Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Archive for the ‘2008’ Category

რიჩარდ მაილსი 2008 წლის აგვისტოს ომზე

Posted by iberiana on აგვისტო 7, 2023

აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი  საუბრობს 2008 წლის აგვისტოს ომზე

იხილეთ აგრეთვე:
რიჩარდ მაილსის ინტერვიუ – 24.11.2013

Posted in 2008, პოლიტიკა, War | Tagged: , , | Leave a Comment »

სამხედრო ექიმი 2008 წლის ომზე

Posted by iberiana on აგვისტო 7, 2022

nino aljobadzeნინო ახობაძე, სამხედრო ექიმი:

“როცა წინასწარ ქვეცნობიერად იცი რომ წააგებ და მაინც გინდა-შეაკვდე, ალბათ ესაა გმირობა”

ეს არის თემა, რომელზეც რომ ვიწყებ წერას, რაღაცნაირი უხერხულობა მეუფლება. მე, გალექსილ-გატლეკილს აქ სიტყვები მაკლდება ხოლმე, ვერც ემოცია მომაქვს ბოლომდე…

ადრეც ვწერდი: თან მრცხვენია, თან მეამაყება;

მრცხვენია

იმიტომ რომ

ცამეტი წლის წინ ჩემსავით რომ გამოიძახეს ბიჭი, რომლის ტოლი შვილი უნდა მყოლოდა, ვერ დაბრუნდა უკან;

მე დავბრუნდი.

იმიტომ რომ სამი ექიმი, რომელიც სხვის საშველად წავიდა ომში, ვერ დაბრუნდა;

იმიტომ რომ ბიჭებს, მეომრებს ვუყურებდი და თვალებს არ ვუჯერებდი: სულ მეგონა ჯარში კონტრაქტზე უმრავლესობა მიდის მხოლოდ კარგი ხელფასის გამო.

და აი იქ შევცდი. რა ადვილია, ვიღაც რომ დააბრეხვებს მსგავსს და რა ადვილია-შენც რომ უჯერებ;

კიდევ ერთს მივხვდი იქ

წარმოუდგენელია მსგავსი განცდა მშვიდობიან დროს დაგეუფლოს.

ცხოვრებაშიც ხომ ასე ხდება: როცა შენი თვალით უყურებ როგორ კარგავ, მერე გიჟდები!

და თუ ის ვიღაც ან რაღაც ძვირფასია შენთვის, მერე იბრძვი-გიჟივით, იბრძვი ყველა აკრძალული წესით და უკან არ იხევ, გიჟი ხარ მაგ დროს!

გიჟი არ იყოო? აბა ვინ იყო ის ჩემი ექიმი, რომელიც ბომბების წუილში ოპერაციაზე იდგა კარავში და გარეთ არ გამოსულა!

გიჟი არ იყოო ის გოგო? მედდა, პატარა გამხდარი გოგო, სახლში რომ ერთი წლის შვილი ელოდა და დაუფიქრებლად წაყვა მანქანას ცხინვალში-დაჭრილების გამოსაყვანად!

გიჟი არ იყო? ის ბიჭი, ჩვენთან რომ იწვა კონტუზიით, თითო ადამიანს ორად რომ გვხედავდა და გამწარებული ღრიალებდა-უკან გამიშვით, იქ ჩემი ბიჭები დარჩნენო!!!

ეს ის სიგიჟეა, რომელსაც შენი ქვეყნის, შენი სისხლის და შენი ადამიანების სიყვარული ქვია.
ჰო. სიგიჟემდე სიყვარული
რომელსაც უბრალოდ ვერ აღიქვამ როცა მშვიდობაა…
——
აგვისტოს ამ რიცხვამდე ჩვენს სამსახურში გულისგამაწვრილებლად ხშირად ტარდებოდა სამხედრო-სამედიცინო სწავლებები; დავათრევდით ამ რაღაცა მანეკენებს (ვითომ დაჭრილებს), მულяჟებს; ვშლიდით კარვებს; ომობანას ვთამაშობდით რა )) იდგა ჩვენი მეთაური იქვე შორიახლოს წამზომით ხელში და გვაჯიბრებდა-ვინ უფრო სწრაფად ააწყობდა კარავს. თან ეს ტურისტის “პალატკა” არ გეგონოთ, ეს არის საველე ჰოსპიტალი, სამედიცინო ჯვარი, ასე ქვია, იმიტომ რომ ჯვრის ფორმა აქვს და უზარმაზარია. ეს არის საოპერაციოები, თავისი პალატებით.
და გადიოდა ამაში წლები, თვეები. გულში ვბრაზობდი-აი რაში უნდა დაგვჭირდეს-მეთქი ეს აბა?
და
დაგვჭირდა.
——
მადლობა ღმერთს, ჩვენი მეთაურიც თავად ექიმი იყო და
ყველაზე კარგად მას ესმოდა-რას ნიშნავს საომარ სიტუაციაში მოქმედება. ასე “გაგვზარდა” ჩვენც…
—–
როცა მონსტრს ეომები
როცა წინასწარ ქვეცნობიერად იცი რომ წააგებ
და მაინც გინდა-შეაკვდე, ალბათ ესაა გმირობა, არ ვიცი.
ეს ვნახე მე იქ.
ბიჭები ომობდნენ, ჩვენ რადგან ტყვიავში ვიდექით, პირველი დაჭრილებიც ჩვენთან შემოდიოდნენ;
ჰოდა ისინი ომობდნენ, ქანცის გაწყვეტამდე, სიკვდილამდე…
ჩვენც რაც შეგვეძლო, ვაკეთებდით და მერე თბილისში ვუშვებდით;
სამასზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს ჩემმა კოლეგებმა: ექიმებმა,. მედდებმა, სანიტრებმა, ჩვენი ბატალიონის მძღოლებმა, ჩემმა მეთაურმა და ჩემმა შტაბის უფროსმა.
—-
ტყვიავის მერე იყო კარალეთი, მიწაზე გვეძინა;
რა დისკომფორტი, რა წუწუნი!
მერე იყო გორი. ჩაბნელებული დაცლილი გორი, მხოლოდ ძაღლების ყეფა რომ ისმოდა ღამით.
გორის ჰოსპიტლიდან ჩვენი ძველი თანამშრომლები ჩამოვიდნენ და საჭმელი ჩამოგვიტანეს;
მერე ზემოთ აგვიყვანეს და
ვიბანავეთ!!!! ეს იყო ნეტარება. აგვისტოში, მეხუთე დღეს.
გაგიკვირდებაათ? რომ დავწერო რომ
სიყვარულით ვიხსენებ ამ დღეებს?
რატომ იცი?
იმიტომ რომ იქ
ჩვენ
ყველა
ერთნი ვიყავით.
იქ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა.
ყოფილიყო ეს ომი პოლიტიკოსების ხუშტური, მათი ბინძური თამაში…
ეს ჩვენ არ შეგვხებია, რადგან მართლები ვიყავით საკუთარ სინდისთან.
და როცა ეზოში დაჭრილებით სავსე მანქანა შემოდიოდა, ჩემი გოგოები და ბიჭები-ფუტკრებივით შეესეოდნენ ხოლმე და სათითაოდ ყველას საკუთარი შვილებივით უვლიდნენ!
საკუთარი სიცოცხლის ფასად, ადამიანებო!
დაუმადლებლად, დაუყვედრებლად, სიყვარულით და ერთგულებით…
სამშობლო რომ ქვია, და იქამდე ფეხიც რომ არ გვქონდა დადგმული, იმ ადგილების სიყვარულით…
——
და ბოლოს
მერე რა თუ
სადღაც წითელ ხიდთან რიგები იდგა
მერა რა თუ
ვიღაც მაღალჩინოსანი ბრიყვი ერთხელაც ჩამოვიდა მძღოლის მანქანით, გადმოვიდა გაბღენძილი, გადმოგვხედა როგორც მეფემ ზემოდან და რომ დაინახა გოგოები სისხლიან ხებეებს მდინარეში რეცხავდნენ
დაიღრიალა:-ეს პრასტიტუტკები აქ რა დღეში არიანო!!!!
იქვე მიუჩინა ლაშა ქოიავამ იმას ადგილი და ისიც წავიდა უკან კუდამოძუებული….
მერე რა თუ
ჩვენი ბატალიონი ბოლო წუთამდე ჩატოვეს ტყვიავში და დაავიწყდათ ჩვენი ევაკუაცია…
ეს ყველაფერი-არაფერი იყო იმასთან შედარებით
რაც ჩემმა გოგოებმა და ბიჭებმა იქ იყოჩაღეს!
მე თავად თერაპევტი ვარ, ჩემი წვლილი წვეთია ზღვაში;
არ ვკეკლუცობ და არ მომაქვს თავი
მაგრამ მინდა იცოდეთ
რამდენი ცუდიც არ უნდა ხდებოდეს გარშემო
ჩემს ქვეყანას ჯერ კიდევ ყავს
ჯილა ბიჭები და ვაჟკაცი გოგოები!
და ისინი ჩვეულებრივი-შენნაირი და ჩემნაირი ადამიანები არიან: ცხოვრობენ, იცინიან, ტირიან, აშავებენ, აკეთებენ
ოღონდ
თუ სამშობლოს დაჭირდა
(სამშობლო-თურმე არ ყოფილა მხოლოდ ხმამაღალი სიტყვა)
უხმოდ წავლენ და თავს შეაკლავენ!
მე და შენ როცა მშვიდად გვძინავს, ისინი ეხლაც სამხედრო სწავლებებზე არიან…
—-
ისე მინდოდა ყველაფერი ერთად მეთქვა, ცოტა აბდა-უბდა გამომივიდა, მაგრამ
არ მიწყინოთ
ეს არის ჩემს ცხოვრებაში ალბათ ერთადერთი რამ, რითაც ვამაყობ.
ჰო, წაგებულია ეს ომი.
მაგრამ როცა დავბერდებით
ალბათ მაინც სიამაყით გაგვახსენდება რომ
ერთხელაც აი ასე
მოგვიწია ჩვენი სამშობლოსთვის ტყვიების ქვეშ დგომა…
ამიტომ მომიტევეთ როცა საშინლად ვმწარდები
როცა გიბონივით მაგიდაზე მოხტუნავე ვიღაცა ქალს ვხედავ…
რომელიც დღეს ჩემი ქვეყნის სახეა, საუბედუროდ
რომელიც
ჩემი სანიტრის ფეხის ფრჩხილადაც კი არ ღირს!!!
მადლობა გმირებს, სახელიანს, უსახელოს..
მადლობა უფალს რომ ერთხელ ცხოვრებაში იქ მომახვედრა, სადაც მე ჩემი სამშობლოს სიყვარული ყველა უჯრედით შევიგრძენი
❤️
მადლობა ჯარისკაცებს
მადლობა ჩვენს პატრიარქს, თავისი ღვაწლისათვის
❤️
არა ვართ ჩვენ ცუდი ხალხი
ჰოდა რა ჯანდაბა გვემართება მშვიდობიან დროს… ((
ნეტავ რა ხდება ეხლა გაგრაში, სადაც ჩემი ბავშვობა დავტოვე?
ყველას თავისი “გაგრა” აქვს
და აი ამ ტკივილს ქვია
სამშობლო.

Posted in 2008 | Tagged: , , | Leave a Comment »

შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თავიდან აცილება?

Posted by iberiana on აგვისტო 9, 2021

2008-08-09t120000z_422191156_gf2e4890ngy01_rtrmadp_3_georgia-ossetia-apartment-1024x725-1

შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თავიდან აცილება?

(ინფორმაცია განსჯისთვის)
 
ანა მიქაუტაძე
მივიწყებული, მაგრამ საყურადღებო და საინტერესო მასალა მომაწოდა დავით არაბიძემ. თურმე, 2002 წლის 23 აგვისტოს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის მერე პარლამენტს მიუღია დადგენილება დსთ-დან გასვლის თაობაზე. მაგრამ, შემდეგ პრეზიდენტ შევარდნაძეს  და პარლამენტს ამ მიმართულებით აღარ უმუშავიათ. დსთ-დან გასვლა 2008 წლის აგვისტოს ომმა დააჩქარა.
 

“2002 წლის 26 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება “რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბობვის ფაქტთან დაკავშირებით”.

 
“საქართველოს პარლამენტი უკიდურეს აღშფოთებას გამოთქვამს 2002 წლის 23 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საჰაერო ძალების* მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბობვის გამო, რასაც მოჰყვა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. აქედან გამომდინარე, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემდგომი განსაზღვრის მიზნით
 
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
 
1. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიიდან გუდაუთის სამხედრო ბაზის გაყვანის პროცესის განზრახ შეფერხებისა და სხვა სამხედრო ბაზების გაყვანის ვადების შეთანხმების შესახებ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის 1999 წლის სტამბოლის სამიტის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ცალმხრივად განსაზღვროს სამხედრო ბაზების გაყვანის ვადები და მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა მათ შესასარულებლად.
 
2. საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საქართველოს პარლამენტის მიერ არაერთგზის მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად დაუყოვნებლივ შეუწყვიტოს მანდატი რუსეთის სამშვიდობო ძალების კონტინგეტს და მიიღოს სათანადო ზომები, რათა მათ უმოკლეს ვადაში დატოვონ საქართველოს ტერიტორია.
 
3. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, წინააღმდეგ მიმართული შეიარაღებული აგრესიის არაერთ ფაქტზე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მხრიდან აბსოლუტური უმოქმედობის გამო, მიზანშეუწონილად იქნეს მიჩნეული საქართველოს ყოფნა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შემადგენლობაში და მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს დაიწყოს საჭირო პროცედურები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში გაწევრიანების შესახებ ხელშეკრულების დენონსირებისათვის.
 
4. საქართველოს აღმასრულებელმა ხელისიფლებამ უმოკლეს ვადაში შეიმუშაოს ქვეყნის თავადაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების გადაუდებელი, დამატებითი ღონისძიებების გეგმა და მისი ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი “საქართველოს 2002 წლის სახელწმიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილელებების შეტანის თაობაზე, აგრეთვე 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას გაითვალისწინოს ქვეყნის სამხედრო ძალების ფინანსური უზრუნველყოფის გაზრდისა და პრიორიტეტული დაფინანსების საკითხი.
 
5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განსაზღვროს რუსეთის ფედერაციის მიერ დაბომბვის შედეგად საქართველოსადმი მიყენებული მატერიალური და მორალური ზარალის ოდენობა და მისი საერთაშორისო სტანდარტებით კომპენსირების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
 
6. კონტროლი ამ დადგენილების შესარულებაზე დაევალოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
 
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ნინო ბურჯანაძე
თბილისი, 26 აგვისტო 2002 წელი.
№ 1652-რს”

* (ცნობა: რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარსარდალი 2002 წლის 21 იანვრდან 2007 წლის 9 მაისამდე გენერალ-პოლკოვნიკი /1998 წელიდან, 2004 წლიდან არმიის გენერალი/ ვლადიმერ სერგის ძე მიხაილოვი, დაბადებული 1943 წელს) 
 
 
 

Posted in 2008 | Tagged: , , , , | Leave a Comment »

საქართველომ რუსეთს დავა მოუგო

Posted by iberiana on იანვარი 21, 2021

tsulukianiთეა წულუკიანი – „ჩვენ გავიმარჯვეთ, საქართველომ რუსეთს დავა მოუგო – გილოცავ, საქართველო!“

„ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო! გილოცავთ ყველას დიდ გამარჯვებას! საქართველომ რუსეთს დავა მოუგო!

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა!

ასეთი დოკუმენტი საქართველოს აქამდე არასოდეს ჰქონია, რადგან ის სამართლებრივი დოკუმენტია და სამართლებრივად უპირისპირდება საქართველოს განუყოფელი ნაწილების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ ყოველგვარ აღიარებასა და თვითაღიარებას. ეს ის სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც საქართველოს სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიციების რეალური გაძლიერების საშუალებას მისცემს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის გზაზე“, – წერს  საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში.

Posted in 2008, 2021 | Tagged: , , | Leave a Comment »

კოკოითი – „ოსეთის საზღვრები უნდა გადაიხედოს“. 2013

Posted by iberiana on აგვისტო 8, 2017

ამათი გამოსწორება არ იქნება!

17ba6becac3b2e5b5f5ac92f79dc1e8c[1]კოკოითი – „ოსეთის საზღვრები უნდა გადაიხედოს“

2013 წლის აგვისტოში ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილმა დე ფაქტო ლიდერმა ედუარდ კოკოითმა რუსულ ინტერნეტ–გამოცემა „expert.ru”-ს ინტერვიუ მისცა.
გთავაზობთ ამონარიდს:

– თავის დროზე თქვენ განაცხადეთ პრეტენზია ყაზბეგის რაიონში მდებარე კობის ქვაბულზე, თრუსოს ხეობაზე, რომელიც, როგორც განაცხადეთ, საქართველოს შემადგემლობაში 1920 წელს აღმოჩნდა. ხომ არ შეიცვალა თქვენი პოზიცია ამ საკითხში?

– დღესაც ვიმეორებ, რომ თრუსოს, გუდას ხეობები და კობის ქვაბული ჩვენი მიწებია. იქ ოსური სოფლები მდებარეობს, ოსური სიწმინდეებით, წინაპრების საფლავებით. ეს საკითხი ქვაკუთხედი უნდა გახდეს საქართველოსთან მოლაპარაკების პროცესში. ჩვენი პრეტენზიები ისტორიული დოკუმენტებით არის გამყარებული. სააკაშვილის მთავრობამ ეს სოფლები საძოვრებად და სამხედრო პოლიგონად აქცია. ოსებს დღეს არ შეუძლიათ ყაზბეგის რაიონის სოფლებში, საკუთარ სახლებში მოხვედრა. თავის დროზე, როდესაც მე წამოვწიე ეს საკითხი, მახსოვს ვაშინგტონის პირველი რეაქცია. მან მტკივნეულად აღიქვა ჩვენი გაცხადება. მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა დარეკა რუსეთის სააგარეო საქმეთა სამინისტროში და თქვა, „ოსები ტერიტორიულ პრეტინზიებს აცხადებენო“. დიახ, ჩვენ გვაქვს ეს პრეტენზიები და დღესაც ვადასტურებთ მათ! და დღეს, როდესაც საქართველო მსოფლიოს უცხადებს, თითქოს რუსეთი და სამხრეთ ოსეთი რუსი მესაზღვრეების მეშვეობით ცდილობენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის 10 მეტრით გადაწევას, ეს არის ტყუილი, რადგან არავითარი ქართული ტერიტორია იქ არ არის! სამწუხაროდ, ცხინვალის რეგიონის რამდენიმე სოფელი მოწყვეტილია სამხრეთ ოსეთისგან. თუმცა ჩვენ არა მარტო ამაზე, არამედ ქართული მხარის მიერ მისაკუთრებულ თრუსოს ხეობის სოფლებზეც უნდა ვისაუბროთ. რატომ არ შეიძლება, დავაყენოთ ეს საკითხი და მსოფლიოს განვუცხადოთ, რომ საქართველომ მიისაკუთრა ჩვენი მიწები?! რუსეთის მთავრობას რომ 2008 წლის ომი ასეთ მოკლე დროში არ დაესრულებინა, მე მზად მყავდა ჯგუფი, რომელიც თრუსოს ხეობაში ყაზბეგამდე შესვლას და სამხრეთ ოსეთისთვის აღნიშნული მიწების ლენინგორთან ერთად დაბრუნებას გეგმავდა. თუმცა ამ ოპერაციის ჩასატარებლად დრო არ მეყო, დაახლოებით ორი დღე. დღეს ამ ტერიტორიებზე ქართული ლაბორატორიები, რადიოლოკაციური დანადგარებია განთავსებული. არადა, ეს ჩვენი მიწაა და მასზე მუშაობს ქართული სამხედრო ობიექტები ჩვენი ხალხისა და რუსეთის წინააღმდეგ!

– როგორ უნდა აღმოიფხვრეს ეს პრობლემა?

– მე ომისკენ არ მოვუწოდებ. ეს მოლაპარაკებების რეალური თემაა.საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები, რომ ჩვენმა ძმებმა და დებმა შეძლონ, თავისუფლად მივიდნენ საკუთარ სახლებში, რომ მათ სახლებს არავინ ესროლოს. ვფიქრობ, საქართველოში მოვა ისეთი მთავრობა, რომელიც შესძლებს, ნორმალური და ცივილური დიალოგი წარმართოს. იგივეს ვუსურვებ ამჟამინდელ მთავრობასაც, რომლის ინიციატივები ჯერ მხოლოდ სიტყვებად რჩება. მოხარული ვიქნებოდი, თუ ეს ინიციატივები კონტაქტის დამყარებას შეუწყობდა ხელს, ოღონდ თავდაპირველად – რუსეთის. ფედერაციასთან.

სრულად: http://soa.gov.ge/geo/kokoiti-osetis-sazghvrebi-unda-gadaixedos–1917/

 

 

Posted in 2008, 2017, სამაჩაბლო-Samachablo | Tagged: , , , | Leave a Comment »

რატომ ვერ დაბომბა რუსეთმა თბილისი?

Posted by iberiana on დეკემბერი 18, 2015

rusjari-cxinvali[1]

რა მოხდა 2008 წელს? – ,,ბევრმა არ იცის რატომ ვერ დაბომბა რუსეთმა თბილისი“ – შაშკინი

,,არასოდეს არ ვიფიქრებდი, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოში იქნება ხალხი, რომელიც საჯაროდ ეცდება რუსეთის გამართლებას ამ ომისთვის. მაგრამ, მართალს ამბობენ : არასოდეს არ თქვა არასოდეს. ჭკვიანური სახეებით ეს ნაძირლები ქადაგებენ, რომ თურმე რუსეთმა გამოაჩინა კეთილი ნება და 2008 წელს არ აიღო თბილისი და ამისთვის თურმე ჩვენ მუდმივად მადლიერები უნდა ვიყოთ.

რუსეთი გააჩერა ქართულმა ჯარმა, საერთაშორისო მხარდაჭერამ და აშშ-ს გადადგმულმა კონკრეტულმა ნაბიჯებმა…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/08-08-08/war_2008/

Posted in 2008, რუსეთი-Russia, საქართველო-Georgia | Tagged: | Leave a Comment »

ორი აუცილებელი შენიშვნა

Posted by iberiana on ნოემბერი 12, 2014

natadzeნოდარ ნათაძე – ორი აუცილებელი შენიშვნა

 1. პუტინის ლაშქრობა უკრაინაზე “ჰუმანიტარული ქარავანის” საშუალებით არც შემთხვევითია, არც უპრეცედენტო. შემთხვევითი არ არის იმდენად, რამდენადაც პუტინს ამ ავანტურის გარდა სხვა გზა არა აქვს… პრეცედენტი პუტინის ამ განზრახულ ავანტურას აქვს 1993 წელს ტყვარჩელში გიგანტური ჰუმანიტარული ქარავანის შესვლის სახით, რომელმაც იქ ალყაში მყოფ “სეპარატისტებს” იარაღი და ტყვია-წამალი შეუტანა. ქარავანი არ გაჩხრეკილა. ამ ფაქტზე პასუხისმგებელი პიროვნება, ადამიანის უფლებათა კონტროლის ხაზით იმ დროს იქ მივლენილი, იყო შევარდნაძის უახლოესი და უერთგულესი კაცი _ მთავარ¬სარდლისა, რომელიც ომობდა  მოწინააღმდეგის მხარეზე.

2. მოწინააღმდეგის მხარეზე ომობდა 2008 წლის აგვისტოს ომში მთავარსარდალი სააკაშვილიც. მე პირადად ერთი იმათგანი გახლავართ, ვისაც ხსენებული ომის შინაარსი და მექანიზმი სწორედ ასე გვესმის…

მთავარი გაკვეთილი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიტანოს წინა ორის მოღალატური პრაქტიკიდან და მის მიერ მოტანილი სახელმწიფოებრივი კატასტროფებიდან, შემდეგია: ხელისუფლება ვალდებულია, ღიად და დასაბუთებულად ჰქონდეს გაცხადებული საქართველოს, როგორც სრულყოფილად უნიტარული სახელმწიფოს, მარადიულყოფის შეუვალი უფლება და მტკიცე ნება, რომელშიც (რომელ სახელმწიფოშიც) აფხაზეთი არის ავტონომია უფლებამოსილებათა მკაფიო გამიჯვნით არა მარტო თბილისსა და სოხუმს შორის, არამედ სოხუმსა და აფხაზეთისავე კონკრეტულ რეგიონებს შორისაც…

სრულად: http://iberiana2.wordpress.com/segm/nodar-natadze/#3

Posted in 2008, 2014, პოლიტიკა, რუსეთი-Russia | Tagged: , | Leave a Comment »

ომი 8 აგვისტოს უკვე დამთავრებული იყო

Posted by iberiana on მაისი 15, 2013

«არავითარი ხუთი დღე. ომი 8 აგვისტოს უკვე დამთავრებული იყო»

«არავითარი ხუთი დღე. ომი 8 აგვისტოს უკვე დამთავრებული იყო»

აკაკი ცოტნიაშვილი: როგორც ნარკომანს წამალი, ჩვენს ხელისუფლებას ომი ისე უნდოდა

ომი 8 აგვისტოს 5 საათზე უკვე დასრულებული იყო.

მას შემდეგ, რაც ახალმა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის დეტალების, გამომწვევი მიზეზებისა და დამნაშავის ძებნა დაიწყო, ყველა საინფორმაციო საშუალება ახალ-ახალი ფაქტების ძიებით დაინტერესდა. ყველა ფაქტი, რომელიც ქვეყნდება, შემზარავია და ვფიქრობ, ნეტავ, ამაზე მეტი რაღა უნდა გავიგო და მოვისმინო-თქო, მაგრამ ყოველთვის, როდესაც 2008 წლის ომის თვითმხილველს ხვდები, ისეთ რამეს იგებ, რომ არ გინდა მოისმინო, არ გინდა ქართველი იყო.

ისმენ იმ საშინელებებს, რომლებიც ცხრა წლის მანძილზე «ნაციონალებმა» აკეთეს, და მერე ისმენ იმას, თუ როგორ არიგებენ ჭკუას ახალ ხელისუფლებას და რჩევებს აძლევენ, უკვირთ, რატომ სცემენ ქუჩებში, რესტორნებში, თავშეყრის ადგილებში… ვდავობთ იმ თემაზე, უნდა გასამართლდეს თუ არა «ნაცმოძრაობის» ცხრაწლიანი რეჟიმი.

«საქართველო და მსოფლიო» ერედვის მკვიდრს, პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, აგვისტოს ომის ყველა უმსგავსობის მომსწრესა და მნახველს, ბატონ აკაკი ცოტნიაშვილს ესაუბრა. ვინც მას მოუსმენს, შეუძლებელია, არ დასვას კითხვა _ უნდა გასამართლდეს თუ არა რეჟიმი?…

სრულად: https://iberiana.wordpress.com/08-08-08/tsotniashvili/

Posted in 2008, პოლიტიკა, რუსეთი-Russia, War | Leave a Comment »

08.2008

Posted by iberiana on აგვისტო 7, 2012

Posted in 2008, Georgia, War | Leave a Comment »

Последствия войны

Posted by iberiana on ოქტომბერი 26, 2011

Александр Подрабинек – У плохих событий плохие последствия

Строго говоря, августовская война в Грузии — это две отдельные истории. Одна история — это Южно-Осетинский сепаратизм; другая — желание Кремля оттяпать от Грузии часть ее территории, или хотя бы контролировать ее, что, в сущности, одно и то же.

О сепаратизме можно говорить долго, нудно и на повышенных тонах. Можно до бесконечности спорить о том, насколько чист этот сепаратизм, действительно ли хотят лидеры Южной Осетии построить собственное независимое демократическое государство или им надо только избавиться от юрисдикции Грузии, чтобы безнаказанно заниматься контрабандой, бандитизмом, финансовыми махинациями и, в конце концов, привести страну в Российскую Федерацию. Многое, очень многое указывает на то, что замыслы лидеров Южной Осетии отнюдь не сводятся к получению политической независимости. Уже одно то, насколько власть в Цхинвали инфильтрована российскими силовиками, говорит о многом…

http://iberiana2.wordpress.com/samachablo/a-p/

Posted in 2008, სამაჩაბლო-Samachablo, სეპარატიზმი-separatism | Leave a Comment »