Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘ინგუშები’

ისა კოძოევი – ჩვენ ძარღვებში ერთი და იგივე სისხლი სჩქეფს

Posted by iberiana on ივნისი 19, 2023

355373165_278498501416609_6245522134764160457_n

ისა კოძოევი – ჩვენ ძარღვებში ერთი და იგივე სისხლი სჩქეფს

“ახლა ყველა ქართველს მინდა ვთხოვო: – ღვთის გულისათვის ნუ წახვალთ, არ არის ბედნიერება უცხო მიწაზე! ორი მონათესავე ერის, ქართველებისა და ინგუშების კულტურა ძალიან ჰგავს ერთმანეთს, იმდენად, რომ ქართველების დახმარებით ინგუშური კულტურის დაკარგული ელემენტების აღდგენა შეიძლება. თქვენი საგუნდო სიმღერები, საერთოდ თქვენი სიმღერები, მუსიკა – ისეთია, როგორც ჩვენი, თქვენი კულტურაც, ხელოვნებაც და ტრადიციებიც. ჩვენ თქვენგან უნდა გავიხსენოთ, აღვიდგინოთ ის რაც დავკარგეთ, – რაც დაგვაკარგვინეს და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი სულით თქვენ სულთან მოვდივართ და გეუბნებით რომ დაგვეხმაროთ აი ასეთ დროს. თქვენიდან ავიღებთ იმას რაც ჩვენთან გაქრა, თქვენ შემოგხედავთ და მოგბაძავთ, ამიტომ თქვენ ძალიან კარგები უნდა იყოთ!

…. კავკასიაში ყველაზე ახლო ხალხები ჩვენ ვართ ქართველები და ინგუშები. ჩვენ ერთნაირად გამოვიყურებით, ჩვენ ერთნაირი ტრადიციები გვაქვს, ერთნაირი თვისებები, ერთნაირი მენტალიტეტი და ჩვენ ძარღვებში ერთი და იგივე სისხლი სჩქეფს, ალბად ღმერთმა, როცა ჩვენ გვქმნიდა იცოდა რასაც აკეთებდა.”

ისა კოძოევი

“დაფიონი”

Posted in 2023, კავკასია-Caucasus | Tagged: , | Leave a Comment »

ინგუშების დახმარებით როსტოვის ცენტრში ქართული ეკლესია შენდება

Posted by iberiana on სექტემბერი 19, 2019

70416529_523090495160648_4312304210663178240_n

ინგუშების დახმარებით როსტოვის ცენტრში ქართული ეკლესია შენდება

ინგუშეთის ყოფილი პრეზიდენტი, ვაჟკაცობით ცნობილი რუსლან აუშევი ასეთ პოსტს აქვეყნებს:

,,ქალაქ დონის როსტოვში ქართველების დიდი დიასპორა ცხოვრობს, რომელთა რაოდენობა ათეულ ათასს აღწევს (ღმერთმა ქნას მილიონამდე გამრავლდნენ). როსტოველი ქართველების უხუცესებმა გადაწყვიტეს, ქალაქში ქართული მართმადიდებლური ეკლესია აეშენებინათ.

გააკეთეს ესკიზი, სამუშაო პროექტი, რომელიც უმოკლეს ვადებში არქიტექტორებმა წარმატებით განხორციელეს. მათ ეკლესიისთვის შეარჩიეს და გამოისყიდეს საუკეთესო ადგილი როსტოვის ცენტრში, ბოდრაიას ქუჩაზე. თუმცა ქალაქის ხელისუფლებამ პროექტი მხოლოდ იმ მიზეზით არ დაამტკიცა, რომ მიწის ფართობი ეკლესიის არქიტექტურული გადაწყვეტისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ქართველთა სამწუხაროდ, ეკლესიის ასაშენებლად ქალაქში ვერ მოიძებნა შესაფერისი თავისუფალი ფართობი, რადგანაც იგი საკმაოდ მჭიდროდ არის დასახლებული.
გამოსავალი იყო მხოლოდ ერთი – ეკლესია ქალაქგარეთ უნდა გადაეტანათ, თუმცა აქაც პრობლემა შეიქმნა, რადგან ქართული ეკლესიის მრევლის უმეტესი ნაწილი ასაკოვანი ადამიანები არიან. მათ კი ძალიან გაუჭირდებოდათ ქალაქგარეთ სიარული. ამ ყველაფერმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა როგორც ქართულ საზოგადოებას, ასევე მშენებლობის სპონსორებს თავისუფალი ფართობი, რადგანაც იგი საკმაოდ მჭიდროდ არის დასახლებული.

მოგვიანებით, ქართველებმა გაარკვიეს, რომ ქალაქის ცენტრში, ეკლესიისთვის თავდაპირველად მონიშნული ტერიტორიის მიმდებარედ, რამდენიმე ინგუშის ოჯახი ცხოვრობდა, რომლებიც საჭირო მიჭის ნაკვეთებს ფლობდნენ. ინგუშებმა შეიტყვეს ქართველების პრობლემის შესახებ. შეიტყვეს ისიც, რომ ეკლესია არ შენდებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ მშენებლობის ნებართვის მისაღებად არ იყო მიწის საკმარისი ფართობი.

და მოხდა სასწაული – ინგუშების ყველა ოჯახმა ქართველთა დიასპორას საკუთარი მიწის ნაკვეთები უანგაროდ გადასცეს – აჩუქეს!
შედეგად: როსტოვის ცენტრში ქართული ეკლესია შენდება და სულ მალე მართლმადიდებლურ ტაძარში ქართველი მოძღვრები წირვა-ლოცვას აღავლენენ!

ასეც ხდება, როცა ადამიანებისთვის ყველა სხვა ღირებულებაზე მაღლა ჭეშმარიტი მეგობრობა დგას.

ეს კეთილშობილური საქციელი ნუ გაგაოცებთ – ეს არის ურთიერთპატივისცემა, რომელიც ქართველ და ინგუშ ხალხს შორის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა. ქართველებმა ხომ საკუთარი ერთგულება და სიყვარული არაერთხელ დაუმტკიცეს ინგუშებს მათთვის უმძიმეს წლებში.
(1956 წელს, შუააზიის გადასახლებიდან დაბრუნებულ ინგუშებს ქართველებმა არამხოლოდ სახლ-კარი, არამედ პირუტყვი და ჭურჭელიც კი დაუტოვეს! – გ.გ.)

მე არ დავასახელებ იმ უნგუში ოჯახების გვარებს, ვინც უანგარო სიკეთე გაიღო – არ დავასახელებ, რადგან მათ ასე ისურვეს.

ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს ისინი, უფალმა აჩუქოს ღირსეული შთამომავლობა!“

Posted in 2019, საქართველო-Georgia | Tagged: , , | Leave a Comment »

ისა კოძოევი ქართველებს მიმართავს

Posted by iberiana on თებერვალი 23, 2019

isa kodzoev

ინგუშების ეროვნული ლიდერი, ცნობილი მწერალი – ისა
კოძოევი (კოაძოი) ქართველებს მიმართავს

„მე არ მინდა, რომ ქართველები გავდნენ  ე ვ რ ო პ ე ლ ე ბ ს! ვისურვებდი, რომ ქართველები გავდნენ – ქართველებს! დიდი ხანია მე ეს გულში ლურსმანივით მჩხვლეტავს! მე არ მინდა, რომ ქართველები გაევროპელდნენ, ქართველები უნდა იყვნენ – ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ი! ჩვენ სხვა რასა ვართ, ჩვენ კავკასიელები ვართ, ჩვენ ჩვენი განსაკუთრებული მენტალიტეტი გვაქვს. ქართველო კაცებო და ქალებო, ჩვენ უნდა ვიყოთ შესაბამისად შემოსილნი, სიმპატიურნი, სალმიანნი, სტუმართმოყვარენნი და მამაცნი. როგორ შეიძლება ჩვენ ერთმანეთის გარეშე ვიცხოვროთ? ეს იგივეა რაც ძმის დაკარგვა, დამარხე ძმა და აღარ გყავს. დადიხარ მის ცარიელ სახლში და ბალახი იზრდება, სადღაც ღობეზე კატა კნავის. ცოტა ხნის წინ კახეთში ვიყავი, და ვიარე სოფლები და ქუჩების გასწვრივ მიტოვებული ცარიელი ფანჯრები მიყურებდნენ. ვიკითხე რა ხდება მეთქი? – მითხრეს, რომ ხალხი საკუთარ სახლებს ტოვებს და ევროპაში მიდის. ჩემთვის ეს ძალიან ძნელი სანახავი იყო, მთელი ღამე ვფიქრობდი და ძილი არ მეკარებოდა. ახლა ყველა ქართველს მინდა ვთხოვო: ღვთის გულისათვის, ნუ წახვალთ, არ არის ბედნიერება უცხო მიწაზე!

ორი მონათესავე ერის, ქართველებისა და ინგუშების კულტურა ძალიან ჰგავს ერთმანეთს, იმდენად, რომ ქართველების დახმარებით ინგუშური კულტურის დაკარგული ელემენტების აღდგენა შეიძლება! თქვენი საგუნდო სიმღერები, საერთოდ თქვენი სიმღერები, მუსიკა – ისეთია, როგორც ჩვენი, თქვენი კულტურაც, ხელოვნებაც და ტრადიციებიც. ჩვენ თქვენგან უნდა გავიხსენოთ, აღვიდგინოთ ის რაც დავკარგეთ, რაც დაგვაკარგვინეს და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ჩვენი სულით თქვენ სულთან მოვდივართ და გეუბნებით, რომ დაგვეხმაროთ აი ასეთ დროს. თქვენიდან ავიღებთ იმას, რაც ჩვენთან გაქრა, თქვენ შემოგხედავთ და მოგბაძავთ, ამიტომ თქვენ ძალიან კარგები უნდა იყოთ.

კავკასიაში ყველაზე ახლო ხალხები ჩვენ ვართ, ქართველები და ინგუშები! ჩვენ ერთნაირად გამოვიყურებით, ჩვენ ერთნაირი ტრადიციები გვაქვს, ერთნაირი თვისებები, ერთნაირი მენტალიტეტი და ჩვენ ძარღვებში ერთი და იგივე სისხლი სჩქეფს, ალბათ ღმერთმა, როცა ჩვენ გვქმნიდა, იცოდა, რასაც აკეთებდა, ამიტომ ჩვენ ეს არ უნდა გადავაკეთოთ! აი, რა მინდოდა თქვენთვის მეთქვა, ქართველებო“.

წყარო: http://www.mediacity.ge/

Posted in კავკასია | Tagged: , | 3 Comments »