Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• გებელსი – “მასების მოტყუების ხელოვნება”

Bild 146-1968-101-20A

გებელსი – “მასების მოტყუების ხელოვნება”

1936 წლის 30 ოქტომბერი, გერმანიის სახალხო განთლებისა და პროპაგანდის რეიხსმინისტრის პაულ იოზეფ გებელსის მიერ წარმოთქმული სიტყვა.

ბერლინი, 31 ოქტომბერი. (“Правда”-ს საკუთარი კორესპონდენტი).

 

გერინგის²  კვალდაკვალ საჯარო სიტყვებით გამოვიდნენ ჰიტლერი³ და გებელსი¹. ისინი გუშინ საღამოს გამოვიდნენ “ძველი გვარდიის” წინაშე, რომელიც შეიკრიბა სპორტის სასახლეში ბერლინის ფაშისტური ორგანიზაციის X წლისთავთან დაკავშირებით.

პირველმა ისაუბრა გებელსმა, როგორც ბერლინ-ბრანდემბურგის ფაშისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, რომელსაც იგი მეთურობს 1926 წლიდან.

“როდესაც მე 1926 წელს ჩამოვედი ბერლინში – აღნიშნა გებელსმა, – ჩემთვის ნათელი იყო, რომ უპირველეს ყოვლისა ჩვენთვის აუცილებელი იყო ნებისმიერი საშუალებით ჩვენზე მოექციათ ყურადღება. უნდა გვემოქმედა ისე, რომ გვეიძულებინა მოწინააღმდეგეები, დაეჯერებინათ ჩვენი ძალის. ამისათვის საჭირო იყო მოგვენახა გზა მასებისკენ.

ჩვენთვის რომ მოესმინათ, ჩვენ უნდა წარმომდგარიყავით უფრო რადიკალურებად, ვიდრე სხვა დანარჩენი პარტიები. ჩვენი “რადიკალიზმი” იყო მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალება. ჩვენ დავიწყეთ მოწინააღმდეგის პროვოცირება, მათი შეგნებულად შეურაცხყოფა, ოღონდაც კი დისკუსიაში გამოგვეწვია.

ჩვენ ვჩნდებოდით ყველაზე მოულოდნელ ადგილებში, ჩვენ ყველაზე ხმამაღლა ვყვიროდით და ვაკრიტიკებდით ყველაზე მეტად. ჩვენი ეშინოდათ და ვძულდით. ჩვენ ძალა გავხდით”.

გებელსი თავისი სიტყვის შემდგომ ნაწილში იცავდა გერმანიის კოლონიალურ პრეტენზიებს.

ჩვენ გერმანიას გავხდით ძლიერს – აღნიშნა მან … იმავე ენერგიით, რომლითაც ჩვენ შევქმენით არმია, ჩვენ გადავწყვეტთ ნედლეულისა და კოლონიების პრობლემას. როდესაც კოლონიების შესახებ გერინგის ახლანდელ განცხადებაზე ინგლისის პრესა ჩვენ გვირჩევს ვიყიდოთ ნედლეული, ჩვენ ასეთ არგუმენტაციას აბუჩად აგდებად მივიჩნევთ. განა ინგლისელმა პუბლიცისტებმა არ იციან, რომ ჩვენ ვალუტა არ გვაქვს. ჩვენ უნდა გვქონდეს ნედლეული და ჩვენ ის გვექნება. ჩვენ განვაცხადეთ ჩვენს უფლებაზე მსოფლიო საგანძურის ნაწილზე, რომელიც ჩვენ არ გვაქვს ჩვენს ქვეყანაში”.

როგორც ეს არაერთხელ მომხდარა შიდაპოლიტიკური გართულებების დროს, გებელსმა გამოავლინა დამრბევთა ანტისემიტური აგიტაცია. შეჯამებისას მან კვლავ შეუტია “კრიტიკოსებსა და ავისმთქმელებს”.

“კვლავ და კვლავ ჩვენთან იძებნებიან ადამიანები – აღნიშნა მან, – რომლებიც, დაუსრულებლად აკრიტიკებენ. რაც არ უნდა გავაკეთოთ ჩვენ – ყველაფერი ცუდია, ყველაფერი ისე არ არის, მათ არაფერი მოსწონთ. ოდესღაც ჩვენც ვაკრიტიკებდით, როდესაც ოპოზიციაში ვიყავით, და ვიცით კრიტიკის ძალა. ჩვენ არავის მივცემთ კრიტიკის უფლებას. მესამე იმპერიაში კრიტიკოსთა და კრიტიკის ადგილი არ არის”.

შემდგომ გამოსულმა ჰიტლერმა გებელსისადმი გამოხატა მადლიერება მისი 10 წლიანი მუშაობისთვის ბერლინის ფაშისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელის რანგში.

კ. ჰოფმანი

 

—————————————————–

  1. პაულ იოზეფ გებელსის – 1897-1945 წლები, ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის /მოქმედებდა 1920-1945 წლებში/ ბერლინის გაულაიტერი /1926-1945 წლები/ და რეიხსლაიტერი /1930-1945 წლები/, ბერლინის თავდაცვის იმპერიული კომისარი /1942-1945 წლები/, გერმანიის რეიხსკანცლერი /მთავრობის მეთური 1945 წლის 30 აპრილი – 1 მაისი.
  2. გერინგი – გერმან ვილჰელმ გერინგი 1893-1946 წლები, გერმანიის რეიხსტაგის თავმჯდომარე /1932-1945 წლები/, გერმანიის ავიაციის რეიხსმინისტრი /1933-1945 წლები/, დიადი გერმანიის რეიხის რეიხსმარშალი /1940 წელი/, გერმანიის ვიცე-კანცლერი და ვიცე-ფიურერი /1941-1945 წლები.
  3. ჰიტლერი – ადოლფ ჰიტლერი 1889-1945 წლები, ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის III თავმჯდომარე /1921-1945 წლები/, გერმანიის რეიხსკანცლერი /1933-1945 წლები/, გერმანიის ფიურერი /1934-1945 წლები.

მასალა მოგვაწოდა დავით არაბიძემ