Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘მანანა გაბაშვილი’

ნიკოლოზ გაბაონის “აივნიანი ქალაქის” შესახებ

Posted by iberiana on დეკემბერი 11, 2022

ნიკოლოზ გაბაონის (ვალერიან გაბაშვილი) “აივნიანი ქალაქის” შესახებ

 

გადაცემა “პროფესიონალები და საზოგადოება”.

სტუმრები აღმოსავლეთმცოდნე მანანა გაბაშვილი (მწერლის ქალიშვილი) და

აღმოსავლეთმცოდნე ქეთევან ტომარაძე

მედია კავშირი “ობიექტივი”. 11.12.2022

 

 

ნიკოლოზ გაბაონი – “აივნიანი ქალაქი”. PDF

Posted in 2022, კულტურა | Tagged: , , | Leave a Comment »

მანანა გაბაშვილი ქართულ პოლიტიკაზე

Posted by iberiana on ნოემბერი 5, 2022

მანანა გაბაშვილი ქართულ პოლიტიკაზე

გადაცემა “დღის ბოლოს”.  წამყვანი ნინო რატიშვილი, თანაწამყვანი ქეთევან ტომარაძე.

სტუმარი; მანანა გაბაშვილი, ისტორიკოსი, უზენაესი საბჭოს დეპუტატი

მედიაკავშირი  “ობიექტივი”. 4.11.2022

Posted in 2022, ეროვნული მთავრობა | Tagged: , , | Leave a Comment »

მანანა გაბაშვილი – ისტორიკოსი და მხატვარი

Posted by iberiana on ოქტომბერი 31, 2022

Posted in 2022, ეროვნული მოძრაობა | Tagged: , | Leave a Comment »

მანანა გაბაშვილის მხატვრობა 

Posted by iberiana on ნოემბერი 6, 2021

მანანა გაბაშვილის მხატვრობა

ბიბლუსის ქსელში გამოჩნდა მანანა გაბაშვილის ალბომი, რომელმაც უკვე დიდი გამოხმაურებს ჰპოვა.. ქართული ხელოვნების დიდი წარმატებაა ის, რომ  ამ ალბომით ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დაინტერესდნენ 
 
თავიდან ინიციატივა ვენის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა აიღო, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანია და რამდენჯერმე ითხოვა ამ ალბომების ვენაში გადაგზავნა მათი პოპულარიზაციის მიზნით,   ამავე მუზეუმმა ეს ალბომები ამერიკის ქალაქებშიც გაავრცელა. ეს იშვიათი წარმატებაა, თანაც როდესაც ინიციატივა გარედან მოდის.
 
რაც მთავარია, ამ ალბომისადმი ინტერესმა განაპირობა, რომ  მანანა გაბაშვილი  მიწვეულია ევროპის საშობაო გამოფენაზე, რომელიც იანვარში გაიხსნება. მასში ევროპის ექვსი შემდეგი ქვეყანაა ჩართული  –  ავსტრია, შვეიცარია, იტალია, საფრანგეთი, ბელგია, ინგლისი.

 

მანანა გაბაშვილი, საქართველოს სახელით, მსოფლიოში შერჩეულ 30 მხატვართან ერთად, ყველა ამ ქვეყანაში გადაადგილდება, სადაც გაიმართება გამოფენები, ლექციები, თანამედროვე ხელოვნების წარდგენა, რაც პრესით და ტელევიზიით ფართოდ გაშუქდება. 
მანანა გაბაშვილის ხელოვნებით ასევე დაინტერესდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და მიიწვიეს 2022 წლის აპრილ-მაისში ანალოგიურ ღონისძიებებზე.

შეგახსენებთ, რომ ქალბატონი მანანა გაბაშვილი არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი,  საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 

გიორგი წერეთელი: “მანანა გაბაშვილის ალბომის გამოცემა ეს არის ქართული მხატვრობისა და ქართული კულტურის ზეიმი, ასევე ამ კულტურის პროპაგანდაც”.

 

Posted in 2021, საქართველო-Georgia, ხელოვნება | Tagged: , | Leave a Comment »

მანანა გაბაშვილი – დასავლეთის მხატვრობის გავლენა სვეტიცხოვლის ფრესკაზე

Posted by iberiana on ოქტომბერი 22, 2020

Gabashvili

მანანა გაბაშვილი დასავლეთის მხატვრობის გავლენა სვეტიცხოვლის საზღვაო თემატიკის ამსახველ ფრესკაზე

სვეტიცხოვლის საზღვაო თემატიკის ამსახველმა ფრესკამ, რომელზეც აბობოქრებული საზღვაო პეიზაჟის ფონზე ზღვის რეალური თუ ირეალური ბინადარნი, აფრიანი ხომალდები და ჯვრიანი დროშებია გამოსახული, ჩვენი ყურადღება როგორც თემატიკით, ისე უნიკალურობით, უჩვეულობით მიიპყრო. მიუხედავად დიდი ინტერესისა, ზემოქმედების განსაკუთრებული ძალისა თუ იდუმალებისა, რაც ამ უცხო და საქართველოში ერთდერთ ფრესკაში იგრძნობა, მისი ახსნა ვერ მოხერხდა. ამ ფრესკასთან დაკავშირებული კითხვები ჩვენც დიდხანს უპასუხოდ გვრჩებოდა. მხოლოდ მას შემდეგ რაც საზღვაო საკითხებზე მუშაობის მოვკიდეთ ხელი და ამ თვალსაწიერიდან საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხის ახლებურ გააზრებას შევეცადეთ, ამ უნიკალური, უჩვეულო ფრესკით დავინტერესდით და მისი ახსნა ისტორიისა და პოლიტიკის თვალთახედვიდან შევეცადეთ. ასევე შევეცადეთ აგვეხსნა, თუ რამ განაპირობა საზღვაო თემატიკის ამსახველი ამ ფრესკის ზღვიდან მოშორებულ საქართველოს რეგიონში, შუაგულ ქართლში დადასტურება, თანაც ქვეყნის მთავარ საკათედრო ტაძარში _ სვეტიცხოველში

აღნიშნული ფრესკა XVII საუკუნეში საქართველოში არსებულ მდგომარეობას, კონკრეტულად შავ ზღვაზე შექმნილ ვითარებას, ზოგადად საქართველოს საზღვაო ინტერესების ერთგვარ ასახვასაც დავუკავშირეთ, ასევე საერთაშორისო პოლიტიკას. ამ ფრესკასთან კავშირში განვიხილეთ ამავე საუკუნეში შესრულებული და მის სიახლოვეს არსებული მარიამ დედოფლის (ლევან II დადიანის დის) ფრესკაც, რომელზეც იგი ერთადერთ ვაჟთან, ყმაწვილ ოტიასთან ერთადაა გამოსახული. ეს სიახლოვე თავიდანვე შემთხვევითად არ მივიჩნიეთ და მათ შორის კავშირი დავინახეთ, კარგად გააზრებული ურთიერთმიმართება, თანაც საზღვაო პრობლემებთან ერთგვარი დამოკიდებულება, რასაც ქვემოთ შევეხებით.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/manana-gabashvili-3/

 

Posted in 2020, მცხეთა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

მანანა გაბაშვილი – ზვიად გამსახურდია და ეროვნული მოძრაობა

Posted by iberiana on სექტემბერი 5, 2020

მანანა გაბაშვილი – ზვიად გამსახურდია და ეროვნული მოძრაობა

Posted in 2020, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

მანანა გაბაშვილი – ჩვენი დროის გმირი

Posted by iberiana on მარტი 7, 2020

gabashvili-daushvili

მანანა გაბაშვილი – ჩვენი დროის გმირი

ვის შეიძლება დღეს ჩვენი დროის გმირი ეწოდოს, ამაზე ბევრი ფიქრობს და მათ შორის მეც. ამასწინათ კომპიუტერი გავხსენი და გმირი თავად გამომეცხადა თოვლით დაფარული ულამაზესი რაჭის ფონზე. იგი 25 წლის თბილისელი მიშო დაუშვილი აღმოჩნდა, მოხდენილი ახალგაზრდების დარი, ჩვენი ქალაქის ქუჩებს ყოველთვის რომ ამშვენებდნენ და ალამაზებდნენ. მიშო ორი წლის წინ რაჭაში, სოფელ შქმერში წინაპართა მიტოვებულ კერას დაბრუნებია და მისთვის არა მხოლოდ ახალი სიცოცხლე შთაუბერავს, ვერ წარმოიდგენთ, ისეთი სფეროსთვის მოუკიდია ხელი, მესაქონლეობისთვის…

მაგრამ მაინც რატომ არის მიშო ჩვენი დროის გმირი. პირველ რიგში საქმით და შრომით, მარტო რომ წინაღუდგა იმ მზაკვრულ პროგრამას, რომელიც საქართველოს უქართველებოდ დატოვებასა და განსაკუთრებით ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინებას ხელს უწყობს. აქ დარჩენილების დიდ უმრავლესობას კი პერსპექტივა წაართვა და ნარკოტიკების, კაზინოებისა და საეჭვო კლუბების ამარა დატოვა, რამაც უამრავი ახალგაზრდა იმსხვერპლა. მიშომ შეძლო ამ ჭაობის გვერდის ავლით რთული, მაგრამ ჯანსაღი გზის მოძებნა, რასაც ყოველთვის ჰქონდა და ექნება პერსპექტივა. ეს კარგად იცოდნენ მისმა წინაპრებმა თავდადებული შრომით, საკუთარი მიწა-წყლისა და სამშობლოს ერთგულებით საქართველო დღემდე რომ მოიყვანეს. ამ ახალგაზრდამ, მიშო დაუშვილმა უკვე ის დიდი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა, აღტაცებაც, რაც მასთან დაკავშირებული კომენტარებიდანაც ნათელია…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/manana-gabashvili-2/

 

Posted in 2020, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

მანანა გაბაშვილი – პატრიოტიზმი

Posted by iberiana on თებერვალი 29, 2020

manana gabashvili

მანანა გაბაშვილი
პატრიოტიზმი
(ისტორია და თანამედროვეობა)

პატრიოტიზმი, როგორც ცნობილია, გავრცელებული და მრავალი ხალხის ენებში დამკვიდრებული ტერმინია. ის ბერძნული სიტყვიდან _ პატრის მომდინარეობს და სამშობლოს, მამა-პაპეულ მიწა-წყალს უკავშირდება. პატრიოტის გაგება, რაც სამშობლოს მოყვარულს ნიშნავს, ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ გრძნობებს გამოხატავს. ..

მეცნიერებმა დაასაბუთეს, რომ ეს განცდა, უძველესი დროიდან მოყოლებული, გარკვეული ფორმით პირველყოფილ საზოგადოებასაც ახასიათებდა, რაც ჯიშის გადარჩენასა და შერჩევითობას უკავშირდებოდა. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ იმ ტომს ჰქონდა სიცოცხლის გადარჩენის შანსი, რომელსაც თავისი ტომის არსებობის გასაგრძელებლად შეეძლო საკუთარი სიცოცხლის გაწირვა. ამდენად პატრიოტიზმს თვითგადარჩენისა და სიცოცხლის გაგრძელების ფუნქციაც გააჩნია, შესაბამისად ის შორსაა დამღუპველი კომფორმიზმისგან, რომელიც თვით ყველაზე განვითარებულ ქვეყნებსაც მოედო და საქართველოსთვის დღეს განსაკუთრებით აქტუალური და დამაფიქრებელია…

პატრიოტიზმის ისტორიაში თუ ჩავიხედავთ, დავინახავთ, რომ მას ყველა ხალხისთვის ერთი საერთო ნიშანთვისება ახასითებს; ეს არის სიყვარული. ამდენად ჭეშმარიტი პატრიოტიზმი სხვადასხვა დროსა და ეპოქაში სიყვარულს ეფუძნება და პირველ რიგში ქვეყნის წინაშე ვალდებულებას, მასზე ზრუნვას, უანგარობას, ისტორიის, ენისა და კულტურის, ტრადიციების შენახვა-გაფრთხილებას, მისთვის სასახელო საქმეების კეთებას, საკუთარი ქვეყნის საუკეთესო კუთხით წარმოჩენას, საფრთხისა და საშიშროების შემთხვევაში კი სამშობლოს დაცვასა და თავდადებას გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი პატრიოტი საკუთარ ინტერესებზე მაღლა სამშობლოს ინტერესებს აყენებს…

ცრუ პატრიოტები კი (რომლებმაც სამარცხვინოდ ეროვნული ხელისფლება დაამხეს) ამდენი წელია ქვეყანას სიძულვილით მართავენ, ურთიერთდაპირისპირებული, მტრულად განწყობილი ქართველებით, რაც საინფორმაციო საშუალებებითაც პიარდება და შუა საუკუნეებში რომ ეარსებათ საქართველო დღემდე ვერ მოაღწევდა…

ამიტომაც ჭეშმარიტი პატრიოტიზმისგან განსხვავებით, რომელიც სახელმწიფოს, მის ინსტიტუტების სტაბილურობისა და არსებობის გარანტია, ცრუ პატრიოტიზმი ქვეყნისთვის არანაკლებ საშიშია, ვიდრე ნებისმიერი შემოსეული მტერი

თუ რამდენად სახიფათოა ცრუ პატრიოტიზმი, ამას არაერთი ქვეყნისა და მათ შორის საქართველოს ისტორიაც გვაუწყებს, თუნდაც ხალხის მოტყუების გზით, ეროვნულობის ცრუ პროპაგანდით, ხელისუფლებაზე თავდასხმითა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებით. ამის მაგალითია 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალება, რომლის შედეგადაც ეროვნული ხელისუფლების ჭეშმარიტ პატრიოტიზმს ცრუ პატრიოტიზმი ჩაენაცვლა, ჭეშმარიტ დემოკრატიას ცრუ დემოკრატია და დემაგოგია, რის შედეგადაც ერში, დიდი მსხვერპლის ფასად, ტერიტორიები დაიკარგა და საქართველოს ისტორიაში პირველად, სხვადასხვა ქვეყანაში კატასტროფული მასშტაბის ქართული ემიგრაცია გაჩნდა, რაც დემოგრაფიული კრიზისის ერთ-ერთი მიზეზიცაა…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/manana-gabashvili-2/

 

Posted in 2019, ეროვნული მოძრაობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

მანანა გაბაშვილი – ცეკვის სცენა და მუსიკოსთა დასი სვეტიცხოვლის ფრესკაზე

Posted by iberiana on იანვარი 29, 2020

svetitskhoveliმანანა გაბაშვილი – ცეკვის სცენა და მუსიკოსთა დასი სვეტიცხოვლის ფრესკაზე

სვეტიცხოვლის სამხრეთი კედლის ფრესკა, რომელზეც საზღვაო სამყაროა გამოსახული სხვადასხვა ტიპის ზღვის რეალური ბინადარებითა თუ ფანტასტიკური არსებებით, აფრიანი ხომალდებითა და მათზე ქართული დროშებით, კიდევ ერთი თვალსაზრისითაა საყურადღებო. ეს ფრესკა დიამეტრულად განსხვავებული სიუჟეტითა და მოხატულობით ბოლოვდება. მხედველობაში გვაქვს ცეკვის სცენა, რომელიც რეალიზმითა და სილაღით უჩვეულო კონტრასტს ქმნის აღნიშნული კედლის ფრესკის საერთო დაძაბულსა და მისტიურ განწყობასთან. წინა პლანზე გამოსული სამი მოცეკვავე ქალის უკან ქალთა ფერხული და მუსიკოს მამაკაცთა დასებია წარმოდგენილი, რომლებიც სხვადასხვა მუსიკალურ საკრავზე უკრავენ _ სიმებიან, ჩასაბერსა და დასარტყამზე. სოლისტ ქალს, როგორც მას უწოდებენ (რომელიც ასევე დიდ კონტრასტს ქმნის სვეტიცხოვლის საეკლესიო ფრესკების საერთო ხასიათთან), არაჩვეულებრივი გრაცია და მოქნილობა ახასიათებს. მნახველს ის ასოციაციას უჩენს როგორც ნაცნობ ქართულ ცეკვებთან, ისე საერო მხატვრობასთან. თავად კაბაც ქართულია, რასაც აკადემიკოსი შალვა ამირანაშვილი საგანგებოდ აღნიშნავს და XVII საუკუნის ქართულ სამოსს უკავშირებს..

ქართულ ცეკვებს დიდი შინაარსობრივი დატვირთვა ჰქონდა. მათში აისახება საქართველოს ისტორია, ქართველი ხალხის ბუნება და ხასიათი, სამყაროსადმი დამოკიდებულება, ხედვა, ინტერესები და ყოფაცხოვრება. ცნობილია, რომ პლატონი ცეკვას ადამიანის გონებრივი დასვენებისა და ფიზიკური გაკაჟების საუკეთესო საშუალებად მიიჩნევდა.

ქართველები, რომლებიც ცეკვას სიმღერასთან ერთად ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, მასში ხედავდნენ თავიანთი ქვეყნისა და კულტურის თავისებურებას, გამძლეობისა და ოპტიმიზმის საფუძველს. ამიტომაც არა შემთხვევით, არამედ გამიზნულადაც უნდა მივიჩნიოთ ქართული ცეკვების საქართველოს მთავარ საკათედრო ტაძარში გამოხატვა…
სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/manana-gabashvili/

Posted in 2020, კულტურა, მეცნიერება, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის გახსენება

Posted by iberiana on დეკემბერი 31, 2019

ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის გახსენება

2013 წლის 30 მარტს ტელევიზია „ობიექტივის” ეთერში, ია ბაგრატიონ-მუხრანელის გადაცემაში პროფესორებმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორებმა მანანა გაბაშვილმა და ბიძინა ჩოლოყაშვილმა ისაუბრეს ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობაზე. ნაწყვეტი გადაცემიდან

Posted in 2019, ეროვნული მთავრობის მტრები, ვიდეო, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »

გაბაშვილების გახსენება

Posted by iberiana on დეკემბერი 13, 2019

გაბაშვილების დიდგვაროვანი ოჯახი და ვასილ გაბაშვილის მაქმანებიანი სასახლე

 

გადაცემაში მონაწილეობს მანანა გაბაშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გაბაშვილების გვარის მკვლევარი.

ავტორი და პროდიუსერი: ბესიკ გამყრელიძე
ჟურნალისტი: შორენა ჭიაურელი.
ტვ ობიექტივის სიუჟეტი

Posted in 2019, გამოჩენილი ქართველები, კულტურული მემკვიდრეობა, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

მანანა გაბაშვილი 1991-92 წლების სამხედრო გადატრიალების შესახებ

Posted by iberiana on ივლისი 19, 2019

უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ისტორიკოსი, მანანა გაბაშვილი 1991-92 წლების სამხედრო გადატრიალების შესახებ

Posted in 2019, ეროვნული მოძრაობა, პოლიტიკა, სამხედრო გადატრიალება, საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »

მანანა გაბაშვილი – აფრიანი ხომალდები სვეტიცხოვლის ფრესკაზე

Posted by iberiana on მაისი 17, 2019

მანანა გაბაშვილიმანანა გაბაშვილი
აფრიანი ხომალდები ქართული დროშებით სვეტიცხოვლის ფრესკაზე

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი საქართველოს საეკლესიო და საერო ისტორიის დიდი მატეანეა, რომლის ფრესკებზეც სხვადასხვა დრო და ეპოქა, შიდა და საერთაშორისო საკითხები, ქვეყნის დიდებისა თუ ძნელბედობის ხანა მხატვრული ხერხებითაა გამოხატული და წარწერებით დადასტურებული. საზოგადოდ ფრესკებს, როგორც საისტორიო წყაროსა და ამა თუ იმ პრობლემების პროპაგანდის საშუალებას, მათ შორის საყოფაცხოვრებო კუთხითაც (ტანსაცმელი, სამკაული, ავეჯი და სხვ.,), თავის დროზე ვახუშტი ბაგრატიონმა მიაქცია ყურადღება და გამოიყენა კიდევაც თავის სამეცნიერო შემოქმედებაში. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, დაფარული თუ ღია ინფორმაციის შემცველია სვეტიცხოვლის ტაძრის სამხრეთი კედლის საზღვაო თემატიკის ამსახველი ფრესკა მასზე გამოსახული აფრიანი ხომალდებით.

photo4

სვეტიცხოვლის XI საუკუნის ფრესკებიდან, მას შემდეგ რაც მელქისედეკ კათალიკოსმა ტაძრის რესტავრაციას მოჰკიდა ხელი, ცოტა რამ, ისიც მცირე ფრაგმენტების სახით შემორჩა. ამ ტაძრის დღემდე მოღწეული სხვადასხვა ხასიათისა და შინაარსის მქონე კედლის მხატვრობა ძირითადად XVII საუკუნეს ეკუთვნის, ისევე როგორც ზემოთ აღნიშნული საზღვაო თემატიკის ამსახველი ფრესკა.

ტაძრის მოხატულობებით XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან მოყოლებული სიძველეთმცოდნენი და მოგზაურები დაინტერესდნენ. დაახოლოებით ამავე პერიოდიდან და შემდგომ მათ შეთეთრება-,,რესტავრაციას” ეგზარქოსებმა (1837-1844, 1880წწ.) მიჰყვეს ხელი, რასაც არაერთი მოხატულობა, მათ შორის ვახტანგ გორგასლის პორტრეტი შეეწირა

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/m_gabashvili/

Posted in 2019, ისტორია-History, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »