Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘ქართველები უცხოეთში’

რუსუდან შარაძე – გრიგოლ რობაქიძის სიკვდილი და მისი არქივის ბედი. წერილი VII

Posted by iberiana on აგვისტო 15, 2023

357421537_9479338975472822_2143444859661627903_nრუსუდან შარაძე – გრიგოლ რობაქიძის სიკვდილი და მისი არქივის ბედი

წერილი VII

რუსუდან შარაძე:

“ბოლო წერილში შეგპირდით, რომ გიამბობდით, თუ რა ხდებოდა მეორე მხარეს – რას აკეთებდნენ შვეიცარიელები გრიგოლ რობაქიძის არქივისთვის, სანამ ქართველები ერთმანეთს „ჭამდნენ“. 2005 წელს, „ლიტერატურულ საქართველოში“, იმ დროისთვის სრულიად უცნობ მასალებს როცა ვაქვეყნებდი, აშკარა იყო, გიო და მე სწორ კვალზე ვიდექით, მაგრამ მალე ცხოვრება თავზე დაგვემხო. გამართლება არა მაქვს, მითუმეტეს, რომ სწორედ, იმ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც ,,დამარხულია“ ჩვენი განძი, მაგრამ სურვილის მიუხედავად, მამაჩემის მკვლელობის საქმის გამოძიებისა და მისი სამეცნიერო მემკვიდრეობის დაბინავების მეტს, თითქმის, ვერაფერს მივეკარე. ახლა თავიდან შევისწავლე გიოს მოცემული უნიკალური დოკუმენტები და ამდენი ხნის შემდეგ, კიდევ არაერთ საინტერესო დეტალს მივაქციე ყურადღება. წლები გავიდა და არ ვიცი, ვინ რას მიაკვლია, რა გამოქვეყნდა და რა არა. ყოველ შემთხვევაში, დღესდღეობით, გრიგოლ რობაქიძის არქივის ადგილსამყოფელის შესახებ, ისევ არავინ არაფერი იცის. მართებულად ვთვლი, რომ ახალი მიგნებები სათანადოდ გადავამოწმო და მერე გამოვაქვეყნო. იქამდე, დასკვნის სახით, რამდენიმე წერილში დავწერ იმას, რაც 2005 წელს, ვრცლად დავბეჭდე და ბოლოს, ყოველივეზე საკუთარ აზრსაც მოგახსენებთ.”

* * *

დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტები გრიგოლ რობაქიძის არქივის შესახებ

როგორც გიამბეთ, 1963 წლის 31 იანვარს, ჟენევის სასამართლომ გრიგოლ რობაქიძის არქივის აუქციონზე გატანის განაჩენი გამოიტანა; მისივე გადაწყვეტილებით, უნდა განადგურებულიყო მწერლის პირადი კორესპონდენცია. ბინის გახსნაზე, ბერნიდან ჟენევაში გაგზავნეს Bauhutte der Academic-ის ვიცე-პრეზიდენტი, დოქტორი არმინ ზიგრისტი, რომელმაც 1963 წლის 13-14 თებერვალს, მოწმეების თანდასწრებით, რობაქიძის არქივის წინასწარი დათვალიერება მოახდინა. ამის შემდეგ, გავრცელებული ვერსიით, მთელი არქივი დაბეჭდა და ჩააბარა იუსტიციისა და პოლიციის ფედერალური დეპარტამენტის პოლიციის განყოფილებას ბერნში.

საქართველოს კულტურის ატაშემ შვეიცარიის კონფედერაციაში (1999-2001), გიორგი შარაძემ, საელჩოს და კერძოდ, მაშინდელი ელჩის – ამირან კავაძის ხელშეწყობით, გრიგოლ რობაქიძის არქივის მისაკვლევად, დიდი სამუშაო გასწია. აღმოჩნდა მეტად საინტერესო და საზოგადოებისათვის სრულიად უცნობი მასალები, საიდანაც დოკუმენტურად დასტურდება ყოველივე, რასაც ქვემოთ შეიტყობთ:

იხილეთ ბმული: https://iberiana.wordpress.com/iberiana/g-robakidze/#7

Posted in 2023, გამოჩენილი ქართველები, ქართველები უცხოეთში | Tagged: , , | Leave a Comment »

ჩიკაგოს ბალეტის ქართველი პრიმა-ბალერინა

Posted by iberiana on ნოემბერი 5, 2019

ვიქტორია ჯაიანი ჯოფრი-ბალეტის პრიმა-ბალერინა

ვიქტორია ჯაიანი ჯოფრი-ბალეტის პრიმა-ბალერინაა. მეუღლე თემურ სულუაშვილთან ერთად, ის ამერიკის ერთ-ერთ წამყვან დასში 17 წელია ცეკვავს. „გრაციოზული“, „მომაჯადოებელი“, „უზადო“… ამერიკული მედია მასზე ძირითადად აღმატებით ხარისხში წერს. ჟურნალისტი მაია ქვარცხავა ვიქტორიას გასაცნობად ჩიკაგოში ჩავიდა.

“ამერიკის ხმა”

Posted in 2019, კულტურა, საქართველო-Georgia, ქართველები უცხოეთში, ქართული გვარები | Tagged: , , , | Leave a Comment »