Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘მათემატიკა’

როგორ შევისწავლოთ მათემატიკა დისტანციურად

Posted by iberiana on აგვისტო 3, 2021

distan-800x445-1რეპეტიტორი დისტანციურად – ელექტრონული სახელმძღვანელოები უკვე ხელმისაწვდომია!

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ ერთი პერიოდი, შეაჩერა რეპეტიტორთა ინსტიტუტის მუშაობა, თუმცა ციფრული ტექნოლოგიების უსაზღვრო შესაძლებლობებს არც ეს სფერო დარჩენია აუთვისებელი და გამოჩნდა ახალი მიმართულება, რომელმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისა და მშობლებისთვის. ეს ის სამკუთხედია, რომელიც მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს და ნებისმიერი პრობლემის წარმოქმნისას ერთმანეთზე უთითებენ. მშობლები ბავშვებს ებრძვიან, არ სწავლობთო, ბავშვები – მასწავლებლებს – არ გვასწავლიანო, ხოლო მასწავლებლები – მშობლებს, არ უსხედან, არ აკონტროლებენ და მარტო ვერაფერს გავხდითო. ცხადია, ეს ბრალდებები ან ამ ფორმით ტრიალებს ან საპირისპიროდ, თუმცა მოგეხსენებათ, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.

რადგან სასკოლო ცხოვრების ყველაზე რთულ გამოწვევაზე, მათემატიკაზე ჩამოვარდა სიტყვა, ისიც გავარკვიოთ, როგორ ვეზიაროთ ამ მეცნიერებას დისტანციურად…

ამ მიმართულებით საინტერესო სიახლეა ელექტრონული სახელმძღვანელოები, რომლის მინიმალური ღირებულება და მარტივი ენა პოპულარული გახდა მოსწავლეებს შორის და სრულიად ახალი პერსპექტივები დაუსახა დისტანციურ სწავლებას. საიტზე “მომავალი” https://momavali.wordpress.com/education/  იხსნება საჩვენებელი გაკვეთილები მათემატიკაში, რომელიც თვალნათლივ დაანახებს დაინტერესებულ პირებს, რაში მდგომარეობს ამ წიგნების პრიორიტეტი არა მხოლოდ პანდემიის პერიოდში, არამედ ცხოვრების ნორმალურ რიტმში ჩადგომის შემდეგაც.

ამ საკითხზე გთავაზობთ ინტერვიუს მათემატიკის პედაგოგ გულო საბაძესთან, რომელიც გახლავთ ამ იდეის ავტორი, განმახორციელებელი და 8-კაციან პროგრამისტთა და მათემატიკოსთა ჯგუფის ხელმძღვანელი. მისივე ინიციატივით, მე-9 კლასის გეომეტრიის ელექტრონული სახელმძღვანელო საჩუქრად გადაეცა მოსწავლეებს, ხოლო გაყიდული წიგნებიდან ამოღებული თანხის ნაწილი გადაირიცხება საქართველოს ისტორიის, კერძოდ კი წალკის უძველესი წარსულის შემსწავლელთათვის განკუთვნილ სპეციალურ ფონდში.

სრულად:  https://momavali.wordpress.com/education/g-sabadze/

Posted in 2021, განათლება | Tagged: , , , | Leave a Comment »