითი ერების ოცნებებზე მაღლა დგას“ – ამბობთ თქვენ.

საქმე იმაშია, რომ საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ 1921 წელში მხოლოდ ორიოდე თვე იარსება და აქედან გამომდინარე 1921 წელს ვერ გაჟლეტდა ოსებს, რადგან 1921 წლის 25 თებერვლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მენშევიკურმა (სოციალ-დემოკრატიულმა) მთავრობამ, თავისივე უნიათობისა და უუნარობის გამო, დატოვა ქვეყანა და საქართველო ხელში ჩაუგდო თავისსავე ნახევარძმებს – ბოლშევიკებს.

საქართველოს დამოუკიდებელმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სამიოდე წელი იარსება (1918 წლის  26 მაისიდან  -1921 წლის 25 თებერვლამდის). ძნელი და პრობლემებით აღსავსე აღმოჩნდა საქართველოსთვის ეს პერიოდი – ახლად განთავისუფლებული ქვეყანა  ორი მსხვრევადი იმპერიის – რუსეთისა და თურქეთის პირისპირ აღმოჩნდა, რომლებიც ვერ ეგუებოდნენ საქართველოს სახელმწიფოების აღდგენას და ყოველნაირად ცდილობდნენ მის ხელყოფას. ამისათვის ისინი იყენებდნენ ნებისმიერ მეთოდებს, იქნებოდა ეს პირდაპირი ავანტიურა  თუ ქვეყნის შიგნიდან აფეთქება. თურქეთი ცდილობდა საქართველოს მუსულმანური მოსახლეობის გადაბირებას და პროვოცირებას.  რუსეთიც, სულ ერთია თეთრი იყო თუ წითელი, წარმატებით იყენებდა იმპერიების უმთავრეს დევიზს „დაყავი და იბატონე“. რუსი ბოლშევიკები გაჰყვიროდნენ რა სოციალ-დემოკრატიულ  დევიზს – „ძმობა, ერთობა, თავისუფლება“ და ამ საბაბით საქართველოში აწყობდნენ შეიარაღებულ გამოსვლებს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. მათ საქართველოს რამდენიმე რეგიონში მოაწყვეს არეულობები, შეიარაღებული გამოსვლები.

1918/1920 წლების მანილზე ბოლშევიკებმა სამჯერ მოაწყეს საქართველოს სახელმწოფოებრიობის წინააღმდეგ შეიარაღებული გამოსვლა შიდა ქართლში, რომელშიც გამოიყენეს იქ მცხოვრები მათივე წაქეზებული და სეპარატისტულად განწყობილი ოსური მოსახლეობის ნაწილი.

  რუსეთის 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ, 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პერიოდში, ოსებმა დაიწყეს დამოუკიდებლობის მოთხოვნა რუსეთთან შეერთების მიზნით.

    1918 წლის მარტში რუსების წაქეზებით, ოსურმა ბოლშევიკურმა ორგანიზაციებმა წამოიწყეს აჯანყება, რომელსაც მოყვა სისხლიანი შეტაკება ქართველებსა და ოსებს შორის. ეს აჯანყება ქართულმა სამთავრობო ძალებმა ჩაახშო.

    1918 წლის 13 სექტემბრის კანონით საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ეროვნულ საბჭოში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს 26 ადგილი ეკუთვნოდათ. აქედან სომხებს 10, აზერბაიჯანელებს 4, აფხაზებს 3, რუსებს 2, ოსებს 2, ქართველ ისრაელელებს 1, ებრაელებს 1, ბერძნებს 1 და გერმანელებს 1.

    1920 წლის 28 მარტს ე.წ. ”სამხრეთ ოსეთის ნაციონალური საბჭო” ქმნის “სამხრეთ ოსეთის რევოლუციურ კომიტეტს” (“რევკომი”). იმავე წლის ოქტომბერში “რევკომი” რუსეთის კომუნისტური (ბოლშევიკთა) პარტიის კავკასიის ბიუროსაგან ითხოვს სამხრეთ ოსეთისათვის ავტონომიის სტატუსის მინიჭებას.

   „1920 წლის მარტში შიდა ქართლში ადგილი ჰქონდა წითელი ემისრების მიერ ინსპირირებულ ანტიკონსტიტუციურსა და ანტიქართულ გამოსვლებს. რკპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტის 23 მარტის დადგენილებაში ვკითხულობთ: „სამხრეთ ოსეთში შეიქმნას რევკომი. დაინიშნონ რევკომის წევრებად ამხ. გაგლოევი, ჯატიევი და სანაკოევი. ამოცანა 1. დათხოვნილ იქნას ძველი შემადგენლობის ეროვნული საბჭო (ლაპარკია სამხრეთ ოსეთის ე.წ. ეროვნულ საბჭოზე – ლ. ურუშაძე). 2. გამოცხადებულ იქნას საბჭოთა ხელისუფლება, დროებით მთელი ხელისუფლება გადაეცეს რევკომს. 3. დაუყოვნებლივ შეიქმნას შეიარაღებული რაზმები; 4. დამყარდეს კავშირი ჩრდილოეთ ოსეთთან (ცნობისათვის: ამ დროისათვის არ არსებობდა ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური წარმონაქმნი. ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი შეიქმნა 1924 წლის 7 ივლისს მთიელთა ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაში შემავალი „ოსეთის ნაციონალური ოკრუგის“ საფუძველზე, ამ სახელწოდებაშიც არ სჩანს სიტყვა „ჩრდილოეთი“. საჩოთირო ვითარებაა – „სამხრეთ ოსეთი“ შექმნეს 2 წლით ადრე და შემდეგ გაჩნდა „ჩრდილოეთ ოსეთი“ – ა.ს.) და გორის მაზრის სოფლებთან. მოძრაობის ცენტრად სასურველია ცხინვალი (Борьба за победу советской Власти в Грузии/докум. И матер. (1917-1921.Тбилиси 1958, ст. 552-553) (ლ.ურუშაძე. ბოლშევიზმ-მენშევიზმი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918/1921))

    1921 წლის თებერვალში, ბოლშევიკური რუსეთის საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკაზე თავდასხმისას, რუსულ მე-11 არმიასთან ერთად საქართველოს წინააღმდეგ ოსური შეიარაღებული რაზმებიც იბრძოდნენ.

 მეტად უცნაური და კურიოზული ფაქტია, საქართველოში, ძირძველ ქართულ მიწაზე „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“-ს შექმნის საკითხი განიხილა რუსეთის კომპარტიის (ბ) ცკ-ს კავკასიის ბიურომ და ამას შემდეგ ხორცი შეასხა ქართველმა კოლაბორაციონისტმა ბოლშევიკებმა 1922 წლის 20 აპრილის დეკრეტით.

საერთოდ ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ რუსულ იმპერიალისტურ პრესაში  მე-19-ე საუკუნის შუახანებში ჩნდება, მაგრამ ასეთი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული  მხოლოდ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ – 1922 წლის 20 აპრილს შეიქმნა და ისიც ხელოვნურად, რამეთუ იმ დროისათვის საქართველოში ეთნიკური ოსები სხვადასხვა რეგიონში სახლობდნენ და გაცილებით აღემატებოდნენ ხსენებულ რეგიონში მცხოვრებ ოსებს.

იმჟამად, შიდა ქართლის ჩრდილოეთის  ტერიტორიის ნაწილი და მოსახლეობის რაოდენობა  არ იძლეოდა ავტონომიის შექმნის საფუძველს, ამიტომ მომავალი ოლქის შესაქმნელად ბოლშევიკებმა მიწები ჩამოაჭრეს საქართველოს სხვა ისტორიულ მხარეებს: რაჭას, იმერეთსა და შიდა ქართლის მოსაზღვრე რეგიონებს. შიდა ქართლში დაიწყეს კავკასიის გადაღმიდან ეთნიკური ოსების ჩამოსახლება, რადგან ავტონომიისთვის საკმარისი ოსები არ მოიძიებოდა იმ მხარეში. თვით დედაქალაქის საკითხიც კი მწვავედ იდგა, ქალაქ ცხინვალის მოსახლეობა 1922 წლისათვის შეადგენდა 4543 კაცს, მათ შორის ოსთა რაოდენობა ძალიან მცირე იყო.

როგორც მოგახსენეთ, გასაბჭოების შემდეგ საქართველოში შეიქმნა „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“, რა მდგომარეობაა ამ დროისათვის ჩრდილოეთ კავკასიაში?

1917 წლის ნოემბერს შეიქმნა ჩდრილოეთ კავკასიაში მთიელთა რესპუბლიკა, რომელიც აერთიანებდა ჩრდილოეთ კავკასიის მხარეებს და იარსება  1919 წლამდის, დენიკინის ჯარების მიერ ჩრ. კავკასიის დაპყრობამდის და მის შემადგენლობაში შედიოდა ოსეთის მხარეც. 1921 წლის 20 იანვარს შეიქმნა მთიელთა ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა რომელმაც იარსება 1924 წლამდის, ამ რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა ოსეთის ნაციონალური ოკრუგი. ამ დროისათვის დღევანდელი „ჩრდილოეთ  ოსეთის“ შემადგენლობაში არ შედიოდა ოსებით დასახლებული დიგორის მხარე, ის წარმოადგენდა ცალკე ოკრუგს მთიელთა ასსრ-ს შემადგენლობაში. 1924 წლის 7 ივლისს ოსეთის ნაციონალური ოკრუგის საფუველზე შეიქმნა ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. რომლის ცენტრად მიჩნეული ქ. ვლადიკავკაზი არ შედიოდა მის შემადგენლობაში, არამედ წარმოადგენდა ავტონომიურ ქალაქს და ამავე დროს იყო ინგუშეთის ავტონომიური ოლქის ცენტრი. ციხესიმაგრე ვლადიკავკაზი რუსმა დამპყრობლებმა ააშენეს ინგუშეთის მიწაზე აულ ზაუროვოს მახლობლად, 1934 წელს ის რუსებმა  გადასცეს ოსებს და გახდა ჩრ. ოსეთის ცენტრი. 1936 წელს შეიქმნა „ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ, რომელმაც 1991 წლამდის იარსება.

ზემოთ მოყვანილი ექსკურსიდან ნათლად სჩანს, რომ მცნება „ჩრდილოეთ ოსეთი“ 1924 წლის 7 ივლისამდის არ არსებობდა, ხოლო „სამხრეთ ოსეთი“ კომუნისტებმა ორი წლით ადრე შობეს, ვიდრე მისი „ტყუპისცალი“ „ჩრდილოეთ ოსეთი“.

ოლქის დედაქალაქის შერჩევისას დილემის წინაშე აღმოჩნდნენ ქართველი ბოლშევიკები. 1922 წლის დასაწყისში სტალინი მოსკოვიდან  ურეკავს საქართველოს ბოლშევიკების თავკაცს ბუდუ მდივანს და აცნობებს, რომ გადაწყდა ოსური ავტონომიის შექმნა საქართველოში  და დედაქალაქის შერჩევას ავალებს. მოგვიანებით ის განმეორებით ურეკავს ბუდუ მდივანს და უმოქმედობას საყვედურობს. ბუდუ მდვანი კი ეუბნება, რომ „დედაქალაქის შერჩევა სჭირს, რადგან ოსები ძირითადად მთებში ცხოვრობენ, ერთადერთი მსხვილი დასახლებული პუნქტი ცხინვალია, მაგრამ იქ თითო-ოროლა ოსური ოჯახი თუ მოიბენება“.

„სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობა 1989 წლის აღწერით შეადგენდა დაახლოებით 96 ათას კაცს, მათ შორის ოსების რაოდენობა 65 ათასს კაცს აღწევდა. სულ საქართველოში ცხოვრობდა 165 ათასი ოსი, ე.ი. 100 000 ოსი ცხოვრობდა ოლქის გარეთ.

ავტონომიური ოლქის შექმნით გათავხედებული ოსობა იწყებს ამ რეგიონში მხცოვრები ქართული და არაქართული მოსახლეობის დევნა-შევიწროებას, თავდასხმებს და ხოცვა-ჟლეტას, განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობიან ქართულ და ებრაულ მოსახლეობას, რეგიონიდან თითქმის გამოდევნეს ებრაული ოჯახები, წაართვეს რა ქონება და სარჩო-საბადებელი.

ბატონო ელჩო, გთხოვთ გაულდასმით გაეცნოთ იმდროინდელი პერიოდის ამსახველ საარქივო მონაცემებსა და ქართველი მეცნიერების ნაშრომებს. თქვენთვის ნათელი გახდება ყოველივე და აღარ გააკეთებთ ასეთ ცილისმწამებლურ განცხადებებს.

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისშექმნით რუსეთს ყოველთვის შეეძლო ზეწოლა მოეხდინა საქართველოზე, რამაც შესანიშნავად გაამართლა 70 წლის შემდეგაც კიდამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პირობებში. რუსეთის რეაქციული ძალების მხარდაჭერით ოსმა სეპარატისტებმა შუაგულ საქართველოში, შიდა ქართლში გამოაცხადეს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი, სუვერენული რესპუბლიკა. ოსი ხალხისათვის საკმაოდ დიდმა, ჯანსაღმა ნაწილმა მაშინვე იგრძნო და დაგმო ერთი მუჭა ოსი სეპარატისტების ყოვლად უაზრო და დაუფიქრებელი მოქმედება. საქვეყნოდ ცნობილმა ოსმა მეცნიერმა . აბაევმა, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობდა, გამოაქვეყნა სტატიასამხრეთ ოსეთის ტრაგედია”. მან ისტორიულ რეალობებზე დაყრდნობით ობიექტურად შეაფასა 1990-იანი წლების დასაწყისშისამხრეთ ოსეთშიმიმდინარე პროცესები. იგი აღნიშნავდა: “მინდა ვიყო ობიექტური და გავარკვიო იყო თუ არა ოსების მხრიდან რაიმე ნაჩქარევი, მოუფიქრებელი მოქმედებები, რომლებმაც პროვოკაციის მოწყობით გაამწვავეს დაპირისპირება და უნდა გამოვტყდე, რომ ასეთი მოქმედებები იყო. მხედველობაში მაქვს სუვერენიტეტის გამოცხადება, რომელიც მთლიანად ორიენტირებული იყო მოსკოვზე, პერსპექტივაში სამხრეთი და ჩრდილოეთი ოსეთის გაერთიანებით. სამხრეთელი ოსების მისწრაფება თავის ჩრდილოელი თვისტომებისაკენ ადამიანურად გასაგებია, მაგრამ გეოპოლიტიკური პლანით ეს შეცდომაა. კავკასიის მთავარი ქედი _ ბუნებრივი საზღვარია საქართველოსა და ოსეთს შორის, და ამ საზღვრის მოშლის ყოველგვარი მცდელობა გამოიწვევს პერმანენტულ კონფლიქტურ მდგომარეობას ქართველებსა და ოსებს შორის. იმისათვის, რომ აღვადგინოთ ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები ორ ხალხს შორის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა დავამთავროთ საუბარი საქართველოდან სამხრეთ ოსეთის გამოყოფის შესახებ. საქართველოს არც ერთი ხელისუფლება ამას არასოდეს შეურიგდება და მართალიც იქნება”. მისივე აზრით, სამხრეთ ოსეთი უნდა განთავისუფლდეს ბუტაფორულისუვერენიტეტისაგან”. (ანზორ თოთაძე, ოსები საქართველოში: მითი და რეალობა. ”უნივერსალი” 2008)

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საბჭოთა კავშირის მხრივ დაიწყო პროვოკაციებისა და შანტაჟის კამპანია, რომლის კულმინაციაც გახდა გორბაჩოვის მუქარა პრეზიდენტ ზ. გამსახურდიასადმი: „საქართველოს საბჭოთა კავშირიდან  შეუძლია გავიდეს, მაგრამ  სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე“-ო.

საქართველოს ხელისუფლება არ აპირებდა ასეთი რადიკალური ზომების მიღებას, რასაც ოლქის გაუქმება ჰქვია, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით ყველა ნორმატიული აქტის დაცვით, ხელისუფლებამ სამართლიანად გააუქმა “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი”.

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ცდილობდა მშვიდობიანი, სამართლებრივი ფორმების გამოყენებით მოეგვარებინა საბჭოთა ხელისუფლების მიერ ინსპირირებული კონფლიქტები “სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქსა“ და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ (წაქეზებულმა ანდრეი სახაროვის ლოზუნგით „საქართველო მცირე იმპერიაა“) მიიღო დადგენილება ოლქის „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“. ეს გადაწყვეტილება საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გააუქმა 21 სექტემბერს. მიუხედავად ამისა, ოლქის საბჭოს მეთხუთმეტე სესიამ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ და ეს არჩევნები დანიშნა 1990 წლის 2 დეკემბერს.

ამის საპასუხოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 22 ნოემბერს მიიღო დადგენილება:

„გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე. წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისათვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებსა და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებას.

მოგვიანებით, 1991 წლის 23 მარტს  საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია და რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი დაბა ყაზბეგში ხვდებიან ერთმანეთს და ხელს აწერენ ერთობლივ კომუნიკეს. ამ დოკუმენტს კი ამ ხნის მანილზე საგულდაგულოდ მალავს როგორც საქართველოს დღევანდელი ანტიქართული ხელისუფლება, ასევე რუსეთის მხარე და მომრიგებელ-მოსამართლედ მოწვეული დემოკრატიული დასავლეთი, აი ისიც:

  

ПРОТОКОЛ

о вcтpече и переговорах Председателя Верховного Совета Российской Советской Федеративной Социалистической Республики и Председателя Верховного Совета Республики Грузия

 

1. В течение апреля месяца 1991 года подготовить для подписания проект договора о межгосударственных отношениях между РСФСР и Республики Грузия, для чего создать рабочие группы.

В результате согласования совместных действий по стабилизации обстановки в регионе бившей Юго-Осетинской автономной области стороны договорились о следующем:

2. МВД PCФCP и МВД Республики Грузия coздать в течение 10 дней совместную комиссию для изучения обстановки в указанном регионе и объективной оценки ситуации в срок до 20 апреля т.г.

3. МВД РСФСР и МВД Республики Грузия до 10 апреля создают совместный отряд милиции для разоружения всех незаконных формировании на территории бывшей Юго-Осстинской автономной области. Отряду поручается обеспечение охраны общественного порядка на данной территории до стабилизации обстановки.

4. Обратиться в Министерство обороны СССР с предложением о передислокации частей Советской Армии с территории бывшей Юго-Осетинской автономной области.

5. Советам Министров РСФСР, Республики Грузия, Северо-Осетинской ССР начать работу незамедлительно по созданию условий для возвращения беженцев в места их постоянного проживания. Обеспечить восстановление законных органов местной власти.

6. Правительствам Республики Грузия, РСФСР, Северо-Осетинской ССР создать комиссию по оценке ущерба, понесенного беженцами, и осуществить дополнительную материально-техническую и финансовую помощь для компенсации этого ущерба.

7. Считать конечной задачей создаваемых комиссий и отряда – восстановление мира и спокойствия в регионе.

8. Создать постоянную группу по осуществлению контроля за выполнением настоящего протокола и для рассмотрения возникающих текущих вопросов.

Председатель Верховного Совета РСФСР Б. Ельцин.

Председатель Верховного Совета Республики Грузия 3. Гамсахурдиа.

23 марта 1991 г.

(Газета “Вестник Грузии”, № 42, 28 марта 1991 г.)

დოკუმენტიდან  ჩანს, რომ რუსეთი სცნობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გაუქმებულად. შეთანხმებაში ყველგან  ისხენიება “ყოფილი სამხრეთ ოსეთი“! უფრო მეტიც, მოლაპარაკებებში იგი საერთოდ არ ფიგურირებს, როგორც არსებული სუბიექტი.

საქართველოს კანონიერმა უზენაესმა საბჭომ აღადგინა ისტორიული სამართლიანობა და შიდა ქართლს დაუბრუნა თავისი ნამდვილი სახელი, მოაშორა რა იმპერიული, ხელოვნურად შექმნილი ეთნონიმი „სამხრეთ ოსეთი“.

ამ იურიდიული დოკუმენტიდან გამომდინარე, დღეს შიდა ქართლის კვლავ „სამხრეთ ოსეთად“ მოხსენიება რბილად რომ ვთქვათ ისტორიული სამართლიანობის გაუკუღმართებაა.

საქართველოში ოსთა ყბადაღებულ შევიწროებას დავუპირისპირებთ  1989 წლის სტატისტიკურ მონაცემებს:

„1989 წლის აღწერის მიხედვით სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოსახლეობის 29% ქართველები შეადგენდნენ, 66,2% ოსები. ოლქის პარტიულ აპარატში 1990 წლის მონაცემებით 140 კაციდან ქართველია 67, ოსი – 85. თვით პარტიის (კომპარტია) საოლქო კომიტეტის აპარატში 37 კაციდან ქართველია 6, ოსი 29. სახელმწიფო აპარატში 227 ადგილიდან ოსებს დაკავებული აქვთ 176, ქართველებს 49. მომსახურეობის სფეროში 2108 ადგილიდან ოსებს დაკავებული აქვთ 1500, ქართველებს – 631. ვაჭრობის სფეროს 226 საშტატო ერთეული ასე ნაწილდება: ოსი – 172, ქართველი – 32.

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებათა შემადგენლობა შემდეგ სურათს იძლევა: ოლქში სულ არის 109 კლუბი, 153 ბიბლიოთეკა, 2 მუზეუმი, 1 სამხატვრო სასწავლებელი, 2 სამხატვრო სკოლა, 1 მუსიკალური სასწავლებელი, 2 სამუსიკო სკოლა, ოსური დრამატული თეატრები, სამხატვრო საგამოფენო გალერეა და სხვა. ოლქის კულტურის სამმართველოს უფროსი და ხუთივე რაიონული განყოფილების გამგე ეროვნებით ოსია. ასევე ცხინვალის სამუსიკო და სამხატვრო სასწავლებლების დირექტორები და სასწავლო ნაწილის გამგეები ოსებია. საერთოდ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის კულტურის ორგანოების, საგანმანათლებლო  დაწესებულებების, თეატრალურ-საკონცერტო და სანახაობითი ორგანიზაციების ნომენკლატურულ მუშაკთა 77,5% ოსები შეადგენდნენ.

სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ფუნქციონირებს 145 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, რომელთაგან 47 ქართულია, 36 ოსური, 5 რუსული, 3 ქართულ-რუსული, 45 რუსულ-ოსური, 5 ქართულ-რუსულ-ოსური.

ყოფილ სამხრეთ ოსეთში ოს ახალგაზრდობას სრული შესაძლებლობა ჰქონდა განათლება მიეღო მშობლიურ ენაზე. მაშინ, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ „ყაბარდო-ბალყარეთის, ყალმუხეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, ჩეჩენ-ინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში, ადიღესა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის ოლქებში არცერთი ეროვნული სკოლა არ არსებობდა და მკვიდრი ეროვნების ყველა ბავშვი რუსულ ენაზე სწავლობდა“

საქართველოს სახელმწიფოს გამოუსწორებელ დანაშაულად უთვლიან ავტონომიიის გაუქმებას, მაშინ როდესაც რუსეთის მიერ განხორციელებულ მსგავს ქმედებებზე დასავლეთი თვალს ხუჭავს.

2003 წლიდან პუტინის ინიციატივით რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ დაიწყო ავტონომიების გაუქმება და ამ ტერიტორიების რუსული ოლქებისა და მხარეების მიერთება.

ამ პოლიტიკის შედეგად გაუქმდა: კომი-პერმიაცკის ავტონომია, ხოლო მისი ტერიტორია მიუერთდა პერმის მხარეს; გაუქმდა ტაიმირისა და ევენკეიის ავტონომიები და მათი ტერიტორიები მიუერთდა კრასნოიარსკის მხარეს; გაუქმდა კორიაკის ავტონომია და მისი ტერიტორია მიუერთდა კამჩატკის მხარეს; გაუქმდა უსტ-ორდინსკის ბურიატთა ავტონომია და მისი ტერიტორია მიუერთდა ირკურტსკის ოლქს; გაუქმდა აგინსკის ბურიატთა ავტონომია, ტერიტორია გააერთიანეს ჩიტის ოლქთან, შედეგად შეიქმნა ზაბაიკალიის მხარე…

ავტონომიების განადგურების პროცესი,  რუსეთის ხელისუფლების მიერ, წინასწარ დასახული გეგმით ხორციელდება, უკვე მიმდინარეობს ადიღეს ავტონომიის კრასნოდარის მხარესთან, ხოლო ხანტი-მანსიისკისა და იამალო-ნენეცკის ტიუმენის ოლქთან მიერთების მომზადება.

ბატონო ელჩო, რუსეთის ხალხთა საპყრობილეში ათეულობით ერი მოისრა მიწის პირისაგან, ბოროტების იმპერია დღესაც არსებობს და განაგრძობს თავის  ავ საქმეებს. ვნახოთ რამდენი ერი გაიჟლიტა რუსეთის იმპერიიული საცეცებით ბოროტების იმპერიის უკიდეგანო სივრცეში. მთელი მეცხრამეტე საუკუნის მანძილზე რუსეთმა კავკასია ხალხთა სასაკლაოდ გადააქცია:

შაპსუღები იყვნენ 300 000 – დარჩა 1983 კაცი;

აბაძეხები – 260 000, დარჩა 14 660;

ნათუხალები – 240 000, დარჩა 175;

თემირღოელები 80 000; დარჩა 3140;

ბჟედუღები 60 000; დარჩა 15 263;

მახოშეველები 8 000; დარჩა 1204;

ადმიელები 3 000, დარჩა 230;

უბიხები 74 000; დარჩა 0

რუსეთის იმპერიამ, არც ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის ხალხებს დააკლო ხელი:

კერეკები: ხალხის გენოციდი პრაქტიკულად დასრულებულია – დარჩა 8 კაცი

ნანაელები: სატირალი სინამდვილე – დარჩა 100-150 კაცი

ოროჩები: გენოციდის მწარე ნაყოფი – დარჩა 532 კაცი

ნგანასანები: გადაგვარება და დეგრადაცია – რაოდენობა – 834 კაცი (2004 წ). უკანასკნელი აღწერის მონაცემებით ენას ფლობს დაახლოებით 500 ადამიანი.

სელკუპები: ხალხის ტრაგედია – მათი რაოდენობა შეადგენს ოფიციალური მონაცემების მესამედზე ნაკლებს – 600 კაცს.

ოროკები: მწარე ბედი თითქმის გამქრალი ხალხისა – 346 კაცი, მათ შორის 201 ქალაქელია და 145 სოფლის მკვიდრი.

იუგები: იმედის გარეშე – 2002 წლის აღწერით რუსეთში იყო 19 იუგი

კეტები: გადაშენების ზღვარზე – კეტები – ჩრდილოეთ ციმბირის ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი ხალხი. 2002 წლის აღწერით ხალხის რაოდენობა 1494 კაცი.

ულჩები: ჩაგრული ხალხის სავალალო სინამდვილე – 1989 წლის აღწერით სსრკ-ში ცხოვრობდა 3233 ულჩი.

ნეგიდალები: გადაშენების ზღვარზე  – 2002 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად, 527 კაცი.

აი, ასეთია რუსეთის იმპერიის მიერ შესრულებული „ზოგადსაკაცობრიო მისია“! პასუხს კი არავინ სთხოვს, თუმც როგორ მოსთხოვენ? ამაზე მეტი საშინელი სურათია ამერიკისა და აფრიკის კონტინენტებზე, სადაც თითქმის ოთხი ასწლეულის მანილზე იბოგინა ევროპულმა „ცივილზებულმა“ ჩექმამ.

თქვენო აღმატებულებავ, თქვენ კი არც აციეთ და არ აცხელეთ ისე მოგვახალეთ პირში ცილისმწამებელი იმპერიალისტების მიერ მონაჩმახი 1921 წელს 4000 ოსი გაწყვიტეთო!

ბატონო ელჩო, აქ გვაქვს დასავლეთისათვის დამახასიათებელი ორმაგი სტანდარტი: „ის რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს“.

ბატონო ელჩო, როდესაც თქვენ დიპლომატიური მისიის შესასრულებლად საქართველოში გამოგამწესეს, გულისყურით უნდა შედგომოდით ამ ქვეყნის ისტროიის, ტრადიციებისა და ზნე-ჩვეულებების გაცნობას. უნდა გასცნობოდით თქვენამდის საქართველოში ნამყოფ და ნაცხოვრებ ადამიანთა შეხედულებებს ამ ქვეყანაზე და მის ხალხზე.

თქვენამდის საქართველოში მე-10 საუკუნეში იმყოფებოდა არაბი მეცნიერი იბნ ხუაკალი, რომელიც შემდეგს მოგვახსენებს, რომ თბილისის მაცხოვრებლებს „მეგობრული ურთიერთობა აქვთ აქ შემთხვევით მოხვედრილი მოგზაურისადმი, იქნება ის მწირი განათლების მქონე თუ განათლებული.“  მე-12 საუკუნის ჟამთააღმწერელი  ალ ფარიკი კი წერს: „საქართველოს სამეფო კარზე  მუსულმანი სწავლულები განიცდიდნენ ისეთ დიდ ყურადღებასა და პატივისცემას, რაც მათ მუსულმანებს შორის არ გააჩნდათ“.

გერმანიაში მცხოვრები ქართული წარმომავლობის ებრაელი მეცნიერი მოსე ბოროდა ქართველების ცილისმწამებლებს ასე პასუხობს: „…საქართველოს სახელმწიფოს უძველესმა ისტორიამ, მისი ხალხის სულიერმა განვითარებამ შესაძლებელი გახადა აქ ქრისტიანობის უადრეს ხანაშივე გავრცელება. ერისთვის უაღრესად ახლობელი აღმოჩნდა ქრისტიანობის ძირითადი პრინციპიგიყვარდეს შენი მოყვასი…” და ამან ორგანული ნიადაგი მოუმზადა ახალი სწავლების განმტკიცებას საქართველოში. ეს სულიერება, რომელიც უდიდეს აღტაცებას იწვევდა საუკუნეების მანძილზე, და უახლეს ხანამდე საფუძველს უქმნიდა სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობისა და კონფესიის ადამიანების უმაგალითოდ მშვიდობიან და კეთილგანწყობილ მხარდამხარ ცხოვრებას, ესუცხოს მოყვასად აღიარება”, ეს რელიგიურობა, გამოვლენილი არა იმდენად რიტუალის დაცვაში, რამდენადაც ქრისტიანული პრინციპებით ყოველდღიურ ცხოვრებაში, გამოვცადე მე თვითონ, როგორც ებრაელმა, ჩემი საქართველოში ცხოვრების მანძილზე. ასე იყო საქართველო ქრისტემდე, და ასე აყვავდა ქრისტეს სწავლება ამ ნაყოფიერ ნიადაგზე“.

ქართველი ხალხის სხვათა მიმართ დამოკიდებულებას შესანიშნავად გადმოგვცემს ფინელი სოციოლოგი და პედაგოგო ჰანს-იორან ჰოქსტენტი:ძვირფასო ქართველო დებო და ძმებო! თორმეტჯერ ვყოფილვარ საქართველოში, თორმეტჯერვე გულმა აქეთ გამომიწია; თქვენი ზნეობა, თქვენი ლიტერატურა და ხელოვნება მხიბლავს… არაფერი მსმენია აქ სხვათა სიძულვილის, შურისძიების შესახებ… საქართველოს ისტორია სიკეთის, სიყვარულის, ხიზანთა შეფარების ისტორიაა…“

ეს მოკლედ ქართველი ხალხის უნიშვნელოვანეს ღირსება-კაცთმოყვარეობაზე და შემწყნარებლობაზე.

დიახ, ბატონო ელჩო, ჩვენთვის უცხოა სხვა ხალხების სიულვილი, ქართული ენის წიაღში არ შობილა ისეთი მცნებები, როგორიცაა ნაციზმი, ანტისემიტიზმი, შოვინიზმი, რომლის წარმომავლობაც სხვათა შორის საფრანგეთს უკავშირდება.

ახლა კი ვნახოთ ვინ არიან ქართველ ხალხზე ცილისწამებისა და სიძულვილის მთესველნი.

ბატონო ელჩო, გეცოდინებათ რომ გასულ საუკუნეებში კავკასიაში მოგზაურობდა საფრანგეთის „დიდი ერის“ შვილი უფროსი ალექსანდრე დიუმა, რომელსაც უნახავს კავკასიის კალთებზე მობინადრე ოსები და ასე დაუხასიათებია ისინი: ოსები, რომლებიც ბინადრობენ საქართველოს სამხედრო გზის მახლობლად აკეთებენ ბევრ ფულს, მაგრამ არიან მფლანგველები. მოთამაშენი და ლოთები, ამიტომ ყოველთვის ცუდად აცვიათ, ან, უფრორე, სულაც არ აცვიათ. ისინი მიწურებში, დანგრეულ კოშკებში ცხოვრობენ და მთელ თავიანთ შემოსავალს ხარჯავენ თამბაქოსა და არაყზე. ძნელია მათ შორის მდიდრისა და ღარიბის გარჩევა, რადგან ყველას ერთნაირად ცუდად აცვიათ. ოსები, როგორც ინგუშები თამარ მეფის დროს ქრისტიანები იყვნენ, მაგრამ დღეს თვითონაც არ იციან რა რწმენისანი არიან. მთელ დედამიწაზე ოკეანისა და შიდა აფრიკის წარმართებს შორისაც ვერ იპოვნი ველური იდეების და გაუგებარი რწმენის ასეთ ნაზავს.“ (ალ. დიუმასკავკასიიდანდღიურიგზა თბილისიდან ვლადიკავკაზამდე“, გვ.:358)

ვიმედოვნებთ, რომ წაკითხული გექნებათ და არ დაგვწამებთ გადასხვაფერებას.

ბატონო ელჩო, ხედავთ რას წერს ალექსანდრე დიუმა: „„ოსები, რომლებიც ბინადრობენ საქართველოს სამხედრო გზის მახლობლად“-ო და არა საქართველოშიო და მის დღიურში არსად ახსენებს ყბადაღებულ „სამხრეთ ოსეთს“! ჩვენ თუ არა მას მაინც ენდეთ, ბატონო ელჩო!

ოსთა მხრიდან ამა თუ იმ ქვეყნის აბორიგენ მოსახლეობაზე თავდასხმები, ადამიანთა ჟლეტა, ძარცვა უცხო არ არის, რაიც ნათლად სჩანს ამ ხალხის ცხოვრებისეული ისტორიიდან და გამოცდილებიდან. ამის დასტურია მათი დამოკიდებულება მათ გარშემო მცხოვრები ხალხებისადმი. იქნებ გაგონილი გაქვთ, როგორი სისხლის კალო მოუწყვეს ოსებმა 1992 წელს ინგუშ ხალხს. დათვალა კი ვინმემ ოსთა მიერ დახოცილი ინგუშების რაოდენობა?  აი, ის იყო ნამდვილი გენოციდი!

„ცნობილია, რომ გასული საუკუნის პირველ ნახევარში რუსი გენერლები მრავალგზის მიუთითებენ ოსების მიერ ქართული სოფლების დარბევაზე, ძარცვა-გლეჯაზე და ქართველების მკვლელობაზე.

XIX საუკუნის ცნობილი საზოგადო მოღვაწე ს. მგალობლიშვილი იგონებს: ლეკთა თარეში რა მოსატანია, ან რა შესადარებელია ოსთა თარეშობასთან. ოსები ყველა თავად მაჩაბლებისა და ერისთავების ყმები იყვნენ, შემდეგ და შემდეგ, როცა გამრავლდნენ, სხვადასხვა თავადთა და აზნაურთა მამულებში გაიხიზნენ და მოედვნენ თითქმის მთელს ქართლის მთატყეებსაოსები მთატყეებში ცხოვრობდნენ; სახნავსათესი არ ჰქონდათოსების ნაწილი ქურდობა-ავაზაკობას მისდევდადაირღვა მყუდროება სოფლისა, ლეკს მორჩნენ და ოსებმა უარესი დღე დააყენეს”.

ამ ბოროტების აღმოსაფხვრელად რუსი გენერლები გადაუდებელ საჭიროებად თვლიდნენ  შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. გენერალი ტორმოსოვი 1809 წელს ავაზაკობისათვის ხუთ ოსს უსჯის სიკვდილს ჩამოხრჩობით. უფრო მოგვიანებით, 1824 წელს გენერალი ხონევი უპატაკებს გენერალ ერმოლოვს: იმისათვის, რომ შეწყდეს ქართველებზე თავდასხმები და მათი ძარცვაგლეჯა ოსების მხრიდან, ქართლის მცხოვრებთ უნდა მივცეთ საშუალება დაიცვან თავი მძარცველებისაგან იარაღით, ისე როგორც კახეთის მცხოვრებნი იცავენ თავს ლეკებისაგან. ამიტომ ქართველს მძარცველის მკვლელობისათვის კანონის წესით დევნას ნუ დავუწყებთ. ჩავაგონოთ როგორც მემამულეებს, ასევე ქართლის მცხოვრებლებს, რომ ისინი პასუხს არ აგებენ ბოროტმოქმედთა და ავაზაკთა მკვლელობისათვის. ქართველები მხოლოდ ვალდებული გავხადოთ ყოველი ასეთი შემთხვევა შეატყობინონ ადგილობრივ ხელმძღვანელობას, კერძოდ, რომ ესა თუ ის ოსი მოკლულია თავდასხმისა თუ ძარცვის დროს.“ (ანზორ თოთაძე, „ოსები საქართველოში, მითი და რეალობა“)

გასაკვირი აქ არაფერია, რამეთუ: ქურდობის, ავაზაკობისა და კაცისკვლისტრადიციებიერთერთი ყველაზე უფრო ექსპრესიული ფორმით ოსთა ეთნოგრაფიულ წარსულში არის წარმოდგენილი და მათთან კულტურის დონემდე აყვანილ ზოგადეროვნულ მოვლენად გვაცნობს თავს. ამასთან თვალნათლივ მოწმობს ოსეთში ერთი მხრივ, ქურდების და ყაჩაღების, ხოლო მეორე მხრივ, მკვლელების მფარველი ღვთაებების(!!!) არსებობის ფაქტები. მთელ ოსეთში ფართოდ არის ცნობილი ალაგირის თემის სოფელ ბიზში მდებარე შავი მხედრის ჯვარის (ოს. Дзуар Саубараг) – ქურდების, ყველა ჯურის ღამის თავგადასავალთა მაძიებლისა და მოძალადის მფარველი ღვთაებების სახელი, რომელმაც ერთერთი უპოპულარესი სასოფლო სალოცავის რანგში XX საუკუნის დასაწყისამდე შემოინახა თავი.

საუბარაგს თავისებურადგვერდს უმშვენებსდა ერთგვარად ჩრდილავს კიდეც ოსეთის სოფელ პანაიგანში XIX საუკუნის მიწურულისათვის ფიქსირებული ფარინჯი ძუარიყოველთა მკვლელთა მფარველი ჯვარსალოცავი.(ვასილ კვირიკაშვილი, დაპირისპირება (ნაწილი 1))

ბატონო ელჩო, ნამდვილად დაუჯერებელი რამ არის, მაგრამ ფაქტს სად წავუვალთ! გასაკვირი ის არის მხოლოდ, რომ ერი რომელიც პრეტენზიას მთელს დედამიწაზე და კაცობრიული ცივილიზაციის მშობელად აცხადებს, როგორ შეიძლება ასეთი რამ სჭირდეს?!

ასე რომ, ბატონო ელჩო, ჩვენ ნამდვილად არ ვსაჭიროებთ ისტორიის ხელახლა დაწერას. ასეთ რამეს სხვები საჭიროებენ, ვინც მართლა გენოციდს უწყობდა და უწყობს საკუთარ მიწა-წყალზე მცხოვრებ ხალხს და მუსრს ავლებდა ასიათასობით უდანაშაულო ადამიანს „ცივილიზაციისა და განმანათლებლობის“ სახელით, მაგალითად აფრიკაში, არაბულ ქვეყნებში, ინდო-ჩინეთსა და ამერიკაში, ვინც ეწეოდა ყოვლად შეუწყნარებელ ადამიანებით ვაჭრობასა და ამით ხდებოდა „დიდი ერი“.

ბატონო ელჩო, ნუთუ „ცივილიზაცია და განმანათლებლობა“ მსხვერპლად მოითხოვდა ამერიკის აბორიგენი მოსახლეობის ხელთუქმნელი ცივილიზაციის განადგურებას? ნუთუ „ცივილიზაციისა და განმანათლებლობის“ დასტურია მონათა ვააჭრობა, რომელიც შავი ჭირივით გავრცელდა თქვენგან მთელს დედამიწაზე და იმ ავადმოსაგონარ საუკუნეებში საქართველომაც სახადივით გადაიტანა ეს უბედურება?

მივუბრუნდეთ ისევ თქვენს ინტერვიუს:

ვინ წამოიწყო ომი? პირველმა ვინ ისროლა ცხინვალის მიმართულებით? თქვენ ვერ შეძლებთ ისტორიის ხელახლა დაწერას და პასუხისმგებლობის ძებნას სხვაგან და არა იქ, სადაც ის არის. ამასთან დაკავშირებით, თუ ცოტა შორს მოძებნით, ახსნა-განმარტება უნდა მოსთხოვოთ მენშევიკურ რესპუბლიკას, რომელმაც 1921 წელს ოსეთის მოსახლეობა გაჟლიტა (4 000 დაღუპული, 25 000 ლტოლვილი), და არა საფრანგეთს ან სხვა სახელმწიფოებს. ამ საქმეში რეალური პასუხისმგებლობა ეკისრება ორივე მხარის ნაციონალიზმს, რომელიც ევროპის ომების უმრავლესობის საფუძველი იყო, რომელიც, საბედნიეროდ, გადავლახეთ და ავირჩიეთ სხვა ღირებულებები, რომლებიც წარმოსახვითი ერების ოცნებებზე მაღლა დგას.

არა ბატონო ელჩო, საფრანგეთს შიდა ქართლში ომი არ წამოუწყია, საფრანგეთს ისედაც კისრამდის გადადის თავის მიერ წამოწყებული ომების რაოდენობა და ამ ერთ ომსაც როგორ მოგაწერთ თქვენ!

ბატონო ელჩო, საქართველოს ძირველ ისტორიულ მხარეში  – შიდა ქართლში არ არსებობს ეთნოკონფლიქტი, ეს არის პოლიტიკური კონფლიქტი, თქვენს მეგობარ რუსეთის ფედერაციას აგერ უკვე ოცი წელია ოკუპირებული აქვს საქართველოს ძირველი მიწები აფხაზეთი და შიდა ქართლი, საერთაშორისო თანამეგობრობა კი ნებსით თუ უნებლიედ იჩენს შეუწყნარებელ გულგრილობას, უნიათობას და უძლურობას, რათა ერთხელ და სამუდამოდ კატეგორიული მოთხოვნით აიძულოს რუსეთი საქართველოს  ოკუპირებული რეგიონების დატოვება.

ბატომო ელჩო, გავკადნიერდებით და შეგახსენებთ, რომ ევროპის ქვეყნები დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, საფრანგეთი სახელმწიფოში არსებულ სეპარატისტულ მორაობებს თაფლაკვერით არ უმასპინლდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიელები, კორსიკელები, ბასკები იმავე მიწის აბორიგენი მოსახლეობაა და არსაიდან არ გადმოხვეწილა, ამ ხალხებს სურთ საკუთარი სახელმწიფოებრიობა და თავისუფლება, რისთვისაც საუკუნეების განმავლობაში იბრძვიან. რას აკეთებს ამისათვის დემოკრატიული დასავლეთი თუ ერთა თვითგამორკვევის პრინციპები მხოლოდ საქართველოში ხიზნად შემოსული, ბოგანო ეთნოსებისთვის დაწერეთ?

ომი შიდა ქართლში 1918-1920 წლებში წითელი რუსეთის ქართველმა ემისარმა ბოლშევიკებმა და ოსმა სეპარატისტებმა წამოიწყეს და ეს ომი საუკუნეა, რაც გრელდება. 1989 წლიდან მოსკოვმა კვლავ აამოქმედა პერმანენტული ნაღმები საქართველოს ტერიტორიაზე თავისივე მეხუთე კოლონების – ავტონომიებისა და ეროვნული უმცირესობების სახით და შიდა ქართლის ტერიტორიაზე შეიქმნა ოსი სეპარატისტებისა და ექსტრემისტების შეიარაღებული ბანდები, რომელთაც მეტად საშიში ორგანიზაციები  ხელმღვანელობდნენ.

მათ შორის უმთავრესი იყო „ადამონ ნიხასი“, რომელიც შექმნისთანავე ეწეოდა ანტისახელმწიფოებრივ მოღვაწეობას და საქართველოში თესავდა ეროვნულ შუღლს თავისი სეპარატისტული იდეებით.

1990 წელს „ადამონ ნიხასი“-ს პატრონაჟით დაიწყო გამოცემა გაზეთის „არიაგ მომ“ (ამ გაზეთის რედაქცია მდებარეობდა ქ. ცხინვალში (კოლხური ძირის ქალაქია  – ქრცხინვალი და რცხილას, რცხილნარს ნიშნავს) კოჩიევის ქუჩა 1)). ეს იყო გაზეთი, რომელიც ცდილობდა (სათაურიდანაც ჩანს) დაემკვიდრებინა არიული იდეოლოგია და მოეწამლა მრავალი და მრავალი.

მოვიყვანთ რამოდენიმე ამონარიდს, თუ რა მიზნები და ზრახვები ამოძრავებდა ამ გაზეთის რედაქციას, მაგალითად გაზეთში სწერია:

„ჩვენ ოსები, ჭეშმარიტად ეთნიკური არიელები ვართ, ჩვენი საკუთარი სახელწოდება პირდაპირ იღებს სათავეს ძველი აერონისაგან. სხვა არიელებთან შედარებით ჩვენ  ყველაზე მეტად ვზარალდებით არიულობის იდეის დისკრიმინაციის გამო, რაშიც გერმანულ ფაშიზმს მიუძღვის ბრალი. მაგრამ ფაშიზმი ეთნიკური ინდიკატორი არ არის, იგი ახასიათებდა  და ახასიათებს ბევრ ხალხს, მათ შორის თეთრი რასის გარეთაც. არიული იდეოლოგია და ჰუმანიზმი არ არიან პასუხისმგებელნი ფაშიზმისა და სხვა იზმების გამო…

… რუსულ-ოსურ კავშირი – ეს არის ჩვენი ღირსეული პოლიტიკური თანასწორობის საფუძველი. ალანურ-ალემანური საზოგადოება ხელს შეუწყობს ოსურ-გერმანული კავშირების რეანიმაციას და დაგვეხმარება რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით დავძლიოთ უკულტურობის მემკვიდრეობა, დღევანდელი ოსეთი გადააბიჯებს ხვალინდელ დღეში არიული სიჯიუტითა და ენერგიით, ქრისტიანული მოთმინებით (საინტერესოა, მუსულმან ოსებს რას უპირებენ, ალბათ მათაც გაჟლეტენ!ა.ს.)

სულ ტყუილად ჰქონიათ „ადამონ ნიხასი“-ს მესვეურებს რუსულ-ოსური კავშირის იმედი, ნახეთ რას ამბობს რუსეთის იმპერიის რუპორი ვლადიმერ ჟირინოვსკი ტელეკომპანია RTVI-ს პირდაპირი ეთერის  ერთ-ერთ გადაცემაში: რუსეთს არა აფხაზი და ოსი ხალხი, არამედ ტერიტორიები სჭირდება და აქ დასამალი არაფერია“. “ჩვენ არა ოსი ხალხი, არამედ ტერიტორია გვჭირდება და ამ მიზნის მიღწევის შემდეგ ოსებს აქ მოსამსახურეებად დავიყენებთ.

ეს დანაქადნები  დღეს ნელ-ნელა სრულდება.

ახლა კი თავს უფლებას მივცემთ ჩვენც დაგისვათ ორიოდე შეკითხვა, თქვენ ხომ დემოკრატიის აკვნის დამრწევი ქვეყნის შვილი ბრძანდებით და იმედია არ გაგვიბრაზდებით უხერხული შეკითხვების გამო, რამეთუ თუ დემოკრატიაა, მაშინ  ყველას გვაქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება.

თქვენო აღმატებულებავ, თქვენ პირდაპირ თუ ირიბად ბრალი დაგვდეთ ოსების გენოციდში, თან დაგვამუნათეთ – ვერ შეძლებთ ისტორიის ხელახლა დაწერას-ო.

ჩვენ იძულებული ვართ თვალი გადავავლოთ საფრანგეთის ისტორიის საჩოთირო ფურცლებსა და შეგახსენოთ,  თუ ვინ წერს ისტორიას ხელახლა და უკუღმა. იქნებ ეს სიტყვები თქვენივე სამშობლოს გამოცდილებამ გათქმევინათ?

ბატონო ელჩო, თქვენს სამშობლოში ისტორიას სახელმწიფოს მიერ დადგენილი კანონის მიხედვით ასწავლიან?

2005 წლის 23 თებერვალს საფრანგეთის ეროვნულმა კრებამ მიიღო კანონი, რომლის ძალითაც სახელმწიფო უხეშად ერევა ისტორიის მეცნიერებაში და წარსულში თუ აწმყოში ჩადენილ დანაშაულებეზე საუბარს კრძალავს.

კანონის თანახმად, ფრანგი მასწავლებლები მოვალენი არიან მეცადინოებაზე ფრანგული კოლონიალიზმის როლი ინდოჩინეთში, შავკანიან და ჩრდილო აფრიკაში დადებითად აღწერონ.

ჩვენ კი აქეთ გვედავებით „ისტორიას ხელახლა ვერ დაწერთ“-ო?!

ნახეთ რას შეიცავს ეს კანონი – „ერი მადლიერია ქალებისა და კაცების, რომლებმაც წილი გაიღეს იმ საქმეში, რომელიც საფრანგეთმა ადრინდელ საფრანგეთის დეპარტამენტებში ალჟირში, მაროკოში, ტუნისში და ინდოჩინეთში, აგრეთვე ტერიტორიებზე, რომლებიც უწინ საფრანგეთის სუვერენიტეტის ქვეშ იყვნენ, გასწია“ (2005 წლის 23 თებერვლის კანონი, მუხლი 1).

საფრანგეთის მიერ გამოცემული კანონი ჩქმალავს კოლონიალიზმის შავ-ბნელ მხარეებს, ბარბაროსობას და დანაშაულობებს, რომლებიც ჩადენილი იქნა კოლონიზირებული ტერიტორიების მოსახლეობის მიმართ. ამით უგულველყოფილია დევნა და წამება.

„დემკრატიის“ აკვნის დამარწეველ ქვეყანაში იკრძალება მხვერპლის ხსენებაც კი!

ამ კანონის მე-4 მუხლი“საუნივერსიტეტო კვლევა წმენდს საფრანგეთის ყოფნის ისტორიის  მოცემულ პერიოდს სხვა კონტინენტებზე, და უპირველეს ყოვლისა ჩრდილოეთ აფრიკაში. სასწავლო პროგრამები სკოლებში უპირველეს ყოვლისა წარმოსახავენ საფრანგეთის ყოფნის როლს სხვა კონტინენტებზე, განსაკუთრებით ჩრდილოეთ აფრიკაში, დადებითად და მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებენ საფრანგეთის არმიის მებრძოლების მსხვერპლს, რომელიც მათ ეკუთვნით“.

ესეც თქვენი მართალი ისტორია!

ბატონო ელჩო, საფრანგეთის დიდი რევოლუციის, რომელიც 1789 14 ივლისს მოხდა, დევიზი – თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა მხოლოდ ფრანგებზე ვრცელდებოდა და არა საფრანგეთის კოლონიალიზმის მიერ გატანჯულ ხალხებზე?

ბატონო ელჩო, 1945 წელის 8 მაისს ვინ დაიწყო „სეტიფის ბროლა“ ალჟირში და რამდენი ალჟირელი იქნა გაწყვეტილი იმ დღეს?

თქვენ რომ უხერხულობაში არ ჩაგაგდოთ, ჩვენვე ვუპასუხებთ ჩვენსავე კითხვას – ფრანგებმა! რასაც ემსხვერპლა 45 ათასი კაცი, ფრანგები კი ამ რიცხვს მალავენ და ამბობენ 8 000, რაიც ორჯერ აღემატება 1921 წელს მენშევიკური მთავრობის მიერ „გაწყვეტილ“ ოსებს.

და ეს ხდება იმ დღეს, როდესაც კაცობრიობა მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერელებზე გამარჯვებას ზეიმობდა!

ამ დღეს ხალხი გამოსულა ქუჩაში და მოუთხოვია საფრანგეთის დანაპირების შესრულება  – ომის დამთავრების შემდეგ დამოუკიდებელი იქნებით-ო.

ფრანგების მიერ გაჟლეტილი ალჟირელები

 კონფრონტაცია დამოუკიდებლობის გამო გაძლიერდა ძლიერი დარტყმებით, პარტიზანული ომებით. „გამარჯვებულ სახელმწიფოს“, საფრანგეთს სურს აფრიკისაგან ამოიღოს უფრო მეტი მოგება, რომელიც მას არ ეკუთვნის, გამარჯვების სიამაყემ დე გოლმა არ იცის ზღვარი, ამიტომ აწარმოებს ომებსა და შურისძიებას, რომელიც თავისი არსით უთანაბრდება ჰიტლერისას. შედეგები ასეთია – 20 000 დაღუპული ფრანგი და 1 მილიონი ალჟირელი.

1961 წლის ოქტომბერში პარიზში 30 000 ალჟირელმა გამართა ალჟირის ომის წინააღმდეგ დემონსტრაცია, რომელიც დახვრეტილ იქნა.

2005 წლის 18 ოქტომბერს საფრანგეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფებმა გაიხსენეს 1961 წლის 17 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტა, რომლის დროსაც პარიზში დაიღუპა  200 ალჟირელი დემონსტრანტი.

ხოცვა-ჟლეტა ალჟირში

 თქვენო აღმატებულებავ, იქნებ ისიც გავიხსენოთ, რაც ამ 50 წლის წინ მოხდა ალჟირის უდაბნოში. „ცივილიზებული და განათლებული“ სახელმწიფო დაპყრობილ ტერიტორიაზე ცდის ატომურ ბომბს, რომლის შედეგებსაც მოსახლეობა დღესაც განიცდის. 1960 წლის 13 თებერვალს, დილის 7 საათსა და 4 წუთზე ფეთქდება ატომური  ბომბი, რომლის ძალა იყო TNT -ს 70 კილოტონა, ხუთჯერ ძლიერი, ვიდრე ხიროსიმისა.

ატომური ბომბის აფეთქება ალჟირში

აფეთქების ზონა 2006 წლამდის არ იყო დახურული. ატომური გამოცდის მსხვერპლთა კავშირი იტყობინება, რომ გამოსხივება ზოგიერთ ადგილას საერთაშორისო ნორმებს 22-ჯერ აღემატება. მოსახლეობა დღემდის განიცდის ამას, ბავშვები იბადებიან მახინჯები, მრავალს უჩნდება კიბო.

საფრანგეთი დიდხანს უარყოფდა იმას რომ ატომური გამოცდებისას ადამიანები დასხივდნენ. საფრანგეთმა 1960-1996 წლებში  გამოსცადა 210 ბომბი. პირველად 16 (!) ბომბი ალჟირის საჰარაში ააფეთქა. ატომური გამოცდებისას დაზარალდა 150 000 სამხედრო და სამოქალაქო და ამას ემატება იმ ქვეყნების ადგილობრივი მოსახლეობაც.

   

ყველაზე დიდი გეოციდი ისტორიაში

ალჟირელები დღესაც ითხოვენ 1830/1960 წლების მანილზე ფრანგი კოლონისტების მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას.

აი, რას ამბობს ალჟირული წარმოშობის ექსპერტი გაზელ ჯამალი:

„Я напомню, как проходило завоевание нашей страны, чтобы дать понять, что нам есть за что спросить с французов. В 1830 – 40-х годах, когда они завоёвывали Алжир, творились такие вещи, по сравнению с которыми меркнут преступления гитлеровцев во Второй мировой войне. Алжирский народ, как берберы, так и арабы, сражались с захватчиками до последнего человека.

Против нашего народа французы бросили легионеров, набранных из сброда со всей Европы, которые творили у нас ужасные зверства. Пример – завоевание Кабилии. Захватчики загоняли мирное население в пещеры, обкладывали выходы оттуда хворостом и поджигали. От удушья гибли тысячи женщин, детей и стариков.

В случае восстаний на уже завоеванных территориях поголовно уничтожалось все их население, для острастки остальных легионеры надевали отрубленные головы жертв на пики и проходили с ними по тем населенным пунктам, которые могли примкнуть к сопротивлению.

То, что происходило во время Национально-освободительной войны 1954–62 годов, – разговор особый. Именно за расследования ее событий Алжир может получить львиную долю компенсаций. Методы подавления восстания алжирского народа со стороны «просвещенной» Францией за сто с лишним лет почти не изменились.

Французы лишь взяли на вооружение тактику гитлеровцев: сгоняли население партизанских районов в концлагеря и проводили массовые репрессии. Кроме того, использовали они и технические новшества, такие, как напалм.

Всего же за время этой кровавой войны алжирский народ потерял полтора миллиона человек из девятимиллионного населения. Эта цифра говорит сама за себя.

Так что нам есть, за что спросить с французов. И мы уже фактически начали судебное дело, которое имеет все шансы увенчаться успехом. Я имею в виду полугодовой давности иск против Франции жителей местечка Реган, где французы в конце 1950-х гг. проводили испытания ядерного оружия“.

Алжир «монетизировал» колониальные грехи Франции

http://news.mail.ru/incident/3013321/gallery/

ახლა კი მოვიყვანთ მოზრდილ სტატიას, რომელიც მოვიკვლიეთ ინტერნეტ-სივრცეში.

რუანდა: საფრანგეთი აქტიურად მონაწილეობდა გენოციდში. 

Tutsi Quelle: Foto: dpa

ტუტსი გენოციდის მსხვერპლთა ნეშტის წინ. Foto: dpa

 რუანდას ხელისუფლება ტუტსის უმცირესობების გენოციდის 14 წლის შემდეგ საფრანგეთის წინააღმდეგ აყენებს მძიმე ბრალდებებს. ფრანგ სამხედროებს არა მარტო უნდა სცოდნოდათ მკვლელობების მომზადების შესახებ, არამედ მათ თვით უნდა მოეკლათ და ძალმომრეობა გამოეყენებინათ.

რუანდამ დაადანაშაულა საფრანგეთი 1994 წლის  ტუსის უმცირესობის გენოციდში „აქტიური როლისათვის“. მთავრობის მიერ სამშაბათს გამოქვეყნებული საგამოძიებო კომისიის ანგარიშის თანახმად, ორი წლის მანილზე გამოიკითხა გადარჩენილები და თვითმხილველები, საფრანგეთის ხელისუფლებამ იცოდა, რომ იყო მზადება გენოციდისათვის. ამას გარდა საფრანგეთმა ითამაშა როლი ჰუტუს  მილიციის მომზადებაში, რომლებმაც ას დღეში  800 000 ტუტსი გაწყვიტა, ხაზი გაუსვა ბრიტანულმა ბბს-მ თავის გადაცემაში. აგრეთვე, ფრანგ სამხედროებს უშუალოდ პირდაპირ უნდა ჰქონდეთ მონაწილეობა მიღებული აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყანაში ჩადენილ დანაშაულში. მათ უნდა მოეკლათ, როგორც ტუტსები, აგრეთვე ჰუტუც, რომლებმაც შეიფარეს ტუტსები. ამასთანავე ფრანგ სამხედროებს უნდა გაეუპატიურებიათ გადარჩენილი ტუტსებიც.

მოხსენებაში ჩამოთვლილია 33 ფრანგი ოფიცერი და პოლიტიკოსი, რომლებიც ავტორების აზრით უნდა მიეცნენ პასუხისგებაში თავიანთი როლის გამო. სხვათა შორის დასახელებულია საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი ფრანსუა მიტერანი და ყოფილი პრემიერ მინისტრი დომენიკ დე ვილპენიც.

ჰუტუს რეჟიმთან საფრანგეთის კავშირის მტკიცებულებები

პრეზიდენტმა პოლომ კაგამემ გასულ კვირაში უკვე ილაპარაკა საფრანგეთის კავშირზე ჰუტუს რეჟიმთან, რომელიც პასუხისმგებელი იყო გენოციდზე, „სერიოზული მტკიცებულებების“ შესახებ. რუანდის მთავრობამ კომისიის დასკვნა მიიღო ჯერ კიდევ ნოემბერში, რომელიც აქამომდის არ გამოქვეყნებულა.

საფრანგეთმა წარსულში აღიარა „პოლიტიკური შეცდომები“, მაგრამ მონაწილეობა მიიღო გენოციდის განხორციელებაში. რუანდის დღევანდელმა მთავრობამ, რომელშიც ტუცები სჭარბობენ, 2006 წლის ნოემბერში მას შემდეგ გაწყვიტა საფრანგეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, რაც ფრანგმა მოსამართლემ გასცა პრეზიდენტის თანამშრომლის დაკავების ბრძანება, რომელმაც მოკლა სახელმწიფოს მეთაური  იუვენალ ხაბიარიმანი. ხაბიარიმანის სიკვდილის შემდეგ რადიკალმა ჰუტუებმა დაიწყეს მკვლელობები. საფრანგეთის არმია გაეროს მანდატით იმყოფებოდა რეგიონში და რუანდას ნაწილებში შექმნა უსაფრთხოების ზონები.   (mpr/dpa/AFP)

ბატონო ელჩო აკი ამბობთ, რომ საბედნიეროდ, გადავლახეთ და ავირჩიეთ სხვა ღირებულებები, რომლებიც წარმოსახვითი ერების ოცნებებზე მაღლა დგას.

ნუთუ ყველაფერი სიცრუეა, ეს არის ის სხვა „ღირებულებები“, რომლებიც თქვენ აირჩიეთ?

განა მარტო ალჟირი? საფრანგეთის კოლონიალიზმისაგან გატანჯული რომელი ერთი ქვეყანა უნდა ჩამოვთვალოთ: ბენინი, ბურკინა ფასო, ჯიბუტი, ჩადი, გაბუნი, გვინეა, კამერუნი, კომორები, მავრიტანია, ნიგერი სენეგალი, ტუნისი…

1945 წლის ნოემბერში საფრანგეთის ჯარებმა დაცხრილეს ჰაიპონგი და გაჟლიტეს  6 000 ადამიანი, ამით დაიწყო ინდოჩინეთის ომი.

 french indochina war

ვიეტნამის ომის მსხვერპლი აქამდის 1,5 მილიონს უდრიდა. ჩრდილოეთ ვიეტნამის ბოლოდროინდელი მონაცემებით აღწერენ უამრავ სამოქალაქო მსხვერპლს. ვიეტნამმა 1995 წლის 3 აპრილს  გახსნა მონაცემები და მსხვერპლის საერთო რაოდენობა შეადგენს  1 მილიონ სამხედროსა და 4 მილიონ სამოქალაქოს, სამხრეთ ვიეტნამმა, ამერიკის მოკავშირემ ომში დაკარგა 250 000 ჯარისკაცი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1945 წელს მადაგასკარის დამშვიდება დაჯდა 100 000, სხვა მონაცემებით ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე.

1947 წელს 18 000 ფრანგმა სამხედრომ დაიწყო სისხლისღვრა და შემაძრწუნებელი ქმედებები სამოქალაქო მოსახლეობაში. საფრანგეთის არმიის ოფიციალური ანგარიშში ნათქვამია 89 000 სამოქალაქო პირის დაღუპვის შესახებ.

„- ევროპა საუკუნეთა განმავლობაში შენდებოდა და, სხვათა შორის, უფრო მეტად იდეებზე დაყრდნობით (განმანათლებლობა XVIII საუკუნეში), ვიდრე სისტემებზე. ნელ-ნელა გამოიკვეთა დემოკრატიული საყრდენი, რომელზეც ამჟამად ჩვენი ინსტიტუტები დგას. საქართველო საერთო მოძრაობას შეუერთდება მას შემდეგ, რაც გადაყლაპავს ეგრეთ წოდებული „ევროკავშირის მიერ შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების” დიდ აბს, რომელიც მოიცავს საკანონმდებლო ტექსტებსა და წესდებებს, ნორმებსა და შეზღუდვებს. მაგრამ ეს რთული და ხშირად მტკივნეული პროცესია. საქართველოში მთელი ჩვენი საქმიანობის მიზანია დეტალურად ავხსნათ ამ გამოცდილების მიზეზები, მისი დასაბუთება და სარგებლობა საქართველოსთვის“. – ბძანებს საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში.

დიახ, ბატონო ელჩო, ასე შენდებოდა ევროპა მილიონობით არაევროპელი ადამიანიების სისხლზე და ძვლებზე, შენდებოდა ას მილიონამდის გაყიდული მონის საფასურად. შენდებოდა დანარჩენ კონტინენტებზე მცხოვრები ხალხების კუთვნილი სიმდიდრით, სასარგებლო წიაღისეულით, ბუნების ნობათით, რომელიც მათ ღმერთმა უბოძა, თქვენ კი საუკუნეების განმავლობაში ცეცხლითა და მახვილით იტაცებდით ყოველივე მათეულ სიმდიდრეს. 

აი, ასეთ იდეებზე შენდებოდა ევროპა, ასეთ განმანათლებლურ იდეებზე, ზუსტად მე-18 საუკუნეში თქვენი განმანათლებელი ვოლტერი რუსეთის მსუბუქი ყოფაქცევის იმპერატრიცა ეკატერინეს რჩევებს ალძევდა, თუ როგორ უნდა დაეპყრო კავკასია და როგორ უნდა გაეჟლიტა კავკასიელები, რამეთუ მის სამშობლოს ამაში სათანადო გამოცდილება ჰქონდა.

ბატონი ელჩი მკურნალადაც გვევლინება და ევროპაში შესვლისათვის გვირჩევს „ევროკავშირის მიერ შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების” დიდი აბის გადაყლაპვას.

ბატონო  ელჩო, არსებობს აბები, რომლებიც ყველა ორგანიზმს არ უხდება, ჩვენ სამოცდაათი წელიწადი ვყლაპეთ ევროპაში გაჩენილი წითელი ჭირის სოციალ- დემოკრატიის მიერ შობილი ბოლშევიზმის აბები და დამანგრეველად იმოქმედა ჩვენს სხეულზე.

ბატონო ელჩო, ჩვენ ის აბები უნდა ვყლაპოთ, რომელიც ჩვენს მამა-პაპათ შეუქმნია და გამოუცდია, ეს არის ჩვენი ზნე-ჩვეულება და ტრადიციები, ჩვენი კანონ-სამართალი, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება თქვენსას, პირიქით! ჩვენ თქვენმა მეგობარმა რუსეთის იმპერიამ 200 წელი გვაცხოვრა თავისი ადათ-წესებით, მისი დაწერილი კანონებით და ლამის არის დავემსგავსეთ მათ.

ჩვენ საკმაო გამოცდილება გვაქვს „კავშირში“ ცხოვრებისა, მართალია ის თქვენი კავშირისაგან განსხვავებით სისხლითა და ძვლებით აიგო, მაგრამ არსი ერთია, იქაც გვქონდა ერთიანი პასპორტი, ერთიანი ვალუტა, ერთიანი საზღვრები. იქაც ერთი გობიდან ვჭამდით, მაგრამ ზოგს ისეთი დიდი პეშვები აღმოაჩნდა, ლამის შიმშილით დავიხოცეთ.

 ბატონო ელჩო, რა უბედურებაც დღეს საქართველოს თავზე ტრიალებს, ამაში ლომის წილი, რუსეთის „გადემოკრატებულ“ ბოროტების იმპერიასთან ერთად,  დასავლეთსაც გიდევთ. ჯერ იყო და საქართველოს პირველი რესპუბლიკის ევროპული ორიენტაციის სოციალ-დემოკრატიული მთავრობა ცრუ და ფუჭი დაპირებებით კვებეთ, საქართველოსადმი მაშინდელი ევროპის ინდიფერენტიზმმა და გულგრილობამ ხელფეხი გაუხსნა რუსეთის ახლადშექმნილ წითელ, უღმერთო იმპერიას და თქვენს განზე ცქერაში გადაგვყლაპა. მეორე რესპუბლიკას ერთი წელიც არ დააცადეთ, დასავლეთის დასტურითა და გადაგვარებული ქართველების წყალობით, რუსეთმა საქართველოდან განდევნა მართლაც რომ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, ქვეყანაში განახორციელეს სამხედრო გადატრიალება და მოხდა კომუნისტური რევანში. საქართველოში გამოამწესეთ ბებერი, ორთოდოქსი ბოლშევიკი და ცამეტი წელი აბოგინეთ ქვეყანაში ევროპის გამაერთიანებელი და საქართველოს დამაქცევარი ედუარდ შევარდნაძე.

სწორედ რუსეთის ემისარმა და დასავლეთის დემოკრატიის დიდმა მეგობარმა და მოამაგემ დაამსხვრია საქართველოს ტერიტორიული ერთიანობა, რაც დაასრულა ასევე დასავლეთში გაწვრთნილმა და იქედან მოვლენილმა მისმა სულიერმა მემკვიდრემ მ. სააკაშვილმა.

საინტერესოა, გერმანიის გაერთიანების შემდეგ (გერმანია გააერთიანა გერმანელი ხალხის ნებამ და ძალისხმევამ და არა ზოგიერთმა, როგორც დღეს თქვენ მიაწერთ) ქვეყნის სათავეში ერიხ ჰონეკერი რომ დაბრუნებულიყო, რას იზამდა გერმანელი ხალხი და თვით ევროპა?

ბატონო ელჩო, თქვენ უარყოფთ რუსეთისათვის სამხედრო გემების მიყიდვას, არა და ინტერნეტ-სივრცე სავსეა ამ საკითხთან დაკავშირებული ცნობებით. კაციშვილი ვერ გაიგებს რუსეთი ტყუის თუ საფრანგეთი?

 „- ვინ წამოიწყო ომი? პირველმა ვინ ისროლა ცხინვალის მიმართულებით? თქვენ ვერ შეძლებთ ისტორიის ხელახლა დაწერას და პასუხისმგებლობის ძებნას სხვაგან და არა იქ, სადაც ის არის. ამასთან დაკავშირებით, თუ ცოტა შორს მოძებნით, ახსნა-განმარტება უნდა მოსთხოვოთ მენშევიკურ რესპუბლიკას, რომელმაც 1921 წელს ოსეთის მოსახლეობა გაჟლიტა (4000 დაღუპული, 25000 ლტოლვილი), და არა საფრანგეთს ან სხვა სახელმწიფოებს.

ბატონო ელჩო, დღეს თქვენ შემთხვევით არ ახსენეთ 1921 წელი და 4 ათასი გაწყვეტილი ოსი. ვიცით საიდანაც მოდის ეს მასახვრობა. საქართველოს პარლამენტმა აღიარა ჩერქეზების გენოციდი და რუსეთი ამზადებს საპასუხო „დარტყმას“. ჩვეულებისამებრ, ამ საქმეშიც ღირსეულ, შესაშურ დახმარებას გაუწევს საფრანგეთი მის ძმურ მოკავშირეს და თქვენც ახმოვანებთ რუსეთის ხვაშიადს. ამით ამზადებთ საერთაშორისო საზოგადოების აზრს.  პირდაპირ გეტყვით – ეს არის ფარული შეთქმულება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ!

რა არ ხდება ქვეყანაზე ბატონო ელჩო, ევროპელებს ვინც არ მოგწონთ, ვინც თქვენს ჭკუაზე არ გაივლის და თქვენს დაკრულ მუსიკაზე არ აცუნდრუკდება, მას უმალ მოუვლენთ რისხვას. თურმე კადაფის ხელისუფლებას დაუფინანსებია თქვენი ქვეყნის დღევანდელი პრეზიდენტის საარჩევნო კამპანია, თქვენმა პრეზიდენტმა კი მადლობა თავზე ბომბების დაყრით გადაუხადა. ამ პრინციპებს ემყარება ევროპული ცივილიზაცია და განმანათლებლობა?

მაშინ მშვიდობაში მოგახმაროთ ღმერთმა!

ალ. სანდუხაძე

 

  

3 Responses to “• „ოსების გენოციდი“”

  1. diaokh said

    ფურნიე ერთი საცოდავი ფრანგია. იმ ერის შვილი, რომელიც აღმოცენდა ბარბაროსულ ფუნდამენტზე. შემდგომ პერიოდში, განსაკუთრებით გვიანი შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, მათ მართლაც შექმნეს ღირებული კულტურა, თუმცა რა ხდება ახლა? საფრანგეთი, ისევე როგორც მთელი ევროპა, ნელ–ნელა უბრუნდება თავის ბარბაროსულ საწყისებს.

    Like

  2. nugzar said

    ეს სფურნიეს კი არა, უფრო ფართო საზოგადოებას უნდა გაეცნოს, თარგმნეთ და დადეთ ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ ენებზე! რას მოგცემთ მხოლოდ ქართველებმა თუ წავიკითხეთ?!

    Like

  3. ZAZA BIGANISHVILI said

    ra simartlesac vtesavt qrtvelebi,prangebi, osebi, ingushebi tu rusebi im nayops movimkit ,upali gviyurebs pirdapir gulebshi,tu vinme ormos utxris vinmes,tvitonve vardeba imave ormoshi,targmne uzbekurad da zulusis enebze,biblia sheviswalot ,siyvaruli da megobroba da ertmanetisatvis lotsva viswavlot,yvelani xom gmertis sheqmnilebi vart,msvidobas da uplis kurtxevas gisurvebt ,me dzalian miyvarxart qartvelebo da mjera rom yvelaperi kargad iqneba.upalma gakurtxot.

    Like

დატოვე კომენტარი