Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘სააკაშვილი’

რიჩარდ მაილსის ინტერვიუ – 24.11.2013

Posted by iberiana on მარტი 1, 2023

აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი ინტერვიუში საუბრობს “ვარდების რევოლუციაზე”, აგვისტოს ომზე და სააკაშვილზე.

Posted in 2013, ვიდეო, პრობლემა | Tagged: , , , | Leave a Comment »

ცოტნე გამსახურდია – სააკაშვილი პროფესიონალი აფერისტია

Posted by iberiana on ნოემბერი 19, 2021

სააკაშვილისა და “ნაცმოძრაობის” დანაშაულებანი

 

ცოტნე გამსახურდია – სააკაშვილი პროფესიონალი აფერისტია, განვითარებულ ქვეყანაში, მას სოფლის გამგებლად არ აირჩევდნენ


განვითარებულ ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილს სოფლის გამგებლადაც არ აირჩევდნენ, ის პროფესიონალი აფერისტია“- ეს განცხადება ცოტნე გამსახურდიამ 2012 წელს, ტელეკომპანია “მაესტრო”-ს გადაცემა “პოლიტმეტრში” გააკეთა, როდესაც ციხე ახალი დატოვებული ჰქონდა და იმდენად იყო დაზიანებული მისი ჯანმრთელობა და სხეულის მდგომარეობა, რომ სკამზეც კი ვერ ახერხებდა დაჯდომას, რის გამოც მთელი გადაცემის განმავლობაში ის ფეხზე იდგა.


“სააკაშვილის პირადი პატიმარი ვიყავი. არ მქონდა ადეკვატური საკვები პროდუქტები, მოსპობილი მქონდა ამანათის საშუალება,მაღაზიით პროდუქტების შეძენის საშუალება, არ მაძლევდნენ წამლებს, მოსპობილი მქონდა ექიმთან კონსულტაციის საშუალება,არ მიტარებდნენ გამოკვლევებს და ადგენდნენ ყალბ აქტებს,თითქოს მე ვამბობდი ამ ყველაფერზე უარს.” – პატიმრობიდან გათავისუფლებული ცოტნე გამსახურდია იხსენებს ციხეში გატარებულ პერიოდს.

“საქართველოში სააკაშვილს ხმა მისცა 97-მა პროცენტმა. საღად მოაზროვნე საზოგადოება, რომელსაც აქვს გარკვეული გამოცდილება, ცხოვრებისეული, პოლიტიკური თუ ფსიქოლოგიური ანალიზის უნარი,  მას სოფლის გამგებლადაც კი არ აირჩევდა და ვისაც ეს უნარი ჰქონდა და შეეძლო, სამწუხაროდ ეს იყო მოსახლეობის უმცირესობა, მას არც აურჩევია სააკაშვილი, მაგრამ ძალიან ბევრმა დაიჯერა, მანაც ძალიან ოსტატურად ითამაშა მოსახლეობის ემოციებზე, წინა ხელისუფლების მიმართ გაბატონებულ ანტიპატიებზე, შემიძლია გითხრათ, რომ სააკაშვილი პროფესიონალი აფერისტია”– ამბობდა ცოტნე გამსახურდია.

 https://iberiana2.wordpress.com/georgia/saakashvili/#19

Posted in 2012, ცოტნე გამსახურდია | Tagged: , , | Leave a Comment »

ირაკლი ოქრუაშვილის ღია ეთერი – 2007 წლის სექტემბერი

Posted by iberiana on ნოემბერი 11, 2021

სააკაშვილისა და “ნაცმოძრაობის” დანაშაულებანი

ირაკლი ოქრუაშვილის ღია ეთერი – 2007 წლის სექტემბერი

 

https://iberiana2.wordpress.com/georgia/saakashvili/

      

Posted in 2007, სააკაშვილი | Tagged: , , , | Leave a Comment »

გიორგი ოთხმეზური ნაციონალური მოძრაომის შესახებ

Posted by iberiana on ოქტომბერი 22, 2021

გიორგი ოთხმეზური ნაციონალური მოძრაომის შესახებ

Posted in 2021, სააკაშვილი | Tagged: , , | Leave a Comment »

რუსუდან შარაძე – „გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში სააკაშვილის როლი უმთავრესია“

Posted by iberiana on სექტემბერი 21, 2020

r.-sharadze

რუსუდან შარაძე – “გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში სააკაშვილის როლი უმთავრესია, ისევე, როგორც გიგა ბოკერიასი“

„სააკაშვილი ის არაკაცია, რომელიც ციხეში ერთი საათიც ვერ ჩაჯდა“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე, რომლის შეფასებით, ექს–პრეზიდენტს საქართველოში ჩამოსვლის ეშინია და ქალებს ამოფარებულს უნდა სამეგრელოში ხალხის გაბრიყვება. როგორც შარაძე აცხადებს, გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში სააკაშვილის როლი უმთავრესია, ისევე, როგორც გიგა ბოკერიასი, ხოლო შემსრულებლები იყვნენ – შსს–ს უმაღლესი პირებიდან პატრულამდე. კერძოდ, ვანო მერაშვილი, დათა ახალაიას და მეგის ქარდავას ზონდერები.
for.ge რუსუდან შარაძეს ესაუბრა.
– მიხეილ სააკაშვილი ბოდიშს იხდის და ისევ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე საუბრობს. როგორ ფიქრობთ, რამდენად გულწრფელია მისი ბოდიში და რა როლი აქვს მას გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში?
რუსუდან შარაძე: გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში სააკაშვილის როლი უმთავრესია, ისევე, როგორც გიგა ბოკერიასი. დანარჩენები – მერაბიშვილი, ახალაია და ასე შემდეგ, შემსრულებლები იყვნენ. ფიზიკურად, ყველა იერარქია იყო ჩართული, იქით – შსს–ს უმაღლესი პირებიდან პატრულამდე, აქეთ – დათა ახალაიას და მეგის ქარდავას ზონდერები. ამათთან თანაცხოვრება როგორ შეიძლება? რა ჰქვია იმას, რომ წამებაში, კაცისკვლაში მონაწილე ადამიანები არათუ ციხეში სხედან, არამედ, უმაღლეს თანამდებობებს იკავებენ, მათ შორის, ძალოვან უწყებებში?

Posted in 2020 | Tagged: , , | Leave a Comment »

სტივ ჰედლი – პირადად ვნახე, ჯორჯ ბუშმა სააკაშვილს მკერდზე თითი მიადო და უთხრა, რუსეთი არ გაეღიზიანებინა

Posted by iberiana on ივლისი 13, 2020

სტივ ჰედლი – პირადად ვნახე, ჯორჯ ბუშმა სააკაშვილს მკერდზე თითი მიადო და უთხრა, რუსეთი არ გაეღიზიანებინა

S, Hedley

ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯორჯ ბუშის ყოფილი მრჩეველი სტივ ჰედლი 2008 წლის ომს და ომამდე, თეთრ სახლში ჯორჯ ბუშისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა იხსენებს.

სტივ ჰედლი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთი სააკაშვილის პროვოკაციაზე წამოგებას ცდილობდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი დამშვიდება, რათა ისეთი რამ არ გაეკეთებინა რასაც მოგვიანებით ინანებდა.

მსიივე თქმით, “პრეზიდენტმა ბუშმა ორი რამის გაკეთება სცად – მკაფიოდ გამოეხატა საქართველოსა და მისი პრეზიდენტისადმი პერსონალური მხარდაჭერა, ასევე, ერჩია მისთვის, არ მოეხდინა რუსეთის პროვოცირება, რადგან საქართველო რუსეთის ინტერვენციას თავს ვერ გაართმევდა”.

„ბუშთან ერთად 2005 წელს საქართველოში ვიყავი. დიდებული დღე იყო, შთაგონების მომცემი. მახსოვს ომამდე სააკაშვილის ვიზიტი თეთრ სახლში და ბუშთან შეხვედრა ოვალურ კაბინეტში. შეხვედრის შემდეგ მედიასთან პრეზიდენტმა ბუშმა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა. როცა მედია ოთახიდან გავიდა და შეხვედრა მთავრდებოდა, პრეზიდენტი ბუში სააკაშვილთან მივიდა, მკერდზე თითი მიადო და უთხრა – რუსეთი არ გააღიზიანო, რუსეთს თავს ვერ გაართმევ, მე რუსეთისგან ვერ დაგიცავ გეოგრაფიის გამო”, – აცხადებს სტივ ჰედლი.

ავტორი – ლაშა მიქაძე

27.07.2018

Posted in პოლიტიკა | Tagged: , , , , | Leave a Comment »

ბიძინა სავანელი – ვინ არის სააკაშვილი და მისი გუნდი ?

Posted by iberiana on ივლისი 22, 2019

„მტერიას შინა ყოლასა, ლომიას გზასა ზედა წოლა სჯობია“.

savaneli

ბიძინა სავანელი – ვინ არის სააკაშვილი და მისი გუნდი ?

(მხოლოდ ფაქტები)

აბა სულითა და ხორცით ქართველმა თითეულ შეკითხვას პასუხი გასცეს:

_ ვინ გადასცა რუსეთს ერის კუთვნილი ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკული ობიექტების უმეტესობა?
_ ვინ შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები, რის შედეგად საქართველოში ტირანული, ნეკროფილიის ელემენტებით გაჯერებული სადისტური და მჩაგვრელი რეჟიმი ჩამოყალიბდა?
_ ვინ აღადგინა ეროვნული ხელისუფლების მიერ გაუქმებული სამხრეთ ოსეთი, და მას ახალგორი, ხოლო აფხაზეთს კოდორის ხეობა ვინ მიუერთა?
_ ვინ მოაწყო კოდორის ხეობაზე შეიარაღებული თავდასხმა და ხეობის დამცველი სვანები ვინ განაიარაღა?
_ ვისი ბრძანებით დაიბომბა ცხინვალი, ანუ ვინ შეუწყო ხელი რუსეთს რათა მას აფხაზეთისა და ჩრდილო ქართლის ოკუპაცია მოეხდინა?
_ ვინ აღადგინა და დაამკვიდრა პირველყოფილი ადამიანის ველური პრინციპი “ნულოვანი ტოლერანტობა” და “ყველანი ციხეში”?
_ ვინ შემოიღო და დაამკვიდრა ციხეებში პატიმართა სისტემატური წამება, მკვლელობა და გაუპატიურება, ხოლო ქუჩებში მომიტინგეთა ცემა და ახალგაზრდების მკვლელობა? (მე ვეკითხები დასავლელ პარტნიორებს: დამნაშავეების დაუსჯელობას ანუ მათ თავისუფალ ბოგინს თქვენს ქვეყნებში დაუშვებთ?)
_ ვინ გადაიტანა ქუთაისში პარლამენტი, დედაქალაქის იქ გადატანის პერსპექტივით, და რომელი მეზობლის ინტერესში შედიოდა ასეთი? და რატომ შეიყვანა მოსკოვის სომხურმა ვებ-გვერდმა სააკაშვილი გამოჩენილ სომეხთა ოცეულში?
_ ვინ აღვივებდა და აღვივებს ფარულად რუსეთზე ორიენტირებულ კუთხურ სეპარატიზმს სამეგრელოში?
_ ვინ მიაჩუმათა თვითაღიარებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის დღევანდელ „ხელშეკრულებასთან“ შედარებით 2012 წლამდე საქართველოსათვის გაცილებით საშიში ათეულობით უარესი „ხელშეკრულება“?
_ ვინ მიანიჭა არამართლმადიდებელ რელიგიურ ორგანიზაციებს უფლება გახდნენ საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის თანაბარი საჯარო სამართლის იურიდიული პირი?
_ ვინ ჩამოართვა სახელმწიფო უნივერსიტეტებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და სხვა კერძო უნივერსიტეტების სტატუსს ვინ გაუთანაბრა?
_ ვინ გააუქმა ან სამართლებრივი სტატუსის გარეშე დატოვა მსოფლიოში ცნობილი სამეცნიერო სკოლები და ინსტიტუტები?
_ ვინ დაარბია და გაყარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და მეცნიერების 500-ზე მეტი ცნობილი მოღვაწე, და მათგან 70-ს სიცოცხლე ვინ მოუსწრაფა?
_ ვინ შეუწყო ხელი ჭარბმოსახლეობიანი ქვეყნებიდან ხალხის შემოსახლება-დასახლებას მათთვის მოქალაქეობის მინიჭებას და დემოგრაფიული სიტუაციის მკვეთრ გაუარესებას?
_ ვინ შემოასახლა აჭარაში 47 ათასი თურქი, რომელთაგან 38 ათასს საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა ვინ მიანიჭა? (მაშინ როდესაც საქართველოს კონსტიტუციის ძალით: ორმაგი მოქალაქეობა ენიჭება მხოლო იმ პირს, რომელსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის საქართველოს წინაშე).

მსოფლიოს ისტორიაში უპრეცედენტო თავისი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ყველა ზემოაღნიშნული დანაშაული ჩაიდინა სამი ბატონის მსახურმა სააკაშვილმა და მის მიერ ორგანიზებულმა ბანდამ.

ბიძინა სავანელი

”ფარისეველნო, გაუტანელნო,
სხვასთან თავმხრელნო,
შინ ორმოს მთხრელნო,
ნაგავის მყრელნო,
თქვე ჭრელო გველნო,
რამ შეგაძულათ,
სთქვით, საქართველო?!”
აკაკი

24 ნოემბერი, 2014

https://iberiana2.wordpress.com/georgia/saakashvili/

 

 

 

Posted in 2014, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | 16 Comments »

ბიძინა სავანელი- 5 უმთავრესი ბრალდება სააკაშვილისა და მისი გუნდის წინააღმდეგ

Posted by iberiana on აგვისტო 11, 2014

სავანელი

ბიძინა სავანელი

5 უმთავრესი ბრალდება სააკაშვილისა და მისი გუნდის წინააღმდეგ

”საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევისათვის” და ”სახელმწიფოს ღალატისათვის” სააკაშვილისა და მისი გუნდის მიმართ საბრალდებო დასკვნის მოკლე შინაარსი.

 

1. სააკაშვილმა და მისმა ბანდამ აჭარაში 37 ათასი თურქი ჩამოგვისახლა, რომელთაგან 28 ათასს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. და ეს მაშინ, როდესაც საქარველოს კონსტიტუციის მუხლი 12-ის ძალით: საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის მხოლოდ იმ მოქალაქეს შეიძლება მიენიჭოს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული (!) დამსახურება (!) ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო (!) ინტერესებიდან.” (ძახილის ნიშნები ჩემი დასმულია). მანვე თურქებს რამდენიმე სოფლის მიწები, აგრეთვე ფინანსები გადასცა.

2. სააკაშვილმა და მისმა ბანდამ საქართველოს სამხრეთელი მეზობლის ოცნების ასახდენად დედაქალაქის ქუთაისში გადატანის პერსპექტივით პარლამენტი იქ გადაიტანა. სააკაშვილი შეყვანილია გამოჩენილ სომეხთა ოცეულში.

3. სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ენერგეტიკული რესურსები და სისტემა რუსეთს მიყიდა; კოდორის ხეობას დამცველი სვანები განაიარაღა და ხეობა აფხაზეთს მიუერთა; გამსახურდიას ინიციატივით გაუქმებულ სამხრეთ ოსეთს ავტონომიის სტატუსი აღუდგინა და მას ახალგორი მიუერთა; 2008 წელს ცხინვალი დაბობა, და ყველაფრით ამით რუსეთს ხელი შეუწყო ამ რეგიონების ოკუპაცია მოეხდინა და მათი ფორმალური დამოუკიდებლობა ეცნო.

4. რუსეთ-საქართველოს შორის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნების მიერ შექმნილმა ფაქტების დამდგენმა საგამოძიებო მისიამ სააკაშვილს ბრალი დასდო ”ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისა და ომის დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის ეთნიკური ოსების მიმართ. საქმე ისაა, რუსეთ-საქართველოს შორის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნების მიერ შექმნილმა ფაქტების დამდგენმა საგამოძიებო მისიამ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ყველა პირი, მათ შორის ეთნიკური ოსი, საქართველოს მოქალაქედ სცნო რადგან მათ მოქალაქეობა შეიცვალეს ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს ”მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონის” გვერდის ავლით. ყველა აღნიშნული დანაშაულისათვის ჰააგის სისხლის სამართლის ტრიბუნალის სტატუტი სასჯელის სახით 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

5. ამრიგად, სააკაშვილსა და მის ბანდას ბრალი ედება მასში, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული გათვალისწინებული: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მეთერთმეტე კარის (”დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ”), 37 თავის (”დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ”), მუხლი 308-ის (”საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა”) მეორე პუნქტით, რომლის ძალით: ”საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, მიმართული უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ, რამაც საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის დაკარგვა ანდა სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით” და ჰააგის სისხლის სამართლის ტრიბუნალის სტატუტის მეშვიდე და მერვე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის, რაც სასჯელის სახით 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

http://iberiana2.wordpress.com/georgia/saakashvili/#4

Posted in 2014, პოლიტიკა, სააკაშვილი | Tagged: , , , | 11 Comments »

“გაერო სააკაშვილსა და “ნაცმოძრაობას” ბრალს სდებს”

Posted by iberiana on აგვისტო 7, 2014

“გაერო სააკაშვილსა და “ნაცმოძრაობას” კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებში ბრალს სდებს”

saaka“გაერო სააკაშვილსა და “ნაცმოძრაობას” კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებში ბრალს სდებს”
ამ კომიტეტის დასკვნაში გარკვევით წერია, რომ გაერო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიძიოს წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები – ძალადობის, არასათანადო მოპყრობის, წამების, საკუთრების უკანონოდ ჩამორთმევის, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მთელი რიგი სერიოზული ფაქტები. კომიტეტი მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს “მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივ დარბევას 2007 წლის 7 ნოემბერს, 2009 წლის 15 ივნისსა და 2011 წლის 3 იანვარს და ჟურნალისტებზე თავდასხმებს”.
დასკვნას ხელს აწერს კომიტეტის ყველა 18 წევრი. მოკლედ, არც მეტი და არც ნაკლები, გაერო მიხეილ სააკაშვილსა და “ნაცმოძრაობას” კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებში ბრალს სდებს და თუ ეს დანაშაული სააკაშვილს დაუმტკიცდა, მასაც და მისი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელს საერთაშორისო ტრიბუნალი არ ასცდებათ”, – წერს გაზეთი”ალია” სტატიაში სათაურით- რა ხდება “ნაცმოძრაობაში” გაეროს დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ?…

სრულად: http://iberiana2.wordpress.com/georgia/saakashvili/

Posted in 2014, პოლიტიკა, სააკაშვილი, სიახლე | Tagged: , | 1 Comment »