Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

რატომ აფსუა და არა აფხაზი?

  ♥ აფხაზეთი – Abkhazia 

     

ავთანდილ სონღულაშვილი

აფხაზი თუ აფსუა?

     

   დასაწყისი

რატომ აფსუა და არა აფხაზი?

 

გეოგრაფიულ სახელწოდებათა დიდი სტაბილურობის შესახებ ჯერ კიდევ XIX საუკუნეში რუსი ისტორიკოსი და ეთნოგრაფი ნიკოლოზ ივანეს ძე ნადეჟდინი (1804-1856 წწ.) მიუთითებდა. მისი სიტყვით, “ტოპონიმიკა ეს “მიწის” ენაა, ხოლო მიწა წიგნია, რომელშიც კაცობრიობის ისტორია გეოგრაფიული ნომენკლატურითაა ჩაწერილი”. “მიწის ენა” ეხმარება ისტორიკოსს მრავალი საკითხის (ხალხთა მიგრაციების, დასახლებათა წარმოქმნა და სხვ.) გარკვევაში.  

გეოგრაფიულ სახელებს ასევე “მიწის ენას” უწოდებდა პროფ. ი. ფილევიჩიც. რუსეთის ძველი ისტორიის გადმოცემისას იგი მოითხოვდა განსაკუთრებული სიფრთხილითა და სიყვარულით მოკიდებოდნენ ძველ გეოგრაფიულ სახელებს. “მიწის ენა”, _ წერდა იგი, _ ზოგჯერ უფრო მეტს გვეუბნებოდა, ვიდრე თვით ხალხი თავისი ისტორიის შესახებ… “მიწის ენა” არ ექვემდებარება ფალსიფიკაციას, მასში ვერაფერს გააყალბებ, ვერაფერს შეთხზავ1.  

დავუშვათ, რომ უძველეს დროშივე “აფხაზები” თავის თავს “აფსუებს” უწოდებდნენ, თავის მხარეს კი აფსნის, როგორც ეს ახლაა. მაშინ რატომ გავრცელდებოდა ანტიკურ სამყაროში სახელწოდება აფხაზი _ აბაზგი და არა აფსუა _ აფსნი?2  

თანამედროვე აფხაზი აფსუებისა და სადაურობის გარკვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გამოჩენილი რომაელი მწერლის, მეცნიერისა და სახელმწიფო მოხელის პლინიუსის (უფროსის 24-79 წწ.) თხზულებაში (“ბუნების ისტორია” 37 წიგნად) დაცულ ცნობებს აბსოების (ABZOE) შესახებ. ჩვენთვის ცნობილი პლინიუსი პირველი ავტორია, რომელიც აბსოებს და მათ ადგილსამყოფელს აფიქსირებს კასპიის ზღვის ჩრდილოდასავლეთ სანაპიროზე მდ. ვოლგის შესართავთან _ მარჯვენა მხარეზე (აწინდელი ასტრახანის მიმდებარე ტერიტორიაზე)3.  

ენათმეცნიერმა თ. გვანცელაძემ მიაკვლია რუკას, რომელიც 1561 წელსაა შედგენილი იტალიელი კარტოგრაფი ჯაკოპო გასტალდის მიერ, ამ რუკით დადგინდა, რომ XVI საუკუნეში აფსუები ცხოვრობდნენ მდ. ყუბანის შუა წელში, რომელთა ქვეყანას კარტოგრაფი “ABSVAS PEG”ს უწოდებს, აქვე მდ. ყუბანის მარცხენა შენაკადთან, ამავე კარტოგრაფს მონიშნული აქვს დაბაქალაქი “ACUA” (ქალაქ სოხუმის ამჟამინდელი აფსუური სახელწოდება). საყურადღებოა ისიც, რომ აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთი ამ რუკაზე აღნიშნულია, როგორც სამეგრელოს ოლქი (რეგიონი), ხოლო ამჟამინდელ აფხაზეთს საერთოდ არა აქვს სახელი.  

როგორც ჩანს, სხვა მონაცემებთან ერთად, ეს რუკაც ცხადყოფს, რომ აფსუების ძირითადი მასა, XVI საუკუნეში ჯერ კიდევ, ყუბანისპირეთში ცხოვრობდა და შემდეგ გადმოადგილდნენ ისინი ყუბანის სათავეებში და იქიდან აფხაზეთში ჩამოსახლდნენ3.  

მნიშვნელოვანია, რომ სოხუმი (ცხუმი), რომელიც თავადვე იყო თავისივე სახელწოდების საერისთავოს ცენტრი, და, მხოლოდ XVIII საუკუნის მიწურულს იქცა აფხაზების (აფსუების), შარვაშიძეობა მიღებული მთავრების რეზიდენციად4.  

აფსუათა “აფხაზებად” სახელდება ერთეული შემთხვევა არ არის. მსგავსი მოვლენა ხშირია მსოფლიო ისტორიაში. მაგალითად, არაბები ეგვიპტეში დასახლების შედეგად დღეს ეგვიპტელებად იწოდებიან, სლავები მაკედონიაში _ მაკედონელებად, ევროპელები _ ინგლისელები, ფრანგები, ესპანელები, პროტუგალიელები და სხვ. ამერიკის სხვადასხვა ქვეყანაში დასახლების შედეგად დღეს იწოდებიან: ამერიკელებად, მექსიკელებად, ბრაზილიელებად, ურუგვაელებად. აქ მნიშვნელობა არა აქვს ამ ქვეყნების სახელწოდებანი ძველია თუ გვიანი ხანის; მთავარია ადრე თუ გვიან აქ მოსულდასახლებული ხალხები ამ ქვეყნების სახელწოდებას რომ უწოდებენ თავიანთ თავს5.  

აფხაზები აფსუებად პირველად რუსმა გენერალმა, როზენმა მოიხსენია. ორი სხვდასხვა წარმომავლობის ხალხის ასეთი გაიგივება, ცხადაია, რუსეთის იმპერიის ინტერესებში შედიოდა. შემდგომ კი, კომუნისტური წნეხის ქვეშ მყოფმა ქართველმა კომუნისტებმა სიმართლის თქმა ვერ გაბედეს6.  

გასაკვირია აფსუა ისტორიკოსებისა და, საერთოდ, აფსუა ინტელიგენციის თავგადაკლული მისწრაფება იქითკენ, როგორმე მოატყუონ, გააბოროტონ, გააღიზიანონ და ძმათა მოსაკლავად მახვილი ააღებინონ უბრალო, გაუცნობიერებელ პატიოსან თვისტომთ. უმალავენ რა ნამდვილ ისტორიულ ვითარებას, უაპელაციოდ უმტკიცებენ ხალხს, რომ ტერიტორია, რომელზეც ამჯერად სახლობენ აფსუები, დასაბამიდანვე მათი მიწა იყო (თუმცა ამ მიწას არავინ ედავება), ხოლო იმ ეჭვს, თუ რატომ ლაპარაკობენ ადიღეურად, უფანტავენ ყოვლად მტკნარი სიცრუით: თითქოს ორი საუკუნის წინ აფსუათა ნაწილი აფხაზეთიდან ადიღეს მხარეში “ასახლებულა”, ადგილობრივი მცხოვრებნი გაუადიღელებიათ ანუ გაუაფსუებიათ და თავის ენაზე, რჯულზე, ადათწესზე მოუქცევიათ. ე. ი. აფსუები ადიღედან ჩამოსულები კი არ არიან, როგორც ქართველი მეცნიერები ამტკიცებენ, პირიქით, თურმე მათი შტო ასულა ადიღეში7.  

თვითონ აბაზების მტკიცებით, რაც აკადემიკოსმა ს. ჯანაშიამ დაადასტურა ჯერ კიდევ 1929 წლის მაისში, აბაზა და აფსუა ერთი და იგივეა, უფრო ზუსტად, აფსუა ერთი აბაზურ ტომთაგანია, რომელთა საერთო სახელია აბაზა8.  

XVIII საუკუნის გერმანელი მოგზაური ქრისტიანრუდოლფ ელიხი, იგივე იაკობ რაინეგსი 1778-1781 წლებში იმყოფებოდა ერეკლე მეორეს კარზე. იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მეტად ღირებულია მისი ცნობები აფსუააფხაზების შესახებ. რაინეგსი აღნიშნავს, რომ “აფხაზები” თავის ქვეყანას აბაზას უწოდებენ3. “ჩერქეზები და სხვა მეზობლები მას უწოდებენ ავაზს და აუაზს. ხალხი კი, რომელიც ყუბანზე აბაზეხის სახელითაა ცნობილი თავის თავს თვლის აფხაზებისაგან დიდი ხნის წინ გამოყოფილ ახალშენად და მათ ქვეყანას უწოდებს დიდ აბაზას, თავის საკუთარ საცხოვრებელს კი მცირე აბაზას”10.  

შაფსუღებში ყოფნისას ს. ჯანაშიამ ყურადღება მიაქცია “აფხაზებთან” მათ მსგავსებას ანთროპოლოგიური და ეთნოგრაფიული ნიშნების მიხედვით. სოფელ აფიფსიფის დათვალიერების შემდეგ მიღებულ შთაბეჭდილებებს მკვლევარი ასე გადმოგვცემს: “დაუსვენებლივ გავემართეთ სოფლის ყრილობაზე აქ ნანახი ტიპები პირწავარდნილი აფხაზებია. მე მეგონა, რომ ზოგიერთს ჩემს სოფლელს ვხედავმეთქი. უმრავლესობას წვერი მოპარსული აქვს, მოხუცები კი ატარებენო, მითხრეს. პრონონსი მთლად აფხაზური. თავს ახურავთ ბოხოხი (დაბალი) ან ჰაჯის თავსაბურავი რამდენსამე”11.  

ს. ჯანაშია მსგავსებას ხედავს შაფსუღურსა და აფხაზურ სოფელს შორისაც. მისი დაკვირვებით შაფსუღური სოფელი, როგორც დასახლების ერთეული, მისი ძირითადი ატრიბუტებით (ორღობეებით, სამეურნეო ნააგებობებით, ჭებით…) ისეთივეა, როგორც, აფხაზური სოფელი12.  

XIX საუკუნის 20-იანი წლების პირველ ნახევარში აფხაზეთში მყოფი გერმანელი მოგზაური ედუარდ აიხვალდი შემდეგნაირად აღწერს აფსუას გარეგნობას: “აფხაზთა სახის წყობა გამოირჩევა ჩერქეზთაგან; მათი ნაკვთები ნაკლებ სწორია; სახის ფერი მოშავოყავისფერი, თმები შავი, ტანი ხმელი, საშუალო სიმაღლის, მაგრამ მოყვანილი. ისინი შეჩვეული არიან სიველურეს, არიან უხეშნი, უნდონი და შურისმაძიებლები. მოსისხლე მტრები არიან მეზობელი მთის ხალხების. არ აქვთ კანონები, არ ეშინიათ თავისი ბატონების და მხოლოდ თავის იარაღს ენდობიან, რომელსაც არასდროს არ იშორებენ. ამავე დროს ისინი, მსგავსად მთის სხვა ხალხებისა, სტუმართმოყვარე და მორწმუნეები არიან. ისინი ჩერქეზებივით იცვამენ”13.  

როგორც აკად. გ. ჩიტაია ბრძანებდა “იმას, რაც ხალხის მეხსიერებამ შემოინახა და თაობიდან თაობას გადასცა, ვერავითარი დოკუმენტი ვერ შეედრება. ხალხის მეხსიერება არის ყველაზე სანდო წყარო ისტორიული კანონზომიერების ასახსნელად”14.  

გვარსახელების ანალიზს მხარს უჭერს “აფხაზური” ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის მონაცემებიც. მაგალითად, აფხაზი ფოლკლორისტის ს. ზუხბას სიტყვით, “…ერთგვარი გადმოცემები, რომლებშიც მოთხრობილია, თუ როგორ გადმოსახლდნენ ოდესღაც ჩრდილოეთ კავკასიიდან ან სოჩის ახლომდებარე მიწებიდან წინაპრები, აქვთ ავიძბებს, ზუხბებს, კვიწინიებს, აშვბებს, ბგანბებს, ანუებს და სხვა გვარის წარმომადგენლებს. სოფელ კვიტოულში გვიან მოსულებად მიიჩნევიან საძბას, ჰაშბას, აგრბას წარმომადგენლები. სოფელ ჯგერდაში გვიან არიან მოსულები ავიძბები და სხვ.”15  

საგულისხმოა, რომ აფხაზურ (აფსუურ) ფოლკლორში საქართველოს სხვა კუთხეთა ფოლკლორისაგან განსხვავებით, არავითარი კვალი არ ჩანს თამარ მეფის, სხვა ქართველი მეფეების. არც “აფხაზთა” სამეფოს შემქნელის ლეონ II-ს, ან აფხაზთა სამეფოს რომელიმე მეფეს დაუტოვებია კვალი აფხაზურ ფოლკლორში. აქ სულ სხვა სამყაროა. სულ სხვა ცხოვრებისა და ყოფის რეალიებია, რაც გასაოცარი სულაც არ არის. თვალშისაცემია, რომ აფხაზური ფოლკლორული მასალები გვიანი შუასაკუნეების ისტორიის ანარეკლია მეტწილად (ისტორიულჰეროიკული სიმღერები და თქმულებები), ან შორეული წარსულისა (ნართები, აირგის სიმღერა, აჟვერიფშაა და სხვ.). უფრო სწორად, ისინი, მთის ტომთა პრიმიტიული ყოფისა და რწმენაწარმოდგენების ამსახველია16.  

აფხაზეთის ტერიტორიაზე უძველესი _ ანტიკური და ადრე შუასაუკუნეების ტოპონიმები ყველა ქართულია. დღევანდელი აფხაზეთის არც ერთი ტოპონიმი არ განეკუთვნება აფსუაადიღეურ ენობრივ სამყაროს. ეს კი შემთხვევითი არაა, ეს იმას მოწმობს, რომ დღევანდელი აფსუები გვიან არიან მოსული ქართულკოლხურ ქვეყანაში _ დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე. ასე რომ არა, მაშინ ისინი ერთ თავის ტოპონიმს მაინც დატოვებდნენ აფხაზეთში ანტიკურ და ადრე შუა საუკუნეების ხანაში. ამა თუ იმ ტერიტორიის უძველესი ტოპონიმიკა კი, ეს არის არქაულ ეპოქაში აქ მცხოვრები ეთნოსის ენობრივი ანაბეჭდები. ეს კიდევ ერთხელ იმას მოწმობს, რომ დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე უძველესი მკვიდრი _ აბორიგენი მოსახლეობა მხოლოდ ქართულკოლხური ტომები იყო161.  

რა ტოპონიმები უნდა შეექმნათ აფსუებს, როცა მათი სალაპარაკო ლექსიკის ძირითადი ბაზა ქართული სიტყვებისაგან შეიქმნა. მაგალითად, ადგილი _ ადგილ, ატამი _ ატამა, კალათა _ აკალათა, ბორბალი _ აბორბალ, ხერხი _ ახიარხ, მიზეზი _ ამიზეზ, კუთხე _ აკუთხვ, სახე _ ასახია, ქერი _ აქიარ, კიბე _ აკიაბ, გემო _ აგიამა და სხვ.17  

აფსუა ქართველს აქართუას უწოდებს, ქართველებს _ აქართქუას, საქართველოს _ ქირთილას. როგორც ვხედავთ, აფსუასათვის ჩვენი სამშობლოს სახელწოდება ემთხვევა თვით ქართველების საკუთარ სახელწოდებას _ საქართველო, ქართველი, ქართველები. აი, ამ ქართული სახელწოდებების აფსუური ფორმაა ქირთილა, აქართუა, აქართქუა18.  

აფსუას საქართველოსთვის ქირთილა შეეძლო დაერქმია მხოლოდ XV საუკუნიდან, როცა ისინი ჩერქეზთა სხვა ტომებთან ერთად კავკასიის მთებს შეეხიზნენ, ხოლო ნაწილი საქართველოს შემოეხიზნა. ამ დროს აფსუამ მეგრელისაგან ისწავლა ქართველისა და საქართველოს სახელწოდება19. პარალელურად, უშუალოდ ქართული ენიდან აღნიშნულ ძირთა სესხება უნდა მომხდარიყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქართულმა ენამ განიმტკიცა პოზიციები მთელ საქართველოში და გავრცელდა როგორც კულტურისა და ღვთისმსახურების ენა ჩრდილოეთ კავკასიაშიც (შდრ. დიდი რაოდენობით გამოვლენილი ქართული ლექსიკა დაღესტნის ენებში, ნახურში, ოსურში, ყარაჩაულბალყარულში, ჩერქეზულსა და უბიხურში, აგრეთვე ქართული წარწერები ჩრდილოეთ კავკასიის მრავალ რეგიონში გამოვლენილ ეკლესიებზე)20.  

“აფხაზურში” აფრა ქართული ენიდანაა ნასესხები, ისე როგორც ქართული ნავის _ ნიშის დამკვიდრება “აფხაზურ” ენაში მოხდა “ანიშის”, “ღუზის” (ხუ, ღუ), “ახუ”, “აღუზის”, “ზღვის” _ “აზღვა” _ სახელწოდებით და ა. შ. რუსული “лодка” და აფხაზური “алодка”, “шхуна” ინგლისურიდანაა რუსულში შესული _ “ашхуна”, “море” _ “аморе” და სხვა მრავალი საზღვაო ტერმინი და თევზების სახელები აფხაზურში უცხოური ენებიდან და განსაკუთრებით კი, ქართულიდანაა შესული, რაც საყოველთაოდაა ცნობილი. და საერთოდ დადგენილია, რომ აფხაზურში ნაოსნობამეთევზეობასთან (და სხვა რიგისაც) დაკავშირებული ტერმინოლოგიის უდიდესი ნაწილი ქართველური ენებიდანაა შესული და აფხაზური ვარიანტები მათგან არის მიღებული21.  

აფსუების სალაპარაკო ენაში მრავალი ქართული სიტყვა რომ დამკვიდრდა, არ მალავდა ე. წ. “აფხაზური ლიტერატურის” ფუძემდებელი დ. გულია 1921 წლის 15 იანვარს ე. თაყაიშვილისადმი გაგზავნილ წერილში. წერილში მოყვანილი იყო ქართულაფხაზური შესატყვისები. უფრო სწორად, ქართულიდან აფხაზურში გადასული სიტყვები:  

   

ქართულად    აფხაზურად    შენიშვნა  

კანდელი            აკანდელ              ბერძნული IX-X სს.  

საკმეველი         ასაკუმალ           უკვე იხმარება  

სარკე                    ასარკია  

ჯვარი                  აჯარ  

ქალაქი                აქალაქ  

მოწაფე                ამაწაფა  

საფარი                ასაფარ  

კალამი                აკალამ  

თავადი              ათაუად  

ორბი                   აუარბა  

გამდელი          აგანდალ  

ჭერამი                აჭარამ  

კაკალი                 აკაკან  

შაქარი                 აშაქარ                ნახსენები აქვს ეფრემ მცირეს XI საუკუნეში  

ფარდაგი             აფარდაგ           სპარსულია. შდრ. “ვეფხისტყაოსანში”.  

  

ბევრი სიტყვა შესულია მეგრულიდან:  

ქართული       მეგრული          აფხაზური  

კიტრი                კინტირი               აკინტრ  

მოლაღური      მალაღური          ამალაღურ  

კამეჩი                კამბეში                 აკამბაშ  

მხალი                ხული                     ახულ  

წებო                   ჭობი                        აჭაბ  

ობობა                 ბორბოლი             აბარბალა  

წკნელი               ჭინი                        აჭან  

ისრი (ისლი)     ესირი                    აესარ  

მაკრატელი       მარკატელ             ამაკრატალი  

გოგო                   ძღაბი                      აძღაბ22 

ამ ლექსიკის პატრონის შ. ინალიფას “აღმოჩენით”, შეიარაღებას აფხაზურად თურმე “აბჯარი” ეწოდება. ეს სიტყვა “აფხაზურიდან” საქართველოშიც გავრცელებულა, სადაც შეიარაღების აღსანიშნავად გამოიყენებოდა23.  

სულხან-საბას განმარტებით, “აბჯარი” ეს ზოგადი სახელი არს ყოველთა საჭურველთა და უფროსად საცვამთა ჯაჭვთა”24. გამოჩენილი ქართველი მეცნიერის დავით ჩუბინაშვილის მიხედვით, “აბჯარი” (არაბულად ჭებე) სამხედრო საჭურველი, საომარი იარაღი ან ტანზედ ჩასაცმელი ჯაჭვია”25, რაც არაბების ზეგავლენით შემოვიდა. ან იქნებ აფსუებმა ასწავლეს არაბებს და შემდეგ მათ გააცნეს VII საუკუნეში სხვა ხალხებს?  

ისეთი ძველი ისტორიის ხალხს, რომლებიც თურმე აფსუააფხაზებია, XVII-XIX საუკუნეებში აღარც კი სცოდნიათ თავიანთი წარმომავლობა. XVII საუკუნის ავტორი არქანჯელო ლამბერტი აფხაზებს აბაშებთან აიგივებს. მისივე ცნობით თურქები აფხაზებს აბასად მოიხსენიებენ26. XVIII საუკუნის მოგზაური რაინეგსი შემდეგს აღნიშნავს: “თვით აფხაზთა შეხედულებები თავიანთი წარმომავლობის შესახებ სხვადასხვაა. ერთნი თავის წარმომავლობას არმენიელებიდან თვლიან, მეორენი კი ამის საპირისპიროდ ამტკიცებენ, რომ მათი წინაპრები ეგვიპტიდან მოსულან. როგორც მათ სურთ ისე იყოს, მაგრამ ორივე ხალხი, როგორც დიდი, ისე მცირე აბაზასი ლაპარაკობს ერთი ენის განსხვავებულ დიალექტზე და აქვთ ერთნაირი ჩვევები. სომხურ ენასთან არავითარი მსგავსება არ აქვთ;  ის უფრო ჩერქეზული ენის დიალექტს უნდა წარმოადგენდეს”27.  

აიხვალდის მოგზაურობის დროსაც აფსუები თავისთავს “თვლიდნენ ძველი ეგვიპტელების ან უკეთ აბისინიელების შთამომავლად; რადგან თავის თავს უწოდებენ ამენეს; სხვები კი საპირისპიროდ ფიქრობენ, რომ ისინი სომეხთაგან წარმოსდგებიან”28.  

1830 წელს ბარონმა აშმა დააფიქსირა ლეგენდა აფხაზების აფრიკული წარმოშობის შესახებ. “თვითონ აფხაზები _ წერდა აში _ არ იზიარებენ წარმოშობის შესახებ გადმოცემას: ზოგიერთები თვლიან, რომ ისინი სომხების შთამომავლები არიან, მეორენი ამტკიცებენ, რომ მათი წინაპრები იყვნენ ეგვიპტიდან ან შეიძლება აბისინიიდან. თავად საკუთარ თავს აფხაზები აბსნეს უწოდებენ”29.  

XVII საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში იმყოფებოდა დომინიკანელი მისიონერი ჯოვანი ჯულიანო და ლუკა, რომელიც აღნიშნავს, რომ აფხაზების “ცხოვრების წესი ისეთივეა, როგორც ჩერქეზების… იცვამენ ჩერქეზების მსგავსად”30 (ხაზგასმა ჩემია _ ა. ს.). მიაქციეთ ყურადღება: ეს ხალხი რომ ისტორიული აფხაზები ყოფილიყვნენ და არა იმ ხანებში ჩამოსახლებული, რატომ უნდა ყოფილიყო მათი ცხოვრების წესი იდენტური ჩერქეზებთან? ხაზგასასმელია, რომ ლუკა აფხაზეთში ჩამოსვლამდე ჩერქეზებში იმყოფებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში და სათანადოდ გაეცნო მათ ცხოვრებას. მისიონერი შემდეგ განაგრძობს: აფხაზებს “არა აქვთ არავითარი დაწერილი კანონები და დამწერლობის გამოყენებაც არ იციან. რწმენით ისინი ქრისტიანები არიან, რაიმე ქრისტიანული წესჩვეულების შესრულების გარეშე. ბევრი ჯვარი ვნახე ამ ქვეყანაში”31.  

რომელ მართლმადიდებლობაზე შეიძლებოდა ლაპარაკი გადამთიელ აფსუა “მოძმეების” მხრიდან, რომელთათვისაც ნამდვილად უცხო იყო აქაური ქართული ქრისტიანული ცივილიზაცია, (XVII ს. 70-იანი წლები) დასავლეთ საქართველოში მყოფი იერუსალიმის პატრიარქის დოსითეოსის თქმით, ნაცარტუტად აქციეს “მოქვი, ზუგდიდი და მთელი ქვეყანა დიოსკურიიდან ჰიპიუსამდე”32.  

აკად. გიულდენშტედტის დასკვნით “აბაზური” (აფსუური) და ჩერქეზული ერთი დედაენისაგან არის წარმომდგარი, მაგრამ ისეთ განსხვავებულ დიალექტებად იქცნენ რომ მათ შორის ნათესაობას ადამიანი ყველაფერში ვეღარ იპოვისო. ამავე დროს მას მიაჩნდა, რომ ჩერქეზებს აფხაზებს გარდა არც ერთ სხვა ერთან არავითარი ნათესაობა არ ჰქონდათ. თუმცა აფხაზები და ჩერქეზები ძირითადად ერთსადაიმავე ენას ლაპარაკობენ განსხვავებული დიალექტით33.  

ეჭვს არ იწვევს დღევანდელი აფხაზების ანუ აფსუების ენობრივი ნათესაობა ჩრდილოკავკასიელებთან, მათ შორის ჩერქეზებთან. “ენათა ერთობა კი, როგორც წესი, მიუთითებს წინაპართა ერთობაზეც”34. ჩერქეზებთან ნათესაობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ჩერქეზეთში არის სოფელი აფსუა35.  

საერთოდ, “თურქები ეთნონიმ “ჩერქეზის” ქვეშ საკუთრივ ჩერქეზებს გარდა, აფხაზებსაც გულისხმობდნენ”36. საინტერესოა, რომ გაზეთი “დროება” 1875 წლის 6-3ე ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში აფხაზებს ჩერქეზებად მოიხსენიებს37.  

დიდ ინტერესს იწვევს მიცვალებულის კულტი აფსუებში, “ისინი მკვდრებს, ჩრდილო კავკასიის თანამოძმეთა მსგავსად, ხის კენწეროზე კიდებენ”38. ამასთან დაკავშირებით ჯოვანი ჯულიანო და ლუკა აღნიშნავდა: აფხაზები “მიცვალებულს დებენ ხის ფუღუროში, რომელსაც კუბოდ იყენებენ, შემდეგ მიაკრავენ მას ოთხ (დაყენებულ) ბოძზე, იგი თითქმის ჰაერშია ჩამოკიდებული”39.  

ლამბერტის მონაცემებით აფხაზები “მიცვალებულებს როდი მარხავენ, არამედ ჰკიდებენ ხოლმე ხეზე შემდეგის წესით. გამოღარავენ ხის ღერს კუბოს მსგავსად, შიგ ჩასდებენ მიცვალებულს და ვაზის მაგარ ლერწებით ჩამოჰკიდებენ ხის წვერზე. ამავე ხეზე ჩამოჰკიდებენ ყველა იარაღს, რომელსაც მიცვალებული სიცოცხლეში საომრად ხმარობდა, მისი საჯდომი ცხენიც უნდა გაუგზავნოთო, ამბობენ ჭირისუფლები, რადგან საიქიოსაც ისე დასჭირდება, როგორც აქ სჭირდებოდაო, ამისათვის ცხენს გადააფარებენ აბრეშუმის ქსოვილს და იმ მინდორზე, სადაც მიცვალებულია ჩამოკიდებული, აჭენებენ იმ დრომდე, სანამ დაღლილობისაგან არ მოკვდება.  

თუ ცხენი ჩქარა მოკვდა, ამბობენ, რომ პატრონს ძლიერ ყვარებია და მალე წაიყვანაო, და თუ დიდხანს არ მოკვდა, ეს იმის ნიშანიაო, რომ პატრონს არ ყვარებია და დაიგვიანა მისი წაყვანაო”40.  

ასევე, XVII საუკუნის თურქი მოგზაური ევლია ჩელები “აფხაზების” დაკვრძალვის წესის შესახებ წერდა, რომ “აფხაზები მეტად განსხვავებულად მარხავენ თავიანთ ბეგებს. მიცვალებულებს სდებენ ხის ყუთში და მიამაგრებენ მაღალ ხის ტოტებზე. ყუთის თავსახურს მიცვალებულის თავის სწორა აქვს ნახვრეტი, რომ ბეგს შეეძლოს ცის დანახვა, როგორც ამას აფხაზები ამბობენ. ფუტკრები შედიან ყუთში და თაფლს აკეთებენ. დანიშნულ დროს ყუთს ხსნიან, თაფლს იღებენ და ყიდიან. ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ აფხაზეთში თაფლის ყიდვის დროს”41.  

დაკრძალვის ასეთი წესი აფსუებს XVIII საუკუნეშიც ჰქონიათ. მეცნიერი ბატონიშვილის სიტყვებით, აფხაზები “არა დაჰფვლენ მკვდართა თვისთა, არამედ მისითავე სამკაულ-იარაღითა და შესამოსელითა შსთადებენ კუბოთა შინა და შესდგამენ ხეთა ზედა”42.  

ამ საკითხთან დაკავშირებით იოანე ბატონიშვილი “კალმასობაში” აღნიშნავს, რომ “რომელიმე ამათ შორის წარმართნი მკვდარსა დააამარილებდნენ და მაღალს ხეზედ დასდებდნენ და მუნ სიცხისგან გახმებოდნენ მკვდარნი იგი, ვითარცა აწცა არს ჩვეულება აფხაზეთსა შინა”43.  

საინტერესოა, რომ ადიღეელები ეთაყვანებოდნენ ტყეებს, ბუჩქებს, ხეებს. ხეებს შორის გამორჩეულად მუხას სცემდნენ თაყვანს, განსაკუთრებით თუ ის მეხნაკრავი იყო. მეხი ღვთაება “შიბლეს” ხილულ გამოხატულებად ითვლებოდა. მეხით დაღუპულს კი განსაკუთრებული პატივით კრძალავდნენ. მეხით მოკლულს ფიცარნაგზე ასვენებდნენ და მას მაღალ ხეზე ჰკიდებდნენ. მის გარშემო კი სამი დღის განმავლობაში ლხინი და ცეკვასიმღერა იმართებოდა, სწირავდნენ ხარს, ცხვარს, ხორცის დიდ ნაწილს კი ღარიბებს ურიგებდნენ. ამ წესს ყოველ წელს იმეორებდნენ, სანამ გვამი მთლიანად არ გაიხრწნებოდა. მეხით მოკლული წმინდად მიაჩნდათ44.  

თითქმის ანალოგიურია მედიჩის ჩანაწერები ყუბანის აბაზებისა და “აფხაზების” შესახებ. კერძოდ, ავტორი აღნიშნავს: “მეხით მოკლულს თვლიან წამებულად, რომელსაც ღმერთის შვილი დაეცა. 7 დღე და ღამე მხიარულობენ. გარდაცვლილის ცხედარს კიდებენ ხეზე, იმ ადგილას, სადაც მეხი ჩამოვარდა. ხესთან ახლოს ცეკვავენ. 3 დღის განმავლობაში სახლში მხიარულობენ, ამის შემდეგ მიცავალებულს კრძალავენ”45.  

როგორც ჩანს ეს ტრადიცია აფსუებში გვიან პერიოდამდე შემორჩა. თედო სახოკიას დაკვირვებით, რომელმაც XIX საუკუნის ბოლოს იმოგზაურა აფხაზეთში “დიდი ხანი არ უნდა იყოს, რაც აფხაზებმა თავიანთი მიცვალებულის დასაფლავება დაიწყეს”, ე. ი. რაც გარდაცვლილებს ხეზე აღარ ჰკიდებდნენ46.  

ე. წ. “ჰაერზე დასაფლავება” მრავალ ხალხში იყო გავრცელებული და არ არის დაკავშირებული აუცილებლად მაზდეანურ რელიგიასთან. დაკრძალვის ასეთი წესი სხვა ფორმებთან ერთად გვხვდება ავსტრალიის აბორიგენებში47.  

მიცვალებულის ხეზე ჩამოკიდება და ან მისი დამარხვა მიწის ზემოთ ასევე გავრცელებული ყოფილა საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებშიც. XII საუკუნის არაბი ავტორის აბუჰამიდ-ელ-ანდალუზის მონაცემებით, ყუბაჩელების წინაპრები მიცვალებულს მაშინვე დაჭრიდნენ, ძვალსა და რბილს ერთმანეთს დააცილებდნენ, ხორცს ერთად მოაგროვებდნენ და მტაცებელ ფრინველებს აჭმევდნენ, ხოლო დასუფთავებულ ძვლებს ჩადებდნენ ტომრებში, ზედ დააწერდნენ მიცვალებულის სახელსა და გვარს და ჩამოკიდებდნენ ჭირისუფლის სახლში.  

სტრაბონის გადმოცემით, კასპები, რომლებიც ძველ დროში დაღესტანში ცხოვრობდნენ და რომლებმაც მისცეს სახელწოდება კასპიის ზღვას, მიცვალებულს გაიტანდნენ სოფლის გარეთ და იქ მიატოვებდნენ, ხოლო შორიდან თვალყურს ადევნებდნენ: თუ მიცვალებულს ფრინველი დაუწყებდა ჭამას, ასეთ მიცვალებულს ბედნიერად ჩათვლიდნენ. თუ მხეცი შეჭამდა _ უფრო ნაკლებ ბედნიერად და თუ მიცვალებულს არც ფრინველი და არც მხეცი მიეკარებოდა, მაშინ მას მეტად უბედურად თვლიდნენ.  

ტიბეტში და ბჰუტანში მცხოვრები ბუდისტები, მონღოლები და სხვანი გაიტანდნენ მიცვალებულს მინდვრად და იქ ფრინველებს და მხეცებს აჭმევდნენ. ამავე წესით მიწის ზემოთ მარხავდნენ მიცვალებულს ციმბირის ჩრდილოაღმოსავლეთ კუთხის მცხოვრები ჩუქჩები და მრავალი სხვა მიცვალებულებს ტყეში აფთრებს აჭმევდნენ. უფრო ძველ დროში კი მიცვალებულს თვით ჭირისუფლები ჭამდნენ და დარწმუნებული იყვნენ, რომ როგორც მიცვალებულის “სული”, აგრეთვე მიცვალებულის კარგი თვისებები მათზე გადმოვიდოდა. ამავე რწმენით ზოგიერთ შემთხვევაში ავსტრალიელი ქალი თავისი მკვდარი შვილის ხორცს თვითონ ჭამდა, ძვლებს ღებავდა და თან ატარებდა.  

ფარსებიც მიწის ზემოთ (ჰაერზე) ასაფლავებენ მიცვალებულებს, რომლებისთვის სპეციალურად აშენებენ უთავსახურო, რომაული ცირკის მაგვარ შენობას. ამ უკანასკნელს ეძახიან დაკხმას ანუ “სახლს დადუმებულთათვის” და აკეთებენ საცხოვრებელი ბინების მოშორებით, მეტად მწირ ადგილზე. დაკხმას შიგნითა კედლებზე ისეთნაირად მიამაგრებენ მიცვალებულებს, რომ ფრინველებს თავისუფლად შეეძლოთ მათი ხორცის ჭამა, ხოლო ძვლების წაღება კი არა48  

პოლარულ ნაწილში მცხოვრები კელტები საფლავს აგებდნენ მიწიდან ორი მეტრის სიმაღლეზე. კუბოს აკეთებდნენ მსხვილი კედარის მორებისაგან, რაც ამავე დროს უფრო მეტად სამხრეთულ ტრადიციას წააგავს, ვიდრე ჩრდილოეთისას49.  

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კელტებში ბავშვს წლამდე (უფრო ზუსტად კბილების ამოსვლამდე) სახელს არ არქმევდნენ. გარდაცვალების შემთხვევაში მიცვალებულს კრძალავენ ხეზე და არა მიწაში50.  

როგორც ცნობილია, ჩვ. წ. აღრიცხვამდე III საუკუნის ავტორი აპოლონიოს როდოსელი “არგონავტიკაში” გვაწვდის საინტერესო ცნობებს კოლხების ადათწესებზე. განსაკუთრებით საინტერესოა დაკრძალვასთან დაკავშირებული ცნობა. მისი გადმოცემით კოლხეთში, მიცვალებულ მამაკაცთა გვამებს ნიშნად პატივისა ხეებზე ჰკიდებდნენ გასახმობად, ქალებს კი მიწას აბარებდნენ51. ამასთან დაკავშირებით ნიმფოდორეც მიუთითებს. კერძოდ, “კოლხებს წესად არ ჰქონდათ მამაკაცთა გვამების დაწვა ან დამარხვა; მამაკაცთა გვამებს გამოუქნელ ტყავებში ახვევდნენ და ხეებზე ჰკიდებდნენ, დედაკაცთა გვამებს კი მიწას აბარებდნენ”52.  

არგონავტები, როდესაც კირკეონად წოდებულ ველზე შეჩერდნენ, _ აღნიშნავს როდოსელი _  

“უხვად იხილეს ძეწნა, ტარიფი _ გაშლილ ველზე და მდინარის პირას.  

მაღლა ტოტებზე თოკით მიკრული იყო გვამები მიცვალებულთა.  

კოლხებს დღესაც კი თავზარსა სცემთ და ცოდვად მიუჩანთ გვამების დაწვა, არც შავ მიწაში მარხავენ კაცსა, რომ ზედ ყორღანი აღმართონ მერე, _ ჯერ გაახვევენ ახლად დაკლული ხარის მოუქნელ ტყავში გვამსა და მერე ჰკიდებენ მაღლა ხეებზე, მყუდრო ჭალებში, ქალაქგარეთა. მაგრამ ჰაერის კიდეგან მიწაც იღებს თანაბრად იქ თავის წილსა, რადგანაც ქალებს, რომ მოკვდებიან, მიწის წიაღში აძლევენ ბინას.  

ასეთი არის იმ ქვეყანაში მიცავალებულთა დაკრძალვის წესი53.  

სქოლასტის ჩვენებით, აპოლონიოს როდოსელი ეთნოგრაფიულ ფაქტს კოლხთა პანთეონიდან ნიმფოდორეს თხზულებაში გასცნობია. ნიმფოდორე ალექსანდრიული ხანის მოღვაწე იყო; მიაკუთვნებდნენ თხზულებას “უცხოთა ზნეჩვეულებების შესახებ”. ზუსტი ცნობები ნიმფოდორეზე არ მოიპოვება54.  

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ივ. ჯავახიშვილი მიუთითებს: “უეჭველია ეს ცნობა იმას ამტკიცებს, რომ კოლხები მაზდეიანობის მოძღვრების აღმსარებელნი ყოფილან, იმიტომ რომ მხოლოდ ამ სარწმუნოებაშია აკრძალული ადამიანის გვამის მიწაში დასაფლავება. მხოლოდ იქ არის აკრძალული ადამიანის გვამის ცეცხლით დაწვაც იმიტომ, რომ ცეცხლი წმინდა სტიქიონად ითვლებოდა და არარა უწმინდური მას არ უნდა შეჰხებოდა”55.  

არქეოლოგიური მონაცემებით დღეისთვის საფუძვლიანად არის შესწავლილი ძველი კოლხური კულტურა, რომლის გათვალისწინებით ძნელია ამტკიცო აღნიშნულ ეპოქაში მაზდეანური რელიგიის არსებობა.  

ზოგიერთი ავტორი ამ მოვლენას “აფხაზებისა” და კოლხების სიახლოვით ხსნის56. სამეცნიერო ლიტერატურაში არის შეხედულება, რომ “ხეზე დამარხვის წესი კიდევ ერთხელ ადასტურებს გავრცელებულ აზრს საქართველოში ხის კულტის არსებობის შესახებ. ქართველებს ხეები ღვთაებად მიაჩნდათ. აფხაზებს ეს რწმენა ბოლო დრომდე ჰქონდათ დაცული და დიდი მოწიწებით სცემდნენ თაყვანს ხეებს57.  

გამოდის, რომ ხის თაყვანისცემა მიცვალებულის ხეზე დაკიდებით აიხსნება. მრავალ ხალხში იყო და არის ხის თაყვანისცემა, მაგრამ მიცვალებულის კულტთან არაფერი აქვს საერთო. დღევანდელი აფხაზები (აფსუები) ქართველების ისტორიულ ტრადიციებს არც იცნობენ და არც საერთო აქვთ, რაღა მაინცდამაინც ხეზე მიცვალებულის დაკრძალვის ვითომ კოლხური ტრადიცია გამოჰყოლიათ?  

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, აფხაზებმა (აბაზგებმა) ქრისტიანობა VI საუკუნეში იმპერატორ იუსტინიანეს დროს მიიღეს. ნუთუ შეიძლება 1100-1300 წელი ქრისტიანი იყოს ერი და არ იცნობდეს ქრისტიანული აღმსარებლობით გათვალისწინებულ მიცვალებულის კულტს?  

აქვე აღვნიშნავთ, რომ დასავლეთ საქართველოს მთავრები XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე (და ზოგ შემთხვევაში შემდეგაც) თავს სულთნის ვასალებად აღიარებდნენ. ამ ვასალობას მეტად თავისებური ფორმა ჰქონდა: არც ერთი მთავარი, გარდა აფხაზეთის მთავრისა, არ გამაჰმადიანებულა58. და ეს იმიტომ, რომ შერვაშიძეობამიღებული აფსუა არ იყო აფხაზი მთავარი და მისთვის ქართველობა ანუ აფხაზობა გაუგებარი იყო. ძირითად მიზანს წარმოადგენდა მთავრის მდგომარეობის შენარჩუნება და თვისტომის _ აფსუას მხარში დგომა.  

მთისწინა და ბარის რეგიონებში ჩამონაცვლებული მთიელები გადაადგილების მიმართულებით თავის კვალს ახალი საგვარო სალოცავების დაარსებით ტოვებდნენ. ჩამოსახლებულთ თან მოჰქონდათ ფსჰუ ნგხას გამონაყოფი წილები და ახალ სამოსახლო ადგილთან ამკვიდრებდნენ59. აფხაზი ეთნოგრაფის ლ. აკაბას ცნობით, აფხაზურ საგვარეულოთა უმეტესობა, განსაკუთრებით კი ბარელი აბჟუელები მთელი საგვარეულოსათვის სავალდებულო რიტუალების შესრულების დროს უმაღლეს და უძლიერეს სალოცავად მიიჩნევენ არა მათი განსახლების ადგილის სიახლოვეს მდებარე ქრისტიანულ ტაძრებს (ილორს, მოქვს, ბედიას, დრანდას…), არამედ აბჟუიდან რამდენიმე ათეული კილომეტრით დაშორებულ, მდინარე ბზიფის მაღალმთიან სათავეებთან, ზედ კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარე ინალკუბას ანუ ფსხუს ხატს, რაც სავსებით ცხადად მიანიშნებს აბჟუელ აფხაზთა წინაპრების ჯერ ბზიფის აფხაზეთსა და შემდგომ აბჟუაში მოსვლის მარშრუტს60.  

აფხაზურ ეთნოგენეტურ და გენეოლოგიურ თქმულებათა უმეტესობა არა დაფარული მინიშნებით, არამედ აშკარად და უდავოდ გვამცნობს აფხაზების (აფსუების) ჩრდილო კავკასიიდან დასავლეთ საქართველოს მთაში ჩამოსახლების ფაქტს და ეთნოგენეტურისა და კულტურული კავშირის არსებობას ჩერქეზული წარმოშობის კავკასიელებთან. ამ თვალსაზრისს ეთანხმება “აფხაზური ნართული ეპოსიც”, რომელშიც “აფხაზების” თავდაპირველი ბინადრობის მხარედ მდ ყუბანის ხეობაა მიჩნეული61. სამეცნიერო ლიტერატურაში საფუძვლიანად არის დასაბუთებული, რომ “ნართული ეპოსი მრავალი საუკუნის წინ შექმნილია ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრალური ნაწილის მიერ”62.  

ცნობილი ოსი მეცნიერი ვ. აბაევი, რომელიც საგანგებოდ სწავლობდა ნართების ეპოსს, აღნიშნავდა: “განსაკუთრებით უნდა შევჩერდეთ აფხაზეთში ნართების ეპოსის გავრცელებაზე. 1945 წლამდე კარგა ხნით ადრე ჩვენ უკვე ვიცოდით ლიტერატურული მონაცემებით, რომ აფხაზი მომღერლები ოსებისა და ადიღეელთა მსგავსად მღერიან სიმღერებს ნართების ლეგენდარულ გმირებზე. მაგრამ ჩვენ არ გვეგონა, რომ ჩრდილო კავკასიური ეპოსი აფხაზებში ასეთი პოპულარობით სარგებლობდა”.  

როდესაც სოფელ აჩანდარაში ვ. აბაევმა მოხუც მჭედელს ლუმან ავიძბას ჰკითხა, იცოდა თუ არა რაიმე ნართების შესახებ, მან უპასუხა: “ნართები ყველამ იცის”63.  

“ნართულ ეპოსს” “აფხაზები” აფხაზური კულტურის კუთვნილებად და მის მწვერვალად მიიჩნევენ. იგი მათი განძია, რომელიც ყოველთვის მათივე ეთნიკური ჯგუფის კულტურისა და ყოფიერების რეალიზაციას ეხმარებოდა. ნართული მითების საშუალებით თაობიდან თაობას გადაეცემოდა აფხაზური საზოგადოების ევოლუციური განვითარების ყველაზე გამოუცნობი ხანის ხსოვნა, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო დღემდე ამოუხსნელი რჩებოდა. იგი ყველაზე ადრეული აფხაზური ზეპირსიტყვიერი ძეგლია, რომელშიც არეკლილია აფხაზთა ეთნიკური ისტორიის ის სპეციფიკური გზა, რომელიც ეპოსის შინაარსში ჩაწვდომით იშიფრება64.  

აფხაზურ ეპოსში არ არის ნახსენები ღმერთი (განსხვავებით ოსურისაგან, სადაც ვხვდებით ღმერთს, ღმერთთა ღმერთს, ქრისტიანობის გავლენით სამოთხესა და ჯოჯოხეთს). აფხაზურმა ნართებმა არ იციან ლოცვა, მსხვერპლშეწირვა. აქ უფრო მეტად დომინირებს _ აირგ65. გადმოცემით, ოდესღაც ცხოვრობდა ნართების ახლობელი ხალხი აირგი66. მათი რწმენით, აირგ _ ღმერთების კრებულია, ნადირობის, ტყისა და მთების მფარველი67.  

ოსებმა უფრო გვიან მიიღეს ქრისტიანობა, მაგრამ მათ ნართებში მაინც იგრძნობა ქრისტიანობის გავლენა. აფსუები რომ აფხაზები იყვნენ, მაშინ მათთან უფრო მეტად გამოჩნდებოდა და აისახებოდა ქრისტიანობის ატრიბუტიკა.  

აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩრდილო კავკასიიდან მიგრირებულ ადრეულ ტალღას ნართული ეპოსი ჯერ კიდევ ათვისებული არ ჰქონდა და ამასთან, ქრისტიანობის მიღებასთან ერთად, ბუნებრივ ასიმილციასაც განიცდიდა. ე. ი. ვინც ქრისტიანდებოდა, იგი “ქართველდებოდა” კიდეც. სხვა შემთხვევაში გაუგებარი იქნებოდა, რატომ არ უნდა შესულიყო ქრისტინული ხასიათის თქმულებები აფხაზურ ნართულ ეპოსში. XV საუკუნიდან ჩამოსახლებულ ტრადიციულ, წარმართულ მოსახლეობას კი მხოლოდ არქაული თქმულებები ჩამოჰქონდა, რომელთაც დროთა განმავლობაში ნაწილობრივ საქართველოს ტერიტორიაზე წარმოშობილი მონაცემებიც ემატებოდა. ამ დროიდან ჩამოსახლებული მოსახლეობა საერთოდ არ გაქრისტიანებულა (ან ნაწილობრივ გაქრისტიანდა). ამრიგად, აფხაზებს (აფსუებს), როგორც ჩერქეზული (ადიღეური) წარმოშობის ეთნიკურ ჯგუფს, ნართული თქმულებები მიგრაციამდე, ჩრდილო კავკასიაში უნდა შეეთვისებინა და მხოლოდ შემდეგ ჩამოეტანა სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე68.  

ნართები საკვებად მოიხმარდნენ მარცვლეულს, მისგან გაკეთებულ ღომსა და პურს, მაგრამ თქმულებიდან არ ჩანს, რომ ისინი მიწათმოქმედნი იყვნენ. ნართები მეომრები და მესაქონლეები იყვნენ. მათი სამყარო მწყემსებისა და მეჯოგეების სამყარო იყო. ყველა ნართი პირუტყვის მოვლითა და მათი გამრავლებით იყო დაკავებული. არქაულ ტექსტებში მათ მსხვილფეხა საქონელი და ცხენები, გვიანდელ მითებში კი _ წვრილფეხა პირუტყვიც უჩნდებათ. ე. ი. მათი ეკონომიკის ძირითად დასაყრდენად ბოლომდე მეცხოველეობა რჩება.  

ნიშანდობლივია, რომ ადრეულ მითებში აღწერილი გეოგრაფიული გარემოპირობები, ადგილმდებარეობა, მცენარეული და ცხოველური სამყარო აფხაზეთის რეგიონისათვის დამახასიათებელ ბუნებრივ გარემო პირობებს არ მიესადაგება69.  

“აფხაზი” ნართები გმირული საქმეებისათვის და სალაშქროდ უმეტესად უსახელო ადგილებში, მთებსა და ტყეებში დადიან (რაც კანონზომიერი უნდა იყოს), მაგრამ ძირითადი მათი სამყოფელი ჩრდილო კავკასია, მდ. ყუბანის ველია. ეპოსში გვხვდება ტოპონიმები, როგორც ჩრდილო კავკასიის _ იალბუზი, მდ. ყუბანის ველი, თებერდის ტრამალი, ქლუხორისა და ნახარის გადასასვლელი და სხვ.70  

საერთოდ, აფხაზურ ისტორიოგრაფიაში ნართებთან დაკავშირებული საკითხის ტენდენციურმა გადაჭრამ გამოიწვია ნართული ეპოსის აფხაზეთის ტერიტორიაზე წარმოშობისა და ჩამოყალიბების შესახებ მცდარი აზრის გავრცელება. აქედან გამომდინარე უნდა ითქვას, რომ ნართული ეპოსის თქმულებები აფხაზეთის ტერიტორიაზე მხოლოდ ჩამოსახლებულ მოსახლეობას უნდა გაევრცელებინა. ჩვენ აფხაზ მთხრობელებს უნდა ვუმადლოდეთ, რომ თქმულებები მათ თავდაპირველ სამოსახლო ტერიტორიასთან, ვინაობასთან, როგორც ჭეშმარიტი ისტორიული ამბავი, მათ შემოგვინახეს71.  

გეოგრაფიული გარემო პირობების შეცვლის მიუხედავად, ეპოსს ბოლომდე გასდევს პერსონაჟების ადრინდელი ბინადრობის ადგილის ნიშანკვალი72.  

ამრიგად, აფხაზური ნართული თქმულებების ციკლი პირობითად შესაძლებელია ორ ნაწილად გაიყოს _ ჩრდილო კავკასიაში, ჩერქეზულ სივრცეში შექმნილ კონსერვატიული ხასიათის თქმულებებად, რომელთაც შემოგვინახეს აფხაზების ვინაობა და მიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებული გზები, გადასასვლელები; და თქმულებებად, რომელთაც აფხაზეთის გეოგრაფიულ სივრცეში, თანდათანობით “საკუთრივ აფხაზური” ელემენტები შეიძინეს. “ნართული ეპოსის” თქმულებებში გაცხადებულია “საიდუმლო” _ მოსახლეობა, რომელიც დღეს თავს აფხაზებს უწოდებს, აფხაზეთის ტერიტორიაზე მიგრაციული გზით არის შეჭრილი და დამკვიდრებული. ნართული ეპოსის ციკლიდან გამომდინარე, სავარაუდებელია ადრეული მიგრაციული ტალღის (შედარებით ახალგაზრდა ნართების) _ მდ. ბზიფიდან, სანჭარის გადასასვლელით მთა დიდრიფშსა, სოფლებთან _ აჭანდარასა, ლიძავასა, ლიხნთან და სხვ. კავშირი1.  

საერთოდ, აფხაზური ლეგენდები და მრავალი ზეპირი გადმოცემა, რომლებიც აფხაზების ვინაობასა და წარმოშობაზე მოგვითხრობენ, მიგრაციულ პროცესებზეც მიუთითებენ. ამიტომაც ქართველებისაგან განსხვავებით, რომლებიც თქმულებებში ტერიტორიის მოსაპოვებლად “მითიურ ძალებს (დევებს, გველეშაპებს და სხვ.) ებრძვიან”, “აფხაზების” წინაპრები ტერიტორიის მითვისებას სიუჟეტურად ყოფითი ელემენტების, წესჩვეულბების, ქორწინების, მამამძუძეობის და სხვა სოციალური ინსტიტუტების გამოყენებით ცდილობენ, რაც მოსულთ ადგილზე უკვე დამხვდურ მოსახლეობასთან ურთიერთობაში ესაჭირეობათ. თქმულებებში კარგად ჩანს, როგორ მოხერხებულად იყენებენ მოსულები ამ ყოფით ჩვეულებებს, როგორ ათმობინებენ მკვიდრ მოსახლეობას ტერიტორიულ კუთვნილ ნაწილს და ზოგჯერ აძევებენ კიდეც74.  

თითქმის ყველა “დღევანდელი აფხაზური” გვარის მოსახლეობა, თქმულებებიდან გამომდინარე, თავის წარმომავლობას ჩრდილო კავკასიას უკავშირებს და ფუძე სალოცავად მხოლოდ ფსჰუ ნგხას (მთა სალოცავს) აღიარებს75.  

როგორც ჩანს, ფსჰუ აფსუების რელიგიაში რთულ კულტურულ ფენომენს წარმოადგენს. მასთან კავშირი მნიშვნელოვანი საფეხური უნდა ყოფილიყო უძველესი წესის ინიციაციაში. საფიქრებელია, რომ საუკუნეების მანძილზე რელიგიურ წესჩვეულებებში იგი წარმოადგენდა ძირითად საყრდენს, რომლის ირგვლივ ყურადღება არ ნელდებოდა. წარმოდგენებში ფსჰუ უკავშირდებოდა ლეგენდარულ თუ რეალურ წინაპრებსაც, რომლებმაც უცნობი გადასასვლელებისადმი შიშის ზღვარი გადალახეს და კავკასიის ქედი გადმოიარეს. საფიქრებელია, რომ მანამდე მათთვის სამყარო აქ, ამ ქედთან მთავრდებოდა, მაგრამ ვინც გაბედა მისი გადმოლახვა, მან ახალ ტერიტორიასთან ერთად აღმოაჩინა ახალი გზა, ახალი ცხოვრების დასაწყისი. გადმოსასვლელის დაძლევისა და პირველი გამარჯვების მოპოვების შემდეგ კი მათ წინაშე გამოჩნდა მოსახერხებელი, დროებით გასაჩერებელი ტერიტორია. ამ ტერიტორიაზე უნდა ჩაყროდა საფუძველი მათ პირველ სოფელს _ ფსჰუს. სოფელი დღესაც გაშლილია ქედის სამხრეთ კალთაზე, პრტყელფსკერიან ქვაბულში, რომელიც შედარებით გაშლილ ვაკე ადგილს წარმოადგენს (“ფსჰუს ველი”) და სამოსახლოდ ვარგისია. მიგრირებული მოსახლეობა მადლობას სწირავდა მთა ფსჰუს, რომელიც თანდათანობით მათი საკრალური ობიექტი და თაყვანისცემის საგანი ხდებოდა. ამასთან, ეს ტერიტორია ფუნქციონალურსივრცობრივი რელიკვიის სახეს იძენდა. სალოცავი დღესაც ტაბუირებულია. ამ ადგილებში აკრძალულია ნადირობა, ტერიტორიის საძოვრად გამოყენება; აქაური ცხოველები, ხეები და ბალახები მხოლოდ ამ ღვთაების კუთვნილებაა. ფსჰუს რწმენა სამყაროს თაყვანისცემაა, იგი მათი ძველი და ახალი ბინადრობის ურთიერთდამაკავშირებელია76.  

ფსჰუს მახლობელ სივრცეში ჩამოსახლებულები უკვე იწყებდნენ მომთაბარეობისაგან განსხვავებულ ნახევრად ბინადარ ცხოვრებას… ჯგუფის წევრები აცნობიერებდნენ გვერდიგვერდ ცხოვრების პირობებში, ერთი მხრივ, საკუთარ ტომთა შორის მსგავსებას და, მეორე მხრივ, განსხვავებას მკვიდრი ქართველური მოსახლეობისაგან77.  

საერთოდ “აფსუააფხაზებში”, როგორც ქრისტიანული, ისე მუსულმანური რელიგიის გავრცელების დროსაც, წარმართობას ყოველთვის აქტუალური როლი ეჭირა, რაც XVII-XIX საუკუნეების ევროპელი მოგზაურების აღწერილობებიდანაც კარგად ჩანს. მაგალითად, იაკობ რაინეგსი ვრცლად მოგვითხრობს ამასთან დაკავშირებით. მისი დაკვირვებით: “თითოეულს ამ ხალხთაგან აქვს საკუთარი და განსხვავებული უცნაურობა, რასაც სარწმუნოებას ეძახიან და რომლითაც ის თავის დიდ თუ პატარა ფანტაზიას იმშვიდებს, რადგან მათი ცალკეული სარწმუნოებრივი წესების შესრულება მრავალგვარია.  

ძველი ჩვეულების მიხედვით ისინი ყოველწლიურად დღესასწაულობენ გაზაფხულის დღისა და ღამის გათანაბრებას ჭრელი ფერადი კვერცხებით, ლუდის გამოხდით, ჭამასმით და ლაღობით. ამ დღეს და აგრეთვე შემდგომ ორ დღეს ისინი მართავენ ცხენების რბოლას, სამხედრო ვარჯიშობას და ერთობიან სხვადასხვა მხიარული ხუმრობებით. ბოლოს, მეოთხე დღეს ანთებენ დიდ კოცონს და მის გარშემო ხტიან და ცეკვავენ; ამ ცეკვისას ყოველი მათგანი ყრის (ცეცხლში) მუჭა ფქვილს, ძველ პურს, მატყლს და მისთანებს; შემდეგ დაღლილი ამ თამაშებისაგან, იშლებიან.  

ვერც ერთმა აფხაზმა ვერ ამიხსნა, თუ რას ნიშნავს ეს დღესასწაული, ანდა რა მიზნით ეწყობოდა იგი. ყველა მიმტკიცებდა, რომ ეს დღე ძველთაგანვე ამ სახით იდღესასწაულება და ამ ჩვევას არასოდეს თავს არ დაანებებენ.  

მაისის პირველ დღეებში ისინი იკრიბებიან ხშირ, გაუვალ, მათთვის წმინდა ტყეში, სადაც ხეების მოჭრასაც ვერავინ ბედავს, რადგან ამით ღმერთს შეურაცხყოფენ, რომელიც არსად ისე საზეიმოდ და წარმატებით არ შეასრულებს მათ სურვილებს, როგორც ამ ტყეში… ამავე დროს “ტყის ძმები” ყვებიან მის შესახებ არაჩვეულებრივ, საკვირველ რამეებს და მოვლენებს, რასაც არც ქრისტიანობასთან და არც მათს სარწმუნოებასთან არავითარი საერთო არა აქვს78…  

აფხაზების “უდიდესი მოწყალების” დღესასწაული ემთხვევა შემოდგომის შუა ხანებს და დიდი სიხარულითა და აღტაცებით სრულდება. სახელდობრ, მათ ერთ მთაში აქვთ ბნელი გამოქვაბული, რომელსაც უყურებენ როგორც ძალზე წმინდა ადგილს და მეუდაბნოები მას დიდი გულისყურით იცავენ. ეს არის თავისუფლების ნამდვილი თავშესაფარი; მონა თავისუფლდება, როგორც კი გამოქვაბულში შეაფარებს თავს; მკვლელი გადაურჩება თავის მდევნელის სასჯელს, თუკი მას მიეცა ბედნიერება მიაღწიოს იქამდე და მეუდაბნოეთა შეუმჩნევლად დაიმალოს. ისინი ფიცს სდებენ ამ გამოქვაბულთან და იცავენ დანაპირებს.  

აღნიშნული ზეიმის რამდენიმე დღით ადრე იკრიბებიან ტყესა და ქვახვრელებში გაფანტული მეუდაბნოები (ძმები). ისინი მრავალი ლოცვითა და მარხულობით უახლოვდებიან ამ გამოქვაბულს, რომელსაც ოგინს უწოდებენ და საიდანაც იმავე დროს, როცა ხალხი თავს მოიყრის, ასევე ოგინად სახლდებული თეთრი ხარი გამოდის. მეუდაბნოეთაგან ყველაზე უხუცესნი და უწმინდესნი, რომელთაც აქვთ საპატიო სახელი ჰურავაცი, იჭერენ ამ ხარს და აღტყინებული შეძახილებით შემოატარებენ მას შეკრებილი მამაკაცების გარშემო (ქალები არცერთ დღესასწაულზე არ დაიშვებიან). შემდეგ მას დაკლავენ და უნაწილებენ ხალხს. თითოეული თავის თავს ყველაზე უბედურად ჩათვლიდა, თუკი ამ წმინდა ხორციდან ერთ ძაფს მაინც არ მიიღებდა. ძვლებს დიდი მოწიწებით აგროვებდნენ, დიდ ორმოში წვავდნენ და იქვე ჩამარხავდნენ”79.  

XIX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში, საფრანგეთის კონსული თბილისში ჟაკ ფრანსუა გამბა აფხაზეთში ყოფნის დროს ჩანაწერებში აღნიშნავდა, რომ “აფხაზები ცრუმორწმუნენი არიან”80.  

ამავე საუკუნის 40-იან წლებში გერმანელი მოგზაური, ასევე თვითმხილველი მორიც ვაგნერი აღნიშნავს, რომ “აფხაზები უმრავლესობა წარმართია…”81  

გუდაუთაში ყველაზე მეტი აფსუები იყვნენ დასახლებულნი. ისინი ჩრდილო კავკასიაში (ყუბანისპირეთსა და მის სათავეებში) ან წარმართები იყვნენ და უკვე გამაჰმადიანებული თურქეთისა და მისი ვასალის ყირიმის ხანის მიერ. ბუნებრივია, ასეთივე იყვნენ აფხაზეთში ჩამოსახლების შემდეგაც. ამიტომ იყო, რომ ისინი ვერ იტანდნენ რუსებს და საერთოდ ქრისტიანებს და ამიტომაც აჯანყდნენ 1866 წელს რუსეთის წინააღმდეგ, რომლის გამო მრავალ გუდაუთელს მოუხდა (გუმისტელ და სხვა აფსუებთან ერთად) თურქეთში გაქცევა, სამაგიეროდ ე. წ. “სამურზაყანოდან” თურქეთში არავინ წავიდა მუჰაჯირად. ყველაფერი ეს იმის უდავო მაჩვენებელია, რომ გუდაუთელი აფუსები (ფსხუელების, ახჩიფსხუელების, აიგბების და სხვების სახით ჩრდილოეთში) და XIX საუკუნის მეორე ნახევრის აფხაზეთშიც არასოდეს ქრისტიანები არ იყვნენ _ თუ არა ზოგჯერ იძულებით გაქრისტიანებული82.  

აფსუებში XIX საუკუნის ბოლოსაც გავრცელებული იყო მცენარეთა თაყვანისცემა. თ. სახოკიას დაკვირვებით “ზოგი ხე განსაკუთრებით იპყრობდა ადამიანის ყურადღებას: თავისი სიდიდით, თავისი თვისებით ან იმით, რომ განმარტოებით იდგა, სადმე ტრიალ მინდორზე. აფხაზი მოწიწებით გაივლის ხოლმე ასეთს ხესთან, თან ვალდებულია რამ აჩუქოს, შესწიროს და ასე თუ ისე მორჩილება გამოუცხადოს, მისი სიძლიერე აღიაროს. ვინ იცის, რა და რა ხასიათის, რა და რა ფორმის ძღვენსა და შესაწირავს არა ნახავთ ამ ხეთა ძირში! აფხაზის ფანტაზიას საზღვარი არა აქვს ამ შემთხვევაში. აქ ნახავთ თოხის ნატეხებს, თოფის ლულას, საიაზმეს, სპილენძის ქვაბს, შავ ფულს, ცულის ნატეხს, თუნუქის ბრჭყვიალა ნაჭერს…  

ასეთი ხე, გარდა იმისა რომ თავის თაყვანისმცემელთ მფარველობს და იცავს, მოსამართლის როლსაც ასრულებს. მომჩივარნი და დამნაშავენი მასთან მიდიან…”83  

ყოველმხრივ გაუგებარია ისეთი წარმართული, კონსერვატიული და პრიმიტიული რელიგიური წარმოდგენები ჰქონოდათ ისტორიულ აფხაზებს, როგორიც აქ გვხვდება XX საუკუნის პირველ მეოთხედში. მაგალითად, 1914 წელს სოფელ ჯგერდაში ერთერთმა ოჯახმა “იშვილა” მათი წარმართული ღმერთი – ოსპი?  

აფსუებში გავრცელებული გადმოცემით, თურმე დათვიც შეიძლება ადამიანის ძუძუმტე გახდეს. თუ აფხაზს შეხვდება დათვი და აფხაზი სამჯერ წარმოთქვამს სიყტვას _ “ნან” (“დედა!”), მხეცი პირს არ დააკარებს84.  

შ. ინალლიფას თვითონ უნახავს XX საუკუნის 40-50-იან წლებში მოხუცი “აფხაზი”, რომელიც ადრე გარდაცვლილი უფროსი ძმის ცოლის თანდასწრებით თავის მოზრდილ შვილებსაც კი არ ელაპარაკებოდა. მათ არ უშვებდა თავისთან, არ ეძახდა სახელებს, და უფრო მეტიც, პირის დაბანის დროს არ ასხმევინებდა წყალს85.  

ტრადიციისადმი ასეთი კონსერვატიული მიდგომა სწორედ დამახასიათებელი იყო მთიდან ჩამოსახლებულ აფსუათა შთამომავლებისათვის.  

თუ ურიცხვ ავტორთა ზღვა მასალას არ ენდობიან აფსუები, რომ ისინი მკვიდრი მოსახლეები არ არიან და ჩამოსული ხალხია ჩრდილო კავკასიის მთებიდან, და რომ ზღვა და ზღვისპირეთი მათთვის საცხოვრებლად უცხო ხილი იყო, მაშინ საკუთარ ფოლკლორს მაინც ჩაუკვირდნენ. აი, ერთერთი საგულისხმო ნიმუში აფსუათა ეპოსიდან, სადაც ღმერთის _ აირგის შესახებ ნათქვამია:  

“აირგ, შენ მხოლოდ ზღვისპირეთს ძარცვავ  

და მთებს უდგეხარ ერთგულ დარაჯად  

და არცა შენი ნავალი, არცა კვალი არა ჩანს…”  

ამ საკმაოდ შთამბეჭდავი სტრიქონებიდან, რომლის კომენტარები და ბწკარედული თარგმანი მეცნიერსა და პოეტს ბორის გურგულიას ეკუთვნის, ნათლად ჩანს, რომ აფსუების სამშობლო ზღვისპირეთი კი არა, მთებია86.  

შემთხვევითი არ არის, რომ XVI-XVII საუკუნეების ევროპელი მისიონერები, რომლებიც თვითმხილველნი იყვნენ აფსუების ყოფისა, იმასაც აღნიშნავდნენ, რომ აფსუებმა მაშინ არ იცოდნენ რა იყო ფული, ქალაქური ცხოვრება, არ გააჩნდათ საოჯახო ავეჯი. როგორც ითქვა, აფსუებს ხომ ზღვის აღმნიშვნელი ტერმინიც არ გააჩნიათ, მას ისინი “აზღვასთან” ერთად რუსულის გავლენით “ამორესაც” ეძახიან87.  

პარადოქსია, რომ ზღვის პირას მცხოვრები ხალხი ზღვის პროდუქციას საკვებად არ იყენებდეს. როგორც აღნიშნავდა არქანჯელო ლამბერტი XVII საუკუნის შუა ხანებში, “აფხაზების” ყოველდღიური საჭმელი იყო: ყველი, რძე და გარეული ნადირი. “თევზს არა სჭამენ, თუმცა შეეძლოთ ბევრი დაეჭირათ მდინარეებშიც და ზღვაშიც”88.  

XIX საუკუნის დასაწყისში იგივეს იმეორებს მინა მედიჩი: “ისინი საერთოდ არ ჭამენ თევზს… არ იცოდნენ წონა, საზომი ერთეული…”89  

XIX საუკუნის მეორე ნახევარშიც კარგად ხვდებოდა ზოგიერთი ავტორი, რომ აფხაზ-აფსუები არ იყვნენ აბორიგენი მოსახლეობა. დაკვირვების შედეგად მრავალი მათგანი ობიექტურ შეფასებას აძლევდა “აფსუა-აფხაზების” ტრადიციებში ზღვასთან გაუცხოების ფაქტებს, რაც, ბუნებრივია, ზღვისპირეთის ისტორიული მცხოვრებლებისათვის არ შეიძლებოდა დამახასიათებელი ყოფილიყო. მაგალითად, 1869 წელს გაზეთ “კავკაზ”-ის 47-ე ნომერში გამოქვეყნდა ა. მაშინას სტატია “აფხაზეთის სოციალური ყოფის ნარკვევები”, სადაც ავტორი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ “აფხაზები მიჯაჭვული არიან მიწაზე და მუდმივად ბუდობენ შორეულ მთებში, ისტორიულად ისინი მოცილებული იყვნენ ზღვას, რომ აფხაზური მოსახლეობა ცხოვრობდა ძარცვითა და ომით, არასდროს არ მისდევდა ზღვაოსნობას და მეთევზეობას (ხაზგასმა ჩემია ა. ს.), რომ ზღვიდან მათ არ შეეძლოთ რაიმე სარგებლობის მიღება, რომ მათთვის ზღვამ გადაინაცვლა ყველაზე უკანა პლანზე და მისდამი განწყობილი იყვნენ, როგორც ჩვენ მთვარისადმი ან რომელიმე პლანეტისადმი”90. ამიტომ თევზის რეწვისათვის ნავის გამოყენებაც წარმოუდგენელი იყო. ეთნოგრაფიული მასალებით “აფხაზებს” საზღვაო ტრანსპორტი საერთოდ არ ჰქონიათ. ნავებს, მხოლოდ სამეკობროდ, თარეშისათვის იყენებდნენ91.  

ტორნაუ, რომელიც კარგად იცნობდა ჩრდილოკავკასიელთა ყოფაცხოვრებას, 1853 წელს სოფელ ანხუაში აფსუა მებატონე სოლომონ მკანბას მონახულების შემდეგ მიუთითებდა “აფხაზებისა” და ჩერქეზების სახლების იდენტურობაზე92.  

როგორც გადმოგვცემს ინალიფა, გოგონებისათვის ცალკე ბინა აფსუა მშობლების სახლში ტრადიციული იყო. ასევე ჰქონდათ  “აფხაზების უახლოეს ნათესავებს _ ჩერქეზთა ტომებს”93 (ხაზგასმა ჩემია ა. ს.). არც ის უნდა იყოს შემთხვევითი, რომ აფხაზი (აფსუა) ქალები წარსულში, ჩერქეზების მსგავსად, ხის ფეხსაცმელებს ატარებდნენ94. ბევრია საერთო აფხაზებისა (აფსუების) და ყაბარდოელების საქორწინო რიტუალშიც95.  

“აფხაზთა” სოფელი ლიხნი XIX საუკუნის ბოლოს გაფანტული იყო მთელი 67 კილომეტრის მანძილზე ისე, როგორც იმერეთში. მათი სახლი უმეტეს შემთხვევაში ისლით ან გვიმრით დახურულ წნულ ფაცხას წარმოადგენდა. გვიმრითვე გვერდებშებურდული, სითბოსათვის, უიატაკო, უჭერო, უსარკმლო… სინათლე ასეთ ფაცხაში ჭუჭრუტანებიდან შედიოდა. ან იმ ორი კარიდან, რომელიც ერთი წინიდანა ჰქონდა და მეორეც _ მის პირდაპირ, უკანიდან.  

რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო “აფხაზი”, ასეთი ფაცხა ორი უნდა ჰქონოდა: ერთი სასტუმროდ, მეორე _ საჯალაბოდ, და თავის საცხოვრებლად. მთელი ყურადღება აფხაზს სასტუმრო ფაცხისაკენ ჰქონდა მიქცეული. მართალია, მორთულობით ვერ დაიკვეხნიდა. აქეთიქით ტახტები იდგა, ხშირად შიშველი; ეს ტახტები დასაჯდომიც იყო და დასაწოლიც. სამაგიეროდ, რამდენიმე ხელი ლოგინი მხოლოდ სტუმრისათვის იყო შეკერილი. აფხაზისათვის დიდი სირცხვილი იყო, თუ სტუმარს ვერ დაუხვდებოდა, ვერ გაუმასპინძლდებოდა და ღამეს ვერ გაათევინებდა96…  

ზოგიერთი “აფხაზი” თავის ვაჟს წინადაცვეთას უკეთებდა. არ ჭამდნენ ღორის ხორცს. ნათესავები ერთმანეთზე არ ქორწინდებოდნენ. იაკობ რაინეგსის ცნობით “სანამ ცოლს შვილი არ ეოყლება, კაცს არა აქვს უფლება სხვა ცოლი მოიყვანოს; მაგრამ თუ ქალი ოცდაათი წლისაა და უშვილო რჩება, ან კიდევ ხუთი წლის ქორწინების შემდეგ უშვილოდ არიან, მან (ქალმა ა. ს.) საწოლის უფლება დაუთმოს უფრო ახალგაზრდას და თვითონ სხვა საოჯახო საქმიანობას უნდა მოჰკიდოს ხელი.  

მათ როგორც ჩაცმაში, ისე ქცევაში ბევრი აქვთ საერთო ჩერქეზებთან; თუმცა ისინი მეურნეები არიან და არა ჩერქზებივით მომთა ბარენი. ბევრი იქაური ჭაბუკი მიდის ეგვიპტეში, მიეყიდებიან დიდებულებს მონებად, ხოლო ბედნიერი შემთხვევისას მთავრებიც კი ხდებიან”97.  

“აფხაზებში” გაბატონებული იყო ზოგიერთი ძველი ჩვეულება. ასე მაგალითად, მკვლელს გარდაცვლილის ნათესავებისათვის სანაცვლოდ უნდა მიეცა 15 გლეხი და საუკეთესოდ აღკაზმული ცხენი, ხმალი, თოფი და ორი დამბაჩა. თუ ამას ვერ შეძლებდა, მაშინ მოკლულის ნათესავები მას ჰკლავდნენ. სხვა სახის შურისძიება არ არსებობდა. მხოლოდ სისხლი სისხლის წილ.  

ქურდობის შემთხვევაში მომპარავი დაზრალებულს უხდიდა ნაქურდალის ორმაგ საფასურს. “ამავე დროს მმართველ მთავარს აძლევდა კაცს”; თუკი მას გლეხი არ ჰყავდა, მაშინ თვითონ უნდა მომსახურებოდა, როგორც მონა98. საინტერესოა, რომ არქანჯელო ლამბერტი აფხაზებს “სახელგანთქმულ” ქურდებად მიიჩნევს99.  

აფხაზეთში ბევრგან ამზადებდნენ თოფებს, ხმლებსა და ხანჯლებს თურქეთიდან ან სოხუმკალედან შემოტანილი რკინისაგან. აფხაზები კარგ ფოლადს ადნობდნენ და იცოდნენ თოფების მოსავარაყებლად ვერცხლისა და ოქროს მოსავადება. ყოველ სახლში ამზადებდნენ სქელ, ნაცრისფერ და ყვითელ თავშალს, აგრეთვე ბეწვის პალტოს, ტილოს თუქრული ბამბისაგან და ა. შ.100  

საქონლის უმეტესობა შემოქონდათ ბათუმისა და ტრაპეზუნტის ნავსადგურებიდან, მეტწილად რკინა, მარილი, ყოველნაირი იარაღი, აბრეშუმისა და ბამბის ქსოვილები, საფიანი (ტარსიკონი), დენთი და სხვ. სამაგიეროდ “აფხაზები” უცვლიდნენ თავის მხრივ სიმინდს, წიფლისა და ბზის ხეებს, თაფლს, ცვილს, აგრეთვე ხშირად ტყვეებსაც, რომლებსაც ნაწილობრივ სოხუმკალესთან რუსებს, ნაწილობრივ მეგრელებს სტაცებდნენ. მთავარი ვაჭრობა იმართებოდა კოდორის სამხრეთის ტოტის შესართავთან, სადაც ადრე თურქული ხომალდები მოადგებოდნენ ხოლმე.  

1827 წლიდან აფსუებმა დაიწყეს სოხუმკალეს ბაზარზე ვაჭრობა. აქ ისინი ყიდულობდნენ რკინას, მარილს და სხვა საქონელს, რომელიც შემოქონდათ სომხებს რედუტკალედან.  

აფსუებს არ ჰქონდათ საკუთარი მონეტები. ისინი ხმარობდნენ უმეტესად ოქროსა და ვერცხლის თურქულ ფულს. პარალელურად ბრუნვაში შემოვიდა რუსული ვერცხლის ფულიც101.  

უძველესი ქართული ეთნონიმიკისა და ტოპონიმიკის სემანტიკას კავშირი აქვს როგორც არქაულ მიწათმოქმედებასთან, ისე მესაქონლეობასთან. “აფხაზურს” კი, რომელიც მთიან მხარეშია წარმოქმნილი, მხოლოდ მესაქონლეობასთან102. საკუთრივ აფსუური, უმეტესად მიკროტოპონიმები მთიან ნაწილშია გავრცელებული. მაგალითად, სოფელ ბლაბურხვაში (გუდაუთის რნი) უბანს ეწოდება ჩერქეზიხუ (ჩერქეზების გორაკი, ბექობი. ხუ 􀀄ახუ “გორაკი”, “ბორცვი”, “ბექობი”); ანუხვა (სოფელი გუდაუთის რში) _ ანგხვა _ “სალოცავი”; და სხვ.103  

აფსუა იქ ამუშავებდა მიწას, სადაც მოეწონებოდა. თანაც იმდენს, რამდენი მოწეული მოსავალიც ერთი წლის განმავლობაში ეყოფოდა. თესავდა სიმინდს (თურქულ ხორბალს), ცოტა ხორბალს, ქერი საერთოდ არ მოყავდა. სიმინდს ისინი უცვლიდნენ თურქ ვაჭრებს მარილზე.  

აფხაზეთში, მხოლოდ ერთი წისქვილი იყო სოფელ სოუკსში? ყველა დანარჩენ სოფლებში მარცვლეულს ფქვავდნენ ხელის წისქვილით (ქვებით).  

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ტანად პატარა, მაგრამ გამძლე ჯიშისა ჰყავდათ. სახნავად უმეტესად იყენებდნენ ხარებს ან კამეჩებს, თუმცა მათ მოშენებას ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას.  

ტყეები აფხაზეთში იშვიათი სილამაზით გამოირჩეოდა. ვაზი და თუთა ველურად იზრდებოდა, თუმცა აფსუები მათ მთლიანად არ იყენებდნენ; პატარა, მაგრამ ტკბილი მტევნებიდან ამზადებდნენ მაგარ ღვინოს, ხოლო აქედან კი მაგარ და საკმაოდ სასიამოვნო არაყს104.  

საერთოდ, აფსუა ფიზიკურ შრომას გაურბოდა. თითქმის შუაგულ აფხაზეთში ერთადერთი მრეწველი მაქსიმოვი აწარმოებდა ხეტყის დამზადებას. ყოველწლობით მასთან 2000მდე კაცი მუშაობდა. აქ ნახავდით სვანს, რაჭველს, ლეჩხუმელს, გურულს, მეგრელს, “აფხაზს” კი _ არც ერთს. აფხაზი ყოველივე ამას შორიდან უყურებდა სტუმარივით. არც ხელოსნობას მისდევდნენ.  

ანალოგიური ვითარება იყო საქონლის მოვლამოშენების თვალსაზრისით. თუ ვინმე 510 თხას გაიჩენდა, დიდი საქმე იყო.  

თ. სახოკიას დაკვირვებით, აფხაზს მხოლოდ ხეხილისა და ვენახის გაშენება უყვარდა. მოხუცი ეზოდან ისე არ გამოვიდოდა, ხელში წალდი არ დაეკავებინა. მყნობის დროს, სადაც პანტას ან მაჟალოს ნახავდა, აუცილებლად დაამყნობდა. ეს ჩვეულება მამიდან შვილზე გადადიოდა. ამით აიხსნებოდა ის გარემოება, რომ “სააფხაზოში” თვით უდაბურ ტყეშიც კი ნახავდით მშვენიერი ღირსების შინაურ ხილს105.  

ხეხილის გარდა განთქმული იყო აფხაზეთის ვენახები და აფხაზური ღვინო. თავისებური და საამო საყურებელი იყო აქაური ვენახები: გზის ორივე მხარეს უსისტემოდ იყო ჩარიგებული ხურმისა და თხემლის ხეებზე გადახვეული ვაზები! ამ ორი ჯიშის ხეს აქ “სავაზოდ” ყველგან უპირატესობა ჰქონდა, რადგან ფოთლები წვრილი აქვთ, მზის სხივები ადვილად ატანს შიგ და ჩქარა ამწიფებს ყურძნის მტევნებს. შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი სოფელი მარტო ყურძნის მოსავლით ცხოვრობდა. ასეთები იყო: აჭანდარა, დურუპში, აბგარა, აცი, ლიხნი, ოთჰარა, ბარმიში, კალდახვარა, ბლაბურხვა და სხვ. ეს სოფლები ღვინის “ბაღდადებად” ითვლებოდა. საუკეთესო ღვინო დგება ამილახუს ჯიშის ვაზისაგან, რომელიც, როგორც ამბობენ, მთავარს ქართლიდან, ამილახვრის მამულიდან მოუტანინებია. არის კიდევ სხვა ჯიშის ყურძენი. მაგალითად, აღბიში, რომლისგანაც ამილახუზე უკეთესი ღვინო დგება, მაგრამ თითქმის მოსპობილია. უფრო გავრცელებული ჯიშის ყურძნებია: კაჭიჭი (შავი), აპაპყვაჯა (შავი), ავასარხვა (ოქროს ფერი), აჩქიქ, აჟიჰვატა.  

XIX საუკუნის 80-იან წლებში აფხაზეთში “ადესის” ყურძნიც გავრცელდა. ადრე ღორებისათვის თუ ჩამობერტყავდნენ. შემდეგ საბაზრო ხასიათი მიიღო. აქაური ღვინო გაიცნეს ადლერში, შავჩეში (სოჭი), ნოვოროსიისკში, ფოთში, ბათუმში და ა. შ. მეგრელი ვაჭრები აფხაზეთის სოფლებში ყიდულობდნენ ვენახის მოსავალს. ყურძენს იქვე სწურავდნენ. დაწურული ღვინო კასრებით მიჰქონდათ გუდაუთამდე ურმებით, იქიდან გემით ან ნავებით სხვადასხვა ადგილას106.  

ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ შუა საუკუნეების ავტორებისაგან ცნობილი აფსუათა კულტურული ჩამორჩენილობა (XX საუკუნემდე), რელიგიური წარმოდგენები, ფოლკლორი, ზნეჩვეულებები ისტორიული და თანამედროვე აფხაზების არაიდენტურობის ერთ-ერთი მკაფიო მაჩვენებელია. რუსი ისტორიკოსი მ. სელეზნიოვი XIX საუკუნის შუახანებში გაოცებას ვერ მალავდა, მისი აზრით, ნიჭიერი “აფხაზების” ჩამორჩენილობის გამო. “საოცარია, _ წერდა იგი, _ რომ აფხაზებმა, რომლებსაც მუდმივი ურთიერთობა ჰქონდათ ბერძნებთან, რომაელებთან, ბოსფორელებთან, გენუელებთან, არ გადმოიღეს იმათგან არც სამოქალაქო მოწყობა, არც განათლება, ან მიიღეს რა იგი, ვერ შეითვისეს თავის ზნეჩვეულებებში”.  

მ. სელეზნიოვი ვერ მიხვდა, რომ აფსუებს არასოდეს უნახავთ ბერძნები და რომაელები, არ ყოფილან ნაზიარები მათ ცივილიზაციას და შესაბამისად, ვერაფერს გადმოიღებდნენ ამ ხალხებისაგან107.  

აფხაზებს “ინტელიგენციაც არა ჰყავს _ აღნიშნავდა თედო სახოკია _ ოთხი-ხუთი განათლებული კაციც არ მოეძევა, რომ წინამძღვრობას უწევდეს თავის მოძმეთა, მათი ჭირისა და ლხინის გამომხატველი იყოს”.  

1893 წელს სოხუმში პირველად დაარსდა ორკლასიანი რუსული სკოლა. მაგრამ “აფხაზთა” ცხოვრებას ნირი არ შეუცვლია, არაფერი დატყობია. ხუთი წლის განმავლობაში შეძენილ რუსულ წერაკითხვას სკოლიდან გამოსული შეგირდი ერთი წლის განმავლობაში თითქმის სრულიად ივიწყებდა. თუ ქალაქში რჩებოდა, მისი იდეალი იყო, სადმე მწერლად შეეყო თავი, ან “სადნიკის” (ჩაფრის) ეპოლეტი დაეკერებია მხრებზე. ხოლო თუ სახლში ბრუნდებოდა, მოკლე ხნის განმავლობაში იმავე ხელობას იწყებდა, რასაც მეზობელთა შორის ხედავდა.  

XIX საუკუნის ბოლოს მრავალ სოფელში გაიხსნა სამრევლო სკოლა. ეს სკოლები ყველაფერს ემსახურებოდნენ გარდა მთავარი დანიშნულებისა _ ყრმათა გონებრივი და ზნეობრივი გაწვრთნისა1.  

აკად. ს. ჯანაშიას ეკუთვნის განსაკუთრებული დამსახურება გ. შერვაშიძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესწავლაში, მისი კულტურულ-ისტორიული გარემოცვის, ასევე მხატვრული მემკვიდრეობის შეგროვებასა და გადმოცემაში.  

გ. შერვაშიძე დაიბადა 1846 წელს სოფელ ლიხნში და გარდაიცვალა 1918 წლის 19 თებერვალს სოხუმში. ამ მართლაც გამორჩეულ პიროვნებას ცნობილი მეცნიერი ბუხუტი ბღაჟბა პირველ აფხაზ მწერლად მოიხსენიებს2. მაშინ სად არის აფხაზების ძველი ცივილიზაცია, თუ მათი პირველი მწერალი 1918 წელს გარდაიცვალა?  

თავად აფსუების ხელისუფლება თვლიდა, რომ სხვა ეროვნებებთან შედარებით, დაბალი კულტურა ჰქონდათ. 1924 წლის 8 მაისს საქართველოს კპ (ბ) III ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ნ. ლაკობა ანვითარებს თავის აზრს აფხაზეთის ე. წ. დამოუკიდებლობის შესახებ: “თუ ისტორიული თვალსაზრისით მივუდგებით აფხაზებს, რა თქმა უნდა, აფხაზეთს არავითარი როლის შესრულება არ შეეძლო კაცობრიობის წინაშე, თუ გინდა იმის გამო, რომ ამ ხალხს არ გააჩნია არც თავისი ისტორია, არც დამწერლობა და ლიტერატურა”110 (ხაზგასმა ჩემია ა.)  

1930 წლის იანვარში საბჭოთა კავშირის ეროვნებათა საბჭოს სხდომაზე ტ. ჭანბა აღნიშნავდა, რომ აფხაზებს “არა აქვთ თავისი კულტურა” (ხაზგასმა ჩემია ა. ს.), და მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლებამ მისცა გზა ეროვნული კულტურის განვითარებისთვის111.  

როგორც ვხედავთ, აფსუებს, რომლებიც უძველეს აფხაზებად თვლიან თავს, თურმე არ ჰქონდათ ეროვნული კულტურა. როგორ კონტექსტშიც არ უნდა იყოს ჭანბას ნათქვამი, ბუნებრივია, სიმართლეს შეეფერება.  

თუ დღევანდელი აფხაზები ძირძველი მოსახლეობა და არაქართული ეთნოსია, ნუთუ ამ “უძველესმა ერმა” საუკუნეთა მანძილზე კულტურის ელემენტებიც კი ვერ შექმნა? XX საუკუნემდე ისე მოსულან, რომ კვალიც ვერ დატოვეს. აბა რას მივაწეროთ XX საუკუნის მოღვაწე დიმიტრი გულიას აკადემიკოს ალექსანდრე ბარამიძისეული შეფასება? მეცნიერი აღნიშნავდა: “დიმიტრი გულიამ შეუქმნა თავის ხალხს ეროვნული ანბანი, ეროვნული მწიგნობრობა, ეროვნული თეატრი, ეროვნული პრესა, ეროვნული მეცნიერება და ეროვნული მხატვრული ლიტერატურა. დიმიტრი გულიამ შეადგინა მისი ხალხის მეცნიერული ისტორია, გააშუქა მისი ენის საკითხები, შეკრიბა, შეისწავლა და მზის სინათლეზე გამოიტანა მისი მდიდარი ზეპირი სიტყვიერება. დიმიტრი გულია იყო აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელი და მისი ცოცხალი კლასიკოსი…… დიმიტრი გულია იყო წამომწყები და დამაგვირგვინებელი აფხაზური აღორძინებისა”112.  

ვფიქრობთ, ყოველგვარი კომენტარი “ძირძველი აფხაზური კულტურის” შესახებ ზედმეტია. აფხაზური ანუ ქართული კულტურა კაცობრიობის ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია. აფსუები ანუ დღეს აფხაზად მონათლული ეთნოსი ის ეროვნებაა, რომელმაც თავისი თვითშეგნება მხოლოდ საქართველოში ჩამოსახლების შემდეგ ჩამოაყალიბა, რასაც საკმაო დრო დასჭირდა. თვითშეგნება, რომელმაც სხვისი მიწის მითვისება მთავარ მსოფლმხედველობად აქცია.  

   

   

   

დასკვნის მაგიერ

 

ჩვენ წლების მანძილზე ყურადღებას არ ვაქცევდით ეროვნული პრობლემების მეცნიერულ დონეზე გადაწყვეტას, ვერიდებოდით სიმართლის თქმას ჩვენს ტერიტორიაზე სხვა ხალხთა განსახლების ობიექტური მიზეზების შესახებ. ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ “ინტერნაციონალიზმის” პოზიციებიდან განვიხილავდით. ეს თითქმის ბოროტმოქმედების ტოლფასი გახდა და ფილოსოფოსის თქმისა არ იყოს, ერთმა ბოროტმოქმედებამ გზა გაუხსნა მეორეს. ჩვენვე შემოგვიბრუნდა ჩვენი წინაპრის შეგონებით გაუთავებლად ხელმძღვანელობა: “ჩემს მეზობლებთან მტრობასა ისევ მოთმენა ვარჩიე”. სწორედ ამ დათმობა-მოთმენამ, ჩვენდა სამწუხაროდ, კარგი ნაყოფი ვერ გამოიღო1.  

საერთოდ კი, სიკეთის მქმნელობის, სოლიდარობის, ზრუნვისა და დახმარების მიუხედავად, “სხვისი ჭირის” გამზიარებელ ერს, ხშირად, ჯეროვნად როდი უფასდება სიკეთე, გაწეული ამაგი. ამიტომაც წერდა იაკობ გოგებაშვილი, რომ “…მადლს უმადურობა მოსდევს ხშირად არა მარტო კერძო პირთა შორის, არამედ ერთა შორისაც; მაგრამ ქართველი კი ყოველთვის მოშორებული ყოფილა უმადურობასა და ყველა პატარა ერს მის მფარველობაში შეხიზნულს, ერთიათად გადაუხდიდა ხოლმე მცირეოდენ სიკეთესაც კი და ანიჭებდა მათ სრულ თანასწორობას თავისთანა. მიუხედავად ამისა, ბედი ჩვენ კი სხვანაირად მოგვეპყრო და დიდი სიკეთე უმადურობით გადაგვიხადა…” ასე ხდებოდა წარსულში, ასე ხდება ამჟამადაც, რაც ერთხელ კიდევ ამტკიცებს იმ სიბრძნეს, რომ ისტორია ხალხის ჭკუის მასწავლებელია, იგი გათვალისწინებისათვის იწერება1.  

თავის დროზე მიხეილ ჯავახიშვილმა რელიეფურად აჩვენა, რომ კარს მოგადგება გუდამშიერი და უსახლკარო გადამთიელი. ლუკმაპურსა და თავშესაფარს გთხოვთ, ერთგულ და მორჩილ მსახურად გიჩვენებთ თავს. გულუბრყვილობის, უნიათობის, უზრუნველობისა და უდარდელობის გამო კარს გაუღებ, ჭერსა და საზრდელს მისცემ. იგი მომძლავრდება, მოღონიერდება, გალაღდება და გათავხედდება. საკუთარი სახლიდან გაგაგდებს, შენს მამულს, საქონელს მიითვისებს… რატომ და როდის ხდება ეს? როცა მოძალადის თავხედობას და შემოტევას უპირისპირდება ყალბად გაგებული კაცთმოყვარეობა115.  

თამამად შეიძლება ითქვას, რომ “ჯაყოობა არის სხვისი ქონების, სიმდიდრის, მამულის, სახლკარის, პატივის, სახელის მიტაცება-მითვისება, ქლესაობა, პირფერობა, ორპირობა, ურცხვი უპრინციპობა, სრული უმეცრობა და უკანონობა”116.  

ათწლეულთა განმავლობაში საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში იქმნებოდა სიტუაცია, რომლის დროსაც ქართული მოსახლეობის დისკრიმინაცია _ შევიწროების ხარჯზე ფომირდებოდა არაქართველი მოსახლეობის აშკარად პრივილეგიური მდგომარეობა. ამ იმპერიულ პოლიტიკას საბჭოური ინტერნაციონალიზმის დროშით სხვადასხვა დროის საქართველოს კომუნისტური ხელისუფლება დიდის გულმოდგინებით ახორციელებდა. ასეთი პოლიტიკის შედეგად, თითქმის ერთ საუკუნეში, რამდენიმე ქართული რეგიონი წმინდა არაქართულ რეგიონად იქცა და აქტიურმა არაქართველმა მოსახლეობამ ქართველთა კანონიერი უფლებების აღდგენა საკუთარ უფლებათა შეზღუდვად აღიქვა.  

ქართველი ერის ისტორიულ უბედურებად უნდა ჩაითვალოს მისი ინტერნაციონალური ბუნება იმ დამახინჯებული გაგებით, როგორადაც იგი ეპყრობოდა და ეპყრობა ყველა ჯურის გადამთიელს.  

სხვა ერებისადმი დამოკიდებულების საკითხში ჩვენმა ზომაგადასულმა სათნოებამ, თვით საქართველოს მტრებისადმიც კი გულთბილმა მოპყრობამ და მათთვის ეროვნული კარის ფართოდ გაღებამ, _ სტუმართმოყვარეობის ამ დამახინჯებულმა გაგებამ უდიდესი ზიანი მიაყენა ჩვენს ერს117.  

ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, სადაც ნებისმიერი ლტოლვილი თავს მასპინძლად გრძნობს. თავის ენაზე ნათლდება, თავის ტაძარში ლოცულობს, თავის ტაძარში იღებს სულიერ საზრდოს, როცა მსგავსიც არაფერი შეუქმნია არც თავისუფლების სიმბოლოს _ საფრანგეთს და არც ინტერნაციონალიზმის “მედროშეს” რუსეთს.  

ჩვენი ტოლერანტული შემწყნარებლობის წყალობის გამო, ქართულ დაბასოფლებს ჩამოსახლებულმა უცხო ტომის შვილებმა ისეთი სახელები დაარქვეს ვერც კი მიხვდებით, რომ ეს დასახლებები საქართველოს ტერიტორიაზეა. თავად განსაჯეთ: ფილიპოვკა, მიასნიკიანი, კიროვაკანი (ბოგდანოვკის რ-ნი), ყაურმა, ყულალისი, ვლადიმიროვკა, გორელოვკა, ეფრემოვკა, ორლოვკა, სპასოვკა, ოროჯოლარი, ასფარა, როდიონოვკა (ბოგდანოვკის რნი), მაგირლო, ჯაფარლო, ინჯაოღლი, ასახონჯალო, მუღანლო, ტაშტიკულარი, ქოშაქილისი, აჰმედლო, აბდალო, ყარათიქანი, ყარადაში (ბოლნისის რნი), აღთაღალა, ყარათაღალი, ყარაჯალი, ნაზარლო, მუღანლო (გარდაბნის რნი) და ა. შ.  

XVI-XVII საუკუნეებში ჩრდილო კავკასიიდან მომთაბარეთა ჩამოსახლების პროცესი, რაც საქართველოში შექმნილი უმძიმესი ვითარების პირობებში მიმდინარეობდა, შედეგად იძლევა კახეთში _ დაღესტნელი ტომების, შიდა ქართლში _ ოსთა და დასავლეთ საქართველოში ჩერქეზულ-ადიღეური მოდგმის ხალხთა დასახლებას.  

ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ აფსუა იგივე აბაზაა, ადიღეს ჯიშისაა, იგივე ჩერქეზ-ქაშაგია და ქართულ მიწებზე ისევე ხიზნად არის შემოსული და საქართველოს ბედუკუღმართობის გამო აქ დამკვიდრებული, როგორც ყველა ეს ადიღე-ქაშაგ-ჩერქეზი118  

დიდ სიყალბესა და დანაშაულს, უფრო მეტიც, შეგნებულ სისულელეს, რომ თითქოს აფსუებს აფხაზეთის გარდა სხვა სამშობლო არ გააჩნიათ _ ბოლო უნდა მოეღოს. დღესაც აშკარად ჩანს აფსუათა ჭეშმარიტი ადგილმდებარეობა რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციული დაყოფის კრებულში, რომელიც 1974 წელს არის გამოცემული მოსკოვში, სადაც შავით თეთრზე სწერია, რომ რსფსრ-ს ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიურ ოლქში არის ადიღეჰაბლის რაიონი და მასში შედის რვა სასოფლო საბჭო, რომელთაგან ერთს ჰქვია აფსუას (Апсуанский сельсовет) სასოფლო საბჭო. ამგვარად, “აფსუანსკი” და არა “აფხაზსკი”, ე. ი. იქ მათ საკუთარი სახელით იცნობენ, აქ კი მათ დაკარგეს ეს საკუთარი სახელი, რადგან შეერწყნენ კულტურულ ერს _ ქართველობას და მიიღეს მისი ერთი კუთხის, აფხაზეთის მკვიდრი ქართველის _ აფხაზის სახელწოდება119.  

ზემოთ მოყვანილი დაჟინებული მოწმობანი იმის შესახებ, რომ აფხაზები აგრე ჰგვანან კავკასიის მთიელ ხალხებს, ყოფაში, სარწმუნოებით, რომ ისინი ციხეებსა და ქალაქებში არ ცხოვრობენ, რომ, როგორც ჩანს, მეხორბლეობა ან სულ არა აქვთ, ან მეტად მცირე, რომ ისინი მეგრელებს არ ჰგვანან ყოფაცხოვრებით, _ ყველაფერი ეს იმის მოწმობაა, რომ XVII საუკუნის აფხაზები მართლაც კავკასიანებია, საკმაოდ გვიან ჩამოსულნი ბარში. მათ ჯერ კიდევ ვერ აუთვისებიათ ბარი და მთიულურ ცხოვრებას განაგრძნობენ. რა თქმა უნდა, ესენი არ არიან აბორიგენები. მათ ვერ შეუთვისებიათ ქრისტიანობა, ისევე, როგორც ვერ შეუთვისებიათ ფეოდალური მეურნეობა (ამ ყოვლად უხვსა და ნოყიერ ქვეყანაში), ისევე როგორც ვერ შეუთვისებიათ ფეოდალური სოციალური წყობა და გორაკებზე გვარებით (ერთი გვარის ხალხი) დასახლებულნი ცხოვრობენ. თუ მათ მიწის საკუთრება აქვთ, ის უთუოდ ამ ინსტიტუტის დასაწყისი სტადია შეიძლება იყოს, რამდენადაც აფხაზები უმთავრესად მეჯოგეობას მისდევენ და არა მიწისმოქმედებას120…  

და, კვლავ აკად. ნ. ბერძენიშვილს მოუსმინოთ: “საკუთარ ისტორიას გაურბიან… აქვთ თუ არა ისტორიული გადმოცემები? თუ ესენი იმ აფხაზების გენეტიური მემკვიდრენი არიან, მათ ისტორიულ ფოლკლორში თამარი და სხვა ასეთები უნდა ჩანდეს… ნართების ეპოსი მთიელობაზე მიუთითებს”121.  

ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთი არასდროს არ არსებოდა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ის ყოველთვის სხვადასხვა სტატუსით, საერისთავო, თუ სამთავრო, სახელშეკრულებო, თუ ავტონომიური უფლებით ქართულ სახელმწიფოში შედიოდა.  

ამ რეგიონის უძველესი მოსახლეობა ქართველები იყვნენ, რომელნიც ყოველთვის მცხოვრებთა უდიდეს უმრავლესობას შეადგენდნენ. რაც შეეხება აფსუებს (ჩვენ რომ აფხაზებს ვუწოდებთ), რა დროიდანაც არ უნდა ცხოვრობდნენ აფხაზეთში და ვინც არ უნდა იყვნენ წარმოშობით, იქ ცხოვრების და საკუთარი კულტურის განვითარების უფლება აქვთ, მაგრამ არა აქვთ ამ რეგიონის საქართველოდან გამოყოფის უფლება123.  

   

და ბოლოს, ჩემი ნაშრომი მინდა დავასრულო ბატონი   ზაზა ქურთიშვილის სტრიქონებით:  

“ო, აფხაზეთო – ტკივილო ჩემო,  

ჩემო სოხუმო, გალო და გაგრა,  

შენს ზღვას და ზეცას სატანა ჩემობს,  

შენს მკვიდრს და პატრონს მომხდური ჩაგრავს.  

ვინც შენ გაგწირა, გაქცია ნაცრად,  

სისხლი და გული არა ჰქონია,  

დღეს აქ ჩიტების გალობის ნაცვლად,  

ისმის ტყვიების კაკაფონია.  

ჩვენ – დაბრუნების, ბზიფის და რიწის,  

(რისი დაკარგვაც ძვირი დაგვიჯდა),  

მათ საფლავებთან მივეცით ფიცი,  

ვინაც გმირულად მოკვდა ტამიშთან.  

მსურს გაიფანტოს სოხუმზე ნისლი  

და როცა უკვე არ ეციება,  

იქ დაცემული ბიჭების სისხლი  

დასკდეს ვარდისფერ ჰორტენზიებად.  

სტუმართმოყვარე ბიჭვინთას, გაგრას  

სატანის ნებამ ეს დღე არგუნა,  

ის ძველი სითბო სადღაცას გაჰქრა  

და სიძულვილმა დაისადგურა.  

თქვენ, აფხაზეთის ხალხო ძირძველო,  

თქვენ _ ერთმანეთი ვისაც უყვარდა,  

შენ _ სტუმარო და შენც _ მასპინძელო,  

მოდით, კვლავ ერთად დავსხდეთ ბუხართან.  

და გავიხსენოთ ჩვენი ფესვები,  

ჩვენი ძმობა და ძუძუმტეობა,  

მამაპაპათა ადათწესები,  

ერთად ქორწილი, ერთად დღეობა.  

სანამ სისხლისგან გული დაცლილა,  

ჩვენ ვართ სიამის ძმები, ტყუპები  

და უცხო ხელმა თუ დაგვაცილა  

აუცილებლად დავიღუპებით.  

ბზიფი კამკამა, როგორც საფირი,  

მთები, გაყრილი ცაში ისრებად,  

გუდაუთა და ოქროს ნაპირი  

მე მუდამ მახსოვს და მესიზმრება.  

მკერდზე ვინ აღარ გადაგიარა,  

სამოთხესავით კუთხეადგილო,  

შენ _ საქართველოს ღია იარავ,  

თვალო ბეჭდიდან ამოვარდნილო”.  

   

   

———————–  

1 ვ. გოილაძე, “მიწის ენა” მრუდე სარკეში, თბ., 2007, გვ. 4.  

2 შ. ბადრიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 33.  

3 გ. გასვიანი, აფხაზეთი ძველი და ახალი აფხაზები, თბ., 1998, გვ. 52-53.  

31 გ. გასვიანი, ქართველი მეცნიერები პავლე ინგოროყვას შეხედულებებზე აფხაზეთისა და აფხაზების შესახებ, თბ., 2003, გვ. 37.  

4 ბ. ხორავა, დასახ. ნაშრომი, გვ. 47.  

5 დ. გოგოლაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 24.  

6 ნ. ფოფხაძე, სიმართლე აფხაზეთის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს, გაზ. “ჭეშმარიტების მაძიებელი”, # 2, 2000.  

7 გ. ჭელიძე, ჰეი აფხაზეთო, აფსუს, აფსუავ! წიგნის სამყარო, 1990, 10 ოქტომბერი.  

8 ზ. რატიანი, წყაროთა ღაღადი ანუ პირიქითა საქართველო, თბ., 1995, გვ. 54.  

9 იაკობ რაინეგსი, მოგზაურობა საქართველოში, გერმანულიდან თარგმნა, შესავალი და საძიებლები დაურთო გია გელაშვილმა, თბ., 2002, გვ. 108.  

10 იქვე.  

11 ს. ჯანაშია, შრომები, IV, თბ., 1968, გვ. 63.  

12 ვ. ითონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 103-104.  

13 ედუარდ აიხვალდი, საქართველოს შესახებ, გერმანულიდან თარგმნა, შესავალი და საძიებლები დაურთო გია გელაშვილმა, თბ., 2005,, გვ. 223-224.  

14 ჯ. რუხაძე, შტრიხები აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას პორტრეტისათვის, თბ., 1993, გვ. 84.  

15 თ. გვანცელაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 58.  

16 ბ. ხორავა, დასახ. ნაშრომი, გვ. 140.  

161 დ. გოგოლაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 31.  

17 სპა, ფ. 14, ანაწ. 26, საქ. 380, ფურც. 19.  

18 ზ. რატიანი, წყაროთა ღაღადი ანუ პირიქით საქართველო, თბ., 1995, გვ. 71.  

19 იქვე, გვ. 72.  

20 თ. გვანცელაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 59.  

21 ზ. კუტალეიშვილი, ნაოსნობამეთევზეობის ლექსიკა ქართულში, ჟურნ. “მაცნე”“, ისტორიის სერია, #14, 1997, გვ. 41. 22 სახალხო განათლება, 1990, 26 აპრილი.  

23 Ш. Иналипа, Очерки по истории брака и семьи у Абхазов, изд. «Абгиза», 1954, с. 212.  

24 სულხანსაბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, I, თბ., 1991, გვ. 38.  

25 დ. ჩუბინაშვილი, ქართულრუსული ლექსიკონი, თბ., 1984, გვ. 4.  

26 დონ არქანჯელო ლამბერტი, სამეგრელოს აღწერა, თბ., 1990, გვ. 154.  

27 იაკობ რაინეგსი, დასახ. ნაშრომი, გვ. 108-109.  

28 ედუარდ აიხვალდი, დასახ. ნაშრომი, გვ. 86.  

29 შ. ინალიფა, აფხაზები, გვ. 37.  

30 ი. ტაბაღუა, საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში, თბ., 1987, წიგნი III, გვ. 170.  

31 ი. ტაბაღუა, საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში, თბ., 1987, წიგნი III, გვ. 170.  

32 ზ. პაპასკირი, დასახ. ნაშრომი, გვ. 89.  

33 ივ. ჯავახიშვილი, თხზ. ტ. X, თბ., 1992, გვ. 17.  

34 Э. Б. Тайлор, Первобытная культура, М., 1989, с. 50.  

35 Л. И. Лавров, Етнография Кавказа, Л., 1982, с. 64.  

36 თ. აჩუგბა, აბხაზთა დასახლება აჭარაში, ბათუმი, 1988, გვ. 23.  

37 თ. აჩუგბა, აბხაზთა დასახლება აჭარაში, ბათუმი, 1988, გვ. 14-15.  

38 გ. გასვიანი, აფხაზეთი ძველი და ახალი აფხაზები, თბ., 1998, გვ. 50.  

39 ი. ტაბაღუა, დასახ. ნაშრომი, გვ. 170.  

40 დონ არქანჯელო ლამბერტი, დასახ. ნაშრომი, გვ. 155-156.  

41 გ. ნიორაძე, მიცვალებულის ჰაერზე დამარხვა, “ენიმკის მოამბე”, #VVI, თბ., 1940, გვ. 59.  

42 ვახუშტი, აღწერა სამეფოისა საქართველოისა, თბ., 1941, გვ. 172.  

43 ს. ჭანტურიშვილი, ეთნოლოგია, თბ,. 1993, გვ. 129.  

44 რ. თოფჩიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 37-38.  

45 ლეონ მელიქსეთბეგი, დასახ. ნაშრომი, გვ. 173.  

46 თედო სახოკია, მოგზაურობანი, გვ. 402.  

47 ს. ჭანტურიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 253.  

48 გ. ნიორაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 58-59.  

49 Р. Ф. Итс, Введение в этнгографию, Ленинград, 1994, с. 130.  

50 იქვე, გვ. 129.  

51 აპოლონიოს როდოსელი, არგონავტიკა, თარგმანი და შესავალი წერილი ა. გელოვანისა, თბ., 1975, გვ. 31.  

52 იქვე, გვ. 9.  

53 აპოლონიოს როდოსელი, არგონავტიკა, თარგმანი და შესავალი წერილი ა. გელოვანისა, თბ., 1975, გვ. 122.  

54 აპოლონიოს როდოსელი, არგონავტიკა, გვ. 31, სქოლიო 7.  

55 ივ. ჯავახიშვილი, თხზ. ტ. I, თბ., 1979, გვ. 324.  

56 ს. ჭანტურიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 98.  

57 იქვე, გვ. 98-99.  

58 საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბ., 1973, გვ. 673.  

59 ს. ბახიაოქრუაშვილი, აფხაზთა ეთნოგენეზის საკითხისათვის (საგვარეულო სალოცავები), “კლიო”, # 7, 2000, გვ. 21.  

60 თ. გვანცელაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 58.  

61 ს. ბახიაოქრუაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 34.  

62 რ. თოფჩიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 52.  

63 Ш. Иналипа, Памятники Абхазского фольклора, Сухуми 1977, с. 11. 64 ს. ბახიაოქრუაშვილი, აფხაზთა ეთნიკური ისტორიის საკითხები ნართულ ეპოსში, “ანალები”, 2001, # 2, გვ. 21.  

65 შ. ინალიფა, დასახ. ნაშრომი, გვ. 101.  

66 იქვე, გვ. 31.  

67 იქვე, გვ. 76.  

68 ს. ბახიაოქრუაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 23.  

69 ს. ბახიაოქრუაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 24.  

70 იქვე.  

71 ს. ბახიაოქრუაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 24.  

72 იქვე, გვ. 25.  

73 იქვე, გვ. 26.  

74 ს. ბახიაოქრუაშვილი, აფხაზთა ეთნოგენეზის საკითხისათვის (საგვარეულო სალოცავები), “კლიო”, # 7, 2000, გვ. 4.  

75 იქვე, გვ. 7.  

76 ს. ბახიაოქრუაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 78.  

77 იქვე, გვ. 9.  

79 იაკობ რაინეგსი, მოგზაურობა საქართველოში, გვ. 112.  

80 ჟაკ ფრანსუა გამბა, მოგზაურობა ამიერკავკასიაში, ფრანგუიდან თარგმნა, კომენტარები დაურთო მზია მგალობლიშვილმა, თბ., 1987, გვ. 79.  

81 მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ, გერმანული ტექსტი თარგმნა, შესავალი, კომენტარები და საძიებლები დაურთო გია გელაშვილმა, თბ., 2002, გვ. 118.  

82 თ. გასვიანი, დასახ. ნაშრომი, გვ. 283. 83 თ. სახოკია, მოგზაურობანი, გვ. 402-403.  

84 Ш. Иналипа, Очерки по истории брака и семи у Абхазов, изд. «Абгиза», 1954, с. 30-31.  

85 იქვე, გვ. 16.  

86 ჯ. ჯანელიძე, გზა სიმართლისა და გზა სიცრუისა, კრ. “აფხაზეთის სისხლიანი ქრონიკები”, თბ., 1993, გვ. 166-167.  

87 თ. მიბჩუანი, დასახ. ნაშრომი, გვ. 19.  

88 არქანჯელო ლამბერტი, სამეგრელოს აღწერა, გვ. 155.  

89 ლ. მელიქსედბეგი, დასახ. ნაშრომი, გვ. 172.  

90 Ш. Иналипа, Абхазы, Сухуми., 1960, с. 177.  

91 რ. თოფჩიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 386.  

92 Ш. Иналипа, Очерки по истории брака и семи у Абхазов, изд. «Абгиза», 1954, с. 83.  

93 შ. ინალიფა, დასახ. ნაშრომი, გვ. 90.  

94 შ. ინალიფა, დასახ. ნაშრომი, გვ. 109.  

95 იქვე, გვ. 118.  

96 თ. სახოკია, მოგზაურობანი, გვ. 397.  

97 იაკობ რაინეგსი, მოგზაურობა საქართველოში, გვ. 110.  

98 ედუარდ აიხვალდი, საქართველოს შესახებ, გვ. 219.  

99 დონ არქანჯელო ლამბერტი, სამეგრელოს აღწერა, გვ. 127.  

100 ედუარდ აიხვალდი, საქართველოს შესახებ, გვ. 225.  

101 ედუარდ აიხვალდი, საქართველოს შესახებ, გვ. 225.  

102 ს. ბახიაოქრუაშვილი, ზოგიერთი დაკვირვება აფხაზეთის ტოპონიმიკაზე, “კლიო”, თბ., #6, 1999, გვ. 135.  

103 იქვე, გვ. 140.  

104 ედუარდ აიხვალდი, საქართველოს შესახებ, გვ. 224-225.  

105 თ. სახოკია, მოგზაურობანი, გვ. 399-400.  

106 თ. სახოკია, მოგზაურობანი, გვ. 400-401.  

107 ჯ. გამახარია, დასახ. ნაშრომი, გვ. 49.  

108 თ. სახოკია, მოგზაურობანი, გვ. 397-398.  

109 ხ. ბღაჟბა, დასახ. ნაშრომი, გვ. 80.  

110 ვ. ბენიძე, აფხაზური სეპარატიზმი და მისი შედეგები, “საისტორიო ვერტიკალები”, #2, 2002, გვ. 44.  

111 სუიცსა, ფ. 607, ანაწ. 1, საქ. 2400, ფურც. 8ბ.  

112 ა. ბარამიძე, ახლო წარსულიდან, თბ., 1983, გვ. 307-308.  

113 ა. თოთაძე, საქართველოს დემოგრაფიული პორტრეტი. თბ., 1993, გვ. 84-85.  

114 შ. ძიძიგური, ქართული ენის თავგადასავალი, თბ., 1990, გვ. 42.  

115 ა. ბაქრაძე, რწმენა, თბ., 1990, გვ. 241.  

116 იქვე, გვ. 235.  

117 მ. მჭედლიშვილი, იმპერიის მარწუხებში, თბ., 1990, გვ. 28.  

118 ზ. რატიანი, დასახ. ნაშრომი, გვ. 56.  

119 იქვე, გვ. 235.  

120 ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, თბ., 1990, გვ. 614.  

121 იქვე, გვ. 618.  

123 მ. ლორთქიფანიძე, აფხაზეთის სტატუსის საკითხისათვის საქართველოში, “ანალები”, #1, 2005, გვ. 10.  

   

   

| შესავალი   | ვინ არის აფხაზი? | აფსუების ჩამოსახლება _ ექსპანსია  | რუსები და აფსუები  | 

 
 

| ავტონომია  | დაპირისპირება  | რატომ აფსუა და არა აფხაზი?  | დასკვნის მაგიერ  | 

  

  

   

2 Responses to “რატომ აფსუა და არა აფხაზი?”

  1. კარლო ბარბაქაძე said

    ეთნიკური სახელები: აბსუა, აფსუა და აპსუა სხვადასხვაა და ერთიმეორეში ნუ ურევთ. გეოგრაფიულად მათი მნიშვნრელობებია: აღმოსავლეთი, ცენტრალური და დასავლეთი შესაბამისად.

    Like

  2. გიორგი said

    თარგმნეთ ეს ინგლისურად და გამოაქვეყნეთ სადმე სერიოზულ გამომცემლობაში.

    Like

დატოვე კომენტარი