Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• მესამე ალტერნატივა

    

“mesame alternativa”  

  ukan momavlisaken 

  

X Ria werili e.w. opozicias g. kelenjeriZe  

X Cveni tragedia Cvenive marTlac zRvargadasuli tolerantobaaal. sanduxaZe  

X msoflios sazogadoebriobas, yvela keTili nebis adamians!  

X saqarTvelos eqprezidentis interviu gazeT “OSTERREICH”-Si (19.08.2008) al. sanduxaZe  

X separatizmi da konstituciuri monarqia, qarTul-espanuri paralelebi g. kelenjeriZe  

X korufcia, privatizacia (`prixvatizacia~), federalizacia da eTnokonfliqtebi av. kaxniaSvili  

X msoflio sazogadoebriobas, demokratiuli qveynebis xelisuflebebs  

X danaSaulis daviwyeba, wayrueba da maszed Tvalis daxuWva saqarTvelos mermisis ganadgurebaa al. sanduxaZe  

X qarTuli saxelmwifos mSeneblobisTvis gia maisaSvili  

X 200 wlovani patimrobaia bagration-muxraneli  

X xiznis fiqrebi samSoblos burusiT mocul momavalze al. sanduxaZe 

   

X X X  

გოჩა კელენჯერიძე

ღია წერილი ე.წ. ოპოზიციას

ეთნოფსიქოლოგიის თვალსაზრისით, ნებისმიერი სოციუმი, რომელმაც არ იცის საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, არც კითხულობს მას, შეიძლება ნიჰილისტური აგონიის ნიშნებს ამჟღავნებდეს და სწორედ “კუდაბზიკეთი” შეიძლება იყოს პანაცეა, როგორც ქართული ისტორიციზმის სიმბოლო, ილიას “ბედნიერ ერთან ერთად”, მისი მორჩილი სვლის შესაჩერებლად ნიჰილისტური სახრჩობელისკენ, რატომღაც გეტოს ებრაელთა მასების მორჩილ სვლას რომ მაგონებს კრემატორიუმებისაკენ… საქართველოს ტერიტორიული რღვევა არ იქნება შეჩერებული, ვიდრე “ქართული პოლიტიკიდან” განდევნილი იქნება ქართული, ლეგიტიმური, სამართლებრივი მხარე, რაზეც მიუთითებს 9 აპრილისა და დახვრეტილი მიტინგების საერთო, ლეგიტიმური, ისტორიულად და საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით კანონიერი და მართალი მოთხოვნების განდევნა-არ არსებობა, მიჩქმალვა…  

ნიჰილისტურ-ძერჟინსკისეული ტერორით დესრეალიზებული საზოგადოების მარიონეტად გადაქცევისა და გამოყენების მცდელობა იმ პოლიტიკურ აქციებში, სადაც არ იქნება პირველ რიგში 9 აპრილისა და დახვრეტილი მიტინგების ლეგიტიმური ანუ დემოკრატიული მოთხოვნები წამოყენებული, ამ საზოგადოების მიერ საკუთარ ეგზეკუციაზე ხელისმოწერაა, ალბათ, და “საქართველოს გარეგანი და შინაგანი მტრული ძალების” მიერ მის გასანადგურებლად-დასაპყრობლად და ქართველთა Eეთნიკური წმენდა, გენოციდისა და გაექსოდირებისათვის მოწყობილი “საერთაშორისო შეთქმულების” გაგრძელებაა უდავოდ:  

1991-93 წლების სამამულო ომში(!!!) და არა “სამოქალაქო ომში“. დაპირისპირებული იყო ორი მხარე: საქართველოს II დემოკრატიული რესპუბლიკა – ქართველი ერი და მისი დამოუკიდებლობის გარანტი II დემოკრატიული (ანუ ლეგიტიმური, ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესების დვრიტა-დამცველი) ხელისუფლება, რომელსაც თავს “რევოლუციონერი ქართველები” კი არ დაესხნენ, როგორც მტერს სურს წარმოაჩინოს, არამედ “საქართველოს გარეგანი და შინაგანი მტრული ძალები“, ისევე, როგორც ეს აღნიშნულია ბ-ნი სააკაშვილისა და თითქმის მთელი “ქართული პოლიტელიტის” მიერ საჯაროდ 2004 წლის 24 იანვარს ხელმოწერილ “ეროვნული თანხმობის დეკლარაციაში”…  

 თუ მეხსიერება არ მღალატობს, ეროვნულ მოძრაობას არასოდეს მიუმართავს დე ფაქტო კომუნისტური ძალაუფლებისთვის გადადგომის ულტიმატუმით, რაც ლენინის იდეოლოგიაზე დადის და პუტჩისტებმა გამოიყენეს…  

… 9 აპრილის ეროვნული მოძრაობისა და დახვრეტილი მიტინგების პოლიტიკური, სამართლებრივი მოთხოვნები დღესაც აქტუალურია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის შემდეგი იდეოლოგიური ტერორის დაუყოვნებლივ აღკვეთა:  

– 1991-93 წლებში საქართველოში იყო სამოქალაქო ომი – ტყუილია!  

ეს სიცრუე ბოროტ მიზნებს ისახავს და ეთნოფსიქიკის დესრეალიზების საშიში მცდელობაა ნამდვილი ბაზალეთის მოსაწყობად, რომელიც შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს სახელმწიფოებრივი რღვევა-გაქრობის სტადიაში მყოფი საქართველოსთვის.  

სწორედ ამიტომ, 3 იანვრის საზოგადოება – ქართული დროშებითა და “რეპრესიული რეჟიმის” მიერ დახვრეტილ ქართველთა სურათებით მოითხოვს და აცხადებს: 

ქართველებო, მტერია საქართველოსი ის ნებისმიერი “პოლიტიკოსი” ან “პოლიტიკური პარტია”, რომელიც იმეორებს და აგრძელებს პუტჩისტების ანუ ანტიქართული ძალების მიერ მოწყობილ “საერთაშორისო შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ”, რაც კონკრეტულად გამოიხატება შემდეგ მართლსაწინააღმდეგო-დანაშაულებრივ ანუ დასჯად, სამართლებრივი თვალსაზრისით, იდეოლოგიურ დივერსიებში:  

1. 1991-93 წლების სამამულო ომის პუტჩისტურ-დამპყრობლური, ცრუისტორიული და დანაშაულებრივი ტერმინით -ე.წ. “სამოქალაქო ომი”-თ მოხსენიება.  

2. მტკიცება, ვითომ, ადამიანთა უფლებების საერთაშორისო დეკლარაციის პრეამბულით – ადამიანებს ეს დეკლარაცია მოუწოდებს 7 ნოემბრის ანუ დიდი ოქტომბრის სოციალისტურ-ლენინური, სისხლიანი რევოლუციისკენ, ადამიანთა სიცოცხლის განადგურებისკენ…  

ამას ცდილობდა სისხლიანი ხუნტა და მაშინვე ვპასუხობდით, რომ ეს იყო საზოგადოების მოტყუების მცდელობა, თავად ამ დეკლარაციის 29 და 30 მუხლების დარღვევა, რომელიც კრძალავს ამ დეკლარაციის ყველა ისეთ ინტერპრეტაცია-გამოყენებას, რომელიც ეწინააღმდეგება ამ დეკლარაციის შექმნის მიზანსა და სულისკვეთებას, რომლის კოავტორებმაც მაჰათმა განდის წლის გამოცხადებით, კიდევ ერთხელ შეახსენეს კაცობრიობას, რომ ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლის უკანასკნელი მეთოდი “არა-ზიანის” იდეოლოგიის ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა იყო მაჰათმა განდისა და 1989 წლის 9 აპრილის ქართული საზოგადოებისთვის, ხოლო ლენინის ანტიადამიანური “საზოგადოება” იძირება სისხლში და მას არავითარი, საერთო არა აქვს არც 1989 წლის 9 აპრილის საზოგადოებასთან და არც ადამიანთა უფლებების საერთაშორისო დეკლარაციასთან, რომელიც სწორედ მსგავსი, ვანდალური აქტების პრევენციისთვის შეიქმნა სწორედ, როგორიცაა სისხლიანი აჯანყებები, გენოციდი, ეთნოწმენდა, სამხედრო აგრესიები, ადამიანთა წამება, ზოგადად – სისხლი და ძალადობა, რომელიც სამართლებრივ პოლიტიკურ ომს-ბრძოლას აძევებს პოლიტიკური არენიდან და რომლის აღკვეთა წმიდათაწმიდა ვალია, ალბად, თითოეული კეთილი ნების ადამიანისა და თითოეული ერისა, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენიც – ქართველებისა.  

– ერთადერთი სამართლებრივი ბერკეტი – 1989 წლის 9 აპრილის ლეგიტიმური ქართული მოთხოვნები და ზოგადად, დამხობილი ეროვნული ხელისუფლების მიერ გაგრძელებული ქართული სახელმწიფოებრივი სტრატეგიული პოლიტიკა და ლეგიტიმური იურიდიული პოლიტიკური ბაზაა, ისევე, როგორც I დემოკრატიული რესპუბლიკის ლეგიტიმური სამართლებრივ პოლიტიკური ბაზა (1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება…), რომლის საშუალებით, 1989 წლის 9 აპრილის საზოგადოებამ, 1991 წლის 9 აპრილს გამოაცხადა, 1921 წლის 25 თებერვლის “ნანატრი” გასაბჭოება, – ისტორიულ სიყალბედ.  

იგი ეწინააღმდეგებოდა რუსეთ-საქართველოს 1920 წლის 7 მაისის საერთაშორისო ხელშეკრულებას და ფაქტობრივად იყო აგრესია, ოკუპაცია და ანექსია საქართველოსი საბჭოთა რუსეთის მიერ.

ეს პაქტი დღესაც აქტუალური და ვიგენტურია დიპლომატიური თვალსაზრისით და, გულწრფელად ვფიქრობ, იგი არ არის არც ანტირუსული ან ანტიამერიკული ან ანტიჩინური განწყობის, პირიქით: მიმაჩნია. რომ კავკასიური და საერთო რეგიონული მშვიდობის ერთადერთი სამართლებრივი გარანტია, და იმას ვგულისხმობ, რომ: რუსეთმა, საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა დაიცვას ეს ხელშეკრულება, სცნოს იჩქერიის სუვერენიტეტი… რაც კავკასიას გადააქცევს მისადმი კეთილგანწყობილ მეგობრად და ამ მეგობრობას ნამდვილად არ შეუშლის ხელს დანარჩენ სამყაროსთან მეგობრობა და კეთილგანწყობა. საქართველო და ქართველი ერი არ არის არცერთი ერის მტერი და ის ძალები, რომელნიც ცდილობენ საქართველოს ასეთად წარმოჩენას, ილიამ გაშიფრა თავის “ქვათა ღაღადში”, – ილიამ წარმოსთქვა ქართველი ერის პოლიტიკური სახელმწიფოებრივი სამართლიანი მანიფესტი – “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო“, რომ განაცხადა ქართველი ერისა და თითოეული კეთილი ნების ადამიანის წინაშე, რომელიც პუტჩისტებმა (იურიდიული ტერმინია და არა “შე ფინთოს” ძახილი, რომელიც არ არის იურიდიული ტერმინი. ჩვენ არ ვებრძვით პიროვნებებს, ჩვენ ვებრძვით საქართველოს განადგურების იდეას!..) პროვინციულ ფაშიზმად, ქსენოფობიად, “ავტორიტარული დიქტატურის” ლოზუნგად მონათლეს და მოჩქმალეს – ტაბუ დაადეს, რადგან ჩვენმა მეგობრებმა, შეცდომით გადაწყვიტეს პოლიტიკური თამაშიდან ქართული ლეგიტიმური მხარის განდევნა

 

 გვსურს, ვიფიქროთ, რომ -იდეოლოგიურმა დივერსანტებმა-ქართველი ერის მტრებმა, არაქართულმა-ანტიქართულმა მხარემ შეცდომაში შეიყვანა დემოკრატიული ქვეყნების მთავრობები პრაღის 24 დეზიმფორმატორული დეკლარაციით, რითიც ბრალი დასდო საქართველოს ოსების არ არსებულ დევნა-გენოციდში. ამ კრიმინალი დივერსანტების დიდი ნაწილი კვლავ “ქართულ პოლიტელიტაშია” და 3 იანვრის საზოგადოება სთხოვს მათ, რომ მსოფლიოს წინაშე აღიარონ, რომ ტყუილია მითი II დემოკრატიული ხელისუფლების ფაშისტობის შესახებ, როგორადაც სცნობენ მას დღესაც დემოკრატიულ სამყაროში, თითქმის ყველა ქვეყნის მთავრობები, რაც იმას ნიშნავს, რომ II დემოკრატიული ანუ ქართული ხელისუფლება Dდღესაც რეპრესირებული და განდევნილია. – ეს კი, პოლიტიკური ანბანიდან გამომდინარე, იმაზე მიუთითებს, რომ საქართველო არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა.  

საქართველოს მტრები და გაბრიყვებულნი ქართველნი, ვიდრე ამ წინადადებას საქართველოსადმი მტრობად ან ბოდვად გამოაცხადებენ, ან სუბიექტურ აზრად, “3 იანვრის საზოგადოება, ქართული დროშები” უნდა შეეკითხოს მათ, თუ როდის აღსდგა 1991-93 წლების სამამულო ომში შეწყვეტილი ლეგიტიმურობა ხელისუფლებისა ანუ დამოუკიდებლობა ქვეყნისა…  

როდის, როდის აღსდგა, ბატონებო, ლეგიტიმური ხელისუფლება, დაასახელეთ კონკრეტული თარიღი!  

– მაგალითად: 1921 წლის 25 თებერვლის აგრესია-ოკუპაცია-ანექსიით შეწყვეტილი ლეგიტიმური პოლიტიკური ხაზი, საქართველოში აღსდგა, თითქმის 70 წლიანი უკანონო, დე ფაქტო კომუნისტური მმართველობის შემდეგ – 1990 წლის 28 ოქტომბერს.

 

 ეს თარიღი ჩემთვის საქართველოს დამოუკიდებლობის ფაქტობრივი აღდგენის თარიღია, რომელიც იურიდიულად გაფორმდა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის ლეგიტიმური (სამართლებრივი) შედეგების გათვალისწინებით – 1991 წლის 9 აპრილს, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე! რომლის ზეიმიც აღარ დააცალეს ქართველ ხალხთან ერთად მის მსახურ ანუ კანონიერ ხელისუფლებას, რომელიც დაამხეს საქართველოს გარეგანმა და შინაურმა მტრულმა ძალებმა. 1991-93 წლების სამამულო ომში მათ დაამარცხეს საქართველო, რაც კანონიერი კონსტიტუციის ფაქტობრივი გაუქმებითა და დაკარგული დამოუკიდებლობით გამოიხატა, რასაც ქვეყნის განადგურებისა და ქართველთა მაკროეთნიკური დეპორტაცია-ექსოდის სავალალო პროცესის დაწყება მოჰყვა, რომელიც გაგრძელდება იქამდე ვიდრე არ იქნება დასახელებული ლეგიტიმური წყვეტის-დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღი! მტერი-ნიჰილისტ-ტერორისტია ის ვინც ეცდება ამ კითხვაზე თავის არიდებას. ვიმეორებთ, “კუდაბზიკეთის” ნიჰილისტური აგონიის სირაქლემის სტადიაზე მეტყველებს, ნებისმიერი სოციუმის ფსიქიკური მდგომარეობა, რომელმაც არ იცის საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე და რომელსაც ტილაძეებად და რწყილაძეებად გადაქცევას უპირებენ ისინი, ვინც არ მოითხოვს ნებისმიერი პოლიტიკური ძალისგან – ლეგიტიმური ანუ ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესებით, მოთხოვნებითა და სამართლებრივი პოლიტიკური ბაზით (ყაზბეგის ხელშეკრულება, გროზნოს დოკუმენტი, 1991 წლის 27 აპრილის მიმართვა-განცხადება ქართული ხელისუფლებისა საერთაშორისო თანამეგობრობისადმი, საქ. კანონიერი (დე იურე) კონსტიტუცია და ა. შ.) ხელმძღვანელობას!..  

-მტერია ის, ვინც შიდა ქართლს არქმევს ლენინისეულ, უკანონო, კაპიტულანტურ, დანაშაულებრივ(!!!) ე.წ.- “სამხრეთ ოსეთს”!  

– მტერია ის, ვინც ცრუობს, რომ ვითომდაც აფხაზი ქართველი არაა და აფხაზი ცალკე ერია! (ეს ისეთივე იმპერიული და ანტიკავკასიური აბსურდია, როგორც მაგალითად ქიზიყელი, ტამბოველი და მაიამელი “ერი”) – საქართველოში არ არსებობს ეთნოკომფლიქტები!..  

პრიორიტეტი ქართული მხარისთვის ლეგიტიმური კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა იყო საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. მთავარი მოთხოვნა 9 აპრილისა და დახვრეტილი მიტინგებისა “საკუთარ მიწაზე თავისუფლების პრეტენზიაა”, რომელიც ფაშიზმი კი არ გახლავთ, როგორც ეს კაცობრიობის მტრებს სურთ რომ წარმოაჩინონ, არამედ ღვთით მინიჭებული, უნივერსალური უფლებაა ნებისმიერი ერისა, თუ ის არსებობს, როგორც ერი და თუ მას აქვს-ჰქონია საკუთარი პატრია დე ორიგენ.  

– მაგალითისთვის ჰატიკვას მომღერალ საზოგადოებას მოუსმინეთ, ბატონებო და დარწმუნდებით, რომ მშვენიერი და ამაღლებული პატრიოტიზმის გარეშე ცრუა კოსმოპოლიტიზმი, რომელიც თავისი ნამდვილი გაგებით სწორედ სამშობლოსადმი თავგანწირვით და “არა-ზიანის” პოლიტიკიდან იწყება იდეალში. ამის შესახებ ვაჟა-ფშაველა განმარტავს კარგად თავის ესსეში…  

7 ნოემბერი, სამწუხაროდ არ იყო 9 აპრილი, როგორადაც სურთ რომ წარმოაჩინონ საქართველოს მტრებმა, რომელთაც არც ერთი კანონიერი და პრიორიტეტული(!!!) მოთხოვნა არ წამოუყენებიათ, მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხის წინაშე, რომელიც საკუთარმა ქართველობამ და მამულის სიყვარულმა გამოიყვანა ქუჩაში და არა ვინმესადმი სიძულვილმა, რაც უცხოა 9 აპრილისა და დახვრეტილი მიტინგების საზოგადოებისათვის, რომელნიც ისევ იქ დგანან – სადაც ვერ დააჩოქეს! და კვლავ იცავენ საქართველოს… 

 მტერმა ვერ უნდა შეძლოს ქართველი ხალხის მოტყუება და ვერ უნდა გადააქციოს 9 აპრილი (ილიას გზა) – ბარაბას გზად და ოქტომბრის სისხლიან რევოლუციად, ყოველი წლის 7 ნოემბერს რომ დღესასწაულობდა “რუსული” იმპერიალისტური დიქტატურა.  

მტერმა ვერ უნდა შეძლოს 9 აპრილის 7 ნოემბრად გადაქცევა, რისი თავიდან აცილება შესაძლებელია, მხოლოდ, ქართველი ერის მიერ ლეგიტიმური 9 აპრილის მოთხოვნების წამოყენებით – არალეგიტიმური ოპოზიცია-ოფიციოზისადმი.  

– მხოლოდ ასე შეიძლება, სამართლებრივი მიდგომით, დასრულდეს “ედუარდ-შოუ”- 1991 წლის 22 დეკემბერს “სახელმწიფო სამხედრო გადატრიალებაში გადაზრდილი”, რომელიც (გვსურს დავიჯეროთ, რომ მოტყუებული დასავლეთის თანხმობის ფონზე) რუსული სამხედრო ინტერვენციით, ოკუპაციითა და ანექსიით, საქართველოს სახელმწიფოებრივი რღვევითა და ქართველთა ექსოდით მიმდინარეობს დღესაც, რომლის ფსიქოსტრუქტურა მკაფიოდაა აღწერილი აკაკი წერეთლის იმ მივიწყებულ წინასწარმეტყველურ ზღაპარში – “კუდაბზიკეთი” რომ ჰქვია.  

3 იანვრის საზოგადოება ითხოვს – პუტჩის გასამართლებას, მისი დამანგრეველი შედეგების აღმოფხვრის მიზნით. ოფიციოზსა და ცრუოპოზიციას უნდა მოეთხოვოს, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა, რაც იგულისხმებს თავისუფლების აღკვეთას შიდა ქართლის ე.წ. “სამხრეთ ოსეთად” შერაცხვის პროპაგანდისთვის.  

– მავანს დიქტატორულ პროვინციულ ფაშიზმად რომ არ მოეჩვენოს ეს აზრი, ავღნიშნავ, რომ საფრანგეთში პატიმრობით ისჯება ჰოლოკოსტის უარყოფა, ხოლო ესპანეთში ეტას მარქსისტი ტერორისტების სიტყვიერი მხარდაჭერა… 

ქართული მხარე, 1989 წლის 9 აპრილის საზოგადოება, დახვრეტილი მიტინგების, 3 იანვრის საზოგადოება ასაჩივრებს ქართველთა მასობრივ მკვლელობებს! თითოეულ მოკლულ ქართველზე პროკურატურაში საჩივარი უნდა შევიდეს რაც დასაწყისი იქნება პუტჩის გასამართლებისა, რასაც მოჰყვება ლეგიტიმური ხელისუფლების აღდგენა საქართველოში, რაც სხვა არაფერია თუ არა ლეგიტიმური კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა და საქართველოს ტერიტორიული რღვევის შეჩერება, ლეგიტიმური სამართლებრივი ბაზით ხელმძღვანელობა.  

9 აპრილი – იყო და იქნება გამარჯვება ანთებული სანთლებით ხელში!..  

9 აპრილი ქართველთა ეროვნული აღორძინების დღეა, ისევე, როგორც თავისუფალი იჩქერიისთვის 23 თებერვალი…  

დახვრეტილი მიტინგები ვერ დააჩოქეს, ისინი მკვდრეთით აღსდგებიან, როცა ქართულ დროშებთან ერთად წამებულთა სურათები კანცელიარიიდან კრწანისამდე გამოიფინება.  

– დიახ -კრწანისამდე მეგობრებო, რადგან საქართველოს ფაქტობრივი მმართველი კვლავ ედუარდ შევარდნაძეა და ჩვენი მოთხოვნა მისდამი არის ის. რომ იგი დაეთანხმოს (აღიაროს) 9 აპრილისა და 3 იანვრის ლეგიტიმურ სამართლიან და სამართლებრივ-კონსტიტუციურ მშვიდობიან მოთხოვნებს, რის გარეშეც მთელი პაუხისმგებლობა მოსალოდნელი ტრაგიკული ცრუ ბატალიების გამო მას დაეკისრება და არა მის აგენტებს, რომელნიც ნამდვილი კერპთაყვანისმცემლური უჭკუობით, ნებსით თუ უნებლიედ მსხვერპლად ეწირებიან მთავარი სახელმწიფო დამნაშავის გეგმებს.  

მშვიდობაი ივერიასა ზედა.  

– 2008 წლის აგვისტოს აგრესიის შესახებ რუსული ოფიციოზი განუწყვეტლივ აცხადებდა საკუთარი ქმედებებისა დარუსული ჯარის სტატუსის “ლეგიტიმურობასა და კანონიერებას”, შესაბამისობას საერთაშორისო სამართალთან – დაგომისის (24/06/1992) უკანონო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც ფაქტობრივად პოლიტიკური და იდეოლოგიური ოკუპაცია მოხდა შიდა ქართლისა, როდესაც მას “საქართველოს გარეგანმა და შინაურმა მტრულმა ძალებმა ე.წ. საბჭოური “სამხრეთ ოსეთი” დაარქვეს, ხოლო თავად რუსეთის მიერ ოკუპაციურ ძალად ცნობილ საბჭოთა არმიას – ე.წ. “სამშვიდობო ძალები”…  

– იგივეს იმეორებდა რუსეთი დღე და ღამე და ყველგან, მათ შორის გაეროშიც (არსებობს ვიდეომასალა), სადაც საქართველოს წარმოადგენდა ბ-ნი ალასანია, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია “ქართული პოლიტელიტის”, იგი სდუმს, როცა რუსეთი დაგომისის ხელშეკრულებას აფრიალებს, ისევე, როგორც სდუმს “ქართული პოლიტელიტა” მედვედევ-ჩიპმანის განცხადებაზე იმის შესახებ. რომ თურმე “ე. წ. “სამხრეთ ოსეთი” და აფხაზეთი მხოლოდ 1992 წლიდან შედიან საქართველოს შემადგენლობაში…” … (მწარედ მახსენდება ჯონ ლენონის მუქარა კაცობრიობისადმი – “წარმოიდგინე, რომ არ არსებობენ ქვეყნები”…)  

“ავაჰმე ჩემო მამულო…” გამომდინარე საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან და იმ პრინციპიდან, რომ “არც ერთი ქართველი არ უნდა დავანებოთ კრემლის სატანას” ბ-ნი ალასანია და ყველა პოლიტიკოსი ვისაც სურს, იყოს ქართველი პოლიტიკოსი ვალდებულია, დაუყოვნებლივ დაეთანხმოს დახვრეტილი მიტინგებისა და 9 აპრილის ქართული საზოგადოების კანონიერ სამართლიან მოთხოვნებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საქართველოს მტრებად დარჩებიან და მათი გადაწყვეტილებანი კი ლეგიტიმური წონის არმქონე იმ ფარატინა ქაღალდებად, რომელთანაც ქართველ ერს და ქართულ სახელმწიფოს არავითარი კავშირი-ვალდებულება არ ექნება, ისევე, როგორც გროზნოს დოკუმენტის ძალით ქართველ ერს არავითარი კავშირი არ აქვს დაგომისის, სოჭის, მოსკოვისა და ჟენევის მოლაპარაკება-შეთანხმებებზე, რომელნიც არიან არალეგიტიმურნი სამართლებრივი თვალსაზრისით და არიან ანტიდემოკრატიულნი, რადგან პოლიტიკური მოლაპარაკების მხარეებად აღიარებენ არძიმბა-ცაგოლოვის რუსულ ტერორისტულ კლანებს, რომელთანაც დიალოგი დემოკრატიის საფუძვლების უარყოფაა.  

სამართლებრივი დევნა ტერორისტებს!

– ნუ გეშინიათ, საქართველოს მტრებო. ჩვენი, ქართველთა სურვილი, თქვენი განადგურება კი არა – საქართველოს დაცვა-გადარჩენაა. ღმერთმა თვალნი აგიხილოთ რათა გაიმარჯვოთ, გადარჩეთ ჩვენთან ერთად…  

– სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ვეთანხმები “რეპრესიული რეჟიმის” დეფაქტო პრეზიდენტს, ბ-ნ შევარდნაძეს იმ განცხადებაში, როდესაც ის საუბრობს პრიხვატიზებული საქართველოს ეროვნული სიმდიდრის კანონიერ ნაციონალიზაციაზე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. სთქვით, რომ 1991-93 წლებში საქართველოში იყო სამამულო ომი და სთქვით, რომ არავითარი “სამხრეთ ოსეთი” არ არსებობს საქართველოში. ამ ტერიტორიის ისტორიული სახელი შიდა ქართლია. სთქვით, რომ აფხაზი ქართველია და აღიარეთ ლეგიტიმური სამართლებრივი ბაზის პრევალენცია-აღმატებულება და უნიკალურობა სამართლებრივი თვალსაზრისით. თავად გამოაცხადეთ, ისედაც უკანონო თქვენი გადაწყვეტილებანი, როგორიცაა, მაგალითად, დაგომისის, სოჭისა (ქართული ტერიტორია) და მოსკოვის ხელშეკრულებანი, რომელთაც აფრიალებენ საკუთარი ქმედებების გასამართლებლად რუსეთი და მისი მარიონეტი ტერორისტული კლანები არძიმბა-ცაგოლოვისა… მოითხოვეთ პუტჩის გასამართლება!  

ეს ხელშეკრულებანი უკანონოა გროზნოს (1992/13/03) დოკუმენტის საფუძველზე! 

საქართველოში არც ერთ ეთნოსს არ შეჰქმნია არასოდეს ეთნიკური იდენტობის დაკარგვის საფრთხე. თბილისში ხომ ერთად დგანან ეკლესია, მეჩეთი და სინაგოგა. როცა მესმის, რომ “სახელმწიფო ჯანდაცვა” ვრცელდება 3 დან 60 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის, როცა ვხედავ, რომ ერთი და იმავე სამუშაოს შესრულებაში ქართველი მუშა გაცილებით ნაკლებ ხელფასს იღებს, მის გვერდით მომუშავე უცხოელ მუშასთან შედარებით, როცა ქართველთა ეთნიკური წმენდა და გენოციდი-გაექსოდება მიმდინარეობს რუსული ჭურვებითა და მეგობართა მხარდაჭერის ფონზე, რატომღაც, რატომღაც გეტოს ებრაული ექსოდი მაგონდება და საქართველო თავად მაგონებს გეტოს…  

– საქართველო, რომელიც ქართველთა პატრია დე ორიგენია…  

– მშვიდობა თქვენდა, ვინც იღწვით ქართული ექსოდის დაბრუნებისთვის და ვინც ერთგულნი ხართ საქართველოსი, ვისაც გესმით ქართული ჩუქურთმა და ვისაც გსურთ, რომ ყველამ ერთად “მოვუაროთ საქართველოს…”  

მშვიდობაი ისრაელსა ზედა.  

ღმერთმა დალოცოს ქართველობა.  

საუკეთესო სურვილებით და ქართული გულით, 

გოჩა კელენჯერიძე 

მადრიდი, 2009 წლის 21 მარტი  

 

P.S. ერევან-ბათუმის მაგისტრალის მშენებლობისა და საერთოდ არმენულ-ქართული მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და პოლიტიკური დიალოგისთვის აუცილებელია  

ერევან-ბათუმის მაგისტრალის მშენებლობისა და საერთოდ არმენულ-ქართული მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და პოლიტიკური დიალოგისთვის აუცილებელია შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილება: 

1. ლორეს ოკუპირებული ქართული მიწა-წყლის საქართველოსთვის დაბრუნება (1920 წლის დეკემბრის არმენული ოკუპაცია);  

2. ჯავახკისა და ვირკის ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადება და მათი ალაგმვა საქართველოს ტერიტორიიდან სამართლებრივი დევნით;  

3. ე.წ. “სამეგრელოს ნაციონალისტური პარტიის” სამართლებრივი დევნა;  

4. ეთნიკური არმენული პარამილიტარული რაზმის დისოლუცია ჯავახეთში; 

5. ბაგრამიანის ბატალიონის იდეოლოგების სამართლებრივი დევნა ორივე მხარის მიერ;  

6. საქართველოს ტერიტორიების არმენიზაციის პროცესის დაუყოვნებლივი შეწყვეტა; 

7. მუშა-ხელი ქართული უნდა იყოს.  

   

X X X  

SOS! 

მსოფლიოს საზოგადოებრიობას, ყველა კეთილი ნების ადამიანს! 

 

დღევანდელი მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოების თვალწინ ხდება საკაცობრიო დანაშაული: ზესახელმწიფო – რუსეთის იმპერია, ჩვენი დროის მოდერნიზირებული ხალხთა საპყრობილე ცდილობს მიწის პირისგან აღგავოს მეზობელი, პატარა თავისუფლების მოყვარე სახელმწიფო საქართველო. 

დღევანდელი რუსეთის იმპერია, ბოროტულად იყენებს მისი წინამორბედის ტოტალიტალური იმპერიის, საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოში ხელოვნურად შექმნილ „ავტონომიურ“ წარმონაქმნებს თავისი მზაკვრული მიზნების განსახორციელებლად, გადავიდა აშკარა საომარ მოქმედებაზე საქართველოს, როგორც პოლიტიკური სუვერენის სრული განადგურებისათვის და ამით ცდილობს აღადგინოს კავკასიის რეგიონში მისი იმპერიული ჰეგემონია. 

საქართველოში შექნილი ე. წ. ეთნოკონფლიქტები სინამდვილეში არის რუსეთის იმპერიის მიერ ინსპირირებული საომარი კერები, შეუწყნარებელი სეპარატიზმი და ექსტრემიზმი, რომელსაც სამწუხაროდ თავს ვერ აღწევს ჩვენი მოძმე აფხაზი და ოსი ხალხი, რომლებიც თითქოს და „თვითგამორკვევისა და თავისუფლებისაკენ“ ესწრაფვიან, სინამდვილეში ექსტრემისტთა ლიდერები ვერ მალავენ რუსეთის იმპერიალისტურ მიზნებს და აღიარებენ კიდეც ამ ქართული ტერიტორიული ერთეულების რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლას. 

მოგმართავთ მსოფლიოს კეთილი ნების ადამიანებს, რათა აიძულოთ თქვენი ქვეყნების მთავრობები რუსეთის იმპერიის მიმართ მკვეთრი და რადიკალური ზომების მისაღებად! გაწყვიტონ მოსკოვთან ყოველგვარი დიპლომატიური და ეკონომიკური თანამშრომლობა, რუსეთი მოაქციონ სრულ საერთაშორისო იზოლიაციაში და აიძულონ შეაჩეროს ვანდალური ომი საქართველოში, საერთოდ კავკასიაში და ხელი აიღოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე. 

კეთილი ნების ადამიანებო, მოგმართავთ დასაღუპად განწირული ქვეყნის მოქალაქეები, თქვენი აქტიური მხარდაჭერითა და თანადგომით იხსენით პატარა ქვეყანა სრული კატასტროფისა და განადგურებისაგან! პასიურობითა და გულგრილობით ნუ შეიქნებით ამ დანაშაულის ირიბი თანამონაწილები! ჩვენი მომავალი თქვენს

ხელთაა!  

ღმერთმა დაგლოცოთ! 

X X X 

საქართველოს ექპრეზიდენტის ინტერვიუ გაზეთ “ÖSTERREICH”-ში (19.08.2008)

ფლორიან ლემსი: თქვენ რომ დღესაც საქართველოს პრეზიდენტი ყოფილიყავით და არა სააკაშვილი, საქმე მივიდოდა იქამდე, რომ რუსები საქართველოს მხარეებში შემოვიდოდნენ?

შევარდნაძე: ამის გარანტიები არ არსებობს, რომ რუსეთი არ შემოვიდოდა. სააკაშვილს ნებისმიერ შემთხვევაში ჰქონდა უფლება ცხინვალის აღებისა. ეს საქართველოს ტერიტორიაა. მე უფლება არა მაქვს ის ამისათვის გავაკრიტიკო.

ფლორიან ლემსი: გორბაჩოვმა ამ რამდენიმე დღის წინ თქვა, თითქოს საქართველო დამნაშავეა მასში, რაც ხდება. რას იტყვით თქვენი ყოფილი შეფის ამ გამონათქვამზე?

შევარდნაძე: ეს სრული იდიოტიზმია, მე ვთვლი, ვიღაცამ გორბაჩოვს მოუთხრო, რომ ის ახლა ასე უნდა რეაგირებდეს. მე მახსენდება, რომ მისი შეცდომების გამო და ბორის ელცინის შეცდომების გამო საბჭოთა კავშირი 12 – 15 წლით ადრე დაინგრა.

ეს მოკლე ამონარიდია იმ ინტერვიუდან, რომელიც სსრკს საგარეო საქმეთა ექსმინისტრმა, საქართველოს ექსპრეზიდენტმა ავსტრიის ყოველდღიურ გაზეთს “ÖSTERREICH” მისცა.

თითქოსდა უჩვეულო ამ კითხვა – პასუხში არაფერია, მაგრამ…

სწორედ რომ, მაგრამ!

სწორედ რომ მისი წყალობით იქნა ეს ტერიტორიები ოკუპირებული და მის მიერვე “სამშვიდობო მანდატით” აღჭურვილი რუსეთის საოკუპაციო ჯარები ჩაყენებული.

„მსოფლიო დონის პოლიტიკოსმა“, „დიდმა მოაზროვნემ“, გენშერის, ქოლის, ბეიკერის, ბუშის, ანდრიოტისა და თანსუ ჩილერის საამაყო მეგობარმა გაუბედურებულ საქართველოს, როგორც მისმა სულიერმა წინაპარმა სტალინმა, საბედისწერო ბომბები დაუტოვა საბოლო გადაშენებისა და მოთხრისთვის!

თითქოს ბალტინის ჯარები 1993 წლის შემოდგომაზე საქართველოში ხო ში მინის მოწვევით შემოვიდა და არა რუსეთის ემისრისა და ნამესტნიკის ედვარდ-გიორგი შევარდნაძის მოწვევით.

ამ ბებერ მელას ხალხი მართლა ბითური ჰგონია, თითქოს არვინ არაფერი არ იცოდეს!

საქართველოს სასჯელი, სულში ჩაფურთხება და ბედის ირონია იყო ის, რომ დამოუკიდებელ საქართველოს ბოლო ათი წლის მანძილზე მართავდა კაცი, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმში მონაწილეობა არ მიუღია, იმიტომ რომ თავი ცოცხალი აღარ უნდოდა თუ უზბეკეთს მის სამშობლოდ აღარ მოიაზრებდა!

აკი მისტირის წარსულსა და მის პარტიულ ამხანაგებს სასტიკად ამუნათებს:

„რომ მისი (გორბაჩოვის) შეცდომების გამო და ბორის ელცინის შეცდომების გამო საბჭოთა კავშირი 12 – 15 წლით ადრე დაინგრა“.

ამ სიტყვებს კომენტარი არ სჭირდება, ყველაფერი კიდევ ერთხელ გამჟღავნდა!

სავალალო და საუბედურო ის არის, რომ მისი ღირსეული მემკვიდრე, სააკაშვილის რეჟიმი ამ ცოცხალ გვამს ლენინის მუმიასავით კრწანისის რეზიდენციაში ინახავს და ქართულ გაზეთს „ასავალ-დასავალი“ მისი სიყვარული დღესაც ვერ ამოუგლეჯია გულიდან და ყოველ ნომერში „გულს გვიხარებს მისი ფოტოებისა და მისი „ბრძნული ნააზრევის“ ბეჭდვით, ხოლო მავანის მიერ მრავალჯერ იქნა დალოცვილი და კურთხეული, რათა უკეთესად მოესრა საქართველო პირისაგან მიწისა!

ჩვენ რომ მართლა დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ ედუარდ შევარდნაძის პერსონა და მისი ხსენება კანონის ძალით უნდა იყოს აკრძალული, როგორც ჰიტლერის პერსონა გერმანიასა და ავსტრიაშია აკრძალული, ხოლო მისი კარის ჟურნალისტი ა. სანებლიძე სულ ცოტა ცამეტჯერ მაინც უნდა იყოს სამართალში მიცემული.

მაგრამ რა გინდა რომ ჰქნა, მართლაც რომ უკუღმართ ქვეყანაში ვცხოვრობთ და მიტომ მიდის ჩვენი ქვეყნის საქმე უკუღმა!

ალ. სანდუხაძე

31 აგვისტო 2008 წელი

 

X X X

 

გოჩა კელენჯერიძე

 

სეპარატიზმი და კონსტიტუციური მონარქია

ქართულ-ესპანური პარალელები

ესპანურ სეპარატიზმს საერთაშორისო მხარდაჭერა არა აქვს და იგი ესპანეთის საშინაო საკითხია. საქართველოში კი რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური კონფლიქტებია და ტერორისტებთან დანაშაულებრივი “პოლიტიკური დიალოგი” მიმდინარეობს. ნავთობსადენის ჩრდილოეთი რუსეთს ეთმობა, სამხრეთი კი თურქულ-არმენული ინტერესების სფეროში ხვდება.

ესპანეთი, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, საქართველოსგან განსხვავებით ტერორისტებთან დიალოგს არ მართავს. მიმდინარეობს მათი სამართლებრივი დევნა, რომელსაც ესპანელი ერის სახელით ახორციელებს ესპანეთის ლეგიტიმური ხელისუფლება. ესპანეთში კონსტიტუციის დაცვის უმაღლესი და საიმედო გარანტი მისი უდიდებულესობა მეფეა, რომელიც აბალანსებს ესპანურ პოლიტიკას და იცავს დეზინტეგრაციისაგან.

ესპანეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და ფაქტია, რომ მისი ტერიტორიული მთლიანობა საიმედოდაა დაცული.

კატალუნიაში სეპარატიზმს ძირითადად ეკონომიკური მიზნები ამოძრავებს და საყურადღებოა, რომ ადგილობრივ ასამბლეაში გამარჯვებული პარტია პრეზიდენტ საპატეროს სოციალისტური პარტიაა.

ესპანეთი თავისი ისტორიული რეგიონებითა და მენტალობით საოცრად ჩამოჰგავს საქართველოს. ესპანეთის შიდარეგიონული პოლიტიკა ამ რეგიონებს შეუზღუდავ თავისუფლებას ანიჭებს ესპანეთის კონსტიტუციის ფარგლებში. თითოეული რეგიონი ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის, სენატისა და მუნიციპალიტეტის გარდა ირჩევს საკუთარ პარლამენტს, რომელიც ირჩევს ადგილობრივ მთავრობასა და მთავრობის პრეზიდენტს. იქ წარმოდგენილნი არიან სეპარატისტული იდეოლოგიის პარტიებიც და მათ აქვთ საშუალება, ესპანეთის კონსტიტუციის ფარგლებში, საპარლამენტო, ლეგიტიმური მოღვაწეობის, – ოღონდ აუცილებელი პირობაა ძალადობის დაგმობა და მისგან გამიჯვნა.

… ესპანეთი არ გახლავთ ფედერალური სახელმწიფო და ესპანეთის რეგიონები სრული თავისუფლებით სარგებლობენ ესპანეთის კონსტიტუციის ფარგლებში. რეგიონის მმართველობის ესპანური მოდელი იცავს ესპანეთს სეპარატიზმისაგან და დემოკრატიული მმართველობის ნიმუშადაა აღიარებული…

ესპანეთში ჩატარებულ არჩევნებს არანაირი საერთაშორისო დამკვირვებლები არ ესწრებიან, არჩევნებს ხალხი ატარებს. ესპანეთის სეპარატისტული პრობლემა ესპანეთის შინაურ საქმედაა გამოცხადებული ხალხისა და ლეგიტიმური მთავრობის მიერ და არც ერთ სხვა სახელმწიფოს არ ეკითხება ესპანელი ერი თავისი საშინაო პოლიტიკის გადაწყვეტას. საქართველოში კი – “რეპრესიული რეჟიმის” მიერ სეპარატისტული პრობლემის დენაციონალიზაცია და დანაშაულებრივი ინტერნაციონალიზაცია მოხდა.

ადგილობრივი ლეგიტიმური ხელისუფლებები ვალდებულნი არიან დაიცვან ესპანეთის კონსტიტუცია, რომლის დაცვის მთავარი გარანტი გახლავთ, ესპანელი ერის საყვარელი მეფე, მისი უდიდებულესობა ბ-ნი ხუან-კარლოს პირველი, რომელიც ესპანეთის კონსტიტუციის თანახმად არის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ანუ მას ემორჩილება ჯარი და არა რომელიმე პარტიას, რაც პუტჩების თავიდან აცილების საინტერესო ვარიანტია… მეფე ეროვნული სტრატეგიული დოქტრინის დამცველია, რომელიც ყოველთვის შეახსენებს ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, რომ ისინი ვალდებულნი არიან ემსახურონ ხალხს და ესპანეთის სამეფო სახელმწიფოებრივ ინტერესებს…

სახელმწიფო მმართველობის ესპანური კონსტიტუციური მონარქიის მოდელი და მისი შიდარეგიონული პოლიტიკა, ჩემთვის დემოკრატიული მმართველობის იდეალურ ვარიანტს წარმოადგენს და იგი არა მარტო სასურველი, არამედ ბევრად საინტერესოა საქართველოსათვის, რადგანაც თავიდან აგვაცილებს უკანონო და წამგებიან ფედერალიზმს…

კონსტიტუციურ მონარქიაზე გადასვლა მხოლოდ ლეგიტიმური გზით უნდა განხორციელდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ იგი უკანონოდ განახორციელეს “საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებმა”, მივიღებთ უკანონო, ანტიქართული და ანტიკონსტიტუციური მონარქიის პაროდიას, რომელსაც არ სცნობს ქართველი ხალხი.

ესპანეთის სეპარატისტული პრობლემებისაგან განსხვავებით, საქართველოში აფხაზეთის, შიდაქართლის, პანკისისა და ჯავახეთის მაგალითზე საქმე გვაქვს რეალურად რუსეთ-საქართველოს (კავკასიის) ომთან.

რუსეთმა შექმნა ანტისახელმწიფოებრივი (ფაშისტური) და ტერორისტული ორგანიზაციები: აიდგილარა, ადამონ ნიხასი, ჯავახკი, ვირკი;

რუსეთმა შექმნა არძინბა-შევარდნაძე-კულუმბეგოვის ტერორისტული კლანები;

200 წელზე მეტია, რუსეთი ახორციელებს სამხედრო ოკუპაციის გზით საქართველოს მცოცავ ანექსიას: დვალეთი, სოჭი, აფხაზეთი, შიდა ქართლი;

რუსეთი დღეს ისევე ჰყიდის საქართველოს, როგორც გაგვიყიდა მესხეთ-ჯავახეთის 2/3 ადგილობრივი ქართველი მოსახლეობით (1922 წ. ლენინ-ათათურქის გარიგება).

რუსეთი თავად უბიძგებს საქართველოს ნატოსკენ…, როდესაც სოჭის დაბრუნების ნაცვლად აფხაზეთს გვართმევს და არღვევს რა ყაზბეგის შეთანხმებას, სამხრეთ ოსეთად ასაღებს ისტორიულ შიდა ქართლს. ეს უკანასკნელი ფაქტი იმდენად სახიფათოა თავად რუსეთისათვის, რომ შეიძლება ვიფიქროთ – თავად რუსეთს არ ჰყავს რუსული ხელისუფლება, რომელიც საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე: სცნობდა იჩქერიის დამოუკიდებლობას, აღარ მოაწყობდა საქართველოში პუტჩს, მოახდენდა დამხობილი დემოკრატიული ხელისუფლების სამართლებრივ-პოლიტიკურ რეაბილიტაციას და შეიძენდა მეგობრებს კავკასიაში, ნაცვლად ამ უძველესი კულტურის ხალხების გენოციდისა… ამის გარეშე ყოველგვარი “დიალოგი” არასამართლებრივია და ბლეფია.

საქართველოს გაყოფა-დაშლა სამწუხაროდ გადაწყვეტილია და სწორედ ამიტომ ენიჭება კანონიერების აღდგენას პრიორიტეტული მნიშვნელობა, რადგან თავიდან იქნეს აცილებული ეს საფრთხე, რომელიც უშუალო შედეგია იმ სავალალო რეალობისა, რომელიც გვაუწყებს, რომ ქართველ ერს არ ჰყავს ლეგიტიმური წარმომადგენელი…

თავად მოდელი კონსტიტუციური მონარქიისა საოცნებო და სასურველია საქართველოსათვის, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც მეფეც, პარლამენტიც, მთავრობაც და მისი პრეზიდენტიც განახორციელებენ საქართველოს მართვას მის მთელ ტერიტორიაზე, – როდესაც ისინი იქნებიან ქართველი ერის ლეგიტიმური წარმომადგენელნი და არა უკანონო “რეპრესიული რეჟიმის” მტრული პოლიტიკის განმგრძელებელნი. მეფის ტახტის აღდგენამ სრულიად საქართველოს მეფე უნდა შვას და არა ნავთობსადენის სამხრეთ ნაწილის მასხარა-მონარქი.

ესპანური მოდელის საქართველოში გადმოღება იდეალური ვარიანტი იქნება, ჩემის აზრით, მაგრამ ეს არ უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს მტრების მიერ და არ უნდა განხორციელდეს მათი ანტიქართული გეგმით, არც მათთვის ხელხაყრელ პირობებში. საკითხის უკეთესი გაგებისათვის მოვიყვანთ შემდეგ მაგალითს: მზადდება კანონიერი ხელისუფლების წევრთა შეკრება, რომელთაც უნდა დანიშნონ “კანონიერი არჩევნები”. ამის შედეგად მივიღებთ დაკანონებულ ანტიქართულ ხელისუფლებას, დაახლოებით ისეთს, როგორიც ორჯონიკიძის ძალაუფლება გახდებოდა “კანონიერი” არჩევნები რომ დაენიშნა მისთვის ჟორდანიას მთავრობას. პუტჩის ლეგალიზაციის ასეთი მცდელობა დახვრეტილი მიტინგების მიერ იქნა აღკვეთილი 1992 წლის იანვარში, როცა მოღალატეებს სურდათ თბილისში უკანონო სესიის ჩატარება და კაპიტულაციაზე ხელის მოწერა.

ვაცხადებ ყველას გასაგონად: შინაარსობრივად კანონიერი ხელისუფლების აღდგენა გახლავთ მხოლოდ ლეგიტიმური ეროვნული სტრატეგიული დოქტრინისა და კონსტიტუციის აღდგენა და მეტი არაფერი.

 

მადრიდი, 3 ივლისი, 2008 წელი

 

  

X X X

მსოფლიო საზოგადოებრიობას, დემოკრატიული ქვეყნების ხელისუფლებებს,

ა.შ.შ-ს, ევროკავშირის, ეუთოს და ყველა იმ საერთაშორისო სადამკვირებლო მისიის წარმომადგენლებს, რომლებიც 2008 წლის 5 იანვარს იმყოფებოდნენ საქართველოში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლებად

 

საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველი პოლიტიკური ემიგრანტები მოგმართავთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი აღშფოთება საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. უპირველესად უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების და მისი ოპოზიციის მიმართ ვართ ერთგვაროვან დამოკიდებულებაში – ჩვენ არ ვაღიარებთ და არ ვაღიარებდით როგორც დიქტატორი შევარდნაძის რეჟიმის არსებობას, ასევე საქართველოში 2003 წლის ნოემბერში გათამაშებულ აფიორას, რომელიც მსოფლიო საზოგადოების თვალში გასაღდა როგორც “ვარდების რევოლუცია”. სინამდვილეში ეს იყო ფარსი საქართველოს მაშინდელი (და ახლანდელი დიქტატორის) რეჟიმის გადასარჩენად გათამაშებული პოლიტიკური ხრიკები, რომლის შედეგადაც ბებერი დიქტატორი შეიცვალა მისი სულიერი მემკვიდრით, ახალგაზრდა დიქტატორითა და უზურპატორით მ. სააკაშვილით, რომელთანაც ერთად ერთ გუნდში იყვნენ დღევანდელი ე. წ. ოპოზიციონრები, რომლებიც აგრეთვე შევარდნაძის პოლიტიკურ ინკუბატორში არიან დეჩეკილები.

1992 წლის 6 იანვრიდან საქართველოში პერმანენტული პოლიტიკური კრიზისია, რადგან ამ დღეს სახელმწიფო და სისხლის სამართლის დამნაშავეების მიერ საქარველოდან განიდევნა ქვეყნის კანონიერი, ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნებით არჩეული ხელისუფლება – საქართველოს უზენაესი საბჭო და პრეზიდენტი რომელიც შემდგომ იმსხვერპლა შევარდნაძის პოლიტიკურმა ინტრიგებმა, ხოლო ხელისუფლება დღესაც დევნილობაშია. კანონიერ ხელისუფლებას არასოდეს გამოუცხადებია კაპიტულაცია, არასოდეს უღიარების საქართველოში შევარდნაძის და შემდგომი რეჟიმი.

საქართველოში განხორციელდა სამხედრო კრიმინალური გადატრიალება, კომუნისტურ-კრიმინალური რევანში რუსეთის სპეცსამსახურების უშუალო ხელმძღვანელობით. ქვეყანაში დაემხო სამართლიანობა და კანონიერება. ძალაუფლება ხელში აიღო სამხედრო-კრიმინალურმა ხუნტამ, რომელსაც სათავეში მალევე ჩაუდგა რუსეთის ემისარი, კომუნისტი დიქტატორი ე. შევარდნაძე, რომელიც თავისი დიქტატურის ლეგიტიმაციისთვის ხშირად ატარებდა უკანონო, ფალსიფიცირებულ არჩევნებს ანტიდემოკრატიული საარჩევნო კანონით და რომლებსაც ასეთივე შემართებით უდასტურებდა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები.

საინტერესოა, რას გრძნობს ის ხალხი დღეს, რომლებიც იმ დროს შევარდნაძის საარჩევნო ოქმებს დასტურს აძლევდნენ. დღეს ხომ საყოველთაოდ აღიარებულია ის როგორც დიქტატორი და მისი ბატონობა როგორც დიქტატურა! ნუთუ ისევ უნდა განმეორდეს, ის რაც გუშინ იყო? აშკარა დარღვევებითა და კანონიერების სრული იგნორირებით ჩატარდა 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებიც, როდესაც სააკაშვილის მთავრობამ დაარღვია საქართველოს ის მახინჯი შევარდნაძისეული საარჩევნო კოდექსიც კი, რომელიც ითვალისწინებდა შერეული ტიპის – პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემას. 2004 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ცალმხრივი – პროპორციული სისტემით. როგორც მშვენივრად მოგეხსენებათ ე. წ. ვარდების რევოლუციის გათამაშება გამოიწვია 2003 წლის 2 ნოემბერს გამართული არჩევნების დარღვევებმა და ფალსიფიცირებამ. თუ 2 ნოემბრის არჩევნები გამოცხადდა ანტიდემოკრატიულად და ბათილად იქნა ცნობილი, როგორ მიეცა ლეგიტიმურობის სტატუსი მაჟორიტარულ მხარეს? მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იგივე საერთაშორისო სადამკვირებლო მისიებისთვის დაედასტურებინათ სააკაშვილის კაცთმოძულე ბანდის არჩევნების ლეგიტიმურობა.

საქართველოს 1992 წლიდან დღემდე მართავს არალეგიტიმური რეჟიმები. ამ დროიდანვე ქვეყანაში ხელისუფლებების ცვლა ხდება ე. წ. საერთო სახალხო ან ვარდების რევოლუციებით – ხან იარაღით, სისხლით და ხან კიდევ შხამიანი ეკლებიანი ვარდებით, შენიღბული ბოროტებით!

როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენი დამოკიდებულება ორთავე მხარის მიმართ უარყოფითია, მაგრამ გამოვდივართ რა ჩვენ არსებული არამართებული რეალობიდან და ამ ეტაპზე სანამ საქართველოში არ აღმსდგარა კანონიერება, მისი ლეგიტიმური ხელისუფლება, ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ხალხის, მისი მოსახლეობის ნებას. მოგიწოდებთ: ნუ დაუშვებთ იგივე უკანონობებს, რაც აქამდე ხდებოდა საქართველოში თქვენი მხარდაჭერითა და ხელშეწყობით! ნუ ჩაუკლავთ საქართველოს მოსახლეობას მომავლის იმდედებს! ნუ გაუმრუდებთ კიდევ ერთხელ წარმოდგენას ჭეშმარიტი დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების შესახებ.

ნუთუ თქვენთვის არაფერს ნიშნავს ის მასიური საერთო სახალხო გამოსვლები, რომლებშიც ასეულ ათასობით ხალხი იღებდა მონაწილეობას, განა ის არ იყო არჩევნებიც, პლებისციტით და რეფერენდუმიც? განა იმ ასეულ ათასობით ადამიანს არ ჰყავს ოჯახის წევრები?

გასული წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ, როგორ მოხდა რომ გუშინდელ ფარსში გაიმარჯვა ნოემბრის თვის დიქტატორმა სააკაშვილმა? გჯერათ, რომ ეს არჩვენები ნორმალურ პირობებში, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მიმდინარეობდა დანიშვნიდან ჩატარებამდე? ნუთუ თქვენც მოგისყიდათ ბებერი შევარდნაძის ყოვლისშემძლე ახალგაზრდა შეგირდმა? საქართველოში ხმები დადის სააკაშვილი უცხოელ ჩინოვნიკებს მოსაქრთამავად ცნობილ კურორტებზე ქორწილებს უხდისო, ნუთუ მართალია ყოველივე ეს?

საქართველოში არჩევნები ჩატარდა ანტიდემოკრატიული საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაში, ძალმომრეობის, მუქარის, დაშინების, მოტყუების, მოქრთამვისა და მოსყიდვის, საარჩევნო სიების გაყალბების, ამომრჩეველთა სიების გაზრდით ქვეყანაში არ არსებული ამომრჩევლებით, მკვდარი სულების გაცოცხლების და ე.წ. კარუსელების მეშვეობით! ამის თქმის უფლებასა და საშუალებას გვაძლევს ის დოკუმენტაციები, ის ინფორმაციები, რომლებიც ქვეყნდება საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივ მიუმხრობელ დამკვირვებელთა და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების, საქართველოს თავისუფალი მედიის მეშვეობით. თქვენ კი ყოველივეს, ათასობით ფაქტსა და დოკუმენტს იგნორირებას უკეთებთ და მაინც ჯიუტად გაიძახით: საქართველოში არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ჩატარდა უმნიშვნელო დარღვევებითო. საქართველოს ამჟამინდელი ანტხალხური რეჟიმი კი სარგებლობს თქვენი შეუწყნარებელი სუბიექტივიზმით და საქართველოს მოსახლეობას კვლავ ძალმომრეობის საშუალებით თავს ახვევს სიცრუესა და უკანონობას, რაც საძირკველია იმ არაადამიანური რეჟიმისა, რომელსაც დღეს სააკაშვილის დიქტატურა ჰქვია სახელად და ახრჩობს და ანდგურებს ქვეყნის მოსახლეობას, მის ეკონომიურ პოტენციალს, ბუნებრივ და ეროვნულ სიმდიდრეს, სულიერი და მატერიალური კულტურის მონაპოვრებს!

თქვენ დაგავიწყდათ, თუ თქვენთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს 2007 წლის 7 ნოემბერს, როგორც თავის დროზე 1992 წლის 6 იანვარს. საქართველოს მოსახლეობისათვის კი ეს დღეები უბედურების დღეებია. ეს დღეები ქვეყნის ისტორიაში შევა, როგორც სამარცხვინო ფურცელი და დღეები სახელმწიფო ტერორიზმისა, რომელსაც თქვენგან ქებული დიქტატორების ე. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის სახელები ერქმევა მუდამ. და თუ ასე გააგრძელებთ – მათთან ერთად დაერქმევა თქვენიც! ამ ტრაგედიის ხსოვნას ვერ წაშლის თქვენი ყალბი დასკვნები და დადგენილებები, უარყოფა სინამდვილისა და სიმართლისა! თქვენი ამგვარი ქმედებები ხელს უწყობს საქართველოში მუდმივი პოლიტიკური დესტაბილიზაციის შექმნას, ქვეყანაში აფუძნებს განუკითხაობის, უსამართლობისა და დაუსჯელობის სინდრომს! გაგვაგებინეთ, ვის ინტერესებში შედის ყოველივე ეს? “დემოკრატიული” დასავლეთის თუ “ტოტალიტარული” აღმოსავლეთის?

საქართველოს ხალხი უხსოვარი დროიდანვე აღიქვამდა თავის თავს, როგორც დასავლეთის ორგანულ ნაწილს. მისი შემოქმედებითი გენი, მისი ინტელექტი, მისი ადათ-წესები ყოველთვის მიჯაჭვული იყო დასავლური კულტურის ცივილიზაციასთან. საქართველოს მოსახლეობისთვის ჯერ კიდევ ადრეულ ხანებშივე უცხო არ ყოფილა საჯაროობის, შემწყნარებლობის, თანასწორობის და კაცთმოყვარეობის იდეალები და პრინციპები. ამას მოწმობს საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია! დღევანდელი პარლამენტარიზმისა და დემოკრატიის წინამძღვრები და წინამორბედები მრავლად არის საქართველოს არსებობის მანძილზე, თუნდაც საქართველოს დიდი მეფის – თამარ დედოფლის დარბაზი. მისი მართველობა დღევანდელი კონსტიტუციური მონარქიზმის წინამორბედია. მისი მართველობის დროს საქართველოში სიკვდილით დასჯა გაუქმდა! ეს საქართველოში მოხდა XII – XIII საუკუნეთა მიჯნაზე, მაშინ როდესაც ევროპის კონტინენტზე ჯერ კიდევ ინკვიზიციები მძვინვარებდა და მისი ცეცხლი ანადგურებდა უთვალავ ადამიანს! იქნებ ჰქონდეს ამას მნიშვნელობა იმ დროს, როდესაც ე. წ. საარჩევნო დამკვირვებლები საქართველოს ხალხს ევლინებიან მედიატორებად და ჭეშმარიტი დემოკრატიული პრინციპების ანა-ბანას მქადაგებლებად?!

თავისი სტუმართმოყვარეობით საქვეყნოდ განთქმულ საქართველოს ხალხში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები უკვე აღიქმებიან, როგორც არაკეთილი და არასასურველი სტუმრები, რომლებიც უხეშად ერევიან ქვეყნის საშინაო საქმეებში, მწვანე შუქს აძლევენ უკანონობას, ძალმომრეობას, ტოტალიტარიზმსა და დიქტატურას, უსამართლობასა და უზნეობას, სისასტიკესა და შეუწყნარებლობას!

ნუთუ ესაა თქვენი საერთაშორისო “ჰუმანიტარული” მისია? ნუთუ საარჩევნო კამპანიის პერიოდი საქართველოში დამკვირვებლებად ჩამოსული ჩინოვნიკებისათვის დროსტარების სამსახურებრივი მივლინებაა?! ნუთუ ამდენმა ასეულმა დამკვირვებელმა ვერ დაინახა ყოველივე ის, რაც არჩევნების დღეს ხდებოდა საქართველოში?! რატომ არ უგდებენ ყურს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების, მიუმხრობელ დამკვირვებელთა არმიის სამართლიან პრეტენზიებსა და მონაცემებს? ეს არის თქვენი ყბადაღებული დასავლური დემოკრატია? თეთრის შავად გასაღების, ბოროტების სიკეთედ მონათვლის, უსამართლობის სამართლიანობად დაკანონების პრინციპები უდევს საფუძვლად ევრო-ამერიკულ დემოკრატიას?

განსაკუთრებით აღშფოთებულები ვართ ნატოს, ეუ-ს, ეუთოს და ე. წ. დემოკრატიული ქვეყნების მმართველი წრეების პოზიციით. ჩვენ ასეთი შთაბეჭდილება გვრჩება, მათ სულაც არ ანაღვლებთ საქართველოს სახელმწიფოს მომავალი, მისი მოსახლეობის ხვედრი, მათთვის რაღაც დაფარული პოლიტიკური მიზნებია მთავარი! ნუთუ მსოფლიო დემოკრატიის ზნეობის საზომი მხოლოდ ერთი ბარელი ნავთობის ფასის ექვივალენტია?!

საინტერესოა, აქვს თუ არა ბატონებს ბოდენს, იორშსა და მათ კოლეგებს საკუთარი ქვეყანა და თუ აქვთ, რას მოიმოქმედებდნენ ისინი მათ ქვეყანაში, თანამედროვე “დემოკრატიის” ბუმში, ასეთი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში?

ეს საერთაშორისო გაერთიანებები და ორგანიზაციები თანდათან კარგავენ საქართველოს მოსახლეობაში ნდობასა და ავტორიტეტს. ამგვარი ქმედებით დღეს საერთაშორისო მოდაში მყოფი ევროკავშირი თანდათან ემსგავსება გარდაცვლილ საბჭოთა კავშირს და თუ ეს ასე გაგრძელდება, ისიც მის ბედს გაიზიარებს! უსამართლობაზე, ფსევდოფასეულობებზე აშენებული ხუხულა პირველსავე სიოს შემობერვისას ქარს წაჰყვება!

თქვენს ამგვარ ქმედებას საქართველოს ხალხი აღიქვამს, როგორც საერთაშორისო შეთქმულებას საქართველოს ქვეყნის წინააღმდეგ!

იცოდეთ, ისტორია და მისი კანონები სამართლიანია, არავის არაფერს არ აპატიებს. პრეზიდენტები იცვლებიან – ხალხი კი მარადიულია, უსამართლო ძლიერებას დიდი დღე არ უწერია! საქართველოს ხალხი არ იმსახურებს სულით ავადმყოფთა და კაცთმოძულეთა მმართველობას! არსებული რეჟიმი საქართველოს მოსახლეობაზე თავსმოხვეული დაუმსახურებელი სირცხვილია კაცობრიობის დიდ ოჯახში!

მოგიწოდებთ, პატივი ეცით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებას და ა

რა სახელმწფო დამნაშავეების და მათი მოსყიდულ-მოქრთამული ავაზაკების ავადმყოფურ ლტოლვას ძალაუფლბისაკენ!

ნუ გათელავთ კიდევ ერთხელ საქართველოს ხალხის უფლებებსა და ღირსებას, მის თავმოყვარეობას!

ნუ გათელავთ წმინდა ადამიანურ გრძნობებს – სამართლიანობას და კეთილსინდისიერებას! უგდეთ ყური საქართველოს ხალხს!

ნუ ჩაერევით უხეშად საქართველოს საშინაო საქმეებში და ამით ნუ დაატეხავთ ქვეყანას მორიგ უბედურებას, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდება ქვეყნის მოსახლეობისათვის!

6 იანვარი 2007 წ.

 

X X X

ალექსანდრე სანდუხაძე

დანაშაულის დავიწყება, წაყრუება და მასზედ თვალის დახუჭვა საქართველოს მერმისის განადგურებაა

 

საქართველოში დატრიალებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, რომელთა მიმართ გულგრილი ვერ იქნება ვერც ერთი ნორმალური ქართველი, საქართველოს მოქალაქე თუ მის სულსა და გულში ოდნავ მაინც დარჩენილა მამულიშვილობის, სამართლიანობის გრძნობა, კვლავ გამიჩინეს სურვილი კიდევ ერთხელ გამემეორებინა მრავალჯერ თქმული: ამ ქვეყანას პატრონი არა ჰყავს, საქართველო თანდათან ემსგავსება, ქვის ხანიდან ახლად თავდაღწეულ ქვეყანას. ხალხი თავის თავს ვეღარ უვლის, საქართველოში კაცი აღარ იძებნება რომ ამ უბედურ საზოგადოებას შეუძახოს – “რას სჩადიხარ, შე უბედურო, სვეგამწარებულო ხალხო, რა ფერხულში ჩაბმულხარ, ვის წისქვილზედ მიუშვი ღარი, რომლიდანაც შენივე სისხლი გადმოდის, რას გაცუნდრუკებენ სატანის მოციქულები, ვეღარ უნდა გაიგო, რომ ესენი ყველანი ერთი ოხრობა და დოზანაა, მიაყარე მიწა და გადაუძახე პირწმინდად ისტორიის სანაგვეზე”-თქო.

დღევანდელი მდგომარეობა მეტად რთულია, ამ დილემიდან ქვეყანა ამ ათეული არჩევნების გზით ვერ და არ დააღწევს თავს, საქმეს ისე ბლანდავენ თითქოს სხვა გზა, სხვა ხსნა აღარ იყოს ქვეყანაზე. არა და როგორ ჩატარდება არჩევნები ეს დიდი ხანია ცნობილია ქართველი საზოგადოებისთვის, მის სამართლაინად ჩატარებას ვერა და არ უზრუნველყოფს ის ასობით ე.წ. საერთაშორისო დამკვირვებელი, რომლებიც საქართველოში სავოიაჟოდ მოემგზავრებიან, მათი ფუნქცია ფიქციაა და სხვა არაფერი, განა შევარდნაძის დროს არ მობრძანდებოდნენ ეს ვაჟბატონები არჩევნების ზედამხედველებად? განა ესენი არ უწერდნენ ხელს შევარდნაძეს ყალბი და ძალადობრივი არჩევნების დასაკანონებლად და მისი ვერაგობისთვის ლეგიტიმაციის მისაღებად?

ეს ე. წ. ოპოზიცია ხომ გუშინდელი დამნაშავეების ხროვაა, ამის თქმის უფლებას მაძლევს ის, რომ ამათი აბსოლუტური უმრავლესობა ყოფილი საქსახსაბჭოს, საქართველოს გკჩპ-ს წევრი და შევარდნაძის პარლამენტის ნადეპუტატარია, ყოფილი მოქკავშირელია?! დამნაშავეთა ადგილი კი სადაც არის ყველას ჩინებულად მოეხსენება. ხალხმა ამ პერსონებს დროზე უნდა მიუჩინოს ის ადგილი! აქვთ კი უფლება იმ პირებს ილაპარაკონ საქართველოს დამოუკიდებლობაზე, მის თავისუფლებაზე, ვინც ხელი მოაწერა საქართველოს ”დსთ”-ში შეთრევას, ნულოვან ვარიანტს, რუსი ოკუპანტებისთვის “სამშვიდობო” მანდატის მინიჭებას?

იქნებ მინმემ მითხრას ინანიებენო, ესეც სიყალბეა! ქვედაბუნი და ავაზაკი არასოდეს ინანიებს ბოლომდის ვერაგობას! წაიკითხეთ “ასავალ-დასავალის” 52-ე ნომერში დაბეჭდილი ერთ-ერთი მათგანის ინტერვიუ და დარწმუნდებით ყოველივეში. “დიდი პოლიტიკოსი, დემოკრატი და ინტერნაციონალისტი” – ხანიდრავას ვაჟბატონი ბრძანებს: “ჩემი პოლიტიკური პოზიცია ზვიადის მიმართ უცვლელია”-ო. მავანნი კი ჩაგვჩიჩინებენ ინანიებენო, და ამ ავაზაკებს წარმოგვიდგენენ განწმენდილ გმირებად. სწორედ რომ უცვლელია მათი “პოლიტიკური პოზიცია” არა მარტო გამსახურდიას მიმართ, არამედ თვით საქართველოს მიმართ და მიტომ არის ქვეყანა ამ დღეში. სწორედ რომ ამ ჭკუათხელი და სინდისცარიელი ვაჟბატონისა და მისი დოსტების “პოლიტიკურმა პოზიციამ” ამოაგდო და დააქცია ქვეყანა! ამათ კიდე ცა ქუდად არ მიაჩნიათ და დედამიწა ქალამნად. თუმც სხვას ვის რა უნდა მოვკითხო, როცა აპეკუნად და თანამეინახედ ამ გარეწრებს ის ჰყავთ, ვინც არ უნდა ჰყავდეთ. საკითხავია, რამდენჯერ იყო მთავრობაში და როგორ დაარეგულირა “კონფლიქტები” ტორეზ კულუმბეგოვის აპეკუნმა და ჭირისუფალმა?

დიდი ჰუმანისტი, თუ არ ვცდები, ჰაინე ამბობდა – “მოღალატეს მიეტევება მაშინ, როცა ჩამოახრჩობენო”, თუ დღეს უკვე საყოველთაოდ ნათელმოსილია ის ფაქტი, რომელიც 1991-1992 წლებში მოხდა ჩვენს ქვეყანაში, მაშინ სად არის სამსჯავრო? შემომედავებით ქრისტიანულ მიმტევებლობასა და კაცთმოყვარეობაში, კი ბატონო, მაგრამ ამათმა ვის რა აპატიეს? აპატიეს მხატვარ ნოდიას, რომ ის “შეცდა” და დახატა პრეზიდენტ გამსახურდიას სურათი? მარჯვენა მოჰკვეთეს და გული ამოართვეს ამათმა ჯალათებმა! სად იყვნენ ეს ნაძირალები მაშინ, როს საქართველო სისხლის ტბორში იდგა? სად იყვნენ მაშინ როდესაც სამეგრელო საქართველოს ვანდეად აქციეს ამ სატანისტმა რევოლუციონრებმა?

7 ნოემბერს დაგვარბიესო – აიკლეს პლანეტა! ავაზაკებო, საქართველოს დედაქალაქში სასაკლაო რომ გქონდათ გამართული მაშინ სად იყო თქვენი კაცთმოყვარეობა? 1992 წლის ზამთარში დახვრეტილი მიტინგების დროს სად ჯანდაბაში გქონდათ “ჰუმანიზმის” გრძნობა, განა მაშინ ორჯერ მეტი ადამიანი არ გამოვიდა ქუჩაში კანონიერების დასაცავად? განა თქვენ არ ახშობდით მათ სისხლში? არ მისვრიაო – მჯიღზე მუშტებს იბრაგუნებენ, თუ არ გისვრია, რა გააკეთე იმისათვის რომ არ ესროლათ ან მაშინ რა ჰქენი როცა უკვე ისროლეს?

გაზეთები და ტელევიზია დაგვირბიესო, “იბერია სპექტრს” რომ არბევდნენ მაშინ სად ნებივრობდით? სისოცხლე რომ ჯოჯოხეთად უქციეს სულნათელ ირაკლი გოცირიძეს მაშინ ვის მხარეს იყავით? შვილები რომ დაუხოცეს ამოიღეთ კი ხმა? და კიდევ ვინ იცის რამდენი რამ, რაც თქვენს სისხლიან სულის ხარჯზეა? მე არ მასვენებს იმ ნამდვილი ქართველების სული და სისხლი, რომელიც ცას შეჰღაღადებს სამართალისთვის! მე ახლაც მესმის შვილმკვდარი დედების მოთქმა-გოდება, როდესაც ისინი შვილებს კი არ დასტიროდნენ, არამედ მათ უბედურ დედა სამშობლოს, თორემ სატირალი ისინი არ იყვნენ სატირალი თქვენ ხართ, ცოცხლად დარჩენილი ავაზაკები!

ხსნა და საშველი არის, ბატონებო, არის! საქართველოს მოსახლეობამ დაუყოვნებლივ უნდა მოიწვიოს საერთო სახალხო თავყრილობა. ყრილობაზე უნდა შეიკრიბოს მართალი და პატიოსანი წარმომადგენლები საქართველოს ყოველი ქალაქიდან და სოფლიდან, უნდა შეიკრიბოს ის ხალხი – ვისაც არასოდეს აუღია ხელში იარაღი საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ; ვინც არასოდეს ყოფილა პუტჩის სულისჩამდგმელი და იდეოლოგი; ვინც არასოდეს ყოფილა 1992 წლიდან შევარდნაძის სახელისუფლებო სტრუქტურებში, ნომენკლატურულ თანამდებობებზე; არ ყოფილა გარეული სახელმწიფო გადატრიალებაში; ვისაც არასოდეს დაუჭერია მხარი დანაშაულებრივი ჯანყისთვის! საქართველოს მოსახლეობამ სწორედ ასეთი ადამიანები უნდა აღჭურვოს ნდობის მანდატით და წარგზავნოს ამ საერთო სახალხო თავყრილობაზე. ამ ყრილობამ უნდა იმსჯელოს საქართველოს გადარჩენაზე, ამ ყრილობამ უნდა გადააყენოს დღევანდელი ანტიადამიანური რეჟიმი, ნაშთი შევარდნაძის ბოროტებისა, თავისი ე. წ. ოპოზიციით, უნდა ჩამოაშოროს ეს ბანდები სახელისუფლო სადავეებს, გაანეიტრალოს ის მუდმივ მოქმედი ნაღმი, რომელიც სრავს მიწის პირისაგან ქვეყანას, ანადგურებს და აჩანაგებს მის მოსახლეობას. ამ ყრილობამ უნდა აირჩიოს ეროვნული დარბაზი, რომელმაც უნდა შეამზადოს საქართველოში კანონიერების აღდგენის პროცედურა, დევნილ, ნამდვილი დემოკრატიული არჩვენებით არჩეულ უზენაეს საბჭოს უნდა მიეცეს თავისი უფლებამოსილების აღდგენის საშუალება გარკვეული ვადით, მან უნდა გადაწყვიტოს სახალხო რეფერენდუმზე დაყრდნობით, თუ როგორი ტიპის სახელმწიფოებრივი წყობა უნდა დამკვიდრდეს საქართველოში – საპრეზიდენტო, საპარლამენტო თუ კონსტიტუციურ-მონარქიული.

საქართველოს მოსახლეობამ უნდა შეძლოს საკუთარი თავის გადარჩენა, საკუთარი ღირსების აღდგენა, ერთხელ და სამუდამოდ სტაბილური სახელმწიფოს შექმნა და ჩამოყალიბება. საქართველოს მოსახლეობამ უარი უნდა უთხრას სულისამომხდელ, სულში ჩამფურთხებელ ამათ არჩევნობანას, უნდა მიაღწიოს მშვიდობიანი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გზით აიძულოს დღევანდელი ანტიადამიანური რეჟიმი და მისი ე.წ. ოპოზიცია ანგარიში გაუწიოს საქართველოს მოსახლეობის ნებას და დასტოვონ პოლიტიკური სარბიელი! ვიცი, ეს ყოველივე ძნელი იქნება, მაგრამ მარადჟამს გაუსაძლისში სულის ამოხდის თავიდან აცილებისთვის ერთი გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია, რომელიც თავის ადგილს მიუჩენს ყველასა და ყველაფერს! ეს საქმე უნდა გააკეთოს პატიოსანმა, მაღალკვალიფიციურმა ხალხმა იურისტი იქნება ის ეკონომისტი თუ ვინც არ უნდა იყოს და არა ამ უწიგნურთა ხროვამ. იმედი მაქვს ასეთი ხალხი ჯერ კიდევ ჰყავს საქართველოს, რომლებიც ჩრდილში დგანან და მათ გამოჩენას ელის ქვეყანა.

ქართველ ერს, საქართველოს მოსახლეობას არვისგან ესწავლება ცხოვრების წესი, ის არავის რეცეპტებს არ საჭიროებს! იცის თავისი თავის ყადრიც და ფასიც, მან არ უნდა დაუშვას ქვეყანაში უცხო, შავბნელი ძალების ხელების ფათური ამ მანქურთი, ერთუჯრედიანი არსებების სახით! ქვეყნის ბედი, მისი მართვა-გამგეობა არ უნდა იყოს დამოკიდებული ამჟამინდელ, იდიოტ “ცნობად სახეებზე” და ე.წ. პოლიტიკოსებზე! თორემ, სხვაგვარად არ ეგების, კარს სიკვდილია მომდგარი, ამათ ბინძურ ბაქხანალიებს არ უნდა შეეწიროს მრავალსაუკუნოვანი ქვეყანა და მისი სახელმწიფოებრიობა. თორემ, რაც დღეს საქართველოში ხდება, ყოველივე ეს სახელს უტეხს ისედაც ღირსებაშელახულ სახელმწიფოსა და მის ხალხს მსოფლიო საზოგადოებრიობის წინაშე, ქვეყანა საბედისწერო ჩიხში მოაქცია საქართველოს ე. წ. პოლიტიკურმა პარტიებმა, სულ ერთია ის მმართველი იქნება თუ მოწინააღმდეგე.

დღევანდელ პოლიტიკურ ელიტას უნდა ჩამოერთვას უფლება – იყოს არჩეული არჩევით ორგანოებში და უფლება სახელმწიფო მოხელეობისა. ამას ისინი იმსახურებენ იმ მრავალწლიანი გამოცდილებიდან, რომელიც სახეზე გვაქვს! აგერ უკვე თხუთმეტი წელია საქართველოს მოსახლეობა ხედავს როგორი მოხელეებიც და პოლიტიკოსები არიან. ხალხმა უნდა დაისვენოს, უნდა ამოისუნთქოს ამ ყოფილი კომუნისტების, კომსომოლების, კგბჩნიკების თუ მოქკავშირლებისაგან! ჩვენი დღევანდელი ავადმყოფობის მიზეზი ამათი ამგვარი პარპაშია.

არავის არაფერი ეკითხება, არც დანაშაული. არც ღალატი, თუმცა რა, ამათი სულიერი მწყემსიც ხომ წარსულის დავიწყებას ჰქადაგებს, იმ წარსულის დავიწყებას, რომლის დავიწყებაც არამც და არამც არ შეიძლება! Aარ უნდა გავახსენოთ ძველი ცოდვები ერთურთსო – ასე ბრძანებენ, როდესაც მათი ცოდვების და არაადამიანობის გამო ისჯება მილიონობით უბრალო, უდანაშაულო ადამიანი, რომლებიც ამ ავაზაკთა ხროვას და მათ მეურვეებს ფეხებზეც აღარ ჰკიდიათ!

დანაშაულის დავიწყება, წაყრუება და მასზედ თვალის დახუჭვა საქართველოს მერმისის განადგურებაა, რაც საერთოდ არ ანაღვლებთ ამათს, პირიქით ფრონტის სხვადასხვა ხაზიდან ამ ერთი მიზნისთვის იღწვიან, დღევანდელმა თაობამ არამც და არამც არ უნდა დაუშვას ეს!

იქნებ ღირდეს ამაზე დაფიქრება პატიოსანო ადამიანო, რომელიც საქართველოში ცხოვრობ და ის შენს ქვეყნად შენს სამშობლოდ მიგაჩნია? დანარჩენი თვით განსაჯეთ, დრო აღარ ითმენს, დაყოვნება ღალატია!

ვიტოვებ იმედს, რომ ეს უბრალო, უპრეტენზიო წერილი ორიოდე ქართველს მაინც დააფიქრებს ჩვენი სამშობლოს ბედ-იღბალზე

სამშობლოს ბედზე მოფიქრალი ერთი უბრალო, რიგითი ქართველი.

ავსტრია. 2007 წლის დეკემბერი 

 

X X X

საქართველოს ზვიად განმათავისუფლებლის პარტიის

საზღვარგარეთის ბიუროს განცხადება

ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ

 

2007 წლის 7 ნოემბრს საქართველოს დედაქალაქში ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა ვანდალიზმმა ერთნაირად შეაძრწუნა და აღაშფოთა, როგორც უცხოეთში გახიზნული ქართველობა, ასევე ევროპის ქვეყნების საზოგადოებრიობა.

ჩვენ, უცხოეთში მცხოვრებმა ქართველების ერთმა ჯგუფმა მრავალგზის გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია შევარდნაძის ანტისახელმწიფოებრივი და მისი მემკვიდრის, ე. წ. “ვარდების რევოლუციით” მოსული სააკაშვილის ანტიადამიანური რეჟიმების მიმართ.

ჩვენ ყოველთვის უნდობლობას ვუცხადებდით ამ ანტიდემოკრატიულ ძალებს. ნოემბრის თვის მოვლენებმა კიდევ უფრო გაამყარა ჩვენი პოზიცია საქართველოში “ყოფილ” და არსებულ რეჟიმებთან მიმართებაში. ვრჩებით კვლავაც ერთგული ჩვენი მამულიშვილური და მოქალაქეობრივი მრწამსისა, რაც გამოიხატება იმაში, რომ საქართველოში არსებული რთული პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიური ვითარება, უსამართლობა, განუკითხაობა და კაცთაკვლა, რომლებიც დაამკვიდრეს საქართველოს დღევანდელ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ზემოთხსენებულმა ტოტალიტალურმა ძალებმა საშიში და დამღუპველია საქართველოს, როგორც სახელმწიფოს შემდგომი არსებობისთვის.

ეს სავალალო მდგომარეობა და აუტანელი ვითარება აღმოიფხვრება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყანაში აღსდგება ისტორიულ-იურიდიული სამართლიანობა, როცა საქართველოს დევნილ ლეგიტიმურ ხელისუფლებას – საქართველოს უზენაეს საბჭოს მიეცემა საშუალება თავისი მოღვაწეობის აღდგენისა, რომელიც შემდგომში დანიშნავს ჭეშმარიტ დემოკრატიულ არჩევნებს. მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტ დემოკრატიულ და ეროვნულ ძალებს ძალუძთ ქვეყნის გამოყვანა ამ საბედისწერო დილემიდან!

დღევანდელი ე.წ. ოპოზიციის აბსოლუტურ უმრავლესობას ლომის წილი მიუძღვის ამჟამინდელი რთული პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ვითარების შექმნასა და დამკვიდრებაში. მრავალი მათგანი ხომ შევარდნაძის მიერ შექმნილი პოლიტიკური ფიგურები ან მისი გუშინდელი მოკავშირეები არიან.

მიუხედავად ჩვენი რადიკალური პოზიციისა, ჩვენ სამართლიანი გულისწყრომითა და აღშფოთებით ვგმობთ მოშიმშილეებისა და მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევას ა. წ. 7 ნოემბერს საქართველოს ამჟამინდელი რეჟიმის მიერ.

აგრეთვე, ყოვლად უსაფუძვლოდ და დაუშვებლად მიგვაჩნია ქვეყანაში საგანგებო ვითარების შემოღების პრეცენდენტი ჭეშმარიტი დემოკრატიული საზოგადოების შექმნის დასამუხრუჭებლად.

მოვითხოვთ:

  •  ქვეყნის მოსახლეობას მიეცეს სიტყვის თავისუფლად გამოხატვის საშუალება;
  • შეწყდეს დევნა და რეპრესიები პოლიტიკურ ოპონენტთა და უდანაშაულო მოსახლეობის მიმართ;
  • დაზარალებულ და მოწამლულ მოქალაქეებს გაეწიოს სათანადო სამედიცინო დახმარება!

მომხდარი ვანდალიზმი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სააკაშვილის მმართველობა ძალმომრეობასა და ავტორიტარიზმზეა დამყარებული, რაც ეგზომ საშიშია საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქვეყნის მომავლისათვის.

საქართველოს მოსახლეობას მოვუწოდებთ, რომ მთელი ძალისხმევა მიმართოს საქართველოში დარღვეული ლეგიტიმურობის აღდგენისაკენ, რაც იქნება გარანტი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისა და წინსვლისა.

ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო!

8 ნოემბერი 2007 წელი

 

http://iberiana.webs.com/szgp.htm

 

 

დატოვე კომენტარი