Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Archive for the ‘მესხეთი-Meskheti’ Category

ანანაური – ვარძიაზე უფრო ძველი ნაქალაქარი

Posted by iberiana on იანვარი 12, 2024

საქართველოს ყველაზე პატარა საყდარი და ვარძიაზე უფრო ძველი ნაქალაქარი – ანანაური
გიორგი კალანდიას რეპორტაჟი მესხეთიდან

იმედის დღე /Imedis Dge


ananauri

ვიდეო

Posted in 2024, მესხეთი-Meskheti | Tagged: , , , | Leave a Comment »

ნუთუ ისევ დიდთურქობის ხანა გველის?

Posted by iberiana on ნოემბერი 22, 2013

ალექსანდრე სანდუხაძე – ნუთუ ისევ დიდთურქობის ხანა გველის?

ბოლო დროს კვლავ აქტუალური გახდა ე. წ. თურქი-მესხების საკითხი, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია საქართველოს თავზე დამოკლეს მახვილად ჰკიდია.

ცოტა რამ მათ შესახებ:

XVIII საუკუნის შუა წლებშიც კი ისტორიული მესხეთის მოსახლეობა კვლავ ქრისტიანი ქართველები იყვნენ. მაჰმადიანობას ისევ და ისევ მხოლოდ ფაშას გარემოცვა აღიარებდა, რომლებიც თანამედროვე ახალციხის, ასპინძისა და ახალქალაქის მიდამოებში იყვნენ თავმოყრილნი. შემდგომ პერიოდში ხდებოდა სხვადასხვა ოსმალო ტომების ჩამოსახლება საქართველოს ამ ძირძველ ისტორიულ მიწა-წყალზე.

ჯერ კიდევ 1919 წელს მესხეთში მცხოვრები თურქები აჯანყდნენ საქართველოს ახლადფეხადგმული დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს ომი წამოიწყეს თურქეთის საიდულო სამსახურების წაქეზებით,მომზადებითა და დახმარების მეშვეობით, რომლებსაც თურქეთის სახელმწიფო უმაგრებდა ზურგს. თურქეთის საიდუმლო სამსახურები მესხეთში მცხოვრებ თურქებს მესხეთის თურქეთთან მიერთებას ჰპირდებოდა.

საბედნიეროდ დამოუკიდებელ საქართველომ შესძლო ამ აჯანყების ჩაქრობა…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/turqi-mesxebi/sandukhadze/

Posted in 2013, მესხეთი-Meskheti, პოლიტიკა | Leave a Comment »

მესხეთიდან დეპორტირებულთა თვითაღქმა

Posted by iberiana on აპრილი 24, 2013

ტარიელ ფუტკარაძე – მესხეთიდან დეპორტირებულთა თვითაღქმა

tp[1]მესხეთის მიწაზე ადრეც ბევრი სისხლი დაღვრილა, მაგრამ ათვლას საქართველოს ოქროს ხანიდან ვიწყებთ: XVI-XVII საუკუნეებში ისტორიული მესხეთი სპარსელებისა და თურქების ბრძოლის ეპიცენტრი იყო; საქართველოს ერთიანობას დიდად ავნო მესხეთის მმართველების – ჯაყელების – სეპარატიზმმაც. XVI საუკუნის მეორე ნახევარში ოსმალოებმა კონტროლი დაამყარეს სამცხე-საათაბაგოს სამთავროზე და საქართველოს ამ ისტორიულ მიწა-წყალს “გურჯისტანის ვილაეთი“ დაარქვეს; დაპყრობილი რეგიონის ზუსტი აღწერაც ჩაატარეს: 1595 წელს შედგენილი “გურჯისტანის ვილაეთის დიდი დავთარი“ საყურადღებო დოკუმენტია მეცნიერებისათვის; კერძოდ, “დავთრის“ მიხედვით, ირკვევა, რომ 1595 წელს სამცხე-საათაბაგოში 12738 კომლია, ამათგან 12339 არის ქართველი ქრისტიანი…

დასუსტებული საქართველო ვერ ახერხებს მესხეთის დაბრუნებას, მაგრამ სპარსეთიც ამაოდ ცდილობს, თურქეთს წაართვას ქართველთა ეს ტერიტორია:

სოფელ ზოჰაბში 1639 წლის 18 მაისს ირანსა და თურქეთს შორის დადებული ზავით, მესხეთი თურქეთს დარჩა; მესხეთმა, როგორც “საქართველოს ყველაზე მოწინავე კუთხემ, არსებობა შეწყვიტა“ (მ.რეხვიაშვილი). ამის შემდეგ დამპყრობლები უფრო წარმატებით ავიწროებენ, დევნიან, კლავენ ერთიანი საქართველოსთვის მებრძოლ თავად-აზნაურებსა და გლეხებს. ქართველების ხანგრძლივი წინააღმდეგობით გამწარებული ოსმალოები განსაკუთრებული სისასტიკით მართლმადიდებლებს ანადგურებენ…

სრულად: http://iberiana2.wordpress.com/georgia/putkaradze/

Posted in თურქი-მესხები, მესხეთი-Meskheti, მეცნიერება, პოლიტიკა | Leave a Comment »

,,თურქი-მესხები’’

Posted by iberiana on ოქტომბერი 1, 2010

გურამ შარაძე – სიცრუეა, რომ ე.წ. ,,თურქი-მესხები’’ მამა აბრამის ბატკნებივით იქცეოდნენ, სტალინმა კი უსაფუძვლოდ გადაასახლა

My Titleთავიანთი შეგნებით ისინი იყვნენ და დღესაც არიან თურქები. საქვეყნოდ ვაცხადებ, ეს არის თურქული ორიენტაციის ხალხი. როგორც კი მეორე მსოფლიო ომმა იფეთქა, მათ გამოააშკარავეს და გამოხატეს თურქოფილური, პროთურქული პოზიცია. ძალიან ცდილობდნენ მაშინდელი სსრკ-თურქეთის საზღვრის გახსნას. ისინი ტყეებშიც კი გაიჭრნენ, შექმეს პარტიზანული შეიარაღებული რაზმები, თავს ესხმოდნენ და აწიოკებდნენ ძირძველ ქართულ მოსახლეობას, ხელს უწყობდნენ სახელმწიფო საზღვრის დარღვევას, თურქეთთან საგანგებო კავშირების დამყარებას. ამის მოწმე და მნახველი ათობით და ასობით ქართველია იმ საშინელებებისა, რასაც ე.წ. ,,თურქი-მესხები” გადასახლებამდე, ე.ი. 1944 წლამდე მესხეთში ჩადიოდნენ.

 ეს ხალხი თურქეთის საზღვარს ხსნიდა და სახელმწიფოს ღალატობდა. აი, სწორედ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით მოხდა 1944 წელს ე.წ. ,,თურქი-მესხების” გადასახლება მესხეთიდან უზბეკეთში, კერძოდ, ფერღანაში. თითო-ოროლა გადასახლებული შეიძლება ნამდვილად იყო უდანაშაულო, ასეთი პროცესების დროს ეს ხდება, მაგრამ იმის მტკიცება, რომ ეს ხალხი იყო უდანაშაულო, მამა-აბრამის ბატკანივით იქცეოდა და სტალინმა სრულიად უსაფუძვლოდ გადაასახლა, წმინდა წყლის სიცრუეა. ეს ან არ იციან ჩემმა ოპონენტებმა, ან განგებ იბრმავებენ თვალებს და ჩვენი დაბრმავებაც სურთ. 

https://iberiana.wordpress.com/turqi-mesxebi/sharadze/

Posted in მესხეთი-Meskheti, პოლიტიკა | Leave a Comment »

ძველი მესხეთი

Posted by iberiana on მარტი 28, 2010

სამსონ ფირცხალავა – სამაჰმადიანო საქართველო ან ძველი მესხეთი

 იშვიათად შეხვდებით დღეს ქართველს, რომ აჭარის სახელი არ გაეგონოს. სოფლელს თუ ქალაქელს პირზე აკერია სიტყვა აჭარელი; ყველანი ლაპარაკობენ გამაჰმადიანებულ მოძმეების შესახებ…

მაგრამ რა არის სამაჰმადიანო საქართველო?… აჭარა მხოლოდ ერთი მცირე ნაწილია იმ დიდებული მესხეთისა, რომელიც ოსმალეთმა დაიპყრო მე-17 საუკ. და თან და თან თითქმის ერთიან გაამაჰმადიანა, და რომლის უმთავრესი შემადგენელი ნაწილებია: ახალციხე, ჯავახეთი, ქობულეთი, აჭარა, შავშეთი, ერუშეთი, ლივანა, ჭანეთი, ტაო, კლარჯეთი და კოლა… მესხეთი საქართველოს საუკეთესო მხარეა და მესხეთის სახელი შუქურ ვარსკვლავად ბრწყინავს ჩვენი სამშობლოს ისტორიაში და როდესაც აჭარას მოვიგონებთ და აჭარელთა გაჭირვებას განვიცდით, შეუძლებელია არ გაგვიცხოველდეს მოგონება მესხეთის დანარჩენ ნაწილებისა, რომელთა ბედი უკანასკნელ სამი საუკუნის განმავლობაში გაცილებით უფრო სატირალი იყო, ვიდრე კერძოდ აჭარისა.

არც ერთს პროვინციას არ მიუძღვის სამშობლოს წინაშე იმდენი სამსახური, რამდენიც მესხეთს, მაგრამ ისტორიამ თითქოს სწორედ ამისთვის არგუნა მესხეთს უმეტესი სატანჯველი. რომაელების, სპარსელების, ბიზანტიელების, არაბების და ოსმალების ბატონობის ტვირთი ყველაზე მეტად მესხებს დააწვათ კისერზე. გალაღებულ მტრის ამოწვდილ ხმალს ყველაზე უწინ მესხი მიეგებებოდა. ქართველ ჯარს წინამებრძოლებად მესხები უდგნენ თავში. ხოლო გაცილებით უფრო შესანიშნავია მესხეთის კულტურული მნიშვნელობა. საქართველოს რომ მესხეთი ჩამოვაშოროთ, საქართველოს ისტორიიდან რომ მესხთა სახელი ამოვშალოთ, ამ ისტორიას მოაკლდებოდა საუკეთესო ფურცლები. საქართველო უმესხეთოდ თითქმის არაფერი იქნებოდა, ყოველ შემთხვევაში განახევრდებოდა მისი პოლიტიკური და კულტურული ძალა და შემოქმედება…

https://iberiana.wordpress.com/about/pirtskhalava-meskheti/

Posted in ისტორია-History, მესხეთი-Meskheti | Leave a Comment »

მაჰმადიანი ქართველები საქართველოს გარედ

Posted by iberiana on მარტი 28, 2010

სამსონ ფირცხალავა – მაჰმადიანი ქართველები საქართველოს გარედ

ჩემს წინა წერილებში შევეხე საქართველოს საზღვრებში მცხოვრებ გამაჰმადიანებულ ქართველებს, მოკლედ მოვიგონე მათი წარსული და აწმყო ბედი; მაგრამ მაჰმადის რჯულის ქართველები საქართველოს გარედაც სცხოვრობენ, ყველანი სამშობლოდან არიან გარდახვეწილნი ნებით და უნებურად სხვა და სხვა დროს და მათი მდგომარეობა უფრო სატირალი და უნუგეშოა, ვიდრე საქართველოში მყოფ მაჰმადიან ქართველებისა, რომელთაც ასე თუ ისე მაინც მიწვდებათ მოძმეების იმედიანი სიტყვა. სამშობლოს მოწყვეტილ ქართველთა რიცხვი არც ისე მცირეა, რომ მათი ცხოვრება, ეროვნული შეგნება არ იყოს ჩვენთვის ყურადსაღები და დასაფიქრებელი. მაჰმადიანი ქართველები საქართველოს გარედ სცხოვრობენ შორეულ სპარსეთში და შავისა და მარმარილოს ზღვების პირად ოსმალეთში…

 https://iberiana.wordpress.com/about/pirtskhalava-sparseti/

 

Posted in ისტორია-History, მესხეთი-Meskheti | Leave a Comment »