Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Archive for the ‘ისტორია-History’ Category

დავით აღმაშენებლის ჯვარი პარიზში

Posted by iberiana on თებერვალი 22, 2024

დავით აღმაშენებლის ჯვრის საზეიმო შებრძანება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში

შუა საუკუნეების ფრანგული მინიატურა პარიზული კურთხევანიდან, ჩვენში ჯერაც უცნობი გამოსახულება.

425282144_1850681052044562_9118791903576996430_n

ბექა ჭიჭინაძე
22.02.2024

***

ბექა ჭიჭინაძე: ”ჯვრის ავთენტურობა დავითის ავტორიტეტით იყო დამოწმებული, მაგრამ ამასთან, მიიჩნეოდა, რომ ეს ჯვარი ქრისტეს ჯვრის – ძელიცხოვლის ნაწილს შეიცავდა, რის გამოც ის პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე გახდა”

მარინა ლატიბაშვილი: “როცა დავით აღმაშენებლის პირველი ცოლი მონაზვნად აღიკვეცა იერუსალიმში, ეს ჯვარი შესწირა იქ….. მერე გარდაიცვალა და დარჩა ეს ჯვარი იერუსალიმში…… როცა იმ მონასტერს ეკონომიურად გაუჭირდა (ალბათ საქართველოში მონღოლები რომ იყვნენ და ქართველი მეფეები ვეღარ უგზავნიდნენ შესაწირავებს მაშინ) სავარაუდოდ მაშინ იყიდა ფრანგმა მისიონერმა…….

კ. გამსახურდია 4 წელი ცხოვრობდა გერმანიაში და აგროვებდა არქივში მასალებს მასაც უწერია, მაგრამ მინიატურა ბექამ აღმოაჩინა”.

Posted in 2024, ისტორია-History | Tagged: , , | Leave a Comment »

ძველი კოლხეთის სამეფოს ფლოტი

Posted by iberiana on იანვარი 6, 2024

408810598_1801157140330287_1921182583517539417_n

ბექა ჭიჭინაძე – ძველი კოლხეთის სამეფოს ფლოტი

ძველი კოლხეთის სამეფოს ფლოტი რომ ძალიან ძლიერი და ანგარიშგასაწევი იყო, კარგად ჩანს ციცერონის წერილებიდან, პომპეუსის მიერ კეისრის წინააღმდეგ გამოყვანილი ბარბაროსთა ფლოტის ჩამოთვლისას ციცერონი კოლხთა ფლოტს მეორე ადგილზე მოიხსენიებს (საზღვაო მეგაპოლისის, ალექსანდრიის ფლოტის შემდეგ).

სტრაბონის ცნობით, დასავლეთ ქართული ტომი – ჰენიოხები მეკობრეობას ეწეოდნენ, მაგრამ იოსებ ფლავიუსი საუბრობს კოლხ მეკობრეებზეც, კიდევ უფრო საინტერესოა ფსევდოსკილაქს კარიანდელის ცნობა, რომ აფსაროსთან ერთი ,,მეკობრეთა მდინარე” არსებობს, ჭოროხს უნდა გულისხმობდეს….

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცნობაა, ჭოროხის აყოლებით სამხრეთ დასავლეთ საქართველოც იოლად უკავშირდებოდა ზღვას (,,სანავენი ჭოროხისანი” სუმბატ დავითის ძის ქრონიკაში), სადაც ვაჭრობდნენ ან მეკობრეობდნენ, ამდენად, საზღვაო გამოცდილება ჰქონდათ არამხოლოდ ჯიქებს, ჰენიოხებსა და კოლხებს, არამედ იბერებსაც.

Posted in 2024, ისტორია-History, კოლხეთი | Tagged: , , | Leave a Comment »

რა გზით უკავშირდებოდა ჯვაროსნული ეპოქის საქართველო დასავლეთ ევროპას

Posted by iberiana on იანვარი 5, 2024

407422198_1797701287342539_7426938955478368436_n

ბექა ჭიჭინაძე – რა გზით უკავშირდებოდა ჯვაროსნული ეპოქის საქართველო დასავლეთ ევროპას

ხშირად სვამენ კითხვას, თუ რა გზით უკავშირდებოდა ჯვაროსნული ეპოქის საქართველო დასავლეთ ევროპას, ინტუიციურად სულ ვფიქრობდი რომ ეს საზღვაო გზა უნდა ყოფილიყო, წყაროს მხოლოდ ახლა გადავაწყდი, ფულკ ანჟუელი (მე-12-ს.) წერს:

,,დიდი ხომალდებისათვის სანაოსნოდ გამოსადეგი ჰისტერი (რომელსაც სარწმუნო მოწმობისამებრ დუნაიც ჰქვია), ჩაედინება ზღვაში, რომელსაც ბულგარელები სკვითიის ზღვას უწოდებენ, მისი დინება ზღვაში ისეთი გაშმაგებით შედის, რომ ნაკადები კოლხეთისა და ფაზისის ნაპირებამდე აღწევს”.

თანამედროვე გეოგრაფიულ პერსპექტივაში აქ ზოგი ხარვეზი ჩანს, მაგრამ ფულკი აშკარად გულისხმობს საზღვაო მაგისტრალს, რომელიც იწყება გერმანიიდან, ჩაუყვება დუნაის, შევა შავ ზღვაში, გაივლის კაფას, აქედან კი რიონით ქუთაისამდე მიაღწევს. საგულისხმოა, რომ ფულკი ამ მარშრუტზე საუბრობს სწორედ პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის კონტექსტში, ამდენად, დავით აღმაშენებლის ეპოქაში შესაძლებელი იყო გერმანიიდან საქართველოს დედაქალაქამდე, ქუთაისამდე (კულაროპას ნავმისადგომამდე მაინც) ჩასვლა მხოლოდ წყლით, ხმელის გარეშე.

ჩანს, ამ მარშრუტით ცდილობდა ბათუმის ნავმისადგომიდან სამშობლოში დაბრუნებას გერმანელი რაინდი ჰანს შიტლბერგერი.

ქართველ ისტორიკოსებთან ბოდიში ამ წყაროს ფართო საზოგადოებისათვის გაზიარებისთვის, მათი რწმენით, ეს წყაროები ვიწრო სამეცნიერო წრეების კუთვნილებად უნდა დარჩეს, მაგრამ სინამდვილეში, თუ ეს მასალები საზოგადოებრივ განზომილებას მიიღებენ, ამით არც მათ მეცნიერულ ღირებულებას და არც ჩემს აკადემიურ იმიჯს მისხალიც არ დააკლდება, პირიქით, კოლექტიური ინტელექტის მობილიზება უფრო გააიოლებს წყაროს სრულყოფილ ანალიზს.

Posted in 2023, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Leave a Comment »

ბექა ჭიჭინაძე – “გიორგი მესამის საზღვაო ომი კასპიის ზღვაზე”

Posted by iberiana on იანვარი 4, 2024

345782325-1038992933743753-4724060327925484175-n-1684239196

ბექა ჭიჭინაძე – “გიორგი მესამის საზღვაო ომი კასპიის ზღვაზე”

ხალხური:
,,შვიდი წლის ქალი თამარი მეფედ თქვეს, დედოფალიო
ზღვის პირას შავიყარენით, შეგვექმნა საომარიო…”

სხვა გადმოცემებში ეს ზღვა კასპიის ზღვადაა დაკონკრეტებული, მოხდა თუ არა ქართველთა საზღვაო ბრძოლა თამარის ბავშვობისას კასპიის ზღვაზე ?

დიახ!

ამ ხალხურ ლექსს კოსმოგონიურ მითოლოგემებთან ერთად ისტორიული განზომილებაც აქვს.

მე-12 საუკუნის შირვანელი ავტორის, ხაყანი შარვანის ნაწერების სრულ გამოცემას გავეცანი, გაოგნებული დამტოვა. ხაყანის ცნობით, 1173 წელს, საქართველოს ყმადნაფიც შირვანს შეესია ,,ქერა-ჟღალ” რუსთა და დარუბანდელთა დიდი ლაშქარი, რუსები ზღვით – ფლოტით და დარუბანდელები ხმელეთით.

გიორგი მესამის მამიდაშვილიშირვანშაჰი აღსართანი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა და დახმარება გიორგის სთხოვა, ამ დროს საქართველოში იმყოფებოდა გიორგის მამიდაშვილი, მომავალი იმპერატორი ანდრონიკე კომნენოსი, რომელიც, ამავე დროს, აღსართანის დეიდაშვილი იყო.

ქართველთა ლაშქარი სწრაფად გაემართა შირვანში, კარგად დააკვირდით და დაიმახსოვრეთ, რომ ესაა სამი ალალი ბიძაშვილ-მამიდაშვილი ხელმწიფის ამბავი, (ანდრონიკე, გიორგი, აღსართანი), სამივე დავით აღმაშენებლის შვილიშვილი გიორგი მამის ხაზით, ანდრონიკე და აღსართანი დედის. ერთი მოძმე ხელმწიფე შველის ზღვიდან და ხმელეთიდან ალყაშემორტყმულ მოძმე ხელმწიფეს
ხაყანის მიხედვით, განადგურებულ იქნა რუსთა 73 გემი! ეს ხომ მთელი ფლოტია?!

შესაძლოა, ავტორი აჭარებდეს, მაგრამ აშკარაა, რომ თამარის ბავშვობისას ქართველთა დიდმა ლაშქარმა საზღვაო ბრძოლაში გაანადგურა რუსული ფლოტი. სწორედ ეს გარემოებაა ასახული ზემო წამძღვარებულ ხალხურ ლექსში, და არამხოლოდ, გაიხსენეთ ფრიდონის ამბავი, რომელიც საზღვაო ქვეყნის მეფეა და რომელსაც მტერი ზღვიდან და ხმელეთიდან ერთდროულად ადგება, სწორედ ისე, როგორც აღსართანს, გამოუვალ მდგომარეობაში მყოფ ფრიდონს შველის ტარიელი, რომელიც დიდ საზღვაო ბრძოლაში ანადგურებს მტრის ფლოტს და სამეფოში ისევ ფრიდონს აღადგენს:

,,ნავი წინა მომეგება არა ვიცი შვიდი თუ რვა
ფიცხლად ზედა შევეჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა
ქუსლი ვკარ და დავუქცივე, დაიძახეს დიაცურ ,,ვა”
კვლა სხვა მივე მოვკივდე ხელი ნავისა ბაგესა
ზღვასა დავანთქი, დავხოცე, ომიმცა რაღა აგესა
სხვანი გამექცეს, მიმართეს მათ მათსა საქულბაქესა”

რა თქმა უნდა, ტარიელისაგან ფრიდონის შველაში არეკლილია გიორგი მესამის დიდი საზღვაო ომი რუსების წინააღმდეგ და აღსართანის ხელისუფლებაში აღდგენა.

გიორგი მესამეს ამ ბრძოლაში ახლდა ლიხთიმერთა და ამერთა ლაშქარი, საზღვაო ბრძოლაში იგი უნდა დაყრდნობოდა ლიხთიმერთა და აფხაზთა ლაშქარს, რომელსაც ზღვაზე ბრძოლის გარკვეული გამოცდილება გააჩნდა.

ქართული წყარო ამ მოვლენაზე მოკლედ საუბრობს და არ აკონკრეტებს შირვანს შესეულ ,,ხაზართა” ვინაობას, მაგრამ ხაყანი და სხვა მუსლიმი ავტორები დაწვრილებით საუბრობენ დარუბანდელთა მოკავშირე ამ რუსულ ლაშქარზე და ფლოტზე, რომელიც გიორგიმ გაანადგურა

ამ ,,ქერა-ჟღალ” რუსთა ვინაობა უკვე გარკვეული აქვს ისეთ დიდ სამეცნიერო ავტორიტეტს, როგორიც ვლადიმერ მინორსკია, რატომ მიიჩნევთ აუცილებლად, რომ აქ რომელიმე რუსული პოლიტიკური ერთეულის აქტივობასთან გვაქვს საქმე? მინორსკის მიხედვით, ისინი იყვნენ რუსი მოქირავნეები, რომლებიც, მთელ იმდროინდელ ევრაზიას მრავალად იყვნენ მოდებული, როგორც ძალიან ეფექტური სამხედრო ძალა.

ხაყანის გარდა სხვა ავტორებიც ამ ლაშქრობის ძირითად ძალად მიიჩნევენ რუსებს, ,,Rus”, მინორსკი რა თქმა უნდა ითვალისწინებს ამ ეთნომიმის არაერთგვაროვან სემანტიკას და შემდეგ ასკვნის, რომ ამ შემთხვევაში რუსი აქ სლავს ნიშნავს და არა უბრალოდ ჩრდ. კავკასიელს.

1.01.2024

***

დამატება:

პოსტის კომენტარებში რამდენიმე კრიტიკული, საფუძვლიანი, მაგრამ მაინც მცდარი მოსაზრებაა, რომელთაც აქ ვუპასუხებ

1. ,,დასავლეთ საქართველოდან ხელით წაიღეს კასპიის ტბამდე გემები თუ ადგილზე იშოვეს?”

,,საეჭვოა… თუ Შირვანს Შეესიენ ესე იგი ბრძოლა კასპიის ზᲦვაᲨი უნდა მომხდარიყო, სადაც ვერანაირად ვერ მოხვდებოდა ლიხთიმერთა, აფხაზთა და კომნენოსთა გემები… თანაც ამ პერიოდᲨი რუსეთი არც კასპიის ზღვას ესაზღვრებოდა და არც ვოლგაზე ნაოსნობდა და თვითონ საიდან მოხვდა კასპიაᲨი… თუმცა საინტერესოა, იქნებ რამე სხვა ახსნა ჰქონდეს…”

– დიახ, სხვ ახსნა აქვს, ჯერაც ანტიკურობიდან მოყოლებული არსებობდა კირ-ფაზისის დიდი სანაოსნო მაგისტრალი, რომელიც ფაზისიდან ინდოეთამდეც კი ჩადიოდა, არათუ თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიამდე, შავი ზღვის ხომალდები ფაზისის გავლით მიემართებოდნენ მტკვრის აუზისკენ, წყვეტისას, ჩანს, ხდებოდა ხომალდების ხმელეთზე გადაზიდვა, რაც ძალიან ცნობილი პრაქტიკა იყო, მტკვრის აუზიდან კი კასპიის ზღვაში ძალიან მარტივი იყო მოხვედრა, ეს საზღვაო მარშრუტი არსებობდა შუა საუკუნებშიც და შესაბამისად, არაფერი ედგა წინ იმას რომ ლიხთიმერთა და აფხაზთა ფლოტი კასპიის ზღვაში აღმოჩენილიყო.

2. ,,და რატომ არ შეიძლება ფლოტი შირვანშაჰის კუთვნილება ყოფილიყო. მათ ხომ კასპიის ზღვა ესაზღვრებოდა. და ქართველთა მეფე მოხმარებოდა ხალხით. თუნდაც საზღვაო ბრძოლებში გამოწრთობილი აფხაზებით.და რაც შეეხება რუსებს, როგორც ჩანს მართლაც ჩრდილოეთიდან მოხდა შემოსევა….”

– დიახ, სავსებით შესაძლებელია რომ შირვანშაჰის ფლოტი ყოფილიყო, მაგრამ განადგურებულ იქნა 73 გემი, ანუ მტრის უდიდესი ნაწილი ზღვაზე იყო კონცენტრირებული და ნებისმიერ შემთხვევაში ქართველთა აქტიურ ჩართულობას მოითხოვდა

3. ,,ბექა, რომელ ენაზე თარგმნილი წაიკითხე ხაყანის ტექსტი? მაინტერესებს, რა სახელწოდებით მოიხსენიებიან რუსები? მე მგონი, აშკარად თრიაქი ჰქონდა მოწეული და სიზმარი ნახა. ვინ მიაშავა რუსებს ფლოტი მე-12 საუკუნეში, ან საერთოდ საიდან გაჩნდნენ კასპიის ზღვაში, როცა ზღვის მთელი ჩრდილო დასავლეთი ტერიტორია ხაზარებს ეკავათ (მათი სახელმწიფო, სახაკანო დიდი ხანია, აღარ არსებობდა, მაგრამ მოსახლეობა დარჩა), მათ მეზობლად კი ყივჩაღები ცხოვრობდნენ და რუსული სამთავროების გავლენის ტერიტორია ქვემო ვოლგისპირეთამდეც არ ვრცელდებოდა. არც ეთნიკურად რუსული მოსახლეობა იყო იქ. ეს პროცესი მხოლოდ მე-16 საუკუნეში, ივანე მრისხანეს მიერ ასტრახანის სახანოს დამორჩილების შემდეგ დაიწყო. აშკარაა, რაკი გიორგის მიშველება გახდა საჭირო, შირვანზე თავდასხმა სერიოზული მასშტაბის იყო, მაგრამ ამისი გაკეთება მხოლოდ ყოფილი სახაკანოს ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეეძლო. ხაყანი შირვანელი პოეტი იყო. მას საქართველოზე საინტერესო ცნობები აქვს, მაგრამ აშკარაა, რომ მთლად კარგად ვერ ერკვეოდა ჩრდილო-დასავლეთ კასპიისპირეთის ეთნოპოლიტიკურ სიტუაციაში. ყოველ შემთხვევაში, წარმოუდგენელია, რომ თავდამსხმელები რომელიმე რუსული სამთავროს შეიარაღებულ ძალას წარმოადგენდნენ. უახლოესი რუსული სამთავრო, ტმუტარაკანი, მაგ პერიოდისათვის შავი და აზოვების ზღვების შეერთების ადგილზე მდებარეობდა”

– ამ რუსთა ვინაობა უკვე გარკვეული აქვს ისეთ დიდ სამეცნიერო ავტორიტეტს, როგორიც ვლადიმერ მინორსკია, რატომ მიიჩნევთ აუცილებლად, რომ აქ რომელიმე რუსული პოლიტიკური ერთეულის აქტივობასთან გვაქვს საქმე? მინორსკის მიხედვით, ისინი იყვნენ რუსი მოქირავნეები, რომლებიც, მთელ იმდროინდელ ევრაზიას მრავლად იყვნენ მოდებული, როგორც ძალიან ეფექტური სამხედრო ძალა.

ხაყანის გარდა სხვა ავტორებიც ამ ლაშქრობის ძირითად ძალად მიიჩნევენ რუსებს, ,,Rus”, მინორსკი რა თქმა უნდა ითვალისწინებს ამ ეთნომიმის არაერთგვაროვან სემანტიკას და შემდეგ ასკვნის, რომ ამ შემთხვევაში რუსი აქ სლავს ნიშნავს და არა უბრალოდ ჩრდ. კავკასიელს

აქვე, Nika Khoperia ს ძალიან კარგი კომენტარი:

,,კასპიის ზღვაზე სკანდინავიელები, რომლებიც უმეტესად “რუსებად” მოიხსენიებიან აღმოსავლეთში, მანამდეც ჩამოსულან და შირვანსაც დასხმიან თავს. ეს წლები ცოტა უფრო გვიანია მათი აქტივობისთვის, თუმცა გამორიცხული არ არის, ცალკეული ეპიზოდები ყოველთვის ცდება ქრონოლოგიურ ჩარჩოებს. 1030-იანებში იყვნენ დანამდვილებით და ადგილობრივ სამოქალაქო ომშიც მიიღეს მონაწილეობა”.

დანარჩენზე, ჩემს სტატიაში, რომელსაც ყველა დაინტერესებულ მკითხველს გაგიზიარებთ, მიიღეთ ჩემი პატივისცემა და სიყვარული, ნუ აჩქარდებით, ეს მხოლოდ ფეისბუქპოსტია.

***
მე-12 საუკუნის კიდევ ერთი საზღვაო ბრძოლა ქართველთა მონაწილეობით. 

ნორმანთა წინააღმდეგ, ბიზანტიურ ფლოტში იმპერატორ მანუელის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ამ კამპანიაში იყო ქართული შენაერთი, რომელსაც უზარმაზარი თანხა- 30. 000 ოქრო გადაუხადა, მაგრამ ქართველები მაინც უკმაყოფილონი იყვნენ.

ნიკიტა ხონიატე ამ საზღვაო ბრძოლაზე წერს: ,,დაუპირისპირდნენ უილიამის ძალებს დიდ, სასტიკ საზღვაო ბრძოლაში, გაანადგურეს მისი გემები და ძალიან მალე აიღეს ბრინდისი ალყით”

ბექა ჭიჭინაძე

Posted in 2024, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

სამეგრელოს საზღვაო ძალები მე-16-17 საუკუნეებში

Posted by iberiana on დეკემბერი 28, 2023

408218808_1800312330414768_4929676214847238369_n

ბექა ჭიჭინაძე – სამეგრელოს საზღვაო ძალები მე-16-17 საუკუნეში

1554 წლის ერთი რელაცია სტამბოლიდან იტყობინება, რომ მესხთა წინააღმდეგ სულთან სულეიმანმა ფლოტით ყირიმიდან თათრები გაგზავნა, რომელსაც თავს მეგრელები დაესხნენ და სულთნის ფლოტმა მძიმე დანაკარგები განიცადა.

წინა პოსტს, რომელიც ეხება იტალიურ წყაროს 1470-ან წლებში თურქული არმადის მეგრელთაგან ჩაძირვის შესახებ, დიდი გამოხმაურება მოყვა, ძირითადად დადებითი, მაგრამ ბევრი სამართლიანი კითხვა დაისვა, ამიტომ კიდევ ერთ წყაროს გაგიზიარებთ გაურკვევლობის და ყვითელი ხმაურის ასაცილებლად, და შემდეგ, ცოტა ხნით დაგემშვიდობებით.

ხსენებული რელაციის მიხედვით, ყირიმიდან სამხრეთ დასავლეთ საქართველოს წინააღმდეგ მიმავალ თურქულ არმადას მეგრელები დასხმიან თავს და მისთვის მძიმე დანაკარგები მიუყენებიათ.

ძნელია ითქვას, რა მოსაზრებით იყვნენ ამ დროს მოტივირებული მეგრელები, ერთიანი საქართველო უკვე დაშლილია, მაგრამ ლევან I დადიანი თავისი საზღვაო ძალებით ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს მეორე ქართველ ტომს – მესხებს, ვფიქრობ, სწორედ ამ სიკეთის გამო დაეხმარა შემდგომში ათაბაგი, ბაგრატისგან გელათის სამრეკლოში დამწყვდეულ დადიანს გაქცევაში.

შთამბეჭდავია, რომ მეგრელები ოსმალურ ფლოტებს მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებენ ოსმალური ფლოტის ძლიერების აპოგეაში, დიდი სულთნების – მეჰმეთ დამპყრობლის (1470-ან წლებში) და სულეიმან დიდებულის (1550-ან წლებში) ზეობისას. ცხადია, აქ ლეპანტოსა და ნეგროპონტის მასშტაბის საზღვაო ბრძოლები არაა საგულისხმებელი, მაგრამ ის გარემოება, რომ სამეგრელო ახერხებს ორი უძლიერესი სულთნის – მეჰმეთ დამპყრობლის და სულეიმან დიდებულის არმადების დაზარალებას, ან ჩაძირვას, მიუთითებს სამეგრელოს დიდ საზღვაო კულტურაზე.

თანადროულ ევროპულ წყაროებში სამეგრელოს ეს საზღვაო ძლიერება გაზვიადებულია, იმ ზომაზე, რომ უნგრელები აღმოსავლეთ ევროპის თურქთაგან გათავისუფლებას სწორედ მეგრელი და კაზაკი მეზღვაურებისგან მოელოდნენ, რამდენად მაღალიც არ უნდა იყოს აქ გადაჭარბების ხარისხი, ფაქტია რომ სამეგრელომ თავისი საზღვაო შესაძლებლობებით და რეალური შედეგებით, შეძლო მისი შემზადება.

თქმა იმისა, რომ სამეგრელოს ყოველთვის ყავდა ფლოტი, იმდენადვე გაუმართლებელია, რამდენადაც იმის რწმენა, რომ ჩვენ არასოდეს გვყოლია ფლოტი, ანგარიშგასაწევი ფლოტი მხოლოდ ძლიერი სახელმწიფოს ძლიერ მმართველთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, მე-12 საუკუნის შემდეგ საქართველოში ასეთები იყვნენ ლევან I და ლევან II დადიანები. ლევან I ფლობდა სამხედრო ფლოტილიას, ლევან II დადიანი კი მეგრული საბრძოლო ხომალდების – ოლაჭკანდერების ჭეშმარიტ ფლოტს, რომლის ადმირალობაც რატიათა გვარს ეკუთვნოდა, მაგრამ ლევანის შემდეგ აფხაზთა საზღვაო თავდასხმებისას სამეგრელომ ყველაფერთან ერთად თავისი საზღვაო ძალებიც დაკარგა, ისე რომ ზოგიერთი წყარო დაცინვით წერს, დადიანი ზღვათა ხელმწიფედ იწოდება და ერთი დანჯღრეული სათევზაო ნავის მეტი კი არაფერი აბადიაო.

და რაც შეეხება ჩვენს ოქროს ხანას, მე-12 საუკუნეში შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქართული ხომალდები კიევის და კონსტანტინეპოლის ხომალდებთან ერთად პატრულირებდნენ, შემდეგ ტრაპიზონის იმპერიის საზღვაო ძალებთან, ბოლოს კი კაზაკებთან ერთად.

28.12.2023

***

სამეგრელოს ადმირალ (ხომალდთუფროს) ქრისტეკოჩი რატიას შესახებ

1557 წელს ლევან პირველმა, დადიანმა სულთან სულეიმან დიდებულს სთხოვა ,,საბრძოლო ხომალდები მისი მეზობლების, იმერლების წინააღმდეგ, თუკი იგი მიიღებს ხომალდებს, მზად იქნება ხარკი გადაიხადოს”. (იხ. ჟ. ფლანდრიელის ცნობა).

დადიანს ადრეც ,,აქუნდა ხვამალდნი”, ამ ეტაპზე მას ფლოტის გაძლიერება სურდა იმერეთის მეფის წინააღმდეგ, რომელიც მის მოკვლას და ოდიშის გურიელთან ერთად გაყოფას აპირებდა.

ლევან პირველმა სამხედრო ხომალდები მიიღო, ლევან მეორე რატიათა გუჯარში წერს:

,,პაპა ჩუენი ლიონ დადიანი სტანბოლს წასულა, ქრისტეკოჩი სტამბოლს წაუტანია, და იქ პაპაჩემს გაუმარჯუებია და იმათი ძალით გამარჯვებული მოსულა, და ცხრა ხომალდი ბედნიერს ხვანთქარს წყალობად მოუცია… [ქრისტეკოჩისთვის] უბოძებია უფროსობაი ხომალდის”.

როგორ უნდა გამოეყენებინა დადიანს საომარი ხომალდები იმერეთის წინააღმდეგ?

440px-imereti_kingdom_map_17371737-წლის იმერეთის რუკაზე მდინარე რიონთან გვხვდება ასეთი წარწერა:
,,ამ ციხის ზეით ხომალდი შემოვა, აქამდის ფოთიდან ზარბაზნიანი ნავი დიდი მოვა”.

რიონი-ქუთაისი-ფოთი-ბათუმი-ცხუმის ამ დიდ სანაოსნო მაგისტრალზე მაქსიმე ქუთათელი წერს:

,,ქუთაისის ქალაქიდამ ვაჭრები დადიან ნავებით იმ სამს ციხეში: ბათუმს, ფოთს და სოხუმს”.

ამ მაგისტრალს იყენებდა გენუელთა კოლონია მეგაპოტემო, ანუ ანაკლია, საიდანაც გენუელები რიონით ქუთაისში ჩადიოდნენ სავაჭროდ.

ეს დიდი საზღვაო სანაოსნო მაგისტრალი ქართველთა და ევროპელთა შეხვედრის ადგილი იყო. აქვე იქმნებოდა შერეული, მეგრულ-ევროპული ოჯახები. იტალიელი ვაჭარი მიქელე მემბრე, რომელმაც 1540-1542 წლებში აქ ხომალდით გაიარა, წერს: „ამ ადგილას, ვიპოვე კაცი სციოდან, სახელად ზეინი, რომელიც დაქორწინებული იყო მეგრელ ქალბატონთან, მან თავის სახლში მიმიპატიჟა. ვიპოვე სხვაც, ვენეციელი, მეგრელთან დაქორწინებული, მისი სახელი იყო ბერნარდო მოლინერი, ორმოცდახუთი წლისა, რომელმაც მითხრა, რომ ვენეციაში მეწისქვილე იყო და რომ მეგრელიაში მას ჰყავდა სამი შვილი, ორი ვაჟი და ერთი ქალი, დაქორწინებული ერთ მეგრელზე…”

ნიშანდობლივია საზეიმო ტონი, რომლითაც ლევან II დადიანი რატიათა გუჯარში ხომალდების მიღების შესახებ ყვება. შეიძლება ითქვას, რომ ეს სამეგრელოს დამოუკიდებელი სამთავროს ჩამოყალიბების და საბოლოო გაფორმების საფუძველი და ერთგვარად ემბლემური მოვლენა იყო. ფლოტის ადმირალი ქრისტეკოჩი რატია სიმბოლურად განასახიერებდა სამთავროს ამ დიდ მიღწევას, რასაც მისი თანამედროვე და შემდგომი მთავრები დიდად აფასებდნენ. თავად ქრისტეკოჩი წაჩხურელი აზნაური იყო, სამეგრელოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სალოცავის – წაჩხურუს მთავარანგელოზის ყმა. მისი საგვარეულოს წევრები შემდგომშიც სანაოსნო საქმით იყვნენ დაკავებულები.

რატიებს დადიანთაგან მინდობილი ჰქონდათ არამხოლოდ ზღვისპირას შეჩერებული ხომალდების (ანაკლიაში) განბაჟება, არამედ სამდინარო ნავთმისადგომებზეც. ადმირალ ქრისტეკოჩი რატიას შთამომავალს – პაპუნა რატიას ლევან III დადიანმა უბოძა სამეგრელოს ნავსადგურებში შემოსული ხომალდების განბაჟების უფლებაც: ტყაყურს, მორკვილას, ანაკლიას… რამდენად დატვირთული იყო ეს ნავსადგურები კარგად ჩანს ევლია ჩელების ცნობიდან, რომ მხოლოდ ტრაპიზონის რეგიონიდან სამეგრელოსკენ რამდენიმე ათასი სავაჭრო ხომალდი მოეშურებოდა. ყველაფერი ეს ამართლებს დადიანის ,,ზღვათა ხელმწიფედ” მოხსენიებას ამ ეპოქის წყაროებში.

მნიშვნელოვანი საზღვაო პორტი იყო ბიჭვინთა, რომელიც საეკლესიო სენიორიას წარმოადგენდა და საზღვაო თუ სამდინარო გზებით უკავშირდებოდა დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა პუნქტებს. მაგალითად, ხორგაში მდებარეობდა კათალიკოსის ერთ-ერთი სასახლე, ბიჭვინთიდან ზღვით წამოსულ მამამთავარს ამ სასახლემდე ხომალდით შეეძლო მისვლა.

ბიჭვინთის ნავსადგური ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე უსაფრთხო იყო, ხომალდების განბაჟება აქ დეკანოზიების, გათელიებისა და ანდრახიების გვარს ებარა (დეკანოზიები დეკანოზიშვილებს შეესაბამებიან, გათელიები ახლანდელი გადელიები არიან, გვარი ანდრახია კი, როგორც ვიცი უკვე აღარ გვხვდება სამეგრელოში).

ს. კაკაბაძის მიერ გამოცემული უნიკალური დოკუმენტი – აფხაზეთის საკათალიკოსო გლეხების დიდი დავთარი საშუალებას გვაძლევს დაწვრილებით გავიგოთ, თუ რა სახის ტვირთი ბრუნავდა სამეგრელოს ნავსადგურებში. როგორც ამ დოკუმენტიდან ვიგებთ, ლევან დადიანმა ბიჭვინთაში განბაჟებული ხომალდების ბაჟი ბიჭვინთის საკათალიკოსო საყდარს შესწირა, თითო ხომალდს თავისი ტვირთიდან ტაძრისთვის უნდა შეეწირა: 10 ღვინი, 10 მეში (?), 10 მახართელი მარილი, 10 მთელი თევზი, 1 ჩექმა, 1 მშვილდი, 1 თივთიკის თეთრი ქუნთი, 1 ხალიჩაი, 1 წონა მატყლი, 1 წონა სპილენძი, 1 წონა რკინაი.

რატიების სამხედრო ფლოტილია მონაწილეობდა ოსმალთა ექსპედიციაში ქუთაისის წინააღმდეგ. 1578 წელს სულთან მურადის ხომალდებთან ერთად ისინი იმერეთის წინააღმდეგ გაემართნენ.

შარდენი წერს: ,,ამოიყვანა ხომალდები ფაზისზე, იმერეთის მეფემ (გიორგი მეორე, ბ.ჭ.) მათ დიდი ჩასაფრება მოუწყო, ადგილას, სადაც მდინარე ყველაზე მეტად ვიწროვდება, მურატის გალერები აქ დამარცხდნენ, ზოგი ჩაიძირა, ზოგი კი გაიქცა”.

,,ქართლის ცხოვრებაში” ხომალდებზე არაფერია ნათქვამი:

,,კვალად წარმოავლინა ლალა-ფაშამ სპანი იმერეთსა ზედა და დახუდენ მთასა ზედა ლიხისასა იმერნი, ომსა ამას დაესწრა ძე არჩილისა ერეკლე, მოსწყვიტნეს მრავალნი ოსმალნი და აოტნეს: ხოლო ერეკლეს ათერთმეტი ხრმალი და ორმოცი ისარი მოხუდა, გარნა ჯაჭვი და მუზარადი ვერ გაუტეხეს, არამედ მოსწყვიტნეს აზნაურნი მისთანანი და ლტოლვილნი ოსმალნი მცირედნიღა წარვიდენ: მერმე კვალად წარმოავლინა ლალა-ფაშამ სეკდემბერსა შინა სპანი იმერეთს. ხოლო იმერთა მოსწყვიტნეს მასვე მთასა ზედა და ლტოვილთ ოსმალთა დახვდენ ქართველნი და მოსრნეს უმრავლესნი.”

ლევან II დადიანის მმართველობისას სამეგრელოს ფლოტი წინანდელზე რამდენჯერმე უფრო მეტად გაიზარდა. ჩანს, ლევანი ხომალდმშენებლობასაც ისე მასიურად ეწეოდა, როგორც იარაღის წარმოებას. ევლია ჩელები 1647 წელს აღწერს კაზაკთა მოკავშირე, გონიოსკენ დაძრულ ორმოცდაათამდე მეგრულ ხომალდს. თ. ბერაძე ამასთან დაკავშირებით სამართლიანად ფიქრობს, რომ მთლიანობაში სამეგრელოს ფლოტი ამ დროს რამდენიმე ასეულ ხომალდს (საზღვაო საბრძოლო ნავს) მოიცავდა. ჩელების მიხედვით, ქართველ ტომებში გავრცელებული ოლაჭკანდერის ტიპის „საუცხოო“ ხომალდზე ასამდე კაცი თავსდებოდა. ვფიქრობ, „ზღვათა ხელმწიფე დადიანის” საზღვაო ძლიერების ერთ-ერთი საგულისხმო მიზეზი უნდა იყოს ის გარემოება, რომ მან ფრანგი ოსტატები დაიქირავა და ზარბაზნების ჩამოსხმაც დაიწყო. შესაბამისად, მას შეეძლო საკუთარი ხომალდები ზარბაზნებით შეეჭურვა და ამგვარად მისი ფლოტის ეფექტურობა გაეორმაგებინა, ამ მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინების შემდეგ უფრო თანმიმდევრულად წარმოგვიჩნდება ვახუშტის ცნობა ლევანის შესახებ: „განმდიდრდა ფრიად, რამეთუ შემუსრნა ნავნი ზღჳსანი”.

გამოყენებული წყაროები:

1. ჟოსლინ ფლანდრიელი
2. მიქელე მემბრე (ა. მიქაბერიძის ინგლისურენოვანი თარგმანიდან)
3. შარდენი (მე-17 საუკუნის ფრანგული ტექსტიდან ვისარგებლე).
4. მაქსიმე ქუთათელი
5. ევლია ეფენდი
6. რატიათა გუჯარი, ექვთიმე თაყაიშვილის გამოცემა, საიდანაც ისარგებლა თ. ბერაძემ
7. აფხაზეთის საკათალიკოსო გლეხების დიდი დავთარი, ს. კაკაბაძის გამოცემა, ნიკოლოზ ჟღენტი დიდი მადლობა რომ ჩემი ყურადღება მიაქციე ამ მნიშვნელოვან ქართულ დოკუმენტს
8. იმერეთის 1737 წლის რუკა
9. ,,ახალი ქართლის ცხოვრება”
10. ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსა”, ვახუშტი ბატონიშვილი

დასავლეთ საქართველოს პორტებზე კიდევ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს სხვა წერილსაც შემდეგი ბმულის მეშვეობით:

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=1788661244913210&id=100013080541730&mibextid=2JQ9oc

5.12.2023

Posted in ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »

თბილისი, სანამ აღა-მახმად ხანი გადაწვავდა

Posted by iberiana on ოქტომბერი 25, 2023

394758446_2543956682439885_2884535955636310922_n

ნამდვილი თბილისი, სანამ აღა-მახმად ხანი გადაწვავდა

უცნობი გერმანელი მხატვრის გრავიურა. რომელიც დახატულია მე-18 საუკუნეში, სანამ თბილისს აღა-მახმად ხანი გადაწვავდა 1795 წლს 11 სექტემბრს.

ანუ ის ქოხმახები, რომელიც მთაზე იდგა მეოცე საკუნეში, მას მერეა აშენებული, რაც ეს დიდებული შენობები სპარსელებმა დაანგრიეს და დაწვეს,. ჩვენ კი გვგონია თბილისი ოდითგან ისეთი ქოხმახებისგან შედგებოდა.?.

არა მეგობრებო. აი ნამდვილი თბილისი ასეთი იყო

–მშვენიერი, ამაყი და დიდებული.

რომელიც 26 ჯერ დაანგრია სხვადასხვა ჯურის მტერმა. და დღეს მაინც არსებობს!

მზია მანჯავიძე

25.10.2023

 

Posted in 2023, ისტორია-History | Tagged: , , | Leave a Comment »

პროტოქართველური კულტურა და ფაზისის აკადემია

Posted by iberiana on სექტემბერი 3, 2023

ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი
გია კვაშილავა

2.09.2023 წ.

Posted in 2023, ისტორია-History | Tagged: , , | Leave a Comment »

ბექა ჭიჭინაძე – პასუხი თამარ მეფის მძაგებელ კოლექტიურ ბერძენიშვილებს

Posted by iberiana on აგვისტო 25, 2023

page5-1690272530

ბექა ჭიჭინაძე

პასუხი თამარ მეფის მძაგებელ კოლექტიურ ბერძენიშვილებს

ლევან ბერძენიშვილის მსმენელებს ვთხოვე თავისი შეხედულებები გაეზიარებინათ იმასთან დაკავშირებით თუ რატომ იყო თამარის მეფობა კატასტროფული ჩვენი ქვეყნისთვის

1. “თამარი არ ზრუნავდა ქვეყნის ჯანსაღ ეკონომიკურ განვითარებაზე და მთლიანად გადართული იყო მეზობელთა აწიოკებაზეო/ამასთან, უაზროდ ბევრს ხარჯავდა ტაძრების აგებაზეო”

საკმარისია მოვიტანოთ რამდენიმე ფაქტი, ამ ყეყეჩურ ბრიყვული მონაჩმახის აბსურდულობას რომ აჩვენებს.

თამარის დროს გაყვანილი ალაზნის 200 კილომეტრიანი არხი, რომ არაფერი ვთქვათ ტირიფონის, მუხრანის და სხვა არხებზე, წარმოადგენდა ეპოქის ყველაზე დიდ და შთამბეჭდავ ჰიდროტექნიკურ ნაგებობებას, სადაც არხის ბუნებრივ გარემოში გატანა არ ხერხდებოდა, გამოყენებული იყო ხელოვნური ძელები და ღარები, ამ მასშტაბის სამუშაოების შესრულება მე-19-20 საუკუნეებშიც კი ძალების დიდ დაძაბვას მოითხოვდა.

დღემდე, კახეთის საირიგაციო სისტემა მნიშვნელოვანწილად ისევ ამ ტიტანურ საირიგაციო ნაგებობას ეფუძნება. ამავე ეპოქაში საგანგებო ყურადღება ექცეოდა წყლის დიდი წისქვილების მშენებლობებსაც.

აქვე შეიძლება ვახსენოთ შიომღვიმის წყალსადენი, რომელიც გადაუჭარბებლად, წარმოუდგენელი სირთულის საინჟინრო ნაგებობაა, მის მასშტაბებზე წარმოდგენის შესაქმნელად საკმარისია აღინიშნოს, რომ წყალსადენის გასატანად გამოკვეთილია უზარმაზარი კლდოვანი ქედი, რომლესაც სამი წელი კვეთდნენ.

ამ და სხვა მასშტაბური პროექტებით მართლდება მემატიანის სიტყვები თამარზე: ,,არცა თვითონ უქმობდა და არცა ყმათა თვისთა აუქმებდა“, მართლაც, ეს იყო დიდი შრომის ეპოქა.

“მფლანგველობა ტაძართმშენებლობაში”

საპირისპიროდ ქართული ლეგენდებისა, თამარი სულაც არ აშენებდა ბევრ და დიდ ტაძრებს, გასაოცარია, მაგრამ დოკუმენტირებულია მისგან აგებული ორად-ორი ტაძარი, საქართველოში – ვარძიის ღვთისმშობელი (არა ქალაქი) და კვიპროსზე ღალია. ორივე მათგანი მონასტრული და მოკრძალებული, ეს მაშინ, როდესაც თამარს შეეძლო ქრისტეს ჯვრისთვის 900 კილო ოქრომდე გადაეხადა, ჩანს, თამარი სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარებას უფრო დიდ მნიშვნელობას აძლევდა.

ქართული არქეოლოგიის ბრწყინვალე პატრიარქი, და ალბათ ერთადერთი ვინც მას მთლიანობაში იცნობდა – გიორგი ლომთათიძე, გაკვირვებული იყო რომ ამ ეპოქის არქეოლოგიურ მასალაში, სხვა ეპოქებისგან განსხვავებით, რთული შესამჩნევია დაბალი სოციალური სტრატები, საქმე ისაა, რომ თამარის დროს საქართველოში არსებობდა სოციალური დაცვის ეფექტური სისტემა, ,,ნაათალი ყოვლისა დაუკლებელად მიეცემოდა გლახაკთა”, რაც დასტურდება არქეოლოგიური მასალის საერთო ანალიზითაც.

ამდენად, დიდი საქვეყნო შრომის შედეგებს, რომლის დღევანდლამდე მოღწეული ნაშთებიც ასე გვაოცებენ, მეფე გეგმაზომიერად განკარგავდა…

 

იხილეთ სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/king-tamar/

Posted in 2023, ისტორია-History, საამაყო ქართველები | Tagged: , , | Leave a Comment »

რაინდ რივალონის წერილი იერუსალემის ლათინთა პატრიარქს

Posted by iberiana on აგვისტო 17, 2023

raindiდავით ქართველთა და აფხაზთა მეფის მოქირავნე რაინდის – რივალონის წერილი თავის მოძღვარს – იერუსალემის ლათინთა პატრიარქს – უფალ გიბელენს

1124-წლის 9 დეკემბერი

“…მივიღეთ საყვედური თქვენი სიწმიდის მოყვარებისა, რომ ,,არაა საქები, როცა იერუსალემის სამეფოდან ამდენი ფრანგი რაინდი გაედინება ქართველთა (ავასგთა) ქვეყანაში, სამოთხის საიქიო ნეტარების სააქაოდ მოხვეჭის ავხორცი სურვილით” წერილში გულითადად მოგახსენებთ ამ ნაძრახი ლტოლვის მიზეზებს.

მომიტევოს თქვენმა მეუფებამ მეხორცეობა, მაგრამ თეთრი და მწყაზარი ქალები მთელ აღმოსავლეთში მხოლოდ ქართველებს ჰყავთ, მათი ქალები უფრო მიმზიდველობი არიან, ვიდრე სომხებისა და სირიელებისა, თუმც, სრულ ბრწყინვალებას ცხვირის კეხი უშლით, ისე რომ ჩვენს რაინდებს უფრო კოხტა ცხვირ-პირი აქვთ, რის გამოც დიდად მოსწონთ ქართველ ასულებს, რაინდთა ნახევარმა უკვე იქორწინა დიდგვარიანთა ასულებზე და მეფისგან საფეოდალო ნაკვეთებიც მიიღო.

თქვენო მაღალღირსებავ, მაკურთხეველო მარჯვენავ რომის ღვთივდამყარებული ეკლესიისა, აქ უკვე სიმღერებს მღერიან ფრანგი რაინდის – ბრეტონ გაიმარისა და ერთი აქაური მთავრის – ქვენიფნევნელის ასულ ასპაის სიყვარულზე. ქართველი ქალის სიყვარულმა პირველად აადგმევინა ჩვენს შორის ქართულად ენა ბრეტონს, ისე რომ დავით მეფესთან უკვე ბერძენი და სომეხი შუამავლები არ გვჭირდებოდნენ, ბრეტონი თარჯიმნობდა, მანვე, პირველად უღალატა რაინდთა შორის რაინდული ქალწულების და უქორწინებლობის აღთქმას, თუმცა ადრე თავი მოჰონდა ამ აღთქმით, ერთხელ, ნადიმისას, რომელიც მისი სატრფოს მამის – ვირშელ ქვენიფნევნელისას იმართებოდა, ბრეტონი ქადილს მოყვა თავის რაინდულ ქალწულების აღთქმაზე, რაზეც წერწეტმა და სახენათელმა ქართველმა ასულებმა სიცილი დააყარეს, ასეთ აღთქმას საქართველოში დედაკაცებიც კი არ დებენო, ამპარტავანი ყმაწვილი თავისი მამაკაცური ღირსების ამ შელახვაზე წამოწითლდა და გარეთ გაიჭრა, სადაც ასპაის მოწყალე მზერაში, და ვინ იცის, იქნებ მკლავებშიც, პოვა ნუგეში, იმავე დღეს გამართულ ასპარეზობაშიც ვერ წარიმართა ყველაფერი მისი გულის წადილით.

იმ დღეს, ასპარეზობაში საუკეთესო ქართველი, ალანი, სომეხი, ყივჩაღი, შარვანელი და ფრანგი მოასპარეზეები მონაწილეობდნენ, დამსწრეთა შორის იყვნენ ვირშელი და ასპაი, მის დობილებთან ერთად, ხარბად სწყუროდა გამარჯვება ძლევისმოყვარე ბრეტონს მისი საცოლის და სასიმამროს წინაშე, ძალიან ეცადა და ბევრი სახელოვანი ფალავანიც დასცა, მაგრამ ბოლოს თავადაც იძლია ერთი ყივჩაღი ბუმბერაზისაგან, ძალიან განიცადა ყმაწვილმა, ფიქრობდა, რომ ყველა შეიძულებდა და საცინად აიგდებდა მის რაინდობას, შეცბა, როცა გვარიანად დაბეგვილი ასპაიმ და მისმა დობილებმა ინახულეს, დიდი თანალმობა აჩვენეს ძლეულ ვაჟკაცს ზრდილმა ქართველმა ქალებმა, დამარტოხელებულს, ასპაიმ ისიც გაუმხილა, რომ ამ ვაჟკაცური ძლეულობის შემდეგ კიდევ უფრო საყვარელი და სასურველი გახდა მისთვის… ბრეტონმაც იწამა ქართველი ქალის სიყვარული, მალე მომჯობინდა და უწინდებურად გალაღდა, სოლომონის ,,ქებათა-ქებას” მღეროდა ქართულად, შეზარხოშებული შიოს მარნის შავით, ყველაზე მეტს კოხტაობდა ეს თავმომწონე ყმაწვილი და მისად ეგულებოდა ქართველთა შვიდი სამეფო, მთელ მის გასამრჯელოს ყანდაარის აბრეშუმით ნამზად სამოსში და თბილისის აბანოებში ხარჯავდა და უამისოდაც, ასპაის იგი მეცხრე ცამდე უყვარდა, მაგრამ მალე, სახელმწიფო მოსაზრებით, ბრეტონის ასპაი ერთ გონჯ ყივჩაღ მთავარს შერთეს, ქალს კი ბრეტონი უყვარდა თავდავიწყებამდის, ამ უბედური სიყვარულის შემდეგ, ჩვენი ლომგული რაინდი სიკვდილს ეძებდა.

დეკორის (დიდგორის) ომში იმათ შუა იყო, მეფემ რომ სელჩუკთა შუაგულში შეგზავნა, შვიდ თურქ ემირს აღმოხადა სული, მის გვერდით ომობდა ასპაის ყივჩაღი ქმარიც, ჩვენი ბრეტონის რაყიფი და მასზე არანაკლებ მამაცი, რომელმაც სული დალია სელჩუკთა მახვილით, თუმცა, ზოგი გვარწმუნებს, სინამდვილეში ეს ბრეტონის შუბი იყოო, რაც არ უნდა იყოს, ახლა ბრეტონი და ასპაი დავით მეფის თანხმობით შეერთდნენ, მეფემ მას რამდენიმე თვით სამხედრო სამსახურისგან შეუვალობა უბოძა და წყვილიც მოწყვეტილია მთელ საქრისტიანოს თავის მამულში, ქვენიფნევს, ნეტარებით გაბანგული.

1. Tanti regis, veri et perfectissimi christiani – ავასგთა მეფე დავითი ყველაზე დიდი მეფე და ქრისტიანია, აღმოსავლეთში მოსული ფრანგები პირველად აღმოჩდნენ არაქრისტიანულ გარემოცვაში და ამან დიდად შეაძრწუნა ისინი, ფრანგთა ნათესავი მხოლოდ დიდ ქრისტიან მეფეთა სკიპტრის მსახურებაში პოულობს მოწოდებას, ასეთი კი აღმოსავლეთში ახლა მხოლოდ დავით აფხაზია

2. რაინდები აღმოსავლეთში მხოლოდ დავით მეფის სამეფოში მოიძებნებიან, პირველი რაინდიც თვითონ დავით მეფეა, აქ რაინდებს mokme (მოყმე)-ს ეძახიან, მხოლოდ მათ შეუძლიათ მოიდონ ჩვენი გულის ცეცხლი, როცა როლანდის სიმღერას ვმღერით, გულისგულამდე გმირავთ ჩვენი სათქმელი და მათი ,,ამირანდარეჯანიანიც” თითქოს ჩვენი რაინდული სჯულის ჰიმნია

3. ქართველთა და აფხაზთა სამეფო ერთადერთია აღმოსავლეთში, რომელიც უწმიდესის პაპის ომოფორის დიდად მსასოოვარია, აქ დიდი სიყვარული აქვთ რომის მღვდელმთავრისა და ჩვენს პაპებს წმიდის ნიკოლოზის გვერდით ხატავენ, ნიშნად დასავლეთის და აღმოსავლეთის მღვდელმთავრობის ერთობისა, ეს დიდი ნუგეშია ჩვენი რაინდებისთვის.

აფხაზთა საკათალიკოსოში საეკლესიო გალობაც მრავალხმიანი აქვთ, რომელიც დიდად მოჰგავს შარტრელ და პარიზელ კანტორებს.

აღმოსავლელი ქრისტიანები – სომხები, სირიელები, ეთიოპიელები და ნესტორიანნი ეჭვით გვზვერავენ მუდამ, დავით აფხაზის ქვეყანაში კი გულითად სიყვარულს ვპოულობთ

4. უწმიდესმა პაპმა ურბანომ კლერმონის კრებისას მოგვიწოდა, რომ თურქთა უწმინდური ნათესავი კავკასიის კართან შეგვეკავებინა, ამ კარიბჭეს სწორედ დავით მეფე ფლობს და იცავს, ამგვარად, ჩვენ თანამოზიარე ვართ ამ აპოკალიპტური ბჭის მცველობის უაღრესი პატივისა

5. მთელ აღმოსავლეთში ფრანგულ ფოლადს მხოლოდ ქართული ფოლადი თუ შეედრება, ჩვენი რაინდები დიდად აფასებენ ქართულ საჭურველს, მტკიცეს და ბრწყინვალეს, ქართველებიც დიდად აქებენ ფრანგულ ჯავარდნებს და საუკეთესო მახვილს სწორედ ფრანგულს ეძახიან. ქართველმა რაინდებმა (მოყმე) ძმობა თქვეს ჩვენთან, ფრანგ რაინდებთან, ფიცვერცხლით – ერთმანეთის სისხლის წვეთი შევსვით, ბოლოს მათ ასე გვითხრეს: ფრანგი ფრანგულის (მახვილის) სწორიაო, ანუ, ფრანგი ესოდენ აღმატებულია, როგორც მახვილი ,,ფრანგულიო”, დიდი ძმობა და სიყვარულია ჩვენს რაინდებსა და მათ მოყმეებს შორის, ისეთი მხურვალე, ქველი და წრფელი, როგორიც დავითსა და იონათანს შორის

6. ღვინო ! სისხლი უფლისა მთავარმამაო გიბელინ ! ჭეშმარიტად, ქართველთა ქვეყანაში ისეთია, როგორიც ფრანგთა ღმრთივდამყარებულ სამეფოში, წამალია სასიკეთო და ნუგეშინისსაცემელი ფრიად, დავით მეფე გულისხმიერი და უხვი ხელმწიფეა, სამ ნაშაღმაგეველ გლეხს დაავალა ჩვენი უზრუნველყოფა საუკეთესო ღვინით
ყივჩაღთა ჩამოყვანის შემდეგ დავით მეფე ლაშქარმრავალი ხელმწიფე შეიქნა და ჩვენი სამსახური ისე არა სჭირია, როგორც უწინ, მაგრამ, ყველა იმ მიზეზის გამო, რაც უკვე მოგახსენე სიწმიდის მოყვარე და უფალში ხელის აღმპყრობელო მამავ, იერუსალემს დაბრუნებას არ ვჩქარობთ.

წელსა უფლისა ათას ას ოცდაოთხს დეკემბრის ცხრას, ქუთათისით იერუსალემს, საჭურვლის ვაჭარ გილერმო გენუელის ხელით”

ტექსტის ყველა დეტალი ისტორიულ წყაროებს ემყარება, მაგრამ მხატვრული ტექსტია, ხაზგასმით აღვნიშნავ

ბექა ჭიჭინაძე

17.08.2023

Posted in 2023, ისტორია-History | Tagged: , , | Leave a Comment »

რა საიდუმლოს ინახავს მესხეთის დარანი?

Posted by iberiana on აგვისტო 7, 2023

რა საიდუმლოს ინახავს მესხეთის დარანი?

რისთვის იყენებდნენ დარნებს?

სოფელ ჭაჭკარისა და ვარდისციხის მიწისქვეშა სამალავებისა და ისტორიის ლაბირინთებში გიორგი ქორქიამ იმოგზაურა

რეპორტაჟზე მუშაობა სარისკო აღმოჩნდა, რადგან მიწისქვეშა ქსელი ინგრევა და მძიმე მდგომარეობაშია

Posted in ისტორია-History, კულტურული მემკვიდრეობა | Tagged: , , , | Leave a Comment »

როგორი იყო ქართველი ფეოდალების ცხოვრება 400 წლს წინ

Posted by iberiana on ივლისი 28, 2023

როგორი იყო ქართველი ფეოდალების ცხოვრება 400 წლს წინ

უძველესი აფთიაქი, აბანო და ციხე-კოშკი – ციციშვილების სასახლე ნიჩბისში.

თომა ჩაგელიშვილის სიუჟეტი

Posted in 2023, ვიდეო, ისტორია-History, კულტურული მემკვიდრეობა | Tagged: , , | Leave a Comment »

Andrew Andersen – KHAZAR KAGHANATE

Posted by iberiana on მაისი 13, 2023

KHAZAR KAGHANATE: HISTORY IN A NUTSHELL
By Andrew Andersen

This short text is just a part of an introductory chapter for the new book which will be called ‘The Caucasus Front of the Great War 1914-1918’.
The map was created by Andrew Andersen and George Partskhaladze.

khazar

In 576, the Göktürks (‘Blue Turks”) invaded and conquered the entire Ponto-Caspian steppe and the Bosporan province of the East Roman Empire. However, the Göktürk domination did not last long. In 603, their tribal confederation disintegrated, leaving the North Caucasus to fend for itself for a period of time. That was the moment when a new state was born in the area, which later became known as the Khazar Khaganate.

The Khazar state’s roots trace back to the Ugric-Finnish tribe of Savirs, also known as Sabirs and Suvars. In the early 5th century, these tribes migrated from present-day Siberia and settled in the lower Daghestan area of Ciscaucasia, along with the Huns. By the end of the 6th century and the beginning of the 7th century, the Savirs underwent Turkification, influenced by the Göktürks. They also assimilated other nearby tribes and renamed themselves as Khazars. This marked the foundation of the Khazar state.

During the 602-628 Byzantine-Sassanid War, the Khazars joined forces with Byzantium (East Roman Empire) and proved to be a
significant military power.

In the 660s, in conflicts with other Turkic tribes, particularly the Bulgars, the Khazars managed to conquer almost the entire North Caucasus region, as well as a significant portion of the Crimean Peninsula and the lowlands of the Volga and Don Rivers. During this time, their supreme leaders adopted the title of Khagan. The first capital of the Khazar Khaganate was the city of Balanjar, located in the lowlands of the Sulak River.

Meanwhile, the Arab invasion of the North Caucasus began, and the Khazars remained loyal allies of Byzantium in their efforts to repel the Arab forces. Byzantium was also fighting against the Arabs on the Anatolian front at the same time.

In 723, the Arabs captured Derbent and Balanjar. In 730, the Khazars reached the city of Ardabil by passing through the Darial Gorge and Georgia, but they soon withdrew to the north. In 732, a dynastic marriage was arranged between the Byzantine Emperor Constantine V and the daughter of the Khazar Khagan, named Chichak, who was also known as Irina after her baptism.

In 737, Arab forces led by the future caliph Marwan II reached the Don River, but after a devastating war, they withdrew to Derbent in 744  without penetrating further into the North Caucasus beyond this fortress. It was during this Arab invasion that Islam began to spread throughout Ciscaucasia, starting with Daghestan.

In the 740s, Khagan Bulan, the founder of the Bulanid dynasty, converted to Judaism under the influence of the Jewish diaspora and took the name Sabriel. From then on, Judaism became the religion of the elite in the Khazar Khaganate. However, the general population of the state, characterized by religious tolerance, continued to practice Christianity, Islam, and remnants of paganism. The adoption of Judaism by the political and military elite led to a cooling of relations with Byzantium and the end of their military alliance.

In response to the threat of a renewed Arab expansion in the mid-8th century, the Khazar Khaganate moved its capital from Balanjar to the city of Atil, located in the Volga delta. This relocation allowed the Khaganate to better defend itself against potential attacks and facilitated its expansion to the north, which included the annexation of territories encompassing modern-day northern Ukraine and central European Russia.

In the early 9th century, the Khazar Khaganate achieved great power and prominence, emerging as one of the largest and most powerful states in Eastern Europe and the Caucasus. Its strategic location and military strength enabled it to control the vital trade routes connecting Northern and Eastern Europe with the Byzantine Empire and the Islamic world. As a result, the Khaganate played a pivotal role in shaping regional politics and economics.

In the late 9th century, the power of the Khazar Khaganate faced a significant challenge from the Scandinavian Vikings, known in Eastern Europe as the Varangians or Rus. Despite a few decades of uneasy peace and limited political and economic cooperation, the Rus-Khazar wars broke out in 895. By the end of the 960s, the Khaganate suffered a series of defeats, resulting in the loss of its territories and control over the critical trade routes connecting Europe to the Middle East. Ultimately, the Khazar Khaganate collapsed as a political entity by the end of the 10th century, with its people gradually assimilated into neighboring societies.


ეს მოკლე ტექსტი მხოლოდ ნაწილია კანადელი მეცნიერის ენდრიუ ანდერსენის  ახალი წიგნის შესავალი თავისა, რომელსაც დაერქმევა „1914-1918 წლების დიდი ომის კავკასიის ფრონტი“.

გაეცანით ენდრიუ ანდერსენის სხვა მნიშვნელოვან ნაშრომებს:



Posted in 2023, ისტორია-History | Tagged: , , , | Leave a Comment »

ჰუგო ჰუპერტი – მე ვუწოდებ ქართველებს “ფენიქსის ერს”

Posted by iberiana on იანვარი 25, 2023

Hugo Huppertჰუგო ჰუპერტი – მე ვუწოდებ ქართველებს “ფენიქსის ერს”

გენიალური ავსტრიელი მწერალი, რუსთველოლოგი ჰუგო ჰუპერტი (1902-1982) ძალიან კარგად იცნობდა საქართველოს უძველეს ისტორიას და ქართველი ერის უნიკალურ ცივილიზაციურ წვლილს კაცობრიობის ისტორიაში:

“ქართველები – ეს არის ხალხი, რომელთა უჯრედები ატარებს შუმერების, ურარტუელების, კოლხების, იბერების, ხალიბების, არიელების და სხვა პირველი ცივილიზაციების და კულტურების შემოქმედთა გენეტიკას.
ეს არის დიდი “კარდჰუს ერი”, რომელიც იმდენი ჭამეს გარშემომყოფმა მტრებმა, სანამ არ დააქვეითეს მისი ძლიერება.

ისტორიის მანძილზე მოუწყვეს რამდენიმე ასეული გენოციდი და ეთნიკური წმენდა, ყოველი საუკუნე ეთნიკურ წმენდაში და ჰოლოკოსტში, სრულად ცეცხლში დაწვაში გამოატარეს…

მაგრამ საოცარია, რომ ამან მხოლოდ გამოაწრთო ისინი, როგორც ცეცხლი აწრთობს ფოლადს. თვითგადარჩენა და ჭირში არნახული გაძლება ქართველების ეთნიკურ პროფესიად იქცა.

ქართველებს თავისი დედაქალაქი 29-ჯერ სრულად გადაუწვეს და ოცდაცხრაჯერვე სრულად და უფრო დიდი დიდებით აღდგა თბილისი!

ქართველები, მათი დედაქალაქი თბილისი და ფრინველი ფენიქსი ერთი რამით ჰგვანან ერთმანეთს – დაბერებული და დამწვარი ფენიქსი საკუთარივე ფერფლიდან აღდგება და ახალ სიცოცხლეს იწყებს. თბილისის და ქართველების ისტორია დაფერფვლის და ფერფლიდან აღდგომის ისტორიაა. მე ვუწოდებ ქართველებს “ფენიქსის ერს”.

ეს ის ჰუგო ჰუპერტია, რომელმაც ჩვენს დედაქალაქს მიუძღვნა ,,თბილისის აპოლოგია“, სადაც ასეთ რამეს ამბობს:

„თბილისი რომ არა, შესაძლოა ვენაში კათოლიკური ტაძრის ნაცვლად მეჩეთი მდგარიყო, რადგან თბილისის ციტადელს ეხეთქებოდნენ საუკუნეების განმავლობაში ჯალალედინები, ჩინგისხანები და აღმოსავლეთის სხვა სულთანები თუ შაჰები.

თბილისი კი იდგა, როგორც ევროპის ციხესიმაგრე, საიდანაც მთელი საქრისტიანოს მტრები სისხლისაგან დაცლილნი და დასუსტებულნი თუ აღწევდნენ ევროპამდე“.

აი, ეს უნდა იყოს ჩვენი გზავნილი კაცობრიობისადმი!

და, რაც მთავარია, ჩვენ ამ სულიერ-ცივილიზაციურ მისიას უნდა შევესაბამებოდეთ, რადგან თვით უფალმა მოგვავლინა სამყაროში, ამ უდიდესი მისიის განმახორციელებლად – ვიყოთ ქრისტიანული ცივილიზაციის განაპირა გოდოლის კარიბჭის მცველები!

გიორგი გიგაური

25.01.2023

Posted in 2022, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

15 წელი გავიდა საზარელი 7 ნოემბრიდან

Posted by iberiana on ნოემბერი 7, 2022

15 წელი გავიდა საზარელი 7 ნოემბრიდან

ამის დავიწყება არ შეიძლება!

Posted in 2007, ვიდეო, ისტორია-History, პოლიტიკა | Tagged: | Leave a Comment »

ისტორიული აღმოჩენა რუსთავში

Posted by iberiana on ნოემბერი 2, 2022

simlrx6nxv1v9fcისტორიული აღმოჩენა რუსთავში

1.11.2022

რუსთავში, ციხესიმაგრის აღმოსავლეთი კედლის ნიშებში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ისტორიული აღმოჩენა გაკეთდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” რუსთავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, ნაზი პაჭიკაშვილმა განუცხადა, აღმოჩენილია შუა ბრინჯაოს ხანის ძვ.წ.აღ. მე-18-17 საუკუნის ქვაყრილიანი ორმოსამარხი და გვიანბრინჯაოს ხანის ძვ.წ.აღ. მე-10-9  საუკუნის ნაგებობები.

პაჭიკაშვილის თქმით, ძვ.წ.აღ. მე-18-17  საუკუნის ქვაყრილიანი ორმოსამარხი ყველაზე ძველი აღმოჩენაა, რაც რუსთავში გათხრების დროს უპოვიათ.

სავარაუდოდ არის კრემაცია, რადგან მარტო ხარის თავები, ხბოს ნაშთები, სააღაპე მასალები, ჭურჭელი და რამდენიმე ნივთია ნაპოვნი. თვითონ ჩონჩხი დადასტურებული არ არის, ვფიქრობთ რომ კრემაციაა და რომელიმე ქოთანშია ჩატანებული ფერფლი“,- განაცხადა პაჭიკაშვილმა.

რაც შეეხება ნაგებობებს, აღმოჩენილია საცხოვრებელი და, სავარაუდოდ, სამლოცველო სახლები.

inforustavi.ge

Posted in 2022, არქეოლოგია, ისტორია-History | Tagged: , , | Leave a Comment »

ცხოვრება 5300 წლის წინანდელ საქართველოში

Posted by iberiana on ნოემბერი 1, 2022

საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანამშრომლბის ფარგლებში, მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა ინგა მარტყოფლიშვილმა გადაიღო ფილმი.

სამეცნიერო-დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენებია რეკონსტრუქციები, თუ როგორ ცხოვრობდნენ 5300 წლის წინ ჩვენი წინაპრები, რას ჭამდნენ, რა სამკურნალო საშუალებებს იყენებდნენ სხვადასხვა დაავადებასთან გასამკლავებლად, რა ეცვათ, როგორ კლიმატურ პირობებსა და საცხოვრებლებში ცხოვრობდნენ, რა ტრადიციები ჰქონდათ და ა.შ. ეს ყველაფერი კი მტკვარ-არაქსის პერიოდის ძეგლზე, ჭობარეთის ნამოსახლარზე წლების განმავლობაში ჩატარებულ მულტიდისციპლინურ კვლევებს ეფუძნება.

პროექტი დაფინანსდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევითი გრანტის ფარგლებში.

Posted in 2021, არქეოლოგია, ისტორია-History | Tagged: , , | Leave a Comment »

ქალაქი გრემი. თომა ჩაგელიშვილის ფილმი

Posted by iberiana on ნოემბერი 26, 2021

ქალაქი გრემი – ოქროს ხანიდან ტრაგიკულ დასასრულამდე

თომა ჩაგელიშვილის ფილმი გიყვებით კახეთის სამეფოს უმდიდრესი ქალაქის გრემის შესახებ, რომელიც შაჰ-აბასის სასტიკმა ლაშრობებმა მთლიანად გაანადგურა.

Posted in ისტორია-History | Tagged: , , | Leave a Comment »

კონსტანტინე გამსახურდია – დიდგორი 900

Posted by iberiana on აგვისტო 12, 2021

didgori

კონსტანტინე გამსახურდია

დიდგორი  – ზეიმი, რომელიც ქართველ ერთან ერთად მშვიდობის და თავისუფლების მოყვარე კაცობრიობამ უნდა აღნიშნოს

დღეს დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავია.

ძალიან მოკლედ აღვნიშნოთ ის, რაც ამ ბრძოლას შეეხება. მუსლიმი მმართველები მათთვის ძალიან მნიშვნელოვან და იმავდროულად მტკივნეულ საკითხზე დაფიქრდნენ – თუკი ისინი არ გადაწყვეტდნენ დავით IV-ის, ქართველთა ცნობიერებაში “აღმაშენებლის” და განუხრელი მომძლავრების გზაზე დამდგარი სამეფოს პრობლემას, ისინი კარგავდნენ სამხრეთ კავკასიას ისევე, როგორც დაკარგეს ანტიოქია, წმინდა მიწა იერუსალიმით, ლევანტეს ლიბანური სანაპირო და სირია ჯვაროსანი რაინდების სამხედრო წარმატებების გამო. გარდა ქრისტიანული საქართველოსი ისინი კარგავდნენ სამხრეთ კავკასიის მუსლიმურ სახანოებს და ქვეყნებს, რომლებიც თანდათან დავითის საქართველოს ყმადნაფიცები ხდებოდნენ და ყველგან ქართული ჯარები და გარნიზონები დგებოდა. ამის გამო მოხდა დიდი მობილიზაცია, რომლის თავკაცებიც იყვნენ ამირა ნეჯმ ედდინ ილღაზი, ასევე მისი უახლოესი პირი, ჰილას ამირა დუბაის იბნ სადაკა (“დურბეზე სადაყას ძე” ქართული წყაროებისა) კოალიციური ჯარი საქართველოსკენ დაიძრა, ისე როგორც მერაბ კოსტავას ამ ლექსშია მარჯვედ ნათქვამი:

აღიძვრნენ, უძღოდათ მზერათა მზარავი
არაბულ ტაიჭზე მქროლავი არავი.

დუშმანს გაეგება დავით თოროსანი,
მესსიის ელვა და ედემის სოსანი …..

ბრძოლის მიმდინარეობის შესახებ ძირითად ორი ვერსიაა – ქართული და არაბული. არაბული ვერსია, რომელიც ისტორიკოსი ალ-ფარიკისგან იღებს სათავეს (ვინც ეს ამბები თითქოს პირადად მოისმინა დემეტრე I-სგან) და მეორდება სიბთ იბნ ალ-ჯაუზისთან, ალ-კალანისისთან და ქამალ ად-დინთან, განიხილავს ქართველთა მხრიდან ჩასაფრებით ხასიათს – ორად გაყოფილი ქართული არმია ორადაა გაყოფილი და ჩასაფრებულია – დასავლეთ ფლანგს დავით IV სარდლობს, აღმოსავლეთისას მისი ვაჟი დემეტრე. ქართველები ჯერ უკუიქცნენ, მუსლიმთა კოალიციის ჯარი შეიტყუეს და მერე გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს.

მეორე ვერსია ქართული წყაროებისაა (რომელთა რეკონსტრუქციაც ისტორიკოსმა მამუმა წურწუმიამ მოახდინა) წარმოაჩენს ამ სამსაათიანი შერკინების ასეთ სურათს: ქართული ლაშქარი იყენებდა ცხენოსანთა დარტყმით ტაქტიკას. გამარჯვების მისაღწევად ქართველთა პირველივე შეტევაც საკმარისი აღმოჩნდა და ეს იერიში ბრძოლის მიწურულს განხორციელდა, მანამდე კი დავით აღმაშენებელი თავს იცავდა და ხელსაყრელ დროს ელოდებოდა. ანუ “ამწიფებდა” ძირითად იერიშს, თან ფხიზლად აკვირდებოდნენ ბრძოლის თითოეულ ნიუანსს. ბრძოლის პირველ ნახევარში მოგერიებულ იქნა კავალერიის იერიში, ხოლო კონტრშეტევისათვის სწორი მომენტის შერჩევის შემდეგ, მძიმედ შეჭურვილი ქართული მხედრობის უმთავრესი, უკვე გამანადგურებელი დარტყმა განხორციელდა კოალიციის მთავარ ბირთვის მიმართ. შედეგი: ილ-ღაზის დროშა ხელში ჩაიგდო ქართულმა ჯარმა, ძირითადი სარდლები და მეთაურები ან განადგურდნენ, ან მძიმედ დაჭრილები უკუიქცნენ. ქართული ჯარები პანიკურად გაქცეულთ გამოედევნენ და უზარმაზარი ალაფი აიღეს.

რუსული ჰიბრიდული ომის თურქოფობი პროპაგანდისტები ისე წარმოაჩენენ საქმეს, თითქოს ამ ბრძოლაში “თურქეთი” და “თურქები” დამარცხდნენ. ცხადია, რომ ანტითურქიზმის ეს კულტივაცია მათ ესაჭიროებათ კავკასიაში რუსული პოზიციების განმტკიცებისთვის. არანაირი თურქეთი ამ დროს არ არსებულა, იყო თურქული წარმოშობის სელჯუკიანთა დინასტია, რომელიც მართავდა დაპყრობილ ირანს და ერაყს. მათი მმართველობა ღაზნევიდური ირანის პოლიტიკურ ტრადიციაზე იყო დამყნილი, რაზეც მეტყველებს ირანელი ვეზირის, ნიზამ ალ-მულქის წიგნი “სიასეთ ნამე” (პოლიტიკის წიგნი) რაც იყო სელჩუკიანთა სასულტნოს ალბათ ძირითადი საპროგრამო დოკუმენტი. ოსმალეთის იმპერია 1453 წლამდე არ არსებულა, ხოლო თანამედროვე სეკულარული თურქეთის რესპუბლიკა 1923 წლიდან არსებობს, როდესაც ქემალ ათათურქმა ბოლო სულთანი გადააყენა და სეკულარული რესპუბლიკა გამოაცხადა იმაზე გაცილებით მცირე ტერიტორიაზე, რასაც ოსმალეთის იმპერია იკავებდა.

თურქეთის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა საკმაოდ გარკვევით აღნიშნა, რომ დიდგორის ბრძოლას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული თვითმყოფადობის და სახელმწიფოებრიობის გადარჩენაშიც და ახლიდან დაფუძნებაშიც. ზეიმი ამაზე უნდა იყოს ფოკუსირებული და არა ვიღაცის ან ვიღაცეების წინააღმდეგო. როგორც არასწორი აღნიშვნის მაგალითი, მან მოიყვანა ბერძნების მიერ აღნიშნული საკუთარი ზეიმი, სადაც ყველგან და ყველაფერში თურქი ერი და თურქთა ძველი სახელმწიფო დაუძინებელი მტრის ხატად იქნა წარმოჩენილი. ამ ყველაფრის კარგად ახსნა რომ შევძლოთ, თურქეთსა და საქართველოს ამ ბრძოლის აღნიშვნა ერთად შეუძლიათო, დასძინა ქალბატონმა იაზგანმა.

ბერძნების შემთხვევაში ოსმალეთისთვის გვერდის ავლა ნამდვილად გაჭირდება – მაშინაც, თუ დაუსრულებელი მტრობა და მტრის ხატების შექმნა მისასალმებელი არ არის, თუმცა დიდგორი სხვა შემთხვევაა. ასეთი აღნიშვნა დავითის დიადი სულის შესაბამისი იქნება – დიდგორის ბრძოლა უნდა აღინიშნოს როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მშვიდობის მოყვარე წარმომადგენლებთან, მთელს კაცობრიობასთან ერთად. არავინ, მათ შორის არც თურქეთის წარმომადგენლები არ უნდა იქნენ გამოტოვებულნი. დავით მეფეს შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა მუსლიმურ სახანოებთან და სამეფოებთან, არასოდეს შეურაცხყოფდა ტფილისის მუსლიმთა რელიგიურ გრძნობებს, საკმაოდ კარგად იცნობდა ისლამს და სუფი მისტიკოსი პოეტებისთვის სასტუმრო სახლები ჰქონდა აშენებული.

მემატიანე ამბობს, ეს იყოო “ძლევაი საკვირველი.” წმინდა გიორგის თითქოს გაცოცხლებული ხატება მიუძღოდაო ქართულ მხედრობას; აქ მახსენდება თეთრი გენდალფი ცნობილ ევროპულ რომან-ტრილოგიაში და ამავე სცენარით გადაღებულ ფილმში. დასანანია, რომ არ გვაქვს ნამდვილი მხატვრული ფილმი არც დიდგორზე, არც დავითზე. ამ გამარჯვებას მოჰყვა ქართული რენესანსი, მოჰყვა 900 წელი ჩვენი ისტორიისა.

12.08.2021

Posted in 2021, ისტორია-History | Tagged: , , | Leave a Comment »

„რა საიდუმლოებას ინახავს რაჭის მთები“

Posted by iberiana on სექტემბერი 20, 2020

giorgobiani

გამოვიდა წიგნი: „რა საიდუმლოებას ინახავს რაჭის მთები“

წიგნში აღწერილია ის დაფარული და ფაქტებით გაჯერებული ისტორია რომელიც, საქართველოს წარსულ სიდიადეს და თანამედროვე ცივილიზაციის აკვანის როლს, უფრო ფართოდ, ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით წარმოაჩენს.

ამ წიგნის საშუალებით დაინახავთ, თუ რა მჭიდრო კავშირშია შუმერების და მათი მემკვიდრეების პროტოქართველური ტომების ისტორია. გაიგებთ სად იმყოფება ბიბლიური ადგილი ედემი, ვინ იყვნენ ქალდეველები, ფუტიელები, იბერები, ებერები..

ამ წიგნს თამამად შეიძლება ვუწოდოთ მსოფლიო მნიშვნელობის ნაშრომი…

და რა სამწუხაროა რომ მისი ავტორი ბატონი ავთანდილ გიორგობიანი (განათლებით-ფიზიკოსი და შემდგომ სასულიერო პირი) ვერ მოესწრო მისი შრომის დაფასების ხილვას.

წიგნის შეძენის მსურველებმა დარეკეთ ნომერზე -514 21 49 49. – 599 91 32 06. გიული შალიკაშვილი. “ედენას თეოკულტურა გიორგობიანი”.

Posted in 2020, ისტორია-History, კავკასია | Tagged: , , , | Leave a Comment »

როგორი დამპყრობელი იყო სპარსეთი და თანამედროვე ირანის პრეტენზიები. ვიდეო

Posted by iberiana on ივლისი 15, 2020

როგორი დამპყრობელი იყო სპარსეთი და თანამედროვე ირანის პრეტენზიები

სტუმარი – ვახტანგ გურული, ჟურნალისტი – ნინო ხაჩიძე

 

 

iberiana2.wordpress.com/georgia/vaxtang-guruli/

Posted in ირანი, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

რა დაგვიშავა ქართველებს თურქეთმა?

Posted by iberiana on ივლისი 11, 2020

106493453_1757686174371245_7716484075577077782_n

რა დაგვიშავა ქართველებს თურქეთმა?

აი, რა დაგვიშავა:

მე XI საუკუნის შუა ხანებში თურქ-სელჩუკები ცენტრალური აზიიდან დაიძრნენ და მალე მათ მთელი ირანი, სამხრეთ კავკასია და მცირე აზია დაიპყრეს.

1. 1065 წელს თურქებმა პირველად ილაშქრეს საქართველოში, ააოხრეს თრიალეთი, სამცხე, შავშეთი, კლარჯეთი და ჯავახეთი. ალფ-არსლანმა აიღო ახალქალაქი და მოსახლეობა ამოწყვიტა.

2. 1068 წელს სელჩუკებმა კახეთ-ჰერეთი მოარბიეს.

3. 1079 წელს სელჩუკებმა კიდევ ერთხელ დალაშქრეს საქართველო.

4. 1080 წლიდან იწყება „დიდი თურქობა“. ველური, მომთბარე თურქები სასტიკად აოხრებენ შავშეთს, აჭარას, სამცხეს, ქართლს, არგვეთს, კლარჯეთს. წვავენ ქუთაისსა და არტანუჯს. შემოსევებმა მუდმივი ხასიათი მიიღო. თურქები ადრიან გაზაფხულზე მოდიოდნენ საქართველოში თავიანთი ჯოგით და დაზამთრებამდე აოხრებდნენ ქვეყანას. კლავდნენ, ძარცვავდნენ და ატყვევებდნენ ქართველებს. შემოსევების შედეგად განადგურდა სოფლის მეურნეობა, მოიშალა ეკონომიკა, მოსახლეობა მთებსა და გამოქვაბულებს აფარებს თავს. მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ დამშეული მოსახლეობა ხშირად ფოთლებით იკვებებოდა.

45. 1737 – ახალციხის ფაშას მიერ სადამსჯელო ოპერაციის წამოწყება აჭარაში.
ეს არის ახალციხის მუზეუმში დაცული ხელნაწერი თუ როგორ ექცეოდნენ თურქები ქართველებს სამცხესა და აჭარაში, არც ისე შორს მე-18 საუკუნეში -” რომელ ხორციელ ენას შეუძლია წარმოთქვას, იმდროინდელ მამა-დედათა დასჯა-ტანჯვანი.ვის ცოცხალს ტყავს აძრობდნენ, ვის პალოზე გაკრულს ბაწრებით გულს უღებდნენ, ვის ნაკუწ-ნაკუწ სჭრიდნენ ხმლითა და ვის ხანჯლით გულ მუცელს უპობდნენ, ვის შამფურზე გაცმულს ცოცხლებრივ ცეცხლზე სწვავდნენ, ვის შიშველს გახურებულ საჯდომზედ აგებდნენ..
რკინის საწვავით ხვრეტდნენ, ვის ადუღებულ წყალში ხარშავდნენ, ვის გამდნარ ტყვიას ასხმდნენ პირში, ვის ანთებულ კირში აგდებდნენ”

46. 1757 წელს ხრესილის ბრძოლაში იმერეთის მეფემ სოლომონმა სასტიკად დაამარცხა.

 

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/turkey/

Posted in 2020, თურქეთი - Turkey, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

გიორგი სააკაძე

Posted by iberiana on მაისი 6, 2020

გიორგი სააკაძე

გადაცემა “მარადიული ფასეულობა” – ტვ ობიექტივი 2020 წ, 05 მაისი

წამყვანი: თარხან-მოურავი ნატა.  სტუმარი: ოთარაშვილი ვაჟა, კვანტალიანი ეკა

Posted in 2020, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

დანიელ სავანელი – პროტო-ქართული ტომები

Posted by iberiana on თებერვალი 4, 2020

83103386_2575181679274117_3019368185250971648_n

ქართველთა წინაპარი ხალხის: ხათების, ხურიტ-სუბარების, კარდუხების შესახებ

საბჭოთა ეპოქაში ტაბუირების მიზეზების, მცირე მიმოხილვა

ხათები პროტო-ქართული ტომები იყვნენ, რომლებიც პირველად წერილობით წყაროებში მოხსენიებულნი არიან, ჯერ კიდეც ძვ. წ. XXIII საუკუნეში სარგონ აქადის ქრონიკებში. ისინი განსახლებულნი იყვნენ კაბადოკიისა და პონტოს ტერიტორიებზე. ხატებმა სათავე დაუდეს აგრეთვე შემდეგ მოხსენიებულ ტაბალებსა (თუბალი) და მუშკებს (მუსკები, მესხები)….

მითანის სამეფო, არსებობდა ძვ. წ. XVI-XIII საუკუნეებში. მანამდე ძვ. წ. III-II ათასწლეულების, ეგვიპტურ და ძველ აღმოსავლურ: აქადურ, ასურულ და უგარითულ წერილობით წყაროებში მოხსენიებულ, სუბართუს ტერიტორიების შემადგენლობაში შედიოდა… მითანის სახელმწიფო, პროტო-ქართული ტომების ხურიტ-სუბარებისა და კარდუხების ასევე უდიდეს ტომობრივ გაერთიანებას წარმოადგენდა. დროთა განმავლობაში, პროტო-ქართული უძველესი სახელმწიფოების: სუბართუს, მითანის, ნაირის, ურარტუს და დიაოხის დაშლის შემდგომ, ხურიტ-სუბარების, ასევე კარდუხების ტომების ნაწილმა და შესაბამისად მათმა პოლიტიკურმა ცენტრებმა, ჩრდილოეთისკენ გადმოინაცვლეს….

მითანის ქვეყნის ჩრდილოეთით და კოლხების (იგივე ხურიტები) სამხრეთით ასევე ცხოვრებდნენ პროტო-ქართული ხურიტული ტომები. მათ შემდგომ სათავე დაუდეს ხურიტული ტომების მიერ შექმნილ ქვეყანას გურიანას….

ხურიტებმა სახელი მისცეს შემდგომდროინდელ გურ-გებს და ქვეყნის სახელს გურგიას, რომელთაც შემდგომ სპარსელებმა გურ-ჯია უწოდეს, ასურელებმა გურ-ზაან, ბერძნებმა გეორგია. ხურიტებისგან მოდის ტოპონიმი გურია, გეოგრაფიული სახელი გურჯაანი, გური (ხური) და ური შემონახულია ხევსურში ანუ ხევის ხური, ხევის-ური, ხევსური. კატეგორიულად არ არის სწორი მოსაზრება, რომ თითქოს ბერძნება, მიწადმოქმედი ქვეყნის გამო უწოდეს მათვის უკვე ადრიდანვე ცნობილ ქვეყანას ანუ კოლხეთს, რომლის აღმოსავლეთ ნაწილს შემდგომ ისედაც იბერიას ეძახდნენ, ახალი სახელი გეორ-გია. ადრინდელი ეს მოსაზრება, თავიდანვე არასწორი იყო და შემდგომაც კი, ესეც იყო, მეცნიერთა გარკვეული ჯგუფის მიერ, ისტორიის გაყალბებისა და ქართველთა უძველესი ისტორიის დაკნინების და გაუბრალოების მცდელობა. რადგანაც ძალიან არ უნდოდათ, წინა აზიის ყველაზე უძველესი კულტურული ხალხებისა და ტომების ხურიტების, იგივე ხურიტ-სუბარების თანამედროვე ქართველების წინაპრებად აღიარება…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/savaneli/

Posted in 2020, იბერია, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »

საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაში

Posted by iberiana on იანვარი 20, 2020

anania japaridze2

მანგლელი მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე)

საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაში – შესავალი

ჩრდილოეთ კავკასიის ვრცელი რეგიონი, გადაშლილი შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, ქართული წყაროებისა და იქ აღმოჩენილი მატერიალური კულტურის მასალათა მიხედვით, თემურ-ლენგის ლაშქრობამდე, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა. ამიტომაც, XXს. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის ყველა ძველ დებულებაში ჩრდილოეთ კავკასიის ოლქები ცალკეულ ეპარქიათა სამწყსოში შედიოდა, მაგალითად დვალეთი – ნიქოზის სამღვდელმთავროში, „დიდოეთ-დურძუკეთი, თერგისა და დაღესტნის მხარე“ – ალავერდისა, ჰერეთი, რანი, შაქი და წუქეთი, „ოლქები ზაქათალისა, სამურისა, ნუხისა, არეშისა, განჯისა და ყაზახისა“ – ბოდბეს ეპარქიაში, ყოფილი ქვემო ქართლი – ბამბაკის ხეობა, თბილელს ექვემდებარებოდა, ტაო-კლარჯეთი ანის-ვალაშკერტის ჩათვლით – მაწყვერელს. ზღვისპირეთი ტრაპეზუნტიდან ჭოროხამდე – ბათომ-შემოქმედის იურისდიქციას განეკუთვნებოდა.

თემურ-ლენგის ეპოქიდან შეიცვალა ჩრდილოეთ კავკასიის ეთნიკური სახე, ის იქამდე, ძირითადად, ქართველთა მონათესავე ტომებით იყო დასახლებული. იბერებისა და ჩრდილო კავკასიელების ეთნიკურ ნათესაობას მიუთითებდნენ სტრაბონი და ქართული წყაროები.

„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ჩრდილო-დასავლეთ კავკასია დასახლებული იყო იბერიული ხალხების ეთნარქების – ეგროსის, ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასია – ლეკოსის, ხოლო ცენტრალური ნაწილი – „კავკასოსის“ შთამომავლებით. ეს იყო სუბსტრაქტი, რომელსაც ამჟამად უწოდებენ „იბერიულ-კავკასიურ ხალხებს“. მონღოლთა შემოსევების დროისათვის ეს ხალხები უკვე ქრისტიანები იყვნენ. გერმანული წარმოშობის ცნობილი რუსი მეცნიერის ვ. მილერის კვლევით, თემურ-ლენგთან დამარცხების შემდეგ ჩრდილო კავკასიური ხალხები ასიმილირდნენ სტეპებიდან მთებში ასულ წარმართ – ნომადურ, მომთაბარე ტომებში. ამის შედეგად ისინი თავდაპირველად გაწარმართდნენ (თუმცა შეინაჩუნეს ქრისტიანული სარწმუნოებრივი ელემენტები), შემდეგ კი გამუსლიმანდნენ და ჩამოყალიბდნენ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებად. ეკლესიურად, „ქართლის ცხოვრების“ ცნობით, მე-6 მსოფლიო-საეკლესიო კრებამ (მე-7 საუკუნეში) ჩრდილოეთ კავკასია გადასცა საქართველოს საეკლესიო იურისდიქციას… ეს ნიშნავს, რომ იმჟამად ჩრდილო-კავკასიელები ქართულ ენაზე ლოცულობდნენ და მათი წირვა-ლოცვის ენა ქართული იყო…

თემურ ლენგის შემოსევათა შემდეგ საქართველოს ეკლესიამ დაკარგა ჩრდილოეთ კავკასიის ბარი, შემდგომ – მთისწინეთი და საეკლესიო საზღვარმა გადაინაცვლა კავკასიის მთავარი ქედის პარალელურ ქედზე, რომელსაც რუსები „სკალისტიი ხრებეტს“ (კლდოვანი ქედი) უწოდებდნენ. ეს „სკალისტიი ხრებეტი“ ამჟამინდელი საქართველოს საზღვრის ჩრდილოეთით, 20-30 კილომეტრში მდებარეობს.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/anania_japaridze/

 

Posted in ისტორია-History, კავკასია-Caucasus, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ირანის ისტორიული მადა და გურჯისტანი

Posted by iberiana on იანვარი 9, 2020

გურამ ქართველიშვილი – ირანის ისტორიული მადა და გურჯისტანი !!!!!

irani.jpgირანი აზიის უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა 85 000 000 მცხოვრებით. ის კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროსა და ინდოეთის ოკეანეს შორისაა გაწოლილი და აზიის ერთგვარ გამყოფს წარმოადგენს წინა აზიასა და შორეულ აღმოსავლეთს შორის. მისი აფეთქება და საომარ რეჟიმში გადასვლა კი უდიდესი და მძიმე შედეგების მომტანი იქნება უპირველესად მისი მახლობელი ქვეყნებისთვის…

ირანში სახელმწიფო რელიგია შიიტურია. ესენი იმიტომ ჩამოვთვალე, რომ დღევანდელი ირანი იდეოლოგიურად, პოლიტიკურად, სამხედრო მიზნებით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ელიტის ეთნოშემადგენლობით ერთი ერთში ემთხვევა აგრესიულ ყიზილბაშურ ირანს, რომელიც შიიტური რელიგიური ელიტის წარმომადგენელმა დინასტიამ — სეფიანებმა დააარსეს მე-15, მე-16 საუკუნეების მიჯნაზე.

ირანში ვისაც უცხოვრია დამეთანხმება, რომ ირანელების დამოკიდებულება გურჯისტანისადმი განსაკუთრებულია. ეს განსაკუთრებულობა კი იმაში გამოიხატება, რომ ნებისმიერი საშუალო განათლების მქონე ირანელი საქართველოს, მისი სახელმწიფოს კანონიერ ნაწილად მიიჩნევს. ხოლო ეს კანონიერება და სამართალი უნდა აღდგეს, რომელიც რუსეთმა დაარღვია მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გურჯისტანის შეერთებით. ამ პრეტენზიას ირანში ნებისმიერი ტაქსის მძღოლი წამოგიყენებთ. ამ ხალხს ფოლკლორში, ისტორიაში და გენეტიკურ ანდერძში აქვთ ჩაბეჭდილი საქართველოს ზღაპრულობა, ნაყოფიერება, სტრატეგიული მდებარეობა (შავი ზღვიდან ევროპაზე გასასვლელია მათთვის) ჰავა, ბუნება და შეუდარებელი ქართველი ქალი.

14 წელი ვიცხოვრე ირანში, ვარ პროფესიით ირანისტი და რაც ზემოთ მოგახსენეთ ძვალში მაქვს გამჯდარი როგორც აქსიომა. ჩვენ საქმე გვაქვს აგრესიულ სახელმწიფოსთან, რომელსაც გურჯისტანთან მიმართებაში კონკრეტული მიზნები გააჩნია ისტორიული ,,სამართლიანობიდან” გამომდინარე. აკი არც ირანის პრეზიდენტმა დამალა შარშან მაღალი ტრიბუნიდან ის რაც ამ სტატიაში მოგახსენეთ. მან სიტყვა სიტყვით თქვა რომ გურჯისტანი ირანის ნაწილია და ეს განაცხადა მსოფლიო მედიის ყურადსაღებად…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/kartvelishvili/

Posted in 2020, ირანი, ისტორია-History, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

დვალეთი ისეთივე ტკივილია საქართველოსი, როგორიც სხვა დაკარგული ტერიტორიები

Posted by iberiana on დეკემბერი 1, 2019

dvaleti

“დვალეთი ისეთივე ტკივილია საქართველოსი, როგორიც სხვა დაკარგული ტერიტორიები”

“დღეს ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ოსები თავიანთ თავს “თუალს” (დვალს) უწოდებენ და იმ სოფლებში ცხოვრობენ, რომლებსაც ჟღერადობის შეცვლის მიუხედავად, ქართული სახელები ჰქვია”

ქართველებს მტრისგან მიტაცებულ მიწებს შორის დვალეთიც გვერიცხება. რატომ მივივიწყეთ და ამოვიგდეთ ცნობიერებიდან, ამის მიზეზის კვლევას დიდხანს მოვუნდებით. ფაქტი ის არის, რომ საქართველოს მთიანეთის ეს ნაწილი (3581 კვკმ ტერიტორია) რუსეთმა 1859 წელს ჩრდილო ოსეთს სათამაშოსავით აჩუქა. ერთ “მშვენიერ” დღეს, კერძოდ, 1859 წლის აპრილში, ქართველებმა გაიღვიძეს და დვალეთი უკვე გორის მაზრას აღარ ეკუთვნოდა, ის უკვე ოსების საკუთრება იყო. რატომ არ გამოხატა ამის გამო პროტესტი რუსეთის იმპერიის სამსახურში ჩამდგარმა მაშინდელმა ქართველობამ, უცნობია, თუმცა დვალეთის დაბრუნების საკითხის დაყენებას ქართველი ისტორიკოსები გასულ საუკუნეში შეეცადნენ. სავარაუდოდ, სტალინის იმედით: მაგალითად, პავლე ინგოროყვამ დვალეთის ტერიტორიები დეტალურად აღწერა, ივანე ჯავახიშვილმა კი პრესაშიც განაცხადა: “ბუნებრივი იქნება, რუსეთის მთავრობის შეცდომა შესწორდეს და დვალეთის, ანუ არდონის ქვაბ-ხეობა საქართველოს დაუბრუნდესო”! რასაკვირველია, ამ ამბებს შედეგი არ მოჰყოლია. დვალეთში კანტიკუნტად მცხოვრები დვალებიც გაოსდნენ. მათმა უმრავლესობამ ჯერ კიდევ ოსების სისხლიანი შემოსევისას შეაფარა თავი საქართველოს სხვა კუთხეებს. დვალთა შთამომავლების ნაწილში ისტორიული სამშობლოს მოგონება დღემდე ცოცხლობს. ისტორიის მეცნიერებათა პროფესორის როლანდ თოფჩიშვილის თქმით, დვალეთის შესახებ მისი წიგნის პრეზენტაციაზე დვალური გვარების არაერთი წარმომადგენელი მივიდა, მათ შორის, დვალები და დვალიშვილები. როგორი იყო დვალეთი და როგორ ცხოვრობდნენ დვალები, რომელთაც კავკასიური ლეგენდები “დევებადაც” კი მოიხსენიებენ, ამის შესახებ როლანდ თოფჩიშვილი გვესაუბრება.

– როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ქართველი მეცნიერები ელოდნენ, რომ საქართველოს სახელმწიფო დვალეთზე პრეტენზიას გამოთქვამდა, მაგრამ ჩვენი ისტორიული გულარხეინობის წყალობით, ოსებმა ტერიტორიებზე პრეტენზია აქეთ გამოხატეს და მიისაკუთრეს კიდეც. ვერასოდეს წარმოვიდგენ, რომ სამუდამოდ ასე იქნება, მაგრამ ამისთვის ბრძოლაა საჭირო. დვალეთის შესახებ არათუ ფართო საზოგადოებამ, არამედ, დარწმუნებული ვარ, მთავრობის დიდმა ნაწილმაც არაფერი იცის. ისტორიული მეხსიერების ასეთი დაქვეითება ცუდს მოასწავებს. დვალეთის დაპყრობაც იმის ნიმუშია, როგორ ნელ-ნელა შეიძლება დაგიპყროს მტერმა, თუ მას ნებაზე მიუშვებ. არადა, დვალეთი საქართველოს სახელმწიფოს ჩასახვიდან, ანუ მეფე ფარნავაზიდან მეფე ერეკლემდე საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო. იქ მოურავებს საქართველოს მეფეები ნიშნავდნენ. დვალეთის ერთ-ერთი მოურავი გიორგი სააკაძეც გახლდათ, ბოლო მოურავი კი ვინმე ფავლენიშვილი, რომელიც დვალეთში ერეკლე მეფემ დანიშნა.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/samachablo/dvaleti/

Posted in 2019, დვალეთი, ისტორია-History, კავკასია-Caucasus, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ელენე კავლელაშვილი დავით გარეჯზე

Posted by iberiana on ნოემბერი 18, 2019

ხელოვნებათმცოდნე ელენე კავლელაშვილი დავით გარეჯზე

(ქალბატონ ელენეს პატრიარქის გადაწყვეტილებით სამთავროს მაყვლოვანში დაკრძალავენ)

ისტორიული ცნობები – დავით გარეჯი

შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდის მცველი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ელენე კავლელაშვილი.

ტვ “ობიექტივი”.  წამყვანი ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია

11.06.2019

იხ. აგრეთვე: თბილისის ომის დროს მთელი საგანძური საიდუმლოდ ისე გადავმალეთ, რომ მისთვის ვერავის მიეკვლია

Posted in 2019, ისტორია-History, კულტურული მემკვიდრეობა, საამაყო ქართველები, საგანძური, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

გურამ ქართველიშვილი – ისტორიული პარალელები

Posted by iberiana on ნოემბერი 3, 2019

გურამ ქართველიშვილი
ისტორიული პარალელები დავით აღმაშენებლისა და დღევანდელ საქართველოს შორის, და მათი ანალიზი

 

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/kartvelishvili/

Posted in 2019, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

დავით IV აღმაშენებლის მონეტა

Posted by iberiana on სექტემბერი 19, 2019

Tbilisi museum hosting first non-UK display of historic coin of Georgia’s Medieval king

david

დავით IV აღმაშენებლის მონეტა

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში პირველად გამოიფინა ბრიტანეთის მუზეუმში დაცული სპილენძის მონეტა, რომელიც დავით IV აღმაშენებლის მიერ მოჭრილ მონეტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია.

მონეტას უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. მისი წარწერა XI-XII საუკუნეების საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ ხაზს ასახავს.

ავერსზე წარმოდგენილია დავით მეფის გამოსახულება ბიზანტიურ სამოსში; თავზე ადგას ჯვრით დამშვენებული გვირგვინი – სტემა, მარჯვენა ხელში გრძელბუნიანი ჯვარი უპყრია, მარცხენაში კი – ჯვრიანი სფერო. გამოსახულების თანმხლები ასომთავრული წარწერა მას მეფე დავითად მოიხსენიებს.

რევერსზე, მონეტის ცენტრში, თანაბარმკლავიანი ჯვრის გამოსახულებაა, რომელსაც გარშემო ქართული ასომთავრული წარწერა გასდევს: „ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა.“

გამოფენა 2019 წლის 15 დეკემბრამდე გასტანს.

Posted in 2019, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

სანტორინი – რა აკავშირებს კუნძულს უძველესს ქართველებთან ?!

Posted by iberiana on სექტემბერი 9, 2019

სანტორინი – რა აკავშირებს კუნძულს უძველესს ქართველებთან ?!

ვულკანის ამოფრქვევამდე არსებული ცივილიზაცია და მინოსური კულტურის სათავეები

სანტორინი არის მცირე ზომის ცირკულარული განლაგების ვულკანური კუნძულების ჯგუფი სამხრეთ ეგეოსის ზღვაში, დაახლოებით 200 კმ-ში საბერძნეთის კონტინენტური ნაწილის სანაპიროდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით.

 

Posted in არქეოლოგია, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

როლანდ თოფჩიშვილი – „დვალეთი და დვალები”

Posted by iberiana on ივლისი 18, 2019

topchishvili

როლანდ თოფჩიშვილი

„დვალეთი და დვალები: საქართველოს დაკარგული ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე და ქართველთა გამქრალი ეთნოგრაფიული ჯგუფი“

გამომცემლობა „უნივერსალი“
წიგნი ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140-ე წელს. წამძღვარებული აქვს მისი გამონათქვემები დვალეთის შესახებ. რედაქტორები არიან გიორგი ჭეიშვილი და აპოლონ თაბუაშვილი, რეცენზენტები – სალომე ბახია-ოქრუაშვილი, როზეტა გუჯეჯიანი და ნიკო ოთინაშვილი. წიგნი გამოსაცემად მოამზადა ნათია დვალმა.
წიგნის ანოტაცია:
ქართველმა ხალხმა ეთნიკური ისტორიის რთული გზა განვლო. XV საუკუნის ბოლოს ქვეყანა დაიშალა, რის შემდეგაც კონსოლიდირებული ქართველი ერის ეთნიკური მრუდი დაღმა დაეშვა, ქართველ ერში დეზინტეგრაციის პროცესი დაიწყო. მთელ რიგ ტერიტორიულ/ლოკალურ ერთეულებში ეთნიკურ ქართველებს სხვა ეთნოსები ჩაენაცვლნენ. ქართველთა გამქრალ ეთნოგრაფიულ ჯგუფს შორის დვალებიც აღმოჩნდნენ.
ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ოსი მეცნიერები საქართველოს ძირძველი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარის – დვალეთის მკვიდრთ ოსებად მიიჩნევენ და ბევრ მითოლოგემას ქმნიან, რომელთაგანაც საბჭოთა პერიოდის ე.წ. სამხრეთ ოსეთისათვის “ამიერკავკასიის დვალეთის” სახელწოდების შექმნის დასახელებაც კი საკმარისია.
წინამდებარე ნაშრომში გაანალიზებულია დვალეთისა და დვალების შესახებ არსებული სხვადასხვა მონაცემები და მიღებულია დასკვნა, რომ ცენტრალურ კავკასიაში მდებარე დვალეთი საქართველოს სახელმწიფოებრიობის წარმოქმნის დღიდან მისი განუყოფელი ნაწილი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე და დვალები ეთნიკური ქართველები, ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი იყო.

 

Posted in დვალეთი, ისტორია-History, კავკასია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ენდრიუ ანდერსენი – საქართველო და საერთაშორისო შეთანხმებები 1918 – 1921

Posted by iberiana on ივლისი 15, 2019

andersen
ენდრიუ ანდერსენი
საქართველო და საერთაშორისო
შეთანხმებები
1918 – 1921

წიგნის ავტორი ენდრიუ (ანდრეას) ანდერსენი – კანადელი ისტორიკოსი, ჟურნალისტი და პოლიტოლოგი, ამჟამად მუშაობს კალგარის უნივერსიტეტის (კანადა) სამხედრო სტრატეგიული კვლევის ცენტრში.

ამ წიგნის ძირითადი მიზანია, გააცნოს როგორც კოლეგა-ისტორიკოსებს, ისე ფართო აუდიტორიას საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სტატუსსა და საზღვრებს არეგულირებდნენ რუსეთის იმპერიის დაცემასა და საბჭოთა კავშირის შექმნას შორის მთელი პერიოდის განმავლობაში.

წიგნში ასევე განხილულია ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები და კონფლიქტები და ომები, რომლებსაც მითითებულ პერიოდში ადგილი ჰქონდათ როგორც საქართველოში, ისე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის სხვა ნაწილში. წიგნი ასევე მოიცავს მოკლე ექსკურსებს იმ ტერიტორიების ისტორიასა და ეთნოგრაფიაში, რომლებიც სადავოდ ითვლებოდნენ ზემოხსენებული ხელშეკრულებების მომზადებისა და დადების დროს. ნაჩვენები ტერიტორიებიდან ზოგიერთი ახლაც სადავოა.

ეს წიგნი შეიძლება იმ თანამედროვე კონფლიქტების დარეგულირების გასაღებადაც გამოდგეს, რომლებიც საქართველოს და მთლიანად სამხრეთ კავკასიის სტაბილურობას ემუქრებიან.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/andersen/

Posted in 2019, ისტორია-History, საქართველო-Georgia, წიგნები | Tagged: , , | Leave a Comment »

როლანდ თოფჩიშვილი – ოსთა საქართველოში მიგრაციის გაყალბება. ვიდეო

Posted by iberiana on ივლისი 15, 2019

როლანდ თოფჩიშვილი ქართულ-ოსური ურთირთობებისა და ოსთა საქართველოში მიგრაციის გაყალბების შესახებ 

15.07.2019

როლანდ თოფჩიშვილი: ქართულ-ოსური ურთირთობებისა და ოსთა საქართველოში მიგრაციის გაყალბების გამო საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის მიერ მომზადებული სიუჟეტი. ყველა ქართველი ვალდებულია წინ აღუდგეს ისტორიის ქურდებსა და გამყალბებლებს. მომხდარმა შემთხვევამ – რუსეთის პრეზიდენტის მიერ ისტორიის გადაწერის მცდელობამ – იქნებ მეცნიერების ამ დარგის აღმავლობას შეუწყოს ხელი!

♥ სამაჩაბლო – Samachablo

Posted in 2019, ვიდეო, ისტორია-History, სამაჩაბლო-Samachablo, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »

Э. Андерсен – Oтвет Чочиеву из-за океана

Posted by iberiana on ივლისი 15, 2019

andersen

Э. Андерсен

Игры в “непредсказуемое прошлое” ради сомнительного будущего: ответ Чочиеву из-за океана (Грузия-Южная Осетия)

27 марта 2006 года югоосетинский вице-премьер Борис Чочиев посредством ИА REGNUM выступил с экскурсом в историю Грузии, выдвинув ряд тезисов, вызвавших живейшую реакцию у интересующихся этим предметом. Поскольку грузинские коллеги Чочиева стараются избегать разговоров на исторические темы, заявляя, что политики и государственные чиновники должны исходить из действующей национальной и международной правовой базы, нежели из тех или иных исторических интерпретаций, то поднятые югоосетинским премьером вопросы по просьбе корреспондента ИА REGNUM прокомментировал в своей статье профессор политологии и истории, специалист по Кавказу Эндрю Андерсен из Центра Военно-Стратегических Исследований при Университете Калгари.

Папа всегда говорил: “В первую очередь уничтожай архивы!” А. Шварц, “Убить дракона”

Некоторое время назад Эдуард Кокойты, глава самопровозглашенной “Республики Южная Осетия” – крохотного участка территории грузинского региона Шида Картли, в настоящее время контролируемого незаконными вооруженными формированиями в лице “югоосетинской армии” и поддерживающими их российскими “миротворцами” – сделал заявление о намерении добиваться включения указанной территории в состав Российской Федерации. В качестве основания для подобной инициативы Кокойты привел некий таинственный “исторический документ о вхождении единой Осетии в состав Российской империи в 1774 году”.

Неудивительно, что в ответ на подобное выступление “лидера” никем в мире не признанной “республики” заместитель госминистра Грузии по вопросам урегулирования конфликтов Гиорги Вольский напомнил всем, кого заявление Кокойты может касаться, что в 1774 году не существовало ни мифической “единой Осетии”, ни какой-либо другой Осетии на территории Грузии. Данное высказывание г-на Вольского, по-видимому, вызвало бурю гнева у сторонников Кокойты как на грузинской, так и на российской территории. В частности, “вице-премьер Южной Осетии” Борис Чочиев разразился весьма интересным ответом, подробно приведенным ИА REGNUM под заголовком “Вице-премьер Южной Осетии провел “ликбез по истории отечества””…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/samachablo/andersen-2

Posted in ისტორია-History, სამაჩაბლო-Samachablo, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

როინ მეტრეველი: ჭეშმარიტება ასეა

Posted by iberiana on ივლისი 10, 2019

news_103167[1]როინ მეტრეველი: ჭეშმარიტება ასეა

9 ივლისს ქ. ეკატერინბურგში რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ისტორიაში გაკეთებულ წიაღსვლებთან დაკავშირებით

დღეს, როცა საქართველო საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული სახელმწიფოა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის, ევროსაბჭოს წევრია და იღვწის ევროკავშირში შესვლისათვის, მრავალი მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დგას, ესაა: ქვეყნის ეკონომიკის დაწინაურება, კულტურული წინსვლა, ადამიანის უფლებათა განუხრელი დაცვა და სხვ. საქართველოს სწრაფვა დასავლეთისკენ (ევროპა, აშშ) თვალნათელია. საქმე გვაქვს საქართველოს ამ გზაზე სვლის შეფერხებასთან.

ასეთ დროს აუცილებლად საჭიროა წარსულზე ფიქრი. ისტორია ზუსტი მეცნიერებაა და ვერავის აპატიებს იგი სიყალბეს. სამწუხაროდ ბოლო დროს ბევრს ვხვდებით ისტორიის გამყალბებლებს, რასაც ადამიანთა მოდგმის გზიდან აცდენა შეუძლია. ქართველ ერს საამაყო ისტორია აქვს და მისი გაყალბება არავის, რა რანგისაც არ უნდა იყოს იგი, არ ეპატიება.

გვინდა შევეხოთ 9 ივლისს ქ. ეკატერინბურგში რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ წიაღსვლებს საქართველოს ისტორიაში. სამწუხაროდ, მან არასწორად წარმოადგინა საქართველოს ისტორიის ცალკეული საკითხები, ურთიერთობები აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ანალოგიურ ფაქტებს ადრეც ჰქონდა ადგილი, რაზეც ჩვენ სათანადო რეაგირება გავაკეთეთ (იხ. რ. მეტრეველი, „აღუვსებელი საწყაული ანუ ამაოება ამაოებათა“, თბ., 2015).

აუცილებლად მიგვაჩნია, ამჯერადაც მივაწოდოთ საზოგადოებას რეალური ვითარება, მართებული ფაქტები საქართველოს ისტორიის იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელსაც ბატონი ვ. პუტინი შეეხო.

განსაკუთრებული საკითხია ე. წ. სამხრეთ ოსეთისა (სამაჩაბლო) და აფხაზეთის საკითხი რუსულ პოლიტიკაში. ამ ორი სეპარატისტული ერთეულის დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის მიერ პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ორგანიზაციამ (ევროკავშირი, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ნატო და სხვ.) და თითქმის ყველა სახელმწიფომ დაგმო. განსაკუთრებულად გაუმართლებელი არის საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია რუსეთის მიერ. უხეშად დაირღვა საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპები – მოხდა ადამიანის უფლებების ხელყოფა, დაიღუპა დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოსახლეობა, დაანგრიეს სახლები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები. რუსეთის ხელისუფლება ცდილობს გაამართლოს თავისი საქციელი. საკუთარმა მოსახლეობამ ნაწილობრივ შესაძლოა კიდეც იწამა რუსეთის საქართველოში შეჭრის სამართლიანობა. ეს დიდი დამსახურებაა რუსული მასმედიისა, რომელიც ცალმხრივად აშუქებს მოვლენებს. ყალბდება ისტორია, რაშიც დიდი „ამაგი“ მიუძღვით, როგორც ზოგიერთ აფხაზ და ოს, ისე რუს ავტორებს.

რეალურად საქმე სხვაგვარადაა.

იხ. სრულად: https://iberiana.wordpress.com/ruseti/roin_metreveli/

Posted in 2019, ისტორია-History, კავკასია-Caucasus, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ჯემალ გამახარია, თეიმურაზ გვანცელაძე – აფხაზეთი

Posted by iberiana on ივლისი 10, 2019

abkhazia

საქართველოს ისტორია

აფხაზეთი

ავტორიები: ჯემალ გამახარია, თეიმურაზ გვანცელაძე,

გამომცემლობა: ინტელექტი

2007

აფხაზეთი უძველესი დროიდან დღემდე

წიგნი წარმოადგენს პირველ განმაზოგადებელ მეცნიერულ ნაშრომს აფხაზეთის ისტორიის საკითხებზე უძველესი დროიდან დღემდე. მისი მეშვეობით მკითხველი გაეცნობა ქართველი და აფხაზი ისტორიკოსების შეხედულებებს სადავო საკითხებზე, რაც, თავის მხრივ, მკითხველს საშუალებას მისცემს დარწმუნდეს ამა თუ იმ დებულების სისწორეში. ნაშრომი შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამხმარე სახელმძღვანელოდ უმაღლეს სასწავლებლებში საქართველოს ისტორიის, პოლიტოლოგიის, გეოპოლიტიკის, კონფლიქტოლოგიის და სხვა კურსების შესწავლისას. იგი დაეხმარება პედაგოგებს კვალიფიკაციის ამაღლებაში.

ასევე იხილეთ ელ-წი იგნსხვადასხვა ენებზე:

 

Posted in 2017, 2019, Abkhazia, აფხაზეთი - Abkhazia, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

The Ossetians in Georgia

Posted by iberiana on ივლისი 10, 2019

როლანდ თოფჩიშვილის   ნაშრომები ინგლისურ ენაზე

საქართველოში ოსთა მიგრაციისა და ქართულ-ოსური ურთიერთობების შესახებ

topchishvili

Roland Topchishvili – Ethnic Processes in Shida Karthli
(The Ossetians in Georgia)

https://iberiana.files.wordpress.com/2019/07/causes_of_war_tskhinvali.pdf

***

Roland Topchishvili – Georgian-Ossetian ethno-historical review. 2009

Issues of Ossetian Migration to Georgia. Ethnic History of Shida Kartli (Inner Kartli)

https://iberiana.files.wordpress.com/2019/07/inglisuri20osebis20texti1.pdf

 

Posted in 2009, 2019, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ჰუჯაბის მონასტრის შთამომავლები. ვიდეო

Posted by iberiana on ივნისი 8, 2019

ჰუჯაბის მონასტრის შთამომავლები. ვიდეო

Posted in ვიდეო, ისტორია-History, კულტურული მემკვიდრეობა, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

რა ბედი ელის ჰუჯაბის ტაძარს?!

Posted by iberiana on მაისი 28, 2019

800px-Khuchap_Monastery_1[1]

რა ბედი ელის სომხეთის მიერ მიტაცებულ
ჰუჯაბის ტაძარს?!

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთით მდებარე ერთ-ერთი საზღვრისპირა ეპარქიაა. იგი მოიცავს ქალაქ _ მარნეულს და მის მიმდებარე ტერიტორიას.
XVII ს-ში ირანის შაჰმა აბას I-მა აქედან აყრილი ქართული მოსახლეობის ნაცვლად ბორჩალუს თურქმანული ტომი დაასახლა, რის გამოც აქაურ დასახლებასაც ბორჩალო ეწოდა. XX ს. შუახანებში კი კვლავ აღდგა ძველი ქართული სახელწოდება.

ჰუჯაბი უძველესი, მეცამეტე საუკუნის პირველ ნახევარში აშენებული ეკლესიაა. სომხეთის სახელმწიფო საზღვარი 400 მეტრითაა გადმოწეული, ეს ტაძარი სომხეთის ტერიტორიაზე რომ მოხვედრილიყო..

ჰუჯაბი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. თავისი პროპორციებით, დეკორატიული მორთულობითა და სტილისტური ნიშნებით მიეკუთვნება მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეების ხუროთმოძღვრული ძეგლების ჯგუფს: ბეთანიას, თახეს, ახტალას. ეკლესიის შიგნით შემორჩენილია ქართული ასომთავრული წარწერების ფრაგმენტები.

მღვდელ-მონაზონი, მამა ანდრია (ორმოცაძე): “დღეს იქ დაყენებული აქვთ ვიდეოკამერები, რათა ჩვენ არ შევიდეთ.
ტაძარი ზიანდება, ინგრევა, გუმბათის ყელზე ხეები ამოდის, ისტორიული კვალის წაშლაც უნდათ. ქართული წარწერებიანი ქვები ამოიღეს და სომხური წარწერებიანი ქვები ჩააწყვეს. თუმცა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისტორიული სამართლიანობა აღსდგება და მონასტერი დაგვიბრუნდება…

დავით გარეჯის ირგვლივ მიმდინარე პროცესები ცნობილია საზოგადოებისათვის, აქ კი ცნობადობა ძალიან ნაკლებია, რაც სამწუხაროა.”

სრულად: https://iberiana.wordpress.com/about/hujabi/

Posted in 2019, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

მანანა გაბაშვილი – აფრიანი ხომალდები სვეტიცხოვლის ფრესკაზე

Posted by iberiana on მაისი 17, 2019

მანანა გაბაშვილიმანანა გაბაშვილი
აფრიანი ხომალდები ქართული დროშებით სვეტიცხოვლის ფრესკაზე

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი საქართველოს საეკლესიო და საერო ისტორიის დიდი მატეანეა, რომლის ფრესკებზეც სხვადასხვა დრო და ეპოქა, შიდა და საერთაშორისო საკითხები, ქვეყნის დიდებისა თუ ძნელბედობის ხანა მხატვრული ხერხებითაა გამოხატული და წარწერებით დადასტურებული. საზოგადოდ ფრესკებს, როგორც საისტორიო წყაროსა და ამა თუ იმ პრობლემების პროპაგანდის საშუალებას, მათ შორის საყოფაცხოვრებო კუთხითაც (ტანსაცმელი, სამკაული, ავეჯი და სხვ.,), თავის დროზე ვახუშტი ბაგრატიონმა მიაქცია ყურადღება და გამოიყენა კიდევაც თავის სამეცნიერო შემოქმედებაში. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, დაფარული თუ ღია ინფორმაციის შემცველია სვეტიცხოვლის ტაძრის სამხრეთი კედლის საზღვაო თემატიკის ამსახველი ფრესკა მასზე გამოსახული აფრიანი ხომალდებით.

photo4

სვეტიცხოვლის XI საუკუნის ფრესკებიდან, მას შემდეგ რაც მელქისედეკ კათალიკოსმა ტაძრის რესტავრაციას მოჰკიდა ხელი, ცოტა რამ, ისიც მცირე ფრაგმენტების სახით შემორჩა. ამ ტაძრის დღემდე მოღწეული სხვადასხვა ხასიათისა და შინაარსის მქონე კედლის მხატვრობა ძირითადად XVII საუკუნეს ეკუთვნის, ისევე როგორც ზემოთ აღნიშნული საზღვაო თემატიკის ამსახველი ფრესკა.

ტაძრის მოხატულობებით XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან მოყოლებული სიძველეთმცოდნენი და მოგზაურები დაინტერესდნენ. დაახოლოებით ამავე პერიოდიდან და შემდგომ მათ შეთეთრება-,,რესტავრაციას” ეგზარქოსებმა (1837-1844, 1880წწ.) მიჰყვეს ხელი, რასაც არაერთი მოხატულობა, მათ შორის ვახტანგ გორგასლის პორტრეტი შეეწირა

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/m_gabashvili/

Posted in 2019, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »

მეუფე იობის ქადაგება დავით გარეჯში

Posted by iberiana on მაისი 7, 2019

მეუფე იობის ქადაგება – დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის აღდგომის ტაძარში

 

„ჩვენ იქით უნდა შევედაოთ, რომ დავიბრუნოთ ერთუბნის მონასტრის კომპლექსი და ფაქტობრივად, ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ ჰერეთი არის საქართველო

„თუკი საქმეს დასჭირდა სისხლი, პირველ რიგში, ჩვენ უნდა წავიდეთ – სასულიერო პირები და მაგალითი მივცეთ ერის ადამიანებს.

მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქამდე არ მივა ეს საქმე. გონიერება ეყოფა როგორც აზერბაიჯანის მხარეს, ისე საქართველოს ხელისუფლებას და მოლაპარაკების მაგიდაზე მშვიდობიანად გადაწყდება ის გამოწვევა, რაც ჩვენს წინაშე დადგა“

„აქ საუბარი არის ამ თხემის იქით, მთელ კომპლექსზე. ეს არის ბერობის აკვანი. ეს არის ჩვენი ერის სულიერი მასაზრდოებელი ადგილი, ეს არის ჩვენი იერუსალიმი.
თუ ხელისუფლება ემსახურება ქვეყანას, ჩვენ ასეთ ხელისუფლებას გვერდში უნდა დავუდგეთ, თუ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიდის მოვლენები, მაშინ ხალხმა, ერმა და ბერმა ერთად უნდა გადავწყვიტოთ ის გასაკეთებელი, რაც ქვეყანას სჭირდება.

მარტო განცხადებები არ კმარა, ქმედებაზე უნდა გადავიდეთ. სარწმუნოება საქმის გარეშე მკვდარ არს

მისივე თქმით, იქმნება დიდი საშიშროება, რომ უდაბნოს მონასტრის ირგვლივ განვითარებული მოვლენები რელიგიურ კონფლიქტში გადაიზარდოს, რაც, მეუფის განცხადებით, დაუშვებელია.

ეს არ იქნება დროებითი კონფლიქტი, ეს იქნება მუდმივი კონფლიქტი. ჩემი აზრით, ამას ვიღაც მართავს. ეს არც აზერბაიჯანის მხარეს არ აწყობს, არც საქართველოს მხარეს არ აწყობს“, – განაცხადა მეუფე იობმა.

reginfo.ge

Posted in ვიდეო, ისტორია-History, პოლიტიკა, რელიგია, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

Монастырь Давид-Гареджи и грузино-азербайджанское умопомешательство

Posted by iberiana on მაისი 2, 2019

Видади Аббасов

Монастырь Давид-Гареджи и грузино-азербайджанское умопомешательство

 

 

iberiana2.wordpress.com/caucasus/vidadi_abbasov/

Posted in 2019, ვიდეო, ისტორია-History, კულტურული მემკვიდრეობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | 1 Comment »

იოსებ მეგრელიძე – სიძველეები ლიახვის ხეობაში

Posted by iberiana on თებერვალი 5, 2019

ioseb megrelidzeიოსებ მეგრელიძე – სიძველეები ლიახვის ხეობაში

იოსებ მეგრელიძე (დ. 9 აპრილი, 1909, ჩოხატაურის რაიონი, სოფელი ხიდისთავი — გ. 29 იანვარი, 1996) — ქართველი მკვლევარი, ფილოლოგი.

1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1959 წლიდან იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ძველი ქართული ლიტერატურის მკვლევარი. ავტორია ნაშრომებისა ქართული და ქართველური, დაღესტნურ-დიდოური ენების, რუსთაველოლოგიისა და ქართული მწერლობის, ქართული და კავკასიური ფოლკლორის, ეთნოგრაფიის, არქეოლოგიისა და ეპიგრაფიკის, არმენისტიკის საკითხებზე.

***

გაეცანით მის ნაშრომს “სიძველეები ლიახვის ხეობაში”

ioseb megrelidze

იოსებ მეგრელიძე. “სიძველეები ლიახვის ხეობაში”. გამომცემლობა “საბჭოთა საქართველო”. თბილისი – 1984

იოსებ მეგრელიე. “სიძველეები ლიახვის ხეობაში. პატარა ლიახვის, ფრონის, ფაწისა და ჯეჯორის ხეობები”. წიგნი მეორე.  გაზეთ “სამშობლო ფორტეს” გამოცემა. თბილისი – 1997 

 

Posted in ისტორია-History, კავკასია, კულტურული მემკვიდრეობა, სამაჩაბლო-Samachablo, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

Вопросы переселения в Грузию осетин

Posted by iberiana on თებერვალი 5, 2019

“იბერიანას” არქივიდან

Роланд Топчишвилиtopchishvili2

Грузино-осетинские этноисторические очерки

Тбилиси, 2006

 

https://iberiana.wordpress.com/r-topchishvili-1/

 

Posted in ისტორია-History, კავკასია, პოლიტიკა, სამაჩაბლო-Samachablo | Tagged: , , , | Leave a Comment »

როლანდ თოფჩიშვილი – ტოტალური შეტევა ქართველებსა და ჩვენს ისტორიაზე

Posted by iberiana on თებერვალი 5, 2019

“იბერიანას” არქივიდან

topchishviliროლანდ თოფჩიშვილი

ტოტალური შეტევა ქართველებსა და ჩვენს ისტორიაზე: გაზეთ “ვოენნო-პრომიშლენნი კურიერში” დაბეჭდილ კ. ტროეპოლსკის სტატიის გამო

ბოლო დროს ტოტალური შეტევა მიმდინარეობს საქართველოს ისტორიაზე, ქართულ კულტურაზე; ცდილობენ საუკუნეების მიღმა ჩამოყალიბებული ერთიანი ქართული ცნობიერების დაშლას, ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფების ტერიტორიული ერთეულების, ანუ ივანე ჯავახიშვილის ტერმინი რომ გამოვიყენოთ, თემების არაქართველებად, ცალ-ცალკე ეთნოსებად გამოცხადებას. ეს შეტევა რუსეთიდან მოდის ნიაღვარივით. თუმცა, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ისტორიაში მითოლოგემების შექმნა, ქართველთა ცნობიერების დაჩეხვა, ქართული კულტურის მითვისება, ერთი სიტყვით, ისტორიის ქურდობა ახლა არ დაწყებულა…

ასეთი ქურდობის, ისტორიის გაყალბების, მითოლოგემების შექმნის ტიპური ნიმუშია კირილ ტროეპოლსკის სტატიაც. მასში სულ სხვადასხვა მომენტზეა საუბარი, რომლებიც, ალბათ, სულ ცოტა ხნის წინათ საერთოდ არავის დაესიზმრებოდა. რამდენიმე წლის წინათ იმაზე არ გვიხდებოდა ხმის ამოღება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, უფრო კონკრეტულად შიდა ქართლში, ოსები არც მონღოლთა შემოსევების დროს, ანუ XIII-XIV საუკუნეებში ჩამოსახლებულან, არც – ადრე შუა საუკუნეებში, არც – ძველი წელთაღრიცხვის II-III საუკუნეებში და თქვენ წარმოიდგინეთ, არც – 5. 000 წლის წინათ (როგორც ამას ნაფი ჯუსოითი “ლიტერატურნაია გაზეტაში” წერდა ოდესღაც). ახლა კი მსოფლიოს იმას ჩასჩიჩინებენ, რომ ალანეთის სახელმწიფო, რომელიც სინამდვილეში ჩრდილოეთ კავკასიის ბარში შეიქმნა ახალი წელთაღრიცხვის I-II საუკუნეებში, თურმე საქართველოს ტერიტორიასაც – შიდა ქართლსაც მოიცავდა. ..

სინამდვილეში კი ოსთა წინაპარი ირანული ტომების ეთნოგენეზი შუა აზიაში, თანამედროვე ყაზახეთის ტერიტორიაზე მოხდა, შემდეგ – ახალი და ძველი წელთაღიცხვების მიჯნაზე – აქედან, როგორც მომთაბარეები, ევრაზიის სივრცეს მოედვნენ. ევრაზიის სივრცეში მომთაბარეები კი ახ. წ. II საუკუნის 70-იან წლებში ჰუნებმა გაანადგურეს. ამ დროს ჰუნებისაგან გადარჩენილ ალანთა ნაწილი ჩრდილოეთ კავკასიის ბარში დასახლდა, სადაც შექმნეს კიდევაც ე. წ. ადრეკლასობრივი სახელმწიფო…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/samachablo/sheteva-istoriaze/

Posted in ისტორია-History, კავკასია, პოლიტიკა, სამაჩაბლო, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

Роланд Топчишвили: ТРУСО- Древнейший Ареал Расселения Грузин

Posted by iberiana on დეკემბერი 4, 2018

ТРУСО – ДРЕВНЕЙШИЙ АРЕАЛ РАССЕЛЕНИЯ ГРУЗИН

Куда бы ни ступала нога осетина в Грузии, эту землю осетинские историки объявляют древней осетинской территорией.

Исторически ареал расселения грузинского народа был достаточно обширен. Под влиянием внешних факторов он постепенно уменьшился, в особенности на юге. С севера территория, принадлежащая грузинскому этносу, ограничивалась природными преградами. Поэтому на протяжении длительного исторического времени этот рубеж оставался фактически неприкосновенным. Однако Российская империя сумела его нарушить…

В 1859 году край Двалети (Нарский участок), входивший в состав Горийского уезда Тбилисской губернии, был передан Теркскому округу. Тем самым Российская империя отторгла от Грузии одну из ее историко-этнографических областей.

Российская империя и сегодня старается перенести границы вглубь территории Грузии, делая это руками осетин. С читателями научно-исторического журнала «Историани» мы и ранее беседовали о территориальных претензиях недобросовестных осетинских историков и этнографов, которые объявляют исконной осетинской землей все левобережье реки Куры и правый берег реки Арагви. Мечтая о присвоении этих территорий, они видят в будущей Южной Осетии поселок Гудаури, города Душети, Гори и даже древнюю столицу Грузии Мцхета….

За последнее время активизировался вопрос и о другой исторической области Грузии – Трусо, которую они называют «Восточной Осетией». Еще раз обратим внимание, что претензии предъявляются ко всем территориям, где когда-то жили осетины. Действительно ли область Трусо принадлежит осетинам? Разве там никогда не жили грузины?

Важно особо подчеркнуть тот факт, что осетины не являются исконными кавказцами. Вышедшие из Средней Азии, они проделали долгий путь до Кавказа. В Кавказские горы они проникли только во времена нашествий монголов….

https://iberiana.wordpress.com/iberiana/topchishvili-2/

Posted in 2018, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

დოლოჭოპის დიდი სატაძრო კომპლექსი

Posted by iberiana on აგვისტო 3, 2018

დოლოჭოპი –  დიდი სატაძრო კომპლექსი ნეკრესის ნაქალაქარზე 

28.07.2018

This slideshow requires JavaScript.

ნოდარ ბახტაძე, არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი: “ბოლო წლებში მუდამ გვინდოდა გაგვეგო, IV-V საუკუნეთა მიჯნის ამ ერთ–ერთ პირველ ქართულ საკათედრო ტაძარში, მხოლოდ საეკლესიო იერარქები იმარხენოდნენ (ზოგიერთი, შემართული, მაკურთხებელი მარჯვენითაც კი), თუ ეკლესიის რომელიმე ნაწილი საერო დიდგვაროვანთაც ჰქონდათ დათმობილი საძვალედ. და აი, სამხრეთის გალერეაში, ასეთ აკლდამათა წყების არსებობის პირველი დასტურიც აღმოჩნდა და, მერე რა საოცარი მინიშნებით ეპოქათა მიჯნაზე – ქვაყუთში აღმოჩნდა ყმაწვილი, დიდი ალბათობით (სამკაულისდა მიხედვითაც) არისტოკრატული ოჯახის წევრი ქალის ცხედარი, რომელიც ჯერ კიდევ წარმართული წესით, მარცხენა გვერდზეა დაკრძალული ქრისტიანულ საკათედრო ტაძარში.

სამარხი V საუკუნისაა და მრავალი კითხვაც გააჩინა: ისევე როგორც საქართველოს მთიანეთში, ქალები აქაც ჯიუტად, ჯერ კიდევ ტრადიციულად იმარხებოდნენ? მაშინ ხომ ჯერ კიდევ აკრძალული იყო ჩვილების მონათვლა და, ვითომ მონათვლამდე გარდაიცვალა? ან იქნებ (ცოტა დაუჯერებლად კი გვეჩვენება), ამ პროვინციაში ჯერ კიდევ კომპრომისულ წესს მისდევდნენ და საერთოდ არ იყო მკაცრ წესად დადგენილი მიცვალებულთა გაშოტილად დაკრძალვა…

ამ კითხვებზე პასუხს გაისად, ამავე გალერეის სხვა დიდგავროვანთა აკლდამების გახსნის შედეგად მივიღებთ. და კიდევ: 2 წელია, რაც IV-V საუკუნეთა მიჯნის (სტრატიგრაფიული ანალიზით და რადიოკარბონული დათარიღებით დადასტურებული სულ ზედა ქრონოლოგიური ზღვარი) ამ ტაძრის აღმოსავლეთ ფასადთან, ქართული ასომთავრულით შესრულებულ წარწერიანი ანტეფიქსები აღმოჩნდა. ბუნებრივია, ეს მოვლენა მაშინვე შევატყობინეთ ქართულ საზოგადოებრიობასაც და კულტურის სამინისტროს სისტემასაც. და, მიუხედავად ამისა, შარშან და წელს, ამ უბანზე, ჯიუტად არ გვაძლევენ გათხრების გაგრძელების უფლებას. რა ვუწოდოთ ამას – ჯიბრი თუ პრობლემის მნიშვნელობის ვერ შეფასება?”

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/nekresi/

Posted in 2018, არქეოლოგია, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

მართა ტარტარაშვილი – ტერმინ ”საინგილო”-ს შესახებ

Posted by iberiana on ივლისი 21, 2018

მართა ტარტარაშვილი – ტერმინ ”საინგილო”-ს შესახებ

 

ჰერეთი – საინგილო

https://iberiana.wordpress.com/about/hereti-saingilo

 

 

Posted in ისტორია-History, საინგილო, საქართველო-Georgia, ჰერეთი | Tagged: , | Leave a Comment »

ანანია ჯაფარიძე –  ქართველთა გამუსულმანება. საინგილო

Posted by iberiana on ივლისი 21, 2018

მეუფე ანანია ჯაფარიძე –  ქართველთა გამუსულმანება-გალეკება. საინგილო

 

ჰერეთი – საინგილო

https://iberiana.wordpress.com/about/hereti-saingilo

Posted in ისტორია-History, საინგილო, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

თეიმურაზ გვანცელაძე- აფხაზეთი

Posted by iberiana on ივლისი 7, 2018

თეიმურაზ გვანცელაძე – “ენა და ისტორია. აფხაზეთი”

აფხაზოლოგი, პროფესორი, გიორგი შარვაშიძის პრემიის ლაურეატი

აფხაზეთი-Abkhazia

https://iberiana.wordpress.com/afxazeti/

 

 

Posted in აფხაზეთი - Abkhazia, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

როლანდ თოფჩიშვილი- ქართული გვარები

Posted by iberiana on ივლისი 7, 2018

როლანდ თოფჩიშვილი – ქართული გვარები

ქართული არხი/Qartuli Arxi

ქართული გვარების ისტორია; საიდან მოდის ქართული გვარები; ყველაზე ძველი და ყველაზე ისტორიული გვარები; საქართველოს გვარების წარმომავლობა.

უსუფიქსო და თერთმეტი სუფიქსიანი ( -ძე, -შვილი,  -ია, -ანი, -უა, -ური, -ში, -ყვა, – ელი, …) გვარი

სრულად:

Posted in ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

როლანდ თოფჩიშვილი – ქართველთა ეთნიკური ისტორია. ვიდეო

Posted by iberiana on ივლისი 7, 2018

პროფ. როლანდ თოფჩიშვილის ლექცია თემაზე:

ქართველთა ეთნიკური ისტორია

Posted in ისტორია-History, რელიგია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

ქეთევან სოხაძე: რუკა-ზოდიაქო

Posted by iberiana on აპრილი 23, 2018

რუკა-ზოდიაქო – ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან სოხაძე გადაცემაში „თქვენი დრო“. აპრილი, 2018

ისილეთ აგრეთვე: 

ქეთევან სოხაძე –   “კავკასიური ზოდიაქოს” განსახლების პრინციპები

 https://iberiana2.wordpress.com/georgia/zodiaqo/

 

 

Posted in 2018, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

RNG-ს მორიგი სამიზნე “ბნელი ხევი”

Posted by iberiana on აპრილი 22, 2018

საყდრისის ამფეთქებელი RMG Gold-ი თეთრიწყაროს რაიონში იწყებს ოქროს მოპოვებას ბარბაროსული, ღია კარიერული წესით

This slideshow requires JavaScript.

აღნიშნულ ტერიტორიას ეწოდება “ბნელი ხევი” და მდებარეობს ხრამის ხეობაში სოფელ ფიტარეთთან და ტანძიასთან ახლოს.  კარიერიდან 1-2 კილომეტრში მდებარეობს  ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი, ხულუტის ციხე, ჯერ-ჯერობით შეუსწავლელი სამონასტრო კომპლექსი და უძველესი ნასახლარები.

გთავაზობთ  ვაჟა ქურდიანის მიერ გადაღებულ  ვიდეოს, ულამაზეს ხრამის ხეობში როგორ გაჰყავს არემჯი გოლდს გზა კარიერამდე და როგორ გაკაფა ტყე.

არემჯი გოლდი მალე დაიწყებს ააფეთქებებს, გაზიდავს ოქროს, სპილენძს, ვერცხლს, სხვა ძვირადღირებულ ლითონებს, და დაგვიტოვებს უტყეო, მოოხრებულ, დააბინძურებულ გარემოს კულტურული მემკვიდრეობის გარეშე!

წყარო: https://sakdrisiblog.wordpress.com/2018/04/14/bnelikhevi/ 

Posted in 2018, ეკოლოგია, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »

რეხა და რეხელები

Posted by iberiana on აპრილი 22, 2018

რეხ3ა

გულიკო საბაძე: რეხა – ერთადერთი უძველესი  ქართული სოფელი  წალკის რაიონში

რეხა  წალკის  რაიონული  ცენტრიდან  ყველაზე  დაშორებული  სოფელია,  რომელიც  მდებარეობის  ბორჯომის  რაიონის  საზღვართან.  რეხადან  ბორჯომის  რაიონის  უახლოეს  სოფელ გუჯარეთამდე  მანძილი 13-15  კმ-ია.

1795  წელს აღა მეჰმედ ხანის მიერ ძველი  თრიალეთის  მთლიანად  აოხრების  შემდეგ  რეხა  იყო  ერთადერთი გადარჩენილი  ქართული  სოფელი.  რეხაში, გადმოცემით სოფლის გადარჩენის მიზეზიც იციან. გაუკაცრიელებული თრიალეთის უზარმაზარ ტერიტორიაზე, სადაც  მხოლოდ მგლებისა და  ტურების  ხმა ისმოდა,  მარტოდ დარჩენილი რეხის ქართველობა  ტოვებდა სოფელს  და გადადიოდა  უახლოეს  რაიონებში  საცხოვრებლად.  მიუხედავად ყველაფრისა,  სოფელში  სიცოცხლე გრძელდებოდა,  ხალხმა მაინც შეინარჩუნა ქართული ცნობიერება და  ღვთის წყალობით,  ამ  სოფელში  სიცოცხლე  დღემდე  გრძელდება.

ბევრი  მკვლევარი  თვლიდა,  რომ  აღა მეჰმედ ხანის  შემოსევებს  ვერც  რეხა  გადაურჩა,  მაგრამ  უამრავი  უტყუარი  ფაქტია  იმისა, რომ  ამ  სოფელში  ცხოვრება  არ  შეწყვეტილა, გამომდინარე  იმ მარტივი  მოსაზრებიდან,  რომ   გადმოცემით იცოდნენ  ყველა მეზობელი ნასოფლარების ძველი სახელები  და თითოეული სოფლის ეკლესიების შესახებ გარკვეული ინფორმაცია. რეხელების გარდა, სხვა სოფლებში არავინ არაფერი იცის ძველი თრიალეთისა და მისი ნასოფლარების  შესახებ რაიმე  ინფორმაცია. უზარმაზარი ტერიტორიის  გაუკაცრიელების გამო,  ურთიერთობა ჰქონდათ ძირითადად  ბორჯომის,  გორის  და სამცხე- ჯავახეთის  მოსახლეობასთან…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/rekha/

Posted in 2018, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

სოფელ კალაურში კახეთ-ჰერეთის მეფის კვირიკე III-ის საფლავი აღმოაჩინეს

Posted by iberiana on აგვისტო 25, 2017

სოფელ კალაურში კახეთ-ჰერეთის მეფის კვირიკე III-ის საფლავი აღმოაჩინეს

kvirije III

გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაში კახეთ-ჰერეთის მეფის კვირიკე III-ის საფლავი აღმოაჩინეს. საფლავს გუშინ, ტაძრის გაწმენდითი სამუშაოების დროს მიაკვლიეს.

 

იოანე ნათლისმცემლის ეკლესია მე-9 საუკუნით თარიღდება და დასახლებული პუნქტიდან 4-5 კილომეტრის მოშორებით, კვირიკეს მთის ძირში მდებარეობს.

„ჩამოშლილი კირის და მიწის ფენა გაგვქონდა, როდესაც სამარხი გამოჩნდა. საფლავის ქვაზე დატანილია წარწერა, რომელსაც სპეციალისტები სწავლობენ. თუმცა, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, ზედ წერია, რომ აქ განისვენებს კვირიკე რანთა და კახთა მეფე. ამ დრომდე კვირიკე მესამის საფლავის ადგილსამყოფელი უცნობი იყო. სამარხი მთავარი ტაძრის მარჯვნივ, სამხრეთ სამლოცველოში მდებარეობს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ტაძრის სწორედ ამ ნაწილში იკრძალებოდნენ მეფეები“, – ამბობს კალაურის ეკლესიის მოძღვარი მამა ილია ჯანიაშვილი.

მისივე თქმით, XI საუკუნეში, კვირიკე III-ის მეფობის დროს, ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია დიდი მონასტრის ნაწილი იყო. ტაძრის გარშემო გალავნის და შენობის ნანგრევებია შემორჩენილი, სადაც სავარაუდოდ სატრაპეზო ან საგანმანათლებლო ცენტრი უნდა ყოფილიყო. აღმოჩენილია უძველესი საძვალეც.

იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ეკლესიის რესტავრაცია დაახლოებით სამი წელია მიმდინარეობს. ძეგლს მეცნიერი თამაზ დვალი სწავლობს.

კვირიკე მესამე კახეთ-ჰერეთის მეფე იყო 1010-1037 წლებში. მისი მმართველობის დროს სამეფომ სახელმწიფოებრივ, ადმინისტრაციულ და სამხედრო ძლიერებას მიაღწია. კვირიკე III-მ გააერთიანა კახეთ-ჰერეთი და მიიღო მეფის ტიტული. მანამდე კახეთის მთავრებს ქორეპისკოპოსები ერქვათკვირიკემ სამეფო დაყო ადმინისტრაციულ ერთეულებად – 7 საერისთავოდ: რუსთავის, კვეტერის, პანკისის, ხორნაბუჯის, ვეჯინის, მაჭის და შტორის. სამეფოს დედაქალაქი გახდა თელავი. აღსანიშნავია, რომ კვირიკე III-ის მმართველობის დროს, ალავერდის მონასტერში ძველი პატარა ეკლესიის ადგილას დღეს არსებული წმინდა გიორგის ტაძარი აშენდა.

ისტორიულ წყაროებში კალაური პირველად 1392 წელს საკათალიკოსო სოფლების ნუსხაში გვხვდება.

reginfo.ge

 

Posted in 2020, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

1820 წლის 3 ივნისი

Posted by iberiana on ივნისი 3, 2017

"ფუსტის რაინდთა ნაკვალევი"

“ფუსტის რაინდთა ნაკვალევი”. რომელზეც თავისი უკანასკნელი მოვალეობა მოიხადეს 1819-1820 წ.წ. რუსეთ-საქართველოს საეკლესიო ომის გმირებმა და 280 ჯორზე აკიდებული საეკლესიო სიწმინდეები მტერს გადაუმალეს სვანეთში

დღე რომელსაც ყველა მამულიშვილი ქედს უნდა უხრიდეს

1820 წლის 3 ივნისი – ისტორიული ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა ქართულ მართმადიდებლურ ეკლესიას და რომელის შედეგადაც ჩვენ მოვწყდით საკაცობრიო ისტორიული დანიშნულობის საღვთო კულტურულ მემკვიდრეობით ფესვებს.

ამ ისტორიული მოვლენის ღრმად გააზრების გარეშე, ჩვენ ვერასოდეს ვერ შევძლებთ ავღდგეთ სულიერი მკვდრეთიდან როგორც ერი და ცნობიერებაში დავიბრუნოთ ის ისტორიული საღვთო კულტურული მემკვიდრებანი, რომელიც ჩვენს ქალდეურ-შუმერულ რელიგიური კულტურის ძირებს წარმოადგენს.

ხალდეველების და ფუტიელების ისტორიულ მემკვიდრეობას წარმოადგენს ედენას (ედემი) ისტორიული მხარის ის სოფლები, რომელნიც 1819-1820 წ.წ. რუსეთ-საქართველოს საეკლესიო ომის და 1875-1876 წ.წ. სვანეთის ომის უმთავრესი ფინალური დასასრულის მსხვერპლებად იქცნენ.

აქ გასააზრებელია ის ფარული ძალა, რომელიც დაინტერესებული იყო ქალდეურ-შუმერიული ძირების მოსპობით და თავისი რელიგიური ისტორიის თავსმოხვევით კაცობრიობაზე. რასაც მოჰყვა ედენას (ედემი) ისტორიული ამ ორი სოფლის პირისაგან მიწისა აღგვა.

წლებია, სოფელ ფუტიეთში არსებულმა ფუსტელთა სკოლა-მუზეუმმა, მსოფლიო მეცნიერულ წრეებში, ცნობილი გახადა ედენას ზუსტი მდებარეობის ადგილი. ის, რომ იგი ცენტრალურ კავკასიონზეა და არა არარატის მთიანეთში. უნდა ვიფიქროთ, რომ ამ აღმოჩენის გარკვევით, მაინცდამაინც არ არის დაინტერესებული იგივე ფარული ძალა, რომელიც ხალდეს და ფუტიეთის მოსპობის ინიციატორი იყო თავის დროზე და რომლისათვისაც, იმპერიის სამხედრო მანქანა, ბრმად იარაღი გახდა.

ჩვენი ეროვნული საღვთო კულტურის თვითმყოფადობა, დღეს სერიოზულ კრიზისს განიცდის იმ მიზეზთა გამო,  რაც თავის დროზე კარგად განგვიმარტა ჩვენმა პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ: “თუ მეცნიერება – თავია საზოგადოებისა, რელიგია – გულია მისი. როცა მტერი ჩვენს მოსპობას ცდილობს, თავში ან გულში გვიმიზნებს ტყვიას.”

ამან ის შედეგი გამოიღო, რომ  საკაცობრიო სწორუპოვარი ფასეულობის საღვთო კულტურის ისტორიული რეგიონი, დღეს დაცლილი და გაპარტახებული სოფლებით წარმოგვიდგება, როგორ ჩანს უხცოელებისათვის მისაყიდად, ხოლო მისი მემკვიდრე-მეპატრონე ახალგაზრდობა, აქტიურად დგას სხვადასხვა წახალისებებით, მონდომებული გამამლუქების “საპატიო” რიგში.

ჩვენ კატეგორიულად უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას და საპატრიარქოს, ამ დამღუპველი ტენდენციის აღმოფხვრა, და ამ უნიკალური მემკვიდრეობის ჩენს ეროვნულ ინტერესებში ჩაყენება, რაც მოითხოვს პირველ რიგში იმას, რომ მოხდეს შესაბამისი სამეცნიერო-საგანმანათლებლო სტრუქტურების შექმნა, რათა ცნობადი გახდეს ეს უნიკალური საღვთო კულტურის ისტორიული მემკვიდრეობა. მეორე, ამ პროცესებში აქტიურად უნდა ჩავრთოთ და გამოვიყენოთ მეცნიერულ-საგანმანათლებლო ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდობა. ვინაიდან ეს მემკვიდრეობა საკაცობრიო ღერებულებაც არის. ასევე, ხელისუფლებამ და საპატრიარქომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ჩართოს შესაბამისი საერთაშორისო უწყებები ამ მემკვიდრეობის ასათვისებლად, გამოსამზეურებლად და გამოსაყენებლად.

მამა ავთანდილ გიორგობიანი

ფუტიეთის ფუსტელთა სკოლა-მუზეუმის წინამძღვარი

3 ივნისი, 2017

Posted in ისტორია-History, რაჭა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

წარწერა ნეკრესიდან – “ჭური მე დავრგე”

Posted by iberiana on იანვარი 10, 2016

მაია ნინიძე – “ჭური მე დავრგე”. წარწერა ნეკრესიდან.

ertad[1]ნეკრესის №6 წარწერაში, რომლის ერთი ნაწილი არქეოლოგებმა 1986, მეორე კი – 1996 წელს აღმოაჩინეს და რომელიც მეცნიერთა მიერ II-III საუკუნეებით თარიღდება, საკმაოდ მკაფიოდ იკითხება წინადადება: “მბ ესე ჭური მე დავრგე”. იგი ცალსახად გვიდასტურებს, რომ იმ დროისათვის საქართველოში გავრცელებული იყო ქვევრის მიწაში დაფლვის ტრადიცია.

სიტყვები “ჭური” და არა “ქვევრი”, “დავრგე” და არა “ჩავდგი”, შესაძლოა გვეუცხოვოს, რადგან საუბარია აღმოსავლეთ საქართველოზე, მაგრამ სწორედ ეს ლექსიკაც ადასტურებს წარწერის სიძველეს. ივანე ჯავახიშვილის დაკვირვებით “უძველეს ქართულში… ჭური ყოფილა ღვინის ჩასასხმელ-შესანახი ჭურჭლის აღსანიშნავად მიღებული, შემდეგდროინდელ საბუთებსა და ძეგლებში, ჭურს გარდა, ქვევრი-ც ჩნდება”, XVII საუკუნის შემდეგ კი “მიწაში ჩასაფლველი დიდი ჭურჭლის სახელად… ლიხთ-ამერეთში უკვე მხოლოდ ქვევრიღა დარჩენილა” (იქვე, გვ. 652. იგივე შეიძლება ითქვას წარწერაში გამოყენებული ზმნის შესახებაც. როგორც ჩანს უძველეს დროში ჭურის, ისე, როგორც მცენარის ძირის, მიწაში დაფლვის აღსანიშნავად, ზმნა “დარგვა” გამოიყენებოდა…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/alphabet/nekresi/#4

Posted in ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: | 1 Comment »

1918 წლის 26 მაისამდე და 26 მაისის შემდეგ

Posted by iberiana on დეკემბერი 18, 2015

1918 წლის 26 მაისამდე და 26 მაისის შემდეგლელა ჯიყაშვილი: 1918 წლის 26 მაისამდე და 26 მაისის შემდეგ

26 მაისი – დღე, რომელსაც ვზეიმობთ და კვლავაც ვიზეიმებთ, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეა. ვიცით კი რეალურად, როგორ დადგა 26 მაისი საქართველოს ცხოვრებაში? გვაქვს კი გააზრებული, რას ვაკეთებდით 1918 წლის 26 მაისამდე და რას ვაკეთებთ იქიდან მოყოლებული დღემდე?ვესაუბრებით ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, დავით პაიჭაძეს, რომელმაც გერმანიაში დაცული ქართული, და საქართველოს შესახებ შექმნილი დოკუმენტები შეისწავლა.

26 მაისამდე: მას მერე, რაც რუსებმა საქართველოს სახელმწიფოებრიობა გააუქმეს, ეროვნული მოძრაობა დაიწყო, რომლის სხვადასხვა ეტაპი გავიარეთ: თავადაზნაურული (1832 წლის შეთქმულება), თერგდალეულების და ბოლოს – მრავალპარტიული, რომელიც გადაჯაჭვული იყო თერგდალეულების ლიბერალისტულ მოძრაობასთან…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/jikashvili/

Posted in ისტორია-History, საქართველო-Georgia | Leave a Comment »

ენდრიუ ანდერსენის წიგნის პრეზენტაცია

Posted by iberiana on სექტემბერი 5, 2015

ენდრიუ ანდერსენი – აფხაზეთი და სოჭი: კონფლიქტის ფესვები 1918-1921

დღეს, 4 სექტემბერს საერთაშორისო კონფერენციაზე “ენა და ტერიტორია 2” პროფესორმა ინგა ღუტიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა კანადელი მეცნიერის ენდრიუ ანდერსენის (ANDERSEN Andrew – Professor, University of Calgary, Canada) წიგნი “Abkhazia and Sochi: the Roots of the Conflict 1918-1921 (Toronto, Asteroid Publishers, 2014)”. წიგნის ავტორი სამწუხაროდ ვერ ჩამოვიდა კონფერენციაზე და გამოგზავნა ვიდეო მიმართვა, რომლის ქართულ თარგმანს შემოგთავაზებთ მოგვიანებით.

Posted in 2015, Abkhazia, ისტორია-History | Tagged: , | Leave a Comment »

ინგა ღუტიძე – ქართველთა ეთნიკური და ენობრივი იდენტობის საკითხები

Posted by iberiana on დეკემბერი 9, 2014

inga_ghutidzeInga Ghutidze – Les problèmes de l’identité linguistique et ethnique des Géorgiens d’après «L’histoire du catholicisme parmi les Géorgiens» de M. Tamarachvili

ინგა  ღუტიძე – ქართველთა ეთნიკური და ენობრივი იდენტობის საკითხები

მ. თამარაშვილის ”ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის” მიხედვით

ნებისმიერი ქვეყნის მეცნიერებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ისტორიული საბუთების კვლევა-ძიებას, რათა ნათელი მოეფინოს წარსულის ავსა თუ კარგს. ისტორიული ბედუკუღმართობის გამო ქართული წყაროთა დიდი ნაწილი დაკარგულია ან ჯერაც ელოდება მზის შუქსა და მკვლევარებს, ამიტომ ჩვენამდე მორწეულ თითოეულ წყაროსა თუ საბუთს განუზომელი მნიშვნელობა აქვს.

მიქელ თამარაშვილი გამორჩეული და საყურადღებო პიროვნება, მოძღვარი, მეცნიერი, პუბლიცისტი და ამასთანავე ფრანგული, იტალიური, ლათინური, თურქული, სომხური და ქართული ენების მცოდნე იყო. მ. თამარაშვილის სახელს უკავშირდება დიდი ქართველი მწერლისა და მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის ევროპაში მოგზაურობის ამსახველი მასალების მოძიება და შესწავლა (ლომსაძე, 1984:124). ქართველი ერის ისტორიაში მან, როგორც მეცნიერმა, დიდი ძალისხმევის, გაჭირვებისა და შრომის შედეგად შეძლო არა მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნებისა და ქალაქების – საფრანგეთის, იტალიის, თურქეთის, ლონდონის, ალექსანდრიის, მოსკოვის არქივებში დაცული და გაბნეული ქართული საბუთებისა და საქართველოს შესახებ არსებული წყაროებისა და საბუთების დიდი რუდუნებით შეგროვება და შესწავლა, არამედ ერთიანი ეროვნული ცნობიერების სხვადასხვა გზით დაშლის მოსურნეთათვის ღირსეული პასუხი გაცემა. მ. თამარაშვილმა ევროპას, რომელსაც ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა საქართველოზე, შეიძლება ითქვას, რომ მის მიერ მოძიებული საბუთებით კარგად გააცნო ჩვენი ქვეყანა…

სრულად: http://iberiana2.wordpress.com/georgia/i-ghutidze/

http://iberiana2.wordpress.com/georgia/i-ghutidze-2/

Posted in 2014, ისტორია-History, მეცნიერება | Tagged: , , | Leave a Comment »

“ოქროს საწმისის ქვეყნის ძიებაში”

Posted by iberiana on ნოემბერი 20, 2014

პეტერ პრესტელის ფილმი “ოქროს საწმისის ქვეყნის ძიებაში”

(ქართულად – სინქრონული თარმანი)

Posted in 2014, ისტორია-History, მეცნიერება, საყდრისი | Tagged: , | Leave a Comment »

6 ათასი წლის წინანდელი ნამოსახლარი ასპინძაში

Posted by iberiana on სექტემბერი 29, 2014

ასპინძის რაიონში 6 ათასი წლის წინანდელი ნამოსახლარი აღმოჩინეს. ეს არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა კავკასიაში.
ეროვნული მუზეუმისა და ავსტრალიის მელბურნის უნივერსიტეტის ერთობლივმა საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, სოფელ ჭობარეთში ადრე ბრინჯაოს ხანის ტერასულ ნამოსახლარს მიაგნო. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, ძეგლზე ძვ.წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევრით დათარიღებული ქვის ნაგებობები, კერები და ჭურჭლის მრავალი სახეობაცაა ნაპოვნი.
,,იმედი” 2014

Posted in 2014, არქეოლოგია, ისტორია-History | Tagged: , | Leave a Comment »

„საყდრისთან ერთად იქვე მდებარე ტაძრებსა და თამარის დროინდელ წყაროსაც დავიცავთ“

Posted by iberiana on აგვისტო 16, 2014

ნინო მიქიაშვილი: „საყდრისთან ერთად იქვე მდებარე ტაძრებსა და თამარის დროინდელ წყაროსაც დავიცავთ“

 დღეს უკვე მეოთხე თვე სრულდება, რაც საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს დასაცავად დაწყებული პროტესტი გრძელდება. ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი და ისტორიკოსი ირაკლი ლომიძე ერთგულად დაჯარობენ იმ ადგილებს, რომელთა ბედიც ჯერ კიდევ გაურკვეველია.

საყდრისის დამცველთა მთავარი მისია არა მარტო პრეისტორიული მაღაროს გადარჩენაა, არამედ იმ უძველესი ტაძრებისა და ძეგლების მოძიებაც, რომლებსაც „არ ემ ჯი გოლდმა“, ასევე, საფრთხე შეუქმნა…

“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისტორიული წყარო გადარჩეს. თორემ, ხომ ხედავთ, სტატუსი ჰქონდა მინიჭებული საყდრისს და მაინც როგორ გააუბედურეს და რა დღეში ჩაგდეს?! ყველაფერს დაცვა და ბრძოლა სჭირდება. ჩვენ უკან არ დავიხევთ და, როგორც საყდრისს ვიცავთ, ასევე, ვიზრუნებთ თამარის წყაროსთვის და იმ ტაძრისთვის, რომელიც კვირაცხოვლის ქედის ძირშია და უკვე შუაზეა გადაპობილი. ასე თუ გაგრძელდა, ის ჩამოინგრევა და უბედურება დაემართება ყველა ისტორიულ ძეგლს, რაც აბულმუგის ტერიტორიაზეა. საერთაშორისო ძეგლთა დაცვის ორგანიზაციებს აუცილებლად ჩავრთავთ ამ საქმეში, რადგან ჩვენ ვიდეოებიც გადაღებული გვაქვს და ვიდეოში ეს ყველაფერი მკაფიოდ ჩანს. ეს მხარე ისეთია, რომ, როცა ამ ქვეყანას პატრონი ეყოლება, მთელი მხარე მუზეუმად უნდა გადაიქცეს.”

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/sakdrisi/#25

Posted in ისტორია-History, საყდრისი | Tagged: , | Leave a Comment »

ქართლის ისპანეთი

Posted by iberiana on ივნისი 19, 2014

ქართლის ისპანეთი (იბერია) – ორ იბერიას შორის

არტიომ ივანცოვის (უკრაინა) ფილმი “ქართველური იბერია” პროექტიდან “ორ იბერიას შორის”.

Posted in 2014, ისტორია-History, Iberia | Tagged: , | Leave a Comment »

Abkhazia and Sochi

Posted by iberiana on თებერვალი 7, 2014

გამოვიდა კანადელი მეცნიერის, ენდრიუ ანდერსენის ახალი წიგნი “აფხაზეთი და სოჭი: 1918-1921 წლების კონფლიქტის ფესვები”, ინგლისურ ენაზე

Abkhazia and SochiAbkhazia and Sochi: The Roots of the Conflict 1918-1921

 Authored by Andrew Andersen

This book is about the roots of one of the conflicts in what is now a strategically important area of the world – the Caucasus. It provides detailed analysis of the military, political and diplomatic struggle for Abkhazia and Sochi in 1918-1921 between Russia and Georgia (temporarily Sovietised in 1921-91) and examines the major processes that fuelled the ethnic hatred in the region.

This region is one of those hot spots where polar ideologies and economic interests of major powers collide, but which somehow gets neglected by politicians and the media, leaving the small nations involved in the conflict at the mercy of their powerful and ambitious neighbour – Russia. The recent Russian-sponsored ethnic cleansing in Abkhazia is a grim reminder of how important it is to understand the volcanic forces that may explode the region, with dire consequences for the whole world…

https://iberiana.wordpress.com/afxazeti/andersen-3/

Posted in Abkhazia, ისტორია-History | Tagged: , | Leave a Comment »

საყდრისის გადასარჩენად

Posted by iberiana on იანვარი 10, 2014

აქცია RMG gold-ის წინააღმდეგ. 10 იანვარი, 2014

MG gold – ის მიერ საყდრისის საბადოზე უნებართვო სამუშაოების დაწყება სტუდენტებმა და არასამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კომპანიის ოფისის წინ გააპროტესტეს. აქციის მონაწილეთა თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გაფრთხილების მიუხედავად, კომპანიას უკანონო სამუშაოების განხორციელება უკვე დაწყებული აქვს.

***

2012 წლის  ივნისში მადნეული და კვარციტი რუსულმა კომპანია „კაპიტალ ჯგუფმა“ იყიდა.
ეს გარიგება მოხდა იმ პირობებში, როდესაც საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს ქონდა ძეგლის სტატუსი და იქ მოპოვების იმედი კომპანიას არ უნდა ჰქონოდა.
დღეს ეს კომაპანია აცხადებს, რომ თუკი ძეგლის განადგურების უფლებას არ მისცემენ, საწარმო ვერ გააგრძელებს ფუნქციონირებას. (თუ ვერ გააგრძელებს, უკან დააბრუნოს!)

https://iberiana.wordpress.com/iberiana/sakdrisi/

Posted in 2013, არქეოლოგია, ისტორია-History | Leave a Comment »

Папаскири – МОЯ АБХАЗИЯ

Posted by iberiana on იანვარი 7, 2014

22748_100971009935891_2935265_n[1]Зураб Папаскири – МОЯ АБХАЗИЯ

ВОСПОМИНАНИЯ И РАЗМЫШЛЕНИЯ. 1976-1993

Идея написания воспоминаний об Абхазии давно витала в моих мыслях. Ещё в начале 1994 года, когда я выбрался из «Абхазского плена», на фоне ещё свежих впечатлений, вроде бы попытался перенести на бумагу мои рассказы (в разных аудиториях) о перипетиях 100-дневного вынужденного пребывания в Изоляторе временного содержания МВД Абхазии. Однако тут я натолкнулся на одну «преграду» – невозможно было рассказать о том, что происходило вокруг меня во время нахождения в заточении изолированно от «абхазского периода» моей биографии в целом. А к написанию подобного рода «обобщающих мемуаров» я тогда явно не был готов, да и считал это преждевременным. Так шли годы и я всё откладывал написание «мемуаров» на будущее, но, совершенно внезапно для меня, подвернулся случай, который как бы вынудил меня сесть за письменный стол (правильнее за компьютер) и, наконец-то, приступить к написанию «мемуаров»…

http://iberiana2.wordpress.com/abkhazia/papaskiri-6/

Posted in 2013, Abkhazia, ისტორია-History | Leave a Comment »

კვლავ საყდრისი

Posted by iberiana on დეკემბერი 2, 2013

 ნინო მიქიაშვილი – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში 9 დეკემბერს საყდრისის ოქროს მაღაროზე იმსჯელებენ

wokerსაყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს ირგვლივ 9 დეკემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართულ მხარესთან ერთად იმსჯელებენ. პარალელურად, გერმანული მხარე მზადყოფნას აცხადებს საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროსთვის საერთაშორისო ექსპერტიზის ჩატარება უზრუნველყოს, რაზეც საქართველოს კულტურის სამინისტროსგან წერილობითი თანხმობა მიიღო. ამ ორი საკითხის ირგლივ გერმანიიდან მოსული დოკუმენტი გერმანიის საელჩომ უკვე გადასცა საგარეო საქმეთა სამინისტროს. ამასთან, საელჩომ გერმანულ მხარეს საქართველოს კულტურის სამინისტროს თანხმობაც მიაწოდა. ესაა ჩემს მიერ  მოპოვებული, არაოფოციალურად დადასტურებული ინფორმაცია.
ამ მასალის მეორე ნაწილში შეგიძლიათ გაეცნოთ ფოლკსვაგენის ფონდიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გამოგზავნილი წერილის შინაარსს…

Posted in 2013, ისტორია-History, საყდრისი | Leave a Comment »

მეუფე გრიგოლ დადიანი

Posted by iberiana on ნოემბერი 28, 2013

Posted in 2013, ისტორია-History, რელიგია, საამაყო ქართველები | Leave a Comment »

Фашист Павел Флоренский

Posted by iberiana on ნოემბერი 14, 2013

1Флоренский%20П.А.[1]Михаил Герасимов – ФАШИСТ ПАВЕЛ ФЛОРЕНСКИЙ

Священник Павел Флоренский (1882-1937), родившийся в Азербайджане и имевший грузинские семейные корни, известен в первую очередь как гениальный богослов и религиозный философ. Для широких кругов русской интеллигенции (особенно верующей) он стал своего рода культовой фигурой, получив громкое прозвище отечественного Леонардо да Винчи. Ведь о. Павел, помимо богословского, имел высшее математическое образование, что позволяло ему рассматривать вопросы теологии сквозь призму точных наук. В то же время читатели (и почитатели) Флоренского гораздо менее осведомлены о его политических убеждениях, об их истории и трансформации. Сразу оговоримся: можно с уверенностью утверждать, что философ, будучи православным священником, всегда оставался верен библейскому указанию: Всякая душа да будет покорна высшим властям (Рим. 13, 1). Конечно, в годы его молодости, пришедшиеся и на последние годы империи, нигилизм уже проник за церковную ограду. Однако склонные к нему люди крайне редко принимали священный сан, отсеиваясь еще на этапе семинарского обучения, либо в самом юном возрасте оставляли духовное сословие и выбирали иной жизненный путь…

http://iberiana2.wordpress.com/russia/m-gerasimov-2/

Posted in იდეოლოგია, ისტორია-History, Россия | Leave a Comment »

Прошлое и настоящее Абхазии

Posted by iberiana on ოქტომბერი 20, 2013

Андрей Кураев – Прошлое и настоящее Абхазии

ცნობილი რუსი მღვდელი/ფილოსოფოსი/მოქადაგე ანდრეი კურაევი აცხადებს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ეკლესიები აფხაზების მიერ არის აშენებული. ეს აფხაზები ქართველები იყვნენ.

დღევანდელი აფახზები – გადამთიელები, ჩერქეზები არიან, რომლებიც ჩამოასახლეს თურქებმა და არაფერი აკავშირებთ აფხაზებთან. მათი ნამდვილი სახელი არის აფსუა.

Posted in Abkhazia, ისტორია-History | Leave a Comment »

Пестель. Русская правда

Posted by iberiana on სექტემბერი 24, 2013

П. И. Пестель. Русская правда

 
Павел Иванович Пестель, Полковник, декабрист (24 июня (3 июля) 179213 (25) июля 1826).

«Русская правда» Пестеля — план обустройства России после гипотетической победы заговорщиков вполне можно назвать краеугольным камнем русского национал-социализма. А проще говоря — русского фашизма

Среди пятерых декабристов, приговоренных к смертной казни, Павел Иванович Пестель — единственный, кто не принимал активного участия в выступлениях тайных обществ. Его арестовали еще накануне событий в Петербурге, 13 декабря 1825 года, взяв под стражу в Тульчине, на юге Киевской губернии, где был расквартирован Вятский пехотинский полк, которым он командовал. Несмотря на то, что от активного участия в заговоре он отошел еще в 1820 году, Пестеля признали опаснейшим преступником, относящимся к «злодеям, стоящим вне всяких разрядов». Причиной столь сурового наказания послужил принадлежавший его перу труд «Русская правда». Себя он готовил на роль тайного вождя, фюрера, которого вроде бы и нет, если угодно — в закулисного Бонапарта.

*

РУССКАЯ ПРАВДА (Вторая редакция)

Posted in ისტორია-History, Россия, History | Leave a Comment »

ქართული კრივი

Posted by iberiana on აგვისტო 27, 2013

ad02ce6f1d5c5bf7b8f9902b5da6d12d[1]

“სატიოს უბნის გიჟებს კიტრებივით დაუფენიათ მოძალადე უცხოელები”

ვანის ნაქალაქარში ნაპოვნია ძვ. წ. II–I სს-ის ქანდაკების ფრაგმენტი – მოკრივის მარჯვენა ხელი ტყავის უთითო ხელთათმანით, ლითონის აბზინდებითა და მაჯაზე დახვეული თასმით. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ამით ქართული კრივის უძველესი ისტორია დასტურდება. ბევრი სხვა მტკიცებულებაც მოიპოვება ქართული კრივის ხანდაზმულობის შესახებ, ძველი ქართველი მოჭიდავე-მოკრივეების სახელები კი დღემდე ლეგენდებად შემორჩენილა.

სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ, ზოგიერთი მათგანი თბილისის ქუჩებში სასწაულებს სჩადიოდა. ლოხოშა, ჭიანუა, კუნძუა, ყოჩნიკუა, გიჟვანუა, კურკა და სხვები, უბადლო მოჭიდავეები ყოფილან. ექვსიოდე ჯანიან ბიჭს გოლოვინის (დღევანდელი რუსთაველის) პროსპექტზე 25 შოტლანდიელი ოფიცერი ისე მიუნოკაუტებია, რამდენიმე დღე თავს მაღლა ვერ სწევდნენო.

სტუმრებს რას ერჩოდნენო, – იკითხავს ის, ვისაც ეს ამბავი არ სმენია.

მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილს თავის მოთხრობაში “სატიო” და პოეტ მურმან ლებანიძეს ერთ-ერთ კრებულში გადმოცემული აქვთ გასული საუკუნის დასაწყისში, გოლოვინის პროსპექტზე, სასტუმრო “მაჟესტიკის” წინ ქართველების საარაკო ჩხუბის ამბავი…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/krivi/

Posted in ისტორია-History, კულტურა, საამაყო ქართველები | Leave a Comment »

საყდრისის ოქროს საბადოს გადასარჩენად

Posted by iberiana on აგვისტო 13, 2013

968880_611993052154221_1125371506_n[1]გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ, დოქტორ სვენდ ჰანსენის წერილი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისადმი

თარიღი: 2013 წ, 12 აგვისტო, დრო: 18:19

პატივცემულო ბატონო მინისტრო ოდიშარია!

ნება მიბოძეთ, გამოვხატო ჩემი გულისტკივილი საყდრისის რეგიონში მდებარე არქეოლოგიური ძეგლის შესახებ. ოქროს საბადოებისა და მათთან დაკავშირებული ნამოსახლარის აღმოჩენა, რომელიც თარიღდება ძვ. წელთაღრიცხვის IV-III ათასწლეულებით, არის ერთგვარი სენსაცია. ეს არის უძველესთაგანი ოქროს საბადო მსოფლიოში. მისი შესწავლა აუცილებელია არა მარტო საქართველოს კულტურისთვის, არამედ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მესოპოტამიის კულტურებისა და მათი ნედლეულით უზრუნველყოფის კვლევისთვის.

საყდრისის ოქროს საბადო არის ერთ-ერთი შთამბეჭდავი არქეოლოგიური ძეგლი მთელს ევრაზიის კონტინენტზე. მისი უნიკალური სამეცნიერო პოტენციალიდან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია მისი შესწავლა და შენარჩუნება სამომავლოდ.

2005 წლიდან ქართულ-გერმანული ექსპედიცია აწარმოებს არქეოლოგიურ გათხრებს ადრესამიწათმოქმედო ნამოსახლარ არუხლოში. სავარაუდოდ, უკვე ამ დროისთვის გამოიკვეთა ინტერესი მინერალური რესურსებისადმი, რომლებიც მოიპოვებოდა მდინარე მაშავერას გასწვრივ. ჩვენი საკუთარი კვლევებიდან გამომდინარე, ამ რეგიონში არსებული უდიდესი პოტენციალი არასაკმარისად არის შესწავლილი.

მიმაჩნია, რომ ქვემო ქართლში მდებარე არქეოლოგიურ ძეგლებს აქვს არა მარტო მეცნიერული, არამედ ეკონომიკური დატვირთვაც. კერძოდ, შესაძლებელია ტურისტული მარშრუტის შედგენა, რომელიც მოიცავს დმანისს, როგორც ევროპაში უძველესი ადამიანის აღმოჩენის ადგილს, არუხლოს, როგორც ადრესამიწათმოქმედო ნასახლარსა და საყდრისს, როგორც მსოფლიოს უძველეს ოქროს საბადოს. შესაძლებელია, ასეთმა მარშრუტმა მიიზიდოს ათასობით ტურისტი. იგი შეიძლება გახდეს პროექტი მომავლისთვის, მაშინ, როცა ოქროს მოპოვება მხოლოდ თანამედროვეობის პროექტია გრძელვადიანი პერსპექტივის გარეშე.

ძალიან გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ არქეოლოგიურ გამოკვლევებს საყდრისში და მთლიანად მაშავერას ხეობაში. დაგვეხმარეთ, შევინარჩუნოთ წარსულის უნიკალური ძეგლები“.

Posted in 2013, ისტორია-History | Leave a Comment »

Секpеты … госудаpства Аpмения

Posted by iberiana on თებერვალი 5, 2013

Секpеты “хpистианского” теppоpистического госудаpства Аpмения”

А.Уимз, бывший окружной прокурор и судья, доктор права из Арканзаса, автор книги “Секреты “христианского” террористического государства Армения”, (Samuel A. Weems – «ARMENIA, SECRETS OF A “CHRISTIAN” TERRORIST STATE»,  St. John Press, Texas, 2002)  начинает свой труд с очень актуального и очень болезненного вопроса: “Что лежит в основе недопонимания между Соединенными Штатами и исламским миром”? Какая сила делает все возможное для того, чтобы мусульманские страны и страны Запада оставались по разные стороны баррикад, причем очевидно в ущерб самим себе и собственным интересам?

Уимз настаивает, чтобы его исследование прочитали все христиане и все американские налогоплательщики, подло обманутые армянами, которые с начала ХХ века провели не одну тщательно организованную кампанию по выманиванию у них огромных сумм денег. На основе тщательно подобранных фактов и свидетельств (причем часто из армянских же источников), автор показывает читателю составные “винтики” адской армянской машины, которую они называют “истинным христианским и демократическим государством”. В книге изложен длинный список обманов, предательств, насилия, убийств и террористических актов, совершенных армянами – секреты, которые они вот уже не одно десятилетие тщательно оберегают от глаз и ушей христианского мира…

http://iberiana2.wordpress.com/armenia/a-weems/

Posted in ისტორია-History, პოლიტიკა, სომხეთი - Armenia | Leave a Comment »

Лоре-Ташири

Posted by iberiana on იანვარი 30, 2013

 К. Патканов – историческая область Лоре-Ташири

 Во время образования в IV веке до н.э. Картлийского (Иберийского) царства Лоре-Ташири, а по Страбону Гогарена, как известно, входила в состав территории Грузии и населен был край грузинскими племенами. Еще раньше это место также являлось очагом возникновения древнегрузинской культуры, так как известно, в этом районе распространялась, была ее центром, знаменитая куро-аракская культура, которая является основой возникшей в дальнейшем восточно-грузинской культуры (ученый Климов).

Более до того, судя по тем источникам, которые нам оставили урарты, ассирийцы, персы, греки, – даже в эпоху существования таких могущественных государств как Царство Урарту, Мидийское царство (6 век), Ахменидский Иран (с середины 6 по 30 года 4 века до н.э.), Империя Александра, эта территория не входила в их состав, они ее не могли  подчинить себе, оставались независимыми от них. Об этом также повествуют греческий историк, о том что: «Иберы не покорялись ни мидянам, ни персам, избежали даже македонского владычества» (Плутарх. Помпей ХХХІV).

Лишь самые южные территории, распространения иберийской народности, напротив северного берега Севан, были включены временно в состав Ахменидскй империи. Факт общеизвестный. Они платили дань и были включены в одну из ее сатрапий. Но более северные территории, а именно Лоре-Ташири оставались независимыми….

В настоящее время Лоре-Ташири, часть исторической Квемо-Картли и Грузии, входит в состав Республики Армения…

http://iberiana2.wordpress.com/armenia/lore-2/

Posted in Armenia, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Leave a Comment »

Заказная армянская история

Posted by iberiana on იანვარი 25, 2013

Jacques_Jean_Marie_de_Morgan_1892[1]Заказная армянская история от Моргана

Современные армянские историки часто безапелляционно обращаются к французскому археологу Жак де Моргану, считая его одним из «классиков» армянской историографии. С 1892 по 1897 годы он возглавлял Агентство египетских древностей, с конца XIX века работает на территории Российской империи, руководит раскопками в Ахтале и Алаверди. В начале XX века Моргану удалось убедить персидского шаха даровать французам монополию на раскопки в пределах Ирана. Его самым крупным достижением стало археологическое исследование Суз, где, помимо прочего, был им обнаружен знаменитый свод законов Хаммурапи. Морган, в 1916-1917 годов публиковавший на страницах французских журналов и газет статьи о событиях в Османской империи, в 1919 году издал книгу «История армянского народа». Армянские идеологи сразу же причислили ее к разряду классических работ. С тех пор вся армянская историческая наука ссылается на этот «первоисточник».

Однако история создания работы Моргана, показывает, как на заказ писалась эта история, выдаваемая за классическое произведение этого автора.

В1981 г. было осуществлено факсимильное переиздание книги Моргана, предваряемое предисловием К. Ветроверса и статьей Э. Каячияна, посвященными разоблачительной переписке Моргана с заказчиком по ходу выполнения заказа…

http://iberiana2.wordpress.com/armenia/morgan/

Posted in Armenia, ისტორია-History, კავკასია-Caucasus | Tagged: | Leave a Comment »

Моисей Хоренский и миф о Хайке

Posted by iberiana on იანვარი 9, 2013

Аббас Исламов – Моисей Хоренский и миф о Хайке – история величайшей фальсификации

thumb325_20110702014426593[2]Одной из характерных черт нашего времени является набирающий силу процесс крушения фальсификаций и мифов.

Вполне естественно, что он не мог обойти стороной историю народа хайев, вакуум «далёкого прошлого» которого долгое время пытались заполнить многочисленными мифологическими сочинениями.

Сочинители мифов использовали, прежде всего (и в основном), библейские предания, уходящие корнями в древнейшие священные тексты иудеев, по-видимому, предполагая, что в тени святой Библии их «творения» будут существовать неограниченно долго и столь же долго вводить окружающих в заблуждение. Но, как гласит древняя пословица, «ложь ходит на глиняных ногах», которые рано или поздно рассыпаются и повергают её наземь.

В предыдущих публикациях была раскрыта несостоятельность мифа о тождественности территориальных определений «армения/армяне» и этнического самоназвания «хай», а так же мифа горы Арарат, созданного в полном противоречии библейскому описанию потопа…

http://iberiana2.wordpress.com/armenia/abbas-islamov/

Posted in Armenia, ისტორია-History | Leave a Comment »

ემიგრანტული ნაშრომები

Posted by iberiana on იანვარი 6, 2013

ექვთიმე თაყაიშვილი – ემიგრანტული ნაშრომები

ზაფხულში, 1910 წელს ჩვენ მოვაწყვეთ არქეოლოგიური ექპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში… ჩვენ დავიარეთ უმეტესი ნაწილი ლეჩხუმის ეკლესიებისა; ვნახეთ თითქმის ყველა ეკლესია როგორც ცხენისწყლის, ისე ენგურის სვანეთისა. არ ვყოფილვართ მხოლოდ ლახამულაში (იქ მაშინ ხოლერა გაჩნდა), ჩუბის-ხევში და ადიშში (იმ დროს იქ თოვლი მოვიდა), მაგრამ ცნობილი ადიშის სახარება იქიდან მოვატანინეთ და მესტიაში გადავიღეთ ფოტოგრაფიულად; საკმაოდ ბევრი და ძვირფასი სამუზეუმო ნივთები შევაგროვეთ…

ყველა საყურადღებო სიძველენი ჩვენ მიერ ნახულ ეკლესიებისა გადმოღებულია ფოტოგრაფიულად. გამონაკლისს შეადგენს მცირე ნაწილი, რომელიც არ გამოვიდა ჯეროვნად. სულ გადაღებული იყო ათას ხუთასზე მეტი სურათი; ამათში შედის, რასაკვირველია, პეიზაჟებიც საუკეთესო ადგილებისა, სოფლებისა და ციხე-კოშკებისა. ფრესკების გადმოღება არ მოხერხდა… ფრესკების გადასაღებად სვანეთში არა ერთი, არამედ რამოდენიმე მხატვართა ექსპედიცია არის საჭირო. საჭიროა არა მარტო ფოტოგრაფიის საშუალებით გადმოღებული ფრესკებისა, არამედ მათი გადმოხატვა ფერადებით ტილოზედ. ზოგი მათგანი განსაკუთრებით საყურადღებოა არა მარტო სიძველით, რიგით, სტილით, არამედ შინაარსითაც. საკმარისია აღვნიშნოთ, რომ ერთს ეკლესიაში წარმოდგენილია დიმიტრი მეფის კურთხევა, ზოგიერთებში კიდევ ზღაპრული ამირანი და მასზე თქმულებანი და სხვა…

მთელი შეგროვილი მასალა ექსპედიციისა ჩვენ დამზადებული გვქონდა გამოსაცემად უკვე 1911 წელს, მაგრამ ომიანობის გამო ეს განზრახვა ჩაიფუშა… ეხლანდელი კრიზისი ჩვენ იმედს აღარ გვაძლევს არც ამ ექსპედიციის ალბომების გამოცემისა, არც სხვა ჩვენი ექსპედიციების მასალებისა, როგორიც არის მაგალითად, ექსპედიცია ოლთისის მხარეში 1907 წელს, ექსპედიცია თორთუმ-ისპირში 1917 წელს, რაჭა-იმერეთში 1918-1920 წლებისა და სხვა. გამოუცემელი რჩება აგრეთვე სამეგრელოს ეკლესიათა სიძველეთა ალბომები, დამზადებული უკვე 1913 წელს…

http://iberiana2.wordpress.com/georgia/takaishvili/

Posted in ემიგრანტები, ისტორია-History, საამაყო ქართველები | Leave a Comment »

“Большой террор”

Posted by iberiana on იანვარი 6, 2013

“Большой террор”: 1937-1938. Краткая хроника

Составили Н. Г. Охотин, А. Б. Рогинский

События “Большого террора” только в небольшой своей части выходили на поверхность общественной жизни: в советской печати появлялась информация лишь о больших и – на местном уровне – о малых показательных процессах, сопровождавшихся погромной пропагандой. Личный опыт человека, попавшего в жернова репрессий, также не мог раскрыть общей картины происходящего. Тем самым масштаб, структура и механизмы репрессий оставались скрытыми как для большинства современников (за исключением, разумеется, “авторов” и главных исполнителей террора), так и для нескольких поколений историков. Сейчас совокупность доступных источников дает возможность разглядеть чертеж “Большого террора” более или менее отчетливо.

Хроника базируется преимущественно на документах ЦК ВКП(б) и НКВД СССР – прежде всего на директивах, регламентировавших динамику репрессий, их идеологические, количественные и процессуальные параметры. Персональный аспект репрессий мы не подчеркивали совершенно сознательно: у каждой семьи, у каждого сообщества – своя хроника трагических дат, свой мартиролог, и не наше дело решать, кто из сотен тысяч невинных жертв заслуживает, а кто не заслуживает упоминания (мы упоминаем лишь имена “архитекторов” террора, а также фигурантов “показательных процессов” – акций, которые имели явное политическое значение и играли роль символического устрашения)…

http://iberiana2.wordpress.com/russia/1937-1938/

Posted in ისტორია-History, პოლიტიკა, Россия | Leave a Comment »

Армянская «палитра»

Posted by iberiana on იანვარი 6, 2013

Армянская «палитра» – из кого состоит армянский народ?

thumb325_20110614092836251[1]Проблемы армянского самосознания, национальной идентификации и истории уже не раз затрагивались в наших материалах, однако есть еще много «белых пятен» в армянском «досье», которые нуждаются в особом внимании.

Пристальное изучение этих «пятен» позволяет уточнить формы заболевания и конкретизировать диагноз армянского национализма. Это позволит понять причины периодической вспышки армянского национал-шовинизма и узреть многие тайные винтики, движущие маховиком армянской пропаганды.

Зададимся вопросом: почему ученые-арменисты пишут «Историю армянского народа», то есть историю этноса, а не «Историю Армении», то есть территории проживания народа? Армянская сторона публикует свою историю под мифологизированым названием – «Потомки Хайка» (Ереван, 1998; авторы – Саркисян Г., Худавердян К., Юзбашян К.), тогда как нет трудов, конкретно показывающих прародину армян, называющих себя хаями…

http://iberiana2.wordpress.com/armenia/həsənov/

Posted in Armenia, ისტორია-History, კავკასია-Caucasus | Leave a Comment »

გუდანის ჯვრის პეტროგლიფი

Posted by iberiana on დეკემბერი 20, 2012

g5  გუდანის ჯვრის პეტროგლიფის კოსმოგონიური  ასპექტები

   ეგვიპტური და ქართველური სამყაროს კავშირებზე პირველი ცნობები ეკუთვნის ისტორიის მამად წოდებულ ჰეროდოტეს, რომლისთვისაც კოლხთა და ეგვიპტელთა მსგავსება ეჭვს არ იწვევდა. ამ მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებს უკრაინელი ენათმეცნიერი ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი– იური მოსენკისი.

ძველეგვიპტურის და პროტოქართველული ენების შედარებითი ლინგვისტური ანალიზის საფუძველზე იგი მივიდა დასკვნამდე, რომ ორი უმთავრესი ეგვიპტური ღმერთი, რომელიც ეგვიპტეში უცხოდ ითვლებოდა, არის ქართველური სამყაროდან შესული. ესენი არიან თოთი და ოსირისი.

ოსირისის ისტორია შინაარსობრივ მსგავსებას ამჟღავნებს ამირანის მითთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამირანის მამას რაჭულ ვერსიაში სირა ქვია. სახელი “სირა” აქამდე გაურკვეველი შინაარსის ცნებას წარმოადგენდა. ჩვენ კი იგი შეგვიძლია დავუკავშიროთ  ძველ ეგვიპტურ სირ-ს, რომელიც ორიონის სახელია.

   შეიძლება დაუჯერებლად მოგვეჩვენოს, მაგრამ ორიონის, თოთის და ეგვიპტის თემას დამამტკიცებელი არგუმენტი მოეძებნება ხევსურეთში…

http://iberiana2.wordpress.com/georgia/goguadze/

Posted in ისტორია-History, საქართველო-Georgia | 1 Comment »

«Кавказ и Сельджуки»

Posted by iberiana on დეკემბერი 12, 2012

Зураб Папаскири – Об Одной Попытке Игнорирования Роли и Места Грузинского Государства на Международной Арене в XII Веке

 Некоторые замечания на книгу Рауфа А. Гусейн-Заде:«Кавказ и Сельджуки»

 Монография известного азербайджанского историка, ведущего научного сотрудника Института Археологии и Этнографии Национальной Академии Наук АР, доктора исторических наук, профессора Рауфа А. Гусейн-заде: «Кавказ и сельджуки» (Баку, «Кавказ», 2010) является фундаментальным и несколько обобщающим исследованием, в котором подытожены многолетние наблюдения учёного в области исторического сельджуковедения. В монографии предпринята попытка освещения взаимоотношений сельджукского мира со странами Кавказа в XI-XII веках. Как отмечено в предисловии научного редактора, данная монография является первой из серии книг посвящённых истории стран и народов Кавказа в составе различных империй, подготовку и издание которых планирует Институт Стратегических Исследований Кавказа. Согласно этого плана за книгой Р. А. Гусейн-заде должны последовать и другие издания: «Кавказ и Византия», «Кавказ и Арабский халифат», «Кавказ и Монгольская империя», «Кавказ и Османская империя», «Кавказ и Россия», в которых по утверждению руководителя этого весьма масштабного и многопланового проекта, известного учёного, предпринимателя и мецената, иностранного члена НАН Грузии, проф. Эльдара М. Исмаилова, будет раскрыта история «взаимоотношений народов Кавказа в составе великих держав, сыгравших существенную роль в формировании региона как единого социально-экономического пространства планеты»…

http://iberiana2.wordpress.com/caucasus/papaskiri/

Posted in ისტორია-History, მეცნიერება, Кавказ | Leave a Comment »

გურამ შარაძე

Posted by iberiana on ნოემბერი 13, 2012

გიორგი შარაძის დოკუმენტური ფილმი “ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება”. ნაწილი I

ნაწილი II

Posted in ემიგრანტები, ისტორია-History, მეცნიერება, შარაძე | Leave a Comment »

ილია ჭავჭავაძე

Posted by iberiana on ნოემბერი 8, 2012

Ilia Chavchavadze

Posted in ისტორია-History, საქართველო-Georgia | Leave a Comment »

Перестройка

Posted by iberiana on ნოემბერი 5, 2012

Сергей Григорьянц –  Открытое письмо Андрею Илларионову, который с отчаянной решимостью защищает Егора Гайдара

Я не хотел быть в Вашей эйфорически возбужденной команде (куда по наивности попали и приличные люди и даже два-три диссидента), поскольку живя не в экономической башне из слоновой кости, а в реальной Москве, видел как Крючков насаждает «многопартийность» в России, а отставник ГРУ Жириновский раз за разом создает еврейскую группу «Шолом», «Демократический союз» для Новодворской, и Либерально-демократическую партию (название взято Крючковым из операции «Трест», да и вся «перестройка» первоначально сконструирована из операций НКВД и Коминтерна для заграницы — полковник КГБ Голицын, бежавший в 1961 году видел и описал этот проект, написанный для Шелепина, а пригодился он Горбачеву). КГБ из которого Ельцин уволил 30 человек из трехсот тысяч ничего не терял и Вы готовы были играть с ним в кремлевские игры, а я — нет.

В Кремль пришли не Крючков и Собчак, который должен был сменить Горбачева (это отдельный любопытный сюжет), а Ельцин с массой советских интеллигентов и «молодых реформаторов». Одна была неприятность — кроме штатных сотрудников и тайной агентуры КГБ, около 50% советских интеллигентов были «доверенными лицами» – с ними можно было без конспиративных квартир и зарплат попить кофе, что-то им посоветовать, что-то узнать. А те, кто не был «доверенным лицом» не продвигался по службе, не ездил заграницу, не издавал книги и даже вообще не печатался, то есть не был «известным интеллигентом», а потому, по преимуществу, не попал в Кремль.

Но к демократии (народовластию) все это не имело никакого отношения…

http://iberiana2.wordpress.com/russia/perestroyka/

Posted in ისტორია-History, პოლიტიკა, რუსეთი-Russia, Россия | Leave a Comment »

მავნე საბჭოთა ტრადიციის ისტორიიდან

Posted by iberiana on ნოემბერი 5, 2012

ნინო ყიფშიძე – დიდი და დღესაც მავნე საბჭოთა ტრადიციის ისტორიიდან

ჟურნალ „საარქივო მოამბეში“ საბჭოთა ციხეებში პატიმრების წამების ფორმებისა და მეთოდების ამსახველი არაერთი სტატია დაიბეჭდა. საარქივო საქმე № 7726-დან ირკვევა, რომ ეს მეთოდები წლებთან ერთად საბჭოთა ხელისუფლებამ კიდევ უფრო „დახვეწა“… „ციხეებში წამების უსაშინლეს ფორმებს იყენებდნენ: რკინის ჯოხებით ცემას, ფოლადის ნემსებისა და მავთულების გარჭობას, ფეხებით ჩამოკიდებას, ანთებული სიგარეტით სხეულის ამოწვას, ცხელი შხაპის ქვეშ გაჩერებას, ჰომოსექსუალურ გაუპატიურებას და ა.შ.“

აღნიშნულ საქმეში, პატიმრის წამების ფორმების გარდა, დეტალურადაა გაშიფრული მთელი სქემა, თუ როგორ ხდებოდა პატიმრების აგენტებად დამუშავება, მათი ჩათრევა და გამოყენება, გამოყენების შემდეგ კი – „ჩამოწერა“, რაც ფიზიკურ განადგურებას ნიშნავდა. ამ თემისადმი მიძღვნილი სტატიები არალეგალურ გამოცემა „საქართველოს მოამბეში“ იბეჭდებოდა…

უფრო ნათელი წარმოდგენის შესაქმნელად დოკუმენტს მცირედი შემოკლებით ვაქვეყნებთ (სტილი დაცულია):

„პატიმრების წამება საქართველოს სსრ ციხეებში

შემდგენელი: ზ. გამსახურდია

საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების კომიტეტს უკანასკნელი სამი წლის მანძილზე უამრავი გაუხსნელი საქმე დაუგროვდა. გამომძიებელთა ცოდნა და გამოცდილება საკმარისი არ აღმოჩნდა ამ საქმეთა გამოსარკვევად და ამიტომ წამების მეთოდების ფართოდ გამოყენება გადაწყვიტეს, რისთვისაც თავად პატიმარ აგენტებს იყენებდნენ…

http://iberiana2.wordpress.com/segm/n-kipshidze/

Posted in გამსახურდია, ისტორია-History, პოლიტიკა | Leave a Comment »

არტანუჯი

Posted by iberiana on ოქტომბერი 30, 2012

ინგა ღუტიძე – არტანუჯის ტოპონიმები _ ისტორიული რეალობის მოწმენი

არტანუჯი ისტორიული საქართველოს, კერძოდ, კლარჯეთის უძველესი ქალაქია. არტანუჯის, როგორც დასახლებული პუნქტის არსებობაზე, ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში მიუთითებენ. კლავდიოს პტოლემაიოსის მიერ ახალი წელთაღრიცხვის II საუკუნის შუახანებში მოხსენიებული ქალაქი არტანისა (Aranissa) ძველ არტანუჯად მიაჩნიათ (გეორგიკა, 1952 : 80; კ. პტოლემაიოსი, 1955 : 46, 59-60).

 ჯუანშერის ცნობით, ვახტანგ გორგასალმა “იხილა კლდე შუა კლარჯეთსა, რომელსა ერქუა არტანუჯი და მოუწოდა არტავაზს, ძუძუმტესა მისსა, და დაადგინა იგი ერისთავად; და უბრძანა, რათა ააგოს ციხე არტანუჯისა . . . ხოლო არტავაზ აღაშენა ციხე არტანუჯისა” (ქართლის ცხოვრება, I, 1955 : 177-178).

  VIII საუკუნეში ციხე აოხრებული და მიტოვებული ყოფილა, რადგან “ქართლის ცხოვრების” მიხედვით: “აშოტ კურაპალატმან პოვა კლდე ერთი, რომელ პირველ ვახტანგ გორგასალს ციხედ აღეშენა, სახელით არტანუჯი; და აოხრებულ იყო ბაღდადელისა მით ყრუობითგან. იგი განაახლა აშოტ და აღაშენა ეგრეთვე ციხედ, და წინა-კერძო მისსა ქუეშეთ აღაშენა ქალაქი. და აღაშენა ციხესა მას შინა ეკლესია წმიდათა მოციქულთა პეტრესი და პავლესი (ქართლის ცხოვრება, I, 1955 : 377).

 ამ დროიდან არტანუჯი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცენტრად და ბაგრატიონთა სატახტო ქალაქად იქცა…

http://iberiana2.wordpress.com/georgia/inga-ghutidze-2/

Posted in ისტორია-History, საქართველო-Georgia | Leave a Comment »

ხობის მონასტერი

Posted by iberiana on აგვისტო 1, 2012

ქართული ისტორიული ძეგლები

https://iberiana.wordpress.com/about/heritage/#10

Posted in ისტორია-History, კულტურა, საქართველო-Georgia, Heritage | Leave a Comment »

ბაგრატი

Posted by iberiana on აგვისტო 1, 2012

ქართული ისტორიული ძეგლები

https://iberiana.wordpress.com/about/heritage/#7

Posted in ისტორია-History, კულტურა, Georgia, Heritage | Leave a Comment »

Памятники

Posted by iberiana on ივლისი 23, 2012

Posted in ისტორია-History, Кавказ, Georgia | 2 Comments »

საინფორმაციო ომი

Posted by iberiana on ივლისი 13, 2012

თამარ ბელქანია, ტარიელ ფუტკარაძე – საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ

მსოფლიოს გეოპოლიტიკურ სივრცეში ცენტრალური ადგილი უჭირავს ევრაზიას; ევრაზიაში ერთ-ერთი გამორჩეულად სტრატეგიული რეგიონია კავკასია; კავკასიაში კი საქართველო, როგორც თანამედროვე საზღვაო, სახმელეთო და ენერგორესურსების მაგისტრალების თავმოყრის ადგილი.

1801 წლიდან 1990 წლამდე საქართველოს გეოპოლიტიკურ სიმძლავრეებს ფაქტობრივად მართავდა რუსეთი. მე-20 საუკუნის 80-იან წლებში დასავლეთთან გეოპოლიტიკურ ჭიდილში სუსტდება რუსეთის იმპერია (საბჭოთა კავშირი). ამ ფონზე საქართველოში ძლიერდება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელიც ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით ლეგიტიმური გზით მოდის საქართველოს ხელისუფლებაში. კანონიერად არჩეულმა ხელისუფლებამ 1991 წლის 31 მარტის საერთო-სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა.

დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშენი დადგნენ ფაქტის წინაშე: საქართველომ დღის წესრიგში დააყენა კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკური სიტუაციის შეც-ვლის აუცილებლობა. კერძოდ, საქართველოს ყველა კუთხის მოსახლეობამ 1991 წლის 9 აპრილის “დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით” მთელ მსოფლიოს აჩვენა: ერთიან საქართველოს სურს, თავად აკონტროლოს საკუთარი გეოპოლიტიკური სივრცე. პარალელურად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოში მყოფი რუსეთის ჯარი ოკუპანტად გამოაცხადა. რუსეთი არ შეეგუა საქართველოდან წასვლის პერსპექტივას. მიუხედავად წარმატებული რეფერენდუმისა და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის გამოცხადებისა, 1991-93 წლებში საქართველო აიძულეს მაინც რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეში დარჩენილიყო; კერძოდ, დასავლეთისა და რუსეთის რამდენიმეწლიანი “ჭიდილის” შემდეგ აღმოსავლეთი ევროპა და ბალტიის ქვეყნები მოექცა დასავლეთის გეოპოლიტიკურ ველში, კავკასია, უკრაინა, მოლდოვა და შუა აზია კი დარჩა რუსეთის ფაქტობრივ მფლობელობაში…

 http://iberiana2.wordpress.com/georgia/belkania-putkaradze/

Posted in იდეოლოგია, ისტორია-History, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

Армянский Миф

Posted by iberiana on ივლისი 12, 2012

Президент Франции снова собрался карать за отрицание армянской сказки

Президент Франции Олланд готовит новый закон, вводящий кары за отрицание армянской лжи о выдуманном ими «геноциде» турками.

Подготовка такого закона, напомнила была одним из предвыборных обещаний Олланда армянским иммигрантам во Франции.

Предыдущий проект безумного закона, предусматривающего кару за отрицание армянской выдумки в виде тюрьмы и крупного штрафа, был подготовлен в 2011 году при предшественнике Олланда на посту президента Франции, уголовнике Саркози.

После того, как в декабре 2011 года законопроект был одобрен нижней палатой парламента, Турция объявила о приостановке сотрудничества с Францией в военной, политической и экономической сферах. В январе 2012 года такое же решение приняла и верхняя палата турецкого парламента. Однако в феврале 2012 года проект армянского «закон»а был признан конституционным советом Франции нарушающим право граждан на свободу слова…

http://iberiana2.wordpress.com/v-mire/#18

Posted in Armenia, ისტორია-History, მსოფლიო, პოლიტიკა | Tagged: , , , | 9 Comments »

Неизвестный Кавказ

Posted by iberiana on ივლისი 3, 2012

Posted in ისტორია-History, საქართველო-Georgia, Кавказ | Leave a Comment »

Kарта Грузии. 1823

Posted by iberiana on მაისი 28, 2012

Общая карта Грузии. Изображение почтовой и основных дорог, станций и расстояний между ними в верстах: Согласно последним проверенным сведениям в Санкт- Петербурге в 1823 г.

Общая карта Грузии. Изображение почтовой и основных дорог, станций и расстояний между ними в верстах: Согласно последним проверенным сведениям в Санкт- Петербурге в 1823 г.

Posted in ისტორია-History, პოლიტიკა, საქართველო, Georgia | 1 Comment »

ბრძოლა დავით გარეჯისათვის

Posted by iberiana on მაისი 20, 2012

ბერთუბანი

ზვიად გამსახურდიას ბრძოლა დავით გარეჯისათვის

არტილერია ანადგურებს ფრესკებს

დიდი ქართველი მეცნიერი დ. ჩუბინაშვილი თავის წიგნში “დავით გარეჯის ქვაბური მონასტრები” (თბილისი, 1948) უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს დავით გარეჯის ფრესკებს ქართული ხელოვნების ისტორიაში. კერძოდ, იგი წერდა ბერთუბნის შესახებ: “ამრიგად, ბერთუბნის ფერწერის მნიშვნელობა მხოლოდ მის მხატვრულ თვითღირებულებაში როდი მდგომარეობს, რომლის კოლორიზმი და გამომსახველობითი ძალა განუმეორებელია, არამედ ამ ფრესკებს დიდი მნიშვნელობა აქვთ აღმოსავლეთის ხელოვნების როგორც ქრისტიანულის, ისე მუსულმანურის ისტორიისათვისაც, მისი განვითარებისა და დინამიკის შესწავლისას” (გვ. 71).

დიდი მეცნიერის ეს სიტყვებიც რომ არ ყოფილიყო, დღეს ყოველი ცივილიზებული ადამიანისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ შუასაუკუნოებრივი კულტურის ძეგლთა განადგურება არტილერიის ცეცხლით არნახული დანაშაულია, ვანდალიზმისა და ბარბაროსობის მწვერვალი.

დავით–გარეჯის, განსაკუთრებით ბერთუბნის გამოქვაბულების მდგომარეობა ცხადყოფს, რომ გარდა ჭურვების აფეთქებებით გამოწვეული დეტონაციებისა, ეს გამოქვაბულები დაანგრიეს პირდაპირი დამიზნებით ნატყორცნმა ჭურვებმა…

http://iberiana2.wordpress.com/georgia/teritory-2/#4

Posted in ეროვნული მთავრობა, ისტორია-History, პოლიტიკა | Tagged: , , , | Leave a Comment »

Давид-Гареджи

Posted by iberiana on მაისი 13, 2012

დავითგარეჯი. Давид-ГареджиАзербайджанские пограничники вторглись на территорию Давид-Гареджи

12.05.2012. Азербайджан выдвинул своих пограничников в район уникального исторического объекта – монастырского комплекса Давид-Гареджи в 60 километрах к юго-востоку от Тбилиси. Комплекс представляет собой монастырь построенный на горе и частично вырезанный в скалах. Территория монастыря находится как раз в районе границы между Грузией и Азербайджаном, появление здесь азербайджанского пограничного поста стало неожиданностью.

О появлении в районе монастыря азербайджанских пограничников стало известно из репортажа грузинской телекомпании “Маэстро”, в котором журналисты сослались на грузинских монахов живущих в Давид-Гареджи. По словам монахов, азербайджанские пограничники закрыли часть монастырского комплекса для грузинских туристов…

http://iberiana2.wordpress.com/georgia/teritory-2/#3

Posted in ისტორია-History, პოლიტიკა, რელიგია, სიახლე | 1 Comment »

ახალქალაქი

Posted by iberiana on მაისი 4, 2012

დევი ბერძენიშვილი – ახალქალაქი ჯავახეთისაი

 „… სომხების მწიგნობარნი მაინც თავისას იძახიან და ბინას იკეთებენ იქ, საცა არ ჰქონიათ… სწადიანთ ქვეყანა დააჯერონ, ვითომც უფლება მიუძღვით ამ ადგილებში ბინის დადებისა“.

ილია ჭავჭავაძე, „ქვათა ღაღადი“

 1992 წელს სერიით „სომხური ისტორიული დასახლებანი” ერევანში გამოიცა ბუკლეტი „ახალქალაქი“, რომელიც გამოუქვეყნებია სომხური არქიტექტურის შემსწავლელ ორგანიზაციას სომხურ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. იგი შეიცავს მცირე ტექსტს (დაახლოებით 2 გვერდს); 12 ფოტოსურათს, ეკლესიის გეგმის ერთ ნახაზს, პატარა რუკას და უახლოეს ხანებში გამოსაცემ ამგვარსავე ბუკლეტების სიას, სადაც ჩამოთვლილია დასახელებული პუნქტების სახელები.

ტექსტში, რომლის ავტორი ჩვენთვის უცნობია, განსაზღვრულია ჯავახეთის ახალქალაქის მდებარეობა; ნათქვამია, რომ სომხური მოსახლეობა იქ IX-X საუკუნეებიდანაა; მოტანილია XI და XIII საუკუნეების ორი სომეხი ისტორიკოსის ცნობა ახალქალაქის შესახებ; ნახსენებია ერთი ფაქტი მისი აოხრებისა XV საუკუნეში და ახალქალაქის დაპყრობა ოსმალთა მიერ; ტექსტის შემდგომი ნაწილი ეძღვნება რუსეთის მიერ ახალქალაქის შემოერთებას და იქ სომხების გადმოსახლებას ოსმალეთიდან XIX საუკუნეში (აქ სისრულითაა აღწერილი სომხების მიერ ახალი ქალაქის გაშენებისა თუ მოწყობის ამბები); ბოლოს კი აღნიშნულია, რომ ძველი ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საფლავის ქვა 1501 წლისა, ახალ ეკლესიაში ჩაშენებული ხაჩქარი 1289 წლისა და ქალაქის მახლობლად მდებარე ეკლესია XII-XIII საუკუნეებისა მოწმობენ სომხური დასახლების აქ არსებობას აღნიშნულ საუკუნეებში…

http://iberiana2.wordpress.com/armenia/akhalkalaki/

Posted in ისტორია-History, პოლიტიკა, საქართველო-Georgia, ჯავახეთი-Javakheti | 3 Comments »

«Геноцид армян»

Posted by iberiana on აპრილი 30, 2012

Вашингтон подал плохой знак для армянского лобби

В Армении продолжают обсуждать политические итоги мероприятий, посвященных очередной – на сей раз 97-й – годовщине так называемого «геноцида армян». Конечно, в любой стране мира выражение «политические итоги траурных мероприятий» в честь почти что столетней годовщины того или иного события звучало бы как абсурд. Но 24 апреля для Армении – это прежде всего «смотр сил» того самого армянского лобби. А вот насколько впечатляющими эти итоги оказались – вопрос по меньшей мере открытый.

Прорыва в «признании геноцида» не произошло. Мероприятия, посвященные 24 апреля, в Вашингтоне не посетил ни один из кандидатов в президенты США – а это для армянского лобби очень плохой знак. Относительным утешением мог бы служить тот факт, что оба ведущих кандидата на пост президента Франции – и Николя Саркози, и Франсуа Олланд – успели пообещать, что в случае их победы отрицание «геноцида» во Франции станет наказуемым, но у армянских экспертов уже была возможность убедиться, что между предвыборными обещаниями и их выполнением есть разница.

Сегодня, судя по многим признакам, в Армении делают ставку на рост ультраправых и антиисламских настроений в Европе…

http://iberiana2.wordpress.com/armenia/genocide/

Posted in Armenia, ისტორია-History, პოლიტიკა | 7 Comments »