Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘კავკასია’

დახვრეტილი ქართველი გზის მშენებლების მემორიალი ინგუშეთში

Posted by iberiana on ნოემბერი 29, 2022

317372091_2026164304242988_6084417728344359714_n

ოსი ტერორისტების მიერ დახვრეტილ ქართველ გზის მშენებლებს ინგუშეთში მემორიალს გაუხსნიან

1994 წლის 26 მაისს ინგუშეთში სუნჯის რაიონის ტერიტორიაზე 8 ქართველი მშენებელი ჩაცხრილეს ტერორისტებმა ისინი ინგუშებს ტრანსკავკასიური მაგისტრალის მშენებლობაში ეხმარებოდნენ.

გარკვეულ ძალებს არც ქართველების და ინგუშების მეგობრობა ეხატებოდა გულზე და არც ამ გზის მშენებლობა შედიოდა მათ ინტერესებში. 8 ქართველი მეგზევე ავტომატური იარაღით დახვრიტეს.
გავრცელებული ინფორმაციით ქართველები ოსებმა დახოცეს.

ინგუშეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მათი სახელების უკცდავყოფა. სუნჯის რაიონში აღმართეს მარმარილოს ფილები, სადაც ქართულ და რუსულ ენებზე წერია დახოცილი ქართველების გვარები. იქვეა მათი სახელობის წყარო. დარგულია ხეები და დგას სკამები.

უახლოეს მომავალში ქართველი მეგზევეების სახელობის მემორიალი ხელახლა გაიხსნება. მისი რეკონსტრუქცია დასკვნით ეტაპზეა.

ინგუშებს 27 წლის შემდეგაც კი ახსოვთ ქართველი მშენებლები, რომელთა შესახებ მათ სამშობლოში ბევრმა არ იცის.

კიდევ ერთი მიზეზი რატომაც ასე ძალიან მიყვარან ჩემი ინგუშები.

შორება მარსაგიშვილი

Posted in 2022, კავკასია-Caucasus | Tagged: , , | Leave a Comment »

გურამ ქართველიშვილი – ამას ვუმზადებთ შვილებს?

Posted by iberiana on თებერვალი 15, 2020

Guram Kartvelishvili

— ამას ვუმზადებთ შვილებს? —

(ჩემი ვალია გაგაფრთხილოთ)

უამრავ უარყოფით თვისებასთან ერთად თანამედროვე ქართველ ადამიანში, რომელიც მთელი თავისი აქტიური სიცოცხლის მანძილზე უყურებს ქვეყნის ნგრევას და ვერაფერს ცვლის, თავის მართლებასავით და დამკვიდრდა გამოთქმა: — ,,რას იზამ სხვაგანაც ასე ხდება”, და მოყავთ ათასგვარი აფსურდული მაგალითები ქართველ ექსპერტებს თუ არაექსპერტებს და თანაც იმ ქვეყნებისა, რომლებიც საერთოდ სხვა კონტინენტზე ან სხვა გეოპოლიტიკურ სივრცეში მდებარეობენ და ასპარეზობენ…

აბა ვესტუმროთ მეზობელ აზერბაიჯანს და გადავამოწმოთ თუ არიან აზერბაიჯანელები საკუთარი ფესვების და ისტორია-კულტურის მოთხრით დაკავებულები? (პირიქით სხვისასაც თავისად ასაღებენ).

იქნებ სომხეთში ხდება საქართველოსავით ეროვნული სუიციდი? არა ბატონო, პირიქით, ისე ზრდიან მომავალ თაობებს, სულ ფენებად ულაგებენ ტვინში, რომ ქართველები ამ მიწაზე მოთრეულები ვართ და ეს მიწა მათია, შავი ზღვის სანაპიროს ჩათვლით. ჩვენ კუთვნილს ხომ ხშირად ურცხვადაც გვედავებიან.

მოდით ჩრდილო კავკასიელებს გადავხედოთ რომელი ხალხი ზრდის შვილებს ნარკომანობაზე, სამშობლოს დაცინვაზე და წინაპრის გინებაზე? ჩერქეზი, ოსი, ინგუში, ჩეჩენი თუ დაღესტნელი? ყველა თავის ტრადიცია-პატრიოტობაზე დგას. და ამ დროს ამ რეგიონის გული ქვეყანა ეროვნული თვითმკვლელობითაა დაკავებული.

არადა ცხრა ზღვის და ცხრა მთის იქითა ქვეყნების მაგალითებით და ბრძანება-კარნახებით ქვეყნის ,,მოწყობამ” ქართული სახელმწიფოებრიობა გააცამტვერა და მის ადგილას ისეთი სიმახინჯე შექმნა, რომელსაც კლანურ-მაფიოზურ-ანტიქართული სინდიკატი უფრო ჰქვია, ვიდრე კავკასიის ცენტრი სახელმწიფო…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/kartvelishvili/#17

Posted in 2020, პოლიტიკა, პრობლემა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაში

Posted by iberiana on იანვარი 20, 2020

anania japaridze2

მანგლელი მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე)

საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ჩრდილოეთ კავკასიაში – შესავალი

ჩრდილოეთ კავკასიის ვრცელი რეგიონი, გადაშლილი შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, ქართული წყაროებისა და იქ აღმოჩენილი მატერიალური კულტურის მასალათა მიხედვით, თემურ-ლენგის ლაშქრობამდე, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა. ამიტომაც, XXს. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის ყველა ძველ დებულებაში ჩრდილოეთ კავკასიის ოლქები ცალკეულ ეპარქიათა სამწყსოში შედიოდა, მაგალითად დვალეთი – ნიქოზის სამღვდელმთავროში, „დიდოეთ-დურძუკეთი, თერგისა და დაღესტნის მხარე“ – ალავერდისა, ჰერეთი, რანი, შაქი და წუქეთი, „ოლქები ზაქათალისა, სამურისა, ნუხისა, არეშისა, განჯისა და ყაზახისა“ – ბოდბეს ეპარქიაში, ყოფილი ქვემო ქართლი – ბამბაკის ხეობა, თბილელს ექვემდებარებოდა, ტაო-კლარჯეთი ანის-ვალაშკერტის ჩათვლით – მაწყვერელს. ზღვისპირეთი ტრაპეზუნტიდან ჭოროხამდე – ბათომ-შემოქმედის იურისდიქციას განეკუთვნებოდა.

თემურ-ლენგის ეპოქიდან შეიცვალა ჩრდილოეთ კავკასიის ეთნიკური სახე, ის იქამდე, ძირითადად, ქართველთა მონათესავე ტომებით იყო დასახლებული. იბერებისა და ჩრდილო კავკასიელების ეთნიკურ ნათესაობას მიუთითებდნენ სტრაბონი და ქართული წყაროები.

„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ჩრდილო-დასავლეთ კავკასია დასახლებული იყო იბერიული ხალხების ეთნარქების – ეგროსის, ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასია – ლეკოსის, ხოლო ცენტრალური ნაწილი – „კავკასოსის“ შთამომავლებით. ეს იყო სუბსტრაქტი, რომელსაც ამჟამად უწოდებენ „იბერიულ-კავკასიურ ხალხებს“. მონღოლთა შემოსევების დროისათვის ეს ხალხები უკვე ქრისტიანები იყვნენ. გერმანული წარმოშობის ცნობილი რუსი მეცნიერის ვ. მილერის კვლევით, თემურ-ლენგთან დამარცხების შემდეგ ჩრდილო კავკასიური ხალხები ასიმილირდნენ სტეპებიდან მთებში ასულ წარმართ – ნომადურ, მომთაბარე ტომებში. ამის შედეგად ისინი თავდაპირველად გაწარმართდნენ (თუმცა შეინაჩუნეს ქრისტიანული სარწმუნოებრივი ელემენტები), შემდეგ კი გამუსლიმანდნენ და ჩამოყალიბდნენ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებად. ეკლესიურად, „ქართლის ცხოვრების“ ცნობით, მე-6 მსოფლიო-საეკლესიო კრებამ (მე-7 საუკუნეში) ჩრდილოეთ კავკასია გადასცა საქართველოს საეკლესიო იურისდიქციას… ეს ნიშნავს, რომ იმჟამად ჩრდილო-კავკასიელები ქართულ ენაზე ლოცულობდნენ და მათი წირვა-ლოცვის ენა ქართული იყო…

თემურ ლენგის შემოსევათა შემდეგ საქართველოს ეკლესიამ დაკარგა ჩრდილოეთ კავკასიის ბარი, შემდგომ – მთისწინეთი და საეკლესიო საზღვარმა გადაინაცვლა კავკასიის მთავარი ქედის პარალელურ ქედზე, რომელსაც რუსები „სკალისტიი ხრებეტს“ (კლდოვანი ქედი) უწოდებდნენ. ეს „სკალისტიი ხრებეტი“ ამჟამინდელი საქართველოს საზღვრის ჩრდილოეთით, 20-30 კილომეტრში მდებარეობს.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/anania_japaridze/

 

Posted in ისტორია-History, კავკასია-Caucasus, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ადიღების დამკვიდრება ჩრდილოეთ კავკასიასა და აფხაზეთ-სამეგრელოში (XV-XVII სს.)

Posted by iberiana on იანვარი 20, 2020

anania japaridzeმიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

ადიღების დამკვიდრება ჩრდილოეთ კავკასიასა და აფხაზეთ-სამეგრელოში (XV-XVII სს.)

ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ჩრდილოკავკასიის ამჟამინდელი ეთნოსები ჩამოყალიბდნენ მათი კავკასიელი წინაპრების ასიმილაციის შემდეგ სტეპებიდან შემოსულ სინურენოვანირანულ და თურქულენოვან მომთაბარეთა  ჯგუფებში,  თემურ ლენგის შემოსევათა შემდეგ.

ჩვენს წყაროებად გამოყენებულია ქართული, თურქული, არაბული და სხვა წყაროები (ქართლის ცხოვრება, ვახუშტი, თეიმურაზ ბატონიშვილი, ევლია ჩელები, აბულფედა, ირხანის ისტორია, დერბენდ-ნამე და სხვა უამრავი უცხოელი ავტორი), გამოყენებულია უხვი ლიტერატურა ამ თემაზე, ასევე საინტერნეტო მასალა და გენეტიკური გამოკვლევები.

ნაშრომი წარმოადგენს სიახლეს, რადგანაც ამჟამად გაბატონებული, მაგრამ ჩვენი აზრით, არასწორი, თეორიით მიიჩნევა, რომ ადიღე-ჩერქეზული ტომები (მათ შორის აფსუები) არაინ დასავლეთ საქართველოს თავდაპირველი მოსახლეობა, და მხოლოდ შემდგომ გამოჩნდნენ აქ სვანური და მეგრული ტომები, ხოლო არაბობის შემდგომ ე.წ.“ქართის“ ტომები.

ეს არასწორი საისტორიო თეორია ჩამოყალიბდა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს სახელმწიფოს გაუქმების XIX და XX საუკუნეებში. სამწუხაროდ, ამ არასწორი თეორიის სათავეებთან იდგენენ ასევე თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფიის კორიფეები. მართალია პავლე ინგოროყვამ თავისი შესანიშნავი კვლევით დაასაბუთა, რომ არასწორია ნ. ჯანაშიასა და სხვათა თეორია ადიღე-ჩერქეზული ტომების დასავლეთ საქართველოში თავდაპირველი მოსახლეობის შესახებ, მაგრამ ის არ იქნა გაზიარებული.

ეს მეცნიერები არ შეხებიან ადიღე ხალხის ჩამოყალიბების საკითხს. ეს კი მნიშვნელოვანია, რადგანაც კარგად ხსნის, რომ ადიღე-ჩერქეზები არ იყო დასავლეთ საქართველოს თავდაპირველი მოსახლეობა.

ჩვენი ნაშრომი სიახლეა იმით, რომ ჩვენი კვლევით ადიღეური ცნობიერების სინურენოვანი ხალხები  არ ცხოვრობდნენ კავკასიაში მე-15 საუკუნემდე.

კავკასიური ეთნო  ჯგუფების ასიმილაციის შედეგად ჩამოყალიბდა ხალხები კავკასიური  ადგილობრივი G2a ან J2 ჰაპლოჯგუფით, თუმცა კი ენობრივად სინურენოვანი. ესენი იყვნენ ადიღეს, დაღესტნისა და ჩეჩნეთ-ინგუშეთის XVI-XVIII სს.-ში ჩამოყალიბებული ეთნოსები…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/caucasus/anania-japaridze/

 

Posted in გენეტიკა, კავკასია-Caucasus, მეცნიერება, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »