Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘რუსუდან შარაძე’

რუსუდან შარაძე – გრიგოლ რობაქიძის სიკვდილი და მისი არქივის ბედი. წერილი VII

Posted by iberiana on აგვისტო 15, 2023

357421537_9479338975472822_2143444859661627903_nრუსუდან შარაძე – გრიგოლ რობაქიძის სიკვდილი და მისი არქივის ბედი

წერილი VII

რუსუდან შარაძე:

“ბოლო წერილში შეგპირდით, რომ გიამბობდით, თუ რა ხდებოდა მეორე მხარეს – რას აკეთებდნენ შვეიცარიელები გრიგოლ რობაქიძის არქივისთვის, სანამ ქართველები ერთმანეთს „ჭამდნენ“. 2005 წელს, „ლიტერატურულ საქართველოში“, იმ დროისთვის სრულიად უცნობ მასალებს როცა ვაქვეყნებდი, აშკარა იყო, გიო და მე სწორ კვალზე ვიდექით, მაგრამ მალე ცხოვრება თავზე დაგვემხო. გამართლება არა მაქვს, მითუმეტეს, რომ სწორედ, იმ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც ,,დამარხულია“ ჩვენი განძი, მაგრამ სურვილის მიუხედავად, მამაჩემის მკვლელობის საქმის გამოძიებისა და მისი სამეცნიერო მემკვიდრეობის დაბინავების მეტს, თითქმის, ვერაფერს მივეკარე. ახლა თავიდან შევისწავლე გიოს მოცემული უნიკალური დოკუმენტები და ამდენი ხნის შემდეგ, კიდევ არაერთ საინტერესო დეტალს მივაქციე ყურადღება. წლები გავიდა და არ ვიცი, ვინ რას მიაკვლია, რა გამოქვეყნდა და რა არა. ყოველ შემთხვევაში, დღესდღეობით, გრიგოლ რობაქიძის არქივის ადგილსამყოფელის შესახებ, ისევ არავინ არაფერი იცის. მართებულად ვთვლი, რომ ახალი მიგნებები სათანადოდ გადავამოწმო და მერე გამოვაქვეყნო. იქამდე, დასკვნის სახით, რამდენიმე წერილში დავწერ იმას, რაც 2005 წელს, ვრცლად დავბეჭდე და ბოლოს, ყოველივეზე საკუთარ აზრსაც მოგახსენებთ.”

* * *

დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტები გრიგოლ რობაქიძის არქივის შესახებ

როგორც გიამბეთ, 1963 წლის 31 იანვარს, ჟენევის სასამართლომ გრიგოლ რობაქიძის არქივის აუქციონზე გატანის განაჩენი გამოიტანა; მისივე გადაწყვეტილებით, უნდა განადგურებულიყო მწერლის პირადი კორესპონდენცია. ბინის გახსნაზე, ბერნიდან ჟენევაში გაგზავნეს Bauhutte der Academic-ის ვიცე-პრეზიდენტი, დოქტორი არმინ ზიგრისტი, რომელმაც 1963 წლის 13-14 თებერვალს, მოწმეების თანდასწრებით, რობაქიძის არქივის წინასწარი დათვალიერება მოახდინა. ამის შემდეგ, გავრცელებული ვერსიით, მთელი არქივი დაბეჭდა და ჩააბარა იუსტიციისა და პოლიციის ფედერალური დეპარტამენტის პოლიციის განყოფილებას ბერნში.

საქართველოს კულტურის ატაშემ შვეიცარიის კონფედერაციაში (1999-2001), გიორგი შარაძემ, საელჩოს და კერძოდ, მაშინდელი ელჩის – ამირან კავაძის ხელშეწყობით, გრიგოლ რობაქიძის არქივის მისაკვლევად, დიდი სამუშაო გასწია. აღმოჩნდა მეტად საინტერესო და საზოგადოებისათვის სრულიად უცნობი მასალები, საიდანაც დოკუმენტურად დასტურდება ყოველივე, რასაც ქვემოთ შეიტყობთ:

იხილეთ ბმული: https://iberiana.wordpress.com/iberiana/g-robakidze/#7

Posted in 2023, გამოჩენილი ქართველები, ქართველები უცხოეთში | Tagged: , , | Leave a Comment »

რუსუდან შარაძეგრიგოლ რობაქიძის სიკვდილი და მისი არქივის ბედი

Posted by iberiana on ივნისი 30, 2023

g.robakidzeრუსუდან შარაძე
გრიგოლ რობაქიძის სიკვდილი და მისი არქივის ბედი

წერილი I

შევეცადეთ, ჩვენს ხელთ არსებული, ფართო საზოგადოებისათვის უცნობი მასალების მიხედვით, დაახლოებით აღგვედგინა სურათი, რაც გრიგოლ რობაქიძის გარდაცვალებას მოჰყვა. მწერლის პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი რამ უცნობი ან სადავოა, რასაც მისი არქივის დაკარგვაც უწყობს ხელს. უცნაურია, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა შვეიცარია, გრიგოლ რობაქიძის პირადი არქივი უგზო-უკვლოდ გაქრა. მითუფრო საკვირველია, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მემკვიდრეებს შორის, ისეთი დაუნდობელი ბრძოლა გაჩაღდა, რომლის მსგავსი, არაერთი დავის მომსწრე ქართულ ემიგრაციას, ცოტა თუ ახსოვს.

რისთვის იბრძოდნენ და სად წავიდა გრიგოლ რობაქიძის არქივი? ქართველებისთვის პირველ კითხვას დეტალური პასუხი, მხოლოდ, მაშინ გაეცა, როდესაც გიორგი შარაძემ, შვეიცარიაში, გრიგოლ რობაქიძის არქივის აღწერილობას მიაკვლია, ხოლო მეორე კითხვაზე ზუსტი პასუხი, ჯერ-ჯერობით, არავის აქვს.

* * *

რა მოხდა მას შემდეგ, რაც 1962 წლის 20 ნოემბერს ჟენევის პოლიციამ მარტოხელა გრიგოლ რობაქიძე თავის ბინაში გარდაცვლილი აღმოაჩინა?!

დიდ წარმატებასთან ერთად, ყოველთვის ფეხდაფეხ სდევდა განსაცდელი. უცხოეთში აღიარებული, სამშობლოში აკრძალული, სკანდალური და ტრაგიკული ბიოგრაფიის მქონე მწერალი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გარდაცვალების შემდეგაც არაერთი სკანდალის მიზეზი გახდა. ,,მე ვუძღვი თვითონ, რადგან მძღოლი არ მესაჭიროება!” – ამ ხასიათმა განსაზღვრა, ალბათ, მთელი მისი ცხოვრება და ის ამბებიც, რაც მის გარდაცვალებას მოჰყვა.

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/g-robakidze/

Posted in 2023, ემიგრანტები | Tagged: , , , | Leave a Comment »

რუსუდან შარაძე – საქართველოს ევროპული იდეის „ძაღლის თავი“

Posted by iberiana on მარტი 9, 2023

rusudan sharadzeრუსუდან შარაძე – საქართველოს ევროპული იდეის „ძაღლის თავი“

… 1991 წელს, დაინგრა საბჭოთა კავშირი. ევროგაერთიანება კარგად ვეღარ პასუხობდა თანამედროვეობას. ამიტომ ზემოხსენებული სამი ევროპული გაერთიანების იურიდიულ საფუძველზე, 1992 წელს, მაასტრიხტის ხელშეკრულებით, დაარსდა დღევანდელი ევროკავშირი (Union européenne). ასე გადაიქცა „ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანების“ ხელისუფლება ევროკავშირის ხელისუფლებად.

დღევანდელ ევროკავშირს აქვს:

– საერთო პარლამენტი (1952 წ.);
– ევროპული საბჭო (შედგება წევრი ქვეყნების პირველი პირებისგან. დღეს მათი რიცხვი 27-ია. დაარსდა 1974 წელს.);
– მინისტრთა საბჭო (1957 წ.);
– აღმასრულებელი ხელისუფლება – ევროპული კომისია (1958 წ.) ;
– სასამართლო (სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში არ აგერიოთ, ევროკავშირის სასამართლო არის ლუქსემბურგში, დაარსდა 1952 წელს);
– ევროპის ცენტრალური ბანკი (1998 წ.).

ასე, რომ ინტეგრაცია სხვაგანაც მტკივნეული პროცესი იყო, მარტივად არ მომხდარა და არც დღეს არის მარტივი. რა მოიგეს ევროპელებმა სუვერენიტეტის ნაწილის ოფიციალურად დათმობით, ამას თავად ევროპელები შეაფასებენ. თუმცა ადენაუერზე ღირს ორი სიტყვის თქმა – ამის ხარჯზე, მან ააღორძინა გერმანია და მორალურად განადგურებული გერმანელი ხალხი ფეხზე დააყენა.

ჩვენთან რა ხდება? სუვერენიტეტის დათმობაზე დაფიქრება ალბათ ღირდა იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირში ნამდვილ წევრად შესვლის პერსპექტივა რეალური იქნებოდა, რიგითი ქართველი წელში გაიმართებოდა და ისე იცხოვრებდა, როგორც დღეს ევროპაში ცხოვრობენ – უსაფრთხოდ და სოციალურად უზრუნველყოფილად. ამ დროს, ევროკავშირი არათუ საქართველოს გაწევრიანებაზე ფიქრობს, კანდიდატის სტატუსზეც გვაწრუწუნებენ (რა მწირი სიტყვაა) და რაც ყველაზე მთავარია – ძალადობრივი გზით, ხელისუფლებაში აბრუნებენ ტერორისტულ, მკვლელ რეჟიმს. ამბობენ: ჩვენთან არის კანონის უზენაესობა, ჩვენ ვართ დემოკრატია, ჩვენ ვემსახურებით ადამიანის უფლებებს, ვუზრუნველყოფთ მათ კათილდღეობასა და უსაფრთხოებას, ვიცავთ მშვიდობას და თქვენ თუ გინდათ ჩვენთან, აღადგინეთ – კვლა, წამება, გაუპატიურება, ქონების წართმევა; დაარღვიეთ კანონები, კონსტიტუცია, ციხიდან გამოუშვით კაცისმკვლელები… ასეთები ვართ ჩვენ და რასაც გეუბნებით, უსიტყვოდ და უალტერნატივოდ შეასრულეთ, თორემ არ მოგანიჭებთ კანდიდატის სტატუსს.

აი, სწორედ, აქ წარმოიშვება მთავარი წინააღმდეგობა, აქ არის „ძაღლის თავი“ დამარხული, თორემ ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი ერთ აზრზეა – მათ ევროპულად და ევროპასთან ერთად ცხოვრება უნდათ. დროშები გამოფინოთ კი არა, სულ რომ გასკდეთ შუაზე, უპირატესობას ვერ მოიპოვებთ, ვერ მიისაკუთრებთ იმას, რაც ყველასია. თქვენი ექსკლუზივი ევროპელობაზე ყალბია, კომიკურობაზე რომ აღარაფერი ვთქვა.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/rusudan-sharadze/

Posted in 2023, პოლიტიკა | Tagged: , | Leave a Comment »

გურამ შარაძის მკვლელობის აქამდე უცნობი დეტალები

Posted by iberiana on თებერვალი 21, 2023

1676867389_245866

გურამ შარაძის მკვლელობის აქამდე უცნობი დეტალები

– “ერთ მშვენიერ დღეს, სწორედ, “ალდაგის” ფირები იქნება, რომ ბევრს დაასამარებს და  ყველაფერს საბოლოოდ  დაუსვამს წერტილს”

20 თებერვალი, 2023

გურამ შარაძის მკვლეობის საქმეში თავიდანვე ჩაიდო ე.წ. „ალდაგის“ ფირები, როგორც მთავარი მტკიცებულება, მაშინდელი ოფიციალური ვერსიის სასარგებლოდ, თუმცა როგორც გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე ამბობს, გამოვიდა პირიქით – სწორედ, ეს ფირები ადასტურებს, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმე თავიდანვე გაყალბებულია და მკვლელობაც წინასწარ იყო დაგეგმილი. მისივე თქმით, გურამ შარაძის მკვლელობა კამერების წინ უნდა მომხდარიყო, რომ შეექმნათ ალიბი.

for.ge რუსუდან შარაძეს ესაუბრა.

რუსუდან, თქვენ გამოაქვეყნეთ ვიდეოკადრი, სადაც კარგად ჩანს როგორ შემოდის პროფესორი და მას მიჰყვება წყვილი, ხოლო მათ უკან, 20:31:16-ზე ჩნდება მკვლელი, რომელიც გადაუსწრებს წყვილს, ესვრის კეფაში ტყვიას და ქრება. შემდეგ ისევ ჩნდება, ესვრის პირველ საკონტროლოს და ისევ ქრება. მერე კვლავ ჩნდება – დაახლის მეორე საკონტროლოს და სამუდამოდ ქრება. ამ კადრებში მართლაც ბევრი საინტერესო დეტალია, მათ შორის ის წყვილი, რომელთა თვალწინ მოხდა მკვლელობა და ჩვეულებრივ აგრძელებენ გზას. თუ შეგიძლიათ ამ მონაკვეთზე გვიამბოთ, რა დასტურდება ამ კადრებით?

რუსუდან შარაძე: ე.წ. „ალდაგის“ ფირები არათუ დეტალია, არამედ მკვლელობის საქმეში თავიდანვე ჩაიდო, როგორც მთავარი მტკიცებულება, მაშინდელი ოფიციალური ვერსიის სასარგებლოდ. გამოვიდა პირიქით – სწორედ, ეს ფირები ადასტურებს, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმე თავიდანვე გაყალბებულია და მკვლელობაც წინასწარ, ზედმიწევნით კარგად იყო დაგეგმილი. ამაზე მეტყველებს, თუნდაც, მკვლელობის ოფიციალური დრო – ფირის მიხედვით, პირველი გასროლა 20:31 საათზე ხდება, ეს მაშინ, როდესაც „აჭარის“ საინფორმაციო გამოშვება უკვე პირდაპირ ეთერში გადასცემდა პოლიციის მიერ გადაკეტილ მელიქიშვილის გამზირს, იქ შეკრებილ უამრავ ადამიანს და სისხლში მოცურავე გურამ შარაძეს.

სრულად

Posted in 2023 | Tagged: , , | Leave a Comment »

გურამ შარაძე – “ზვიად გამსახურდიას სიკვდილი და დასაფლავება”

Posted by iberiana on დეკემბერი 28, 2021

sharadze-gamsakhurdiaგურამ შარაძე – “ზვიად გამსახურდიას სიკვდილი და დასაფლავება”

საბოლოო პასუხისგან ჯერ კიდევ შორს ვართ… 

რუსუდან შარაძე: ზვიად გამსახურდიას ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე დასმულ კითხვებს სახელმწიფომ დღემდე არ გასცა პასუხი. მიჩქმალული სიმართლე, ადრე თუ გვიან, გამჟღავნდება. დღეს, გადავწყვიტე, გაგაცნოთ თვითმხლველის, გურამ შარაძის მიერ მოყოლილი ფაქტები, თუ რა ვითარებაში აღმოაჩინეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის საფლავი, რა მდგომარეობაში იყო კუბო, ცხედარი და ა.შ… აგრეთვე, რა ურთიერთობა ჰქონდა მამაჩემს ზვიად გამსახურდიასთან პრეზიდენტობამდე და მას შემდეგ, როდის გახდა ის მისი ნდობით აღჭურვილი პირი…

ეს ყველაფერი დაბეჭდილია წიგნში „ზვიად გამსახურდიას სიკვდილი და დასაფლავება“ („სახალხო წიგნი“, თბილისი, 1995), რომელიც შედგება სამი ნაწილისგან:
1. ზვიად გამსახურდიას ბიოგრაფიული ცნობები;
2. ძირითადი ტექსტი, ემყარება გურამ შარაძის ინტერვიუს, რომელიც 1994 წელს, 4 ნაწილად გამოქვეყნდა „ლიტერატურულ საქართველოში“ (4.03 (N9), 25.03 (N12), 8.04(N14), 22.04 (N16), 1994;
ხოლო მე-3 ნაწილი არის ფოტომატიანე.

მამაჩემი ყვება, მხოლოდ და მხოლოდ, ფაქტებს. ყალბი თავმდაბლობის გარეშე უნდა ვთქვა, რომ ძალიან მოკრძალებულად მეჩვენება მისი მონათხრობი საკუთარ როლზე ამ ისტორიულ მოვლენებში.

ქვემოთ ნახავთ ბიოგრაფიას და წიგნის ბოლო გვერდებს (აქვეა ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობაც), რომელიც დასურათებულია. დანარჩენ ტექსტს დავბეჭდავ კიდეც და ნაწილ-ნაწილ გაახლებთ, რათა გაგიადვილოთ კითხვა.

მამაჩემს, სხვასთან ერთად, ერთი თვისება ჰქონდა – უხარისხო ქაღალდზე წიგნს არ ბეჭდავდა (ამიტომაც ელოდება გამოცემას მისი უნიკალური ფოტოალბომები: ათასგვერდიანი „ძველი გურია“; „ძველი ბათუმი“). ერთადერთი გამონაკლისია ეს წიგნი. მოგეხსენებათ, რა ვითარება იყო 1995 წელს, ხარისხიანი კი არა, მგონი, ქაღალდი არ იშოვებოდა საერთოდ. რაც შეეხება ზვიად გამსახურდიაზე წიგნის გამოცემას, ეს ის დროა, როდესაც კონსტანტინე გამსახურდიას მემორიალურ ნივთებს, ხანძარს რომ ძლივს გადაურჩა, შესანახად არ კიდებდნენ ხელს. არადა, მოროდიორებს რომ არ დაეტაცათ, მამაჩემი ლამის კარდაკარ დადიოდა და ასე დააბინავა ისინი.
სრულად: https://iberiana2.wordpress.com/segm/sharadze-gamsakhurdia

Posted in ზვიად გამსახურდია | Tagged: , , | Leave a Comment »

რუსუდან შარაძე – გრიგოლ რობაქიძე და სტეფან ცვაიგი

Posted by iberiana on ნოემბერი 12, 2021

robakidze

რუსუდან შარაძე

გრიგოლ რობაქიძე და სტეფან ცვაიგი

(ერთი ფოტოს კვალდაკვალ)

ეს ფოტო გადაღებულია 1928 წელს, ლევ ტოლსტოის საიუბილეო დღეებში (დაიბეჭდა ჟურნალ ,,ოგონიოკში‘‘, N26, 1929), მაშინ, როცა ლიტერატურულ წრეებში გრიგოლ რობაქიძე უკვე მოდური მწერალია. ის აღაფრთოვანებს გერმანელებსაც და ამ ენის უბადლო მცოდნეთ… მათ შორის, გამოჩენილ ავსტრიელ მწერალს – სტეფან ცვაიგს

მწერლები ერთმანეთს აღარ შეხვედრიან. სამ წელიწადში გრიგოლ რობაქიძე გაექცა კომუნისტურ რეჟიმს და გერმანიაში დასახლდა. საბჭოთა საქართველოში აკრძალეს მისი სახელის ხსენებაც კი.

იგივე ბედი ერგო სტეფან ცვაიგს ავსტრიაში. ,,დიდი ევროპელი“, როგორც მას ებრაული წარმომავლობის გამო უწოდებდნენ, გაექცა ფაშისტებს, რომლებიც სახალხოდ წვავდნენ მის წიგნებს.

ცვაიგმა ჯერ ინგლისში, შემდეგ ბრაზილიაში დაიდო ბინა, სადაც 1942 წელს ტრაგიკულად დაამთავრა სიცოცხლე.
სიცოცხლე არ მოუსწრაფია გრიგოლ რობაქიძეს, თორემ რომ უსურვია, თან, არაერთხელ, ამას თავად ამბობს აკაკი პაპავასადმი გაგზავნილ წერილებში:

,,…გამოგიტყდებით, რამოდენიმეჯერ მალი სიკვდილი ვისურვე ჩემთვის, შევცოდე წინაშე უფლისა…“, – წერდა უმძიმეს სულიერ და მატერიალურ მდგომარეობაში მყოფი მწერალი 1950 წელს.

ეს ის დროა, როცა იგი ,,ჰიტლერიანელობის“ ბრალდებით ლტოლვილია გერმანიიდანაც და ცხოვრობს ჟენევაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბევრი ქვეყანა თავს იკავებდა მისი მიღებისგან. საბოლოოდ, ხარიტონ შავიშვილის დიდი მონდომებით, ,,ინტელექტუალური ლტოლვილის“ სტატუსით შეიფარა შვეიცარიამ.

,,ჰიტლერიანელობის“ ბრალდება საბედისწერო აღმოჩნდა გრიგოლ რობაქიძისთვის არა მარტო პიროვნულად, არამედ, როგორც მწერლისთვისაც.

მართალია, ნოსტალგია გერმანიაშიც არ ასვენებდა, მაგრამ იქ, პოპულარობის ზენიტში მყოფს, აღიარებდა ევროპის მაღალი ინტელექტუალური საზოგადოება, ცნობილი გამომცემლობები ზედიზედ ბეჭდავდნენ მის ნაწარმოებებს, ლიტერატურადმცოდნეები, მწერლები, პოეტები, კრიტიკოსები რეცენზიებსა და სტატიებს უძღვნიდნენ მას. შვედმა ლიტერატურადმცოდნეებმა ,,ჩაკლული სული“ მსოფლიოს სამ საუკეთესო წიგნს შორის დაასახელეს, რომ აღარაფერი ვთქვათ ,,ბროკჰაუზის“ ცნობილ ენციკლოპედიაში მისი სახელის შეტანაზე.

ახლა უკვე გამომცემლები აღარ ინტერესდებოდნენ მისით. პოპულარობას ჩვეული მწერლისთვის ეს, გარდა მორალურისა, ფინანსური დარტყმაც იყო – ის ხომ მხოლოდ მწირი სოციალური დახმარებით ირჩენდა თავს.

თუმცა, თვითონ სიცოცხლის ბოლომდე ამტკიცებდა, რომ ამ ყველაფრის მიზეზი – წიგნები მუსოლინსა და ჰიტლერზე, მხოლოდ მსოფლიო პიროვნებების მეტაფიზიკური დახასიათება იყო და არა მათდამი თანაგრძნობა.

მაგრამ, ვისაც როგორ სურდა, ისე სჯეროდა.

17 წლის მანძილზე თითქმის შეუმჩნევლად იცხოვრა ჟენევაში და იქვე, მარტოობაში გარდაიცვალა 1962 წელს.

თუმცა, მწერლის სიკვდილის შემდეგ, მისი პირადი არქივის დასაპატრონებლად დატრიალებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ყველას შესანიშნავად სცოდნია რობაქიძის ლიტერატურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/robakidze-2/

Posted in გამოჩენილი ქართველები | Tagged: , , | Leave a Comment »

რუსუდან შარაძე – ახალი ჯიშის ქართველის გამოყვანა და ეროვნულობის ცნების დისკრედიტაცია

Posted by iberiana on ივლისი 1, 2021

r.sharadze

რუსუდან შარაძე – ახალი ჯიშის ქართველის გამოყვანა და ეროვნულობის ცნების დისკრედიტაცია

ახალი ჯიშის ქართველის გამოყვანა და ეროვნულობის ცნების  დისკრედიტაცია გამსახურდიას  ხელისუფლების დამხობისთანავე დაიწყო, თან იმგვარად, რომ ხალხს წარმოდგენაც არ გვქონდა, ეს თუ გარედან თავმოხვეული, დაგეგმილი და მსოფლიოში კარგად აპრობირებული მეთოდით ხდებოდა. დაიწყო ქართველობის, ხალხურად რომ ვთქვა, გოიმურ ცნებად წარმოჩინება. აქვე უნდა გავიხსენო ზაზა შათირიშვილის ეთერში ნათქვამი: „ქართველს ხომ ყველაზე მეტად იმის ეშინია, გოიმი არ დაუძახონო“. ვეთანხმები.

გამსახურდია ვახსენე და მაშინ, ხალხის წარმოდგენაში, ჩვენი ეროვნული საკითხი გაიგივებული იყო ზვიად გამსახურდიასთან. ბოლოს, მას ინტელიგენციის დიდი ნაწილი დაუპირისპირდა, ის ნაწილი, რომლისთვისაც ცოტა ხნის წინ, პატივი იყო ზვიადთან მეგობრობა თუ ნაცნობობა, რადგან მოდაში იყო. მგონია, რომ ამ ხალხის უმრავლესობა, პიროვნული თუ ობიექტური მიზეზებით გაბოროტებული, ვერც აცნობიერებდა, რა პროცესში მონაწილეობდა, მაგრამ ეს კიდევ სხვა თემაა. ფაქტია, რომ გამსახურდიას ელიტა დაუპირისპირდა და ეს იყო მთავარი. აქედან დაიწყო ეროვნულობის ცნების დაკნინება და ,,კარვის ქალებთან“ გაიგივება (მაპატიონ იმ ქალბატონებმა, საზოგადოებაში შეგნებულად გავრცელებულ განწყობასა და ტერმინს ვგულისხმობ). არც ისაა საკამათო, რომ სამწუხაროდ, ზვიადის გვერდით, ყველა ვერ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, ბევრმა უღალატა, რაც საზოგადოებრივი აზრის შექმნისთვის კარგად გამოიყენეს – აი, ვინ უჭერს მხარს გამსახურდიას – „სოფლელები“, გოიმები… და ზვიადისტობა, ე.ი. ეროვნულობა გამოცხადდა სირცხვილად და გოიმობად (მათი დევნა-შევიწროვება და მიტინგებზე პირდაპირ დახვრეტა კიდევ სხვა თემაა). ეს იმ დროს, როდესაც თავად გამსახურდიაზე დახვეწილი კაცი მეორე არ დადიოდა საქართველოში, აღარაფერს ვამბობ, ვისი შვილი იყო. აი, რა შეუძლია პროპაგანდას, რომელსაც რამდენიმე კაცი უკვეთავს და ასობით და ათასობით ადამიანი ბრმად, გაუთვითცნობიერებლად ასრულებს, რადგან ,,გოიმი არ დაუძახონ“…

ქართველობა და ქრისტიანობა რომ განუყოფელია, ეს კიდევ ერთხელ, კარგად დავინახეთ მტერმაც და მოყვარემაც. მოხდა ისე, რომ 80-იან წლებში, ეროვნული მოძრაობის აღმავლობასთან ერთად, ჩვენში გაძლიერდა რწმენა და ეკლესია, ხოლო უკვე ოთხმოცდაათიანებში, სამოქალაქო ომგამოვლილმა, ტერიტორიებდაკარგულმა, ამოწყვეტილმა, გაღარიბებულმა, უშუქოდ, უსახსროდ, უსაკვებოდ დარჩენილმა ქართველებმა შვება ღმერთსა და ეკლესიაში ვპოვეთ. საწინააღმდეგო პროპაგანდა ჯერ ადრე იყო, რადგან ხალხი, ჩვენდაუნებურად, თავად ვქმნიდით ძლიერ პროპაგანდას – კარგ ტონად ითვლებოდა ეკლესიურობა, ტაძარში სიარული, მარხვა-აღსარება-ზიარება, მონასტერში წასვლაც კი. ასე მოვაღწიეთ XXI საუკუნის მიჯნამდე – სააკაშვილის, რამიშვილის, ბოკერიას და ათასი ჯურის გარედან დაფინანსებული ენჯეოების შემოსევამდე….

სრულად:  https://iberiana2.wordpress.com/segm/r-sharadze

Posted in 2021, ზნეობა, რელიგია | Tagged: , , , , | Leave a Comment »