Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Archive for the ‘განათლება’ Category

დემურ გიორხელიძე – ახალგაზრდებს მივმართავ

Posted by iberiana on მარტი 24, 2023

demur giorkheidzeდემურ გიორხელიძე – ახალგაზრდებს მივმართავ

ახალგაზრდებს მივმართავ, – განსაკუთრებით იმ ნაწილს, ახალგაზრდული დამოუკიდებლობისა და მაქსიმალიზმის გამოვლენისა და წარმატებაზე ორიენტაციის ნაცვლად, შეუმჩნევლად, პოლიტიკური გავლენის ობიექტი გახდნენ, შეაგუეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაზიზღრეს საგანმანათლებლო სისტემას, როგორსაც ქართული საგანმანათლებლო სისტემა წარმოადგენს!

შეატყუეს ფსევდო-სპეციალობები და ამ არაფრისმომცემ “სპეციალობებში” ფულს ახდევინებენ და ფულის შოვნის წყაროდ აქციეს!

სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი რაზეა დამოკიდებული, საერთოდ დაუმალეს და დამპალმა მესვეურებმა
განათლებისა, ხელისუფლებების მხარდაჭერით,

ჩაუნერგეს, უტვინობა და სისულელე, რომ “განათლებამ ბაზრის მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს!” და “ბაზარი არეგულირებს ყველაფერს!

მხოლოდ უტვინო და არაკვალიფიცირებულ ე.წ. “პროფესორებს” შეუძლიათ ამ სისულელის ქადაგება!

სხვა სისულელეებზე აქ არ ვისაუბრებ!

ახალგაზრდებო!
დასავლეთი გნებავთ?!
განათლების და მეცნიერების გარეშე, –
დამპალი იდეოლოგიის ქადაგებით,
უტიფრობით, უტვინობით, უზრდელობით და
გაუნათლებლობით გნებავთ დასავლეთი?!

მაგრამ ეს შეუთავსებელი რამეებია!

რაც თქვენ დასავლეთად მოგასაღეს თახსირმა თქვენმა “მასწავლებლებმა” და “პროფესორებმა” – ეს დასავლური ცივილიზაციის ჭუჭყია მხოლოდ, ანუ მისი განვითარების გვერდითი, თანმხლები ეფექტები!

დასავლური ორიენტაცია ისაა, კლასიკური დასავლური ტიპის სახელმწიფოს აგება გსურდეს ქართულ ნიადაგზე, რადგან ეს შესანიშნავი კონსტრუქცია იქნებოდა ქართველთა განვითარებისთვის და მსოფლიოში მაღალი კონკურენტუნარიანობისთვის!

უძლიერესი თანამედროვე განათლება და ეროვნულ ფუძეზე განვითარებული ინტელექტი, – აი, თქვენი მსოფლიოში უმძლავრესი კონკურენტუნარიანობის საფუძველი!

განათლება და პროფესიონალიზმი კი ისაა, რაც თქვენს სასწავლო აუდიტორიებში უნდა მოგეწოდებოდეთ და ეს ყველაფერი არაფრით უნდა განსხვავდებოდეს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში ანალოგიურ სპეციალობებზე წაკითხული ლექციებისა და პრაქტიკული მეცადინეობებისგან!

მე არათავმოწონებისა და არარეკლამისთვის გწერთ ახლა ამას!

ჩემს ხელში უკვე 3600-მა სტუდენტმა გაიარა, – ვისთვისაც მე არც ძალა და ენერგია, არც ცოდნა და მონდომება დამიკლია, რომ საუკეთესოდ მიმეწოდებინა ურთულესი, ღრმად მათემატიზირებული საგნები!

მე ვიცი, თუ როგორია ქართველი ახალგაზრდის გონებაგახსნილობის ხარისხი – უსაშველოდ მაღალი, რომელიც ამ განათლების სისტემაში ნადგურდება!

მე გამიმართლა და მსოფლიოში სულ წინა ხაზზე მყოფ მეცნიერებაში მიმუშავნია, ახლაც ინტენსიურად ვმუშაობ!

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ნახონ ჩემი მონოგრაფიები თუ ფუნდამენტური ხასიათის სახელმძღვანელოები, პუბლიცისტური წერილები და ა.შ.

მე დღესაც არაერთი სალექციო კურსს ვკითხულობ, რომლის მსგავსი საქართველოში არასდროს წაკითხულა და ეს თანამედროვე მეცნიერების უკანასკნელი მიღწევების დონეზეა შესრულებული.

არ არსებობს ტოპ-უნივერსიტეტი, სადაც ეს საგნები უფრო კარგად და სრულად იკითხებოდეს ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისათვის.

ჩემი სრულიად უნიკალური სალექციო კურსი “არაწრფივი პოლიტიკური პროცესები” – 12 ლექცია, რომელიც 2022 წლის ზაფხულში წავიკითხე, უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ თანამედროვე ურთულესი პოლიტიკური პროცესების ანალიზისთვის მეცნიერების ერთ-ერთ ფუძე საყრდენს “არაწრფივ დინამიკას” იყენებს!

რატომ გწერთ ამ ყველაფერს?!

აი, რატომ:

დასავლური ორიენტაცია– ეს არის განათლება და მეცნიერება, ინსტიტუტები, თანხმობა მომავალზე და ნორმები, რომლებიც არეგულირებენ საჯარო სივრცეში ადამიანთა ურთიერთობას.

თქვენ თუ მართლა ასეთი რამ გსურთ, –
ინტერესს გამოაჩენდით და დაინტერესდებოდით იმით, რაც თქვენ განვითარება-განათლებას უწყობს ხელს და არ შეეგუებოდით უსაშინელეს საგანმანათლებლო სისტემას, მოტყუებასა და მდარე სპეციალობებს, პროგრესს ქმნის საბუნებისმეტყველო-საინჟინრო განათლება და სოციალური მეცნიერებები ხსნიან ამ პროგრესის მიმართულებებსა და ხელშემწყობ ფაქტორებს.

დასავლეთი – მისი კლასიკური ეპოქის ატმოსფერო საქართველოში უნდა შეიქმნას და ამას მხოლოდ განათლება და ცოდნა სჭირდება.

როცა ახალგაზრდები იმეორებენ უყალბეს ლოზუნგებს, წარმოდგენა არა აქვთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესსზე
(და არც შეიძლება ჰქონდეთ წამოდგენა!), როცა ახალგაზრდები ინტელექტუალური დამოუკიდებლობისა და ახალგაზრდული მაქსიმალიზმის ჩანაცვლებას ახდენენ თავსმოხვეული ყალბი იდეოლოგიური შტამპებით, – ისინი ანადგურებენ საკუთარ მომავალს!

ამ მონაწერის ერთადერთი მიზანია, – დაფიქრდეთ რაც ხდება თქვენს თავს.

მე კი ყველა ახალგაზრდის გვერდით ვიქნები, ვისაც განათლება სურს უმაღლეს დონეზე და შემიძლია მოკრძალებულად გითხრათ, რომ იმ სფეროებში, რომლებშიც მიმუშავია და ვმუშაობ, – გვერდით მიგულეთ!

სხვაგან უფრო დიდ რამეს ვერ შეითვისებთ, თუმცა, ამაში თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ!

საქართველო იარსებებს მხოლოდ განათლებული, მცოდნე და საკუთარ სახელმწიფოზე ორიენტირებული ხალხის ხელში!

ბოლომდე გნებავთ საკუთარი თავის განადგურება?
გაანადგურეთ!

არ ხართ უმრავლესობაში და საქართველოს მომავალი არ არის თქვენზე დამოკიდებული, თუ ასეთებად დარჩებით!

საქართველოს მომავალი განათლებულ, კულტურულ და ცოდნის დაუფლების მოსურნე ახალგაზრდებისაა!

24 მარტი, 2023

Posted in 2023, განათლება, პოლიტიკა | Tagged: , | Leave a Comment »

დ.გიორხელიძის მიმართვა პრემიერ ღარიბაშვილს

Posted by iberiana on მარტი 18, 2023

giorkhelidze-garibashvili

დემურ გიორხელიძე 
საქართველოს პრემიერ-მინისტრს
ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
მივმართავ!

არანაირი ნიშნისმოგების, არანაირი უპატივცემულობის ან პოლიტიკური ოპონირების პოზიციიდან!

მე ერთ-ერთი იმ კაცად მიმაჩნია თავი, ეს ქვეყანა რომ დიდად უღირს, მისი კულტურის წიაღში აღზრდილს, მომწონს ის, რაც წინაპრებიდან თუ აღზრდა-განათლებიდან მივიღე – ამ ქვეყნის გარეთ ვერსად ვიაზრებ თავს, და არც არასდროს დავტოვებ, მით უფრო ახლა, როცა ყველაფერი უდიდესი საფრთხის წინაშეა!

მე მარტივ რამეებზე დაფიქრებისთვის გწერთ, – უკვე მეორე ვადით ხართ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი…

ბოლო მოვლენებმა აჩვენა, საქართველო არშემდგარი სახელმწიფოა, დესტრუქციული პოლიტიკური ძალების ხელში მყოფი (ხელისუფლება-ოპოზიცია, არ იმსახურებს განსხვავებულ შეფასებებს!).

რაც მოხდა, ხელისუფლების მცდარი პოლიტიკის შედეგია!

პოლიტიკა კი უფსკრულია იმათთვის, ვინც შეცდომებს უშვებს!

კ ი თ ხ ვ ა მაქვს:

(ა) მთავრობის ეს რა სტრუქტურები ააგეთ, რომელთა მთავარი საქმიანობა საბოტაჟია და ხელისუფლების დამხობა, – განსაკუთრებით ისეთი ამაზრზენი სამინისტრო, როგორიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა, მისი ერთუჯრედიანი იმბეცილი მინისტრის ჩათვლით!

არ იცით, რომ სამინისტროს მთელი საშუალო და ზედა ეშელონი დღედაღამ ხელისუფლების ლანძღვაშია, გარე გავლენებს დამორჩილებული ეს თახსირი მარიონეტები საფუძველშივე ანადგურებენ საქართველოს მომავალს, განათლებას, მეცნიერებას!

(ბ) არ იცით, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტრო მთლიანად წინა ხელისუფლების მონა-მორჩილი და იდეოლოგიურად გახრწნილი ხალხის ხელშია?

არ იცით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პარაზიტ უნივერსიტეტებში განათლების ნაცვლად დამპალი იდეოლოგიის კულტივირება და ახალგაზრდების ტოტალური მოტყუება ხდება?

ამას ემატება 2-3 კერძო ე.წ. “უნივერსიტეტი” – პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებული და…

შედეგი იხილეთ?!

“ევროპაში გვინდა” – ამ სიყალბის მოტივით რა მოხდა?!

ეს ახალგაზრდები აგებენ საქართველოს მომავალზე დღეს პასუხს?

მათ მოეკითხებათ დღეს გეოპოლიტიკის და უდიდესი საერთაშორისო პოლიტიკური პროცესების ცოდნა და სწორი ორიენტირება?

მათ იმედზე შეიძლება იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარება დღეს?!
არა!

პასუხი – ხელისუფლებას მოეთხოვება!

პასუხი იმ საშუალო და უფროსი თაობის გახრწნილ ადამიანებს მოეკითხებათ, რომლებიც იდეოლოგიური მარაზმის ტყვეობაში, უფრო კი საკუთარი გამორჩენის მიზნით, თითქოს “დასავლური ორიენტაციისანი” არიან!

“დასავლური ორიენტაციის” ვერასდროს იქნებიან აგრესიული ტოტალიტარისტები და იდეოლოგიით გონებადაჩლუნგებულები, – მაგრამ ეს მათი პრობლემაა!

ქვეყნის პრობლემად ისინი მაშინ იქცნენ, ხელისუფლებამ რომ დაიფარა, შეიფარა, დააფინანსა და ქვეყნის წინააღმდეგ მომართა!

(გ) არ იცით, ხომ რა კლანური სისტემა ყალიბდება იმ თითქოს “მთავარ” სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ უვარგის უნივერსიტეტებში, კიდევ რამდენიმე უნივერსიტეტში?

არ იცით, რა ნათესაურ-კლანურ პრინციპებზე ინიშნებიან რექტორები? როგორ განაგებს დედა-ქალბატონი დემოკრატიის “შუქურისა” განათლების სისტემის ზედა ეშელონს?

მართლა არ იცით?!

ვერც ვერაფერი დაინახეთ?

(დ) თქვენ რას ფიქრობთ, სპეცრაზმელები, პოლიციელები და ა.შ., რომლებიც საკუთარ სახელმწიფოში ემსახურებიან იმ საქმეს, რაც გარდაუვალად აუცილებელია, – საქართველოს მოქალაქეები არ არიან?!

ღირსება არა აქვთ, რომ მთავრობის უპასუხისმგებლობის გამო ვიღაც იდეოლოგიით დაბანგულმა და ყალბმა ადამიანებმა, მათ შორის, ახალგაზრდებმა შეურაცხყონ?!

ვის აქვს ამის ნება?!

რა სახელმწიფოს აშენებთ?

თუ არ აშენებთ, და მხოლოდ დიდხანს გნებავთ ხელისუფლებაში ყოფნა?!

ვერ გრძნობთ, რომ საქართველო სამოქალაქო ომისკენ მიგყავთ?!

თქვენ გგონიათ ქართველები დაჩოქილები არიან 32-წლიანი დამცირების, გაღარიბების, შეურაცხყოფისა და ქვეყნიდან უხეშად განდევნის შემდეგ?!

არაფერი შეგეშალოთ!

საღ ქართველებს არ სჭირდებათ ვინმესგან ნებართვის აღება ამ საოცარი ქვეყნის გადასარჩენად და დასაცავად, –
ნუ მიიყვანთ ყველაფერს სამოქალაქო ომამდე!

შეასრულეთ ის, რაც კონსტიტუციითა და კანონებით არის განსაზღვრული და საკუთარი ქვეყნის და მისი ხალხის მომავლის უზრუნველყოფისთვის ელემენტარული პირობები შექმენით.

თავი დაანებეთ ერთი ადგილის უადგილო თამაშს, –

იფიქრეთ იმაზე, რომ ეს ქვეყანა თქვენიც არის!

ნუ გასწირავთ ყველაფერს!

***

ახლა მთავარია ქართველთა საღად გადარჩენილმა ნაწილმა გაითავისოს, რომ თუ ასე გაგრძელდა, ქართველები დაკარგავენ ამ ქვეყანას: ჯერ მათ გადაიყვანენ ეროვნულ უმცირესობაში, და მერე მოაწყობენ პროვოკაციას და რასაც ჩახოცავენ, ჩახოცავენ, რასაც არა – გაყრიან აქედან!

ომის დაწყება და საქართველოს დაშლა ერთი იქნება. მაგ პროვოკატორებმა იციან, რაც მოჰყვება ომობანას თამაშს. მაგრამ რაც ზედაპირზე ჩანს, – ისინი არაფერს წყვეტენ! მათ უკან დგანან სერიოზული საშიში ძალები.

დემურ გიორხელიძე 

18 მარტი, 2023

Posted in 2023, განათლება, პოლიტიკა | Tagged: , , , | Leave a Comment »

სიახლე: გეომეტრია – X კლასი

Posted by iberiana on დეკემბერი 13, 2021

geo10

გეომეტრია – X კლასი.

ელექტრონული გაკვეთილები და ტესტები

ავტორთა ჯგუფმა “კიბერნეტიკა-78“, მეათე კლასელებისთვის მოამზადა  ელექტრონული გაკვეთილები გეომეტრიაში, საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამისა და სახელმძღვანელოების მიხედვით.

მსურველებს შეუძლიათ ბმულზე  გეომეტრია – X კლასი. ნიმუში წინასწარ გაეცნონ საკითხების ჩამონათვალს და სრულად ნახონ სამი საკითხი (1,10,20), ბოლოში თანდართული შესაბამისი  ონლაინ ტესტებით,

საკითხებისა და ტესტების სრული ვარიანტი  გეომეტრია – X კლასი. სრული  ფასიანია და დაცულია პაროლით.  სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

592 72 99 88  ან  599 21 31 12

gulikosabadze@gmail.com 

ანგარიშის ნომერი: GE77BG0000000162470738

მიმღები: გულნაზი საბაძე

პროექტი არაკომერციულია. შემოსული თანხა სრულად მოხმარდება სოფელ რეხასთან არსებული სასწაულთმოქმედი ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის აღდგენას.

momavali.wordpress.com

Posted in 2021, განათლება | Tagged: , | Leave a Comment »

როგორ შევისწავლოთ მათემატიკა დისტანციურად

Posted by iberiana on აგვისტო 3, 2021

distan-800x445-1რეპეტიტორი დისტანციურად – ელექტრონული სახელმძღვანელოები უკვე ხელმისაწვდომია!

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ ერთი პერიოდი, შეაჩერა რეპეტიტორთა ინსტიტუტის მუშაობა, თუმცა ციფრული ტექნოლოგიების უსაზღვრო შესაძლებლობებს არც ეს სფერო დარჩენია აუთვისებელი და გამოჩნდა ახალი მიმართულება, რომელმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისა და მშობლებისთვის. ეს ის სამკუთხედია, რომელიც მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს და ნებისმიერი პრობლემის წარმოქმნისას ერთმანეთზე უთითებენ. მშობლები ბავშვებს ებრძვიან, არ სწავლობთო, ბავშვები – მასწავლებლებს – არ გვასწავლიანო, ხოლო მასწავლებლები – მშობლებს, არ უსხედან, არ აკონტროლებენ და მარტო ვერაფერს გავხდითო. ცხადია, ეს ბრალდებები ან ამ ფორმით ტრიალებს ან საპირისპიროდ, თუმცა მოგეხსენებათ, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.

რადგან სასკოლო ცხოვრების ყველაზე რთულ გამოწვევაზე, მათემატიკაზე ჩამოვარდა სიტყვა, ისიც გავარკვიოთ, როგორ ვეზიაროთ ამ მეცნიერებას დისტანციურად…

ამ მიმართულებით საინტერესო სიახლეა ელექტრონული სახელმძღვანელოები, რომლის მინიმალური ღირებულება და მარტივი ენა პოპულარული გახდა მოსწავლეებს შორის და სრულიად ახალი პერსპექტივები დაუსახა დისტანციურ სწავლებას. საიტზე “მომავალი” https://momavali.wordpress.com/education/  იხსნება საჩვენებელი გაკვეთილები მათემატიკაში, რომელიც თვალნათლივ დაანახებს დაინტერესებულ პირებს, რაში მდგომარეობს ამ წიგნების პრიორიტეტი არა მხოლოდ პანდემიის პერიოდში, არამედ ცხოვრების ნორმალურ რიტმში ჩადგომის შემდეგაც.

ამ საკითხზე გთავაზობთ ინტერვიუს მათემატიკის პედაგოგ გულო საბაძესთან, რომელიც გახლავთ ამ იდეის ავტორი, განმახორციელებელი და 8-კაციან პროგრამისტთა და მათემატიკოსთა ჯგუფის ხელმძღვანელი. მისივე ინიციატივით, მე-9 კლასის გეომეტრიის ელექტრონული სახელმძღვანელო საჩუქრად გადაეცა მოსწავლეებს, ხოლო გაყიდული წიგნებიდან ამოღებული თანხის ნაწილი გადაირიცხება საქართველოს ისტორიის, კერძოდ კი წალკის უძველესი წარსულის შემსწავლელთათვის განკუთვნილ სპეციალურ ფონდში.

სრულად:  https://momavali.wordpress.com/education/g-sabadze/

Posted in 2021, განათლება | Tagged: , , , | Leave a Comment »

თურქეთის საშუალო სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამა დამტკიცდა

Posted by iberiana on მაისი 23, 2020

თურქეთის საშუალო სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამა დამტკიცდა

20915381_871313043015852_8291387499591258081_n[1]გილოცავთ!!!

თურქეთის განათლების სამინისტრომ დაამტკიცა თურქეთის საშუალო სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მიმდინარე წლიდან თითოეულ საშუალო სკოლაში ქართული ენის შემსწავლელი 10 და მეტი მოსწავლის არსებობის შემთხვევაში მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასებში ქართული ენის 244 საათიან სწავლების პროგრამას.

აღნიშნული პროგრამის შედგენაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის თურქეთში ქართული კულტურის სახლის ხელმძღვანელს, თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიაში (TRT) საქართველოს შესახებ მრავალსერიანი დოკუმენტური ფილმის („კავკასიის ქარი“) ავტორს, ბატონ ერდალ ქუჩუქსა (ელიზბარ ციმნარიძე) და ცნობილ ანკარელ მწერალს, ქალბატონ ქევსერ რუჰს (ქეთევან ხანთაძე). პროგრამის თარგმანში ქალბატონ ქევსერ რუჰთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ პროფესორი ნანა კაჭარავა და ანკარის უნივერსიტეტის მაგისტრანტი, მარიამ გაფრინდაშვილი.

საქართველოს საელჩო ულოცავს თურქეთში მცხოვრებ ეთნიკურად ქართული წარმოშობის მოსახლეობას ამ ისტორიულ ფაქტს და მიღებული გადაწყვეტილების გამო, დიდ მადლობას უხდის თურქეთის ხელისუფლებას.

 საქართველოს საელჩო თურქეთში/

Posted in 2020, განათლება | Tagged: , | Leave a Comment »

“დარჩით სახლში!” და ისწავლეთ ალგებრა-გეომეტრია მარტივად

Posted by iberiana on აპრილი 12, 2020

algebra“დარჩით სახლში!” და ისწავლეთ ალგებრა-გეომეტრია მარტივად

სააღდგომო საჩუქარი მოზარდებს

ავტორთა ჯგუფმა – მათემატიკოსებმა და პროგრამისტებმა, რომელთა ძირითადი ბირთვი შედგება თსუ-ს “კიბერნეტიკა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის” 1978 წელს კურსდამთავრებულებისაგან,  მოვამზადეთ მათემატიკის ელექტრონული გაკვეთილები საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დაშვებული პროგრამისა და სახელმძღვანელოების მიხედვით.

ჩვენი მიზანი იყო მთელი მასალა გამარტივებული და გასაგები ენით დაწერილი მიგვეწოდებინა საქართველოში მცხოვრები და ქვეყნიდან გასული ქართველი მოზარდებისთვის, მშობლიურ ენაზე.

ყველა გაკვეთილს თან ახლავს 20 – 20 ტესტი, რომელიც ძალიან მარტივად პასუხობს ამ მასალის გარშემო დასმულ ყველა კითხვას. თავდაპირველად ვდებთ მერვე-მეცხრე კლასის მასალას – ალგებრას და გეომეტრიას ცალ-ცალკე ქართულ ენაზე. გათვალისწინებული გვაქვს იგივე მასალის დადება ეტაპობრივად რუსულ და ინგლისურ ენებზეც, რათა გავითვალისწინოთ სხვათა ინტერესებიც. ასევე დაიდება აბიტურიენტებისათვის ონლაინ ტესტები.

სადღესასწაული დღეებთან დაკავშირებით, ჯგუფმა საჩუქარი მოუმზადა მეცხრე კლასელებს და აბიტურიენტებს – გთავაზობთ  მეცხრე კლასის გეომეტრიას სრულად.

მოზარდებო, “დარჩით სახლში” და კარგად ისწავლეთ. საქართველოს ჯანმრთელი და ნასწავლი მომავალი თაობა სჭირდება!

გილოცავთ ბზობას!

Posted in 2020, განათლება, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »

საქართველოს “მომავალი“ დღეს

Posted by iberiana on ივნისი 16, 2018

თორნიკე ქავთარაძე –  საქართველოს “მომავალი“ დღეს

დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან მოყოლებული საქართველომ მრავალი რთული დღე გამოიარა, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ ვერ მივიღეთ ის შედეგი, რასაც ერთიანი, სტაბილური, განვითარებული და პროგრესული სახელმწიფო ჰქვია. ამ ყველაფერმა განსაკუთრებით ახალგაზრდებზე იმოქმედა. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, მრავალი მშობელი ზღვებსა და ოკეანეებს გადაღმა გადაიხვეწა. აქ დარჩენილი შვილების უმეტესობა ყურადღების გარეშე დარჩა, ზოგი ქუჩას მიეჯაჭვა, ბევრმა ნიჭიერმა, გონებაგახსნილმა ახალგზრდამ უარი თქვა სკოლაზე, განათლებაზე…

მოგეხსენებათ.  განათლების დონის მაჩვენებელი ქვეყნის წარმატებისა და განვითარების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა – გვყავს ჩვენ განათლებული მომავალი თაობა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ადვილია, თუ გადავხედავთ ოფიციალურ მონაცემებს, რომლის მიხედვით, დაწყებითი განათლების ხარისხით საქართველო 144 ქვეყანას შორის 99-ე, ხოლო წიგნიერებისა და ზოგადი განათლების მიხედვით 74 ქვეყანას შორის 66-ე ადგილს იკავებს. შედეგი ნათელია, მაგრამ მიზეზების პოვნაა რთული, თუმცა აუცილებელი.

ზემოთ მოყვანილი მაგალითი, სადაც სოციალური ფაქტორების გამო ქვეყანამ მრავალი ნიჭიერი ადამიანი დაკარგა, მხოლოდ ერთ-ერთია ძირითად პრობლემებს შორის. ახლა მეორე კუთხიდანაც შევხედოთ საკითხს და დავსვათ კითხვა – რამდენად ვზრუნავთ იმ ახალგაზრდებზე, ვისაც უარი არ უთქვამს განათლებაზე, ვისაც აქვს შანსი მიზნის მიღწევისა და ვისზეც უნდა დავამყაროთ მომავლის იმედები? რამდენად ვუფრთხილდებით ამ რესურსს?…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/tornike-kavtaradze/

Posted in 2018, განათლება, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ავტონომია უნივერსიტეტს!

Posted by iberiana on ივლისი 10, 2016

avtandil20kaxniashvili1ავთანდილ კახნიაშვილი – ავტონომია უნივერსიტეტს!

კავკასიაში პირველი უნივერსიტეტი _ თსუ თეთრად მხოლოდ მისი I კორპუსის კედლების ფერის გამო არ აღიქმება. ცოდნის ტაძარს განსაკუთრებული აურა მასში მოღვაწე მამულიშვილებმა მოჰფინეს, რომლებმაც საკუთარი სულის ნათელი ერის უპირველეს კულტურულ სიმბოლოდ ქცეულ შენობას შთაბერეს და თავად იქცნენ ქართული უნივერსიტეტის სახედ.

ვერავინ უარყოფს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის ეროვნული მუხტის აქტიური მატარებელი იყო და მართლმადიდებელ დედა ეკლესიასთან ერთად ქართული ცნობიერებისა და სახელმწიფოებრიობის მყარ საძირკველს წარმოადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ `ვარდების რევოლუციის” შემდეგ განხორციელდა თსუ-ს მიზანმიმართული ნგრევა (“ჩარეცხვა”), როგორც ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, უნივერსიტეტელები დღესაც შესამჩნევად გამოირჩევიან ცოდნა-განათლებით (ე. წ. ზოგადი უნარებით) და პიროვნული თვისებებით (ზნეობით) და, რაც მთავარია, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/kakhniashvili/

Posted in 2016, განათლება, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

გამსახურდია ვეფხისტყაოსნის შესახებ

Posted by iberiana on ოქტომბერი 20, 2011

Posted in გამსახურდია, განათლება, დამწერლობა | Leave a Comment »

მუჰაჯირი ქართველები

Posted by iberiana on აგვისტო 14, 2011

 ინგა ღუტიძე –  მუჰაჯირ ქართველთა ენობრივი და ეთნიკური  იდენტობის საკითხები

 ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფის სულის წიაღში მოიპოვება ერთადერთი, განუმეორებელი წყარო, რომელიც ეხმარება მას იდენტობის გამოხატვაში, ეხმარება დარჩეს ისეთი, როგორიც არის და თქვას სათქმელი ისე, როგორც ამას ვერ იტყვის ვერცერთი სხვა ეთნიკური ჯგუფი მსოფლიოში.

 ჩვენი გამოკვლევა იმ ტიპის სოციუმს ეხება, რომელიც ისტორიაში ქართველი მუჰაჯირების სახელითაა ცნობილი. ნებისმიერი ეთნიკური ერთობის თვითშეგნების შესწავლას, ჩვენს შემთხვევაში კი ქართველ მუჰაჯირთა ენობრივი და ეთნიკური იდენტობის საკითხების გააზრებას დიდი მნიშვნელობა აქვს; რადგან ენა, ისევე როგორც ყველა  სხვა შემთხვევაში, ქართველი მუჰაჯირების შემთხვევაშიც პირუთვნელად ასახავს მათ დამოკიდებულებას საგნებისა და მოვლენებისადმი. რამდენადაც ტრაგიკული და მწარეა ისტორია ქართველი მუჰაჯირების აყრისა და გასახლებისა, იმდენადვე მრავალფეროვანი და საყურადღებოა მათი ენობრივი და ეთნიკური იდენტობის გამოხატვის ფორმები…

https://iberiana.wordpress.com/iberiana/ghutidze-muhajir/

Posted in განათლება, ისტორია-History, პოლიტიკა, საამაყო ქართველები | Leave a Comment »

განათლების სისტემა

Posted by iberiana on მარტი 29, 2011

დავით არაბიძე – ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები სკოლაში

საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობილების შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების შემდგომ, ე.წ. სახელმწიფო საბჭოსა და ე.წ. დროებითი მთავრობის მთელი “მოღვაწეობა” მიმართული იყო ყოველივე ეროვნულის, დემოკრატიულისა და პროგრესულის ნგრევისაკენ. სკოლაში დაინგრა სასწავლო და აღმზრდელობითი პროცესი, დაინგრა დისციპლინა და წესრიგი, გაბატონდა პოლიტიკური ნიშნით პედაგოგთა დევნა, მოიშალა მეთოდური და თეორიული მუშაობა, სკოლამ პრაქტიკულად შეიცვალა ფუნქციური მნიშვნელობა. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად და მონდომებით განხორციელდა უზურპატორთა მიერ მინისტრად მოვლენილი კოტე გაბაშვილის “მოღვაწეობის ჟამს”.

2010 წელს საჯარო სკოლებში მანდატურის სამსახურის  შექმნამ პედაგოგი საჯარო კომენტატორად აქცია, ხოლო მოსწავლის პირადი ცხოვრება და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება სერიოზული და უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე დააყენა…

 http://momavali.wordpress.com/education/arabidze/

Posted in განათლება, იდეოლოგია, პოლიტიკა | Leave a Comment »

ძვ.წ. II საუკუნეში კავკასიის რეგიონში სომხები არ ცხოვრობდნენ

Posted by iberiana on თებერვალი 2, 2011

ანზორ შონია: ქართველ ისტორიკოსებს ვუსაყვედურე საქართველოს სრულყოფილი, ობიექტური ისტორიის უქონლობა, რაც, ეტყობა, შეურაცხყოფად მიიღეს

მიმაჩნდა, რომ ლეონტი მროველს არავითარი საფუძველი არ ჰქონდა მეფეთა ცხოვრების პირველ ნაწილში ეთქვა ის, რასაც მე ამაზრზენად მივიჩნევ. ამის დასამტკიცებლად განვაცხადე, რომ ძვ.წ. II საუკუნეში კავკასიის რეგიონში სომხები არ ცხოვრობდნენ, რაც უაზრობად ხდის ლეონტი მროველის მოსაზრებებს სომხების როლზე იმ ეპოქის კავკასიაში.

მართალია, ცნობილი მეცნიერები ხაზს უსვამენ ჩემს უვიცობას და იმას, რომ თურმე არც ვიცნობ და ვერც ვერკვევი წყაროებში, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის. უფრო მეტი, ეტყობა ცნობილი მეცნიერები წყაროების მიმართ გარკვეულ უნდობლობას იჩენენ.

ყოველ შემთხვევაში, ჰეროდოტეს წყარო – “ბიზანტიური ენციკლოპედია”, ბიზანტიელი სწავლულის ევდოკიას მოსაზრება, იოსებ ყოფშიძის წიგნი, რისმაგ გორდეზიანის ნაშრომი, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე გავრცელებული მეგრული ტოპონიმები, იძლევა რეალურ საფუძველს, ტერიტორია შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, ჩვენი ქვეყნის შემადგენლობაში მოიაზრებოდეს.

იხ. სრულად

Posted in განათლება, ისტორია-History, კოლხეთი, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | 1 Comment »

მეცნიერების ნგრევა გრძელდება

Posted by iberiana on დეკემბერი 1, 2010

რატომ აღარ სჭირდება ხელისუფლებას მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტი?

მალხაზ ზაალიშვილი:  – მოლეკულური ბიოლოგია და ბიოლოგიური ფიზიკა არის 21- ე საუკუნის  დარგი. ჩვენი ინსტიტუტი დაარსდა 1986 წელს საბჭოთა კავშირის საკავშირო მთავრობის დადგენილებით. მანამდე მოსკოვში აკადემიკოს ენგერჰადრის ხელმძღვანელობით შეიქმნა მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტი. აკადემიკოსი ენგერჰარდი განცვიფრებული იყო ქართველი მეცნიერების მიერ ამ დარგში წარმოებული გამოკვლევებით და სწორედ ამან განაპირობა საქართველოში  მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტის დაარსება. ასეთი ინსტიტუტი საბჭოთა კავშირში არსებობდა მხოლოდ მოსკოვსა და თბილისში.

ძირითადი თემატიკა, რაზეც ჩვენ ვმუშაობდით, ეს იყო კუნთის შეკუმშვის პროცესი,… ჩვენ ვმუშაობთ გენეტიკური დაავადებებზე, შეგვიძლია მთელი რიგი პრაქტიკული საკითხები გადავწყვიტოთ მედიცინაში.

მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ისურვებდა ასეთი დონის ინსტიტუტის ქონას, ჩვენი მთავრობა კი მას აუქმებს.

 https://iberiana.wordpress.com/iberiana/zaalishvili/

Posted in განათლება, მეცნიერება, პოლიტიკა | Leave a Comment »