Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ანთროპოლოგია

ლია ბითაძე

აბხაზების ანთროპოლოგიური ისტორია

თბილისი, 2008

 

შესავალი  

 ეთნოსი რთული და მრავალწახნაგოვანი ფენომენია, რომელიც ხანგრძლივი ისტორიული პროცესის შედეგად ყალიბდება. ეთნოსი წარმოიქმნება, ვითარდება, ზოგჯერ იშლება კიდეც, ამიტომ შეუძლებელია დავეთანხმოთ მოსაზრებას, რომ რომელიმე ეთნოსს ჩვენამდე მოეღწიოს თავდაპირველი, უცვლელი სახით. იცვლება არა მარტო ეთნოსისათვის დამახასიათებელი ენა, კულტურა და ა.შ., არამედ ცვლილებას განიცდის მისთვის დამახასიათებელი მორფოლოგიური ტიპიც, რაც აუცილებელს ხდის ეთნიკური ჯგუფის ანთროპოლოგიურ შესწავლას სივრცესა და დროში.

თანამედროვე მოსახლეობის ეთნოგენეზურმა კვლევებმა ზოგადად აჩვენა, რომ ხალხთა კულტურული და ენობრივი ნათესაობა ხშირად მათ წარმომავლობით ნათესაობას და საერთო გენოფონდს არ შეესაბამება. ცნობილია, რომ ენა და კულტურა შეიძლება გავრცელდეს მათი მატარებელი ანთროპოლოგიური ტიპის გარეშე, მაგრამ თვითონ ანთროპოლოგიური ტიპის მიერ ახალი არეალების ათვისებას ყოველთვის თან ახლავს მათთვის დამახასიათებელი ენისა და კულტურის გავრცელება. მაშასადამე, ანთროპოლოგიური მასალების შესწავლას მნიშვნელობა არ ეკარგება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც უხვადაა წერილობითი ისტორიული წყაროები, და ეთნოგრაფიული მონაცემები.

  

ეთნიკური ანთროპოლოგია ეძიებს მორფოლოგიურ ნიშანთვისებათა ერთობლიობას, რომლებიც დამახასიათებელია ამა თუ იმ ეთნოსისათვის. ამდენად, ანთროპოლოგიური მასალა იქცევა ისტორიული პროცესების შესწავლის წყაროდ. ქართველი ანთროპოლოგების ინტერესი აფხაზების ფიზიკური ტიპის თავისებურებასა და წარმომავლობასთან დაკავშირებით ყოველთვის დიდი იყო. მათი (აბდუშელიშვილი, 1955; Джанберидзе, 1963) ნაშრომები გამოირჩევიან მეცნიერული ჭეშმარიტების ძიებით, ობიექტურობით და პრინციპულობით. ამის დასტურია აკადემიკოს მ. აბდუშელიშვილის რეცენზია შ. ინალ-იფას წიგნზე „Вопросы этно-культурной истории абхазов“ (1976) – “У каждого исследователя есть право, при исследовании той или иной проблемы, предложить свою собственную концепцию и для аргументации этой концепции собрать и привлечь данные других авторов (причём приводить данные следует не только в пользу своей концепции) и в ходе изученного обсуждения всех существующих положений отдать логическое предпочтение данным в пользу своей концепции, но никто не имеет права умалчивать, искажать или давать вольную интерпретацию данным других авторов, что всегда чревато предубеждённостью,субъективностью и научной несостоятельностью концепции, наглядным примером чего и является, по нашему мнению, антропологическая часть рецензируемой книги(Абдушелишвили, 2004, с.48).). წინამდებარე ნაშრომი, ადრე გამოქვეყნებული კოლექტიური მონოგრაფიებისაგან “Феномен долгожительства” (1982) და “Абхазское долгожительство” (1987) განსხვავებით, აფხაზების წარმომავლობის კვლევას და მათი გენეტიკური კავშირების დადგენას ეძღვნება. დღეს როგორც საქართველოსთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის მეტად მნიშვნელოვანია აფხაზთა ეთნიკური ჯგუფისა და ქართველ მოსახლებას შორის საუკუნეების მაძილზე განვითარებული ურთიერთობებისა და გენეტიკური კავშირების კიდევ ერთხელ განხილვა და ანთროპოლოგიურ მასალაზე დაყრდნობით საფუძვლიანი დასკვნების გამოტანა. 

გვინდა დიდი პატივისცემით მოვიხსენიოთ და მადლობა გადავუხადოთ ანთროპოლოგიის განყოფილების სხვადასხვა თაობის თანამშრომლებს. განსაკუთრებული პატივით ვიხსენებთ ბატონ მალხაზ აბდუშელიშვილს, რომლის ხელმძღვანელობი- თა და გამჭრიახობით შეიქმნა ამ განყოფილების მონაცემთა ბაზა ანთროპოლოგიის მეცნიერების სხვადასხვა დარგში. სწორედ ეს მონაცემები დაედო საფუძვლად მომზადებულ ნაშრომს. ავტორთა ჯგუფი მადლობას უხდის თამაზ ზუბიაშვილს, მზია ბითაძეს, მაკა ჭკადუას, დავით ჭითანავას, კრისტიან კარლსონს, ლალი ლომსაძეს, ეკა ბაქრაძესა და ანა გურიელს წიგნის მომზადების პროცესში გაწეული დახმარებისა და რჩევებისთვის. ასევე დიდ მადლობას მოვახსენებთ პატივცემულ რეცენზენტებს კონსტრუქციული შენიშვნებისა და მითითებებისათვის, რომელთა გათვალისწინებას ნაშრომის სრულყოფისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.  

 თავი I.  

აფხაზები და აფხაზეთი. მოკლე ისტორიულგეოგრაფიული და დემოგრაფიული დახასიათება 

ცნობილი ორიენტალისტი, აკადემიკოსი ნ. მარი, ასევე მისი მიმდევარი დ. გულია ადრე გამოქვეყნებულ ნაშრომებში (Марр, 1912; Гулия, 1925) ატარებენ აზრს, თითქოს ,,აფხაზებს და აფხაზეთს” საერთო არაფერი ჰქონდათ ქართველებთან, საქართველოსთან, ვითომ ისინი აბისინიური, ეთიოპური და ეგვიპტური წარმომავლობისანი იყვნენ (Гулия, 1925). სამეცნიერო მოღვაწეობის გვიანდელ წლებში ორივე მეცნიერი აღიარებდა და უკვე მკაცრად აკრიტიკებდა წამოყენებულ უსაფუძვლო ჰიპოტეზას აფხაზების აფრიკული წარმომავლობის შესახებ, მიიჩნევდნენ, რომ მათ მიერ ადრე შემოთავაზებული მცდარი შეხედულება დამყარებული იყო მხოლოდ ლეგენდებზე, გადმოცემებზე და შეუმოწმებელ მონაცემებზე (Марр, 1938; Гулиа, 1951). დ. გულია აფხაზებისა და ქართველების ერთიანობისა და იგივეობის აღიარებასთან ერთად თავის გვიანდელ ნაშრომში, ანუ აღსარება-ანდერძში ხაზგასმით ამბობს, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, აფხაზი _ იგივე ქართველია, ხოლო აფხაზეთის ფეოდალური კულტურა იგივე ქართული კულტურაა (Гулия,1951 გვ. 10,15). წერილობითი წყაროები (Гамахария, Гогия, 1997) ნამდვილად მეტყველებენ იმაზე, რომ აფსუები, ანუ თანამედროვე აფხაზები არ არიან აფხაზეთის პირველადი მკვიდრი მოსახლეობა, ისინი გვიან შუა საუკუნეებში ჩამოსახლდნენ აფხაზეთში. მათ აითვისეს და გადაიღეს ქართული ფეოდალური კულტურა, ტერმინოლოგია, ზნე-ჩვეულება, ტოპონიმიკა; XVII საუკუნის შემდეგ კი შექმნეს საკუთარი კულტურა და ტოპონომიკა, რაც ადრე ენგურ-ფსოუს მონაკვეთზე არ ფიქსირდება. აკადემიკოს ნ. მარის განმარტებით, ქართული ტერმინი ,,აფხაზი,” ანუ ,,აბასგი” მომდინარეობს ქართველი ტომის-მესხის სახელწოდებიდან, კერძოდ ,,მასხი-ბასხისაგან.” ამასთან, აფხაზეთის მიახლოებითი სახელებია ,,ბასიანი,” ,,ფაზიანი,” ,,ფაზიანო”, ,,ფაზისი” “ფას”, “ბასყ”, “ბასხ”, “აბას” და სხვა (Марр,1912). სახელწოდება აფხაზთან და აფხაზეთთან “მესხი”-ს კავშირს მხარს უჭერს ივ. ჯავახიშვილი. იგი აღნიშნავს, რომ ,,ხი” ფორმანტი ქართულ ენაში ტომის საკვეცი ფორმაა (ჯავახიშვილი, ივ., 1913). ს. ჯანაშია წერს, რომ ტერმინ ,,აფხაზს” არავი- თარი კავშირი არა აქვს ტერმინ ,,აფსუასთან” და სათანადო ფუძეების ,,აფსუა”, აფხაზი”, ,,აფსნე” გარეგნული მსგავსების ნიადაგზე აღმოცენებული…შეცდომაა (ჯანაშია, 1959).  

 ს. ჯანაშიას განსჯით, აფხაზეთის ტერიტორიაზე უძველეს დროში მოსახლე ქართველური ტომი ,,სანიგი” არის სანისავე ფუძისგან ნაყარი ვარიანტული სახელწოდება მეგრული მოდგმის ტომისა, რომელთა არსებობა აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზთა დამკვიდრებამდე იგულისხმება (ჯანაშია, 1959). სტრაბონზე დაყრდნობით, აკად. ი. ორბელი (Орбели,1911) და აკად. გ. მელიქიშვილი (Меликишвили, 1959) სანიგებს და მათ წინაპარ ჰენიოხებს ქართველებად, კერძოდ, სვანებად მიიჩნევენ. სტრაბონის მიხედვით, დიოსკურიის (ანუ ცხუმის _ გ.გ.) ზემოთ სვანთა მრავალრიცხოვანი ტომი ბინადრობდა (ყაუხჩიშვილი, 1957). აქ საქმე ეხება არა სვანეთს – მდ. ენგურისა და ცხენისწყლის ხეობებს, არამედ უეჭველად აფხაზეთს, სადაც არა მხოლოდ კოდორის ზემო წელში, არამედ მთისწინეთში და ბარშიც დღემდე შემოგვრჩა სვანთა ნაკვალევი-ტოპონიმები. ესენია: ბუკოლუსი (ბუქლოსი), სვანდის ციხე, ფუსტა, მუკორისი, ლიხნი, სხემარი, ცხუმი, მოქვი, გაგრა, სქიომარი, გუმა, ცხუბენი და სხვა. სვანებთან ერთად განსაკუთრებით ფართოდ იყვნენ განსახლებული მეორე ქართველური ტომი ლაზები, ანუ მეგრელები, რომელთაც შემდგომ მთელი აფხაზეთის ტერიტორია გადაფარეს. ამავე ტერიტორიაზე და უფრო შორს ნიკოფსია _ მდ. ყუბანამდე ჰენიოხებთან ერთად ვრცელდებოდნენ სხვადასხვა ქართველური თემები: კოლები, კორაქსები, სანიგები, აბაზგები, მესხები, აფშილები, სვანო _ კოლხები, მისიმიანები და სხვა. 

დღევანდელი აფხაზები (ე.ი. აფსუები) აბაზების მოენე და განაყარი არიან (Генко,1955; ლომთათიძე, 1976). ახ.წ. Iს. აფსუები (აბზოა) პლინიუსის ცნობით (VI.38), ასტრახანის მახლობლად ცხოვრობდნენ, საიდანაც ყუბანის სათავეებისკენ წამოვიდნენ (ნარკვევები საქ. ისტორიიდან 2007, გვ 72-73). 

აფსუების ძირითადი ნაწილი XVI-XVII სს. ცხოვრობდა თანამედროვე გუდაუთის რაიონის ტერიტორიაზე. შედარებით მცირე რაოდენობით XVII ს. ბოლოდან გულრიფშსა და გალის რაიონებში, ხოლო რუსეთის მიერ XIX ს. 60-იან წლებში ჯიქების თურქეთში გასახლების შემდეგ _ გაგრაში. დაახლოებით ოცი ათასი აფსუა ბედუკუღმართობის გამო მოხვდა თურქეთში. აფხაზეთის სამთავროს გაუქმებით (1864წ.), მთავრის გადასახლებაში დაღუპვითა (1866წ.) და ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინების გარეშე საგლეხო რეფორმის გატარების მცდელობით უკმაყოფილო აფსუები 1866 წელს აუჯანყდნენ რუსეთის იმპერიას, რომელმაც ისინი, როგორც მაჰმადიანი შეთქმულები, მუჰაჯირების სახელით გააძევა სამშობლოდან და გენოციდამდე მიიყვანა (ხორავა, 2004). უნდა ითქვას, რომ აფსუათა რაოდენობა აფხაზეთში სხვადასხვა დროს იცვლებოდა, მაგრამ მათი რაოდენობა XX საუკუნემდე 40 ათას სულს არასოდეს ჭარბობდა (თოთაძე, 1995). აბაზების მცირე ტომი XIX ს-ში კომპაქტურად ცხოვრობდა ყარაჩაი-ჩერქეზეთის მიდამოებში ანუ ყუბანის სათავეებში მდ. ლაბის ხეობებსა და მის მიმდებარე ადგილებში. XIX ს. 60-იან წლებში მუჰაჯირობის დროს აბაზების დიდი ნაწილი თურქეთში გადასახლდა. ადგილზე დარჩენილი აბაზები XX საუკუნეში კვლავ ყუბანის სათავეებში და მცირე რაოდენობით ბალყარეთში ცხოვრობენ. 1970 წლის აღწერის მიხედვით, ისინი 26 ათას სულს შეადგენენ და როგორც მეჯოგე-მესაქონლე ხალხი, თავს იყრიან დაახლოებით 18 აულში. 

ქართული საისტორიო წყაროები ნათლად და გადაჭრით გვიჩვენებენ, რომ აფხაზისა და აფხაზეთის ცნება, ტერიტორიული განფენილობა და საზღვრები ხშირად იცვლებოდა. თუ XVII საუკუნემდე ეს ცნება მხოლოდ მდ. ბზიფსა და ახალ ათონს შორის ტერიტორიას და მის მოსახლეობას მოიცავდა, შემდეგ ის მდ. გუმისთამდე და მდ. კოდორამდე გავრცელდა. XVII საუკუნის ბოლოდან კი უკვე მოიცავს მდ. ღალიძგამდე ტერიტორიას, მოგვიანებით (XVII-XVIII სს. მიჯნა, XVIII ს. 

80-იანი წლებიდან 1805 წლამდე, 1864 წლიდან დღემდე) კი ენგურამდე ვრცელდება (ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან, 2007, გვ. 7-8). ისტორიული წყაროებიდან კარგადაა ცნობილი, რომ ხსენებული ტერიტორიები ოდიშის ანუ სამეგრელოს სამფლობელოში შედიოდა. ამ გარემოებას ადასტურებდნენ უცხოელი მისიონერ-მოგზაურების თხზულებებიც. მაგალითად, ფრანგი მოგზაური შარდენი, რომელმაც 1672-1673 წლებში მოიარა სამეგრელო, როგორც თვითმხილველი წერს, რომ სამეგრელოს ანუ ოდიშის სამთავროს მდ. კოდორი გამოყოფს აფხაზეთისგან (მგალობლიშვილი, 1975). XIX საუკუნის ოციან წლებში ამასვე ადასტურებს ფრანგი კონსული გამბა, რომელიც სამურზაყანოს, ტერიტორიას ღალიძგიდან ენგურამდე, სამეგრელოს პროვინციად მოიხსენიებს (მგალობლიშვილი, 1987). აღნიშნულ ფაქტს კავკასიის რუსი მოხელეებიც აღიარებდნენ და მკაცრად იცავდნენ, ამიტომ აფხაზეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის (ე.წ სამურზაყანოს) კუთვნილებას სამეგრელოს სამთავროსადმი სადაოდ არ მიიჩნევდნენ. კავკასიის მთავარმართებელმა ბარონმა გ. როზენმა მკვეთრი პოზიცია დაიკავა, როცა შეიტყო, რომ აფხაზეთის მთავარი მ. შერვაშიძე 1834 წ. ამაოდ ცდილობდა სოფელ ილორის მოსახლეობის დაფიცებას ერთგულებაზე და ოფიციალური პროტესტიც კი განუცხადა მას დადიანის სოფლების დაჩემებაზე: ,,ასეთი მოქმედება ემსახურება აფხაზეთში არსებული უწესრიგობის გახშირებას და არ შემიძლია გაკვირვება არ გამოვთქვა ასეთი თვითნებობის გამო. სამეგრელოსა და აფხაზეთს შორის ცოცხალი საზღვარი არის მდ. ღალიძგა და რამდენადაც სოფელი ილორი მდებარეობს მდინარის მარცხენა მხარეზე, ის არ შეიძლება აფხაზეთს ეკუთვნოდეს” (Аkты, т.VIII, გ.449). სამურზაყანოს სამეგრელოსადმი (დადიანისადმი) კუთვნილებას ადასტურებს რუსეთის სამხედრო ლიტერატურაც (История…1843). 

XVII საუკუნის ბოლოდან სამურზაყანო პერიოდულად აფხაზეთის მთავართა მფლობელობაში იყო, მაგრამ მიუხედავდ ამისა ისტორიულად და ფაქტობრივად ბოლომდე ქართულ რაიონად დარჩა. ,,სამურზაყანო”, ანუ აწინდელი გალის რაიონი, დღესაც ქართველებითაა დასახლებული. აქ ქართულ მოსახლეობას XVII საუკუნის ბოლოდან და XVIII ს. დასაწყისიდან ბზიფიდან ჩამოსახლებული აფსუა-აბაზები შეერივნენ (ნარკვევები საქ. ისტორიიდან, 2007). ქართველთა რაოდენობა XIX საუკუნის Mმეორე ნახევარში 37000 კაცს შეადგენდა (Свод статистических. . .,1893), ხოლო 1917 წელს 40858-მდე იზრდება (Сельскохозяйственная. . . ,1922), რასაც ემატება 1161 ჩამოსახლებული აფსუა (თოთაძე, 1993). აფსუების გარდა XIX საუკუნის შუა ხანებიდან აფხაზეთის მოსახლეობას შეემატნენ აგრეთვე ჩამოსახლებული რუსები, შემდეგ კი ოსმალეთიდან დევნილი ბერძნები და სომხები, აგრეთვე შედარებით მცირე რაოდენობით მოახალშენე ესტონელები, უკრაინელები და სხვ. დღეს რუსეთის მეოხებით 1992-1993წ. ომის დროს განხორციელებული გენოციდისა და ეთნოწმენდის შედეგად აფხაზეთი დიდწილად დაცლილია მკვიდრი ქარ- თველი მოსახლეობისგან. მრავალრიცხოვანი დახოცილების გარდა 250 ათასზე მეტი ქართველი და ათეულ ათასობით სხვა ერის წარმომადგენელი (მათ შორის დაახლოებით 30 ათასი აფსუა-აფხაზი), ჯერჯერობით განდევნილია თავისი მამა-პაპის სახლ-კარიდან და ისტორიული სამშობლოდან. 

აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიაზე უძველესი დროიდან კომპაქტურად ცხოვრობდა მისიმიანთა ქართული თემი, რომელსაც სვანებად მიიჩნევენ. მას ეკავა მდ.კოდორის ზემო წელის ხეობები; ისტორიულ-გეოგრაფიულად მას “მისიმიანე- თი” ანუ “დალი” ეწოდება. მისიმიანეთს “აფხაზეთის სვანეთსაც” ეძახიან. რუსული ადმინისტრაციული დაყოფით, ამ რეგიონს მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად “წებელდა- დალის” საბოქაულო ეწოდებოდა. ბუნებრივია, გეოგრაფიულად დალს “ზემო აფხაზეთიც” შეიძლება უწოდოთ. კითხვაზე, ვინ არიან მისიმიანები (ანუ მივსიანები), თავდაპირველად პასუხი გასცა ს. ყაუხჩიშვილმა, რომელმაც ბიზანტიელი მწერლების თხზულებათა მონაცემების საფუძველზე დაასკვნა, რომ “მისიმიანები სვანური მოდგმის ტომია” (ყაუხჩიშვილი, 1936, გვ. 277-280). პ. ინგოროყვა იზიარებს ს. ყაუხჩიშვილის ზოგად მოსაზრებას და ასაბუთებს მას შესაბამისი ქართული ეთნონიმების ანალოგიით: მისიმიანი-სვანი, ზანი-ჭანი და სხვ. ამასთან, პ. ინგოროყვა მისიმიანთა სვანურ (ქარ13 თულ) კუთვნილებას ადასტურებს საისტორიო წყაროების მეოხებითაც, კერძოდ, სტრაბონის თხზულების მონაცემებით, რომელშიც ნათქვამია, რო სვანები: “არიან პირველნი ძალითა და ძლიერებით (პონტოს მთელ ტომთა შორის), ბრძანებლობენ ყველა გარშემო ტომებზე და უჭირავთ კავკასიონის მთიანი მხარე, რომელიც აღმართულია დიოსკურიის ზემოთ” (ინგოროყვა, 1954, გვ.144). 

VI_VIII სს. მისიმიანთა განსახლებას ზემო და ქვემო აფხაზეთში პ. ინგოროყვა ასაბუთებს ბერძენი მწერალ-ისტორიკოსების კ. პტოლემაიოსისა და ფავსტოს ბუზანდის ცნობებზე დაყრდნობით, რომელთა მიხედვით კოლხეთის მოსახლეობა “სუანო-კოლხები ანუ ეგრო-სუანებია” (ინგოროყვა, 1954, გვ.144). 

ზ. ანჩაბაძე ყოველგვარი საბუთისა და არგუმენტის გარეშე ცდილობს მისიმიანების ქართველობა უარყოს და ისინი აფხაზებად ანუ აფსუებად წარმოადგინოს. იგი აცხადებს, რომ “მისიმიანები, მსგავსად აფსილებისა და აბაზგებისა, აფხაზთა (გულისხმობს აფსუებს _ გ.გ.) წინაპრები არიანო”. მისი თქმით, “რომელ ეთნიკურ ჯგუფსაც არ უნდა ეკუთვნოდნენ მისიმიანები, ისინი იყვნენ აფხაზი ხალხის წებელდა- დალის ეთნიკური ჯგუფის უშუალო წინაპრები, რომელთა წარმომადგენლები მისიმიანთა სამშობლოში XIXს. მეორე ნახევრის დამდეგამდე ცხოვრობდნენ” (Анчабадзе, 1959, с.15). 

ზ. ანჩაბაძის და, საერთოდ, ყველა აფხაზი მკვლევარისთვის აწინდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე დასახელებული: ჰენიოხი, სანიგი, კოლი, კორაქსი, კერკეტი, მელანქლენი, აფშილი, მისიმიანი და სხვ. აპრიორულად არაქართველი აფსუა-აფხაზია (Бгажба, Лакоба, 2006). აფხაზ მკვლევართაგან განსხვავებით, ქართველი მეცნიერები (Меликишвили, 1959; მუსხელიშვილი, 2000) მათ ქართველურ ტომად მიიჩნევს. ასევე გაუგებრია ზ. ანჩაბაძის შეხედულება აბაზგებზე და აფშილებზე. იგი არ ითვალისწინებს, რომ ტერმინი `აბაზგი~ ბერძნულია და ის ქართული ტერმინი “აფხაზის” სინონიმია. როგორც გამოჩენილმა ლინგვისტმა თ. გამყრელიძემ ცხადჰყო (გამყრელიძე, 1993), “აბაზგი” ქართული “აფხაზის” შესატყვისი ბერძენიზირებული ეთნონიმია. ი. ჯავახიშვილი “აბაზგ” ტერმინში ყველგან და ყოველთვის ტერმინ “აფხაზს” გულისხმობს. ამდენად, არც აბაზგ-აფხაზს აქვს რაიმე საერთო აფსუასთან და, როგორც დ. მუსხელიშვილმა დაამტკიცა (Мусхелишвили, 1999), არც მისიმიან-აფშილს (ყაუყჩიშვილი, 1957), აბაზგ-აფხაზი – ქართველი აფხაზია. აბაზგი ახ. წ. მეორე საუკუნეშია მოხსენიებული, აფშილი – პირველ საუკუნეში, ხოლო მისიმიანი – VI საუკუნეში. როგორც ირკვევა, ზ. ანჩაბაძის მოსაზრებას აბაზგ-აფხაზ- თა აფსუობაზე, ასევე მისიმიანთა და აფშილთა აფსუობაზე ანუ არაქართველობაზე, საფუძველი არა აქვს, რადგან აფხაზი ქართული ტერმინია. ის მესხთან-მასხ,  ბასხთანაა დაკავშირებული, რაც აფხაზთა ქართველობაზე მიუთითებს. მითუმეტეს ამას ადასტურებს ის, რომ XVII საუკუნემდე აბაზგ-აფხაზთა ნაკვალევზე ქართული ტოპონიმები, ჰიდრონიმები და საერთოდ ქართული ონომასტიკაა გაბატონებული. მხოლოდ გვიან შუა საუკუნეებში გვხვდება აფსუური ტოპონიმები, ისიც უმეტესად ქართულ ძირზე აგებული და გარეგნულად გააფსუებული, ან გაჩერქეზებული. ეს კი იმაზე მეტყველებს, XVI-XVII საუკუნეებამდე აფსუებს აფხაზეთის მიწა-წყალზე არ უცხოვრიათ. 

აწინდელი აფხაზეთის უძველესი ტოპონიმები: ბიჭვინთა, გაგრა, ლიხნი, ლუხუნი, ბზიფი, ცხუმი, ცუმური, ცხუბენი, მოქვი, ფუსტა და სხვა ქართული სახელწოდებებია. არაფერს ვამბობთ ცხუმისა და კოდორის აღმოსავლეთ მხარეზე ანუ საბედიანო- ოდიშის ნაწილზე, რომელიც შერვაშიძეებმა მხოლოდ XVII საუკუნის ბოლოდან შეიერთეს ოსმალეთისა და ჩერქეზ-აფსუათა დახმარებით. მისიმიანეთის მხარის საერთო სახელწოდებებიც სვანურ-ქართულია, მაგალითად, მისიმიანეთი, დალი, აფხაზეთის სვანეთი გამონაკლისის გარდა, ყველა ტოპონიმი და ჰიდრონიმი სვანურ-ქართულია, აფსუური კი არცერთი, მაგალითად: აჯარა, აძგარა, ბოკერი, გენწვიში, გვანდრა, ლაგვანთა, ლათა, შიყერი, ჩახარი, ხეწკვარა და სხვ. 

ფაქტია, რომ სოფ. შიყერი მომდინარეობს სვანურ მეტყველებაში ცოცხლად დარჩენილი ტერმინი შიყ-იდან, რაც ზურგს, შემაღლებულ ტერიტორიაზე შემოფენილ სოფელს (სვანური სოფლის ამ გორაზე დღემდეა დარჩენილი წმ. გიორგის ნაეკლესიარი). ისიც უნდა ითქვას, რომ ყოფილი სადადიშქელიანო სვანეთის მოსახლეობა ამ ეკლესიას ერთ-ერთ ყველაზე ცხოველმყოფელ სალოცავად მიიჩნევდა და ის რელიგიურ დღესასწაულს ატარებდა მისი სახელით ისე, როგორც დანარჩენი ადგილობრივი ეკლესიები. ყოველივე ამასთან, სოფ. შიყერის სვანურობას ადასტურებს ისიც, რომ ეს სახელი, როგორც ამას ენათმეცნიერი მ.ქალდანი აღნიშნავს, თავისი ფუძითა და მორფოლოგიური აგებულებით სვანურია, რომელშიც ერ სუფიქსი გამოიყოფა, რაც სვანეთში ასე მრავლადაა დამახასიათებელი გეოგარფიული სახელწოდებების (ტოპონიმების) საწარმოებლად, მაგალითად: შდვალ-ერ, ჭუბ-ერ, ღეშდ-ერ, თეკ-ერ, ლამხ-ერ, ლადრ-ერ, ცალ-ერ, ტვიბ-ერ,წან-ერ, ფხუტრ-ერ, შყალერ და სხვ. 

ფაქტობრივად ასეთივე სისტემის ტოპონომია მისიმიანების ერთ-ერთი მთავარი ციხე-სიმაგრის სახელწოდება ბოკერ ანუ ბუქლოს-ბუხლონ, რომლის მდებარეობასაც ზ.ანჩაბაძე დაახლოებით 12 კმ სიშორეზე სხვაგან უჩვენებს და არა იქ, სადაც იდგა მდინარეების _ გვანდრასა და ყულუჩის შესართავის ჩრდილოეთით_ყულუჩის ხეობაში და რომელსაც მისიმიანეთის გარდა მისი მეზობელი ქართული მხარეების დაცვაც ეკისრებოდა ჩრდილოეთის ნომადებისაგან, მათ შორის მომთაბარე ალანებისაგან. 

უეჭველია, რომ სვანურია მისიმიანთა სოფ. გენწვიშ-გენწიშიც, რომელიც მ.ქალდანის მართებული ახსნით ტირიფის სვანური სახელიდან – გენწიშიდან მომდინარეობს (გენწ _ იოლად მოქანავეს, დახრილს აღნიშნავს). ასევე ხვარაში მომდინარეობს სვანური ხვარასაგან, რაც დაშლადს, დარღვევადს ნიშნავს, ეს კი იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ ხვარაშის მთაგრეხილი მყარი არ იყო, ირღვეოდა და იშლებოდა. 

უთუოდ სვანურია მისიმიანეთში მდებარე ტოპონიმები _ სქიომარი (ანუ პიმარი ანუ ჰიმარი) და ომარიშალი. პირველი უთუოდ სგიმარია, რომელიც ციხე-სიმაგრეს ერქვა (ნანგრევებიღაა დარჩენილი) და სოფ. ომარიშალის ჩრდილოეთით-მისიმიანთა გზაზე-ქლუხორის გადასასვლელი კავკასიის ქედის ძირში მდებარეობდა. სქიომარი ანუ პიმარი იგივე სგიმარის_მჟავეწყლებიანი ადგილის სახელწოდებაა, ხოლო ომარიშალი სოფლის სახელი-ომარის კუთვნილებას ნიშნავს. 

მისიმიანეთის ტოპონიმებთან დაკავშირებით საინტერესოა მის სამხრეთში _ სოხუმის რაიონში მდებარე ციხე ფუსტას სახელწოდებაც, რაც დაკავშირებულია აფხაზეთში გადმოსახლებულ მაქსიმე აღმსარებელისა და მისი თანამოაზრეების საპატიმროსთან. ეს ტოპონიმი უსათუოდ სვანურია. ლენტეხურ კილოზე ფუსტ (ზემო სვანურად ფუსდ), მეუფეს, უფალს ნიშნავს. როგორც ჩანს, შემდეგ მან დამატებითი შინაარსიც შეიძინა და თავადის, ბატონის, მბრძანებლის აღმნიშვნელიც გახდა. ს. ყაუხჩიშვილის მოძიებით, ეს ციხე რუსული ახალშენი სოფ. ალექსანდროვსკოეში მდებარეობდა. სხვა ციხე-სიმაგრეთა შორის მისიმიანთა მხარეში დასახელებულია ტიბელეოსი, საგულისხმოა, რომ ეს გაბერძნულებული სახელწოდება უკავშირდება სვანურ ტვიბს (ხეობას), სადაც ეს ციხე იდგა _ (შეადარე სვანეთის დასახლება ტვიბეერს, ტობარს, ტვიბს და სხვ). მისიმიანების ვინაობაზე მიუთითებენ აქაური და საერთოდ აფხაზეთის მთებში არსებული ჰიდრონიმები ანუ მდინარეების სახელწოდებები. როგორც მ.ქალდანი არკვევს, ამ მდინარეების უმეტესობას სვანურისათვის დამახასიათებელი სუფიქსი რა ახასიათებს, ესენია: გვანდრა, აძგარა, აჯარა, ხეწკვერა (ხექვარა), მსგავსი სახელწოდებები დღესაც გვხვდება სვანეთში: დოლ-რა, ნაკ-რა, კალ-რა, შიხ-რა, ნენსკ-რა, ფელ-რა, მელხ-რა და ა.შ. აშკარაა, რომ ისინი სვანური მეტყველების ნაყოფი არიან. აფხაზეთის მთიანი მხარის მდინარეების სახელწოდებათა სვანურობა კარგად შენიშნა მკვლევარმა ვ.ზუხბაიამაც, რომელმაც სხვა, არაერთი სვანური სახელწოდებათა არსებობაც (მაგალითად ცხუმის და სხვ.) დაადასტურა აფხაზეთში (ზუხბაია, 1988). 

ასევე უეჭველია, რომ მისიმიანთა სოფ. ჩხალთის ერთ-ერთი უბნის და ღელის სახელწოდება ლაგვანთაც სვანურია და ლიგვნი-ლაგვან-იდან ანუ ტირილიდან მომდინარე სატირალ-საგოდებელ ადგილს ეწოდება. ნიშანდობლივია, რომ ეს უბანი ციხე-სიმაგრე ჩხალის (ჩხარის) ახლო მდებარეობს და თავის დროზე ციხის ირგვლივ გაჩაღებული ბრძოლის დროს დაღუპულთა სასაფლაოს უნდა რქმეოდა, რადგან ამ ადგილზე მრავლად იჩენს თავს ადამიანის სხვადასხვა ძვლები. ასევე სვანურია დალის ანუ მისიმიანეთის სოფ. ლათას სახელი, რაც სვანურად სიტყვა – სიტყვით საზღვარს, გასაყარს, გასაყოფ ადგილს ეწოდება. სვანურ-ქართული უნდა იყოს ქვაბჩარას სახელიც. ასეთი ორფუძიანი სისტემის სახელწოდებები გვხვდება ისეთ ადგილებში, რომელზეც სვანური ქრება და საერთო ქართული ჩნდება, ქვაბ- ჩარა-ქვა და ბაჩარ ე.ი. ქვა – ქართულად და ბაჩარ _ სვანურად მრავლობით რიცხვში. მისიმიანებისა და მისიმიანეთის (დალის) სვანურ-ქართველურობას ადასტურებს არა მხოლოდ მისიმიანეთის ხსენებული ტოპონიმები, არამედ მთელი აფხაზე- თისა და მისი მიმდებარე ჩრდილოეთ კავკასიის ანუ დღევანდელი ყარაჩაი-ბალყარეთისა და ჩერქეზეთის მრავალრიცხოვანი გეოგრაფიული სახელწოდებებიც. მარტო ყარაჩაი-ბალყარეთში 150-ზე მეტი სვანური ტოპონიმია დადასტურებული. მათ შორის ყარაჩაიში: უშვგლანი, ხურზუკი (ხურ-ზუგი), ხუმარა, სენტი, გოშაიხ ყალა (გოშუანის ციხე-კოშკი), შუანლარ (ეთნონიმი), ებზე ყალა (სვანების ციხე), ებზელრე აუშ, ჟაბოლარ და სხვა მრავალი. განსაკუთრებით საინტერესოა მისიმიანეთ-დარინის გზაჯვარედინზე-ტებერდის ხეობაში მდებარე ციხე-სიმაგრის და ნაქალაქარის შუანას სახელწოდება, სადაც დღემდეა შემორჩენილი XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები და ციხე-კოშკებიანი გალავნის ნაშთები. უეჭველია, რომ შუანა მომდინარეობს ეთნონიმ სვანეთის თვითსახელი შუანასაგან. ყარაჩაის სხვა მრავალი სახელწოდების გარდა, ამ მოსაზრებას უნდა ადასტურებდეს ამ ნაქალაქარის გარშემო მდებარე ტერიტორიის _ გიმარის ანუ სგიმარის სახელწოდებაც (გიმარ ანუ სგიმარ სვანურად მჟავეწყლებიან ადგილს ეწოდება). 

ჩრდილოეთ კავკასიაში სვანთა განსახლებაზე მეტყველებს აგრეთვე ე.წ. ნიკონის მატიანის დანართი, რომელშიც ყაბარდოს დიდი მთავრის თუმრუყა იდაროვის მიერ ივანე მრისხანის დახმარებით `მშანთა და სონთა~ 164 კაბაკის და რამდენიმე ქალაქის ტიპის დაბის დაპყრობაზეა ლაპარაკი XVI საუკუნეში (გასვიანი, 1991; Лавров,1950;1969).  

აფხაზეთისადმი მიძღვნილი საისტორიო წერილობით წყაროებზე, მატერიალური კულტურის ძეგლებზე, ტოპონიმიკაზე, ჰიდრონიმიკაზე, თქმულებებზე, აგრეთვე აფხაზეთის მიმდებარე მხარეების მთელ ისტორიაზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ უძველეს დროსა და შუა საუკუნეებში აფხაზეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ქართველთა ერთ-ერთი უძველესი შტო სვანები წარმოადგენდნენ, რომლებიც არა მხოლოდ აფხაზეთის მთიან ტერიტორიაზე, არამედ ბარის ტერიტორიაზეც იყვნენ განსახლებული (ამაზე სხვადასხვა სახელწოდებებთან ერთად, აფხაზეთის სამეფო დინასტიის შავლიანთა წარმომადგენლების მეფობაც მიგვითითებს IXს. მეორე ნახევარში), მაგრამ დროთა ვითარებაში სვანები თანდათან შემცირებულან ან სხვა ქართულ ტომებში გათქვეფილან. ასეთი ვითარება ჩანს კოდორის ხეობაშიც ანუ დალში, სადაც მისიმიანებმა მხოლოდ გვიან საშუალო საუკუნეებამდე მოაღწიეს, შემდეგ კი მათი ადგილი ჩრდილო კავკასიიდან ჩამოწოლილმა აფსუებმა დაიკავეს, თვითონ კი სხვაგან გაიფანტნენ ან მოსულებში გაითქვიფნენ (ამისი გადმონაშთია მარშან-მარუშიანი ანუ წებელდა-დალის მფლობელები, რომლებიც დალის დროებით ფლობისათვის იჯარას უხდიდნენ დადიშქელიანებს XIXს. პირველ ნახევარში). დალისა და სხვა ადგილების სახელწოდებები ვერაფერმა შეცვალა, რასაც ადასტურებს გიულდენშტედტის, კლაპროტისა და ლ. ლულიეს ცნობებიც. დალი რომ ბოლომდე სვანურ სამყაროდ დარჩა, ამას მოწმობს ისიც, რომ მას XIX-ს მეორე ნახევარში მეზობელი სვანეთის მოსახლეობამ კვლავ მიაშურა და დაიმკვიდრა. აბაზებისა და აფსუების ვინაობა ისტორიული წყაროების მიხედვით აბაზებისა და აფსუების ვინაობასთან დაკავშირებით ორი ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული მოსაზრება არსებობს. 

პირველი მოსაზრების მიხედვით, აფსუათა მონათესავე აბაზების ნაწილი, ანუ შემდეგდროინდელი ტაპანთელების წინაპრები XIII_XIV საუკუნეებში შავი ზღვის სანაპიროდან ბზიფსა და ტუაფსეს შორის ტერიტორიიდან გადასახლდნენ ადიღე_ ჩერქეზეთში ანუ ყუბანისპირეთში (ლომთათიძე, 1969). გ. თოგოშვილი წერს, რომ აბაზინელმა ფეოდალებმა საძოვრების ძიებაში იწყეს მარუხის, ქლუხორის და სხვა გადასასვლელი გზებით კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებზე ადიღელთა შორის დასახლება, რომლის შედეგად ხდებოდა ამ ხალხის კულტურულ-ეთნიკური დაახლოება ადიღეელებთან (თოგოშვილი, 1969). მეორე მოსაზრებით, აბაზგები დღევანდელი ოჩამჩირის რაიონში ცხოვრობდნენ და შემდეგ VI _VII საუკუნებში გადასახლდნენ გუმისთა-ბზიფს შორის. ზ.ანჩაბაძის აზრით, აბაზგისაგან წარმოიშვა აფხაზი, ანუ აფხაზი და აბაზგი იმავე ფუძისაა, რაც აფსილი (ანჩაბაძე, 1975).

ამ შეხედულებას თუ გავიზიარებთ არაერთი გაურკვეველი და საჩოთირო საკითხი დადგება. პირველ რიგში, საკითხი ეხება აბაზგისა და აფხაზის ურთიერთმიმართებას, აგრეთვე აბაზგების თავდაპირველად ოჩამჩირეში განსახლებას, ასევე აბაზების განსახლებას შავიზღვისპირეთში. ვიზიარებთ ა. გენკოსა და ქ. ლომთათიძის დასკვნებს (Генко, 1955; ლომთათიძე, 1976) აფხაზურ (აფსუურ) და აბაზურ ენათა იგივეობის ანუ საერთო წარმომავლობის შესახებ, რასაც ხელს უშლის მათი განსახლება კავკასიის ქედს ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე. ამ შემთხვევაში ლოგიკურად დგება შემდეგი საკითხი: თუკი ისინი საერთო წარმოშობისანი არიან, მაშინ ერთ არეალში უნდა გავრცელებულიყვნენ _ ან სამხრეთ კავკასიაში ან ჩრდილოეთში და არა სხვადასხვა გარემოში განცალკევებულად და იზოლირებულად. ვარაუდს თუ სასურველ დასკვნას აბაზების სამხრეთიდან – შავიზღვისპირეთიდან ანუ ადლერი-სოჭის მხრიდან XIII-XIV საუკუნეებში ჩრდილო კავკასიის მთიანეთში გადასახლების შესახებ. ეწინააღმდეგება ის გარემოება, იმ პერიოდში ჩრდილოეთ კავკასიაში თათარ-მონღოლთა შემოსევისა და ბატონობის პირობებში გაცილებით მძიმე, აუტანელი პირობები და სიტუაცია იყო, ვიდრე თუნდაც აფხაზეთსა და მისი მეზობელი შავი ზღვის მიდამოებში. ამიტომ, პირიქით, ოქროს ურდოსა და შემდეგ ილხანთა მიერ გაჩაღებული სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლების გამო იქ საცხოვრებლად ხელსაყრელი ვითარება არ იყო. როგორც წესი, ყველას, ვისაც შესაძლებლობა გააჩნდა, ყველამ მთის ხეობებსა და სამხრეთ რეგიონებს შეაფარა თავი. მცირე გამონაკლისის გარდა, ადამიანთა მოძრაობა მთელს ჩრდილოეთ კავკასიაში სამხრეთისაკენ იყო მიმართული, რასაც იქ არსებული ბევრად უკეთესი ბუნებრივი საარსებო პირობები განსაზღვრავდა.

წარმოუდგენელია შედარებით სამოთხისეული შავიზღვისპირეთიდან ადამიანთა დიდ ჯგუფებს ჩრდილოეთ კავკასიის მწირი და ხრიოკი მთებისათვის მიეშურა. ამასთან გაუგებარია ისიც, რომ ადლერ-სოჭის მხრიდან გაცილებით მოხერხებული, მოკლე და ფართო გზების არსებობის პირობებში ჩრდილოეთ კავკასიაში (ყუბანისპირეთში) გადასასვლელად აფხაზეთი გადმოელახათ და სანჩარო-მარუხის საუღელტეხილო საცალფეხო ბილიკებით ყუბანის სათავეებისაკენ გადასახლებულიყვნენ. ხსენებულ პერიოდში ადლერ-სოჭის სანაპირო და მიმდებარე მთები უკვე დაკავებული ჰქონდათ ადიღურ-ჩერქეზულ ტომებს, მათ შორის შაფსუღებს, ნატუხაელებს, უბიხებს და ჯიქებს, რომლებიც საქართველოს ამ მიწა-წყალზე ჩრდილოეთიდან ჩამოსახლდნენ. 

აფხაზეთის მხრიდან აბაზების (ვითომ აფხაზების) გადასახლება ჩრდილოეთში რომ წინაზრახულადაა გამოგონილი, ეს ბოლო დროსაც დადასტურდა დოკუმენტურად, სახელდობრ ათიოდე წლის წინ გამოვლენილი იტალიელი კარტოგრაფის ჯაკობო გასტალდის რუკითაც (1561), რომელზეც გამოსახულია რუსეთისა და უკრაინის სამხრეთი ტერიტორიები. მასზე აღნიშნულია კავკასიონის, ლიხის (ანუ სურამის) და სხვა ქედები, ასევე სხვადასხვა ქალაქები, რეგიონები, მხარეები, ქვეყნები და ა. შ. რუკაზე შავი ზღვის აღმოსავლეთი აფხაზეთის ამჟამინდელი ტერიტორიის ჩათვლით ნაჩვენებია სამეგრელოს სახელით. ცალკე აფხაზეთი რუკაზე აღნიშნული არ არის, სამაგიეროდ კავკასიონის ჩრდილო-დასავლეთში მდინარე ყუბანის, შუა წელზე მითითებულია აბცვას რეგი., ჩვენი აზრით, აბსუას რეგიონი, რომელიც თ. გვანცელაძეს რატომღაც აფხაზეთის რეგიონად მიაჩნია. სინამდვილეში ის აფსუა უნდა იყოს, როგორც აბაზების ნაწილი უწოდებს თავის თავს (ამასთან, აბაზებს ასეთი სახელწოდების თემიც აქვთ). მდ. ყუბანის მარცხენა შენაკადთან დაფიქსირებულია Асuа, რომელიც აფხაზეთში ჩამოსახლებულმა აფსუებმა ქ. სოხუმს ანუ ცხუმს უწოდეს. ქალაქი სოხუმი რუკაზე სევასტოპოლისადაა (სებასტოპოლისი) სახელდებული, ოღონდ რუკაზე ზოგიერთი სახელწოდება ნაწილობრივ მაინც დამახინჯებულია (La dasezittione della pzima pazte dell Asia can inomi antici” et modezni di jacono Gastald; Piemontese cosmogzato, 1997)

გასტალდის რუკაზე მდ. ყუბანის შუაწელში აფსუა-აბაზების საცხოვრებელი ტერიტორია რომ არის ნაჩვენები, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ აბაზები ყუბანის სათავეებში _ მდ. Lლაბის ხეობაში XX ს-შიც თავის ერთ-ერთ თვითსახელად აფსუას მიიჩნევდნენ, ამიტომაც შემორჩათ აფსუას თემის სახელწოდება. მათ განსახლებაში XVIს. 60-იან წლებში, როგორც გასტალდი აფიქსირებს, აყვას სახელწოდებაა დადასტურებული. ცხადია, რუკაზე აყვასთან ერთად-აფსუაზეა ლაპარაკი და აქ ,,აფხაზი” ხელოვნურადაა ნაგულისხმევი. ამგვარად, ჩრდილოეთში მობინადრე აბაზა-აფსუები, რომლებიც გვიან საშუალო საუკუნეებში ჩამოსახლდნენ აფხაზეთში, ხელოვნურადაა მონათლული შავიზღვისპირეთში მოსახლე ქართველი აფხაზების სახელით. 

გასტალდის რუკაზე აფსუა-აბაზების ყუბანის შუა წელში ლოკალიზება უარყოფს შეხედულებას XIII-XIVსს. აფხაზების ჩრდილოეთ კავკასიაში გადასახლების შესახებ. ასეთი გადასახლება სინამდვილეში რომ მომხდარიყო, ისინი ყუბანის შუაწელში კი არ დასახლდებოდნენ, არამედ ყუბანის სათავეებში, სადაც საძოვრებიც მეტი იყო და ცარიელი ადგილებიც; ამასთან ეს ტერიტორია აფხაზეთთან ახლოცაა და შედარებით იოლი მისაღწევიც, ვიდრე ადიღე-ჩერქეზებით დასახლებული ყუბანის შუაწელი. მიუხედავად სათანადო საისტორიო წერილობითი წყაროების არ არსებობისა, სრული საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ უძველეს დროში გასტალდის მიერ ყუბანის შუაწელში ნაჩვენები აფსუები აშკარად ის აბაზებია, რომლებიც ფრედერიკ დიუბუა დე მონპერემ (პლინიუს უფროსის ცნობების საფუძველზე-Iს.) კასპიის ზღვის ჩრდილოეთით ,,აბზოეს” სახელწოდებით უჩვენა. 

შუა საუკუნეებში მეჯოგემომთაბარე აბზოებმა ანუ აბაზებმა კასპიისპირეთიდან და ვოლგისპირეთიდან დასავლეთისაკენ გადაინაცვლეს და ყუბანისპირეთში დაისადგურეს, საიდანაც მონღოლთა ზეწოლით ჯერ იმავე მდინარის სათავეებს, შემდეგ კი აფხაზეთსაც მოაშურეს. ამდენად, საქმე თავდაყირაა გააზრებული ზოგიერთი აფსუა მკვლევარის მიერ, როცა ჩრდილოეთ კავკასიაში მობინადრე აფსუა-აბაზებს აფხაზეთიდან გადასახლებულ აფხაზებად წარმოიდგენენ. რასაკვირველია, ამ მოსაზრებას მხოლოდ პოლიტიკური მოტივი აქვს, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ისინი აფსუები არიან და არა ისტორიული აფხაზები (ქართველები), რომლებიც უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ აფხაზეთში, როგორც ავტოქტონები; მეორეც, ეს შეხედულება გამოგონილია, ვინაიდან სინამდვილის აღიარების შემთხვევაში აფსუები კარგავენ ისტორიული აფხაზებისა და აფხაზეთის სამართალ-მემკვიდრეობას. ამიტომ ყოველნაირად ცდილობდნენ თვითსახელწოდებასთან (აფსუა) ერთად, დაკავებული ტერიტორიის სახელის მიხედვით, ქართველების მიერ შერქმეულიც სახელიც (აფხაზი) დაიმკვიდრონ. 

თანამედროვე აფხაზები (აფსუები), რომ ძველი თუ უძველესი აფხაზები ანუ აფხაზეთის მკიდრნი არ არიან, მტკიცდება მთელი რიგი არგუმენტებითა და ლოგიკური დებულებებით

1. აფსუები რომ აფხაზეთის მკვიდრი (ავტოქტონი) არ არიან ამაზე, პირველ რიგში, მეტყველებს ის, რომ აფხაზეთის მიწა-წყალზე XVII საუკუნემდე არ არსებობს ისეთი ეთნონიმი, ტოპონიმი და ჰიდრონიმი, რომელიც აფსუურ ენაზე აიხსნებოდა. ტოპონიმიკა, როგორც ცნობილია, არის მასზე მობინადრე ხალხის კვალი დედამიწაზე. ამა თუ იმ ტერიტირიის გეოგრაფიულ სახელწოდებებში უპირატესად გამოხატულია პირვანდელი მოსახლეობის ენა, რწმენა, სამეურნეო საქმიანობა, ნიშან-თვისებები და სხვა. აქედან გამომდინარე, რაკი აფხაზეთის მიწა-წყალზე XVII საუკუნემდე არ ჩანს აფსუების კვალი, შეუძლებელია აქ მათი კომპაქტური ცხოვრება, პოლიტიკური, კულტურული და სამეურნეო მოღვაწეობა ვივარაუდოთ. სამაგიეროდ, აფხაზეთის მიწა-წყალის (განსაკუთრებით დასახლებებისა და ძეგლების) ძველი სახელწოდებები ძირითადად ქართულია (არის მხოლოდ ბერძნული გამონაკლისები) და დაფიქსირებულია როგორც ქართულ, ისე უცხოურ წყაროებში. მათ შორისაა გაგრა (გაკ-რა=სვანურად კაკალი-კაკლნარი), ბიჭვინთა (ფიჭვნარი), ბზიფი (ბზა), ლიხნი ანუ ლუხუნი (ძირიანი, საძირკვლიანი), გუდაუთა, ცხუმი, დიოსკურია, ცხუბენი, ცუმური, მოქვი, ჯიხა-ხორა, ფუსტა და უამრავი სხვა სახელწოდება. უდაოა, რომ აფხაზეთში გვხვდება აფსუური ტოპონიმებიც, მაგრამ ისინი გვიანდელი (გვიან საშუალო საუკუნეების) წარმონაქმნები არიან. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ქართულის მიბაძვითაა შექმნილი (გადასხვაფერებული) ან თარგმნილია ქარ- თულიდან (“მუწის წყალი”-“მჭიშთა”, “აღაცოს წყალი” _ “ააცი”, “შუაქვეყანა”-“აბ- ჟუა”, “გურბედია”-“აგუბედია” და ა.შ.). აფხაზეთში გვხვდება აგრეთვე რუსული ტოპონიმები და ჰიდრონიმები, რომლებიც ასევე გვიანდელია (XIX ან XX საუკუნეების). 

2. ყველაფრიდან ჩანს, რომ აფხაზეთში XVII საუკუნის ბოლოდან ჩამოსახლებული აფსუები ქრისტიანები არასოდეს ყოფილან, რასაც არა მხოლოდ სწავლული აფხაზები ს. ბასარია და დ. გულია ადასტურებენ (Áàñàðèÿ, 1923; Ãóëèÿ,1925), არამედ აფსუების მიერ დასანგრევად მიტოვებული 100-მდე ქრისტიანული ეკლესია-მონასტერი, რომელიც აფხაზეთის ყოველ თემსა და სოფელში იდგა, აგრეთვე საკა- თალიკოსო და რამდენიმე საეპისკოპოსო ცენტრის მოსპობა, 100-მდე სასულიერო პირის დახოცვა XVIIს. 80-იან წლებში, ბიჭვინთის საკათალიკოსო სოფლების დარბევა და სხვა მრავალი ფაქტი. აფსუებს თავიდანვე აფხაზეთში რომ ეცხოვრათ და ოდესმე ქრისტიანები ყოფილიყვნენ, შეუძლებელი იქნებოდა მათი საზოგადოებრივი მეხსიერება ისე მოშლილიყო, რომ ასე ულმობლად 

მოქცეოდნენ ქრისტიანობას, სამღვდელოებას, მრევლს და ეკლესია-მონასტრებს, როგორც ეს XVII-XIX საუკუნეებში მოხდა. მართალია, XIXს. 30-იან წლებიდან რუსეთისა და საქართველოს ძალით დაიწყო აფსუების მასობრივი მონათვლა, მაგრამ ამას დიდი წარმატება არ მოჰყოლია და სურათს მაინც არ ცვლის. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია იმისი წარმოდგენაც კი, რომ აფსუებს I ან II საუკუნიდან ეცხოვრათ საყოველთაოდ ცნობილ ქრისტიანულ აფხაზეთში, რომლის (ბიჭვინთის) ეპისკოპოსი ნიკეაში 325 წელს დაესწრო ქრისტიანთა პირველ საეკლესიო კრებას და ასეთი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ისინი არ გამხდარიყვნენ ქრისტიანები; აფსუები თუ ოდესმე ქრისტიანები იყვნენ, სად გაქრა ყველაფერი ეს უგზოუკვლოდ და თუნდაც რუსეთის ძალდატანებით როგორ მიაშურეს მასობრივად მაჰმადიანურ თურქეთს.  

3. საკითხავია, თუ აფხაზეთის მიწა-წყალზე ქართველები არ ცხოვრობდნენ და მხოლოდ XX ს-ში საბჭოთა პერიოდში ჩასახლდნენ სტალინისა და ბერიას ძალისხმევით, როგორც ამას ღაღადებენ აფსუა მკვლევარები და მათი ამფსონები, მაშინ აფხაზეთში ვინ ააშენა და გააფორმა ქართული წარწერებით და ფრესკებით 100-მდე სოფლისა და თემის ძველი ეკლესია, აგრეთვე ვინ შექმნა აფხაზეთში სამი საეპისკოპოსო და ერთი საკათალიკოსო საკათედრო ეკლესია. მიუხედავად იმისა, რომ აფსუები წარმართი და მაჰმადიანური რწმენის იყვნენ (ზოგიერთი მხოლოდ ფორმალურად მოინათლა ქრისტიანად XIX საუკუნეში. მაგრამ ამის მიუხედავად, მათი უმრავლესობა ოსმალეთში გაიხიზნა), აფხაზეთში ქართველთა განსახლების წყალობით მაინც ქრისტიანობის ფართო კვალი შემორჩა XX საუკუნემდე!  

4. აფსუებს, რომ უძველესი დროიდან (თუნდაც II საუკუნიდან) ეცხოვრათ აფხაზეთის მიწა-წყალზე, მაშინ როგორ არ ჰქონოდათ მისი ფლორისა და ფაუნის საკუთარი ტერმინოლოგია. რანაირად შეიძლება იმისი წარმოდგენაც კი, რომ ზღვისა და თევზის ქვეყანაში მათ თევზეულის სახელწოდებები, ან ვაზის ქვეყანაში მისი ჯიშების სახელწოდებები, ასევე, საყოველთაო ქრისტიანულ ქვეყანაში ქრისტიანული ტერმინოლოგია და ლოცვა-წირვის წესები არ ჰქონდეთ. თუ მათზე რაიმე წარმოდგენა აქვთ აფსუებს, ეს მხოლოდ ადგილობრივი ქართველებისგან აქვთ ნასესხები და შეთვისებული. ქართულ და უცხოურ წერილობით წყაროებზე, აფხაზეთის საისტორიო ძეგლებზე და, რაც მთავარია, აფხაზების (ანუ აფსუების) ყოფა ცხოვრებაზე, ენასა და კულტურაზე დაკვირვებამ აკად. ნიკო ბერძენიშვილი დაარწმუნა შემდეგში: “ზემოთმოყვანილი დაჟინებული მოწმობანი იმის შესახებ, რომ აფხაზები აგრე ჰგვანან კავკასიის მთიელ ხალხებს ყოფაში, სარწმუნოებით, რომ ისინი ციხეებსა და ქალაქებში არ ცხოვრობენ, რომ, როგორც ჩანს, მეხორბლეობა ან სულ არა აქვთ ან მეტად მცირე, რომ ისინი მეგრელებს არ ჰგვანან – ყოფა ცხოვრებით _ ყველაფერი ეს იმის მოწმობაა, რომ XVII საუკუნის აფხაზები მართლაც კავკასიანებია, საკმაოდ გვიან ჩამოსულნი ბარში, მათ ჯერ კიდევ ვერ აუთვისებიათ ბარი და მთიულურ ცხოვრებას განაგრძობენ. რა თქმა უნდა, ესენი არ არიან აბორიგენები. მათ ვერ შეუთვისებიათ ქრისტიანობა, ისევე, როგორც ვერ შეუთვისებიათ ფეოდალური მეურნეობა (ამ ყოვლად უხვსა და ნოყიერ ქვეყანაში), ისევე როგორც ვერ შეუთვისებიათ ფეოდალური სოციალური წყობა…”….. (ბერძენიშვილი, 1990, გვ. 614).  

ნ. ბერძენიშვილი შენიშნავს, რომ აფხაზები მესაქონლე ხალხია-კავკასიელთა მონათესავე, პრიმიტიული ყოფით და წარმართული რელიგიით. მეორე მხრივ, ის აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ აფხაზეთი VIII_XIII საუკუნეებში არის განვითარებული ფეოდალური ქვეყანა, საიდანაც ქრისტიანობა მთაშიც ვრცელდებოდა, რასაც მოწმობს ბერძნული და ქართული მწერლობა (იოანე საბანის ძე და სხვა).ამას მოწმობს აწინდელი აფხაზეთის არქიტექტურული ძეგლები “და უცბად ხდება ძირფესვიანი გარდატეხა… მე-XV საუკუნიდან აფხაზეთი ,,წარმართობს”, აფხაზეთში უქმდება ზედიზედ საეპისკოპოსოები, ქრება ქრისტიანობა და ეს ხდება არა იმის გამო, რომ აქ ოსმალეთმა ძალით დანერგა მაჰმადიანობა, როგორც ეს მოხდა მესხეთში, არამედ სულ სხვა საფუძველზე – მაჰმადიანობა აფხაზთა შორის ფეხს იკიდებს მას შემდეგ, რაც იქ ქრისტიანობა მინელდა (ბერძენიშვილი, 1990, გვ. 614). მართალია, ნ. ბერძენიშვილი გარკვეულ უზუსტობას უშვებს, როცა აცხადებს, რომ მთელი აფხაზობა (იგულისხმება ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსახლებული) რამდენიმე ნაკადად ჩამოდის ოქროს ურდოს დაწოლით აფხაზეთის ტერიტორიაზე XIII საუკუნიდან, აგრეთვე მაშინ, როცა ,,მცნებაი სასჯულოს” განიხილავს როგორც აფსუა-აფხაზებისთვის (და არა დასავლეთ საქართველოსთვის, ე.ი. ისტორიული აფხაზებისთვის) შედგენილ ძეგლს, როცა წერს, რომ XV ს-დან აფხაზეთში თითქოს საეპისკოპოსოები უქმდება და ა.შ. ჯერ ერთი, არავითარი საფუძველი არ არსებობს მტკიცებისთვის XIII, თუნდაც XIV-XV საუკუნეებში აფხაზეთის თანამედროვე ტერიტორიაზე აფსუა-აბაზების ჩამოსახლების ან, პირიქით, აფხაზეთიდან ჩრდილო კავკასიაში მათი გადასახლების თაობაზე (როგორც ამას ზ. ანჩაბაძე, შ. ინალ-იფა, ქ. ლომთათიძე და სხვები ვარაუდობენ). ორივე ურთიერთ საწინააღმდეგო შეხედულება მოგონილი ვარაუდია. ასევე “მცნებაი სასჯულოს” სკურპულიოზურმა შესწავლამ (გასვიანი, 2005წ.) ცხადყო, რომ ამ ძეგლში არავითარი მინიშნებაც კი არ არის აფხაზეთში აფსუების ცხოვრებაზე და მათ წარმართობაზე, პირიქით, საუბარია დასავლეთ საქართველოს სამწყსოში ქართველების ქრისტიანული რწმენისა და დოგმების შერყვნა – გადასხვაფერებაზე, ზოგიერთი წარმართული წესების გაცოცხლებაზე, რასაც უთუოდ თემურლენგის შემოსევები, ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური შერყევა ანუ საქართველოს პოლიტიკური დაშლის პროცესი განაპირობებდა. ამას მეტყველებს აკად. კორნელი კეკელიძის დასკვნაც ხსენებულ ძეგლზე: ეს ძეგლი ,,ქართველებისადმია უშუალოდ მიმართული” (ქართული ლიტერატურის ისტორია, 1960). ასევე არაზუსტია XVს-დან აფხაზეთში საეპისკოპოსოების ზედიზედ გაუქმებაზე ლაპარაკი. ამ დროს აფსუების მასა ჯერ კიდევ ყუბანის შუა წელში ცხოვრობდა (გასტალდის რუკა). აფხაზეთში საეპისკოპოსოების გაუქმება კი აფსუების დაწოლით მოხდა უფრო გვიან (ჩამოსახლების შემდეგ) ე.ი. XVIს. (ბიჭვინთა), XVII (დრანდა, მოქვი) და XVIII (ბედია) საუკუნეებში. ასევე ოსმალეთის მიერ აფხაზებისადმი დაწოლაზე და გამაჰმადიანების პროცესზე საუბარი მხოლოდ XVIს. შუახანებიდან შეიძლება, როდესაც აფსუათა ძირითადი მასა ჩრდილოეთ კავკასიაშია თავმოყრილი. უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი გამაჰმადიანების პროცესი სწორედ ჩრდილოეთ კავკასიაში დაიწყო ოსმალეთის ხელდებული ყირიმის სახანოს მეშვეობით და არა აფხაზეთში ჩამოსახლების შემდეგ. ჩანს ისინი, უკვე ნაწილობრივ მაინც გამაჰმადიანებული იყვნენ, როცა აფხაზეთში ჩამოწვენ. უსაფუძვლო ვარაუდია აგრეთვე ისიც, რომ აფხაზეთში ჩამოსახლების დროს აფსუებს აქ დახვდნენ თანამოძმე და თანამოენე ხალხი. 

 მიუხედავად ამ უზუსტობისა და ზოგიერთი წინააღმდეგობისა, თავისი დიდი ერუდიციის და ალღოს წყალობით, აკად. ნ. ბერძენიშვილის შეხედულება და დებულებები აფხაზეთზე სახელმძღვანელოა ჩვენთვის, განსაკუთრებით ნამდვილ აფხაზებზე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ძველი და ახალი აფხაზების შესახებ. ცნობილია, რომ ,,აფხაზის” ცნებამ რუსეთის მეოხებით მეტამორფოზა განიცადა: Абхазия не Грузия (Воробьёв, 1919; Воронов, 1907). XX საუკუნის დასაწყისში თავიანთ ნაბოდვრებში ლ. ვორონოვი და ნ. ვორობიოვი აცხადებენ რომ აფხაზეთს არაფერი საერთო არ ჰქონდა და არა აქვს საქართველოსთან (ვითომ აქ მხოლოდ რამდენიმე ასეული ქართველი ცხოვრობდა) და ტყუილად ეპოტინებოდა ამ ტერიტორიას საქართველო. რაკი ქვეყნიდან თურქეთში გაძევების შემდეგ აფსუები ცოტანი დარჩნენ ადგილზე, ამ საბაბით რუსეთი ცდილობდა აფხაზეთი წაეგლიჯა საქართველოსთვის (როგორც ახლა) და თვითონ დაპატრონებოდა მის მიწა-წყალს.  

ამითაც იყო გამოწვეული “აფხაზის” ცნების შეცვლა და მისი აფსუებისათვის მიკუთვნება, რაც თავისთავად იმპერიული პოლიტიკის დამახასიათებელი ნიშან-თვისება გახლდათ. ამ პოლიტიკას ემსახურებოდა აფხაზეთის მოსახლეობის აღწერებიც 1886, 1897 და სხვა წლებში, როდესაც რუსი სტატისტიკოსები ყოველნაირად ამცირებდნენ აფხაზეთში ქართველების რიცხვს, აქუცმაცებდნენ მათ მეგრელებად, სვანებად, სამურზაყანოელებად, ქართველებად, აჭარლებად, გურულებად, იმერლებად და ა.შ., რისი მიზანი იყო მათი ერთიმეორისაგან გათიშვა და იოლად გათქვეფა რუსებში. 

 ამ მზაკვრულ რუსულ იმპერიულ სიხარბეს მხარს უჭერდნენ რუსეთის მიერ გამოზრდილი ახალი სეპარატისტული ინტელიგენციის, ასევე ე.წ. რევოლუციური მოძრაობის წარმომადგენლები ს. ბასარია, დ. გულია, ნ. ლაკობა, ე. ეშბა და სხვა. რა თქმა უნდა, საქმე ასე მარტივად არ დამთავრდა. აფხაზეთს ხან მოხალისე არმიის გენერლები ნ. დენიკინი, მ. ალექსეევი, ა. ლუკომსკი და სხვა ეწიწებოდა და ხან ყუბანის მთავრობა, ბოლოს კი 1921 წ. მარტიდან ბოლშევიკურმა საბჭოთა რუსეთმა ჩაიგდო ხელში. ამიერიდან “აფხაზის” ცნებაში არაქართულ ენაზე მოსაუბრე აფსუა იგულისხმება, რომელიც ისტორიული თვალსაზრისით აფხაზეთში ჩრდილოეთ კავკასიიდანაა ჩამოსახლებული და იქ მოსახლე აბაზების თანამოძმე. აფსუას მხოლოდ იმის გამო ეწოდა აფხაზი, რომ ის ქართველთა მიწა_წყალზე აფხაზეთში დასახლდა. ამიტომაც თავდაპირველად .გულია შეუფერებლად მიიჩნევდა მათთვის აფხაზის წოდებას და მოითხოვდა ამ სახელის შეცვლას ,,აფსნე”–თი, ამასთან აცხადებდა, რომ მათი წინაპრები აბისინიელები, ეთიოპიელები და ეგვიპტელები, ე.ი. არაქართველები იყვნენ (Гулия, 1925).  

რაც მთავარია, ყოველივე ამის გამო, ნ.ბერძენიშვილი ერთიმეორესაგან გამოყოფს და განასხვავებს ძველ და ახალ აფხაზებს. მისი აზრით, VI-VII საუკუნეებიდან მაინც, როდესაც აფხაზეთის სხვადასხვა ქართველური თემები ჰენიოხ-სანიგები, კოლები, კორაქსები, მესხები, აფშილები, მისიმიანები და სხვები ერთ საერთო მასად–აფხაზებად შეირწყენ და მათგან საერთო ქართული ქვეყანა-აფხაზთა სამეფო ჩამოყალიბდა, ისინი ქართველებს ანუ ძველ ქართველებს წარმოადგენდნენ, რომლებიც საერთო ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინიციატორები იყვნენ. ამიტომ შემთხვევითი არ შეიძლება იყოს გაერთიანებული საქართველოს მეფეთა ტიტულატურა_,, მეფე აფხაზთა”. ძველ ,,აფხაზებში” რომ ქართველი (ქართულ ენაზე მოლაპარაკე ხალხი) იგულისხმება, ეს კარგად ჩანს XIII_XIVსს. სპარსულ, არაბულ, თურქულ და სხვა წყაროებიდანაც.  

ყოველივე აქედან გამომდინარე, ნ. ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ აფხაზი კულტურულ-ისტორიულად ქართველია (ასე განიხილავს ის აფხაზეთს, რომელიც საქართველოს ორგანული ნაწილია). მეცნიერის თვალთახედვით, ,,აფხაზი” იმდენადვე (და არა უფრო მეტად) არსებობდა, რამდენადაც ქართი, ჰერი, კახი, მესხი, ჯავახი, კლარჯი, შავში, ეგრი, სვანი, ზანი და სხვა. ან კიდევ “კახელი”, “ქართლელი”, “გურული”, “იმერელი”, “მეგრელი”, “აჭარელი” და ა.შ. … რომ აფხაზი კულტურულ ისტორიულად “ქართველი” იყო (ბერძენიშვილი ,1990, გვ. 279-280).  

საყოველთაოდ ცნობილია, რომ “აფხაზთა სამეფო” მთელი თავისი არსებით, ენით, მმართველობით, კულტურით, პოლიტიკით ქართული იყო. თუ აქ აფსუები (რაც არარეალურია) და სხვები ცხოვრობდნენ, საიდან ჩანს ეს, ან რაში ვლინდება ეს საერთოდ საკვირველია, ვის მიერ და რა მონაცემების საფუძველზე იქნა მოგონილი აფსუების ცხოვრება აფხაზეთში თუნდაც II საუკუნიდან, როდესაც აქ სხვადასხვა ტომებთან – ჰენიოხებთან, სანიგებთან, კოლებთან, კორაქსებთან, მესხებთან, აფშილებთან და სხვებთან ერთად, აბაზგები ანუ ქართველებია დასახელებული. ყველა დასახელებული ტომი ხომ სპეციალისტების (ი.ორბელის, გ. მელიქიშვილის, თ. მიქელაძის, მ.ინაძის და სხვ.) მიერ ქართველურ ტომებადაა ცნობილი,_ხოლო აბაზგები (ბერძნულად) ხომ აფხაზებია. საიდან და რის საფუძველზე გაჩნდა აბაზგიდან – აფსუა არავინ არ იცის, გარდა იმისა, რომ აბაზგი და აფსუა, აგრეთვე აბსილი (ასევე აბეშლა- აბისინია) ერთიმეორეს ჰგვანან ფონეტიკურად, თუ ფორმით. თანაც საკითხავია, რანაირად შიეძლება ამდენი ქართველური ტომი-ერთ მუჭა არაქართველ აბაზგებს შერწყმოდა (თუნდაც ისინი ხელოვნურად ჩავთვალოთ აფსუებად), როცა მრავალრიცხოვანი მეგრულ-სვანურ-კოლხური ტომები მათ გვერდით იყვნენ და გაცილებით მაღალი კულტურა ჰქონდათ. ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ხელოვნურადაა მოგონილი აბაზგის (აგრეთვე აფშილის) აფსუობა და აფსუას აფხაზეთში განსახლება ძველი დროიდან, რომლის უარსაყოფად საკმარისია თუნდაც ის, რომ არავითარი აფსუური ნაკვალევი არ დასტურდება აფხაზეთში გვიან საშუალო საუკუნეებამდე.  

კიდევ მეტი, როდესაც აკად. ნ. ბერძენიშვილი საუბრობს ოსმალეთის და რუსეთის იმპერიების პოლიტიკაზე, საქართველოს დაშლისა და წაშლის გეგმების შესახებ, აგრეთვე ქართველი რენეგატების საქმიანობაზე, წერს: ,,აი ამ უკუღმართობათა შედეგია, რომ ჩვენ დღეს მტკიცებაც კი გვჭირდება აფხაზების, მესხების (შავშკლარჯტაოელების), ლაზების, აჭარლების ქართველობისა (ბერძენიშვილი, 1966, გვ. 281).  

როგორც ვხედავთ, ნ. ბერძენიშვილის მტკიცე და ცალსახა მოსაზრებით, ძველი აფხაზები უეჭველად ქართველებია. ამ შემთხვევაში გასაკვირი ისაა, რომ ზოგიერთი ისტორიკოსი დღესაც, საქმეში ჩაუხედავად უარყოფს ძველი აფხაზების ქართველობას, მათ არაქართველ აფსუებად მიიჩნევს და აქედან გამომდინარე, ერთ მუჭა მიწა-წყალზე ორაბორიგენობის ყალბ მოსაზრებას გვთავაზობს. საკითხავია, თუ ძველი აფხაზები არ იყვნენ ქართველები, ქართველები აფხაზეთი კი არ იყო საქართველო, როგორ წარმოვიდგინოთ ,,აფხაზთა სამეფოს” ქართველობა, ან აფხაზთა ერთ-ერთი მოთავე და წამყვანი როლი საქართველოს სრულ გაერთიანებაში, ან კიდევ გაერთიანებული საქართველოს მეფეთა ტიტულატურაში პირველ ადგილზე აფხაზთა ჩასმა!?.  

როდესაც . ბერძენიშვილი აფხაზეთში ჩამოწოლილი აფსუების წესჩვეულებებზე მსჯელობს, აღნიშნავს, რომ ისინი აფხაზეთში გვარებად სახლდებოდნენ გაკაფული ტყის შუაგულში, რომლის ირგვლივ ღობეს და თხრილს ავლებდნენ, უდგამო და უარაფრო ფარღალალა ფაცხაში ცხოვრობდნენ პრიმიტიულად, ციხეებს, დაბაქალაქებს და ეკლესიებს არ ეკარებოდნენ, გარდაცვლილს მიწაში დასაფლავების ნაცვლად ხეზე ჰკიდებდნენ, წარმართობასა და მაჰმადიანობას მისდევდნენ, ბარის ფლორისა და ფაუნის სახელწოდებები არ იცოდნენ და სხვა.  

აქედან გამომდინარე ნ. ბერძენიშვილი ხაზგასმით მიუთითებს, რომ ძველი აფხაზები სულ სხვა ხალხი იყო თავისი რწმენით, ეკლესია-მონასტრებით და კულტურით. ნ. ბერძენიშვილი წერს: თავის დროზე აფხაზეთი ისეთივე საქართველო იყო და აფხაზი ისეთივე ქართველი, როგორიც ეგრისი და მეგრელი, როგორიც ქართლი და ქართლელი, და ა.შ. (ბერძენიშვილი, 1990 გვ. 608). ამასთან, ის განაგრძობს, რომ ფეოდალური ხანის აფხაზი ქართველია და აფხაზზე, როგორც ქართველისაგან განსხვავებულ ეროვნებაზე ლაპარაკი შეუძლებელია. ამიტომ ის არაერთხელ და არაერთგან ამბობს და იმეორებს, რომ აფხაზი ისეთივე ქართველი იყო, როგორიც ქართლელი, კახელი, მესხი, მეგრელი, სვანი და ა.შ.  

აქედან გამომდინარე, რა დიდი დაკვირვება სჭირდება იმას, რომ აფსუა არ შეიძლება იყოს აფხაზი თავისი ეთნიკური და ეროვნული თვისებებით. აფსუების ვინაობა და სადაურობა განსაკუთრებით კარგად იციან ძველმა რუსმა სწავლულებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც ჯერ კიდევ XV საუკუნიდან იყვნენ სისხლხორცეულად დაინტერესებული კავკასიის მიწაწყლითა და მისი სიმდიდრით. ამ მხრივ, სხვათა შორის, ცნობილია რუსული ისტორიოგრაფიის მამად წოდებული ვ. ტატიშჩევი (1686-1750წწ.), რომელიც იმავდროულად იყო რუსეთის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე (მსახურობდა ასტრახანის გუბერნატორადაც), რომლის რწმუნებით, ობეზებს ძველად ქართველები ეწოდებოდათ და არა აფსუები. აფხაზეთის შესახებ იგი ამბობს: ,,Паче же мню, часть Мингрелии Северная, которую турки и кабардинцы имянуют Авхазос, наши древние именовали обезы. Ныне оной болъшую частъ кубанцы наполняют”(Татищев,1962, стр. 171). ამ შემთხვევაში ვ.ტატიშჩევი ყუბანისპირეთიდან სამეგრელოს ჩრდილოეთ ნაწილში – აფხაზეთში აფსუა-აბაზების ჩამოსახლების აღმწერი ისტორიკოსი კი არაა მხოლოდ, არამედ თვითმხილველი მოხელეც. საქმე ისიცაა, რომ ვ. ტატიშჩევი ადასტურებს მათ ჩამოსახლებას და ჯ. გასტელდის 1561 წლის რუკის მონაცემებს, ყუბანისპირეთში აფსუების (აბაზების) ცხოვრების შესახებ.

აქედან გამომდინარე, ყოვლად სარწმუნო ხდება ყუბანისპირეთიდან აფხაზეთში აფსუა-აბაზების ჩამოსახლება გვიან საშუალო საუკუნეებში. ამდენად, ვ. ტატიშჩევის ზემოაღნიშნულ ცნობაში საეჭვო თითქოს არაფერია, იმ შემთხვევაშიც, “ობეზში” რომ ქართველთან ერთად აფხაზიც ვიგულისხმოთ. არსებობენ სხვა არანაკლებ სარწმუნო წყაროებიც აფსუა აბაზების აფხაზეთში ჩამოსახლებაზე. ამის შესახებ არაერთი ევროპელი და რუსი მკვლევარი მიუთითებდა. მათ შორისაა ინგლისელი ედმუნდ სპენსერი, რომელიც 1851 წელს აფხაზებს ჩერქეზებად მოიხსენიებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აფსუააბაზები ჩერქეზეთიდან (ყუბანისპირეთიდან) ჩამოწვენ აფხაზეთში. თანაც ამ ახალ აფხაზებს ანუ ჩერქეზებს სპენსერი რუსების ყველაზე საშიშ მტრებად მოიხსენიებს. რუსებისადმი აფხაზების სიძულვილს სპენსერი გამოხატავს სოხუმთან დაკავ- შირებითაც. ,,სოხუმის ციხე-სიმაგრის ახლო მდებარე მიდამოები ყველაზე მიუდგომელი და ველური ადგილებია მთელს კავკასიაში, რომლის მოსახლეობა რუსეთის ყველაზე საშიში და შეურიგებელი მტერია. ისინი ნაწილობრივ ყირიმისა და ყუბანის ხანებისა და სულთნების ჩამომავლები არიან, რომლებიც თავის ტომებთან ერთად დასახლდნენ ამ ადგილებში (კ.კოხი, ე. სპენსერი, 1981, გვ.135).

ყოველივე ეს ადასტურებს არა მხოლოდ ე.წ. აფხაზების ყუბანისპირეთიდან (ჩერქეზეთიდან) მოსულობას, არამედ მათ სულიერ ანუ რელიგიურ (მაჰმადიანურ) ერთიანობას ყირიმისა და ჩერქეზეთის ხალხებთან (საბოლოო ჯამში ოსმალებთან), რომლებიც მრისხანე საღვთო ომში იყვნენ რუსეთის იმპერიასთან ჩაბმული. აფსუების ანუ ახალი აფხაზების ვინაობა შესანიშნავად იცის ა. დიაჩკოვ-ტარასოვმა:

“Думается, что большое племя абасков, … теснимое адыгейскими племенами, частыо перевалило за Гагринский кряж, частью за перевалы Псеашха, Ахбирц, Цагеркер, Марух, Клухор. Произoшло это не так давно, быть может в XVI-XVII веках. Некоторые думают, что мингрельцы жили значительно севернее, что в эпоху основания г. Сухуми здесь господствовали мингрельцы, так как слово “Сухум” мингрельского происхождения (цхум-жаркий), что при раскопках близ Сухума найдены вазы, носящие печать Грузинской культуры и монеты с Грузинской надписью. Однако эта гипотеза требует дальнеишей разработки. Со своей стороны, имея в виду болышую близость языков мингрельского и лазского, упоминаемое древними географамы поселение Старая Лазика (Vetus lazika) близ села Новомихайловского, на р. Нечепсухо в 41 версте от Туапсе, упоминание Белля, что в его время абхазы в окрестностях Лихны говорили на языке азра (ე.ი მეგრულად – g.g.),  указание Безымянного в его перипле на то, что от Диоскуриады до р. Апсары жил прежде народ, называвшийся колхами, впоследствии переименованные в лазов, сильное культурное влияние, оказанное мингрельцами на абхазцев, мы признаем, что за этой гипотезой есть будущность (А.Дьячков- Тарасов, 1903, стр.36-37).

როგორც ჯ. გამახარია წერს, რასაც ა. დიაჩკოვ-ტარასოვი ამ ნაშრომში ჰიპო- თეზად მიიჩნევს, შემდეგ ნაშრომში 1905 წ. დამტკიცებულად თვლის: 

”Абхазцы не всегда обитали там, где теперь живут, а предания их и многие исторические данные и обычаи указывают, что они пришли с севера и потеснили картвельские племена, пока не остановились у Ингури” (Дьячков-Тарасов,1905, стр. 85).

,,Тесня в предшествующие века Mингрельцев на юг, абхазцы в своей передовой линии смещивались с теснимыми, переняли от них многие обычаи, твердо стояли за христианство, чего нельзя сказать про северные округа Абхазии, быстро подчинившиеся проповеди ислама (Дьячков-Тарасов,1909-1910, стр.152,210). 

ა. დიაჩკოვ-ტარასოვი, რომელიც აფხაზეთში რუსთა ჩასახლებას, იქიდან ქართველების აყრას და აგრეთვე სომეხთა არ შეშვებას ქადაგებდა, პირდაპირ და გადაჭრით აღიარებდა, რომ აფხაზეთი ისტორიულად საქართველო იყო და აქ აფსუები ჩრდილოეთიდან არიან ჩამოსული ქართველების შევიწროებისა და აყრის შედეგად: 

,,Тесня в предшествующие века Mингрельцев на юг, абхазцы в своей передовой линии смещивались с теснимыми, переняли от них многие обычаи, твердо стояли за христианство, чего нельзя сказать про северные округа Абхазии, быстро подчинившиеся проповеди ислама (Дьячков-Тарасов,1909-1910, стр.152,210).

 როგორც ვხედავთ, ქართველებისადმი არც თუ ისე კეთილგანწყობილი ა. დიაჩკოვ-ტარასოვიც ადასტურებს, რომ აფსუები XVI_XVII სს-ში გამოჩნდნენ კავკასიის სამხრეთში და დაიპყრეს სამეგრელოს ჩრდილოეთ ნაწილი.

  

 გაგრძელება

აფხაზთა ენა და დამწერლობა

 

 

დატოვე კომენტარი