Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘გამსახურდია’

ეკა წამალაშვილი – “დამოუკიდებლობის გაკვეთილები”

Posted by iberiana on სექტემბერი 20, 2022

307157046_493617319440872_2127066219015341415_n

ეკა წამალაშვილი – “დამოუკიდებლობის გაკვეთილები”

ამონარიდი პრეზიდენტ გამსახურდიასა და ოპოზიციის (მათ შორის ინტელიგენციის ნაწილის) შეხვედრის ჩანაწერიდან

 

ზ. გამსახურდია: გამობრძანდით და თქვით. იმისთვის მოგიწვიეთ, რომ თქვათ. ადგილიდან შეძახილები არ გეკადრებათ, სოლიდური ხალხი ხართ, აქ გამობრძანდით ტრიბუნაზე, დაასაბუთეთ თქვენი აზრი და ჩვენც გაგცემთ პასუხს. ვისწავლოთ პარლამენტური გზით მოქმედება, გვეყოფა ექსცესები.. ეს ხალხი ქადაგებდა, რომ პარლამენტური გზა სისულელეა, კრემლის აგენტების მოგონილი. რომ ლანდსბერგისი კრემლის აგენტია, გამსახურდია კრემლის აგენტია, ესენი ამ გზით ვერასდროს მიაღწევენ დამოუკიდებლობასო. გავიდა თუ არა ლიტვა? ყოფილან ესენი წინასწარმეტყევლები და პოლიტიკოსები? როგორ შეიძლება საბჭოთა არჩევნებიო, ხომ გაიძახოდნენ? ლანდსბერგისი ლამის კრიუჩკოვის თანამოაზრედ გამოიყვანეს. ეს იმისთვის გააკეთა რომ ლიტვაში ჩაახშოს ეროვნულ – გამათავისუფლებელი მოძრაობა და სამოკავშირეო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელიო. მე რომ ამირჩიეს მაშინ თქვეს, თითქოს, იმისთვის ვარ არჩეული, რომ მეც სამოკავშირეო ხელშეკრულებას მოვაწერო ხელი. როგორ მოვაწერ აგერ ნახავთ თქვენ. მე არ მოვაწერ, სხვა პრეზიდენტი მოიყვანეთ და იმან მოაწეროს ხელი.

დარბაზიდან შეძახილები – შენ მოიყვანე, შენ!!
 
ზ. გამსახურდია: უფროსი კაცი ხართ ( ვგონებ ჭაბუა ამირეჯიბს მიმართავს) თუ არ გინდათ აქ ყოფნა, მაშინ გაბრძანდით. ახლა ერთსაც გეტყვით და ესეც დაიმახსოვრეთ, ყველას საყურადღებოდ ვამბობ: თქვენ გგონიათ მე ძალიან მსიამოვნებს და ფიქრობთ ეს ჩემთვის შესაფერისი მდგომარეობაა? გეუბნებით პირდაპირ, მე რომ ახლა წავიდე, საქართველოში დამყარდება ისეთი ანარქია, რომ მერე ყველა თქვენგანი ისევ ძალით მომიყვანს და დამსვამს ამ სკამზე. არ იცით თქვენ რა არის ეს. ამიტომ არ ვამბობ, რომ მეხვეწოთ – არიქა არ მიგვატოვოო, მე თვითონ, გეფიცებით, საშინლად მომბეზრდა ეს ყველაფერი, არ მინდა დანახვა ამის, მაგრამ რა ვქნა? მისული ვართ კარიბჭემდე, მივიყვან ამ უბედურ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებამდე და მერე კარგად ბრძანდებოდეთ.
 
აღარ შეიძლება ამდენი უგუნურის და თავზეხელაღებულის გაძლება. ისინი ვერაფრით ეგუებიან ჩემს ძალაუფლებას, არც ერთ ქვეყანაში ასე არ ხდება,
 
სირცხვილია, ერი სოლიდარულია, როდესაც საქმე ეხება დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ერის გადარჩენას ეხება. არავის დასჯა არ მინდა, არ არის ეს ჩემი საქმე, გაიგეთ, მეგობრებო, საზოგადოებამ, ხალხმა უნდა მოკიდოს ამას ხელი. ცოტა ხნით მოითმინონ ჩემდამი სიძულვილი და როცა გავა საქართველო სამშვიდობოს და გახდება გაეროს წევრი, ნამდვილად აღარ შეგაწუხებთ და დავანებებ ყველაფერს თავს…”
 
1991 წლის სექტემბერი, თბილისი.

 

Posted in 1991, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია | Tagged: , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდია – “მიმართვა ქართველ ხალგაზრდებს”. 1990

Posted by iberiana on დეკემბერი 26, 2021

zviad-gamsa[1]ზვიად გამსახურდია – “მიმართვა ქართველ ხალგაზრდებს”

სიტყვა, წარმოთმქული სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტთა კონფერენციაზე, 1990 წელს

“დიდად სასიამოვნოა ჩვენთვის ამ კონფერენციის მოწვევა, მაგრამ არ არის დასამალი, რომ ჩვენ ახალგაზრდობასთან პრეტენზიები გვაქვს. იცით, რომ ახალგაზრდობა არის ერთ-ერთი დასაყრდენი ჩვენი მოძრაობის. მაგრამ, კარგად გამიგეთ, არ იფიქროთ, რომ აქ ან რექტორს მოველაპარაკე, ან პედაგოგებს. ეს ჩემი აზრია. ვიფიქროთ ძირითადად იმ საქმიანობაზე, რისთვისაც თქვენ ხართ ამ დაწესებულებაში. სხვა საკითხია, რომ განათლების სისტემას სჭირდება რეორგანიზაცია, გაუმჯობესება. ამისთვის ჩვენც ვიბრძვით, თქვენც იბრძოლეთ. მაგრამ აკადემიური მოსწრება რასაც ჰქვია, ეს არანაკლებ სერიოზულია, მეგობრებო, ვიდრე პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობა. ეს არ გეგონოთ ტრადიციული ჭკუის დარიგება თქვენზე ასაკით უფროსი ადამიანის მიერ, არა, მეგობრებო! მე ამას გეუბნებით, როგორც თანამებრძოლებს და კოლეგებს. გახსოვდეთ, რომ ეროვნულ მოძრაობას სჭირდება ყოველმხრივ განათლებული, სპეციალობაში კარგად მომზადებული ადამიანები. ეს არ უნდა იყოს უწიგნურთა მოძრაობა, სხვაგვარად არ გამოვა, მეგობრებო! სასწავლო დაწესებულებების გაფიცვები ჩვენ ნუ გვიტაცებს. არ გვაქვს ჩვენ ისე ცუდად საქმე, მეგობრებო, რომ თქვენს ხარჯზე მოვაწყოთ გაფიცვები. მთელი საქართველო ჩვენთან არის. რა გვიჭირს იმის ფასი, რომ თქვენ ჩამოგარჩინოთ სწავლაში. აი, მე გთხოვთ ყველას, გთხოვთ სერიოზულად, მეტი იფიქროთ პროფესიის დაუფლებაზე. ისე არ გამოვიდეს, რომ ჩვენ ვართ უსაქმურთა და ზარმაცთა თავშესაფარი. მე ეს ნოემბრის შიმშილობაზეც ვთქვი, აპრილის დღეებშიც ვთქვი, ყოველთვის ვამბობდი ამას, მეგობრებო და ეხლაც ვიმეორებ.

მეორე ამბავი ის არის, მეგობრებო, რომ ძალზე მძიმე მდგომარეობაა ზნეობის თვალსაზრისით. ას შვიდი მკვლელობაა ამ უკანასკნელ ხანში თბილისში და ამას სჩადიან უმთავრესად ახალგაზრდა ადამიანები. ჩვენ გადავწყვიტეთ გამოვაცხადოთ ასეთი ადამიანები ერის მოღალატეებად, ეროვნული მოძრაობის მოღალატეებად და მათი ფოტობრალდებებით და ბიოგრაფიებით “უკვდავყოფთ” მათ, როგორც ერის მოღალატეებს. სხვა გამოსავალი არ არის. თან გვაქვს მონაცემები, რომ ჩვენი მოსისხლე მტერი ფარულად წარმართავს ყოველივეს. ძალიან გთხოვთ, აი, ამაში ამოგვიდგეთ მხარში. ჩვენ პოლიტიკური თეორიების შექმნაში მოხმარება არ გვჭირდება. კი, ბატონო, თქვენც შექმენით, მაგრამ მოდით, ზნეობის საკითხებში უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი ერთმანეთს, რომ არ დავღუპოთ ერი, მეგობრებო!

მინდა, კიდევ გისურვოთ, რომ ახალგაზრდობა უფრო ინტენსიურად ჩაებას რელიგიურ ცხოვრებაში. ღვთისმეტყველების და რელიგიის გარეშე არ არსებობს არავითარი განათლება, მეგობრებო! ეს კომუნისტებმა შემოიღეს ანტირელიგიური განათლება. მოვექცეთ რწმენაზე საქმით, პრაქტიკულად, ვინაიდან “სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა მკვდარ არს”, როგორც არის ნათქვამი ბიბლიაში. აი, ეს არის ჩვენი სურვილები.

ისევ ზნეობას დავუბრუნდეთ. საშინელი მდგომარეობაა სკოლებში ზნეობის მხრივ. რა მეტყველებაა, რა მეტყველებაა სკოლებში; რა ენაზე მეტყველებს ჩვენი ახალგაზრდობა?! დაივიწყა წინაპრების ენა, წინაპართა სარწმუნოება, გადავიდა საშინელ მეტყველებაზე, რომელიც ყურით არ მოისმინება. აი, რას უნდა ვებრძოლოთ პირველ რიგში, მეგობრებო, და მერე ვიმსჯელოთ მაღალ პოლიტიკურ საკითხებზე და მერე გავარჩიოთ მსოფლიო პოლიტიკის და თუნდაც შიდა პოლიტიკის საკითხები. შეძრული ვარ, ისეთი სიტყვები მესმის, როდესაც დავდივარ სკოლებში. მეტყველება სულის ანარეკლია, მეგობრებო! ის სულის გამოხატულებაა. ეს ამ კომუნისტურმა წყობამ გადააგვარა ასე ადამიანები, კომუნისტურმა წყობამ წაართვა რელიგია, ზნეობა. ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ ყოველივე ამას, თუ გვინდა, რომ მართლაც ვიბრძოლოთ დამოუკიდებლობისათვის. ჩვენი ერი ვერასოდეს ვერ იქნება დამოუკიდებელი, თუ ის ზნეობრივად არ ამაღლდა, რელიგიურად არ ამაღლდა, მეგობრებო! ესეც უნდა გვახსოვდეს, მეგობრებო, რამეთუ ისტორიამ იცის სასჯელები, მე დიდ დავით გურამიშვილს გაგახსენებთ. როგორ უკავშირებს ის საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობას და მის უბედურებას რელიგიის დაკარგვას და ზნეობის დაცემას. ხომ გვახსოვს ყველას “ქართლის ჭირი”.

მე კიდევ ვიმეორებ და გთხოვთ, რომ ჩვენს მეგობრებს, ნაცნობებს, ყველას მოვუწოდოთ, რომ აღარ მოხდეს ჩვენს თბილისში, მთელ საქართველოში ის მახინჯი მოვლენები, რომლებმაც ჩვენს ახალგაზრდობას სახელი გაუტეხა. აი, ეს არის ჩემი უპირველესი სურვილი.”

მასალა ჩაიწერა და მოამზადა დალი ქვირიამ

Posted in 1990, ზვიად გამსახურდია | Tagged: , | Leave a Comment »

რუსუდან შარაძე – ახალი ჯიშის ქართველის გამოყვანა და ეროვნულობის ცნების დისკრედიტაცია

Posted by iberiana on ივლისი 1, 2021

r.sharadze

რუსუდან შარაძე – ახალი ჯიშის ქართველის გამოყვანა და ეროვნულობის ცნების დისკრედიტაცია

ახალი ჯიშის ქართველის გამოყვანა და ეროვნულობის ცნების  დისკრედიტაცია გამსახურდიას  ხელისუფლების დამხობისთანავე დაიწყო, თან იმგვარად, რომ ხალხს წარმოდგენაც არ გვქონდა, ეს თუ გარედან თავმოხვეული, დაგეგმილი და მსოფლიოში კარგად აპრობირებული მეთოდით ხდებოდა. დაიწყო ქართველობის, ხალხურად რომ ვთქვა, გოიმურ ცნებად წარმოჩინება. აქვე უნდა გავიხსენო ზაზა შათირიშვილის ეთერში ნათქვამი: „ქართველს ხომ ყველაზე მეტად იმის ეშინია, გოიმი არ დაუძახონო“. ვეთანხმები.

გამსახურდია ვახსენე და მაშინ, ხალხის წარმოდგენაში, ჩვენი ეროვნული საკითხი გაიგივებული იყო ზვიად გამსახურდიასთან. ბოლოს, მას ინტელიგენციის დიდი ნაწილი დაუპირისპირდა, ის ნაწილი, რომლისთვისაც ცოტა ხნის წინ, პატივი იყო ზვიადთან მეგობრობა თუ ნაცნობობა, რადგან მოდაში იყო. მგონია, რომ ამ ხალხის უმრავლესობა, პიროვნული თუ ობიექტური მიზეზებით გაბოროტებული, ვერც აცნობიერებდა, რა პროცესში მონაწილეობდა, მაგრამ ეს კიდევ სხვა თემაა. ფაქტია, რომ გამსახურდიას ელიტა დაუპირისპირდა და ეს იყო მთავარი. აქედან დაიწყო ეროვნულობის ცნების დაკნინება და ,,კარვის ქალებთან“ გაიგივება (მაპატიონ იმ ქალბატონებმა, საზოგადოებაში შეგნებულად გავრცელებულ განწყობასა და ტერმინს ვგულისხმობ). არც ისაა საკამათო, რომ სამწუხაროდ, ზვიადის გვერდით, ყველა ვერ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, ბევრმა უღალატა, რაც საზოგადოებრივი აზრის შექმნისთვის კარგად გამოიყენეს – აი, ვინ უჭერს მხარს გამსახურდიას – „სოფლელები“, გოიმები… და ზვიადისტობა, ე.ი. ეროვნულობა გამოცხადდა სირცხვილად და გოიმობად (მათი დევნა-შევიწროვება და მიტინგებზე პირდაპირ დახვრეტა კიდევ სხვა თემაა). ეს იმ დროს, როდესაც თავად გამსახურდიაზე დახვეწილი კაცი მეორე არ დადიოდა საქართველოში, აღარაფერს ვამბობ, ვისი შვილი იყო. აი, რა შეუძლია პროპაგანდას, რომელსაც რამდენიმე კაცი უკვეთავს და ასობით და ათასობით ადამიანი ბრმად, გაუთვითცნობიერებლად ასრულებს, რადგან ,,გოიმი არ დაუძახონ“…

ქართველობა და ქრისტიანობა რომ განუყოფელია, ეს კიდევ ერთხელ, კარგად დავინახეთ მტერმაც და მოყვარემაც. მოხდა ისე, რომ 80-იან წლებში, ეროვნული მოძრაობის აღმავლობასთან ერთად, ჩვენში გაძლიერდა რწმენა და ეკლესია, ხოლო უკვე ოთხმოცდაათიანებში, სამოქალაქო ომგამოვლილმა, ტერიტორიებდაკარგულმა, ამოწყვეტილმა, გაღარიბებულმა, უშუქოდ, უსახსროდ, უსაკვებოდ დარჩენილმა ქართველებმა შვება ღმერთსა და ეკლესიაში ვპოვეთ. საწინააღმდეგო პროპაგანდა ჯერ ადრე იყო, რადგან ხალხი, ჩვენდაუნებურად, თავად ვქმნიდით ძლიერ პროპაგანდას – კარგ ტონად ითვლებოდა ეკლესიურობა, ტაძარში სიარული, მარხვა-აღსარება-ზიარება, მონასტერში წასვლაც კი. ასე მოვაღწიეთ XXI საუკუნის მიჯნამდე – სააკაშვილის, რამიშვილის, ბოკერიას და ათასი ჯურის გარედან დაფინანსებული ენჯეოების შემოსევამდე….

სრულად:  https://iberiana2.wordpress.com/segm/r-sharadze

Posted in 2021, ზნეობა, რელიგია | Tagged: , , , , | Leave a Comment »

ზვიად გამსახურდია და 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი

Posted by iberiana on მარტი 29, 2021

პროფესორი მანანა ტაბიძე – ზვიად გამსახურდია და 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი

Posted in 2021, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია | Tagged: , , | Leave a Comment »

გამსახურდიას 1993 წლის წერილი ეკლესიაზე

Posted by iberiana on იანვარი 10, 2020

553142_631572836858837_894153467_nგამსახურდიას 1993 წლის წერილი ეკლესიაზე

გთავაზობთ ზვიად გამსახურდიას წერილს, რომელიც დევნილობაში მყოფმა დაწერა.
“ჩვენი ეკლესიის განადგურების ბრწყინვალე მაგალითია ჩემ მიერ მოძღვრის ძიება დღევანდელ ქართულ ეკლესიაში და მისი ვერპოვნა. ჩემი თავდაპირველი მოძღვარი იყო კალისტრატე კათალიკოსი ცინცაძე. მან შთამინერგა და განმიმტკიცა რწმენა. მანვე მომნათლა, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ, სამწუხაროდ, მე საქართველოს ეკლესიაში ნამდვილი მოძღვარი ვეღარ ვიპოვნე. უწინ მე აღსარებას ვაბარებდი ორ მოძღვარს და აღსარებას ვიღებდი პახურ ობოლაძისგან და შიო თურქაძისგან, მაგრამ მათ ჩემს მოძღვრებს ვერ დავარქმევდი. შემდეგ როდესაც მივაღწიე შიოლაშვილის გაპატრიარქებას და კერატიშვილის განკვეთას, ვიფიქრე ახლა მაინც ვნახავ-მეთქი ჭეშმარიტ მოძღვრებს საქართველოს ეკლესიაში, მაგრამ, ჰოი საკვირველებავ, შიოლაშვილმა სუკის აგენტი მოძღვრები შემოიკრიბა და რამდენიმე ჭეშმარიტი მოძღვარი ჩამოიცილა. მიტროპოლიტი შიო, მამა გიორგი ოდიშვილი, მამა არჩილი და სხვები. ვერცერთი მღვდელი ვერ ბედავდა გამხდარიყო ჩემი მოძღვარი, ალბათ სიკვდილის შიშით. ხშირი იყო ტერორის (დაშინების) შემთხვევები.

ერთადერთი იყო მამა გაბრიელი, სალოსი გოდერძი ურგებაძე, რომელიც ბედავდა ჩემთან საუბარს, ვინაიდან სიკვდილის არ ეშინოდა, მაგრამ მოძღვრობა მას არ შეეძლო. მან ერთადერთმა გაბედა მოენათლა ჩემი ერთი თვის ვაჟი – ცოტნე 1976 წელს, ისიც თავის ბინაში, სადაც მას ეკლესია ჰქონდა მოწყობილი. სუკის შერისხება შვილებზეც ვრცელდებოდა. სხვა ყველა სამღვდელო პირმა სუკისა და კერატიშვილის შიშით, შვილის მონათვლაზე უარი მითხრა. ამასობაში ეპისკოპოსმა ქრისტეფორე წამალაძემ თავად შემომთავაზა მოძღვრობა 1980 წელს, მაგრამ ჩვენი ნაცნობობის ერთი წლის შემდეგ სამწუხაროდ დავასკვენი, რომ იგი უფრო ბაპტისტი იყო და არა მართლმადიდებელი.

პატრიარქი ილია მეორე “სუკ”ის მითითებით წარმართავდა ჩემთან ურთიერთობას. იგი მე არასოდეს მღებულობდა, ყოველნაირად ცდილობდა ჩემს გაძევებას სიონის მრევლიდან, ვინაიდან მე ვამხელდი სუკის მოქმედებას ეკლესიაში და მის კოლაბორაციონიზმს. იმხანად დიდი სახელი გაუვარდა ერთ-ერთი რუსული ტაძრის, ალექსანდრე ნეველის ეკლესიის მოძღვარს – რაფაელს. რახან ქართველ მოძღვრებში ვერავინ ბედავდა ჩემს ზიარებას, 1984 წელს მივმართე ზემოთხსენებულ პიროვნებას, მაგრამ მისგანაც უარი მივიღე. მან მაგრძნობინა, რომ თუ მე არ დავანებებდი თავს დისიდენტურ მოღვაწეობას, იგი ვერ გახდებოდა ჩემი მოძღვარი და ვერ მომცემდა ზიარებას. ასე რომ 1979-1987 წლებში ზიარებაც კი აკრძალული მქონდა.
როდესაც ამირჩიეს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ, მოძღვრად გამომეცხადა ერთი მღვდელი, მაგრამ მისი მოძღვრობა იმაში გამოიხატებოდა, რომ იგი განუწყვეტლივ შემოდიოდა ჩემთან სათხოვრებით თავისთვის და თავისი ნათესავებისთვის. გამორჩენის გარდა არაფერზე ფიქრობდა. მე კი კვლავ უმოძღვროდ ვიყავი. აღსარებას კი სვეტიცხოვლის და მეტეხის მღვდლებთან ვაბარებდი და ზიარებასაც მათგან ვიღებდი. მამა არჩილი კი პატრიარქის მხრიდან მუდმივ შანტაჟს და ტერორიზებას განიცდიდა და ამადაც, არ მსურდა მისთვის დამეკისრებინა მოძღვრის ფუნქცია.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ბერი მამა იოანე, რომელიც იმხანად შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი იყო. ჩვენ შორის მეგობრული ურთიერთობა დამყარდა, მაგრამ ისიც პატრიარქის საგანგებო მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდა, რის გამოც, მოძღვრად გახდომის შემთხვევაში, მასაც განსაკუთრებული საფრთხის წინაშე ვაყენებდი.
სუკის მიერ ჩვენი ეკლესიის სრულმა და საყოველთაო ოკუპირებამ, მაიძულა სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებში მეძებნა მოძღვრები. ერთ-ერთი ასეთი იყო რუსეთის ეკლესიის მღვდელი მამა გლები (იაკუნინი), დისიდენტი და “სუკ”-ის მიერ დევნილი, რომელმაც მრავალი სამღვდელო პირი ამხილა “სუკ”-თან თანამშრომლობაში. მე მას ვთხოვე ზიარება 1978 წელს, როცა დაღესტანში გადამასახლეს და ასევე 1992 წელს ჩეჩნეთში გაძევებულმა. დღეს ისიც გამირბის, ალბათ სიკვდილის ეშინია “ქრისტიანს”.
საქართველოს ეკლესია გაანადგურა რუსეთის სუკმა და ეშმაკეულმა შევარდნაძემ. მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა რაღაც გამოსავალი უნდა იპოვონ. თავგანწირვაში უნდა მივბაძოთ პირველ ქრისტიანებს.”

Posted in 1993, ზვიად გამსახურდია | Tagged: , , , | Leave a Comment »

მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ინტერვიუ. 30.10.2019

Posted by iberiana on ოქტომბერი 31, 2019

მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ისტორიული ინტერვიუ

ტვ ომედი. გადაცემა “პრაიმ შოუ”. 30 ოქტომბერი, 2019

Posted in 2019, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია, პოლიტიკა, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

9 აპრილიდან 9 აპრილამდე

Posted by iberiana on აპრილი 8, 2017

9 აპრი;ი

კონსტანტინე გამსახურდია – ჩვენს თვალწინ არნახული სისწრაფით ჩაიქროლა ისტორიამ 9 აპრილიდან 9 აპრილამდე

1989 წლის 9 აპრილი: ღამე, რომელმაც შეცვალა არამხოლოდ საქართველოს, არამედ გარკვეულწილად აღმოსავლეთ ევროპის ისტორიაც;
ღამე, როდესაც წარმოუდგენელი იყო უხეში, საზარელი ძალის წინაშე შიში, კუდის ამოძუება, საკუთარ პოზიციაზე უარის თქმა;
ღამე, როდესაც მოხდა უპრცედენტო დარბევა, რადგან მსოფლიოს ალბათ არ ახსოვს, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ მომწამლავი გაზი გამოეყენებინოთ;
ღამე, როდესაც რუსთაველზე ჩაქრა შუქი და სანთლებიღა ეჭირათ მომიტინგეებს, ხოლო სულში ცოცხლდებოდა იოანეს სახარების სიტყვების განწყობა – “ნათელი იგი ბნელსა შინა სჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია;”
ღამე, როდესაც მერაბ კოსტავას ცნობილი სიტყვა ითქვა გადამწყვეტ მომენტში, დღესაც რომ ისეთივე ზემოქმედება აქვთ, როგორც მაშინ.

1991 წლის 9 აპრილი, დამოუკიდებლობის გამოცხადება ახალ რეფერენდუმის შედეგებზე და 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტზე დაყრდნობით; დროზე ადრე შეკვეცილი “გარდამავალი პერიოდი”, გამოცხადებული ნახევარი წლით ადრე, და ამას თავისი მიზეზები ქონდა: ეს იყო აგრესიული დამოკიდებულება კრემლისა ჩვენი პარლამენტის პრაქტიკულად ყველა დადგენილებაზე, დაუსრულებელი მუქარა, ასევე 17 მარტის გაყალბებული “რეფერენდუმი” სსრკ-ს შენარჩუნებაზე.

და ისევ ქვა, მთავრობის სასახლესთან, სანთლები, დაღუპულთა ხსოვნისთვის.

დამოუკიდებლობის გამოცხადება 9 აპრილს გავდა დავით აღმაშენებლის მისვლას ანისის აღებისას თურქთაგან მოკლული დედოფლის საფლავთან სიტყვებით “გიხაროდენ დედოფალო, რამეთუ ღმერთმა იხსნა შენი ტაძარი უსჯულოთაგან” – სამჯერ ჩასძახა თურმე.

ზვიად გამსახურდიას მიერ დამოუკიდებლობის აქტის წარდგენა იყო ფაუსტის სიტყვები: “შეჩერდი წამო, რა შვენიერი ხარ!”

ეს კიდევ მომაგონებდა დაჭრილი დიდოსტატი არსაკიძის ბიბლიური წარმომავლობის სიტყვებს, თითქმის დასრულებული სვეტიცხოვლის დანახვისას: “იქმენინ ნათელი”.

და ბოლოს, როგორ გამომაფხიზლებლად ჟღერდა სახალხო ეიფორიის ფონზე – კარგია ზეიმი, ოღონდ ნუ დაგვავიწყდება, რომ ნამდვილი ბრძოლა ახლა იწყებაო.

დიახ, ეს იყო 9 აპრილიდან 9 აპრილამდე.

კონსტანტინე გამსახურდია

8 აპრილი, 2017

Posted in 1989, 2017, გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიას პრესკონფერენცია

Posted by iberiana on მარტი 28, 2017

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიას პრესკონფერენცია. 27 მარტი, 2017

I ნაწილი

II ნაწილი

Posted in 2017, გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

გამსახურდიების პასუხი ივანიშვილს

Posted by iberiana on სექტემბერი 6, 2016

5bn1[1]ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიების პასუხი ბიძინა ივანიშვილს

“მეც დიდ პატივს გცემ, ძვირფასო ბიძინა, მაგრამ შენი მანერების პატრონი რომ ზვიად გამსახურდიაზე არ უნდა ლაპარაკობდე, ამას დიდი “ჩაანალიზება” ჭირდება ალბათ

ჰო, მართვა არ იცოდა, როცა შუაგულ ჯოჯოხეთში სახელმწიფო შექმნა, ურთიერთობა დაალაგა აფხაზებთან და რუსეთს სამაჩაბლო საქართველოს ნაწილად აღიარებინა, ამას სიყვარულის გარდა ცოდნა არ ჭირდებოდა… შენ მაშინ კომპიუტერებით ვაჭრობდი ცუდი პოლიტიკოსი იყო ზვიად გამსახურდია, რომ სინდისგაყიდულ, პრივილეგიებზე დახარბებულ წითელ ინწილიგენციასთან და ბანდიტებთან საერთო ენა არ მონახა!

და ბოლოს: კალაძის, ჯაჭვლიანის, ნარმანიას და სხვების პატრონი გუნდზე არ უნდა ლაპარაკობდე. ესეც ჩემგან უფასო რჩევა შენ…”

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/ivanishvils/

 

 

Posted in 2016, ზვიადი, პოლიტიკა | Tagged: , | Leave a Comment »

გილოცავთ!

Posted by iberiana on მარტი 31, 2016

Zzviad Gamsakhurdia

ყველა სამშობლოს კეთილდღეობისთვის მებრძოლ, ეროვნული მოძრაობის ერთგულ ჯარისკაცს, გული და სულით ვულოცავ დღევანდელ დღეს!!! 25 წლის წინ ამ დღით ჩატარებულმა რეფერენდუმის შედეგებმა დაამტკიცა საქართველოს ერთიანობა და ურღვეობა!!! ვერც ერთი მტერი და ქართველთმოძულე (ედუარდ შევარდნაძის ერთგული სულიერი მიმდევარი) ვერ შეძლებს უარყოს ეს შედეგები, როდესაც საქართველოში მცხოვრებმა ყველა ეთნოსის აბსოლიტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის ერთიანობასა და დამოუკიდებლობას!!! გ ი ლ ო ც ა ვ თ !!!

დღეს ამ ერთიანობის და დამოუკიდებლობის არქიტექტორის და განმხორციელებელის, შესანიშნავი მამულიშვილის, ბ-ნ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა! გ ი ლ ო ც ა ვ თ!!!

გია ჩუთლაშვილი

31.მარტი. 2016

Posted in 2016, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

რეფერენდუმის 25-ე წლისთავი

Posted by iberiana on მარტი 31, 2016

zviad_gamsakhurdia[1]

დღეს 31 მარტია. საქართველოს დამოუკიდებლობაზე ჩატარებული რეფერენდუმის 25-ე წლისთავი და იმავდროულად ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე.

ამ დღეს ადამიანები თავისუფალი და მრავალპარტიული არჩევნების შემდეგ კიდევ ერთხელ გახდნენ სახელმწიფოს აღმშენებლობის თანამონაწილენი. ეს რა არის, დაამთხვია თარიღები? შეიძლება იკითხოს მავანმა. ალბათ ისევე არა, როგორც მერაბ კოსტავას დაბადება 26 მაისს დაემთხვა – ხოლო ადამიანს მართლაც არავინ კითხავს როდის სურს დაბადება. არა, და იმიტომ რომ იმ მომენტში თითოეული დღე დასწრებაზე იყო და კალენდარს მნიშვნელობა ქონდა. დამოუკიდებლობის აღდგენის ზეიმი ორი წლის წინანდელ 9 აპრილს უნდა გაენათლებინა – განსაცდელის პირისპირ ეროვნული ერთიანობის და სიმტკიცის დემონსტრირების დღეს.

დროც აღარ ითმენდა – რაც ჩქარა დამოუკიდებლობის გამოცხადება, მით მალე საერთაშორისო აღიარება, იმ ეტაპზე წყალივით საჭირო. ამავე დროს მოწინააღმდეგე შინ თუ გარეთ გამალებით გეგმავდა დესტრუქციულ ნაბიჯებს. გვყავდა გულანთებულ პატრიოტთა მთელი არმია, სამოქალაქო საზოგადოება არ გვყავდა, ან საიდან უნდა გვყოლოდა, 70-წლოვანი არათავისუფლების შემდეგ?

და როგორც აღმოჩნდა, ჩვენ ვიყავით ახლადფეხადგმული ქვეყანა ნამდვილი ძალოვნების და მომზადებული სამხედროების გარეშე. და კიდეც რომ გვყოლოდა ასეთი შეიარაღებული ძალები, მათთვისაც უძნელესი იქნებოდა იმ მომენტის გადალახვა, რომ მათ წინაშე იარაღით ხელში ისევ “ქართველები” იდგებოდნენ: ანტისახელმწიფოებრივები, ალოგიკურები, ბრიყვები, მაგრამ ასეთები და მორჩა. ქართული სახელმწიფოს ტრაგედიაც ამაში იყო, თავდაპირველი ტრიუმფის შემდეგ.

ქარიშხლიანი შენი წარსული
აღსდგება, რომ კვლავ გაიღოს ხმები.
იცხოვრებ ქვეყნად, მაშინაც, როცა
სხეულით ქვეყნად აღარ იქნები! …
(გალაკტიონი)

კონსტანტინე გამსახურდია

2016 წლის 31 მარტი

Posted in 2016, ზვიად გამსახურდია, საქართველო-Georgia | Tagged: , | Leave a Comment »

2016 წლის 2 თებერვლის აქცია და შეხვედრა

Posted by iberiana on თებერვალი 3, 2016

img_4516[1]2016 წლის 2 თებერვლს, ეროვნული მთავრობის მხარდამჭერები შეიკრიბნენ თამარ მეფის ხიდის მიმდებარედ, რათა პატივი მიეგოთ 1992 წლის 2 თებერვალს კრიმინალური ხუნტის მიერ დახვრეტილი მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი, რომლებიც იცავდნენ ქვეყნის თავისუფლებას და მოითხოვდნენ ეროვნული კანონიერი ხელისუფლების აღდგენას.

მამა ნოდარმა (ქათამაძე) გადაიხადა დახვრეტილი მამულიშვილების სულის მოსახსენებელი  პანაშვიდი.

აქციაში მონაწილეობდა დაახლოებით 30 კაცი, მათ შორის იყვნენ საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატები  გურამ მაქაცარია და ნუგზარ შავთვალაძე, პოლიტიკური მოღვაწე გია მაისაშვილი და საქართველოს  პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე ზვიადის ძე გამსახურდია.

აქციის შემდეგ, მონაწილენი შეიკრიბნენ საჯარო ბიბლიოთეკაში, სადაც გაიხსენეს  2 თებერვლის აქციის ამბები. გამოითქვა აზრი, რომ  2 თებერვლის ტრაგიკულ ადგილთან  დაიდგას მემორიალი.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/g_chutlashvili-2/#3

Posted in 2016, ეროვნული მოძრაობა, საამაყო ქართველები, საქართველო-Georgia | Tagged: , , , , | Leave a Comment »

კონსტანტინე გამსახურდია

Posted by iberiana on იანვარი 19, 2016

K.Gamsaxurdia[1]

კონსტანტინე გამსახურდია

“მე დავიბადე მსოფლიოს უმცირეს და უმოკლეს მდინარის პირას. მას ჰქვია სახელად ზანა. მე მომიხდა რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლა ლენინგრადში, კენიგსბერგში, ლაიპციგში, მიუნხენში, პარიზში, ბოლოს ბერლინში. ყველგან და ყოველთვის მე მიხდებოდა გაჯიბრება გერმანელებთან, ებრაელებთან, პოლონელებთან, ამერიკელებთან და ფრანგებთან. არავის ვუმხელდი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი: “შენ ჰეი, მსოფლიოს უმცირეს მდინარის პირად შობილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარეების პირად დაბადებულთა”, – ასე განაცხადა მწერალმა 70 წლის იუბილეზე.

აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა. ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ „ქრისტიანიათი“, თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი.

1921 წელს, წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, კონსტანტინემ ლენინს მისწერა პროტესტის წერილი “ღია წერილი ულიანოვ-ლენინისადმი”. ამავე წელს გამოქვეყნდა მისი “სიტყვები ქართველი ერისადმი 26 მაისს”. ეს ორი დოკუმენტი დარჩება ქართული მწელობის ისტორიაში პრინციპულობისა და თავგანწირული გმირობის მაგალითად…

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/k_gamsakhurdia/

Posted in საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

გივი გივიაშვილი – ზვიად გამსახურდიას საგარეო პოლიტიკა

Posted by iberiana on დეკემბერი 19, 2015

გივი გივიშვილი – 12386806_961736783896021_1653680322_n[1]ზვიად გამსახურდიას საგარეო პოლიტიკა და დასავლეთი

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მმართველობის ერთ-ერთ სუსტ მხარედ ოპოზიცია თვლიდა საგარეო პოლიტიკურ კურსს. უმეტესობას მიაჩნდა, რომ სწორედ ამ სფეროში დაშვებულმა შეცდომებმა მიიყვანა ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციამდე….

იმისთვის, რომ გავარკვიოთ თუ რა საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას იზიარებდა ქვეყნის ახალი ხელისუფლება, საჭიროა გადავხედოთ მათ მიერ მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტებს. ასეთი დოკუმენტი, რომელიც ეხებოდა სახელმწიფოს განვითარების გეგმას, იყო საარჩევნო ბლოკის „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკური და ეკონომიკური პლატფორმა. ერთ-ერთი ამონარიდი პლატფორმიდან: „ამიტომ დღეს საქართველოს თუკი ამოუდგება ვინმე გვერდში აღმოსავლეთის ქვეყნებთან კონფლიქტის შემთხვევაში, ასევე როგორც რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში, ეს გვერდში მდგომი იქნება მხოლოდ მსოფლიო საზოგადოება და დასავლეთის სამყარო, რომელსაც საქართველო შავი ზღვით ბულგარეთისა და რუმინეთის გავლით დაუკავშირდება“.

   ოპონენტებს შეეძლოთ გაეკრიტიკებინათ მრგვალი მაგიდის ბლოკი იმის გამო, რომ ხელისუფლების პლატფორმაში ისე ღიად და გარკვევით არ იყო საუბარი დასავლურ ორიენტაციაზე, როგორც მაგალითად, სახალხო ფრონტის საარჩევნო პლატფორმაში. თუმცა საკითხავია ეს კრიტიკა რამდენად ჯანსაღი იქნებოდა? რომელი პარტიის ხედვა უფრო სწორი იყო ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მხრივ, ან რომლის პლატფორმა უფრო რეალისტური გახლდათ იმდროისათვის, 1990 წლის შემოდგომისთვის? იმისთვის, რომ ამ კითხვებს გავცეთ პასუხები მოვლენები მსოფლიო ასპექტში უნდა განვიხილოთ….

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/givishvili/

Posted in 2015, ეროვნული მთავრობა, ზვიად გამსახურდია | Tagged: , , | Leave a Comment »

ლეილა ცომაია: „ღირსების სასამართლოს“ ვიდეო

Posted by iberiana on მაისი 24, 2015

leilaლეილა ცომაია – „ღირსების სასამართლოს“ ვიდეო – ზვიადის მოწინააღმდეგეთა უღირსობის დემონსტრირება

საბჭოთა ტოტალიტალური სისტემის პირმშო დისიდენტმა ზაქარია ლაშქარაშვილმა, ვიდეო, სახელწოდებით „ღირსების სასამართლო“, მიმდინარე – 2015 წლის 15 მარტს, youtube-ზე სრული ვერსიით განათავსა. ლაშქარაშვილი, რომელსაც დღემდე არ განელებია ზვიად გამსახურდიასადმი მტრობა და სიძულვილი, ამ ქმედებით, თავის მხრივ უთუოდ შეეცადა მოახლოებული ისტორიული თარიღების – 31 მარტისა და 26 მაისის დაჩრდილვას, თუმცა მან მხოლოდ თვითლუსტრირება მოახდინა პოსტ-საბჭოური საზოგადოების თვალში.

 ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ჟურნალ „ივერიის“ 1988 წლის მე-8 ნომერში გამოქვეყნდა ანონიმური პასკვილი ზვიადის წინააღმდეგ 1978 წლის სასამართლო პროცესზე მისი ტაქტიკური უკანდახევის („მონანიების“) შესახებ და სასამართლო პროცესის ფალსიფიცირებული ვერსია „ნიუ-იორკ ტაიმსის“ კორესპონდენტების პაიპერისა და უიტნისა, რომლებმაც ზვიად გამსახურდიას ე.წ. მონანიების შესახებ თავიანთ პრესაში დაწერეს სიმართლე, რომ გამსახურდიას არ მოუნანიება თავისი ძირითადი საქმიანობა და რომ სასამართლო პროცესზე პოლიტპატიმარ ზვიად გამსახურდიას გამოსვლის შემოკლებული ვიდეო-ჩანაწერი იყო საბჭოთა ტელევიზიის ფაბრიკაცია…..

იხ, სრულად:  https://iberiana2.wordpress.com/segm/zgp/

Posted in 2015, ეროვნული მოძრაობა, ზვიად გამსახურდია | Tagged: , | Leave a Comment »

Posted by iberiana on ივნისი 8, 2014

Gocha Gvasalia

გოჩა გვასალია

გამოხმაურება სტივენ ჯონსის წიგნზე ზვიად გამსახურდიას კრიტიკაზედ

 ამერიკელმა პროფესორმა, რუსეთისა და ევრაზიის საკითხების მკვლევარმა, სტივენ ჯონსმა (Stephen Jones) 2012 წელს გამოსცა წიგნი: „საქართველო. პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ (Georgia: A Political History since Independence). 2013 წელს წიგნი ქართულად გამოიცა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით ( თარგმანი ხათუნა ჩხეიძის).

 სტივენ ჯონსი ამბობს, რომ ის ამ წიგნზე ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა და 30 წელზე მეტხანს კრებდა მასალებს მისთვის. ნაშრომი ყურადღებით წავიკითხე და მინდა გამოვთქვა ჩემი მოსაზრებანი.     მთელი რიგი პრინციპული მიზეზების გამო მომიხდება უმკაცრესად გავაკრიტიკო სტივენ ჯონსი მის მიერ ზვიად გამსახურდიაზე გამოთქმული, მეტად მცდარი, ზერელე და აღმაშფოთებელი მსჯელობისათვის. ნაწერში ჩანს, რომ შევარდნაძის ძველი მომხრენი ხვდებოდნენ ამერიკელ ისტორიკოსს და მათთვის მისაღებ, მათი დანაშაულის გამამართლებელ მოსაზრებებს აწვდიდნენ. წიგნში აშკარად ჩანს გამსახურდიას დამხობის გამართლებისადმი დიდი მისწრაფება. ამერიკელ ავტორს საამისოდ მოუშველიებია მთელი არსენალი დღეისათვის უღვთოდ გაცვეთილი, ყოველგვარ დამაჯერებლობას მოკლებული ლიბერალური შაბლონებისა…

სრულად

Posted in 2014, გამსახურდია | Tagged: , , | Leave a Comment »

ბრძოლა დავით გარეჯისათვის

Posted by iberiana on მაისი 20, 2012

ბერთუბანი

ზვიად გამსახურდიას ბრძოლა დავით გარეჯისათვის

არტილერია ანადგურებს ფრესკებს

დიდი ქართველი მეცნიერი დ. ჩუბინაშვილი თავის წიგნში “დავით გარეჯის ქვაბური მონასტრები” (თბილისი, 1948) უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს დავით გარეჯის ფრესკებს ქართული ხელოვნების ისტორიაში. კერძოდ, იგი წერდა ბერთუბნის შესახებ: “ამრიგად, ბერთუბნის ფერწერის მნიშვნელობა მხოლოდ მის მხატვრულ თვითღირებულებაში როდი მდგომარეობს, რომლის კოლორიზმი და გამომსახველობითი ძალა განუმეორებელია, არამედ ამ ფრესკებს დიდი მნიშვნელობა აქვთ აღმოსავლეთის ხელოვნების როგორც ქრისტიანულის, ისე მუსულმანურის ისტორიისათვისაც, მისი განვითარებისა და დინამიკის შესწავლისას” (გვ. 71).

დიდი მეცნიერის ეს სიტყვებიც რომ არ ყოფილიყო, დღეს ყოველი ცივილიზებული ადამიანისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ შუასაუკუნოებრივი კულტურის ძეგლთა განადგურება არტილერიის ცეცხლით არნახული დანაშაულია, ვანდალიზმისა და ბარბაროსობის მწვერვალი.

დავით–გარეჯის, განსაკუთრებით ბერთუბნის გამოქვაბულების მდგომარეობა ცხადყოფს, რომ გარდა ჭურვების აფეთქებებით გამოწვეული დეტონაციებისა, ეს გამოქვაბულები დაანგრიეს პირდაპირი დამიზნებით ნატყორცნმა ჭურვებმა…

http://iberiana2.wordpress.com/georgia/teritory-2/#4

Posted in ეროვნული მთავრობა, ისტორია-History, პოლიტიკა | Tagged: , , , | Leave a Comment »

აბზიანიძე – გადატრიალება

Posted by iberiana on ნოემბერი 27, 2011

https://i0.wp.com/bpg.sytes.net/Didgori/userfiles/image/Que_Gallery/799_putchi-uz.sab..jpgშუქრი აბზიანიძე – “ჩაუშესკუ – ჩაუშესკუ”

(გადატრიალებების ტექნოლოგია საქართველოში)

ალბათ ყველას ახსოვს, 1991 წლის ბოლოს, ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი მასა “ჩაუშესკუ – ჩაუშესკუს” სკანდირებით როგორ უტევდა უზენაესი საბჭოს შენობას. ოპოზიცია მზად იყო დაემხო ხელისუფლება და ყველანაირად იკაფავდა გზას შენობისკენაც და ხელისუფლებისკენაც. ამ დრამატულ და ვნებათაღელვით აღსავსე დროს ცოტა თუ დაფიქრებულა – რატომ მაინცა და მაინც “ჩაუშესკუ”? დავუშვათ ზვიად გამსახურდია დიქტატორი იყო, განა ცოტა დიქტატორებს იცნობდა მსოფლიო? როგორც ისტორიიდან, ისე მის თანამედროვეებს? რატომ არა, ვთქვათ “ჰიტლერი”, “სტალინი”, “პინოჩეტი” ან ბოლოს და ბოლოს “სადამი”? არა, მხოლოდ “ჩაუშესკუ”. რატომ?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე ადვილია, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ეს არაა “დიქტატურის” უღელქვეშ სულის მღაფავი ხალხის ამოძახილი. ეს სულ სხვა რამ არის. ეს მოქმედების გეგმაა, პაროლია, მთავარი სიტყვაა, რომლითაც წინასწარ ხდება თანამოაზრეთა და სეირის მაყურებელთა შემზადება დიდი ბატალიებისათვის, დიდი სისხლის ღვრისთვის და რაც მთავარია – ტრაგიკული ფინალისათვის…

http://iberiana2.wordpress.com/segm/putch/

Posted in გამსახურდია, ეროვნული მოძრაობა, ისტორია-History, პოლიტიკა | Tagged: , , | 1 Comment »