Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ზელენკოვა – დიდი რუსი თუ მოსკელის ქვეყანა?

♣ რუსეთი – Russia

 

ანასტასია ზელენკოვა

ისტორიის მითები: დიდი რუსი თუ მოსკელის ქვეყანა?

სმოლენსკში გამოვიდა „მოსკელის ქვეყანა“ – ვლადიმერ ბელინსკის წიგნი მოსკოვის სახელმწიფოს შესახებ. მასში ავტორი ააშკარავებს მთელ რიგ მითებს რუსეთის ისტორიისას და ეჭვ ქვეშ აყენებს  ბევრ რამეს, რაც თითქოსდა საქვეყნოდ ცნობილი ფაქტები იყო. საიდან წარმოსდგა მოსკოვის სახელმწიფო, იყო თუ არა რუსეთზე თათარ-მონღოლური უღელი და სლავიანური მიწების გაერთიანების საბაბით როგორ მოხდა ბელორუსიის დაპყრობა და უკრაინის შემოერთება?

„მოსკელის ქვეყანა“ ინტერნეტში სტატიების ციკლის სახით საკმაოდ დიდი ხნის წინ გამოჩნდა, მაგრამ ამ პუბლიკაციების ერთიანობაში თავმოყრა მხოლოდ მიმდინარე წელს გახდა შესაძლებელი. „მოსკელის ქვეყანა“-ში გადმოცემულია ბოლო 320 წლის მოსკოვის სახელმწიფოს ისტორია, მისი გაჩენის მომენტიდან და ივან ფეოდორის ძის მმართველობიდან (1598). ავტორმა დაწვრილებით განიხილა ველიკორუსული ეთნოსის წარმოშობის, მოსკოვის და მოსკოვის სამთავროს, ოქროს ურდოსთან, ყირიმისა და ყაზანის სახანოებთან მისი ურთიერთობის საკითხები.

საჭოროა აღინიშნოს, რომ წიგნში წარმოჩენილი მთელი რიგი ფაქტები ეხმიანება ბელორუსი ავტორის მიხაილ გოდენკოვის წიგნში „რუსი – სხვა ისტორია“ გახმიანებულ დებულებებს. ამ ორი გამოცემის გამაერთიანებელი მთავარი თეზისია: რუსეთის ისტორია – ერთი დიდი მითია

მძიმეა თუ არა მონომახის ქუდი!

მითი იმის შესახებ, რომ მოსკოვის სახელმწიფო კიევის რუსეთის მემკვიდრეა იმსხვრევა მაშინვე,  რაწამს იწყებ ისტორიული ფაქტების უფრო ყურადღებიან ანალიზს. „მკითხველს რაოდენ საშინლადაც არ უნდა მოეჩვენოს, უტყუარია, რომ ველიკორუსების ისტორიას არაფერი აქვს საერთო კიევის რუსეთის მიწებთან,  – წერს ავტორი – მათი ისტორია იწყება ეგრეთ წოდებული „ზალეშანსკის მიწებიდან“ და მოსკოვიადან, რომლებიც არასოდეს ყოფილან კიევის რუსეთი. მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორები ს. მ. სოლოვიევი და ვ. ო. კლიუჩევსკიც კი აღიარებდნენ: დიახ, რუსი ძველია, მაგრამ ველიკორუსები როგორც ხალხი წარმოიშვნენ XV-XVII საუკუნეებში, თუმც ასეთი აღიარებით მათ ფაქტიურად დაამსხვრიეს მითი ველიკორუსების მიერ „რუსული მიწების შეკრების“ უფლების შესახებ!“. ვლადიმერ ბელინსკი გამოთქვამს დიდ ეჭვს იმის შესახებ, რომ ივან III (მოსკოვის სახელმწიფოს ნამდვილი დამაარსებელი) „მცირედ ხელმძღვანელობდა კიევის რუსეთის წარსული ეპოქის აღორძინების იდეებით, როდესაც მან დაიწყო ბელორუსიის, უკრაინის თუნდაც ნოვგოროდის მიწების ექსპანსია“.

„განა ივანე III–ის (მართავდა 1462-1505), მისი ძის ვასილ III-ის, მისი შვილიშვილის ივანე IV-ის უახლეს გარემოცვას, რომელთაც თავიანთი პატარა სამთავრო ძლიერ სახელმწიფოდ აქციეს, ნამდვილად სჯეროდათ იმისა, რომ ისინი აღორძინებენ ან აგრძელებენ კიევის დიდებას? სვამს ავტორი კითხვას – ვფიქრობ, პასუხი ნათელია: არ სჯეროდათ და დაჯერებაც შეუძლებელი იყო. საერთოდ შემზარავია, როგორ შეუძლიათ თანამედროვე მკვლევარებს დაუშვან, რომ ივანე III ან ივანე IV მმართველი კასტის მოსკოვიტებმა თავიანთი თავი კიევის მმართველების მემკვიდრეეებად გააცნობიერეს“.

ავტორი ავითარებს აგრეთვე მითს მოსკოვის მეფეების განთქმული გვირგვინის – იმ დროიდან ცნობილი ე. წ. „მონომახის ქუდის“ შესახებ.  ავტორის აზრით, კიევის მთავარ ვლადიმერ მონომახთან მას არაფერი აქვს საერთო. „ის დაამზადეს 1330-იან წლებში ოქროს ურდოს ხანისთვის (უფრო უზბეკისათვის). XV საუკუნეში კი ქუდს გადაარქვეს, უფრო ზუსტად გადანათლეს, დაამაგრეს რა მასზედ ჯვარი და გამოწერეს ახალი „სერთიფიკატი“ – იმპერატორ კონსტანტინე მონომახთან დამაკავშირებელი გამოგონილი ლეგენდით“, – აზუსტებს ისტორიკოსი.

იყო კი თათარ-მონღოლების უღელი?

„ახლა ვთქვათ რამდენიმე სიტყვა „თათრული უღლის“ შესახებ. როგორც უკვე ავღნიშნე, მოსკოვის პოლიტიკოსებს არ აწუხებდათ ძველი კიევის ნოსტალგია. მაგრამ როგორც მოწმობს მდიდარი დოკუმენტაცია მოსკოვისა და მისი თათარი მოკავშირეების შესახებ, ისინი უფრო ნაკლებად აცნობიერებდნენ თავიანთ ექსპანსიას სტეპებში, როგორც ნამდვილი ეროვნული და რელიგიური ბრძოლის განხორციელებას თათრების ბატონობის წინააღმდეგ“, -წერს ავტორი. 

დიპლომატიური მიმოწერის ყურადღებიანი წაკითხვა – ზოგ შემთხვევაში მოსკოვის სამეფო კარის პატრიოტული ჟამთაღმწერლობისა – ბადებს დამსახურებულ გაოცებას, თუ რამდენად მჭიდრო და პრაგმატული იყო მოსკოვისა და თათრების პოლიტიკოსებს შორის ურთიერთობა.

„სახელდობრ, ძნელი წარმოსადგენია, რომ ისინი სხვაგვარები იყვნენ, რადგან მოსკოვიტებსა და თათრებს შორის მჭიდრო და ფართო პოლიტიკურმა კავშირმა (ივანეს მამის ვასილ II-ს და ხან ულუ მეხმეტს შორის) მნიშვნელოვნად განაპირობა მოსკოვში XV საუკუნეში სამოქალაქო ომში გამარჯვება, რომელშიც ვასილის მოწინააღმდეგები იყვნენ მისი მართლმადიდებელი ბიძაშვილები“.

შემდგომ მემკვიდრეებში ივანე III-ის ყველაზე ახლო უცხოელი მოკავშირე იყო ყირიმის ხანი მენგლი-გირეი (1466-1513). ეს კავშირი იყო მტკიცე და ურთიერთმომგებიანი, რამაც სხვათაშორის, შესაძლებელი გახადა ნოვგოროდისა და ფსკოვის დაპყრობა. ამას გარდა, ივანე IV ვერასდროს შესძლებდა ყაზანისა და ასტრახანის დაპყრობას, რომ არ ჰქონოდა მჭიდრო თანამშრომლობა თავის ძველ თათარ მოკავშირეეებთან – ნოღაელებთან“, -წერს ავტორი.

განსკუთრებულ მუსულმან მოკავშირეებთან მოსკოვი აგზავნიდა მრავალრიცხოვან ელჩობას, კეთილი ნების ჟესტებსა და სიმბოლურ საჩუქრებს: მაგალითად, მექაში წასასვლელ ცხენებს ან სახელგატეხილი უზბეკის (მონომახის) ქუდებს. მოსკოველი პოლიტიკოსები თათარ-მუსულმანებს მონებად ჰყიდნენ ქრისტიანებს, ენათესავებოდნენ მათ სამთავრო სახლებს. აი, სინამდვილეში რაში მდგომარეობს საქმე მოგონილ „თათარ-მონღოლთა უღელთან“ დაკავშირებით“, – ასკვნის ავტორი.

 
ის იხსენებს აგრეთვე იმას, რომ 1362 წელს ლიტვინების (ბელორუსების წინაპრები) და უკრაინელების სლავურმა პოლკებმა გაანადგურეს თათარ-მონღოლები სინის წყლებზე: „მოსკოვის მმართველები კი კიდევ ორასი წელი კოცნიდნენ „ბოლვანებზე“ ოქროს ურდოს ხანებს ერთგულების დასადასტურებლად“.

მოსკელების ქვეყანა

საიდან წარმოიშვა მოსკოვის სამთავრო და რუსი (ამ სიტყვის დღევანდელი გაგებით) ხალხი? ცნობილია, რომ მოსკოვი, როგორც ადგილი, რუსული წყაროების თანახმად, პირველად მოიხსენიება 1147 წელს. საოცარი კი ის არის, რომ ველიკორუსები, როგორც ასეთი, საერთოდ არ იყვნენ, ათასობით ვერსის გარშემო ცხოვრობდნენ ფინური ტომები.  

„როსტოვ-სუზდალის მთელი დასახლებები რიურიკელების და მათი დრუჟინების მოსვლის დროიდან აშენდა და დასახლდა ფინური ტომებით… როსტოვ-სუზდალის სამთავროს, შემდეგ კი მოსკოვის სამთავროს წარმოქმიდან. ეს ღმერთისგან დავიწყებული მიწა ხუთასი წლის მანძილზე კვლავ რჩებოდა ველურებით დასახლებულ მიყრუებულ პროვინციად, რომელთაც არ ჰქონდათ შესაძლებლობა მისწვდომოდნენ მაშინდელ განადგურებულ კიევსაც კი“, -აღნიშნავს ავტორი. ეს მიწები  დასახლებული იყო ფინური ტომებით – ვესებით, მერიებით, მეშცერებით, მოკშებით, მორდოვებით, მურომებით, ნაროვებით, მერმებით, პეჩორებით, ჩერემისებით და სხვებით. X-XIII საუკუნეებში მათ ეკუთვნოდათ უსაზღვრო სივრცე ტულიდან და რიაზანიდან აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთით.  ამის დასადასტურებლად ავტორს მოაქვს მდინარეთა მრავალრიცხოვანი დასახელება, რომელთაც ფინური წარმომავლობა აქვთ. 

დაბოლოება „ვა“ (ფინურად ნიშნავს წყალს) აქვთ მდინარეებს მოსკვა, სილვა, კოსვა, პროტვა, მდინარე კამას ამ დაბოლოებით ოცამდე შესართავი აქვს, თვით ოკის დასახელება კი არის ფინური „იოკის“ გარუსებული ფორმა. „ჩვენ კი გვჩრიან, რომ მოსკოვი დააარსა რუსმა თავადმა იური ვლადიმერის ძე „დოლგორუკიმ“ და მასში ველიკორუსები ცხოვრობდნენ“ – აღნიშნავს ვლადიმერ ბელინსკი.

სხვათაშორის ველიკორუსების ტომი (ან რუსი ხალხი, როგორც ის დღეს იწოდება), რუსი ისტორიკოსის ვასილი კლუჩევსკის თანახმად წარმოიშვა მხოლოდ XV-XVI საუკუნეებში მურომების, მერიების, ვესების, მოკშების მეშჩერების შორის და იქიდან იწყო „გადინება“.

„ნახეთ, რა დელიკატურად სწერს ისტორიკოსი: ხალხი „განედინება“ ტერიტორიებზე და „ჰქმნის „ველიკორუსეთს“ – გაოცებულია ვლადიმერ ბელინსკი – აქ ჩვენ ვხვდებით ერთერთ ძირითად მითს რუსეთის ისტორიისას. ხალხი კი საერთოდ არ „ედინება“, მან უმკაცრესი ძალმომრეობითა და დარბევებით დაიპყრო მიწები, დაიმონა იქ მცხოვრები ტომები; გაანადგურა ან განდევნა მშობლიური მიწიდან, თავს ახვევდა მათ თავის რწმენასა და რელიგიას, არუსებდა მათ“. მაშ როგორ იწოდებოდა მოსკოვის ხალხი XII საუკუნეში? ავტორს მოჰყავს საფრანგეთის მეფის ლუდოვიკო IX ელჩის ვილჰელმ დე რუბრუკის მოწმობა, რომელმაც მოიარა ხან სარატაკისა და ხან ბატიას ქვეყნები. 1253 წელს რუბრუკმა დააფიქსირა მიწების შემდეგნაირი განლაგება ამ ორ ხანს შორის: სარატაკი ფლობდა ოქროს ურდოს მიწებს დონიდან ვლოგამდის, კასპიისა და აზოვის ზღვებიდან მოსკელის ქვეყნის  ჩრდილოეთის ადგილებამდის, სადამდისაც თათრები 1238 წელს მივიდნენ. იმ დროს  „სარატაკის ქვეყანაში“ თათრების ტომების გარდა ცხოვრობდნენ მხოლოდ „ორი ტომი“: მოსკელები (ჭამდნენ ღორის ხორცს) და მერდინასები (მუსულმანები, რომლებიც არ ჭამდნენ ღორის ხორცს).   

„უფრო მოგვიანებით, ველიკორუსი „ისტორიის მწერლების“ წყალობით წარმოიშვა როსტოვ-სუზდალის მიწის სახელწოდება“, – აზუსტებს ავტორი,- სწორედ ამგვარად – მოსკელ-ს – უწოდებდნენ 1253 წელს მოსკოვიის ხალხს. აქედან ავტორს გამოაქვს დასკვნა:“ველიკორუს ხალხს არასდროს არ გააჩნდა ნათესაური კავშირები უკრაინელ ხალხთან. ის წარმოიშვა ფინური ტომების ბაზაზე, ბულგარული და თათრული ეთნოსის შერევით. და წარმოიშვა ის დიდი ხნის შემდეგ“.  

რუსული მიწების “შეგროვება”

ამასთან კავშირში ძალიან საეჭვოდ გამოიყურება რუსი იდეოლოგების ვერსია რუსული მიწების “შეგროვების”  შესახებ, რომელიც თავისი არსით ჩქმალავს ბანალურ ექსპანსიას. უკრაინის და ლიტვის ქალაქები იმ დროისათვის უკვე ცხოვრობდნენ ევროპული ცივილიზაციის კანონებით. ქალაქ ბრესტმა  მიიღო მაგდებურგის კანონები, კამენეც-პოდოლსკიმ 1432 წელს, კიევმა – 1494 წელს. ამ კანონით მოქალაქეებს თვითმმართველობის უფლება ჰქონდათ, მაშინ როცა მთავრების ხელისუფლება მათთან მიმართებაში შეზღუდული იყო. ყოველ შემთხვევისთვის, მას არ შეეძლო თავისი კაპრიზებით მოქალაქეთა დასჯა ან ძარცვა. „მოსკოვიაში მმართველობის ამგვარი კონონები შემოიღეს მხოლოდ 1905 წლის  რევოლუციის დროს!“, – აზუსტებს ბელინსკი.

რეზიუმე: „შევისწავლეთ რა ფაქტები, ჩვენ სამუდამოდ უნდა ვუარყოთ მითი უკრაინელი, ბელორუსი და რუსი ხალხების ნათესაობის შესახებ. ველიკორუსების ერი ვითარდებოდა სრულიად დამოუკიდებლად ევროპის ჩრდილო-აღმოსავლეთის უღრან, გაუვალ ტყეებში, იმ ადგილებში მცხოვრები ფინური ტომების ბაზაზე.“

ავტორს კიდევ მრავალი დოკუმენტი მოჰყავს იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობდა რუსული მიწების „შეგროვება“, ის გვახსენებს აგრეთვე ეკატერინე II-ის და მისი კომისიის „ისტორიის შესადგენისათვის, აღმატებით რუსულისა“ ისტორიული სავარჯიშოს შესახებ, რომლის წყალობითაც რუსეთის ისტორიამ მიიღო სრულიად ახალი სახე. ვლადიმირ ბელინსკის სიტყვების მიხედვით, თავის წიგნში „მას სურდა ეჩვენებინა მოსკოვიის ელიტის შემდეგდროინდელი ქმედებები და მიზნები ძველი ორდის მიმართებაში.“

„მოდით გავიხსენოთ, რა ისწავლა სკოლაში ჩვენმა მამა-პაპამ, და ჩვენს შორის მათაც, ვინც 1992 წლამდის დაამთავრა სკოლა. ჩვენ ყველამ ვისწავლეთ რუსეთის ისტორია, თუმც სახელმწიფო მრავალეროვანი იყო, რომელიც 15 რესპუბლიკისაგან შედგებოდა და 100 ხალხს აერთიანებდა. მაგრამ კომუნისტურ იმპერიაში, როგორც უწინ რუსეთის იმპერიაში, არავინ ინტერესდებოდა უკრაინის, ბელორუსიის, ყაზახეთის, ლიტვის და არავის  ისტორიით, -აღნიშნავს ბელინსკი. მხოლოდ მაშინ, როდესაც რომელიმე ხალხის ისტორია შეეხებოდა ველიკორუსების ისტორიას, უცებ გამოჩნდებოდა ახალი, ყველასათვის უცნობი, სადღაციდან მოსული ხალხი, რომელიც „თავისი ნებით შეუერთდა რუსებს. და თუ არა „თავისი ნებით“, ეს კი ნიშნავს, რომ ის უხსოვარი დროიდან „ველური მტრული“ ტომები იყვნენ, ისინი თვით ღმერთმა მიიყვანა ველიკორუსების დიდებულ წინაპრებთან. თურმე ველიკორუსებს მიუტანიათ მათთან კულტურა, გამოიყვანეს სიბნელიდან…“

 

2 Responses to “• ზელენკოვა – დიდი რუსი თუ მოსკელის ქვეყანა?”

  1. irakli said

    ისე ხუმრობის გარეშე ალბათ რუსებს მემკვიდრეობით ერგოთ მონღოლეთის იმპერია და ეგაა ვითომ ევროპის მოკავშირეა დღეს ტერორიზმის წინააღმდეგ სინამდვილეში ეხმარება მაგათ და ჩინეთის მოკავშირე უფროა

    Like

  2. :))))))))))))) საღოლ ავტორ მაგარი სისულელეები გიწერია. გამოდის რომ მონღოლებმა დაიპყრეს თითქმის მთელი აზია, ევროპაში რუსეთი, პოლონეთი, უკრაინა, ბელარუსი, რუმინეთი, ნახევარი ანატოლია, და აშ. რის შედეგადაც მონღოლეთის იმპერიის ხალხთა საერთო რიცხოვნობამ 100 მილიონს მიაღწია , საქართველოს მაგ დედავირებმა და მამაძაღლებმა ისეთი ბეგარა დაადეს გინდ ფულადი და გინდ ჯარის გამოყვანის მხრივ რომ, 100 წელში, როცა ეშმაკმა და ჭკვიანმა მეფე გიორგმეხუთე(ბრჭყინვალემ) დამპალი მონღოლები გაყარა საქართველოდან და კვლავ განადიდა საქართველო, მიუხედავად მისი ყოველმხრივი მცდელობისა ისეთი ძლიერი მაინჩ არ იყო საქართველო როგორიც მონღოლებამდე იყო, და ამბობ თუ წერ რომ რუსები განვითარდნენ იმიტომ რომ ისინი მონღოლებმა დაიპყრესო?! არ მესმის ეგეთი ლოგიკისა და რა ვქნა…

    Like

დატოვე კომენტარი