Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ისტორიის ფალსიფიკაცია

Posted by iberiana on ნოემბერი 23, 2011


 ენდრიუ ანდერსენი – ისტორიის ფალსიფიკაცია პოლიტიკური ავანტიურიზმის სამსახურში

 /შიდა ქართლის ისტორიის რუსულ-ოსური ვარიანტი/

 რამდენიმე ხნის წინ ედუარდ კოკოითიმ, ამჟამად “სამხრეთ ოსეთის არმიად” წოდებული უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისა და მათი მხარდამჭერი რუსეთელი “მშვიდობისდამცველების” მიერ კონტროლირებად, საქართველოს შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიის მცირე ნაწილზე არსებული თვითგამოცხადებული “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” მეთაურმა გააკეთა განცხადება, რომ განზრახული აქვს მიაღწიოს აღნიშნული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას.

ამგვარი ინიციატივის საფუძვლად კოკოითიმ მოიყვანა რაღაც საიდუმლო “ისტორიული დოკუმენტი 1774 წელს ერთიანი ოსეთის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლის შესახებ”.

1774 წლის დამდეგს რუკაზე არ არსებობდა არა მარტო ბატონ კოკოითის და ექსპანსიონისტური პროპაგანდის სხვა რუპორების მიერ ნახსენები “ერთიანი ოსეთი”, არამედ რაიმე ოსეთი. ოსური ენის სხვადასხვა დიალექტზე მოლაპარაკე ადამიანები, რა თქმა უნდა, ცხოვრობდნენ დიდი კავკასიური ქედის ორივე ფერდობზე, მაგრამ ამჟამინდელი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე (ალაგირის, ქურთათის, თაგურიისა და დიგორის უდიდესი ნაწილი – ისტორიული რაიონი) მცხოვრები ოსები იმყოფებოდნენ ყაბარდოელი ფეოდალების ხელისუფლების ქვეშ, მათი მიწები კი, შესაბამისად ყაბარდოს ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც თავის მხრივ, ფორმალურად ყირიმის ხანს – ოსმალეთის იმპერიის ვასალს ემორჩილებოდა.

 http://iberiana2.wordpress.com/samachablo/andersen/

დატოვე კომენტარი