Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘ზუგდიდი’

ზვიად გამსახურდიას გამოსვლა ზუგდიდში. 25.09.1993

Posted by iberiana on სექტემბერი 25, 2023

“საქართველოში მოხდა ისეთი რამ, რაც მსოფლიო ისტორიაში ჯერ არ მომხდარა.

სახელდობრ, მოხდა არა სამხედრო გადატრილება, არა სახელმწიფო გადატრილება, არამედ კრიმინალური გადატრიალება, ვინაიდან   ისინი, ვინც ეს გადატრიალება განახორციელეს, იყვნენ კრიმინალები, ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დამნაშავენი და არა პოლიტიკოსები ან სამხედროები. როდესაც ამ კრიმინალურ ბანდას უწოდებენ სამხედროებს, ეს სასაცილოა! სასაცილოა!

ესენი იყვნენ ჩვეულებრივი კრიმინალები. მათ მოახდინეს გადატრიალება.  კრიმინალურმა ბანდამ ხელს იგდო ხელისუფელება და დღემდე  აი ეს კრიმინალური ხელისუფლება მართავს საქართველოს. …

მათ დაიწყეს ეს პროვოკაციული ომი (აფხაზეთის ომი რედ.), რომელიც არავის არ სჭირდებოდა, არავისთვის საჭირო არ იყო. ერთი თავიანთი მინისტრის გალახვის გამო დაიწყეს ომი.

ჩვენ უნდა აღვადგინოთ საქართველოში კანონიერი ხელისუფლება. მაგრამ თუ ისინი გონს არ მოეგებიან, ისინი მიიღებენ გამანადგურებელ საკადრის პასუხს!”

Posted in 2023, ზვიად გამსახურდია | Tagged: , | Leave a Comment »

ცოტნე გამსახურდია – არ მინდოდა ამ საკითხებზე საუბარი

Posted by iberiana on მაისი 16, 2019

60232304_1242052819291260_4490591670374498304_n1

ცოტნე გამსახურდია – არ მინდოდა ამ საკითხებზე საუბარი

(ზუგდიდის მერის არჩევასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ)

… არ მინდოდა-მეთქი ამ თემაზე საუბარი, ამ დღეებში ზუგდიდში სუსის მიერ ორგანიზებული მოვლენები რომ არ ყოფილიყო. ჯერ ჯიხაშკარში, უშიშროების სტაჟიანი აგენტის, ვინმე ვახო ზარანდიას ხელით ოპოზიციური კანდიდატის, სანდრა რულოვსის წინააღმდეგ სცადეს რაღაც კომიკური, სამარცხვინო კამპანიის აგორება. მინდა იცოდეთ, ხსენებული ვახო ზარანდია ფიგურირებს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეში, ფაქტობრივად, როგორც უშიშროების ინფორმატორი, რომელიც თვალის ასახვევად დაკავებული ჰყავდათ და მალევე გაათავისუფლეს გარკვეული ქმედების სანაცვლოდ 1993 წელს. იგივე ვახო ზარანდია სწორედ იგივე სიტუაციაში ფიგურირებს უკვე 1998 წელს, და მას მსგავსი მანერით იყენებენ გოჩა ესებუას წინააღმდეგ შევარდნაძეზე თავდასხმის შემდეგ, ისევ აკავებენ და რამდენიმე დღეში ათავისუფლებენ ზუსტად ისე, როგორც ზვიად გამსახურდიას დევნის ოპერაციის დროს.

შემდგომ უკვე ზუგდიდში, გუშინ, ოპოზიციის მერობის კანდიდატის წინააღმდეგ “ზვიადისტებთან” ერთად ერთვება სუსის კიდევ ერთი მოქმედი პირი, ვინმე გია მხეიძე, რომელიც ასევე მონაწილეობს ზვიად გამსახურდიას დევნისა და მკვლელობის საქმეში, როგორც იმჟამინდელი უშიშროების თანამშრომელი და რომლის მიმართ პროკურატურას წესით მრავალი კითხვა და ბრალდება უნდა ჰქონდეს. სხვათა შორის, ეს გია მხეიძე ჯერ კიდევ 2016 წელს ქართული ოცნების აქტივისტია ზუგდიდში და დაკავებულიც იყო ოპოზიციის დარბევისათვის, თუმც მოკლე ხანში გაათავისუფლეს…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/ts_gamsakhurdia/

Posted in 2019, არჩევნები, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

არჩევნები ზუგდიდში

Posted by iberiana on მაისი 16, 2019

25594241_307710489742042_1139383975062208318_n

 საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის  ვეტერანთა საბჭოს პრესცენტრის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

როგორც ცნობილია ა. წ. 19 მაისს, ქ. ზუგდიდში ტარდება ქალაქის მერის არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ ამავე დღეს საქართველოში რამოდენიმე, ადგილას ტარდება სხვადასხვა დონის არჩევნები, არსად ისეთი ვნებათაღელვა არაა გამოწვეული, როგორც აქ ამ ქალაქში.

    ეს ყველაფერი კი შემთხვევით არ ხდება. საქმე იმაშია, რომ მრავალწლიანმა დაუღალავმა შრომამ ნაყოფი გამოიღო და უკვე მერამდენედ საქართველოს ისტორიაში ზუსტად ამ ქალაქში ეყრება საფუძველი ქართველების მძლავრი ერთიანობის ჩამოყალიბებას! ზუსტად ამ ერთიანობის არ დაშვება არის მთავარი მიზანი 19 მაისს გასამართი არჩევნების ხელოვნურად დაძაბვისათვის და ერთმანეთის დასაპირისპირებლად.

    როგორც ცნობილია, ჩვენ არასდროს არ ვერევით საოკუპაციო რეჟიმის (დე-ფაქტო ხელისუფლების) მიერ დანიშნულ, ყოვლად უკანონო, არჩევნებში და ოფიციალურად არასდროს გამოვხატავთ მხარდაჭერას ამა თუ იმ ძალის მიმართ. ეს მხოლოდ თვითვეული ჩვენი წევრის ინდივიდუალური გადასაწყვეტია. ამჟამად კი მათ მოვუწოდებთ არ აყვნენ ამ დაგეგმილ პროვოკაციას და უნებლიედ არ დააზიანონ ჩვენთვის უმთავრესი მიზანი: ესაა მონანიების, ურთიერთმიტევების და ქართველების ერთად დგომის აუცილებლობა, რაც ჩვენი გამარჯვების აუცილებელი პირობაა!!!

     ჩვენ გავიმარჯვებთ! დიდება უფალს!!!

16.05.2019

Posted in 2019, არჩევნები, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »