Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• “დაშნაკცუთუნი” და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა

გურამ მარხულია
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს
საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ახალგაზრდული
ორგანიზაციის თავმჯდომარე

“დაშნაკცუთუნი” და საქართველოს
დამოუკიდებლობის აღდგენა

 სომხეთი მთელი თავისი ისტორიის მანძილზე დროდადრო ახერხებდა დამოუკიდებლობის აღდგენას და იმთავითვე იწყებდა საქართველოსადმი ტერიტორიული პრეტენზიების წამოყენებას. მაგრამ XX საუკუნის დასაწყისში დაშნაკთა პრეტენზიემბმა ორიგინალური ხასიათი მიიღო. მათ მოითხოვეს სამხრეთ კავკასიის ჯერ პროპორციულად, შემდგომ კი ეთნიკური პრინციპით დაყოფა. ბრძოლა სამხრეთ კავკასიის ადმინისტრაციულ დაყოფაზე ეთნიკური (სომხური) პრინციპის მიხედვით ალბათ “დაშნაკცუთუნის” გამარჯვებით და ქართველი ეროვნული ინტერესების გაწირვით დამთავრდებოდა რომ არა რუსეთში 1917 წ. განვითარებული მოვლენები.

 1917 წ. ოქტომბერში კონტრევოლუციური გადატრიალება მოხდა და ხელისუფლებაში ბოლშევიკები მოვიდნენ. ამიერკავკასიის პოლიტიკურმა პარტიებმა არ სცნეს საბჭოთა ხელისუფლება და ოზაკომის ნაცვლად ახალი მთავრობა ამიერკავკასიის კომისარიატი შექმნეს, რომელსაც სათავეში ქართველი მენშევიკი ე. გეგეჭკორი ჩაუდგა. ბედის ირონიით საბჭოთა რუსეთი გამოვიდა ომიდან, რუსეთის ჯარმა დატოვა დაპყრობილი ტერიტორიები, მათთან ერთად კვლავ ასობით ათასმა სომეხმა დატოვა თურქეთი და საქართველოს ტერიტორიაზე დასახლდა. 1917 წ. 20 ნოემბერს პეტროგრადის სახკომსაბჭომ განაცხადა: “ჩვენ ვაცხადებთ რომ ხელშეკრულება თურქეთის დანაწილების და “სომხეთის წართმევის” შესახებ დახეულია და განადგურებულია. როგორც კი შეწყდება საომარი მოქმედებები, სომხებს მიეცემათ უფლება თვითონ თავისუფლად განესაზღვრათ თავისი ბედი. დეკლარაცია შეთანხმებული იყო გერმანიასთან, ამითრუსეთის საბჭოთა ხელისუფლება პრაქტიკულად აცხადებდა უარს არა მხოლოდ “დიდი სომხეთის” შექმნაზე, არამედ თურქების სომხების დაცვაზე. ბოლშევიკური გადატრიალება რუსეთში და მათი პოლიტიკა სომხებთან მიმართებაში დაშნაკები და მთლიანად სომხური საზოგადოება სასოწარკვეთილებაში ჩააგდო – ისინი რუსეთის სომხური ეროვნული ინტერესების გაწირვაზე, ღალატზე დებდნენ ბრალს. დაშნაკებს როცა რუსეთის იმედი გადაეწურათ ქართველ პოლიტიკურ წრეებს მიმართეს და ევედრებოდნენ დახმარებას და მფარველობას. სომხებისათვის ქართველების დახმარება და მფარველობა უცხო არ იყო რადგან ისტორიის მანძილზე სომეხი ხალხი ყოველთვის პოვებდა ქართველ ხალხში, ქართველ მეფეთა შორის საჭირო მზრუნველობას მაგრამ, ამჟამად სომეხი ერის ბელადები თხოვდნენ ქართველებს თურქეთში საქართველოს ისტორიული ტერიტორიების განთავისუფლებას და ამ ტერიტორიის სომხებისათვის გადაცემას, შემდეგ კი უნდა ეზრუნათ სომხეთის გაფართოებაზე ხმელთაშუაზღვამდე. ასეთ ვითარებაში თურქეთმა ამიერკავკასიის კომისარიატს შესთავაზა შეეწყვიტათ საომარი მოქმედებები და ზავი დაედოთ. დაშნაკები ომის გაგრძელებას ითხოვდნენ, მიუხედავად ამისა 1917 წლის 18 დეკემბერს თურქეთს ამიერკავკასიის მთავრობას შორის ერზინჯანში ხელი მოეწერა საზავო ხელშეკრულებას. საომარი მოქმედებები კავკასიის ფრონტზე შეწყდა, დადგინდა სადემარკაციო ხაზი. მოვლენის ასე განვითარებით უკმაყოფილო იყვნენ დაშნაკები, რადგან ომის გაგრძელებას ლამობდნენ. ერზინჯანის ხელშეკრულების დარღვევის მიზნით დაშნაკთა შეიარაღებულმა რაზმებმა გენერალ ანდრანიკ ოზანიანის მეთაურობით 1918წ. იანვარში შეიჭრნენ თურქეთის სოფლებში და ეთნიკური თურქი მოსახლეობა მხეცურად დახოცეს, მხოლოდ სოფელ კატრანღში სომხურმა ბანდებმა ცოცხლად დაწვეს 1400 ბავშვი. თურქეთის ჯარი თავისი მოსახლეობის დასაცავად გაემართა სომეხთა თარეშის ადგილისაკენ, სომეხი ერის “ლეგენდარული” გენერლის ანდრანიკის მებრძოლებმა სამარცხვინოდ გარბოდნენ თურქეთის სოფლებიდან.

 ისინი მხოლოდ უიარაღო მოსახლეობასთან იყვნენ გაბედულნი, ბავშვებისა და მოხუცების ხოცვაში იჩენდნენ “მამაცობას”. საომარი მოქმედება განახლდა, დაშნაკთა ნაქები “სომეხთა ჯარი” უკან მოუხედავად გარბოდა ბრძოლის ველიდან. 1918 წ. 1 თებერვალს თურქეთის ჯარი ერზინჯანში შევიდა. გაურკვეველ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში დაშნაკთა ასეთი მოქმედება ხელს უშლიდა ქართველ პოლიტიკურ მესვეურებს დაემყარებინა ურთიერთობა თურქეთთან და ამიერკავკასიის საომარი ვითარებიდან გამოყვანას.

 1918 წ. 3 მარტს საბჭოთა რუსეთმა ბრესტ-ლიტომესკში ხელი მოაწერა გერმანიასთან საზავო ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, რუსეთი გერმანიის მოკავშირე თურქეთს ამიერკავკასიაში არდაგანს, ბათუმს და ყარსს უთმობდა. ამიერკავკასიის მთავრობამ არ სცნო ბრესტის საზავო ხელშეკრულება და შეეცადა თურქეთთან უფრო საპატიო ზავი დაედო, მაგრამ ტრაპიზონის კონფერენციაზე მან ვერ დაითანხმა თურქეთი უარი ეთქვა ამიერკავკასიის ტერიტორიაზე, პირიქით ამიერკავკასიის დელეგაცია იძულებული შეიქმნა აღიარებინა ბრესტის ზავი. შემდგომში ამის გამო დაშნაკებმა ა. ჩხენკელი და დელეგაციის ქართველი წევრები სომეხი ერის ინტერესების მოღალატეებად მონათლეს არა და 1918 წ. 26 და 28 მარტის ამიერკავკასიის დელეგაციეს სხდომის პროტოკოლიდან ნათლად ჩანს, რომ ა. ჩხენკელი და საერთოდ დელეგაციის ქართველი წევრები არ აღიარებდნენ ბრესტის ზავის პირობებს როცა დელეგაციის დაშნაკი წევრები ო. კარაზნუნი და ა. ხატისიანი დაჟინებით ითხოვდნენ ზავის აღიარებას. დაშნაკები თავის მოქმედებით თავად გამოდიოდნენ თავისი ერის მოღალატეებად, მათ ეშინოდათ ერის რისხვის, რომელიც ეძებდა თავისი უბედურების დამნაშავეს. დაშნაკებმა თავის გამართლების მიზნით ყველაფერი ქართველებს დააბრალეს და ქართველები გამოიყვანეს სომეხი ერის მოღალატეებად. “რა უნდა გვექნაო ჩვენ როცა ქართველებმა დიპლომატიური გზით დაუთმესო თურქებს ტერიტორია და გამორიცხესო ჩვენთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა…“ ასე უსირცხვილოდ აბრალებდნენ დაშნაკები ქართველებს თავიანთ უმეცრებას და აქეზებდნენ სომეხ ერს ქართველების წინააღმდეგ.

 თურქეთის მოთხოვნა გამოეცხადებინათ ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა, შესრულებული იქნა, მაგრამ ამან ვერ შეაჩერა თურქეთის ჯარის წინსვლა. თურქრთმა თანმიმდევრობით დაიკავა ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით მისთვის გადაცემული ტერიტორიები და ამიერკავკასიის რესპუბლიკის სხვა ტერიტორიების დაკავებას განაგრძობდა. თურქეთის აგრესიულმა გეგმებმა საქართველოსა და მთელი კავკასიის მიმართ, მწვავე დიპლომატიური ბრძოლა გამოიწვია გერმანიასა დამ ის მოკავშირეს შორის ბათუმის სამშვიდობო კონფერენციაზე. თურქეთს, როგორც გერმანიის მოკავშირეს პირველ მსოფლიო ომში (1914-1918 წწ.) საქართველოს გამო გეოპოლიტიკური წინააღმდეგობების მიუხედავად, გერმანიის წინააღმდეგ ღიად გამოსვლა არ შეეძლო. ამ გარემოებით ესარგებლეს ქართველმა პოლიტიკურმა მოღვაწეებმა და გერმანიის მთავრობას საქართველოსადმი მფარველობის გაწევა სთხოვეს. გერმანიის მთავრობა ამ წინადადებას დათანხმდა. ქართველი სოციალ-დემოკრატები, რომლებმაც დემოკრატიული რუსეთის აღდგენის ყოველგვარი ინედი დაკარგეს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისათვის მზადებას შეუდგნენ. შექმნილმა მდგომარეობამ დაშნაკები სასოწარკვეთამდე მიიყვანა, რადგან მა თარ შეეძლოთ შერიგებოდნენ ქართველი სოციალ-დემოკრატების კურსს და თავიანთი გრანდიოზული გეგმების განხორციელებაში არც გერმანიის დახმარების იმედი ჰქონდათ.

 დაშნაკებმა ვერ შეძლეს ეთნიკური ნიადაგის, ტერიტორიის შექმნა დამოუკიდებელი “დიდი სომხეთის: სახელმწიფოსათვის, ამიტომ ისინი თხოვდნენ ქართველებს ბრძოლის გაგრძელებას. ბათუმში, დაშნაკთა დელეგაციეს მეთაურმა ა. ხატისიანმა დაჟინებით მოთხოვა ქართველ სოციალ-დემოკრატთა ლიდერს – თუ ვიღუპებით, ერტად დავიღუპოთო. საქართველოს დაღუპვა არ სურდა, ასეთ პირობებში სოციალ-დემოკრატები მივიდნენ დამოუკიდებლობის გამოხცადების აუცილებლობამდე, რასაც მთელი ქართველი ეროვნული მოძრაობა ესწრაფვოდა XIX-XX საუკუნეთა განვლილ პერიოდში.
 1918 წლის 26 მაისს საქართველომ 117 წლის შემდეგ დამოუკიდებლობა გამოაცხადა

 ამ აქტმა სომეხი პოლიტიკური მოღვაწეების აღშფოთება გამოიწვია. ისინი ქართველ სოციალ-დემოკრატებს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ მარტო დატივეს და მხარი დაუჭირეს “დიდი სომხეთის” სახელმწიფოს შექმნისათვის ბრძოლაში. შექმნილ ვითარებას ართულებდა თურქეთის ახალი ულტიმატუმი, რომლითაც ის მოითხოვდა “საზღვრების გადასინჯვას” ანუ სომხეთისათვის ნაგულუსხმევი ტერიტორიების ოსმალეთის იმპერიისათვის მიერთებას. მაგრამ შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, თურქეთის მთავრობა იძულებული გახდა მნიშვნელოვანი კორექტირები შეეტანა თავის გეგმებში სომხეთთან მიმართებაში. სომხებს უფლება ეძლეოდათ შეექმნათ დამოუკიდებელი სხელმწიფო ერევნის გუბერნიის ტერიტორიის ნაწილზე.

 1918 წლის 28 მაისს მუსავატისტებმა გამოაცხადეს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა, ამის შემდეგ დაშნაკები იძულებული გახდნენ გამოეცხადებინათ სომხეთის დამოუკიდებლობა. იმავე 28 მაისს გვიან საღამოს თბილისში მოქმედმა სომხურმა ეროვნულმა საბჭომ 873 წლის შემდეგ სომხეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

 

  

დიდი მიზნის დიდი ტრაგედია

1. რა პოლიტიკურ ვითარებაში ჩამოყალიბდა “დიდი სომხეთის” აღდგენის იდეა?
სომხური ეროვნული იდეის _ “დიდი სომხეთის” აღდგენის მიზნით სომხური ნაციონალისტური პარტიების დაარსება XIX ს-ის 80-იანი წლებიდან იწყება. სომეხთა მოძრაობა ამ მიმართულებით იმთავითვე იყო დაკავშირებული საერთაშორისო ვითარებასთან და რუსეთის იმპერიის საგარეო-პოლიტიკური ფაქტორებით განისაზღვრებოდა.

რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წწ. ომის შედეგად, სან-სტეფანოს ხელშეკრულების თანახმად თურქეთი კარგავდა ბალკანეთის დიდ ნაწილს _ სერბეთს, რუმინეთს, ბულგარეთი ავტონომიური სამთავრო ხდებოდა, ამის გარდა რუსეთის ფარგლებში გადავიდა სამხრეთ ბესარაბია, არდაგანი, ბაიაზეთი, ბათუმი და ყარსი. სწორედ ამ დროისათვის იწყება “სომხური მოძრაობა”. 1878 წ., როდესაც, რუსეთის ჯარი ანატოლიის სიღრმეში შევიდა და დაიკავა ყარსი, არზრუმი, ხოლო ბალკანეთის ფრონტზე _ გაათავისუფლეს ბულგარეთი და კონსტანტინოპოლს საფრთხე შეუქმნეს, სომხებმა ჩათვალეს, რომ დადგა მათი ეროვნული იდეის განხორციელების დრო. სომეხთა დეპუტაცია კონსტანტინოპოლის სომეხთა პატრიარქის ვარჟაბედიანის მეთაურობით კავკასიის მეფისნაცვალმა, დიდმა მთავარმა მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვმა მიიღო. იმავდროულად, სომეხთა პატრიარქმა ნერსესმა სომეხი ერის სახელით რუსეთის მთავრობას მიმართა და “მფარველობა” ითხოვა.

სომეხთა ამ ინიციატივის გამო სან-სტეფანოს ხელშეკრულებაში შეტანილი იქნა $16, რომლის თანახმადაც თურქეთი კისრულობდა ვალდებულებას, იმ ვილაიეთებში, სადაც კომპაქტურად იყო დასახლებული სომხური მოსახლეობა, ჩაეტარებინა რეფორმები, რომელიც თვითმართველობის მათთვის გადაცემას ითვალისწინებდა.
სომეხთა ასეთმა მოქმედებამ მნიშვნელოვნად გაამწვავა ურთიერთობა სულთანის მთავრობასა და თურქეთის სომხურ მოსახლეობას შორის.

2. როდის დაარსდა სომხური ნაციონალისტური პარტია “დაშნაკცუტუნი” და რა გეგმებს ისახავდა იგი?
ასეთ ვითარებაში 1890 წ. თბილისში, სომეხმა ნაციონალისტებმა ხ. მიქაელიანმა, ს. ზავარიანმა, ს. ზორიანმა და სხვ. შექმნეს სომხური ნაციონალისტური პარტია _ “დაშნაკცუთუნი”, რაც “კავშირს” ნიშნავს. პარტიის სრული სახელწოდება იყო “სომეხ რევოლუციონერთა კავშირი (ფედერაცია”), ზოგჯერ “დაშნაკცუთუნი” იშიფრებოდა როგორც “სომხური რევოლუციური ფედერაციული პარტია”.
დაშნაკცუთუნის ოფიციალური I ყრილობა 1892 წ. გაიმართა ჟენევაში, რომლის მუშაობაში 33 დელეგატი მონაწილეობდა. ყრილობაზე მიღებულ იქნა პარტიის პირველი პროგრამა, რომლის მიხედვით დაშნაკცუთუნი მთავარ მიზნად ისახავდა ე.წ. “თურქეთის სომხეთში” დამოუკიდებელი სომხეთის რესპუბლიკის შექმნას. პროგრამაში მითითებული იყო აგრეთვე ის ფორმები, რომლითაც დაშნაკები მიზნის განხორციელებას აპირებდნენ, კერძოდ: სომხების შეიარაღებული აჯანყება თურქეთში, ტერორი, ხელისუფლების ორგანოებისა და დაწესებულებების დარბევა და გაძარცვა.
დაშნაკცუთუნის პირველი პროგრამული დოკუმენტიდან ჩანს, რომ ეს იყო აგრესიული სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის ლიდერები ვერ არჩევდნენ ბრძოლის მეთოდის ფორმებს მიზნის მისაღწევად.

არსებობის პირველ ეტაპზე დაშნაკცუთუნმა გაიზიარა თურქეთის სომხების განთავისუფლების იდეა. პარტია აპირებდა ე.წ. თურქეთისა და რუსეთის სომხეთის გაერთიანებას და ერთიანი სამშობლოს შექმნას, ხოლო რაც შეეხება პროგრამა მაქსიმუმს, დაშნაკების მიზანი იყო “დიდი სომხეთის” შექმნა “ზღვიდან ზღვამდე”.
სომხეთის ასეთი სახელმწიფოს შექმნა შეიძლებოდა მხოლოდ მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიების ხარჯზე, მხოლოდ იმ ხალხების სისხლის ფასად, რომლებმაც ოდესღაც მიიღეს ისინი და თავიანთ მიწაზე დაასახლეს.

თავიანთი ძველი ეროვნული მიზნის განხორციელებისათვის ისინი არ ერიდებოდნენ სხვა ერებთან ფორმალურ ასიმილაციას და იღებდნენ რუსულ, ქართულ, აზერბაიჯანულ გვარებს. საქარველოში უამრავმა სომეხმა მიიღო გვარი, რომელიც “შვილ”-ზე ან “ძე”-ზე მთავრდებოდა. მუსლიმურ ოლქებში სომხები გახდნენ _ უსუფ-ბეკები, იბრაგიმ ხანები და ასე შემდეგ. რუსეთში გამოჩნდნენ გვარები არა მხოლოდ სომხური ძირით: კრასილნიკოვები, საპოჟნიკოვები, ლისიცინები და სხვები.

დასახული მიზნის განხორციელებისათვის საზოგადოების აზრის მისაჩვევად დაშნაკებს სჭირდებოდათ თავისი გავლენის გავრცელება პერიოდულ პრესაში. დაშნაკთა დავალება წარმატებით შეასრულა სომხურმა ბურჟუაზიამ. თანამედროვის მოწმობით, “ამიერკავკასიის პრესა”, გამონაკლისის გარეშე, სომხების ხელში ან მათი გავლენის ქვეშ იყო”.

“დაშნაკცუთუნმა” შექმნა პრესა, რომელიც გათვალისწინებული იყო პრაქტიკულად ყველა მკითხველისათვის: ეროვნული ნიშნით _ სომხებისათვის, ქართველებისათვის, რუსებისათვის; სოციალური ნიშნით _ მუშებისათვის, გლეხებისათვის, ინტელიგენტებისათვის, კაპიტალისტთათვის; პოლიტიკური მსოფლმხედველობით _ ლიბერალისათვის, კონსერვატორისათვის, სოციალ-დემოკრატთათვის, ნაციონალისტთათვის, ინტერნაციონალისტთათვის და ასე შემდეგ. ყველა მკითხველს პროსომხური იდეები და მასალები შესაბამისი “შეფუთვით” მიეწოდებოდა.

დაშნაკცუთუნის აქტივისტების ეროვნულ-პოლიტიკური მოღვაწეობა სამხრეთ კავკასიაში შეუმჩნეველი არ დარჩენია ოფიციალურ ხელისუფლებას. XIX ს-ის 90-იანი წლების ბოლოს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დაებრუნებინათ სომეხი ლტოლვილები ოსმალეთის იმპერიაში. მაგრამ კავკასიის ადმინისტრაციამ შეუძლებლად მიიჩნია ამ გადაწყვეტილების შესრულება. 1898 წლის 19 ივნისს ნიკოლოზ II-ის ბრძანებით, ახალ განკარგულებამდე შეჩერდა სომეხთა გადასახლება”.

მიუხედავად ამისა, უკვე ამ დროიდან სომეხ ნაციონალისტებსა და მეფის ხელისუფლებას შორის გაჩნდა გარკვეული უნდობლობა, ორივე მხარე ეჭვით უყურებდა ერთმანეთს.

3. ეთნიკური სურათი როგორც სამხრეთ კავკასიაში, ისე თურქეთში რამდენად აძლევდათ ხელს დაშნაკებს მიზნის მისაღწევად?
ამ დროიდანვე დაშნაკცუთუნი თავისი პროგრამის განხორციელებას შეუდგა. პირველ ეტაპზე, მათთვის მთავარი “დიდი სომხეთის” სახელმწიფოსთვის ეთნიკური ნიადაგის მომზადება იყო, რადგან სამხრეთ კავკასიის არცერთ გუბერნიაში ისინი უმრავლესობას არ შეადგენდნენ, თვით ერევნის გუბერნიაში მოსახლეობის 70% მუსლიმური, ანუ აზერბაიჯანული იყო. ეთნიკური სურათი შეიცვალა მხოლოდ სომხური მოსახლეობის სპარსეთიდან და თურქეთიდან გადმოსახლების შედეგად.

1905 წ. 7 თებერვალს ქ. ბაქოში სომხური ტერორისტული ორგანიზაციის _ დაშნაკცუთუნის წევრებმა არეულობის შექმნის მიზნით ასამდე მშვიდობიანი მცხოვრები დახოცეს.
1905 წ. 11 მაისს ქ. ბაქოში ხუთმა სომეხმა ტერორისტმა მოკლა თავადი მ. ნაკაშიძე და გ. თაყაიშვილი, რომლებიც კავკასიის ხალხების მეგობრობის პოზიციიდან გამოდიოდნენ. თვითმხილველ, პ. შუბინსკის მოგონებებიდან ირკვევა, რომ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ პროკლამაციებში აღნიშნული იყო, რომ ეს განხორციელდა სომხური ტერორისტული ორგანიზაციის “დაშნაკცუთუნის” მიერ. ზოგი ცნობით, ერთ-ერთი მკვლელი დრასტამატ კანაიანი (დრო) იყო.

1905 წ. 3 ოქტომბერს დაბა სირხავენდში სომეხმა ტერორისტებმა მხეცურად დახოცეს ათასამდე აზერბაიჯანელი, არ დაინდეს არც მოხუცები, ქალები და ბავშვები. ამ მოვლენის ორგანიზატორი პარტია “დაშნაკცუთუნი” იყო, მიზანი კი “დიდი სომხეთის” სახელმწიფოსათვის ტერიტორიის განთავისუფლება.
1905 წ. 21 ნოემბერს თბილისში და მის გარეუბნებში, სომხური ტერორისტული ორგანიზაციის “დაშნაკცუთუნის” მებრძოლებმა, საქართველოს ისტორიაში ქართველთა ყველაზე სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. ამ მოვლენის თვითმხილველების მოწმობით, სომხური ბანდები “ათავისუფლებდნენ ადგილებს” ჩამოსული სომხებისათვის. მათ ამოწყვიტეს თბილისის მთელი უბნების ქართული მოსახლეობა, თბილისის გარშემო სოფლებში _ ქართველი მართლმადიდებელი გლეხები, ამასთან მათ არ დაინდეს არც ბავშვები, ქალები და მოხუცები. ეს ფაქტი ქართულ ისტორიოგრაფიაში ნაკლებადაა შესწავლილი და დამატებით კვლევა-ძიებას და მკაცრ შეფასებას მოითხოვს.

დაშნაკთა ბელადები ხვდებოდნენ, რომ მხოლოდ ტერორისტული აქტებით ეთნიკური ბაზის მომზადება მომავალი დამოუკიდებელი “დიდი სომხეთის” სახელმწიფოსთვის საკმარისი არ იყო. მათ სჭირდებოდათ ისტორიული ნიადაგის შექმნა. ამ მიზნით სომეხმა მეცენატებმა მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებიდან, დაიწყეს გაძლიერებული ზრუნვა სომხეთის განსაკუთრებული ისტორიის შესაქმნელად. ამ ზრუნვის ერთ-ერთი შედეგი იყო სომხების გამოცხადება ბიბლიური ნოეს შთამომავლებად.
სომეხი მეცენატებისა და “ისტორიის შემქმნელების ასეთი ქმედება მიმართული იყო სომეხი ერის შელახული რეპუტაციის აღდგენისაკენ და ევროპის ქვეყნების ყურადღების მისაქცევად ე.წ. “სომხური საკითხისადმი”.

სომეხი მეცენატების მიერ დაქირავებულმა ისტორიკოსებმა და მწერლებმა სომხეთის საზღვრები ისე გააფართოვეს, რომ თვით დამკვეთებსაც არ სჯეროდათ წარსულში ასეთ საზღვრებში სომხეთის არსებობის და მომავალში შექმნის. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ცდილობდნენ მსოფლიოს დარწმუნებას იმაში, რომ ეს ტერიტორიები უდავოდ სომხურია. ამ მიზნით ისტორიულ ლიტერატურაში შეგნებულად შემოიტანეს და დაამკვიდრეს ისეთი ძველი და ახალი ცნებები, როგორიცაა: “დიდი სომხეთი”, “დასავლეთ სომხეთი”, “თურქეთის სომხეთი”, “სომხეთის ზეგანი”, “სომხური საკითხი” და სხვა. ასეთი პოლიტიკური თუ გეოგრაფიული ცნებები, მათი აზრით, დასამტკიცებელი საბუთი უნდა ყოფილიყო მეზობელი ერებისადმი წაყენებული ტერიტორიული პრეტენზიებისას.

ეთნიკური ტერიტორიის მოსამზადებლად დაშნაკთა ბელადებმა მეფის ხელისუფლებას მოსთხოვეს ახალი ადმინისტრაციული რეფორმის გატარება და ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრებიდან ალექსანდროპოლის სომხური გუბერნიის შექმნა. მეფის ხელისუფლებას უცერემონიოდ შეეძლო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული გარდაქმნების ჩატარება და საქართველოს ისტორიული ტერიტორიის ნაწილის სომხებისთვის გადაცემა, მაგრამ მოახლოებული მსოფლიო ომის გამო დაძაბული ვითარების შექმნა სამხრეთ კავკასიაში მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს. ამიტომ, რუსეთის ხელისუფლებამ სომეხ ნაციონალისტებს ოსმალეთის იმპერიის აღმოსავლეთ ვილაიეთზე მიუთითა. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთისა და ევროპის ქვეყნების დიპლომატიამ თავისი გეოპოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად შთააგონეს სომხებს, რომ მათი მდგომარეობა თურქეთში მძიმეა და რომ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა შეიძლება. თანაც სომეხი პუბლიცისტების დამსახურებით ე.წ. “თურქეთის სომხეთის” გათავისუფლება პოპულარული იყო კავკასიის სომხურ მოსახლეობაში.

სომეხი ერის მესვეურებმა იცოდნენ, რომ მშვიდობიანი გზით ე.წ. “თურქთის სომხეთის” განთავისუფლება ვერ მოხერხდებოდა, საჭირო ხდებოდა შეიარაღებული აჯანყების ორგანიზება.
1914 წ. 21 თებერვალს ყარსში სომხურმა ბანდფორმირებებმა დახოცეს 30000 ეთნიკური თურქი. ჩვილ ბავშვებს ართმევდნენ დედებს და ცეცხლში აგდებდნენ. ამ დახოცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო თურქეთის პარლამენტის დეპუტატი _ სტეპან ტერ-დანიელიანი.

1915 წ. გაზაფხულში, როდესაც რუსეთის ჯარმა დაიწყო კონტრშეტევები დაშნაკცუთუნის ემისარებმა მიმართეს ტერიტორიის განთავისუფლების ტაქტიკას, მათ დაიწყეს ფართომასშტაბიანი შეიარაღებული აჯანყება ვანის ვილაიეთში, საბრძოლო მოქმედების ეპიცენტრში. დაშნაკების მეთაურობით, სომეხმა მოხალისეებმა, ისარგებლეს შექმნილი ვითარებით და მშვიდობიანი თურქული მოსახლეობა ამოწყვიტეს. დაშნაკთა რაზმების მიერ დაკავებულ სოფლებში ათასობით ეთნიკური თურქი იხოცებოდა, მათ ახრჩობდნენ მდინარეებში, აგდებდნენ ჭაში და შემდეგ ქვებით ავსებდნენ.
სომეხთა ასეთმა მოქმედებამ აიძულა თურქეთის ხელისუფლება 1915 წ. 24 აპრილს მიეღო გადაწყვეტილება სომხური მოსახლეობის თურქეთიდან დეპორტაციის შესახებ.
მაშასადამე, “დაშნაკცუთუნის” ემისარების ოცნება, დაეპყროთ თურქეთის ტერიტორიის ნაწილი, და შეექმნათ “დიდი სომხეთი” ზღვიდან ზღვამდე, თურქთის სომხური მოსახლეობის დეპორტაციით და გენოციდით დასრულდა.

4. ამ ტრაგედიის შემდეგ თუ შეიცვალა დაშნაკცუტუნის პროგრამა?
მიუხედავად ამ ტრაგედიისა, ისინი სამხრეთ კავკასიაში დასახული მიზნის განხორციელებას აგრძელებდნენ და ადმინისტრაციული რეფორმის ჩატარებას ეთნიკური პრინციპის მიხედვით მოითხოვდნენ. მაგრამ რუსეთში 1917 წ. განვითარებული მოვლენების გამო ამ საკითხის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა.
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სომხეთის დაშნაკურმა მთავრობამ საქართველოს ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა და მოითხოვა ახალქალაქის, ახალციხის და ბორჩალოს მაზრის სომხეთის საზღვრებში მოქცევა. საქართველოს ხელისუფლებამ დასახელებული რაიონები სახელმწიფოს საზღვრებში მოაქცია და ქართველი ერის ინტერესების მტკიცე დარაჯად დადგა. ამით უკმაყოფილო სომხეთის დაშნაკურმა მთავრობამ, პრეტენზია უკვე თითქმის მთელ აღმოსავლეთ საქართველოზე გამოთქვა და თვით თბილისიც კი აღმოსავლეთ სომხური ცივილიზაციის ცენტრად გამოცხადდა.

1918 წ. 7 დეკემბერს დაშნაკები არ მოერიდნენ ქართველ ერს, ქართულ სახელმწიფოს და საქართველოს წინააღმდეგ ომი წამოიწყეს, მაგრამ დამარცხდნენ და მიზნის განხორციელება ვერ მოახერხეს. დაშნაკცუთუნმა სომხურ ეროვნულ მისწრაფებაში ტრაგიკული როლი შეასრულა და 1920 წ. ნოემბერში ისინი იძულებული გახდნენ დროებით ჩრდილში გადასულიყვნენ.

 

იხ. აგრეთვე

ენდრიუ ანდერსენი და გეორგ ეგგე – “1918 წლის სომხეთ-საქართველოს ომი და სომხეთ-საქართველოს ტერიტორიალური საკითხი XX საუკუნეში

4 Responses to “• “დაშნაკცუთუნი” და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა”

  1. vladimer xmelidze said

    მოგესალმებით ბატონო გურამ. მოხარული ვარ საქართველოში ასეთი საზოგადოების არსებობისა.მომწონ თქვენი ნამუშევრები. ძალიან მინდა თქვენთან ურთიერთობა. მე ვცხოვრობ სტრასბურგში, დიდი წვალებისა და შრომის შემდეგ 2009 წლის 28 ნოემბერს დავაფუძნეთ აქ სტრასბურგში ეროვნულ-განმათავისუფლებელი-მოძრაობა “ემიგრანტები” და იმ დღესვე თბილისში სასტუმრო მერიოტში აღვადგინეთ ეროვნული მოძრაობა, გამოვაქვეყნეთ მანიფესტი, მემორანდუმი, ვიწყებთ ხელმოწერებს მსოფლიოს ყველა იმ ქვეყნებში, სადაც კი ცხოვრობს საქართველოს მოქალაქეები, გვაქვს სპეციალური გრაფა და არის მითითებული გსურთ თუ არა კანონიერი ხელისუფლების აღდგენა. მინდა ვრცლად მოგწეროთ.

    Like

  2. Guram Markhulia said

    Mogesalmebit batono, mokharuli var.

    Like

  3. lmmmml said

    rom ara 1917 zeli ratom damtavrdeboda somxebis gamarjvebit? istoriulat chven koveltvis ufro zlierebad moviazrebodit mgoni xom?

    Like

  4. ადაკტუ ტაკტუ said

    ბატონო გურამ:) ერთ დღესაც თქვენამდეც მოვა “ჰაიდატი” და მაშინ ჩამახედა თქვენს თვალებში

    Like

დატოვე კომენტარი