Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Archive for the ‘არჩევნები’ Category

ბიძინა გიორგობიანი – აღარასოდეს განმეორდეს ის კოშმარი

Posted by iberiana on ოქტომბერი 28, 2023

bidzina giorgobianiბიძინა გიორგობიანი – აღარასოდეს განმეორდეს ის კოშმარი

33 წლის წინათ 28 ოქტომბერს, პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა საქართველოში.

არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა საარჩევნო ბლოკმა ზვიად გამსახურდიას ლიდერობით “მრგვალი მაგიდა- თავისუფალი საქართველო”.

არჩევნების შედეგებით ხელისუფლებაში მოსული ახალი პოლიტიკური კლასი თავიდანვე სიძულვილის ობიექტი გახდა მათთვის, ვინც ხელისუფლება დაკარგა. ასევე ზვიადის სიძულვილით შეპყრობილი ცალკეული პირებისათვის. დღევანდელი სატელევიზიო ენით რომ გადმოვცე, მოხდა “უკიდურესი პოლარიზაციის განხორციელება” რომლის შედეგები დღესაც აქტუალურია.

მაგალითად კონსტიტუციაში არსებულ დამოუკიდებლობის დღეს, 9 აპრილს ჯიუტად აღნიშნავენ როგორც მხოლოდ ტრაგედიის დღეს, მაშინ როდესაც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ან ახალი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ, ან ძველს და ახალს ერთად. ეს ფაქტი კარგად გვაჩვენებს პარტნომენკლატურის და 90-იანებში ფორმირებული „ჩრდილოვანი სახელმწიფოს“ (Deep State) დამოკიდებულებას, მათ მიმართ ვისაც უკვე 1990 წელს „ქუჩიდან მოსულს” უწოდებდნენ თითქოს მათ დინასტიურად ერგოთ პარტიული თანამდებობები ან ფაბრიკა-ქარხნები. არადა იყო ჩვენგან შეთავაზება და მრავალი ცდა თანამშრომლობისა და შეგვეძლო ერთად ბევრი პოზიტიურის შექმნა.

ახლაც ვისმენთ უცნაურ თეორიებს, რომ დემორალიზებულმა კომპარტიამ ხელისუფლება შეგნებულად დათმო ჩვენს სასარგებლოდ, რაც აბსურდულია, თუ გავიხსენებთ როგორი სისხლისღვრით დაიბრუნა უკან ხელისუფლება პარტნომენკლატურამ სულ რაღაც 15 თვეში.

ასევე არსებობს ვერსია, რომ მრგვალი მაგიდის შიგნით მოხდა დაპირისპირება. გადატრიალების მრავალი აქტორი მართლაც ჩვენი ბლოკის დეზერტირი იყო, მაგრამ მათ ყავდათ ის ვინც ამ საქმისაკენ უბიძგა, დამფინანსებელი Щедрый Донор-ი, იარაღის მიმწოდებელი და პოლიტიკური ზურგი მოსკოვში (ცნობილი გენადი ბურბულისის შტაბი), სწორედ მათი იმედით დაადგა ეს დაჯგუფება ექსტრემისტულ გზას და არა დამოუკიდებლად, საკუთარი გადაწყვეტილებით ან ე.წ. ზვიადის საკადრო შეცდომების გამო. ასეთი შეცდომები ხდება ყველგან და ყოველთვის, ბევრად დიდი სახელმწიფოებრიობის სტაჟის ქვეყნებშიც და არანაირად არ ამართლებს დედაქალაქის გადაბუგვას, დახვრეტებს, კონსტიტუციის შეჩერებას, პარლამენტის დათხოვნას, თვითმართველობების გაუქმებას დ.ა.შ.

აქვე აღვნიშნავ რომ 1992 წლის მაგალითი დღესაც კვებავს რევოლუციონერთა ტვინებს და პრეცედენტული ეფექტი კიდევ მრავალ წელს ექნება იმ ტრაგედიას, რაც გადატრიალებამ დატოვა ჩვენს ისტორიაში. სწორედ ამ პრეცედენტით შთაგონებულნი დაძრწიან ნაცმოძრაობის სატელიტი ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნებში და ამზადებენ საქართველოში მორიგ ძალადობრივ სცენარს.

რა დარჩა იმ მოკლე პერიოდიდან საქართველოს?

1) რეფერენდუმი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ.

2) დამოუკიდებლობის აღდგენა. დიდი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც 1992 წელსვე გააუქმა მოძალადეთა ტრიუმვირატმა.

ხშირია განსჯა, იყო თუ არა შეცდომები. რა თქმა უნდა იყო და რომ არ ყოფილიყო ეს იქნებოდა გასაკვირი, მაგრამ არ ყოფილა საქართველოს ინტერესების ღალატი, სახელმწიფო ქონების დატაცება “თავისუფალი ბაზრის” სახელით.

მე პირადად მაშინ 27 წლის ახალგაზრდას ამ დღემ მომიტანა დიდი სიხარული და ამავდროულად მძიმე შემდეგი წლები. სწორედ იმ წლებიდან ჩამომიყალიბდა მუდმივი შიშის განცდა, რომ აღარასოდეს განმეორდეს ის კოშმარი რაც მოსდევს უკლებლივ ყველა რევოლუციას.

28.10.2023

Posted in 1991, 2023, არჩევნები, ოპოზიცია, პოლიტიკა | Tagged: , | Leave a Comment »

გიორგი გამსახურდია გადაცემაში „იმედი LIVE“

Posted by iberiana on ოქტომბერი 8, 2021

გიორგი გამსახურდია გადაცემაში „იმედი LIVE“

7.10.2021

  • „მიუხედავად იმისა, რომ დაძაბულ ფონზე მიმდინარეობდა ყველაფერი, სახელმწიფომ საზოგადოებრივი წესრიგი მაქსიმალურად შეინარჩუნა“

  • „„ნაციონალური მოძრაობა“ სამეგრელოში საგრძნობ მარცხს განიცდის – უნდა ვანახოთ, რომ მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას პერსპექტივა არ აქვს“

  • „მიხეილ სააკაშვილის ზვიად გამსახურდიასთან შედარება იგივეა, რომ პაციფისტის საფლავზე ტანკი დადგა“

  • „„ნაციონალურ მოძრაობას“ არ მივცემ მამაჩემის სახელით მანიპულირების უფლებას“

  • „პოლიტპატიმრებისა და დისიდენტების გარემოში გავიზარდე – მიხეილ სააკაშვილისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მიწებება არ გამოვა“

  • „გახარია და მისნაირები ცდილობენ ზვიად გამსახურდიას სახელის გამოყენებას – ზვიადის მანტიას ვერანაირად ვერ მოისხამს გახარია, თავისი გუნდიდან გამომდინარე“

Posted in 2021, არჩევნები, გამსახურდია | Tagged: , , , | Leave a Comment »

არჩევნების შედეგი, მოლოდინების გაცრუების შედეგია

Posted by iberiana on ნოემბერი 2, 2020

giorkhelidze

დემურ გიორხელიძე – არჩევნების შედეგი, მოლოდინების გაცრუების შედეგია

… ”ოცნება” თვალთმაქცობს, როცა წინა ხელისუფლების დანაშაულებზე საუბრობს, რადგან დამნაშავეების გასამართლება მოწვეული ცნობილი ადვოკატებითა და ღია სასამართლო პროცესების საშუალებით შეეძლო, მაგრამ, ამის ნაცვლად, – კოჰაბიტაცია და ყალბი პროპაგანდა ამჯობინა!

დღევანდელი შედეგი – ლოგიკურია!
ხელისშეწყობამ ნეოლიბერალური იდეოლოგიის პარტიებისა, მათი დაფინანსების უზრუნველყოფამ და ღრმა პროპაგანდამ თავისი საქმე გააკეთა –
ისინი პარლამენტში არიან!
მათი მხარდაჭერა აგრეთვე განაპირობა ბოლო 30 წლის განმავლობაში განათლების სისტემის განადგურებამ, ახალგაზრდებში ყალბი, დამანგრეველი და დესტრუქციული ფასეულობათა სისტემის პროპაგანდამ და ყალბი ორიენტირების გაჩენამ.
ამ ტყლაპო-შეხედულებების მხარდაჭერა მხოლოდ გაუნათლებელ ადამიანებს შეუძლიათ!..
კლასიკური კონსერვატული იდეოლოგიის მატარებელი არცერთი პოლიტიკური ძალა პარლამენტში ვერ მოხვდა…
ყველა ეს ე.წ. ”ეროვნული ძალა” დროსაცდენილი ხერხებითა და მეთოდებით მოქმედებს და უკიდურესი შეზღუდული შეხედულებათა სისტემის მატარებელია, აკვიატებული იდეა-ფიქსებითა და პიროვნული სიმპათიებით; ახალი ეროვნული საღი ძალის ფორმირება კი არ ხერხდება, რადგან მათზე არანაირი მოთხოვნა არ არსებობს. ამიტომ არის ის, რაზეც სინამდვილეში არის მოთხოვნა. ეს მოთხოვნა ფორმირებული იქნა ცნობიერების კორექციის გზით, მაგრამ სწორედ ამ გზით შეიძლება მისი გასწორება და დეფორმირებული ცნობიერების საკუთარ ფუძეზე დაბრუნება, რომელსაც ერთადერთს შეუძლია პროგრესის უზრუნველყოფა. ეს ძალზე რეალურია, მაგრამ მინიმალურად აუცილებელი რაოდენობის ადამიანს უნდა სურდეს ეს!
ჯერ-ჯერობით, ეს მინიმალურად აუცილებელი რაოდენობა ადამიანებისა არ არსებობს!
არსებული მდგომარეობა ერთადერთი რამის მაჩვენებლია:
ქართველებს დიდად არაფრად უღირთ საკუთარი ტრადიციული კულტურა, კულტურული ფასეულობები, საკუთარი იდენტურობა და საკუთარი მომავალი!
არ უღირთ!
შედეგიც შესაბამისია!
თუ ასე გაგრძელდება, საქართველო აუცილებლად დაეშვება იმ უკიდურეს მდგომარეობაში, როცა მისი იდენტურობა, მისი გავლენა ამ ქვეყანაში ნიველირებული იქნება და იგი ეროვნულ უმცირესობაში გადავა!
ორი რამ გარანტირებულს ხდის ამ სასტიკ პერსპექტივას:
  • დემოგრაფიული კატასტროფა და
  • გაუნათლებლობის კულტივირება (განათლების დეგრადაცია), გლობალურად, ქართულ კულტურაში, ყალბი იდეოლოგიური ორიენტირების გავრცელების მხარდაჭერა სახელმწიფოს დონეზე!

~

Posted in 2020, არჩევნები | Tagged: , | Leave a Comment »

1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები

Posted by iberiana on ოქტომბერი 28, 2020

1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიული არჩევნები

1990 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს არჩევნები. საქართველოს ისტორიაში ეს იყო მეორე მრავალპარტიული არჩევნები. პირველად მრავალპარტიული არჩევნები გაიმართა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (მოქმედებდა 1918-1921 წლებში) 1919 წლის 14 – 17 თებერვალს, როდესაც მრავალპარტიული წესით არჩევული იქნა დემორატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება.

1990 წლის 28 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდა 1990 წლის 18 აგვისტოს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის (მოქმედებდა 1921-1990 წლებში) XI მოწვევის უზენაესი საბჭოს (მოქმედებდა 1985-1990 წლებში) XVI სესიაზე მიღებული კანონის “საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ” საფუძველზე. აღნიშნული კანონით პირველის მოწვევის უზენაეს საბჭო განისაზღვრა 250 სადეპუტატო მანდატით, რომელთაგან 125 აირჩეოდა ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში, ხოლო კიდევ 125 პროპორციული წარმომადგენლობით სრულიად საქართველოს პარტიული სიების მიხედვით. პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს უფლებამოსილების ვადად დადგინდა 5 წელი.

1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 11 საარჩევნო სუბიექტმა, გაიმარჯვა №12-ე საარჩევნო ბლოკმა “მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო”, რომლის სპიკერიც იყო ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდია (1939-1993 წლები) – მწერალი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. არჩევნებში გამარჯვებულმა ბლოკმა ჯამში მიიღო 155 სადეპუტატო მანდატი.

საქართველოს უზენაეს საბჭოში დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში გამართული არჩევნების შედეგი №12 ნუცუბიძის საარჩევნო ოლქში იყო შემდეგი: ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 25 225, ხმის მიცემაში მონაწილეობა მიიღო სულ 17 690 ამომრჩეველმა, ბათილად იქნა ცნობილი 1 444 ბიულეტენი, ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდიამ მიიღო 14 099 ამომრჩევლის ხმა.

1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს მრავალპარტიული არჩევნების გამართვა და მასში ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდია ხელმძღვანელობით მოქმედი საარჩევნო ბლოკის “მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველს” მიერ სადეპუტატო მანდატების უმრავლესობის მიღება იყო ეროვნული და დემოკრატიული რევოლუციის დიადი გამარჯვება.

დავით არაბიძე

Posted in 1990, არჩევნები | Tagged: , | Leave a Comment »

პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კონსტიტუციური კანონპროექტი ჩააგდო

Posted by iberiana on ნოემბერი 14, 2019

Untitled.png

პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კონსტიტუციური კანონპროექტი ჩააგდო!

2020 წლის არჩევნები ჩატარდება 3%-ანი ბარიერით, ბლოკებით და შერეული სისტემით

 

დღეს პარლამენტმა უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ ინიცირებულ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროექტს კენჭი უყარა. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა – 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, 37-მა დეპუტატმა რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ პოზიცია არ დააფიქსირა.

ვინ არ დაუჭირა მხარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის ხმები არ აღმოჩნდა საკმარისი.

“შესაბამისად, პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება სამპროცენტიანი ბარიერით, ბლოკებით და შერეული სისტემით. ეს გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა” – თქვა თალაკვაძემ.

Posted in 2019, არჩევნები, პარლამენტი, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით

Posted by iberiana on ივნისი 24, 2019

1561358920-e183a3e1839be183a0e18390e18395e1839ae18394e183a1e1839de18391e18390-e1839de183aae1839ce18394e18391e18390-e18398e18395e18390e1839ce18398e183a8e18395e18398e1839ae18398-e18391e183„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში

ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

საზოგადოებას მოეხსენება, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ იყო იმ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატორი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, არჩევნების პროპორციული სისტემა, უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული, და შესაბამისად, პლურალისტური პოლიტიკური წარმომადგენლობის ევროპულ სტანდარტს.

თუმცა, იქვე დადგინდა, რომ ამ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უფრო სწორი, 2024 წელს იქნებოდა, რადგან პარტიების გაძლიერებას, მათ კრისტალიზაციას ღირებულებების გარშემო, მეტ კონსოლიდაციას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას გარკვეული წლები კიდევ სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ განისაზღვრა, კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო რეფორმის ოპტიმალურ ვადად 2024 წელი, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა არის აბსოლუტურად დემოკრატიული, გამართული და აპრობირებულია არაერთ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყანაში.

მაგრამ ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და რაც მთავარია, ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა.

დღეს, ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს. ჩვენი ინიციატივა კი სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა.

იმავდროულად, საზოგადოებრივ მოთხოვნას უნდა მოჰყვეს, და დარწმუნებული ვარ მოჰყვება კიდეც, სამართლებრივი შედეგებიც.

უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა.

რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, უპირველესი მიზეზი, რამაც ამისკენ გვიბიძგა, არის ჩვენი საზოგადოების და განსაკუთრებით, ახალგაზრდობის სურვილი და მზაობა, აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის მართვაში, და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა.

საზოგადოების ამ სულისკვეთებასთან თანხვედრაშია ჩვენი პოლიტიკური გუნდის სურვილიც, ნებაყოფლობით ვთქვათ უარი იმ სასტარტო უპირატესობაზე, რაც შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ბუნებრივად გააჩნია „ქართულ ოცნებას“.

შუალედური არჩევნების შედეგებმა ყველა დაარწმუნა, რომ ქართული ოცნების ნებისმიერი კანდიდატი, პრაქტიკულად უკონკურენტოა. ფაქტია, რომ პოპულარულ ადამიანებს კვლავ „ქართული ოცნების“ ეგიდით სურთ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა და თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა, მაღალი ალბათობით, „ქართული ოცნება“ თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს, რითაც უკიდურესად შეამცირებს მრავალპარტიული პარლამენტის ფორმირების რესურსს. ეს შესაძლოა ემსახურებოდეს ჩვენს პარტიულ ინტერესს, მაგრამ ვეღარ პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

და კიდევ ერთი მიზეზი, რაც საფუძვლად დაედო ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას არის ის მზარდი, გლობალური თუ ლოკალური ხასიათის, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და რომლებთანაც გამკლავებას სულ უფრო ხშირად დასჭირდება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი, ერთიანობა და პასუხისმგებლობის გაზიარება, რაც მხოლოდ მაქსიმალურად პლურალისტურ გარემოშია შესაძლებელი;

ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. იმავდროულად, ნულზე ჩამოგვყავს, ანუ სრულად ვაუქმებთ დღეს არსებულ პროცენტულ ბარიერს და იმედი გვაქვს, რომ ამ გზით, 2020 წელს მივიღებთ პარლამენტს, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი და ამ ქვეყნის მთელი ინტელექტუალური პოტენციალი იქნება წარმოდგენილი. არავის დასჭირდება ვინმესთან მიკედლება, ხელოვნური გაერთიანება და ხშირად საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.

ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადაა, მიმდინარე სასესიო კვირის დასრულებისთანავე, დაიწყოს ფართო კონსულტაციები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან. ყველასთან, ვინც მზად არის კონსტიტუციისა და კანონის უპირობო პატივისცემის ფარგლებში ეწეოდეს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

https://1tv.ge/news/

Posted in 2019, არჩევნები, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ცოტნე გამსახურდია – არ მინდოდა ამ საკითხებზე საუბარი

Posted by iberiana on მაისი 16, 2019

60232304_1242052819291260_4490591670374498304_n1

ცოტნე გამსახურდია – არ მინდოდა ამ საკითხებზე საუბარი

(ზუგდიდის მერის არჩევასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ)

… არ მინდოდა-მეთქი ამ თემაზე საუბარი, ამ დღეებში ზუგდიდში სუსის მიერ ორგანიზებული მოვლენები რომ არ ყოფილიყო. ჯერ ჯიხაშკარში, უშიშროების სტაჟიანი აგენტის, ვინმე ვახო ზარანდიას ხელით ოპოზიციური კანდიდატის, სანდრა რულოვსის წინააღმდეგ სცადეს რაღაც კომიკური, სამარცხვინო კამპანიის აგორება. მინდა იცოდეთ, ხსენებული ვახო ზარანდია ფიგურირებს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეში, ფაქტობრივად, როგორც უშიშროების ინფორმატორი, რომელიც თვალის ასახვევად დაკავებული ჰყავდათ და მალევე გაათავისუფლეს გარკვეული ქმედების სანაცვლოდ 1993 წელს. იგივე ვახო ზარანდია სწორედ იგივე სიტუაციაში ფიგურირებს უკვე 1998 წელს, და მას მსგავსი მანერით იყენებენ გოჩა ესებუას წინააღმდეგ შევარდნაძეზე თავდასხმის შემდეგ, ისევ აკავებენ და რამდენიმე დღეში ათავისუფლებენ ზუსტად ისე, როგორც ზვიად გამსახურდიას დევნის ოპერაციის დროს.

შემდგომ უკვე ზუგდიდში, გუშინ, ოპოზიციის მერობის კანდიდატის წინააღმდეგ “ზვიადისტებთან” ერთად ერთვება სუსის კიდევ ერთი მოქმედი პირი, ვინმე გია მხეიძე, რომელიც ასევე მონაწილეობს ზვიად გამსახურდიას დევნისა და მკვლელობის საქმეში, როგორც იმჟამინდელი უშიშროების თანამშრომელი და რომლის მიმართ პროკურატურას წესით მრავალი კითხვა და ბრალდება უნდა ჰქონდეს. სხვათა შორის, ეს გია მხეიძე ჯერ კიდევ 2016 წელს ქართული ოცნების აქტივისტია ზუგდიდში და დაკავებულიც იყო ოპოზიციის დარბევისათვის, თუმც მოკლე ხანში გაათავისუფლეს…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/ts_gamsakhurdia/

Posted in 2019, არჩევნები, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

არჩევნები ზუგდიდში

Posted by iberiana on მაისი 16, 2019

25594241_307710489742042_1139383975062208318_n

 საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის  ვეტერანთა საბჭოს პრესცენტრის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

როგორც ცნობილია ა. წ. 19 მაისს, ქ. ზუგდიდში ტარდება ქალაქის მერის არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ ამავე დღეს საქართველოში რამოდენიმე, ადგილას ტარდება სხვადასხვა დონის არჩევნები, არსად ისეთი ვნებათაღელვა არაა გამოწვეული, როგორც აქ ამ ქალაქში.

    ეს ყველაფერი კი შემთხვევით არ ხდება. საქმე იმაშია, რომ მრავალწლიანმა დაუღალავმა შრომამ ნაყოფი გამოიღო და უკვე მერამდენედ საქართველოს ისტორიაში ზუსტად ამ ქალაქში ეყრება საფუძველი ქართველების მძლავრი ერთიანობის ჩამოყალიბებას! ზუსტად ამ ერთიანობის არ დაშვება არის მთავარი მიზანი 19 მაისს გასამართი არჩევნების ხელოვნურად დაძაბვისათვის და ერთმანეთის დასაპირისპირებლად.

    როგორც ცნობილია, ჩვენ არასდროს არ ვერევით საოკუპაციო რეჟიმის (დე-ფაქტო ხელისუფლების) მიერ დანიშნულ, ყოვლად უკანონო, არჩევნებში და ოფიციალურად არასდროს გამოვხატავთ მხარდაჭერას ამა თუ იმ ძალის მიმართ. ეს მხოლოდ თვითვეული ჩვენი წევრის ინდივიდუალური გადასაწყვეტია. ამჟამად კი მათ მოვუწოდებთ არ აყვნენ ამ დაგეგმილ პროვოკაციას და უნებლიედ არ დააზიანონ ჩვენთვის უმთავრესი მიზანი: ესაა მონანიების, ურთიერთმიტევების და ქართველების ერთად დგომის აუცილებლობა, რაც ჩვენი გამარჯვების აუცილებელი პირობაა!!!

     ჩვენ გავიმარჯვებთ! დიდება უფალს!!!

16.05.2019

Posted in 2019, არჩევნები, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ავთანდილ კახნიაშვილი – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ

Posted by iberiana on ნოემბერი 27, 2018

kakhniashviliავთანდილ კახნიაშვილი – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ

სახელმწიფო სიმბოლიკის, მიწის ფონდის განიავების, ქვეყნის ფედერალიზაციის ან დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევის თაობაზე პრეზიდენტობის კანდიდატების პოზიცია მათი მხარდამჭერებისთვისაც უნდა იყოს საინტერესო და დანარჩენ მოქალაქეებსაც დაეხმარება არჩევანის გაკეთებაში.

იმედი მქონდა, საქვეყნოდ დასმული კითხვებით ჟურნალისტები მაინც დაინტერესდებოდნენ და პრეზიდენტობის კანდიდატებს დაუსვამდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, ზემოაღნიშნული საკითხები უმნიშვნელოდ მიაჩნიათ და მხოლოდ იმ თემებს აშუქებენ, რომლებსაც „ილიაუნის“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ან უცხოეთიდან დაფინანსებული სხვა ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციების „ექსპერტები“ წამოწევენ…

სხვათა შორის, საქართველოს კონსტიტუციაში „ნაციონალურ ინტერესებში“ ცვლილება რომ არ შეეტანათ, პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები უნდა დანიშნულიყო, ვინაიდან პირველ ტურში ამომრჩეველთა უმრავლესობა (53%) საარჩევნო უბნებზე არ გამოცხადდა… აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, მეორე ტურის ბიულეტენი „ყველას წინააღმდეგ” ხმის მიცემის შესაძლებლობასაც რომ ითვალისწინებდეს, საპრეზიდენტო არჩევნებში გაცილებით მეტი მოქალაქე მიიღებდა მონაწილეობას და ორივე კანდიდატის წინააღმდეგ მისცემდა ხმას…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/a_kakhniashvili

Posted in 2018, არჩევნები, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »