Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• შრადერი – მულტიკულტურა არ შედგა

 

მერკელს მიაჩნია, რომ “მულტიკულტურა” არ შედგა

 

 

dw

მარტინ შრადერი

 

Bundeskanzlerin Merkel fordert Bekenntnis zum Christentumგერმანიის ფედერალური სახელმწიფოს კანცლერი, ანგელა მერკელი ქრისტიანული სარწმუნოების აღიარებას მოითხოვს.

გერმანიის წამყვანი პოლიტიკოსები ქვეყანაში უცხოელების ინტეგრაციის თემაზე დაობენ. კანცლერი მერკელის აზრით, “მულტიკულტურული საზოგადოება არ შედგა”.

შაბათს, პოსტდამში, ახალგაზრდული კავშირის გერმანიის დღეზე მერკელმა განაცხადა, რომ მიუხედავად მცდელობისა, შეექმნათ მულტიკულტურული საზოგადოება, ის ვერ ჩამოყალიბდა და ცდა მარცხით დასრულდა.

„წარსულში ძალიან ცოტას მოვითხოვდით, ვფიქრობ, სამართლიანი იქნებოდა, რომ ემიგრანტებს, გერმანული ენა ესწავლათ. ენის ცოდნა მათ შანსს მისცემს სამუშაო ბაზარზე ადგილი დაიკავონ”, – აცხადებს მერკელი. ის იძულებითი ქორწინებების წინააღმდეგია, „არ უნდა დავუშვათ იძულებით ქორწინებები და გოგონებმა, ემიგრანტული ოჯახებიდან სკოლის ექსკურსიებზე უნდა იარონ”, – აცხადებს იგი.

მერკელი მოითხოვს პოლიციის კონტროლის გამკაცრებას, რომ ქალაქის არც ერთი ნაწილი მათ მიერ გაუკონტროლებელი არ უნდა დარჩეს.

კანცლერმა დაიცვა ბუნდესპრეზიდენტ კრისტიან ვულფის აზრი, რომლის მიხედვითაც ისლამი გერმანიის ნაწილია. „ის გერმანიის ნაწილია – ეს ჩანს არა მხოლოდ ფეხბურთელებზე (მესუტი იოზილი)”, – თქვა მან და გერმანიის ფეხბურთის ნაკრების თურქული წარმოშობის მეკარეზე მიუთითა. თუმცა ერთი დღის წინ ბერლინში CDU-ს რეგიონულ კონფერენციაზე მერკელმა ასევე განაცხადა: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქრისტიანული მორალი. გერმანიის ყველა მოქალაქე პატივს უნდა სცემდეს და ითვალისწინებდეს ამ მორალს. ვინც ამ ღირებულებებს პატივს არ სცემს, მათი ადგილი აქ არ არის“.

Seehofer erhielt viel Beifall für seine Rede beim Deutschlandtag der Jungen Unionბავარიის პრემიერ-მინისტრმა და CSU-ს შეფმა ჰორსტ ზეეჰოფერმა წინა საღამოს, ახალგაზრდული კავშირის კონგრესზე გერმანიაში მცხოვრებ უცხოელებს ინტეგრაციისკენ მოუწოდა. „აქ მცხოვრები ადამიანები გერმანულ კულტურას უნდა ეზიარონ”. ამ სიტყვებისთვის მან აპლოდისმენტები დაიმსახურა. ინტეგრაცია, ზეეჰოფერის აზრით, არის ქრისტიანული ღირებულებების პატივისცემა, კვალიფიკაციის შეძენა და ინტეგრირება. გერმანული ენის შესწავლის გარეშე კი ეს ვერ მოხდება. „მულტიკულტურა წარსულს ჩაბარდა!“

ინტეგრაციაზე ასეთი განცხადებების გამო ზეეჰოფერი გერმანიის ებრაელთა ცენტრალური საბჭოს გენერალურმა მდივანმა შტეფან კრამერმა გააკრიტიკა. მან ზეეჰოფერის გამოსვლას არასწორი, ქსენოფობიური და სოციალური სიმშვიდის დამრღვევი უწოდა. “ეს მარტო ცუდი კი არა უპასუხისმგებლო საქციელია“, – ზეეჰოფერმა თავისი გამოსვლის წინ ინტერვიუში თქვა, რომ ემიგრანტებს სხვა კულტურული წრეებიდან, როგორიცაა თურქეთი და არაბული ქვეყნები, უჭირთ ინტეგრირება. ამიტომ ის ფიქრობს, რომ „სხვა კულტურული წრეებიდან მეტი ემიგრანტი აღარ გვჭირდება“.

კრამერმა გააკრიტიკა ასევე საოჯახო საკითხთა მინისტრი კრისტინა შრიოდერი (CDU), რომელმაც „გერმანელების სიძულვილში“ თურმე რასიზმიც აღმოაჩინა. კრამერის აზრით, დებატები იყო „უთანასწორო, ფარისევლური და ისტერიული“.

ინტეგრაციაზე დებატებში განათლების მინისტრი ანეტე შავანიც ერთვება. მისი აზრით, გერმანული უნდა გახდეს „სკოლის ეზოს ენაც“. მოსწავლეებმა არა მარტო გაკვეთილებზე არამედ სკოლის ეზოშიც გერმანულად უნდა ისაუბრონ. Neue Osnabrücker Zeitung-ისთვის მიცემულ ინტერვიუში (შაბათის გამოშვება) CDU-ს ვიცე შეფმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია მჭიდრო ურთიერთობა სკოლასა და მოსწავლეების ოჯახებს შორის, ასევე მნიშვნელოვანია ბავშვებმა სოციალური მუშაკების დახმარებით გერმანული ენა კარგად შეისწავლონ. „ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ბავშვმა მასწავლებლის საუბრის გაგება პირველივე სასკოლო დღეს შეძლოს“, – აცხადებს განათლების მინისტრი შავანი.

შავანის მოსაზრებას იზიარებს და მხარს უჭერს თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული. Süddeutsche Zeitung –თან საუბარში მან განაცხადა, რომ ერთ დროს გერმანიაში სამუშაოდ წასული თურქი ემიგრანტები და მათი შთამომავლები ვალდებულნი არიან გერმანულ ენას ბრწყინვალედ, ყოველგვარი აქცენტის გარეშე ფლობდნენ. „დაუშვებელია არ იცოდე იმ ქვეყნის ენა, რომელშიც ცხოვრობ. გერმანული ენის ცოდნა საბავშვო ბაღიდან უნდა დაიწყოს“, – ამბობს გიული.

ემიგრანტების ინტეგრირებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პრობლემებს მერკელი გერმანიის წინა მმართველებს აბრალებს. „30, 40 წლის განმავლობაში არსებული უმოქმედობა სწრაფად ვერ გამოსწორდება“, – განაცხადა მერკელმა პარასკევს CDU-ს რეგიონალურ კონფერენციაზე.

გერმანულიდან თარგმნა ანა კიკალეიშვილმა.

ორიგინალი

foreignpress.ge

 

 

2 Responses to “• შრადერი – მულტიკულტურა არ შედგა”

  1. საქართველოში კი გვეშინია. სომეხს, აზერბაიჯანელს და სხვებს საქართველოში რომ დაიბადნენ, გაიზარდნენ, ოჯახები შექმნენ, გამრავლდნენ ხუთნი თუ იყვნენ, ოცი გახდნენ და ქართულად ვერ ლაპარაკობენ. ამიტომ კი ბატონო გაუხადეთ თავიანთი ენა სახელმწიფო ენათ. რომელსაც სკოლა დამთავრებულს არ ეცოდინება ქართული სახელმწიფო ენა არც უმაღლეს სასწავლებელში და არც მეეზოვედ არ დაასაქმო.

    Like

  2. lmmmml said

    xo eg martalia kartuli ena rogorz kartvelebi zalian daufasebelia sakartvelochi . namdvilad kargi ikneboda amastan dakavchirebit chvenz igive ganzxadebebs tu gavaketebdit

    Like

დატოვე კომენტარი