Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Archive for the ‘2013’ Category

რიჩარდ მაილსის ინტერვიუ – 24.11.2013

Posted by iberiana on მარტი 1, 2023

აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი ინტერვიუში საუბრობს “ვარდების რევოლუციაზე”, აგვისტოს ომზე და სააკაშვილზე.

Posted in 2013, ვიდეო, პრობლემა | Tagged: , , , | Leave a Comment »

ცოტნე გამსახურდიას ინტერვიუ

Posted by iberiana on ნოემბერი 17, 2019

ცოტნე გამსახურდიას ინტერვიუ ვანიჩკასთან.
მონტაჟის გარეშე

Posted in 2013, გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ალიკო ცინცაძე – ქართული ჰემეტრია

Posted by iberiana on ივლისი 19, 2014

ქართული ენის დაფარული საიდუმლოებანი – ქართული ჰემეტრია

 

პროფესორ, ალიკო ცინცაძის მოხსენება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში. 05 12 13
თემა: იოანე ზოსიმეს ,,ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაის” ჰემეტრიული საიდუმლო შიფრი და მისი ახსნა.

Posted in 2013, ანბანი, მეცნიერება | Tagged: , | Leave a Comment »

მეტალურგიის სათავეებთან

Posted by iberiana on იანვარი 16, 2014

მიშა მეფარიშვილი – დისკუსია საყდრისის მნიშვნელობისა და მომავლის შესახებ

15 იანვარს კლუბში “ფრონტლაინ საქართველო” გაიმართა დისკუსია სახელწოდებით “მეტალურგიის სათავეებთან, საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს წარსული და მომავალი’.

 დისკუსიაზე, რომელსაც არქეოლოგი გიორგი მინდიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია “მწავენ ალტერნატივას” აღმასრულებელი დირექტორი ნინო გუჯარაიძე ესწრებოდნენ, ისაუბრეს საყდრისის არქეოლოგიური ობიექტის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/sakdrisi/

 

Posted in 2013, არქეოლოგია, საგანძური, საყდრისი, სიახლე | Leave a Comment »

საყდრისის გადასარჩენად

Posted by iberiana on იანვარი 10, 2014

აქცია RMG gold-ის წინააღმდეგ. 10 იანვარი, 2014

MG gold – ის მიერ საყდრისის საბადოზე უნებართვო სამუშაოების დაწყება სტუდენტებმა და არასამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კომპანიის ოფისის წინ გააპროტესტეს. აქციის მონაწილეთა თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გაფრთხილების მიუხედავად, კომპანიას უკანონო სამუშაოების განხორციელება უკვე დაწყებული აქვს.

***

2012 წლის  ივნისში მადნეული და კვარციტი რუსულმა კომპანია „კაპიტალ ჯგუფმა“ იყიდა.
ეს გარიგება მოხდა იმ პირობებში, როდესაც საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს ქონდა ძეგლის სტატუსი და იქ მოპოვების იმედი კომპანიას არ უნდა ჰქონოდა.
დღეს ეს კომაპანია აცხადებს, რომ თუკი ძეგლის განადგურების უფლებას არ მისცემენ, საწარმო ვერ გააგრძელებს ფუნქციონირებას. (თუ ვერ გააგრძელებს, უკან დააბრუნოს!)

https://iberiana.wordpress.com/iberiana/sakdrisi/

Posted in 2013, არქეოლოგია, ისტორია-History | Leave a Comment »

მამა გაბრიელი

Posted by iberiana on იანვარი 7, 2014

d8a247e421cf[1]“ჩემს საფლავზე ნახევარი საქართველო მოვა”

კახაბერ კენკიშვილი: თითქმის ოცდახუთი წელი გავიდა მამა გაბრიელის გარდაცვალებიდან. მას მერე ბევრი ითქვა და დაიწერა ამ წმინდა ბერზე. თითქოს რა უნდა ითქვას ახალი? მაგრამ, როცა ამ სტატიას ვამზადებდი, ბევრი ისეთი მარგალიტი “აღმოვაჩინე” მასზე დაწერილ მოგონებებსა თუ საკუთარ მეხსიერებაში, მიხარია, მათ შესახებ რომ უნდა მოგითხროთ.

სიმდაბლე
ენით აუწერელი სიმდაბლე ჰქონდა ბერ გაბრიელს. როცა საცხოვრებლად სამთავროს დედათა მონასტერში გადავიდა, სენაკად ხის ძველი საქათმე აირჩია.”აქ გაბრიელ ბერმა უნდა იცხოვროს და არავინ გაბედოს შესვლაო,”- გამოუცხადა დედებს. მორჩილებმა ჩუმად დაასუფთავეს საქათმე, სადაც ზამთარში ორპირი ქარი უბერავდა და საშინლად ყინავდა, მაგრამ ეს არ აღელვებდა.”ნუ დარდობ, – უთხრა თავის მორჩილს, – მე არც სიცივე მაწუხებს და არც სიცხეს ვგრძნობო.”მას არც კაცთა ქება ურღვევდა სიმშვიდეს და არც მათმიერი ძაგება. მაშინ როცა გონებანაკლული ადამიანები ქვებს ესროდნენ და “ჩიე-ჩიეს” ეძახდნენ, მშვიდად ეტყოდა ხოლმე, -”ხო, ჩიე-ჩიე ვარო” და დაიწყებდა ბალახის ჭამას…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/mama-gabrieli/

Posted in 2013, რელიგია | Leave a Comment »

Папаскири – МОЯ АБХАЗИЯ

Posted by iberiana on იანვარი 7, 2014

22748_100971009935891_2935265_n[1]Зураб Папаскири – МОЯ АБХАЗИЯ

ВОСПОМИНАНИЯ И РАЗМЫШЛЕНИЯ. 1976-1993

Идея написания воспоминаний об Абхазии давно витала в моих мыслях. Ещё в начале 1994 года, когда я выбрался из «Абхазского плена», на фоне ещё свежих впечатлений, вроде бы попытался перенести на бумагу мои рассказы (в разных аудиториях) о перипетиях 100-дневного вынужденного пребывания в Изоляторе временного содержания МВД Абхазии. Однако тут я натолкнулся на одну «преграду» – невозможно было рассказать о том, что происходило вокруг меня во время нахождения в заточении изолированно от «абхазского периода» моей биографии в целом. А к написанию подобного рода «обобщающих мемуаров» я тогда явно не был готов, да и считал это преждевременным. Так шли годы и я всё откладывал написание «мемуаров» на будущее, но, совершенно внезапно для меня, подвернулся случай, который как бы вынудил меня сесть за письменный стол (правильнее за компьютер) и, наконец-то, приступить к написанию «мемуаров»…

http://iberiana2.wordpress.com/abkhazia/papaskiri-6/

Posted in 2013, Abkhazia, ისტორია-History | Leave a Comment »

ხუდონჰესის ეკონომიკური ეფექტი

Posted by iberiana on დეკემბერი 18, 2013

ხუდონჰესის ეკონომიკური ეფექტი (დ) – სტუდია რე

ვისთვის შენდება ხუდონჰესი? ვისთვის უნდა დაიტბოროს ხაიში? ქართველებისთვის – არა!

ხუდონჰესის გამომუშავებული ენერგიის მხოლოდ 3% დარჩება საქართველოს!

Posted in 2013, ხუდონჰესი | Leave a Comment »

ქართული პუტინიადა

Posted by iberiana on დეკემბერი 15, 2013

put da ebraelebiგლახო კარგარეთელი – ქართული პუტინიადა

 ქართულმა სამაუწყებლო საშუალებებმა ამჯერადაც “გაგვახარეს”, 2013 წლის 9 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო „BETSY’S HOTEL“-ის საკონფერენციო დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია ისტორიულმა მემკვიდრეობამ მის მიერ გამოცემული მორიგი წიგნის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც უცნობი პუტინი ჰქვია.
სამაუწყებლო საშუალება „საქინფორმი“ გვაუწყებს რომ „წიგნის“ პრეზენტაციას ეწრებოდნენ სამეცნიერო ინტელიგენციის წარმომადგენლები … ჩვენებურად, ნამდვილ ქართულად კი რუსეთის იმპერიის საიმედო დასაყრდენი საქართველოში – რუსეთის მეხუთე კოლონა…

საქინფორმი გვაუწყებს შემდეგს: „წიგნიუცნობი პუტინიუნიკალურია იმით, რომ ეს –  საქართველოში გამოსული პირველი გამოცემაა ვლადიმერ პუტინზე ქართულ ენაზე. კრებულის სათაური – „უცნობი პუტინი“ – ნათლად მეტყველებს მისი გამოცემის მიზანზე: რაც შეიძლება სრულად და მართლად გააცნოს ფართო ქართულ საზოგადოებრიობას დიდი რუსეთისმეზობელი სახელმწიფოს, საქართველოს ისტორიული მფარველის ხელმძღვანელის პიროვნება

მაშ ასე, ვისთვისაც უცნობია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ახლა გაგაცნობთ მას…

სრულად:  http://iberiana2.wordpress.com/georgia/putiniada/

Posted in 2013, პოლიტიკა, პუტინი, რუსეთი-Russia | Leave a Comment »

კვლავ საყდრისი

Posted by iberiana on დეკემბერი 2, 2013

 ნინო მიქიაშვილი – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში 9 დეკემბერს საყდრისის ოქროს მაღაროზე იმსჯელებენ

wokerსაყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს ირგვლივ 9 დეკემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართულ მხარესთან ერთად იმსჯელებენ. პარალელურად, გერმანული მხარე მზადყოფნას აცხადებს საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროსთვის საერთაშორისო ექსპერტიზის ჩატარება უზრუნველყოს, რაზეც საქართველოს კულტურის სამინისტროსგან წერილობითი თანხმობა მიიღო. ამ ორი საკითხის ირგლივ გერმანიიდან მოსული დოკუმენტი გერმანიის საელჩომ უკვე გადასცა საგარეო საქმეთა სამინისტროს. ამასთან, საელჩომ გერმანულ მხარეს საქართველოს კულტურის სამინისტროს თანხმობაც მიაწოდა. ესაა ჩემს მიერ  მოპოვებული, არაოფოციალურად დადასტურებული ინფორმაცია.
ამ მასალის მეორე ნაწილში შეგიძლიათ გაეცნოთ ფოლკსვაგენის ფონდიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გამოგზავნილი წერილის შინაარსს…

Posted in 2013, ისტორია-History, საყდრისი | Leave a Comment »

კვლავ მეჩეთების შესახებ

Posted by iberiana on ნოემბერი 30, 2013

azizალექსანდრე სანდუხაძე – „ყველა ადამის შვილი ვართ, თათარიც ჩვემი ძმა არი“,  მაგრამ „უპირველესად ვაღმერთებ ქართველს“!

გასულ წელს ჩვენი საზოგადოების სამართლიანი ვნებათღელვა გამოიწვია საქართველოში ოსმალეთის სულთნის აზიზეს მეჩეთის მშენებლობის საკითხმა. მაშინ სააკაშვილის რეჟიმმა საზოგადოებრივ აზრს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და მისთვის ჩვეული ყალთაბანდობით უკანა პლანზე გადასწია საკითხი.

ხარობდა ობივატელი, გავიმარჯვეთო, მაგრამ ვაი, რომ ხანმოკლე აღმოჩნდა ეს სიხარული.

როცა ჩვენმა მრავლისმნახველმა ელექტორატმა გზა განუმზადა ოცნებების სინამდვილედ ქცევის პროცესს, ისევ ამ ვნებათაღელვის წინაშე აღმოჩნდა. ჩვენი ქვეყნის ახალი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ეახლა რა ოსმალოს, სიგელ-გურჯზე ხელმოწერით დასტურ უყო სულთან აზიზესათვის საძულველ გურჯისტანში მისი სახელობის მეჩეთის აღმართვას…

ჩვენ, რა თქმა უნდა არა ვართ უცხოთ მოძულე. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს უცხო და გადამთიელი ჩვენსავე სამშობლოში ჩვენს თვითმყოფადობას, ჩვენს მომავალს ემუქრება, ჩვენ იძულებული ვხდებით დავიცვათ თავი ძალმომრეობისაგან!

საქართველოში საკმარისი მეჩეთი და სამლოცველო სახლია იმისათვის, რომ მაჰმადიანებმა აღასრულონ თავიანთი ღვთისმსახურება, და თუ ეს არ ყოფნით და მეტი სურთ, მაშინ გზა ხსნილია, დაუბრუნდნენ თავიანთ ისტორიულ სამშობლოებს, სადაც უფრო მეტი რაოდენობის მეჩეთი ელით!

სრულად: https://iberiana.wordpress.com/ganmatavisuflebeli/sandukhadze/

Posted in 2013, მსოფლიო, პოლიტიკა, რელიგია | Leave a Comment »

მეუფე გრიგოლ დადიანი

Posted by iberiana on ნოემბერი 28, 2013

Posted in 2013, ისტორია-History, რელიგია, საამაყო ქართველები | Leave a Comment »

ნუთუ ისევ დიდთურქობის ხანა გველის?

Posted by iberiana on ნოემბერი 22, 2013

ალექსანდრე სანდუხაძე – ნუთუ ისევ დიდთურქობის ხანა გველის?

ბოლო დროს კვლავ აქტუალური გახდა ე. წ. თურქი-მესხების საკითხი, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია საქართველოს თავზე დამოკლეს მახვილად ჰკიდია.

ცოტა რამ მათ შესახებ:

XVIII საუკუნის შუა წლებშიც კი ისტორიული მესხეთის მოსახლეობა კვლავ ქრისტიანი ქართველები იყვნენ. მაჰმადიანობას ისევ და ისევ მხოლოდ ფაშას გარემოცვა აღიარებდა, რომლებიც თანამედროვე ახალციხის, ასპინძისა და ახალქალაქის მიდამოებში იყვნენ თავმოყრილნი. შემდგომ პერიოდში ხდებოდა სხვადასხვა ოსმალო ტომების ჩამოსახლება საქართველოს ამ ძირძველ ისტორიულ მიწა-წყალზე.

ჯერ კიდევ 1919 წელს მესხეთში მცხოვრები თურქები აჯანყდნენ საქართველოს ახლადფეხადგმული დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს ომი წამოიწყეს თურქეთის საიდულო სამსახურების წაქეზებით,მომზადებითა და დახმარების მეშვეობით, რომლებსაც თურქეთის სახელმწიფო უმაგრებდა ზურგს. თურქეთის საიდუმლო სამსახურები მესხეთში მცხოვრებ თურქებს მესხეთის თურქეთთან მიერთებას ჰპირდებოდა.

საბედნიეროდ დამოუკიდებელ საქართველომ შესძლო ამ აჯანყების ჩაქრობა…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/turqi-mesxebi/sandukhadze/

Posted in 2013, მესხეთი-Meskheti, პოლიტიკა | Leave a Comment »

არა ხუდონჰესს!!!

Posted by iberiana on ნოემბერი 11, 2013

არა ხუდონჰესს!!! საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ. თბილისი, 9 ნოემბერი, 2013

Posted in 2013, ხუდონჰესი | Leave a Comment »

არა ხუდონჰესს!!!

Posted by iberiana on ნოემბერი 4, 2013

არა ხუდონჰესს!!! საპროტესტო აქცია ხაიშში. 3 ნოემბერი 2013

Posted in 2013, ეკოლოგია, ენერგეტიკა | Leave a Comment »

გიგანტური ჰესები

Posted by iberiana on ნოემბერი 3, 2013

გია თვალავაძე -“გიგანტური ჰესები – კეთილდღეობა თუ უბედურება”

giganturi__[1]ბოლო პერიოდში დიდ დისკუსიას იწვევს ხუდონჰესის მშენებლობის დილემად ქცეული თემა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ენერგეტიკის სამინისტროს თანამდებობის პირები და ექსპერტების გარკვეული ჯგუფი თავიანთ გამოსვლებში გვარწმუნებენ ხუდონჰესის დაკონსერვებული მშენებლობის განახლების აუცილებლობაში, რასაც საქართველოს ენერგეტიკისა და ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევენ.

აღნიშნული წერილის მიზანია მედიასივრცეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალება მივიღოთ, რათა უფრო უკეთ განვსაჯოთ გიგანტური ჰესების მშენებლობა საქართველოსთვის სიკეთის მომტანია, თუ უბედურების. ამის შემდგომ, ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან საკითხში გათვითცნობიერებულმა საზოგადოებამ არავის არ უნდა დააშვებინოს ის საბედისწერო შეცდომა, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს საქართველოს. აკი, თავად ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მთავრობა საზოგადოების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა პირიქით.

ენერგოდამოუკიდებლობა რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაც მის გარეშე შეუძლებეელია, ეს აქსიომატური ჭეშმარიტებაა და ამაზე არ ვდაობთ, მაგრამ ელექტროენერგიით ქვეყნის უზრუნველსაყოფად აუცილებელია თუ არა გიგანტური ჰესების მშენებლობა, აქ კი ისმის კითხვები და ამ კითხვებს პასუხის გაცემა სჭირდება. სწორი პასუხი კი აღნიშნულ სფეროში ღრმად ჩახედვის გარეშე ვერ მოიძებნება…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/gia-tvalavadze/

Posted in 2013, ენერგეტიკა, ხუდონჰესი | Leave a Comment »

მეცნიერული დასკვნები არ აინტერესებთ

Posted by iberiana on ნოემბერი 3, 2013

“მეცნიერული დასკვნები არ აინტერესებთ და “ხუდონჰესის” აგებას მაინც აპირებენ. ჩანს მიზეზი მხოლოდ ერთია – ზოგიერთს უნდა ხელი მოითბოს”

xudoni_7509_[1]“ქვეყანაში დაგეგმილია 14 დიდი ჰესის აშენება. 14 დიდი ჰესის აშენების იდეა პირველად მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფურ გონებაში დაიბადა. სამწუხაროა, რომ ახალი მთავრობაც ეთანხმება მის კაპრიზს. 14 დიდი ჰესი საქართველოს დატბორვას გამოიწვევს. ბატონმა კახა კალაძემ მინისტრად დანიშვნისას საინტერესო განცხადება გააკეთა – პრინციპულად განაცხადა, რომ საქართველოში აიგებოდა მხოლოდ მცირე ჰესები. ეს განცხადება მომეწონა, მაგრამ სამწუხაროა, რომ სწრაფად შეიცვალა აზრი. ახლა ის თანახმაა დიდი ჰესების აშენებაზე. სამწუხაროა, რომ ის ისე დაჟინებით უჭერს მხარს “ხუდონჰესის” აშენებას”, – აცხადებს გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ელენე აბაშიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ელენე აბაშიძე: “მთელ საქართველოს დატბორვა ემუქრება“…

“ამ ჰესის აშენებით დატბორვა ემუქრება არა მხოლოდ 7 სოფელს, მიმდებარე ფართობებსაც, საფლავებს, სალოცავებს. ვერავითარი კომპენსაცია ვერ გამოასწორებს იმ მორალურ და ეკონომიკურ დანაკლისს”…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/khudoni/#7

Posted in 2013, ენერგეტიკა, ხუდონჰესი | Leave a Comment »

Саудовская Аравия

Posted by iberiana on აგვისტო 29, 2013

Саудовская армия приведена в состояние полной боевой готовности

100190_1[1]Армия Саудовской Аравии приведена в состояние полной боевой готовности на фоне заявлений стран Запада о намерении нанести удар по Сирии, сообщают арабские СМИ.

Центр управления саудовскими сухопутными войсками отдал приказ всем воинским частям постоянно направлять отчеты о состоянии их боеготовности.

Ранее некоторые страны Запада, а также Турция высказались за интервенцию в Сирию вслед за очередным обострением ситуации в стране. Глава МИД Турции срочно вылетел в Эр-Рияд для интенсивных консультаций с саудитами.

Американский телеканал NBC со ссылкой на официальные источники сообщил, что удар по Сирии может быть нанесен уже в четверг, 29 августа. Другие западные СМИ конкретных дат не называют, по-прежнему ограничиваясь предположениями, что военная операция будет проведена в ближайшие дни…

http://iberiana2.wordpress.com/v-mire/#23

 

Posted in 2013, მსოფლიო, პოლიტიკა, В мире, Сирия | Leave a Comment »

В МИРЕ

Posted by iberiana on აგვისტო 29, 2013

100119_1[1]ЛОНДОН. Сирию можно атаковать и без поддержки СБ ООН

МИД Великобритании заявляет о возможности атаковать Сирию и без поддержки всех членов Совета безопасности ООН. Глава Форин-офиса считает, что Совбез «не хочет брать ответственность за разрешение кризиса в Сирии»….

ФРАНЦИЯ угрожает силовой реакцией на химические бомбежки в Сирии в обход вето России в ООН

Если факт применения Дамаском химического оружия будет подтвержден, международному сообществу следует ответить на него «силовым решением», которое, тем не менее, пока что полностью исключает отправку наземных сил. Такова позиция министра иностранных дел Франции, пишет «Фигаро».

 Если факты будут подтверждены, пришло время действовать, заявил Лоран Фабиус в четверг утром по RMC. Министр иностранных дел подчеркнул необходимость «силовой реакции» основных западных стран на бойню с возможным применением химического оружия…

Асад применил химическое оружие. Более 1 тысячи мирных жителей убиты

В ночь на среду режим Асада применил ракеты с химической начинкой против мирных жителей восточного пригорода Дамаска Гута.

Первоначально сообщалось о 500 убитых. Однако позже пришло сообщение о 1 тысячи 188 отравленных войсками Асада мирных жителей…

http://iberiana2.wordpress.com/v-mire/#22

Posted in 2013, მსოფლიო, В мире, Сирия | Tagged: | Leave a Comment »

Казус Сноудена

Posted by iberiana on აგვისტო 28, 2013

Edward_Snowden-2[1]Михаил Герасимов – КАЗУС  СНОУДЕНА

Да все ясно с этим Сноуденом! Жил себе поживал в США успешный, талантливый, обеспеченный юноша. Только была у него невинная и вполне свойственная его возрасту особенность: он всегда носил розовые очки. В один, далеко не прекрасный для него день они разбились, а поранившие глаза осколки сделали окружающее черным. Дальнейшее поведение Сноудена известно: паника, безрассудные шаги, судорожные движения. Конечно, Америка ― далеко не рай земной. Кто бы спорил? Но ведь на земле рай невозможен в принципе. Не поспоришь и с тем, что стратегические противники Америки или даже просто заклятые враги ее базовых ценностей сами в тысячу раз хуже. Хуже в том числе и тем, что так возмущало Сноудена дома: стремлением осуществлять тотальный контроль над собственным населением. Все по Черчиллю: «Демократия — наихудшая форма правления, за исключением…» Конец фразы чуть ли не каждый знает.

Очень многие как в США, так и за их пределами считают поступок Сноудена не изменой, а проявлением героизма. Он, мол, боролся за конституционные права соотечественников, за невмешательство государства в их частную жизнь. Пусть так, не будем слишком вдаваться в этот вопрос. Сосредоточимся на том, что было после. А после-то и была самая настоящая, гнусная измена! Заметавшийся в панике Сноуден предал именно те идеалы и принципы, которые вроде бы вызвался отстаивать…

http://iberiana2.wordpress.com/russia/gerasimov-10/

Posted in 2013, Россия | Leave a Comment »

პარაზიტები ხრწნიან ევროპას

Posted by iberiana on აგვისტო 27, 2013

პარაზიტები ხრწნიან ევროპას: პატიმრობა პორნო გაკვეთილის გაცდენისთვის. ვიდეო 

porno_gaqvetilebi[1]პორნო გაკვეთილიბავშვების იძულება ველურ დასავლეთში ადრინდელი ასაკიდანვე ისწავლონს სექსის ანბანი და დაკავდნენ სექსით უმძიმესი დანაშაულია ადამიანთა წინაშე. ამგვარ ბავშვებს უაზროდ ეხარჯებათ სასიცოცხლო ენერგია, და საკმაოდ შესამჩნევად უნელდებათ ევოლუციური განვითარება…

ევროპაში, სასკოლო პროგრამაში აუცილებელ საგნად შემოტანილია პორნოგაკვეთილები. როგორ არის შესაძლებელი აბსურდი ნორმა გახდეს? რატომ დაუშვა საზოგადოებამ, რომ ეს, პრინციპში, შესაძლებელი გახდა?

სექსუალური “განათლება” დამწყები კლასებიდან – ეს არ გახლავთ ბავშვების გახრწნის კიდევ ერთი ვარიანტი, არამედ სერიოზული შეტევა ბავშვების ფსიქიკაზე. არც ისე დიდი ხნის წინ, გერმანიაში ათეულობით მოზარდი მეექვსეკლასელი სასწრაფოდ გაწერეს ჰოსპიტალში ამგვარი გაკვეთილის შემდეგ, დანარჩენები წინაშოკურ მდგომარეობაში იყვნენ.

კიდევ ერთი შემთხვევა, ოღონდ უკვე გაგრძელებებით, მოხდა იმავე გერმანიაში. მეოთხე კლასის მოსწავლე გოგონა ცუდად გახდა პორნოგაკვეთილზე, მაგრამ კლასიდან გავიდა. ამისთვის მის მშობლებს პასუხისგება უწევთ სასამართლოში…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/sodom/zneoba/#10

Posted in 2013, ზნეობა, იდეოლოგია, მსოფლიო | Leave a Comment »

Петербург не Россия

Posted by iberiana on აგვისტო 20, 2013

l3bu0PTA-Os[1]Жители Нюена начинают кампанию против Москвы – «Петербург не Россия»

После нелестного высказывания топ-менеджером путинского телеканала в адрес столицы Ингрии и её жителей и ряда других чекистских выпадов, регионалисты и обычные «мыслепреступники» Северной столицы приняли решение начать кампанию сопротивления Кремлю под лозунгами «Петербург — не Россия» и «Хватит кормить Москву».

Об этом сообщает ресурс «Свобода или Смерть!», объединивший сторонников регионализма и сепаратизма, правозащитников и приверженцев агрессивных акций прямого действия. Уже известно, что на первых порах активисты будут ограничиваться относительно мирными способами протеста — бойкотом московитских товаров и услуг, отказом участвовать в официальных мероприятиях — выборах, голосованиях, службе в армии, уплате налогов и проводить свои мероприятия (пикеты, народные сходы и проч.) не согласовывая их с официальными властями и в любом, где посчитают нужным, месте. Логично, что активисты намерены добиваться реализации права на самоопределение региона с непременным провозглашением автономии Ингрии…

https://iberiana.wordpress.com/ruseti/russia-2/#6

Posted in 2013, Россия | Leave a Comment »

გლობალიზაცია და ბავშვების გარყვნა

Posted by iberiana on აგვისტო 15, 2013

https://iberiana.wordpress.com/sodom/zneoba/#9

Posted in 2013, ზნეობა, Sodom | Leave a Comment »

საყდრისის ოქროს საბადოს გადასარჩენად

Posted by iberiana on აგვისტო 13, 2013

968880_611993052154221_1125371506_n[1]გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ, დოქტორ სვენდ ჰანსენის წერილი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისადმი

თარიღი: 2013 წ, 12 აგვისტო, დრო: 18:19

პატივცემულო ბატონო მინისტრო ოდიშარია!

ნება მიბოძეთ, გამოვხატო ჩემი გულისტკივილი საყდრისის რეგიონში მდებარე არქეოლოგიური ძეგლის შესახებ. ოქროს საბადოებისა და მათთან დაკავშირებული ნამოსახლარის აღმოჩენა, რომელიც თარიღდება ძვ. წელთაღრიცხვის IV-III ათასწლეულებით, არის ერთგვარი სენსაცია. ეს არის უძველესთაგანი ოქროს საბადო მსოფლიოში. მისი შესწავლა აუცილებელია არა მარტო საქართველოს კულტურისთვის, არამედ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მესოპოტამიის კულტურებისა და მათი ნედლეულით უზრუნველყოფის კვლევისთვის.

საყდრისის ოქროს საბადო არის ერთ-ერთი შთამბეჭდავი არქეოლოგიური ძეგლი მთელს ევრაზიის კონტინენტზე. მისი უნიკალური სამეცნიერო პოტენციალიდან გამომდინარე, ძალზე მნიშვნელოვანია მისი შესწავლა და შენარჩუნება სამომავლოდ.

2005 წლიდან ქართულ-გერმანული ექსპედიცია აწარმოებს არქეოლოგიურ გათხრებს ადრესამიწათმოქმედო ნამოსახლარ არუხლოში. სავარაუდოდ, უკვე ამ დროისთვის გამოიკვეთა ინტერესი მინერალური რესურსებისადმი, რომლებიც მოიპოვებოდა მდინარე მაშავერას გასწვრივ. ჩვენი საკუთარი კვლევებიდან გამომდინარე, ამ რეგიონში არსებული უდიდესი პოტენციალი არასაკმარისად არის შესწავლილი.

მიმაჩნია, რომ ქვემო ქართლში მდებარე არქეოლოგიურ ძეგლებს აქვს არა მარტო მეცნიერული, არამედ ეკონომიკური დატვირთვაც. კერძოდ, შესაძლებელია ტურისტული მარშრუტის შედგენა, რომელიც მოიცავს დმანისს, როგორც ევროპაში უძველესი ადამიანის აღმოჩენის ადგილს, არუხლოს, როგორც ადრესამიწათმოქმედო ნასახლარსა და საყდრისს, როგორც მსოფლიოს უძველეს ოქროს საბადოს. შესაძლებელია, ასეთმა მარშრუტმა მიიზიდოს ათასობით ტურისტი. იგი შეიძლება გახდეს პროექტი მომავლისთვის, მაშინ, როცა ოქროს მოპოვება მხოლოდ თანამედროვეობის პროექტია გრძელვადიანი პერსპექტივის გარეშე.

ძალიან გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ არქეოლოგიურ გამოკვლევებს საყდრისში და მთლიანად მაშავერას ხეობაში. დაგვეხმარეთ, შევინარჩუნოთ წარსულის უნიკალური ძეგლები“.

Posted in 2013, ისტორია-History | Leave a Comment »

Aтака на Эсфигменского монастыря на Афоне

Posted by iberiana on აგვისტო 1, 2013

Полицейская атака на административный центр Эсфигменского монастыря на Афоне: новые подробности

29 июля полиция с помощью бульдозера попыталась взломать двери административного центра эсфигменцев. При этом ранения получил монах, находившийся непосредственно за дверями. Кроме того, в здание прекращена подача воды.

По последним данным в районе административного центра находится около 80 полицейских, планируется штурм. Внутри оборону держат около 20 монахов.

https://iberiana.wordpress.com/novosti-mira/#37

Posted in 2013, В мире | Leave a Comment »

იაკობ ახუაშვილი

Posted by iberiana on აგვისტო 1, 2013

axua

იაკობ ახუაშვილი

85 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ერის მოამაგე და ქომაგი, გვაროლოგი, ქართული გვარ-სახელების მკვლევარი, საქართველოს დამსახურებული პედაგოგი, მრავალი თაობის აღმზრდელი და გზაზე დამყენებელი, საქართველოს ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, აკდემიკოსი იაკობ ახუაშვილი.

მას გამოქვეყნებული აქვს 26 წიგნი პედაგოგიკის, ისტორიის, ფიზიკური აღზრდის, ეთნოგრაფიის, ონომასტიკის, კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის საკითხებზე; იყო ქართულ პრესაში გამოქვეყნებული 250-მდე სტატიის ავტორი, რომელიც ეხება პოლიტიკას, ეკონომიკას, ისტორიას, ეთნოგრაფიას, ონომასტიკას და სხვ. მის კალამს ეკუთვნის ქართული გვარ-სახელების 6 ტომი. გამოკვლეული ჰქონდა ყველა ქართული თუ ებრაული გვარის ისტორია. რომელთა გამოცემას აპირებდა 20 ტომად. სამწუხაროდ ჯანმრთელობის გამო ვერ მოასწრო ამ ხელნაწერთა გამოქვეყნება.

Posted in 2013, მეცნიერება | Leave a Comment »

გეები – ავადმყოფი, არანორმალური ხალხია

Posted by iberiana on მაისი 24, 2013

8259foto-criminologo-francesco-bruno.jpg[1]ფრაჩესკო ბრუნო: გეები – ავადმყოფი, არანორმალური ხალხია

ფსიქიატრის ფრაჩესკო ბრუნოს თქმით, გეებს, როგორც სხვა ავადმყოფებს, ისე  უნდა ვუმკურნალოთ. აღნიშნულის შესახებ მარკო პასკუა წერს თავის სტატიაში, რომელიც გამოქვეყნებულია გაზეთ La Repubblica-ს საიტზე. ფრაჩესკო ბრუნო, კრიმინოლოგი, ფსიქიატრი, პროფესორი, სალერნოსა და რომში,  La Sapienza-ს  უნივერსიტეტების ლექტორი აცხადებს, რომ „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ არ ისაუბროს ჰომოსექსუალიზმზე, როგორც ავადმყოფობაზე… მაგრამ მე მაინც  იგივე აზრის ვარ და გეების კრიტიკის არ მეშინია. ჰომოსექსუალიზმი- ეს გადახრაა“. ჰომოსექსუალისტები სხვადასხვა მიზეზით ხდებიან, მათ შორის აუხსნელი მიზეზებით, რომლებიც ბუნებრივ ხასიათს ატარებენ. “კონცეპტუალური მოსაზრებით, ჰომოსექსუალისტი იმავე მდგომარეობაშია, რომელშიც ინვალიდია, ყრუ და ბრმა… გეები  სექუალური ხასიათის ქმედებებზე არიან ორიენტირებულები და ეს არის ნორმიდან გადახრა“.

“ზღვარგადასული ტოლერანტობის გამოჩენა გადახრის მიმართ გამოიწვევს იმას, რომ ადამიანები ვერ გაარჩევენ,  თუ რა არის ცუდი და რა კარგი“…სრულად:

სრულად: https://iberiana.wordpress.com/sodom/zneoba/#7

Posted in 2013, ზნეობა | Leave a Comment »

Доминик Веннер

Posted by iberiana on მაისი 22, 2013

 938734956[1]Во Франции появилась первая жертва закона об однополых браках

 Что стало причиной публичного самоубийства в центре Парижа, в Нотр-Дам де Пари, обсуждают во Франции. Писатель Доминик Веннер застрелился у алтаря легендарного собора. Официально причины пока не разглашаются, но французская пресса уверена: это демарш против закона об однополых браках.

Что стало причиной публичного самоубийства в центре Парижа, в Нотр-Дам де Пари, обсуждают во Франции. Писатель Доминик Веннер застрелился у алтаря легендарного собора. Официально причины пока не разглашаются, но французская пресса уверена: это демарш против закона об однополых браках.

Свидетелями трагедии стали около 1,5 тысяч человек. Все они находились в этот момент в Соборе Парижской Богоматери. Как только прозвучал выстрел, верующих и туристов немедленно эвакуировали…

https://iberiana.wordpress.com/sodom/france/

Posted in 2013, ზნეობა, В мире, НРАВЫ | Leave a Comment »

რა მოხდა 17 მაისს?

Posted by iberiana on მაისი 22, 2013

მამა თეოდორე გიგნაძე – რა მოხდა 17 მაისს? (19.05.2013)

Posted in 2013, ზნეობა | Leave a Comment »

მარკ რეგნერუსი

Posted by iberiana on მაისი 19, 2013

picture_regnerus1-e1275594005603-300x297[1]ერთსქესიანთა ოჯახში აღზრდილი ბავშვების პრობლემები

მარკ რეგნერუსი, სოციოლოგი, ტეხასის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

2010 წელს მარკ რეგნერუსმა მსგავს ქორწინებაში მყოფთა ოჯახში აღზრდილ  3 ათას რესპოდენტის მონაცემებზე  დაყრდნობით დაწერა თავისი შესანიშნავი  გამოკვლევა, სახელწოდებით: “რით გამოირჩევიან მოზარდები, რომლებიც ერთსქესიან ოჯახებში აღიზარდნენ“.  ნაშრომი მან დაასრულა 2012 წელს და  შოკისმომგვრელი შედეგები გამოაქვეყნა ავტორიტეტულ სამეცნიერო გამოცემაში „Social Science Research“.

მაშ ასე, რა თავისებურებები აღმოუჩინა მან ერთსქესიანი „ოჯახების“ შვილებს:

1.ვენერიული ინფიცირების მაღალი დონე – ასეთ ოჯახებში აღზრდილი ბავშვების  25% -ს აღენიშნება ვენერიული დაავადებები (ცხოვრების სპეციფიკური პირობების გამო);

2. ოჯახური ერთგულების შენარჩუნების უუნარობა – 40%  ცოლ-ქმრული ღალატის მიმართ ლოიალურია;

3. ფსიქოლოგიური პრობლემები –  მოზარდების 24% ახლო წარსულში გეგმავდა თვითმკვლელობას;

4. სოციალურ-ეკონომიკური უმწეობა – ლესბოსელთა შვილების 28% არის უმუშევარი,  ხოლო ლესბოსელთა ბავშვების 69%-სა და გეების ბავშვების 57%-ის ცნობით, მათი ოჯახები იღებდნენ  სახელმწიფო დახმარებას.

5. სექსუალური თვითიდენტიფიკაციის აღრევა – ერთსქესიან  ოჯახებში აღზრდილი  ბავშვების მხოლოდ 60-70% რაცხდა თავს სრულ ჰეტეროსექსუალად.

სრულად: https://iberiana.wordpress.com/sodom/zneoba/#6

Posted in 2013, მეცნიერება, მსოფლიო | 1 Comment »

ქორეპისკოპოსი იაკობი აქციაზე

Posted by iberiana on მაისი 18, 2013

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი 17 მაისის აქციაზე

Posted in 2013, ზნეობა, იდეოლოგია, პოლიტიკა, რელიგია | Leave a Comment »

17 მაისის აქცია

Posted by iberiana on მაისი 18, 2013

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა დაარღვიეს, არა მხოლოდ სექსუალური უმცირესობების საეთო ეფლებები და მათ სიცოცხლესაც შეუქმნეს საფრთხე, არამედ დაარღვიეს საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება!
თუ საზოგადოება „ბრბოა“, ბნელია, ველურია, აგრესიულია ამ საზოგადოებას ასეთ ფლეშმობამდე სჭირდება დეტალური ინფორმირება და მხოლოდ ამის შემდეგ ხოციელდება ასეთი ღია აქცია!
დიახ პასუხი უნდა აგონ მათ აგრესიის გაღვივებასა და პროვოკაციაზე.
სამართლიანობის მოწოდების სიმაღლეზე ვერ აღმოჩნდნენ ვერც სხვა უფლება დამცველები და სახალხო დამცველი.

Posted in 2013, ზნეობა, იდეოლოგია, პოლიტიკა, რელიგია | Leave a Comment »

ეპისკოპოსი იაკობი – ქართველმა ერმა დღეს თავისი იდენტობა დააფიქსირა

Posted by iberiana on მაისი 17, 2013

ეპისკოპოსი იაკობი – ქართველმა ერმა დღეს თავისი იდენტობა დააფიქსირა

ეპისკოპოსი იაკობი - ქართველმა ერმა დღეს თავისი იდენტობა დააფიქსირაეპისკოპოსი იაკობი – ქართველმა ერმა დღეს თავისი იდენტობა დააფიქსირა ქართველმა ერმა დღეს თავისი იდენტობა დააფიქსირა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა დღეს სამებაში გამართული პარაკლისის შემდეგ განაცხადა.

სამებაში სამადლობელი პარაკლისის დასრულების შემდეგ, ტაძარში მყოფ მრევლს მეუფემ ქადაგებით მიმართა.

მეუფემ დღევანდელი დღე მიულოცა მრევლს და აღნიშნა, რომ ასეთი დღეები იშვიათია. მღვდელმთავარმა მრევლს უწმინდესის დიდი ლოცვა-კურთხევაც გადასცა.

პატრიარქის ქორეპისკოპოსის თქმით, ქართველმა ერმა დღეს ზნეობრიობის, პატიოსნების დაცვის მაგალითი აჩვენა, რომ ჩვენ ვართ ქრისტეს და ქართული სახელმწიფოს მხედრები და ღირსი ვართ უფლის იმ სიყვარულის, რომლითაც ჩვენ გვმფარველობს…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/sodom/zneoba/#2

Posted in 2013, ზნეობა, იდეოლოგია, რელიგია | Leave a Comment »

მამა შალვა კეკელია

Posted by iberiana on მაისი 17, 2013

Posted in 2013, ზნეობა, პოლიტიკა, რელიგია | Leave a Comment »

მამა თეოდორე 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით

Posted by iberiana on მაისი 15, 2013

მამა თეოდორე გიგნაძე სოდომ-გომორის ცოდვასთან დაკავშირებით

17 მაისს, პარასკევს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე (პარლამენტის წინ), 13 საათზე, კეთდება სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიერ ორგანიზებული აქცია-პარადი. ეს დღე (17 მაისი), აღინიშნება საერთაშორისო დონეზე. ამის საპირწონედ, 17 მაისს, დილის 11 საათზე, ფილარმონიასთან, ეწყობა ქართველი ერის შეკრება. მოეწყობა მსვლელობა ქაშუეთის ტაძრამდე. დადასტურებული ინფორმაციაა, რომ მსოფლიო საზოგადოების და ამ საკითხებში აქტიურად ჩართული ორგანიზაციების ყურადღება საქართველოსკენ იქნება მომართული. შეკრება მხარდაჭერილია საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის წევრების და სხვა ქართული სულით ნასაზრდოებ ადამიანთა ჯგუფების მიერ. იგეგმება რეგიონებიდან ტრანსპორტირება თბილისში. გულისხმიერად მოვეკიდოთ და დავდგეთ ყველანი ერთად.

“გადავდგამთ ერთ დიდ ნაბიჯს წინ, ან 10 ნაბიჯს უკან”.

Posted in 2013, იდეოლოგია, პოლიტიკა, რელიგია | Leave a Comment »

არა გეი-აღლუმს!!!

Posted by iberiana on მაისი 15, 2013

jj

Posted in 2013, იდეოლოგია | Leave a Comment »

„აია-კოლხეთი“-ს მიმართვა

Posted by iberiana on აპრილი 17, 2013

283267_246157235412110_5227960_n[1]კოლხურ-იბერიული ეთნოკულტურის

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „აია-კოლხეთი“-ს მიმართვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს და სხვებს

მოგეხსენებათ, რომ ძველ ბერძნულ და ლათინურ წყაროებში მრავალი ცნობა მოიპოვება ბრინჯაოს ხანის ქართველურ ტომთა, კოლხების შესახებ და მათ შორის თვითმყოფადი კოლხური დამწერლობის, კირბების არსებობის თაობაზე.

ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ კუნძულ კრეტაზე მე-20 საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინეს 1400-ზე მეტი თიხის ფირფიტა და ნივთი, რომლებიც შესრულებულია ძვ.წ. XX ს.-ის I ნახევრით დათარიღებული კრეტული იეროგლიფური ტიპისა და A კლასის ხაზოვანი წარწერებით. ეს წარწერები 2006 წ.-ს გაიშიფრა პროტო-ქართველურ-კოლხურ ენაზე, რამაც საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში აღიარება მოიპოვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე აუცილებელია დავასახელოთ ძველ აღთქმაში შემონახული ტოპონიმი „ქრთჲ“ (ანუ „ქართი“), რომელიც კუნძულ კრეტას რქმევია.

ამ უძველესი წერილობითი ძეგლების მიხედვით, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ქართველურ-კოლხური ცივილიზაციის ფესვებს ხმელთაშუა ზღვის ცენტრში ჰქონდა ჰეგემონია და ჩვენ წინაპრებს თავიანთი წვლილი შეუტანიათ ბრწყვინვალე წინაბერძნული, კრეტა-მინოსური ცივილიზაციის შექმნაში…

სრულად: http://iberiana2.wordpress.com/georgia/kvashilava/

Posted in 2013, მეცნიერება, საქართველო-Georgia | Leave a Comment »