Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘სვეტიცხოველი’

რატომ აღარ იკითხება სვეტიცხოვლის კედლის მხატვრობა?

Posted by iberiana on თებერვალი 15, 2024

რატომ აღარ იკითხება სვეტიცხოვლის კედლის მხატვრობა?

გიდებზე დაყრდნობით სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, სადაც ნათლად ჩანს გათეთრებული კედლის მხატვრობა სვეტიცხოვლის ტაძარში. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული მიზეზი, რამაც გამოიწვია უნიკალური ფრესკების ფერის შეცვლა. ამ დრომდე განმარტება არ გაკეთებულა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხრიდან.
საყდრისის კომიტეტი” დაუკავშირდა რამდენიმე რესტავრატორს, რომლებიც აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, პრობლემა წყლით კედლის დასველებასთანაა დაკავშირებული, თუმცა, ამავდროულად გადაჭრით აცხადებენ, რომ დასკვნების გაკეთება არასწორია ადგილზე კვლევის გარეშე და აღნიშნული ფაქტი დაუყოვნებლივ საჭიროებს სიღრმისეულ კვლევას.
“საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის” მოუწოდებს კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს, მიავლინოს ადგილზე მის დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოს თანამშრომლები, რათა უმოკლეს დროში ჩატარდეს კვლევა ფრესკების ფერის შეცვლის მიზეზის დასადგენად და პრობლემის აღმოსაფხვრელად.
შედარებისთვის გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც გადაღებულია 2024 და 2017 წელს. ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა ნუცა ცქიმანაურმა.
427994829_412393534661891_8029779726069844994_n
427997371_412393544661890_5131378866433890254_n

***

სვეტიცხოვლის ცეკვის სცენა ფერხულისა და მუსიკოსთა დასის მონაწილეობით, გარდა იმ ძირითადი ამოცანისა, რაც XVII საუკუნეში მისმა დამკვეთებმა და შემსრულებლებმა ჩადეს (იმ დროის ამოცანებიდან გამომდინარე, როდესაც ის იქმნებოდა), მომდევნო საუკუნეებში, განსაკუთრებით კი მშვიდობიანობის ხანაში, სხვადასხვა დარგის ხელოვანთათვის შთაგონების წყაროდ იქცა და მათ შემოქმედებაშიც აისახება.

თავად აღნიშნული ფრესკა (ეკლესიის მესვეურთა და სპეციალისტების დღემდე გაუნელებელი ინტერესისა), გარდა ეროვნული იდეის პროპაგანდისა  საქართველოსა და ქართული კულტურის წარდგენისა და პოპულარიზაციის წყაროცაა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ამის ერთ-ერთი დასტური სვეტიცხოვლის ტაძრის ქართველ და უცხოელ დამთვალიერებელთა უწყვეტი ნაკადებია.” – მანანა გაბაშვილი – ცეკვის სცენა და მუსიკოსთა დასი სვეტიცხოვლის ფრესკაზე

საყდრისისკომიტეტისგან

Posted in 2024, კულტურული მემკვიდრეობა, მცხეთა | Tagged: , , , | Leave a Comment »

მანანა გაბაშვილი – დასავლეთის მხატვრობის გავლენა სვეტიცხოვლის ფრესკაზე

Posted by iberiana on ოქტომბერი 22, 2020

Gabashvili

მანანა გაბაშვილი დასავლეთის მხატვრობის გავლენა სვეტიცხოვლის საზღვაო თემატიკის ამსახველ ფრესკაზე

სვეტიცხოვლის საზღვაო თემატიკის ამსახველმა ფრესკამ, რომელზეც აბობოქრებული საზღვაო პეიზაჟის ფონზე ზღვის რეალური თუ ირეალური ბინადარნი, აფრიანი ხომალდები და ჯვრიანი დროშებია გამოსახული, ჩვენი ყურადღება როგორც თემატიკით, ისე უნიკალურობით, უჩვეულობით მიიპყრო. მიუხედავად დიდი ინტერესისა, ზემოქმედების განსაკუთრებული ძალისა თუ იდუმალებისა, რაც ამ უცხო და საქართველოში ერთდერთ ფრესკაში იგრძნობა, მისი ახსნა ვერ მოხერხდა. ამ ფრესკასთან დაკავშირებული კითხვები ჩვენც დიდხანს უპასუხოდ გვრჩებოდა. მხოლოდ მას შემდეგ რაც საზღვაო საკითხებზე მუშაობის მოვკიდეთ ხელი და ამ თვალსაწიერიდან საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხის ახლებურ გააზრებას შევეცადეთ, ამ უნიკალური, უჩვეულო ფრესკით დავინტერესდით და მისი ახსნა ისტორიისა და პოლიტიკის თვალთახედვიდან შევეცადეთ. ასევე შევეცადეთ აგვეხსნა, თუ რამ განაპირობა საზღვაო თემატიკის ამსახველი ამ ფრესკის ზღვიდან მოშორებულ საქართველოს რეგიონში, შუაგულ ქართლში დადასტურება, თანაც ქვეყნის მთავარ საკათედრო ტაძარში _ სვეტიცხოველში

აღნიშნული ფრესკა XVII საუკუნეში საქართველოში არსებულ მდგომარეობას, კონკრეტულად შავ ზღვაზე შექმნილ ვითარებას, ზოგადად საქართველოს საზღვაო ინტერესების ერთგვარ ასახვასაც დავუკავშირეთ, ასევე საერთაშორისო პოლიტიკას. ამ ფრესკასთან კავშირში განვიხილეთ ამავე საუკუნეში შესრულებული და მის სიახლოვეს არსებული მარიამ დედოფლის (ლევან II დადიანის დის) ფრესკაც, რომელზეც იგი ერთადერთ ვაჟთან, ყმაწვილ ოტიასთან ერთადაა გამოსახული. ეს სიახლოვე თავიდანვე შემთხვევითად არ მივიჩნიეთ და მათ შორის კავშირი დავინახეთ, კარგად გააზრებული ურთიერთმიმართება, თანაც საზღვაო პრობლემებთან ერთგვარი დამოკიდებულება, რასაც ქვემოთ შევეხებით.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/manana-gabashvili-3/

 

Posted in 2020, მცხეთა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

მანანა გაბაშვილი – ცეკვის სცენა და მუსიკოსთა დასი სვეტიცხოვლის ფრესკაზე

Posted by iberiana on იანვარი 29, 2020

svetitskhoveliმანანა გაბაშვილი – ცეკვის სცენა და მუსიკოსთა დასი სვეტიცხოვლის ფრესკაზე

სვეტიცხოვლის სამხრეთი კედლის ფრესკა, რომელზეც საზღვაო სამყაროა გამოსახული სხვადასხვა ტიპის ზღვის რეალური ბინადარებითა თუ ფანტასტიკური არსებებით, აფრიანი ხომალდებითა და მათზე ქართული დროშებით, კიდევ ერთი თვალსაზრისითაა საყურადღებო. ეს ფრესკა დიამეტრულად განსხვავებული სიუჟეტითა და მოხატულობით ბოლოვდება. მხედველობაში გვაქვს ცეკვის სცენა, რომელიც რეალიზმითა და სილაღით უჩვეულო კონტრასტს ქმნის აღნიშნული კედლის ფრესკის საერთო დაძაბულსა და მისტიურ განწყობასთან. წინა პლანზე გამოსული სამი მოცეკვავე ქალის უკან ქალთა ფერხული და მუსიკოს მამაკაცთა დასებია წარმოდგენილი, რომლებიც სხვადასხვა მუსიკალურ საკრავზე უკრავენ _ სიმებიან, ჩასაბერსა და დასარტყამზე. სოლისტ ქალს, როგორც მას უწოდებენ (რომელიც ასევე დიდ კონტრასტს ქმნის სვეტიცხოვლის საეკლესიო ფრესკების საერთო ხასიათთან), არაჩვეულებრივი გრაცია და მოქნილობა ახასიათებს. მნახველს ის ასოციაციას უჩენს როგორც ნაცნობ ქართულ ცეკვებთან, ისე საერო მხატვრობასთან. თავად კაბაც ქართულია, რასაც აკადემიკოსი შალვა ამირანაშვილი საგანგებოდ აღნიშნავს და XVII საუკუნის ქართულ სამოსს უკავშირებს..

ქართულ ცეკვებს დიდი შინაარსობრივი დატვირთვა ჰქონდა. მათში აისახება საქართველოს ისტორია, ქართველი ხალხის ბუნება და ხასიათი, სამყაროსადმი დამოკიდებულება, ხედვა, ინტერესები და ყოფაცხოვრება. ცნობილია, რომ პლატონი ცეკვას ადამიანის გონებრივი დასვენებისა და ფიზიკური გაკაჟების საუკეთესო საშუალებად მიიჩნევდა.

ქართველები, რომლებიც ცეკვას სიმღერასთან ერთად ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, მასში ხედავდნენ თავიანთი ქვეყნისა და კულტურის თავისებურებას, გამძლეობისა და ოპტიმიზმის საფუძველს. ამიტომაც არა შემთხვევით, არამედ გამიზნულადაც უნდა მივიჩნიოთ ქართული ცეკვების საქართველოს მთავარ საკათედრო ტაძარში გამოხატვა…
სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/manana-gabashvili/

Posted in 2020, კულტურა, მეცნიერება, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

მანანა გაბაშვილი – აფრიანი ხომალდები სვეტიცხოვლის ფრესკაზე

Posted by iberiana on მაისი 17, 2019

მანანა გაბაშვილიმანანა გაბაშვილი
აფრიანი ხომალდები ქართული დროშებით სვეტიცხოვლის ფრესკაზე

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი საქართველოს საეკლესიო და საერო ისტორიის დიდი მატეანეა, რომლის ფრესკებზეც სხვადასხვა დრო და ეპოქა, შიდა და საერთაშორისო საკითხები, ქვეყნის დიდებისა თუ ძნელბედობის ხანა მხატვრული ხერხებითაა გამოხატული და წარწერებით დადასტურებული. საზოგადოდ ფრესკებს, როგორც საისტორიო წყაროსა და ამა თუ იმ პრობლემების პროპაგანდის საშუალებას, მათ შორის საყოფაცხოვრებო კუთხითაც (ტანსაცმელი, სამკაული, ავეჯი და სხვ.,), თავის დროზე ვახუშტი ბაგრატიონმა მიაქცია ყურადღება და გამოიყენა კიდევაც თავის სამეცნიერო შემოქმედებაში. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, დაფარული თუ ღია ინფორმაციის შემცველია სვეტიცხოვლის ტაძრის სამხრეთი კედლის საზღვაო თემატიკის ამსახველი ფრესკა მასზე გამოსახული აფრიანი ხომალდებით.

photo4

სვეტიცხოვლის XI საუკუნის ფრესკებიდან, მას შემდეგ რაც მელქისედეკ კათალიკოსმა ტაძრის რესტავრაციას მოჰკიდა ხელი, ცოტა რამ, ისიც მცირე ფრაგმენტების სახით შემორჩა. ამ ტაძრის დღემდე მოღწეული სხვადასხვა ხასიათისა და შინაარსის მქონე კედლის მხატვრობა ძირითადად XVII საუკუნეს ეკუთვნის, ისევე როგორც ზემოთ აღნიშნული საზღვაო თემატიკის ამსახველი ფრესკა.

ტაძრის მოხატულობებით XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან მოყოლებული სიძველეთმცოდნენი და მოგზაურები დაინტერესდნენ. დაახოლოებით ამავე პერიოდიდან და შემდგომ მათ შეთეთრება-,,რესტავრაციას” ეგზარქოსებმა (1837-1844, 1880წწ.) მიჰყვეს ხელი, რასაც არაერთი მოხატულობა, მათ შორის ვახტანგ გორგასლის პორტრეტი შეეწირა

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/m_gabashvili/

Posted in 2019, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »