Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘დემურ გიორხელიძე’

დემურ გიორხელიძე – ახალგაზრდებს მივმართავ

Posted by iberiana on მარტი 24, 2023

demur giorkheidzeდემურ გიორხელიძე – ახალგაზრდებს მივმართავ

ახალგაზრდებს მივმართავ, – განსაკუთრებით იმ ნაწილს, ახალგაზრდული დამოუკიდებლობისა და მაქსიმალიზმის გამოვლენისა და წარმატებაზე ორიენტაციის ნაცვლად, შეუმჩნევლად, პოლიტიკური გავლენის ობიექტი გახდნენ, შეაგუეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაზიზღრეს საგანმანათლებლო სისტემას, როგორსაც ქართული საგანმანათლებლო სისტემა წარმოადგენს!

შეატყუეს ფსევდო-სპეციალობები და ამ არაფრისმომცემ “სპეციალობებში” ფულს ახდევინებენ და ფულის შოვნის წყაროდ აქციეს!

სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი რაზეა დამოკიდებული, საერთოდ დაუმალეს და დამპალმა მესვეურებმა
განათლებისა, ხელისუფლებების მხარდაჭერით,

ჩაუნერგეს, უტვინობა და სისულელე, რომ “განათლებამ ბაზრის მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს!” და “ბაზარი არეგულირებს ყველაფერს!

მხოლოდ უტვინო და არაკვალიფიცირებულ ე.წ. “პროფესორებს” შეუძლიათ ამ სისულელის ქადაგება!

სხვა სისულელეებზე აქ არ ვისაუბრებ!

ახალგაზრდებო!
დასავლეთი გნებავთ?!
განათლების და მეცნიერების გარეშე, –
დამპალი იდეოლოგიის ქადაგებით,
უტიფრობით, უტვინობით, უზრდელობით და
გაუნათლებლობით გნებავთ დასავლეთი?!

მაგრამ ეს შეუთავსებელი რამეებია!

რაც თქვენ დასავლეთად მოგასაღეს თახსირმა თქვენმა “მასწავლებლებმა” და “პროფესორებმა” – ეს დასავლური ცივილიზაციის ჭუჭყია მხოლოდ, ანუ მისი განვითარების გვერდითი, თანმხლები ეფექტები!

დასავლური ორიენტაცია ისაა, კლასიკური დასავლური ტიპის სახელმწიფოს აგება გსურდეს ქართულ ნიადაგზე, რადგან ეს შესანიშნავი კონსტრუქცია იქნებოდა ქართველთა განვითარებისთვის და მსოფლიოში მაღალი კონკურენტუნარიანობისთვის!

უძლიერესი თანამედროვე განათლება და ეროვნულ ფუძეზე განვითარებული ინტელექტი, – აი, თქვენი მსოფლიოში უმძლავრესი კონკურენტუნარიანობის საფუძველი!

განათლება და პროფესიონალიზმი კი ისაა, რაც თქვენს სასწავლო აუდიტორიებში უნდა მოგეწოდებოდეთ და ეს ყველაფერი არაფრით უნდა განსხვავდებოდეს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში ანალოგიურ სპეციალობებზე წაკითხული ლექციებისა და პრაქტიკული მეცადინეობებისგან!

მე არათავმოწონებისა და არარეკლამისთვის გწერთ ახლა ამას!

ჩემს ხელში უკვე 3600-მა სტუდენტმა გაიარა, – ვისთვისაც მე არც ძალა და ენერგია, არც ცოდნა და მონდომება დამიკლია, რომ საუკეთესოდ მიმეწოდებინა ურთულესი, ღრმად მათემატიზირებული საგნები!

მე ვიცი, თუ როგორია ქართველი ახალგაზრდის გონებაგახსნილობის ხარისხი – უსაშველოდ მაღალი, რომელიც ამ განათლების სისტემაში ნადგურდება!

მე გამიმართლა და მსოფლიოში სულ წინა ხაზზე მყოფ მეცნიერებაში მიმუშავნია, ახლაც ინტენსიურად ვმუშაობ!

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ნახონ ჩემი მონოგრაფიები თუ ფუნდამენტური ხასიათის სახელმძღვანელოები, პუბლიცისტური წერილები და ა.შ.

მე დღესაც არაერთი სალექციო კურსს ვკითხულობ, რომლის მსგავსი საქართველოში არასდროს წაკითხულა და ეს თანამედროვე მეცნიერების უკანასკნელი მიღწევების დონეზეა შესრულებული.

არ არსებობს ტოპ-უნივერსიტეტი, სადაც ეს საგნები უფრო კარგად და სრულად იკითხებოდეს ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის.

ჩემი სრულიად უნიკალური სალექციო კურსი “არაწრფივი პოლიტიკური პროცესები” – 12 ლექცია, რომელიც 2022 წლის ზაფხულში წავიკითხე, უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ თანამედროვე ურთულესი პოლიტიკური პროცესების ანალიზისთვის მეცნიერების ერთ-ერთ ფუძე საყრდენს “არაწრფივ დინამიკას” იყენებს!

რატომ გწერთ ამ ყველაფერს?!

აი, რატომ:

დასავლური ორიენტაცია– ეს არის განათლება და მეცნიერება, ინსტიტუტები, თანხმობა მომავალზე და ნორმები, რომლებიც არეგულირებენ საჯარო სივრცეში ადამიანთა ურთიერთობას.

თქვენ თუ მართლა ასეთი რამ გსურთ, –
ინტერესს გამოაჩენდით და დაინტერესდებოდით იმით, რაც თქვენ განვითარება-განათლებას უწყობს ხელს და არ შეეგუებოდით უსაშინელეს საგანმანათლებლო სისტემას, მოტყუებასა და მდარე სპეციალობებს, პროგრესს ქმნის საბუნებისმეტყველო-საინჟინრო განათლება და სოციალური მეცნიერებები ხსნიან ამ პროგრესის მიმართულებებსა და ხელშემწყობ ფაქტორებს.

დასავლეთი – მისი კლასიკური ეპოქის ატმოსფერო საქართველოში უნდა შეიქმნას და ამას მხოლოდ განათლება და ცოდნა სჭირდება.

როცა ახალგაზრდები იმეორებენ უყალბეს ლოზუნგებს, წარმოდგენა არა აქვთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესსზე
(და არც შეიძლება ჰქონდეთ წამოდგენა!), როცა ახალგაზრდები ინტელექტუალური დამოუკიდებლობისა და ახალგაზრდული მაქსიმალიზმის ჩანაცვლებას ახდენენ თავსმოხვეული ყალბი იდეოლოგიური შტამპებით, – ისინი ანადგურებენ საკუთარ მომავალს!

ამ მონაწერის ერთადერთი მიზანია, – დაფიქრდეთ რაც ხდება თქვენს თავს.

მე კი ყველა ახალგაზრდის გვერდით ვიქნები, ვისაც განათლება სურს უმაღლეს დონეზე და შემიძლია მოკრძალებულად გითხრათ, რომ იმ სფეროებში, რომლებშიც მიმუშავია და ვმუშაობ, – გვერდით მიგულეთ!

სხვაგან უფრო დიდ რამეს ვერ შეითვისებთ, თუმცა, ამაში თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ!

საქართველო იარსებებს მხოლოდ განათლებული, მცოდნე და საკუთარ სახელმწიფოზე ორიენტირებული ხალხის ხელში!

ბოლომდე გნებავთ საკუთარი თავის განადგურება?
გაანადგურეთ!

არ ხართ უმრავლესობაში და საქართველოს მომავალი არ არის თქვენზე დამოკიდებული, თუ ასეთებად დარჩებით!

საქართველოს მომავალი განათლებულ, კულტურულ და ცოდნის დაუფლების მოსურნე ახალგაზრდებისაა!

24 მარტი, 2023

Posted in 2023, განათლება, პოლიტიკა | Tagged: , | Leave a Comment »

დ.გიორხელიძის მიმართვა პრემიერ ღარიბაშვილს

Posted by iberiana on მარტი 18, 2023

giorkhelidze-garibashvili

დემურ გიორხელიძე 
საქართველოს პრემიერ-მინისტრს
ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
მივმართავ!

არანაირი ნიშნისმოგების, არანაირი უპატივცემულობის ან პოლიტიკური ოპონირების პოზიციიდან!

მე ერთ-ერთი იმ კაცად მიმაჩნია თავი, ეს ქვეყანა რომ დიდად უღირს, მისი კულტურის წიაღში აღზრდილს, მომწონს ის, რაც წინაპრებიდან თუ აღზრდა-განათლებიდან მივიღე – ამ ქვეყნის გარეთ ვერსად ვიაზრებ თავს, და არც არასდროს დავტოვებ, მით უფრო ახლა, როცა ყველაფერი უდიდესი საფრთხის წინაშეა!

მე მარტივ რამეებზე დაფიქრებისთვის გწერთ, – უკვე მეორე ვადით ხართ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი…

ბოლო მოვლენებმა აჩვენა, საქართველო არშემდგარი სახელმწიფოა, დესტრუქციული პოლიტიკური ძალების ხელში მყოფი (ხელისუფლება-ოპოზიცია, არ იმსახურებს განსხვავებულ შეფასებებს!).

რაც მოხდა, ხელისუფლების მცდარი პოლიტიკის შედეგია!

პოლიტიკა კი უფსკრულია იმათთვის, ვინც შეცდომებს უშვებს!

კ ი თ ხ ვ ა მაქვს:

(ა) მთავრობის ეს რა სტრუქტურები ააგეთ, რომელთა მთავარი საქმიანობა საბოტაჟია და ხელისუფლების დამხობა, – განსაკუთრებით ისეთი ამაზრზენი სამინისტრო, როგორიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა, მისი ერთუჯრედიანი იმბეცილი მინისტრის ჩათვლით!

არ იცით, რომ სამინისტროს მთელი საშუალო და ზედა ეშელონი დღედაღამ ხელისუფლების ლანძღვაშია, გარე გავლენებს დამორჩილებული ეს თახსირი მარიონეტები საფუძველშივე ანადგურებენ საქართველოს მომავალს, განათლებას, მეცნიერებას!

(ბ) არ იცით, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტრო მთლიანად წინა ხელისუფლების მონა-მორჩილი და იდეოლოგიურად გახრწნილი ხალხის ხელშია?

არ იცით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პარაზიტ უნივერსიტეტებში განათლების ნაცვლად დამპალი იდეოლოგიის კულტივირება და ახალგაზრდების ტოტალური მოტყუება ხდება?

ამას ემატება 2-3 კერძო ე.წ. “უნივერსიტეტი” – პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებული და…

შედეგი იხილეთ?!

“ევროპაში გვინდა” – ამ სიყალბის მოტივით რა მოხდა?!

ეს ახალგაზრდები აგებენ საქართველოს მომავალზე დღეს პასუხს?

მათ მოეკითხებათ დღეს გეოპოლიტიკის და უდიდესი საერთაშორისო პოლიტიკური პროცესების ცოდნა და სწორი ორიენტირება?

მათ იმედზე შეიძლება იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარება დღეს?!
არა!

პასუხი – ხელისუფლებას მოეთხოვება!

პასუხი იმ საშუალო და უფროსი თაობის გახრწნილ ადამიანებს მოეკითხებათ, რომლებიც იდეოლოგიური მარაზმის ტყვეობაში, უფრო კი საკუთარი გამორჩენის მიზნით, თითქოს “დასავლური ორიენტაციისანი” არიან!

“დასავლური ორიენტაციის” ვერასდროს იქნებიან აგრესიული ტოტალიტარისტები და იდეოლოგიით გონებადაჩლუნგებულები, – მაგრამ ეს მათი პრობლემაა!

ქვეყნის პრობლემად ისინი მაშინ იქცნენ, ხელისუფლებამ რომ დაიფარა, შეიფარა, დააფინანსა და ქვეყნის წინააღმდეგ მომართა!

(გ) არ იცით, ხომ რა კლანური სისტემა ყალიბდება იმ თითქოს “მთავარ” სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ უვარგის უნივერსიტეტებში, კიდევ რამდენიმე უნივერსიტეტში?

არ იცით, რა ნათესაურ-კლანურ პრინციპებზე ინიშნებიან რექტორები? როგორ განაგებს დედა-ქალბატონი დემოკრატიის “შუქურისა” განათლების სისტემის ზედა ეშელონს?

მართლა არ იცით?!

ვერც ვერაფერი დაინახეთ?

(დ) თქვენ რას ფიქრობთ, სპეცრაზმელები, პოლიციელები და ა.შ., რომლებიც საკუთარ სახელმწიფოში ემსახურებიან იმ საქმეს, რაც გარდაუვალად აუცილებელია, – საქართველოს მოქალაქეები არ არიან?!

ღირსება არა აქვთ, რომ მთავრობის უპასუხისმგებლობის გამო ვიღაც იდეოლოგიით დაბანგულმა და ყალბმა ადამიანებმა, მათ შორის, ახალგაზრდებმა შეურაცხყონ?!

ვის აქვს ამის ნება?!

რა სახელმწიფოს აშენებთ?

თუ არ აშენებთ, და მხოლოდ დიდხანს გნებავთ ხელისუფლებაში ყოფნა?!

ვერ გრძნობთ, რომ საქართველო სამოქალაქო ომისკენ მიგყავთ?!

თქვენ გგონიათ ქართველები დაჩოქილები არიან 32-წლიანი დამცირების, გაღარიბების, შეურაცხყოფისა და ქვეყნიდან უხეშად განდევნის შემდეგ?!

არაფერი შეგეშალოთ!

საღ ქართველებს არ სჭირდებათ ვინმესგან ნებართვის აღება ამ საოცარი ქვეყნის გადასარჩენად და დასაცავად, –
ნუ მიიყვანთ ყველაფერს სამოქალაქო ომამდე!

შეასრულეთ ის, რაც კონსტიტუციითა და კანონებით არის განსაზღვრული და საკუთარი ქვეყნის და მისი ხალხის მომავლის უზრუნველყოფისთვის ელემენტარული პირობები შექმენით.

თავი დაანებეთ ერთი ადგილის უადგილო თამაშს, –

იფიქრეთ იმაზე, რომ ეს ქვეყანა თქვენიც არის!

ნუ გასწირავთ ყველაფერს!

***

ახლა მთავარია ქართველთა საღად გადარჩენილმა ნაწილმა გაითავისოს, რომ თუ ასე გაგრძელდა, ქართველები დაკარგავენ ამ ქვეყანას: ჯერ მათ გადაიყვანენ ეროვნულ უმცირესობაში, და მერე მოაწყობენ პროვოკაციას და რასაც ჩახოცავენ, ჩახოცავენ, რასაც არა – გაყრიან აქედან!

ომის დაწყება და საქართველოს დაშლა ერთი იქნება. მაგ პროვოკატორებმა იციან, რაც მოჰყვება ომობანას თამაშს. მაგრამ რაც ზედაპირზე ჩანს, – ისინი არაფერს წყვეტენ! მათ უკან დგანან სერიოზული საშიში ძალები.

დემურ გიორხელიძე 

18 მარტი, 2023

Posted in 2023, განათლება, პოლიტიკა | Tagged: , , , | Leave a Comment »

არჩევნების შედეგი, მოლოდინების გაცრუების შედეგია

Posted by iberiana on ნოემბერი 2, 2020

giorkhelidze

დემურ გიორხელიძე – არჩევნების შედეგი, მოლოდინების გაცრუების შედეგია

… ”ოცნება” თვალთმაქცობს, როცა წინა ხელისუფლების დანაშაულებზე საუბრობს, რადგან დამნაშავეების გასამართლება მოწვეული ცნობილი ადვოკატებითა და ღია სასამართლო პროცესების საშუალებით შეეძლო, მაგრამ, ამის ნაცვლად, – კოჰაბიტაცია და ყალბი პროპაგანდა ამჯობინა!

დღევანდელი შედეგი – ლოგიკურია!
ხელისშეწყობამ ნეოლიბერალური იდეოლოგიის პარტიებისა, მათი დაფინანსების უზრუნველყოფამ და ღრმა პროპაგანდამ თავისი საქმე გააკეთა –
ისინი პარლამენტში არიან!
მათი მხარდაჭერა აგრეთვე განაპირობა ბოლო 30 წლის განმავლობაში განათლების სისტემის განადგურებამ, ახალგაზრდებში ყალბი, დამანგრეველი და დესტრუქციული ფასეულობათა სისტემის პროპაგანდამ და ყალბი ორიენტირების გაჩენამ.
ამ ტყლაპო-შეხედულებების მხარდაჭერა მხოლოდ გაუნათლებელ ადამიანებს შეუძლიათ!..
კლასიკური კონსერვატული იდეოლოგიის მატარებელი არცერთი პოლიტიკური ძალა პარლამენტში ვერ მოხვდა…
ყველა ეს ე.წ. ”ეროვნული ძალა” დროსაცდენილი ხერხებითა და მეთოდებით მოქმედებს და უკიდურესი შეზღუდული შეხედულებათა სისტემის მატარებელია, აკვიატებული იდეა-ფიქსებითა და პიროვნული სიმპათიებით; ახალი ეროვნული საღი ძალის ფორმირება კი არ ხერხდება, რადგან მათზე არანაირი მოთხოვნა არ არსებობს. ამიტომ არის ის, რაზეც სინამდვილეში არის მოთხოვნა. ეს მოთხოვნა ფორმირებული იქნა ცნობიერების კორექციის გზით, მაგრამ სწორედ ამ გზით შეიძლება მისი გასწორება და დეფორმირებული ცნობიერების საკუთარ ფუძეზე დაბრუნება, რომელსაც ერთადერთს შეუძლია პროგრესის უზრუნველყოფა. ეს ძალზე რეალურია, მაგრამ მინიმალურად აუცილებელი რაოდენობის ადამიანს უნდა სურდეს ეს!
ჯერ-ჯერობით, ეს მინიმალურად აუცილებელი რაოდენობა ადამიანებისა არ არსებობს!
არსებული მდგომარეობა ერთადერთი რამის მაჩვენებლია:
ქართველებს დიდად არაფრად უღირთ საკუთარი ტრადიციული კულტურა, კულტურული ფასეულობები, საკუთარი იდენტურობა და საკუთარი მომავალი!
არ უღირთ!
შედეგიც შესაბამისია!
თუ ასე გაგრძელდება, საქართველო აუცილებლად დაეშვება იმ უკიდურეს მდგომარეობაში, როცა მისი იდენტურობა, მისი გავლენა ამ ქვეყანაში ნიველირებული იქნება და იგი ეროვნულ უმცირესობაში გადავა!
ორი რამ გარანტირებულს ხდის ამ სასტიკ პერსპექტივას:
  • დემოგრაფიული კატასტროფა და
  • გაუნათლებლობის კულტივირება (განათლების დეგრადაცია), გლობალურად, ქართულ კულტურაში, ყალბი იდეოლოგიური ორიენტირების გავრცელების მხარდაჭერა სახელმწიფოს დონეზე!

~

Posted in 2020, არჩევნები | Tagged: , | Leave a Comment »

საქართველოს განვითარების ვექტორი – დიალოგი დემურ გიორხელიძესთან

Posted by iberiana on ივნისი 24, 2020

საქართველოს განვითარების ვექტორი

დიალოგი დემურ გიორხელიძესთან

საქართველოს განვითარების ვექტორი. კრიზისის მიზეზები და გამოსავალი. დიალოგი დემურ გიორხელიძესთან:

  • რა არის ქართული ეკონომიკის მთავარი გამოწვევა და რაშია გამოსავალი.
  • რომელი ინსტიტუტები უშლიან ხელს ქვეყანას განვითარებაში და რა უნდა შევცვალოთ რომ წინ წავიდეთ.

ტვ ილიონი / Ilioni TV 20 ივნისი

Posted in 2020, ეკონომიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »