Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ჩვენი ტრაგედია ზღვარგადასული ტოლერანტობაა

ალექსანდრე სანდუხაძე

ჩვენი ტრაგედია ჩვენივე მართლაც ზღვარგადასული ტოლერანტობაა

 

არასოდეს დაავიწყდება ბალტიისპირელებს 1940 წელი, უნგრელებს 1956 წელი, ჩეხებს 1968, ავღანელებს 1980 წელი და ვინ მოთვლის იმ სისხლიან წლებს, რომლებიც დიდმა რუსმა ხალხმა არგუნა მასზედ მცირერიცხოვან ერებს.

რუსეთის ფაშისტურმა ხელისუფლებამ აღიარა ე. წ. “სამხრეთ ოსეთისა” და “აფხაზეთის” დამოუკიდებლობა, რუსეთი სცდილობს საქართველოს გაქრობას მსოფლიო რუკიდან. საქართველოს მიმართ ასეთი სწრაფვა ბევრ დამპყრობელს ჰქონია, მსოფლიოს ისტორიაში არსებულ ყველა იმპერიას გაუკრავს ბასრი კლანჭი საქართველოსთვის, მაგრამ ჩვენ ყველა მოვინელეთ და გადავრჩით. უფლის შეწევნით ეს ახლაც ასე იქნება! დამპყრობლები საუკუნეების მანძილზე ჯიჯგნიდნენ ქართულ ტერიტორიებს, მაგრამ დამდგარა დრო, ჩვენ ჩვენი მიწები დაგვიბრუნებია. ასე იქნება მომავალშიც და სულ მალე! სულ მალე დაიშლება რუსეთის იმპერია, მაგრამ მის დაშლამდე რუსეთი საერთოდ გააქრობს და გაანადგურებს ოს და აფხაზ ხალხს. რუსეთს ოსი ხალხი ჯერჯერობით საქართველოს და კავკასიელი ხალხების წინააღმდეგ სჭირდება და მათი “დამოუკიდებლობაც” ამას შეეწირება.

საქართველოს დაპყრობისას, რუსეთმა სულ ბოლოს გააუქმა აფხაზეთის ქართული სამთავრო. ნამდვილმა აფხაზმა ხალხმა მას სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია, რადგან ისინი თავიანთ თავს ყოველთვის საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდნენ. გაბოროტებულმა რუსეთმა აჰყარა აფხაზი ხალხი საქართველოს მიწებიდან და თურქეთსა და არაბულ ქვეყნებში გაჰყარა. ეს დღე დაუდგებათ სულ მალე აფხაზებად წოდებულ ათასი ჯურის სეპარატისტს, რომლებიც თავისუფლად დანავარდობენ ამ ძირძველ ქართულ მიწაზე!

რუსების წყალობით დღეს გადაშენების პირასაა მისული შორეული აღმოსავლეთის ხალხები, ჩრდილოეთ კავკასის ხალხები. რუსების მიერ აწ გადაშენებულია ჯიქები და უბიხები. სულ მალე გავიგებთ, რომ “სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა” და აფხაზეთი “თავიანთი სურვილით” გაერთიანდნენ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში”. ხოლო რაღაც ათწლეულის შემდეგ რუსეთის იმპერიის ნამსხვრევებზე აღარ დარჩება ოსთა და აფხაზთა სახსენებელი.

ჩვენ მომხრე ვართ, რომ ყველა ხალხი თავისუფალი იყოს და ჰქონდეს თავისუფალი და დამოუკიდებელი სამშობლო, მაგრამ არა სხვის ხარჯზე, სხვის მიწაზე. ეს ეხებათ ოსებსაც. ხომ არსებობს ქვეყანა, რომელიც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშია და იწოდება “ჩრდილოეთ ოსეთად”, რომლის დედაქალაქი რუსულ იმპერიულ სახელს – “ვლადიკავკაზ”-ს ატარებს. გამოაცხადოს ამ ხალხმა დამოუკიდებლობა და ქართველი ხალხიც მიესალმება მათ დამოუკიდებლობას. მაგრამ ეს არ მოხდება და იცით რატომ? იმიტომ, რომ ოსები კავკასიაში რუსეთის მეხუთე კოლონაა კავკასიელი ხალხების წინააღმდეგ მიმართული! და თუ გაბედავს და გათამამებული ოსი ხალხი გამოაცხადებს თავის სუვერენიტეტს, მაშინ ჩეჩნეთის ტრაგედია მოგონილი იქნება. მიუხედავად ჩეჩნეთის დღევანდელი მდგომარეობისა, გმირი ჩეჩენი ხალხი დღესაც არსებობს, ბრძოლით დაღლილი იცდის და ელოდება საბოლოო გამარჯვების ზარის ჩამოკვრას! ეს იმიტომ, რომ ისინი მართლაც ნამდვილი თავისუფლების მოყვარე ხალხია და ვინც ჭეშმარიტ თავისუფლებას ესწრაფვის, ის გაიმარჯვებს, ხოლო ოს ხალხს არასოდეს უბრძოლია ნამდვილი თავისუფლებისთვის. მათ გენში ეს მუხტი არ არსებობს და აქედან გამომდინარე მას გარდაუვალი დაღუპვა ემუქრება და ეს ახდება რუსეთის “მფარველობის” მეოხებით.

საქართველოში ებრაელმა, ასირიელმა, ბერძენმა, ბოშა, სომეხმა და სხვა ხალხება ისე იცხოვრა ცრემლი რაა, სისხლის წვეთი არ დასდენიათ ეროვნულ ნიადაგზე არასდროს! თუ ღმერთმა ჰქნა და გამოფხიზლდებით, იქნებ გაიხსენოთ რუსული ანტისემიტური პოლიტიკა, ებრაელთა ჟლეტა და პოგრომები, იქნებ გაიხსენოთ ჩეჩნების, ინგუშების, დაღესტნელი ხალხების საუკუნეების მანძილზე მიმდინარე გენოციდი. ჩეჩენმა ხალხმა ჯერ კიდევ 17 წლის წინ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და რა მოიმოქმედეს? რატომ არ მისცეს თავისუფლება გმირ ჩეჩენ ხალხს, რომლებსაც რუსები ბანდიტებად და ტერორისტებად ასაღებენ მთელს მსოფლიოში? სისხლის ტბები ჯერაც არ შემშრალა გადამწვარი იჩქერიის მიწაზე!

რუსების მიერ დამონებულ ხალხებს ხომ ამოუშანთეს მშობლიური ენა, საკუთარი გვარ-სახელები და ტრადიციები? ჩვენთან კი საქართველოში აფხაზებს, ოსებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს, რუსებს საკუთარი სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები, გაზეთები, თეატრი, რადიო და ტელეგადაცემები ყოველთვის ჰქონდათ და ახლაც აქვთ.

რუსებმა საქართველოს დაპყრობის პირველ წლებშივე გააუქმეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია, გაძარცვეს და დაიტაცეს საეკლესიო თუ საერო სიმდიდრე, ქართული ენა გამოდევნეს ეკლესიიდან და ყოფაცხოვრებიდან. რუსები ხომ ქართულ ენას ძაღლის ენას ეძახდნენ! წაიკითხეთ რუსი საეკლესიო მოღვაწის ნიკოლოზ დურნოვოს ნაშრომი, საიდანაც გაიგებთ, თუ რა შავი დღე დააყარა “ერთმორწმუნე” ფსევდომართლმადიდებლურმა რუსეთმა პატარა საქართველოს.

“ერთმორწმუნე” რუსმა ხალხმა ქრისტიანობა ალკოჰოლური სასმელის სიყვარულის გამო მიიღო. ქრისტიანობამდე რუსულ ტომებში გავრცელდა მუსულმანობა, რომელიც კრძალავდა ალკოჰოლური სასმელების მიღებას, ხოლო რუსი მისი ვოდკის გარეშე ვერ იარსებებდა, ამიტომ რუსეთის მაშინდელმა მთავარმა წერილობით ბოდიში მოუხადა მუსულმანთა სასულიერო ლიდერებს და ატყობინებდა მიზეზს სარწმუნოების შეცვლისას. მიუხედავად რუსული ეკლესიის ბევრი სასიქადულო წმინდანისა, რუსული სული მაინც ფსევდომართლმადიდებლური რჩება, მისთვის უცხოა ერთმორწმუნეობრივი სოლიდარობა და თანამეგობრობა. წაიკითხეთ რუსი ფილოსოფოსის ნიკოლაი ბერდიაევის ნაშრომები და იქნებ დაინახოთ რუსის სახე. წაიკითხეთ ფრანგი მოგზაური მარკიზ დე კიუსტინის წიგნი, რომელიც ასახავს მის მოგზაურობას რუსეთში ნიკოლოზ I დროს და ნახავთ, რომ რუსეთში არაფერი არ შეცვლილა, რუსეთი კვლავ რჩება ვარიაგების, პაჭანიკების, სკვითების, მონღოლების ნარევ ჰიბრიდად. რუსეთი იგივეა მარად და მარად!

თქვენთვის შემაძრწუნებელია საქართველოს თავდასხმა “სამხრეთ ოსეთზე”? ეს მიწა ისევეა “სამხრეთ ოსეთი”, როგორც ვოლგისპირეთის – ნიგერია ან კოსტა-რიკა.

ფაშისტური – ჩვენთვის ძალიან უცხო ტერმინია, ხოლო იმპერიალისტური სულით დაავადებულთათვის კი ძალიან ნაცნობი, განა რა შეიძლება იყოს იმაზე საშინელი და საშიში, რასაც ველიკორუსული შოვინიზმი ჰქვია სახელად? საქართველოში, ევროპისა და რუსეთისაგან განსხვავებით არასდროს ყოფილა გეტოები, საკონცენტრაციო ბანაკები, ადამიანთა საცდელი ლაბორატორიები. საქართველოში მცხოვრებ უმცირესობებს არასოდეს ვუწოდებდით “ჩუჟებს”, “ჟიდებს”. საქართველო ყოველთვის თავდაცვით ომებს აწარმოებდა და საკუთარი მიწიდან არ წასულა ქართველი სხვისი მიწების დასაპყრობად და გადასაწვავად. ოთხასი წელიწადი არც ინდოეთის მიწაზე გვითარეშია, არც ერთ ღამეში გაგვიწყვეტია მილიონნახევარი უმცირესობა! არც ბართლომეს ღამეები, არც ინკვიზიცია, არც ჯვაროსნული ომები ახსოვს ქართველს! არც სასულიერო პირებით გავსებული გემები ჩაუძირავს ქართველს შუა ზღვაში! ეს მხოლოდ სხვისგან დაუნახავს, სხვისგან სმენია! იმიტომ რომ, ასეთი სიმხეცე სხვებისგან განსხვავებით ჩვენს სულში არ არის!

ჩვენ ვშრომობდით, ცალ ხელში სახნისი გვეჭირა და ცალ ხელში ხმალი მომხდურთაგან დასაცავად. ჩვენ უფლის სახლებს ვაგებდით, საქართველოს მიწა გადაჭედილი იყო ეკლესია მონასტრებით, რომლებიც მომხდურების მიერ ინგრეოდა და ნადგურდებოდა (საქართველოს მთიანეთში ერთ პატარა სოფელში 67 ეკლესია დღესაც არის შემორჩენილი), ვეფხისტყაოსანს ვწერდით და ვქმნიდით ჩვენს საკუთარ პოლიფონიურ სიმღერებსა და ცეცხლოვან ცეკვებს, რომლის ბადალი დედამიწის ზურგზე არც არვის შეუქმნია აქამომდეს! ჩვენ ასე ვმღეროდით “თათარიც ჩემი ძმააო” და კიდევ “კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცეო”. თქვენ კი ცილს გვწამებთ – არატოლერანტები ხართო!

ჩვენ დღეს ჩვენი სამშობლოს დაცვისთვის, ჩვენი სამშობლოს სიყვარულისთვის ვისჯებით, ჩვენი სამშობლო ჩვენთვის ყველაფერია. ჩვენი ტრაგედია ჩვენივე მართლაც ზღვარგადასული ტოლერანტობაა, უხსოვარი დროიდან ჩვენი კარები ყოველთვის ღია იყო ათასი გაჭირვებულისთვის, დევნილისთვის, ბოგანოსა და მათხოვარისთვის, ბევრმა სიკეთე უკუღმა შემოგვიბრუნა და დღევანდელივით ლახვარი ჩაგვცა გულში. მაგრამ ჩვენ სიკეთეს ღმერთს ვუკეთებდით ყოველთვის, აკი ამბობს ქართული ანდაზა “სტუმარი ღვთისაა”-ო. კარსმომდგარი სტუმარი ჩვენთვის მიწაზე მოსიარულე ღმერთი იყო, ამიტომაც ვეგებებოდით ფეხქვეშ, ამასაც ხედავს ღმერთი და ამიტომაც ვუძლებთ ამდენ ქარტეხილებს, მტრად მოსულ უცხო თესლს, რომელსაც მუდამ ჰქონდა საშუალება ბედნიერად ეცხოვრა საქართველოში, მაგრამ მათ საქართველო უქართველებოდ მოინდომეს და ამიტომ ჩაგვაგდეს შავ დღეში.

სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობამ ნებით თუ უნებლიეთ ჯერ საქართველოს უძრავი ქონების აბსოლუტური უმრავლესობა ჩაუგდო რუსეთს ხელში, ეხლა კიდევ სამაჩაბლო და აფხაზეთი. ჩვენი ქონება და ჩვენი მიწა ჩვენივე სატირალია და ღმერთის შეწევნით დღეს თუ ხვალ დავიბრუნებთ აუცილებლად!!!

 

http://iberiana.webs.com/szgp.htm

 

4 Responses to “• ჩვენი ტრაგედია ზღვარგადასული ტოლერანტობაა”

  1. ტოლერანტობა თუ სამშობლოს ღალატი?

    რას ეძახით ტოლერანტობას? ოსები და აფსუები რომ დავასახლეთ ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყულ მიწებზე და იმათმა იმ მიწბიდან გამოგვყარეს და გენოციდი მოგვიწყეს? თბილისელი ოსები რომ ფულს უგროვებდნენ ექსტრემისტებს? თბილისელი სომხები აგრესორ სომხურ ჯარში ეწერებოდნენ 1918 წელს- შემდეგ ბაგრამიანის ბატალიონი შექმნეს და ქართველების გენოციდი მოაწყეს, დღესაც მსოფლიომაშტაბით გვებრძვიან და ერთისული აქვთ როდის შეძლებენ აღმოსავლეთ საქართველოს სრულ მიტაცებას და ქართველების ამოხოცვას. ევროპაში მყოფი თბილისელი სომხები სიხარულით აღარ იყვნენ აგვისტოს “მოის” დროს- გაწყვიტეს ქართველებიო. იგივე განწყობა აქვთ თათრებსაც და ჯავახეთის არ იყოს ქვემო ქართლ აზერბაიჯანის ნაწილად თვლიან და ადგილობრივი ქართველები დევნას განიცდიან მათგან. ჩვენ კი ტოლერანტობით ვიამაყოთ მათ მიმართ? იმდროს როცა ერთმანეთს არ ვინდობთ და ერთმანეთის მიმართა ტოლერანტობა ნულის დონეზეა. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით: რომელიმე ევროპის სახელმწიფოში ამის მეათები რომ ჩაედინად ოსებს, აფსუებს და სომხებს მათი სახსენებელი არ იარსებებდა ევროპაში. მაგალითები: იტალიაში გადაცმულმა პოლიციელებმა და სკინხედებმა არაერთხელ გადაწვეს ციგნების, ალბანელების, რუმინელების და სხვათა დროებითი საცხოვრებლები და ბევრი ცოცხლად დაიწვა-გასამართლებული არავინაა. არაერთხელ ჩაძირეს ლტოლვილებით სასვე გემები. მსგავსი სიტვაციაა სხვა ქვეყნებშიც. საფრანგეში, რომელსაც ყველაზე დიდი ტოლერანტის იმიჯი აქვს, ციხეები გაავსეს ბასკებით და კორსიკელებით როცა მათ თავისუფლებაზე წაიოცნებეს. არაბ-ზანგთა გამოსვლების დროს უკლებლივ სუყველას ციხეებში უკრეს თავი -ზოგს მოქალაქეობა ჩამოართვეს და სფრანგეთიდან გააძესვეს. ევროპიდან ყოველწლიურად ასიათასობით ემიგრანტს ადეპორტებენ. მხოლოდ საქართველოშია მოსახლეობის თითქმის ნახევარი უცხოტომელი -თან ის ეთნიკური გჯუფები რომლებიც საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოს და უკიდურესად მტრულად არიან განწყობილნი ქართველთა მიმართ. საქართველოში სწორედ ქართველია დაჩაგრული და დისკრიმინირებული ყველაზე მეტად. ეს ტოლერანტობა კიარ მოყვასის სიძულვილი და მტრის სიყვარულია. მიმიფურთხებია იმ ქართველისთვის ვინც ასეთი “ტოლერანტობით” ამაყობს. ეს ქართველთმმუსვრელი შევარდნაძე-სააკიანის და მათი დამქაშების თავსმოხვეული “ტოლერანტობაა”- სინამდვილეში კი სამშობლოს ღალატი.

    Like

    • rabi said

      სხვათა შორის თვენნაირად რომ ვიმსჯელოთ სააკიანი ალასანიას გაზრდილია!?ამაზე რას მეტყვით ! გვარების ჩამოთვლა ხომ არ გაგვეგრძელებინა ბაკურ მოგოშია !?

      Like

  2. გიორგია said

    ერთი პატრიოტი ქართველი გამოჩნდა და გამიხარდა(ბაკურ მორგოშია) და ეგრევე მეორე კომენტარი მოჰყვა ამას მოღალატე ქართველისგან რომელმაც ფაქტი ვერსად დამალა და უაზრო კითხვა დასვა რომელიც რა შუაში იყო თემასთან ვერ გავიგე ვერანაირად.

    სახელი როგორი აქვს მერე. rabi. раб- რაბ რუსულად ნიშნავს მონას.

    Like

  3. a.s said

    ამ ვიღაც რაბს, თავი აკადემიკოსად მოაქვს და აზროვვნება რაბიული, მონური აქვს.

    Like

დატოვე კომენტარი