Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Archive for the ‘ქართველები უცხოეთში’ Category

უცნობი ქართველი წმინდანი ამბროსინიან იბერი

Posted by iberiana on თებერვალი 17, 2024

428424844_1847473065698694_3575298557377048882_nბექა ჭიჭინაძე – უცნობი ქართველი წმინდანი ამბროსინიან იბერი

მესამე დღეა თავსატეხად მექცა ერთი ძალიან მოულოდნელი ამბავი, საფრანგეთში, ფონტენ ლე-დიჟონის კოდექსში გადავაწყდი უცნობი ქართველი წმინდანის – ამბროსინიან იბერის კულტს.

მისი ცხოვრება ლეგენდებითაა სავსე, ჰაგიოგრაფიული შაბლონებით, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ესაა ქართულ-ევროპული სულიერი ურთიერთობის წარმოუდგენელი მოვლენა – შუა საუკუნეების ევროპის ქართველი წმინდანი!

სანამ ფონტენის ეს უცნაური არქიტექტურის ტაძარი წმინდა ბერნარდს მიეძღვნებოდა, ის სწორედ ამბროსინიან იბერის სახელს ატარებდა, ეს ქართველი წმინდანი მიიჩნეოდა მთელი ამ რეგიონის მფარველად (Patronus).

ფონტენის კათედრალის კოდექსში მოცემულია მისი სასწაულებრივი ცხოვრება, ამ ცნობების მიხედვით ამბროსინიანი წარმოშობით იყო აზიის იბერიიდან, მისი მშობლები – აგარუსი და სანა ქრისტიანთა დევნას გამოექცნენ და ჯერ სომხეთს შეაფარეს თავი, შემდეგ კი გალთა მიწას.

ამბროსინიანი საფუძვლიანად განისწავლა ლიბერალურ ხელოვნებებში, დაიმსახურა გალთა საყოველთაო სიყვარული და საბოლოოდ სარლატის ეპისკოპოსადაც ეკურთხა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ახალგაზრდა ყმაწვილი იბერიაში ბრუნდება საქადაგებლად, სადაც რამდენიმე ათას ადამიანს დაიმოწაფებს, რის შემდეგაც იბერიის წარმართი მეფე მას სიკვდილით დასჯის – მის სხეულს დასერავს და ჭრილობებში მარილს ჩააყრის, შემდეგ კი ნეშტს დამშეულ ძაღლებს მიუგდებს, მაგრამ ძაღლები პირს არ დააკერებენ წმინდა ნაწილებს და თავად მეფეს დაკბენენ.

ამბროსინიანის კულტი საფრანგეთში განსაკუთრებით ძლიერდება მე-11-12 საუკუნეში, საგულისხმოა, რომ დიდ ფრანგ წმინდანებს – წმინდა ბერნარდსა და დედამისის – წმინდა ალეთიას ამბროსინიანის მიმართ განსაკუთრებული მოწიწება გააჩნდათ, ალეთია დიდ დღესასწაულებს მართავდა ქართველი წმინდანის ხსენების დღეს.

1171 წელს ლიონის არქიეპისკოპოსმა გვიჩარდმა ამბროსინიანის წმინდა ნაწილი მოათავსა სან ეტიენ დე დიჟონის ლუსკუმაში, მოგვიანებით, წმინდა ნაწილები შატილიონშიც გავრცელდა.

საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში ათეისტური პროპაგანდა ნადირობდა კათოლიკური ეკლესიის ლეგენდარულ წმინდანებზე, წმინდა ამბროსინიანის კულტი მხოლოდ საფრანგეთში არსებობდა და არსად სხვაგან, ზოგი მას ამბროსი მილანელთან აიგივებდა, მაგრამ ეს წმინდანი მარტვილი არ ყოფილა, ზოგჯერ ამბროსინიანს სომხეთის ეპისკოპოსადაც მიიჩნევდნენ, რადგანაც Patribus Iberiæ Asiaticæ-ს შესახებ ამ ეპოქის ფონტენში არაფერი იცოდნენ, ყველაფერ ამის გამო, ამბროსინიანის კულტი მე-19 საუკუნეში აიკრძალა, მაგრამ მოგვიანებით ის ისევ გამოცოცხლდა, თუმცა არა ძველი, სახალხო-საზეიმო მასშტაბით.

რატომ არ შემოინახეს ქართულმა წყაროებმა ჩანაწერი ამ დიდი ქართველი წამებულის შესახებ?

აქ შესაძლოა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების მაგალითი გავიხსენოთ, ამ დიდი მამის ცხოვრება ძველ საქართველოში დავიწყებული იყო და ნიკო მარის მიერ ერთადერთი ხელნაწერის აღმოჩენამ შეცვალა სურათი, ჩვენამდე მხოლოდ ფრაგმენტებია მოღწეული საქართველოს ისტორიის წყაროებიდან.

რაც შეეხება ეპოქას, თუკი ამბროსინიანი წარმართული იბერიის თანამედროვეა, მაშინ იგი მე-2-3 საუკუნის მოღვაწე ჩანს, ამას თითქოს კარგად უდგება მისი ქალაქის – არმატიკის სახელი, ბერძნული და ლათინური წყაროები ამ ეპოქაში არმაზციხის, მცხეთის სახელს სწორედ ასე გადმოსცემდნენ, მაგრამ ეს დაშვება რამდენადმე თამამია, განსახილველია მეორე შესაძლებლობაც, წამებული ეპისკოპოსის – ამბროსინიან იბერის ცხოვრება ბევრი დეტალით ჰგავს აბიბოს ნეკრესელის ცხოვრებას, გადმოცემით, ამბროსინიანის წმინდა ნაწილი საფრანგეთში ფრანგმა რაინდებმა ჩაიტანეს, ცნობილია, რომ მე-11-12 საუკუნეებში ქართველი მეფეების სამხედრო სამსახურში იმყოფებოდნენ ფრანგი სამხედრო მოქირავნეებიც, შესაძლოა, აბიბოს ნეკრესელის კულტი, ამბროსინიანის სახელით, საფრანგეთში სწორედ მათ შეეტანათ.

16.02.2024

Posted in 2024, ქართველები უცხოეთში | Tagged: , | Leave a Comment »

ჯორჯ კობი – ქიმიური მრეწველობის ქართველი მეფე ამერიკაში

Posted by iberiana on ოქტომბერი 25, 2023

ჯორჯ კობი – ქიმიური მრეწველობის ქართველი მეფე ამერიკაში

ჯორჯ კობის, იგივე გრიგოლ კობახიძის მემორიალური მუზეუმი რაჭაში, სოფელ თხმორში გაიხსნა

 ნინა ოთარაშვილის სიუჟეტი

Posted in 2023, გამოჩენილი ქართველები, ქართველები უცხოეთში | Tagged: , , | Leave a Comment »

რუსუდან შარაძე – გრიგოლ რობაქიძის სიკვდილი და მისი არქივის ბედი. წერილი VII

Posted by iberiana on აგვისტო 15, 2023

357421537_9479338975472822_2143444859661627903_nრუსუდან შარაძე – გრიგოლ რობაქიძის სიკვდილი და მისი არქივის ბედი

წერილი VII

რუსუდან შარაძე:

“ბოლო წერილში შეგპირდით, რომ გიამბობდით, თუ რა ხდებოდა მეორე მხარეს – რას აკეთებდნენ შვეიცარიელები გრიგოლ რობაქიძის არქივისთვის, სანამ ქართველები ერთმანეთს „ჭამდნენ“. 2005 წელს, „ლიტერატურულ საქართველოში“, იმ დროისთვის სრულიად უცნობ მასალებს როცა ვაქვეყნებდი, აშკარა იყო, გიო და მე სწორ კვალზე ვიდექით, მაგრამ მალე ცხოვრება თავზე დაგვემხო. გამართლება არა მაქვს, მითუმეტეს, რომ სწორედ, იმ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც ,,დამარხულია“ ჩვენი განძი, მაგრამ სურვილის მიუხედავად, მამაჩემის მკვლელობის საქმის გამოძიებისა და მისი სამეცნიერო მემკვიდრეობის დაბინავების მეტს, თითქმის, ვერაფერს მივეკარე. ახლა თავიდან შევისწავლე გიოს მოცემული უნიკალური დოკუმენტები და ამდენი ხნის შემდეგ, კიდევ არაერთ საინტერესო დეტალს მივაქციე ყურადღება. წლები გავიდა და არ ვიცი, ვინ რას მიაკვლია, რა გამოქვეყნდა და რა არა. ყოველ შემთხვევაში, დღესდღეობით, გრიგოლ რობაქიძის არქივის ადგილსამყოფელის შესახებ, ისევ არავინ არაფერი იცის. მართებულად ვთვლი, რომ ახალი მიგნებები სათანადოდ გადავამოწმო და მერე გამოვაქვეყნო. იქამდე, დასკვნის სახით, რამდენიმე წერილში დავწერ იმას, რაც 2005 წელს, ვრცლად დავბეჭდე და ბოლოს, ყოველივეზე საკუთარ აზრსაც მოგახსენებთ.”

* * *

დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტები გრიგოლ რობაქიძის არქივის შესახებ

როგორც გიამბეთ, 1963 წლის 31 იანვარს, ჟენევის სასამართლომ გრიგოლ რობაქიძის არქივის აუქციონზე გატანის განაჩენი გამოიტანა; მისივე გადაწყვეტილებით, უნდა განადგურებულიყო მწერლის პირადი კორესპონდენცია. ბინის გახსნაზე, ბერნიდან ჟენევაში გაგზავნეს Bauhutte der Academic-ის ვიცე-პრეზიდენტი, დოქტორი არმინ ზიგრისტი, რომელმაც 1963 წლის 13-14 თებერვალს, მოწმეების თანდასწრებით, რობაქიძის არქივის წინასწარი დათვალიერება მოახდინა. ამის შემდეგ, გავრცელებული ვერსიით, მთელი არქივი დაბეჭდა და ჩააბარა იუსტიციისა და პოლიციის ფედერალური დეპარტამენტის პოლიციის განყოფილებას ბერნში.

საქართველოს კულტურის ატაშემ შვეიცარიის კონფედერაციაში (1999-2001), გიორგი შარაძემ, საელჩოს და კერძოდ, მაშინდელი ელჩის – ამირან კავაძის ხელშეწყობით, გრიგოლ რობაქიძის არქივის მისაკვლევად, დიდი სამუშაო გასწია. აღმოჩნდა მეტად საინტერესო და საზოგადოებისათვის სრულიად უცნობი მასალები, საიდანაც დოკუმენტურად დასტურდება ყოველივე, რასაც ქვემოთ შეიტყობთ:

იხილეთ ბმული: https://iberiana.wordpress.com/iberiana/g-robakidze/#7

Posted in 2023, გამოჩენილი ქართველები, ქართველები უცხოეთში | Tagged: , , | Leave a Comment »

გიორგი სააკაძის ტრაგიკული სიკვდილის ამბავი

Posted by iberiana on სექტემბერი 5, 2022

Giorgi Saakadze,,ალეპოს წყევლა”

გიორგი სააკაძის ბაზალეთის ომში დამარცხების შემდეგ ოსმალეთში გადახვეწისა და ტრაგიკული სიკვდილის ამბავი, ცნობილზე ცნობილია! თუმცა ეს ისტორიული წყარო ლეგენდად იყო ქცეული , თუმცა ამ ლეგენდაშიც სიმართლის მარცვალია რომელიც ალეპოელები თავის შთამომავლობას გადასცემდნენ საუკუნეების მანძილზე.

 

 რამდენიმე წლის წინ, თურქეთის სახელმწიფო არქივებში, ისტორიკოსმა ისქენდერ ბექიროღლუმ (რომელიც წარმოშობით ქართველი გახლავთ, გიორგი სააკაძის სიკვდილის შესახებ, საინტერესო დოკუმენტებს მიაგნო, ვფიქრობთ, ეს პრობლემა გადაჭრილად შეიძლება ჩაითვალოს….

დავიწყოთ თავიდან: 1987 წელს, ალეპოში, ჰაფეზ ალ-ასადის რეჟიმის დროს, ბელგიელმა არქეოლოგმა პოლ ვან ჰიმსტმა, ალეპოს ციტადელის არქეოლოგიური შესწავლისას, აღმოაჩინა ლითონის ყელსაბამი, დისკოთი. დისკოზე, რომელიც ვან ჰიმსტმა განსაზღვრა XVI-XVII საუკუნეების ეგვიპტურ ნაკეთობად, უცხოენოვანი წარწერა იყო, რომელიც თურქებს იეროგლიფები ეგონათ, მაგრამ ჰიმსტი მაშინვე მიხვდა, რომ ეს ძველქართული ანბანი იყო და ასე იკითხებოდა: „დიდება საქართველოს“. 

 

დოკუმენტები შედგება ამ აღმოჩენამდე უსახელო ოსმალო ისტორიკოსის „აქშეჰირის ისტორიის” ხელნაწერისაგან და შინაარსიდან გამომდინარე თარიღდება 1630-1640 წლებით. ის ეყრდნობა გიორგი სააკაძის სიკვდილით დასჯის უშუალო შემსწრის, ალი-აბდულ შაჰნავაზიანის, ალეპოს ყადის მოგონებებს…

 

1629 წლის 3 ოქტომბერს, ემილიო დე მილანო, ორ სხვა კათოლიკე პატრთან ერთად, სირიის ქალაქ რაქაში იმყოფებოდა. სწორედ აქ უნახავს მას დიდი სამხედრო ბანაკი, სადაც არა ოსმალები, არამედ ქართველები დახვედრიან. 15 ათასი ქართველი, შეჭურვილი საუკეთესოდ, ამხედრებული საუკეთესო ცხენებზე, თავიანთ მეთაურს ელოდნენ…

 

ბექიროღლუს მიერ, დამასკოს არქივში ნაპოვნ ფასდაუდებელ დოკუმენტში – გიორგი სააკაძის მემუარებში, რომელმაც მხოლოდ ფრაგმენტულად მოაღწია ჩვენამდე, გიორგის სიტყვები წერია: „და დღე იქმნა მზიანი, ალაპლაპებული მზის სხივები ანათებენ ეგვიპტიდან, ოსმალეთიდან, სპარსეთიდან ნარჩევ ქართველ მამულიშვილებს. ყველას მზის დისკო უნათებს გულს, დიდება საქართველოს”. აქ იგულისხმება სწორედ ისეთი ყელსაბამები, როგორიც ვან ჰიმსტმა იპოვა ალეპოს ციტადელში. ასევე არის ერთი საინტერესო დეტალი, საიდანაც ჩანს, რომ სააკაძე მოსალოდნელ ღალატისგან შექმნილ საფრთხეს კარგად იაზრებდა: „ვადგავარ საქმესა ქართლისასა, მეშინის, ყურს უკან გამუდმებით ბრუტუსის ხმისა. ჰოი საქართველოვ, შენ ბეჭებს ისევ ქართველები ამოუდგებიან გაბრწყინებისკენ”...

 

მაგრამ ბედის ჩარხი ისევ უკუღმა დატრიალდა, ქართველს ქართველმა ისევ უმუხთლა და თეიმურაზ მეფის მოწოდებით, ჰუსრევ ფაშამ, რომელიც შურით აღსავე შეჰყურებდა გიორგის აღზევებას ოსმალეთის კარზე, დიდი მოურავი ალეპოში სიკვდილით დასაჯა. ალი-აბდულ შაჰნავაზიანის ზემოთხსენებული მოგონებების მიხედვით, გიორგის თავის მოკვეთის წინ, ისე ხმამაღლა დაუღრიალია: „დიდება საქართველოს”, ალეპოს კედლები შეზანზარებულა. ალი-აბდულ შაჰნავაზიანზე ამას ისეთი დიდი ზეგავლენა მოუხდენია, სულთნისთვის წერილი გაუგზავნია, ქართველებს დიდი კაცი მოვუკალით, ალეპოს კედლებს აზანზარებდა ყვირილითო. სულთანი, რომელიც დიდად აფასებდა ალეპოს ყადის, შეშფოთებულა და უფიქრია, ვაი და მართალი კაცის სისხლი არ მაპატიოს ალაჰმაო და ჰუსრევ-ფაშასთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანია.

 

მაგრამ ისტორია ამით არ სრულდება. ცნობილი ფაქტია, რომ 1629 წელს, ოქტომბერში, ქალაქი ალეპო ნანგრევებად იქცა. ბევრი ისტორიკოსი ამას ძლიერ მიწისძვრას აბრალებს, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. ალი-აბდულ შაჰნავაზიანის მიხედვით, როდესაც რაქასთან დაბანაკებულ 15 ათას ქართველს დიდი მოურავის სიკვდილი აცნობეს, ისინი გაცეცხლებულები ამხედრებულან ცხენებზე და მთელი ძალებით ალეპოსკენ დაძრულან. მიწა იძვროდა მათი ცხენების ფლოქვებქვეშ. იონა იბრაჰიმ ათაბეგს შეუძახია „მზე აღმოსავლეთიდან ისე ანათებს, როგორც საქართველოშიო” და ცხენი რომ გააჭენა გაუფიქრია, მიწაც კი ეხმიანება ძმადნაფიცთა გამარჯვებასო. ქართველ მამულიშვილთა ჯარს იერიშით აუღია ქალაქი, გადაუწვავს, დაუნგრევია და მიწასთან გაუსწორებია. ქალაქთან ერთად დამარხულია ის ყელსაბამები, წარწერით „დიდება საქართველოს”, რომლებიც მეომრებს თან ჰქონდათ. მათგან მხოლოდ ერთი ცალია ნაპოვნი, ვან ჰიმსტის მიერ, რომელიც გახდა კიდეც საფუძველი ამ ისტორიის კვლევისა.

დანარჩენები კი მეომრებს ერთად გადაუდიათ, დიდი ჯვარი გაუკეთებიათ და სათაყვანო გმირის საფლავზე აღუმართავთ.

სრულად: https://iberiana.wordpress.com/iberiana/geosurnames/giorgi-saakadze/

Posted in საამაყო ქართველები, ქართველები უცხოეთში | Tagged: | 1 Comment »

ქართველი მამლუქები ეგვიპტეში

Posted by iberiana on მარტი 15, 2021

ქართველი მამლუქები ეგვიპტეში

დოკუმენტური ფილმი ეხება ეგვიპტის XVIII საუკუნის ისტორიას, როდესაც მის სათავეში ქართველი მამლუქები იყვნენ.

Posted in საქართველო-Georgia, ქართველები უცხოეთში | Tagged: , | Leave a Comment »

ამერიკაში მოღვაწე თელაველი ექიმი დავით მრელაშვილი კახეთის კლინიკებს დაეხმარა

Posted by iberiana on დეკემბერი 13, 2020

mrelashviliამერიკაში მოღვაწე თელაველი ექიმი დავით მრელაშვილი კახეთის კლინიკებს დაეხმარა

ამერიკაში მოღვაწე თელაველმა ექიმმა დავით მრელაშვილმა სოციალურ ქსელში ქართველი ექიმებისთვის კოვიდკლინიკა შექმნა და რამდენიმე მიმართულების ექიმი გააერთიანა კოვიდდაავადებულების დასახმარებლად.

ასევე, დავით მრელაშვილმა კახეთის სამედიცინო დაწესებულებებს უფასოდ გადასცა პულსოქსიმეტრები, ჟანგბადის კონცენტრატორები, სამედიცინო პლანშეტები, LCD ტელევიზორი და ლეპტოპები, რომლებიც თავად შეიძინა. მრელაშვილმა შეიძინა დასაკეცი საწოლები, გადააკეთა და თელავის რაიონულ საავადმყოფოს გადასცა.

პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მოღვაწე ქართველ ექიმს დავით მრელაშვილს ესაუბრა, რომელიც კოვიდის მართვის პროცესში სახელმწიფოს მხარდაჭერის მიზნით, საქართველოში დაბრუნდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა აშშ-ში მოღვაწე ქართველ ექიმს, დავით მრელაშვილს, რომელიც კოვიდის მართვის პროცესში სახელმწიფოს მხარდაჭერის მიზნით, საქართველოში დაბრუნდა და ჩართულია კახეთის რეგიონში იმ პაციენტების მართვის პროცესში, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ.
მთავრობის მეთაურმა დავით მრელაშვილს მადლობა გადაუხადა გაწეული ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ მისი გამოცდილების გაზიარება ყველა რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, რამდენადაც პაციენტების მართვის კომპონენტში პირველადი ჯანდაცვის რგოლის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
დავით მრელაშვილი ამ ეტაპზე კახეთის რეგიონში დღიურად საშუალოდ 1500-მდე კოვიდინფიცირებულ პაციენტს მართავს და ამ პროცესში მასთან ერთად ჩართული არიან როგორც ოჯახის ექიმები, ასევე რეზიდენტები და სტუდენტები. თითოეული პაციენტის ანამნეზი ონლაინპლატფორმაზე იტვირთება, რაც ოჯახის ექიმებს ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას აძლევს.
პაციენტები ონლაინ-რეჟიმში იღებენ პროფესიონალთა კონსულტაციას მათთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ საკითხსა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო გაუარესებასთან დაკავშირებულ სიმპტომებზე.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა ბინაზე მყოფი პაციენტების კიდევ უფრო ეფექტურ მართვ​ას და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ამ ფორმით ხელშეწყობას პრიორიტეტულად მიიჩნევს და მზად აზრის, ხელი შეუწყოს მსგავსი მიდგომის სხვა რეგიონებში გავრცელებას. ამ მიზნით დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული ნაბიჯები უკვე დაიგეგმა.

თამილა გურაშვილი

Posted in 2020, ქართველები უცხოეთში, ჯანმრთელობა | Tagged: , , | Leave a Comment »

ჩიკაგოს ბალეტის ქართველი პრიმა-ბალერინა

Posted by iberiana on ნოემბერი 5, 2019

ვიქტორია ჯაიანი ჯოფრი-ბალეტის პრიმა-ბალერინა

ვიქტორია ჯაიანი ჯოფრი-ბალეტის პრიმა-ბალერინაა. მეუღლე თემურ სულუაშვილთან ერთად, ის ამერიკის ერთ-ერთ წამყვან დასში 17 წელია ცეკვავს. „გრაციოზული“, „მომაჯადოებელი“, „უზადო“… ამერიკული მედია მასზე ძირითადად აღმატებით ხარისხში წერს. ჟურნალისტი მაია ქვარცხავა ვიქტორიას გასაცნობად ჩიკაგოში ჩავიდა.

“ამერიკის ხმა”

Posted in 2019, კულტურა, საქართველო-Georgia, ქართველები უცხოეთში, ქართული გვარები | Tagged: , , , | Leave a Comment »

ნიკოლოზ აფხაზი

Posted by iberiana on ნოემბერი 9, 2011

ნიკოლოზ აფხაზი (1900–1988) – კანადაში „სიყვარულის ბაღის“ გამშენებელი

ნიკოლოზ აფხაზის სახელი კარგად არის ცნობილი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. იგი კანადის ქალაქ ვანკუვერში დიდებული ბაღის გამშენებელია.

ნიკოლოზის წინაპრები იყვნენ დიდგვაროვანი აფხაზი თავადები – ანჩაბაძეები. მათ აფხაზეთი დატოვეს მე-17 საუკუნეში, რათა გასცლოდნენ მუსულმანობის მოძალადეობას ამ რეგიონში. ისინი გადასახლდნენ კახეთში, მაგრამ ანჩაბაძეებს არ დაუკარგავთ თავიანთი თავადური ტიტული, უფრო მეტად – მათ დაიმკვიდრეს აფხაზის ფსევდონიმი.

ნიკოლოზ აფხაზის მამა იყო პოლიტიკური, საზოგადო და სამხედრო მოღვაწე. მისი სახელი შევიდა საქართველოს ისტორიაში, იმათთან ერთად, ვინც გასული საუკუნის გარიჟრაჟზე იდგა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღორძინების სათავეებთან. კოტე აფხაზი ილია ჭავჭავაძის დისწული გახლდათ და მისი იდეების მხურვალე თანამგრძნობელი…

http://iberiana2.wordpress.com/georgia/georgian/nkoloz-afkhazi/

Posted in საამაყო ქართველები, ქართველები უცხოეთში | Leave a Comment »

ფერეიდნელები

Posted by iberiana on ოქტომბერი 20, 2011

Posted in საამაყო ქართველები, ქართველები უცხოეთში, Georgian | 1 Comment »

აბაშიძე დავით (ანტონ)

Posted by iberiana on სექტემბერი 30, 2011

„ქართული გენი უცხო ხალხის სამსახურში”

ჩვენი საიტი იუწყებოდა ახალი წიგნის – „ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში“ – გამოსვლის შესახებ. დღეიდან  დროდადრო შემოგთავაზებთ ცალკეულ ბიოგრაფიებს ამ წიგნიდან.  ამჟამად გთავაზობთ მასალას, რომლითაც იხსნება ეს კრებული.

აბაშიძე დავით (ანტონ) (1867-1942) 

 რუსეთის ეკლესიის ეპისკოპოსი   

 ეკუთვნოდა აბაშიძეთა თავადურ საგვარეულოს.1891 წელს წარჩინებით დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იყო  ჩაუქი მხედარი, მოფარიკავე და მოცეკვავე.  გადაშლილი ჰქონდა დიდი საერო ასპარეზი, რის ნაცვლადაც იგი გაემგზავრა კიევს, აღიკვეცა ბერად დიმიტრის (დიმიტრი როსტოველის სახელობაზე) სახელით და ჩაირიცხა სასულიერო აკადემიაში. აკადემიის დამთავრების შემდეგ ჩამოვიდა თბილისში.

 იყო თბილისის იმ სემინარიის ინსპექტორი, სადაც სტალინი სწავლობდა და, როცა  ამ დაუდგრომელ მოსწავლეს დანაშაულებრივი ქცევისათვის კარცერში სვამდნენ პურზე და წყალზე, ჩუმად უგზავნიდა ხოლმე საჭმელს. შემდგომშიც ხვდებოდნენ ერთმანეთს და მიმოწერაც კი ჰქონდათ. ასეთი თანაგრძნობა მომავალში დაუფასა ბელადმა არქიეპისკოპოსს – საეკლესიო პირთა დევნის ჟამს  საბჭოთა  ხელისუფალმა გასცა ბრძანება, ხელი არ ეხლოთ მისთვის. მონაზონ სერგის ცნობით: „სქიარქიეპისკოპოსი ანტონი სტალინისთვის ლოცულობდა და, ვინ უწყის, თუ  რაგვარად შეეწეოდა მას  ეს ლოცვა!“…

 https://iberiana.wordpress.com/iberiana/qartuli-geni/#1

Posted in ქართველები უცხოეთში, Georgian | Leave a Comment »