Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• უწოდა თუ არა ჩერჩილმა სტალინს გენია?

        უწოდა თუ არა ჩერჩილმა სტალინს გენია?…

POTSDAM-CONFERENCEმითების თხზვა სტალინის შესახებ ჯერ კიდევ მისი ბელადობის პირველსავე წლებიდან დაიწყო და ჯერაც არ დამთავრებულა, პირიქით, სულ უფრო და უფრო ახალი შემართებითა და დატვირთვით ითხზვება.

ამჯერად ერთი ასეთი მითის შესახებ გვექნება საუბარი, ეს მითი კი მიეწერება დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მეორე მსოფლიო ომისდროინდელ პრემიერ- მინისტრს უინსტონ ჩერჩილს.

მითის თანახმად, დიდი ბრიტანეთის პრემიერი ჩერჩილი, თითქოსდა  წელში იხრებოდა სტალინის წინაშე, უწოდებდა მას გენიას და რუსეთისათვის ბედნიერ მოვლენას. ჩერჩილსავე მიაწერენ თითქოსდა უწოდებდა მას გენიას და რუსეთისათვის ბედნიერ მოვლენას. მასვე მიაწერენ ასეთ გამონათქვამს „მიიღო კავის რუსეთი და დატოვა ატომური ბომბით“.  ათწლეულების მანძილზე, თითქოსდა ჩერჩილის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვა სხვადასხვა ვარიაციებით თავისუფლად ვრცელდებოდა პერიოდულ გამოცემებსა  თუ სამეცნიერო  ლიტერატურის ფურცლებზე.

დღემდე კაციშვილს არ მოსვლია აზრად მისი ნამდვილობის გადამოწმება,  მაგრამ დღევანდელ პირობებში ინტერნეტსივრცის არსებობამ „ინტრიგანებს“  ბიძგი მისცა  დაინტერესებულიყვნენ და გაერკვიათ სინამდვილე:  უკვე ათეული წელია ეს  „ინტრიგანები“ დაფათურობენ არქივებსა და საცავებში ჩერჩილის მიერ წარმოთქმული „სიტყვის“ დედნის მოსაპოვებლად, მაგრამ  ამაოდ!

როგორც ვალერი ლებედევი ამბობს, ეს პანეგრიკი გამოჩნდა, არც თუ ისე უცნობი ნინა ანდრეევას სტატიაში „არ შემიძლია გადავაბიჯო პრინციპებს!“  გაზ.  „საბჭოთა რუსეთი“, 1988 წლის 13 მარტის ნომერი. (იხილეთ ნინა ანდრეევას  ბიბლიოგრაფია- http://www.pseudology.org/democracy/Andreeva_NA.htm)

მაგრამ აქ   თითქმის არსად  არის მითითებული პირველწყარო.  სხვა საიტების  მიხედვით, ეს არის ამონარიდი ლორდთა პალატაში 1959 წლის 23 დეკემბერს ჩერჩილის მიერ წარმოთქმული სიტყვიდან, მიძღვნილი სტალინის დაბადების 80 წლისთავისადმი (ნახ:http://www.ssga.ru/metodich/pravitely_ros/stalin7.html).

სტალინით  აღტკინებულები იუწყებიან, რომ ჩერჩილის  ეს სიტყვა მოთავსებულია „ბრიტანულ ენციკლოპედიაში“, თუმცა, ტომისა და გვერდის მითითების გარეშე. მკვლევარი ვალერი ლებედევი შედგომია ამ რთული საქმის გარკვევას, რომელიც აღნიშნავს, რომ  „ბრიტანულ ენციკლოპედიაში ამის მსგავსი საერთოდ არაფერია, იქ ხომ წარმოთქმულ სიტყვებს არ ბეჭდავენო“.

საძიებლად მას აუღია „ჩერჩილის სიტყვის“ უამრავ ვარიატში ხშირად ნახმარი ფრაზა:

“Он принял Россию с сохой, а оставил её оснащенной атомным оружием”.  რუნეტის ბევრი გვერდი იძლევა ამ ფრაზას, ხანდახან ინგლისური თარგმანითაც, რომელიც ასე ჟღერს: “Winston Churchill said: “Stalin came to Russia with a wooden plough and left it in possession of atomic weapons”.

ან კიდევ ამგვარად:  Churchill said “when he took Russia on they only had a wooden plough, but he left it with nuclear weapons”.

ბრჭყალებში ჩასმული გამონათქვამი ხომ ზუსტი ციტატაა, ამიტომ ის დედანში არსებულიდან მკვეთრად არ უნდა განსხვავდებოდეს. პირველი ვარიანტი ინგლისურ ენაზე არის საიტზე  http://www.mltranslations.org/Russia/aucpb.htm და მასში არანაირი მითითება არ არის იმისა თუ სად თქვა ჩერჩილმა ეს სიტყვა და სად არის ის გამოქვეყნებული. ეს საიტი არის რუსული გაზეთების სტატიების კრებული ინგლისურ ენაზე.  და არა ყოველგვარის გაზეთებისა, მხოლოდ განსაკუთრებულების, მაგალითად:  „Proletarskaya Gazeta“, „Red Youth (Красная юность), „International Center for the Formation of Modern Communist Doctrine“, „Molniya“, „All Union Communist Party of Bolsheviks“, ხოლო მთავარი „ინგლისელი „  ავტორები არიან ვიქტორ ანპილოვი და ნინა ანდრეევა.

რაც მთავარია ეს  ხოტბა ორი ათეული წლის წინ შეიქმნა  და „კავი და ბომბა“ სულ სხვადასხვა ვარიანტშია წარმოდგენილი.

ვალერი ლებედევს მოუხელთებია ჩერჩილის სიტყვებისა და გამოსვლების კრებული თემთა პალატაში, მსაგრამ  მასში ასეთი სიტყვა  ვერ აღმოუჩენია (ნახ:Churchill, His Complete Speeches, 1897-1963 http://www.winstonchurchill.org/i4a/pages/index.cfm? ).

1959 წელს ჩერჩილი 84 წლის იყო, ქრონიკა კი ამას იუწყება: “In early April, Sir Winston suffered an arterial blockage which temporarily cut off circulation to his speech center”, ანუ  „აპრილის დასაწყისში სერ უინსტონს მაღალი წნევის გამო ტვინში დროებით დაზიანებია მეტყველების ცენტრი“.   მაშასადამე,   თემთა პალატაში ზემოაღნიშნული სიტყვა ჩერჩილს არ წარმოუთქვამს და უფრო მეტიც,  თემთა პალატაში  სტალინის 80 წლის იუბილე  საერთოდ არ აღუნიშნავთ.

 ნუთუ ყველაფერი თავიდან ბოლომდის შეთხზეს?  ლებედევს მიაჩნია რომ არა. ჩერჩილი ნამდვილად მოიხსენიებდა სტალინს როგორც გამოჩენილ მოღვაწეს, თუნდაც დიქტატორს. უწოდა მას ჭკვიანი (მაგრამ არა გენია, „გენიალურ ტიპს“ სტალინს ჰიტლერი უწოდებდა). ჩერჩილმა იცოდა თავისი აზრების ზუსტად და მოკლედ გამოხატვა  სტუმრების პატივსაცემად, მაგრამ წინასწარ არასოდეს  წერდა  სიტყვებს, თუნდაც სტალინის შემთხვევაში.ასეთი პომპეზურობა  ეს მისი სტილი არ იყო, ეს არ ახასიათებდა მის ქცევას, მის წესს.  ბოლოსდა ბოლოს  ჩერჩილი ლორდი იყო, შთამომავალი მარლბოროს ცნობილი მერისა.

სიცრუეა  მითიც, თითქოს სტალინის წინაშე ქედს იხრიდნენ და ლაქუცობდნენ მაშინდელი მოკავშირე ქვეყნების მმართველები. პირიქით, მათ თავი მეტად დამაჯერებლად და ამაყად ეჭირათ ყოველთვის.

ჩერჩილი ტექსტისა და სიტყვის კაცი იყო. მან ძალიან ბევრი დაწერა და ბევრ სიტყვასაც წარმოთქვამდა. ის ჩინებული მწერალი იყო და შეიძლება უფრო უკეთესი ორატორიც ბრიტანეთის მთელი ისტორიის მანძილზეც. მისმა წიგნმა „მეორე მსოფლიო ომი“, 1953 წელს  ნობელის პრემია მიიღო. მას ჰქონდა გამაოგნებლად მოქნილი და გასაგები სტილი და ამავე დროს უდიდესი ცოდნაც. არც ამ წიგნში გვხვდება რაიმე მინიშნებაც კი,  სტალინზე მისი ასეთი მაღალი აზრის შესახებ.

ჩერჩილი თავის წიგნში  „მეორე მსოფლიო ომი“  დაწვრილებით აღწერს სტალინთან მოლაპარაკებებს იალტისა და პოსტდამის კონფერენციებზე , უთანხმოებებს  პოლონეთის საკითხზე  პოლონეთს ჩამოშორებული  გერმანული  მიწების საკითხზე, მაგრამ არც აქაა   რაიმე  აღმაფრთოვანებელი  ქება-დიდება სტალინზე.

ნინა ანდრეევას ხსენებული სტატიის გამოქვეყნების სამიოდე წლის შემდეგ ჟურნალის „არმია“ 1-24-ე ნომრებში იბეჭდებოდა პოეტ ფელიქს ჩუევის წიგნი „ასორმოცი საუბარი მოლოტოვთან“. მას იქ მოჰყავს ერთიანობაში მსგავსი, მაგრამ დეტალებში განსხვავებული ჩერჩილისეული სიტყვის ტექსტი. ამის გარდა ის უფრო კონკრეტულად უთითებს ტქესტის წარმოშობაზე“ „…Читаю короткую речь английского премьера в палате общин 21 декабря 1959 года, в день 80-летия Сталина, перевод из Британской Энцикопедии:   ამ შემთხვევაში მითითებულია ჩერჩილის სიტყვის წარმოთქმის „ზუსტი“  თარიღი და პუბლიკაციის ადგილი“.

ქვემოთ მოვიყვანთ ტექსტის სამივე  ვარიანტს, პირველის და მეორის ავტორები ცნობილია, ხოლო მესამე  ამ  ორის გაერთიანებული ვარიანტია, რომელიც გამოქვყნდა საიტზე „Дело Сталина

მუქად გამოყოფილია  ანდრეევა-ჩუევის გაერთიანებული ტექსტების დამატებები.

ნინა ანდრეევა

Он был выдающейся личностью, импонирующей нашему жестокому времени того периода, в которое протекала его жизнь. Сталин был человеком необычайной энергии, эрудиции и несгибаемой силы воли, резким, жестким, беспощадным как в деле, так и в беседе, которому даже я, воспитанный в английском парламенте, не мог ничего противопоставить… В его произведениях звучала исполинская сила. Эта сила настолько велика в Сталине, что казался он неповторимым среди руководителей всех времен и народов… Его влияние на людей неотразимо. Когда он входил в зал Ялтинской конференции, все мы, словно по команде, вставали. И странное дело – держали руки по швам. Сталин обладал глубокой, лишенной всякой паники, логической и осмысленной мудростью. Он был непревзойденным мастером находить в трудную минуту путь выхода из самого безвыходного положения… Это был человек, который своего врага уничтожал руками своих врагов, заставлял и нас, которых открыто называл империалистами, воевать против империалистов… Онпринял Россию с сохой, а оставил оснащенной атомным оружиемფელიქს ჩუევი

Большим счастьем было для России, что в годы тяжелейших испытаний страну возглавил гений и непоколебимый полководец Сталин.Он был самой выдающейся личностью, импонирующей нашему изменчивому ижестокому времени того периода, в котором проходила вся его жизнь. Сталин был человеком необычайной энергии и несгибаемой силы воли, резким, жестоким, беспощадным в беседе, которому даже я, воспитанныйздесь, в Британском парламенте, не мог ничего противопоставить. Сталин прежде всего обладал большим чувством юмора и сарказма и способностью точно воспринимать мысли. Эта сила была настолько велика в Сталине, что он казался неповторимым среди руководителей государств всех времен и народов. Сталин произвел на нас величайшее впечатление. Он обладал глубокой, лишенной всякой паники, логически осмысленной мудростью. Он был непобедимым мастером находить в трудные моменты пути выхода из самого безвыходного положения. Кроме того, Сталин в самые критические моменты, а также в моменты торжества был одинаково сдержан и никогда не поддавался иллюзиям. Он был необычайно сложной личностью. Он создал и подчинил себе огромную империю. Это был человек, который своего врага уничтожал своим же врагом. Сталин был величайшим, не имеющим себе равного в мире, диктатором, который принял Россию с сохой и оставил ее с атомным вооружением. Что ж, история, народ таких людей не забывают საიტი  „Дело Сталина

Большим счастьем для России было то, что в годы тяжёлых испытаний Россию возглавил гений и непоколебимый полководец И.В. Сталин. Он был выдающейся личностью, импонирующей жестокому времени того периода, в котором протекала вся его жизнь. Сталин был человеком необычайной энергии, эрудиции и несгибаемой воли, резким, жёстким, беспощадным как в деле, так и в беседе, которому даже я, воспитанный в английском парламенте, не мог ничего противопоставить. Сталин, прежде всего, обладал большим чувством сарказма и юмора, а также способностью точно выражать свои мысли.Сталин и речи писал только сам, и в его произведениях всегда звучала исполинская сила. Эта сила была настолько велика в Сталине, что он казался неповторимым среди руководителей всех времён и народов. Сталин производил на нас величайшее впечатление. Его влияние на людей было неотразимо. Когда он входил в зал Ялтинской конференции, все мы, словно по команде, встали и, странное дело, почему-то держали руки по швам. Он обладал глубокой, лишённой всякой паники, логической и осмысленной мудростью. Сталин был непревзойдённым мастером находить в трудные минуты пути выхода из самого безвыходного положения. В самые трудные моменты, а также в моменты торжества, он был одинаково сдержан, никогда не поддавался иллюзиям. Он был необычайно сложной личностью. Он создал и подчинил себе огромную империю. Это был человек, который своего врага уничтожал руками своих и заставил нас, которых открыто называл империалистами, восстать против империалистов. Сталин был величайшим, не имеющим себе равных в мире, диктатором. Он принял Россию с сохой, а оставил оснащённой атомным оружием. Нет! Что бы ни говорили о нём, таких история и народы не забывают.

ზემოხსენებულ საიტზე  „Дело Сталина“ უკვე „დაზუსტებულია“ , რომ  თითქოს   ჩერჩილის მიერ ეს სიტყვა წარმოითქვა ლორდთა პალატაში, გამოქვეყნდა კი 1964 წლის „ბრიტანული ენციკლოპედიის“ გამოცემის 5-ე ტომში, 250-ე გვერდზე.  ზოგნი ამტკიცებენ, რომ ეს სიტყვა ხელმისაწვდომია ჩერჩილის რვატომეულში  Winston S. Churchill. His Complete Speeches, მაგრამ აქაც ტომისა და გვერდის მიუთითებლად.  მკვლევართა მიერ გაირკვა  რომ „ბრიტანული ენციკლოპედიის“ მითითებულ გვერდზე არაფერია ამის მსგავსი და  არც 1959 წლის 21 დეკემბერს  ჩატარებულა პარლამენტის რაიმე სხდომა .

ნუთუ ყოველივე მონაგონია?

არც თუ მთლად!  სადავო სიტყვის პირველი ნაწილი ჩუევის რედაქციაში წარმოადგენს  მისივე  შემოქმედებით გადამუშავებას ჩერჩილის  სიტყვიდან, რომელიც მოსკოვიდან დაბრუნებულმა   წარმოთქვა 1942 წლის 8 სექტემბერს თემთა პალატის წინაშე:

It is very fortunate for Russia in her agony to have this great rugged war chief at her head. He is a man of massive outstanding personality, suited to the sombre and stormy times in which his life has been cast; a man of inexhaustible courage and will-power and a man direct and even blunt in speech, which, having been brought up in the House of Commons, I do not mind at all, especially when I have something to say of my own. Above all, he is a man with that saving sense of humour which is of high importance to all men and all nations, but particularly to great men and great nations. Stalin also left upon me the impression of a deep, cool wisdom and a complete absence of illusions of any kind.

Большим счастьем было для России, что в годы тяжелейших испытаний страну возглавил гений инепоколебимый полководец СталинОн был самой выдающейся личностью, импонирующей нашему изменчивому и жестокому времени того периода, в котором проходила вся его жизнь. Сталин был человеком необычайной энергии и несгибаемой силы воли, резким, жестоким, беспощадным в беседекоторому даже я, воспитанный здесь, в Британском парламенте, не мог ничего противопоставить [у Черчиля: против чего, я, воспитаный в Палате Общин совсем не возражаю, особенно когда есть что сказать в ответ]. Сталин прежде всего обладал большим чувством юмора и сарказма и способностью точно воспринимать мысли. Эта сила была настолько велика в Сталине, что он казался неповторимым среди руководителей государств всех времен и народов [у Черчиля: Сверх того, он обладает тем спасительным чувством юмора, которое так важно для всех людей и всех народов, но особено для великих людей и великих народов]. Сталин произвел на нас величайшее впечатление . Он обладал глубокой, лишенной всякой паники, логически осмысленноймудростьюи. Он был непобедимым мастером находить в трудные моменты пути выхода из самого безвыходного положения. Кроме того, Сталин в самые критические моменты, а также в моменты торжества был одинаково сдержан и никогда не поддавался иллюзиям. Он был необычайно сложной личностью. Он создал и подчинил себе огромную империю. Это был человек, который своего врага уничтожал своим же врагом. Сталин был величайшим, не имеющим себе равного в мире, диктатором, который принял Россию с сохой и оставил ее с атомным вооружением. Что ж, история, народ таких людей не забывают

აქ ჩვენ მოვიყვანეთ ინტერნეტსივრცეში არსებული ამ ამონარიდის ერთ-ერთი მკვლევარისეული თარგმანი, სადაც ავტორი მუქი შრიფტით გამოყოფს იმას, რაც დარჩა ჩერჩილის სიტყვიდან, დახრილად კი  აზრის იმ ნაწილს, რომელიც გაუკუღმართებულია თარგმნისას, გადახაზული კი არის „თვითნებურად“ დამატებული ფრაზები. ნათელია, თუ როგორ გადააქციეს მეგობრული-ნეიტრალური სიტყვა პანეგრიკად. სადღაც დამატებულია „გენია“, სადღაც „ყველაზე“, სიტყვა „სტალინის“ რაოდენობა გაზრდილია რამოდენიმეჯერ, ვიდრე ის ორიგინალშია. ჩერჩილის ბაგეებიდან გადმოსვლას იწყებს  თვითდამცირების სიტყვების კასკადი („я не мог ничего противопоставить“), რაც მისთვის საერთოდ არ იყო დამახასიათებელი. ერთია რომ, სტალინურ-აზრობრივი შესწორებებისას ტექსთი „გამდიდრებულია“  მრავალი ფერადოვანი დამატებებით. მათ შორის სულელურად განდიდებული „მიიღო კავით, დატოვა ბომბით“.

აქვე დავდებთ გაზეთ  „საზოგადოება და ეკოლოგია“ სპეციალური კორესპონდენტის, საერთაშორისო სლავიანური აკადემიის პროფესორის, მკვლევარ ალექსანდრე ვდოვენკოს მიერ მოკვლეულ 1942 წელს ლორდთა პალატაში  ჩერჩილის გამოსვლის ტექსტის  ამონარიდს.

იქ, 6 ტომში, 1942 წლის გამოსვლათა შორის მოყვანილია ჩერჩილის გამოსვლა ლორთა პალატის წინაშე 8 სექტემბრის გამოსვლა სათაურით „ სამხედრო ვითარების შესახებ“. ამ გამოსვლაში დეტალურად განხილულ სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, პრემიერმინისტრი ჩერჩილი მოგვითხრობს  ავერლ ჰარიმანთან, ამერიკის პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან ერთად მოსკოვში მოგზაურობის შესახებ და გვიზიარებს მოსკოვში სტალინთან პირველი შეხვედრის შთაბეჭდილებებს:

 «Большой интерес вызвала у меня встреча с Премьером Сталиным. Главной целью моего визита было установление таких же отношений полной уверенности и совершенной открытости, которые я выстроил с Президентом Рузвельтом. Я думаю, что, не взирая на тот несчастный случай с Вавилонской Башней, который остаётся очень серьёзным препятствием во многих сферах жизни, я в большой мере достиг успеха. Большой удачей для России в её агонии было оказаться под началом этого великого, закалённого военачальника. Человек этот – внушительная, выдающаяся личность, соответствующая тем серьёзным и бурным временам, в которых прошла его жизнь; человек неисчерпаемого мужества и силы воли и человек прямой и даже беcцеремонный в манере общения, что меня, выросшего в Палате Общин, совсем не покоробило, особенно когда мне тоже было что сказать. Что наиболее важно, это человек с тем спасительным чувством юмора, которое так важно для всех людей и всех наций, но в особенности для великих людей и великих наций. Сталин также произвёл на меня впечатление своей глубокой и хладнокровной мудростью и полным отсутствием любых иллюзий. Я думаю, что я дал ему почувствовать, что в этой войне мы добрые и верные товарищи – но это, в конце-концов, такая вещь, которая доказывается не словами, а делами».

 Александр Вдовенко

მაშ საიდან არის ეს პანეგრიკი?

ამის შესახებ ნინა ანდრეევას სტატიაზე მინიშნება გააკეთა ა. ნ. იაკოვლევმა თავის საპასუხო წერილში, რომ სტალინისადმი მიძღვნილი ეს პანეგრიკი საერთოდ არ ეკუთვნის ჩერჩილს, არამედ ამის მსგავსი ოდესღაც უთქვამს ინგლისელ ტროცკისტს ი. დოიჩერს. მართალია აქ არაა მოცემული დოიჩერის კონკრეტული თხზულება, არც ფრაზა, რომელსაც ეკუთვნის იაკოვლევის შენიშვნა.

როგორც კვლევებმა აჩვენეს სსრკს-ს მოდრენიზაციის შედეგების ეს დახასიათება გამოყენებულ იქნა ისააკ დოიჩერის მიერ (რომელიც მართალია იმ დროისათვის აღარ ყოფილა ტროცკისტი)   1953 წლის 6 მარტის სტატიაში Manchester Guardian-ში სტალინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით:

The core of Stalin’s historic achievements consists in this, that he had found Russia working with wooden ploughs and is leaving her equipped with atomic piles. He has raised Russia to the level of the second industrial Power of the world. This was not a matter of mere material progress and organization. No such achievement would have been possible without a vast cultural revolution, in the course of which a whole nation was sent to school to undergo a most intensive education. რისი ქართული თარგმანი ასეთია:

„სტალინის ისტორიული მიღწევების არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან რუსეთი მიიღო კავით, დატოვა კი ატომური რეაქტორებით. მან რუსეთი აიყვანა მსოფლიოს მეორე ინდუსტრიული ქვეყნის დონეზე. ეს არ იყო სუფთა მატერიალური პროგრესის და ორგანიზაციის შედეგი. ამგვარი მიღწევები არ იქნებოდა თვინიერ ყოვლისმომცველი კულტურული რევოლუციისა, რომლის მსვლელობისასაც მისი მოსახლეობა დადიოდა სკოლაში და ძალზედ მონდომებით სწავლობდა“.

1966 წელს სტატია შევიდა ესსეების კრებულ Ironies of History: Essays on Contemporary Communism

     ახლა უკვე ჩვენთვის ნათელია, რომ ეს დოიჩერისეული პანეგრიკი სტალინის თაყვანისმცემლებმა მიაწერეს, დოიჩერზე უფრო ცნობილსა და გავლენიან, მსოფლიო პოლიტიკის სათავეებთან მდგომ სერ უინსტონ ჩერჩილს, რითაც მეტი შერავანდედით შემოსეს სტალინის სახელი.

მოგვიანებით  იგივე სიტყვები გამოჩნდა ბრიტანულ ენციკლობედიაში, სტატია „სტალინი“ (ტომი 21, გვ: 303).

უცნობ მთარგმნელს გადაუწყვეტია გაეძლიერებინა ფრაზის ჟღერადობა და atomic piles (ატომური რეაქტორები) გადაუთარგმნია, როგორც ატომური იარაღი. მოგვიანებით „იარაღი“ შეიცვალა უფრო ნათელი მცნებით „ბომბი“. ზოგიერთი ნაკლებად მნიშვნელოვანი ფრაზები სადაო სიტყვაში უშუალოდ მოლოტოვიდან მოხვდა, ჩუევმა ის პირდაპირ შეიტანა ტექსტში.

დრო და დრო უფრო მრავალფეროვანი და მრავალწახნაგოვანი ხდებოდა ეს მითი, მას საურველი ფერებით აფერადებდნენ,  როგორც უბრალო, ასევე ჩინიანი სტალინელები, სასურველს რეალობად ასაღებდნენ და ასაღებენ.

მაგრამ  მცირე ხნით გადავინაცვლოთ იმ დროში და განვიხილოთ მაშინდელი პოლიტიკური ვითარება.

ეს ის დროა, როდესაც სსრკ-ს მართავს ნიკიტა ხრუშჩოვი, რომელმაც სკკპ-ს 20-ე ყრილობაზე  დაგმო  სტალინის კულტი. 1959 წლის დეკემბრამდე ის ჩავიდა აშშ-ში ახალი პოლიტიკური ურთიერთობების დასამყარებლად და შეხვდა პრეზიდენტ ეიზენჰაუერს და საუბარს იწყებს განიარაღებაზე. ამგვარ ვითარებაში მსგავსი რამ წარმოეთქვა ჩერჩილს შეუძლებელი და წარმოუდგენელი იყო. გამორიცხული იყო ისიც,  რომ ლორდთა პალატა შეკრებილიყო სტალინის დაბადების 80 წლისთავთან დაკავშირებითაც, რადგან გამალებული შეიარაღების დროს არ გაამწვავებდნენ ისედაც დაძაბულ სიტუაციას.

როგორც ვთქვით იმ წლებში უინსტონ ჩერჩილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტად გართულებული იყო. ამასვე მოწმობს ჩერჩილის ერთ-ერთი ბიოგრაფის მარტინ გილბერტის ნაშრომი „Никогда не отчаивайся“, რომელიც მოიცავს 1947-1965 წლებს. ამ ნაშრომში ავტორს მოყვანილი აქვს ჩერჩილის ერთ-ერთი წერილი ადვოკატ ენტონი მურისადმი, ის ადვოკატს  ბოდიშს უხდის, რომ ვერ უპასუხა წერილზე, რადგან 15-დან 29 დეკემბრამდის ის ცუდად იყო და არ შეეძლო მოძრაობა. არც ამ წერილშია ნახსენები მისი პარლამენტში გამოსვლის შესახებ.

1974 წელს გამოცემულ ჩერჩილის გამოსვლათა კრებულის, 1887 წლიდან-1963 წლამდე, რობერტ ჯეიმსის რედაქტორობით ნიუ-იორკში გამოცემულ რვატომეულში არ გვხვდება ჩერჩილის გამოსვლა პარლამენტში ამ თარიღთან დაკავშირებით. მერვე ტომში კი ჩამოთვლილია  1959 წელს ჩერჩილის 9 გამოსვლა. და ეს არის მხოლოდ გამოსვლები ამომრჩეველთა წინაშე.

ასე რომ ამგვარი პანეგრიკები სერ უინდსტონ ჩერჩილს სტალინისათვის არ მიუძღვნია. ეს ყველაფერი ორთოდოქსი კომუნისტებისა და მათ მიერ დაბეჩავებული ხალხის ფანტაზიის ნაყოფია.

 ახლა კი ერთი საკითხის შესახებაც.

დღემდის სტალინის პიროვნების თაყვანისმცემლები მას წარმოაჩენენ, როგორც ასკეტს, უარმყოფელს ამქვეყნიური ფუფუნებისა და სიამოვნების. ლამისაა წმინდანადაც შერაცხონ და კიდეც წარმოაჩენენ ასეთად!

მაშ, ეს საკითხიც განვიხილოთ იგივე სერ უინსტონ  ჩერჩილთან კავშირშიც.

სტალინი და ჩერჩილი სვამდნენ და მოილხენდნენ, როგორც ქორწილში.

როგორც ვთქვით, ბრიტანეთის პრემიერის უინსტონ ჩერჩილის პირველი სტუმრობა მოსკოვში 1942 წლის აგვისტოს თვეში მოხდა და დამთავრდა გრანდიოზული „შარაფით“. ამას მოწმობს მაღალი რანგის დიპლომატის ჩანაწერები. ზღაპრულ სუფრასთან „ორმა დიდმა მოღვაწემ შეძლო დაემყარებინათ კავშირი და ხელი მიეცათ ერთმანეთისთვის“, ნათქვამია ჩერჩილის თანმხლებ საგარეო საქმეთა მინისტრის მუდმივი მოადგილის ალექსანდრ კადოგანის მოხსენებით ანგარიშში, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ეროვნულ არქივში ინახება და სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა მეორე მსოფლიო ომის დროინდელ და ცივი ომის დასაწყისის სხვა 600 დოკუმენტთან ერთად.

„შესაფერისი ვითარება განაპირობებდა იმას, რომ საუბარი ორმაგად შინარსიანი გამოდგა, ვიდრე ოფიციალური მოლაპარაკებებისას“ -აღნიშნა კადოგანმა – ვითარება ისეთი იყო, როგორც ქორწილში“. კადოგანის სიტყვებით, მის პატრონს თრობისაგან ასტკივდა თავი. „შეუძლებელია წარმოიდგინო კრემლის ბანკეტზე რაიმე უსაშინლესი, მაგრამ ეს უნდა აგვეტანა“- ამატებს ის.

მოლაპარაკებები რთული იყო, ჩერჩილის ვიზიტი მიმდინარეობდა 1942 წლის 12/14 აგვისტოს, სტალინგრადზე გერმანელთა გახურებული შეტევისას. პრემიერი მოსკოვში კაიროდან და თეირანიდან ჩაფრინდა, მაღალი ფრენის ბომბადმშენით „ლიბერეირორი“. შედგა  მოლაპარაკებების ორი რაუნდი მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით და მიმდინარეობდა მეტად ემოციურ ატმოსფეროში. პირველ შეხვედრაზე ყველაფერი შედარებით ნორმალურად იყო. საბჭოთა ლიდერი, ძირითადად ქებით გამოეხმაურა ანგლო-ამერიკულ გეგმებს აფრიკაში გადასხმის შესახებ.

მეორე დღეს კი სტალინმა მოკავშირე ღიად დაადანაშაულა ბრძოლის სურვილის არქონაში, ჩერჩილმა უპასუხა, რომ მის ტონს პატიობს მხოლო და მხოლოდ რუსული ჯარების პატივისცემისა და განსაკუთრებული გმირობის გამო.

„სტალინმა, მოწყვეტილად და ყელმოღერებით, ნახევრად მოხუჭული თვალებით, გადმოანთხია შეურაცჰხყოფების ნიაღვარი. ჩვენ იმ ზომამდე მივედით, რომლის გადალახვის შემდეგ სახელმწიფო მოღვაწეებს უკვე აღარ შეუძლიათ მოლაპარაკებების წარმოება“ – იხსენებდა ჩერჩილი.

ბრიტანეთის დელეგაციამ მოლაპარაკებები ჩაშლილად მიიჩნია და აბარგებას აპირებდა, მაგრამ, როგორც კადოგანის მოხსენებაშია ნათქვამი, 14 აგვისტოს ღამის 1 საათისათვის ის მოულოდნელად დაპატიჟეს სტალინის კრემლისეულ საცხოვრისში, სადაც უკვე იმყოფებოდნენ მასპინძელი ჩერჩილი და მოლოტოვი. იმ დროისათვის ლხინი უკვე ოთხი საათის დაწყებული იყო, როგორც კი ჩერჩილმა თავისი თანაშემწე დაინახა, წამსვე შესჩივლა თავის ტკივილი.

„მაგიდა გაწყობილი იყო ყოველგვარი კერძებიანი თეფშებით დამთავრებული ძუძუს გოჭებით და უამრავი ბოთლებით – ამბობს კადოგანი – სტალინმა მაიძულა დამელია რაღაც ცეცხლოვანი (ალბათ, მრავალნახადი ჭაჭის არაყი. მთრგ.) სერ უინსტონი შეგნებულად შემოიფარგლებოდა წითელი კავკასიური ღვინით“.

მოლხენისას ჩერჩილი ქართული წარმომავლობის დიქტატორს შიგა და შიგ უსვამდა კითხვებს საშინაო პოლიტიკის შესახებ. ჩერჩილის კითხვაზე, თუ რა უყვეს „კულაკებს“, გამრჯე და მდიდარ გლეხებს, რომელთა გასანადგურებლადაც სტალინმა ფიცი დადო, მან მთელი გულახდილობით უპასუხა, რომ „კულაკებმა“ ციმბირში  მიიღეს მიწა, მაგრამ „ისინი სხვა ადამიანებს შორის ძლიერ არაპოპულარულები იყვნენ“-ო.

ბანკეტის მონაწილენი ძირითად ში განიხილავდნენ, სხვა თემებს: ომისწინანდელ პოლიტიკურ ვითარებას და სამხედრო ტექნიკის სიახლეებს. სტალინმა მეგობრულად უწოდა ჩერჩილს „ბებერი საომარი ცხენი“. მან კი სსრკ-ს დაჰპირდა დახმარებას სატვირთო მანქანებით, რაც კიდეც იქნა შესრულებული. უშუალო საუბარი დილის სამ საათამდის გაგძელდა, რის შემდეგაც ბრიტანელები გავიდნენ თავიანთ რეზიდანციაში და 4:15 წთ-ზე გაემგზავრნენ აეროდრომზე. სტალინმა სტუმრები მანქანებამდის მიაცილა და სამახსოვრო სურათიც გადაიღო.

ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ უცხოელი პარტნიორების მოშორება გულგრილობით და ამის შემდეგ მოულოდნელად გულითადობის გამოჩენა და რაღაც წვრილმანებზე დათანხმება სტალინის ჩვეულებრივი დიპლომატიურ  პრაქტიკას წარმოადგენდა.  ამაში არსებით როლს ალკოჰოლიც თამაშობდა. ბევრ მსოფლიო მოღვაწეს დაამახსოვრდა სტალინის სადღეგრძელოები. მას უყვარდა სტუმრების ბოლომდე გამოთრობა, ქართული ტრადიციით ადღეგრძელებდა თითოეულ დამსწრეს  და სმა უფრო დიდხანს გრძელდებოდა, ვიდრე ეს ჩერჩილთან იყო. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ბანკეტი გაგრძელდა დილის ხუთ საათამდის. რიბენტროპს მოიწია ებრაელი კაგანოვიჩის სადღეგრძელოს დალევა, კაგანოვიჩს კი ჰიტლერისი. მინისტრი ბერლინში მოთავებული მთვრალი გაფრინდა და გაჭირვებით მოიწესრიგა თავი ფიურერთან შესასვლელად.

რიბენტროპის მეორე სტუმრობისას, 1939 წლის სექტემბრის ბოლოსათვის, სტალინმა თვალი მოავლო ორთავე დელეგაციის წევრებს, ყურადღება მიაქცია რიბენტროპის ადიუტანტ ესესელ შულცს, რომელიც მინისტრის სავარძლის უკან იდგა და პროტოკოლით ეკრძალებოდა დალევა, პირადად მიაწოდა ღვინით სავსე სირჩა და წარმოთქვა სადღეგრძელო „ ჩვენს შორის ყველაზე ახალგაზრდისა“, მერე კი უთხრა რომ მას ფორმა მოუხდებოდა. ის კი დაჰპირდა რომ შემდეგში სსრკ-ში ჩამოვიდოდა ფორმით და კიდეც შეასრულა სიტყვა 1941 წელს.

რიბენტროპმა ძლივს მიუსწრო დიდ თეატრში „ გედების ტბის“ მეორე აქტს  და სასმელისაგან შეზარხოშებულმა თავისი სახელით გაგზავნა ყვავილებით სავსე კალათი გალინა ულანოვასათვის, თუმც ელჩი ამაოდ არწმუნებდა, რომ ეს მოსკოვში არ იყო მიღებული  http://www.bbc.co.uk/russian/international/2013/05/130523_stalin_churchill_drinking.shtml

     აი, ასეთ „ ასკეტურ“  ცხოვრებას ეწოდა ამხანაგი სტალინი. ქვეყნის მოსახლეობას მუსრს ომი ავლებდა,   თვითონ სტალინი კი ქორწილისდარ ბანკეტებს უწყობდა მოკავშირე სტუმრებს.

როგორც უკვე ვთქვით, ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ მძლავრადაა სტალინის პიროვნებისადმი თაყვანისცემა., პოლიტიკური თუ საზოგადო მოღვაწეები, საეკლესიო პირები გამოხატავენ რა მის მიმართ „მოკრძალებულ სიმპათიებს“ და ამით კიდევ უფრო ამყარებენ ჩვენს ეროვნულ ცნობიერებასა და თვითშეგნებაში ყალბ, დამღუპველ ტენდენციებს.

აღარაა სსრკ, აღარაა უღმერთო კომუნისტური წყობა, აღარაა ათეისტური იდეოლოგიის შემზარავი ბატონობა, მაგრამ  დარჩენილია საბჭოურ-კომუნისტურ-ათეისტური ცნობიერება, ნოსტალგია იმ ჯოჯოხეთისა, რომელმაც სულიერად, ზნეობრივად, ფიზიკურად წელში გატეხა ჩვენი ერი და სამშობლო.

 ნუთუ ამაოდ ჩაიარა ეროვნული მოძრაობის აღზევების სამმა წელმა? როგორც ჩანს ეს ასეა! არ გამოდგა საკმარისი სამი წელიწადი ჩვენი სულიერი კათარზისისათვის! განვლილმა ორასმა წელმა, სამოცდაათ წლიანი უღმერთობის ეპოქით, თავისი ჰქნა. მოზრდილი და სახიფათო ბზარი გააჩინა ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებასა და ცნობიერებაში, თითქმის ამოძირკვა სამშობლოსა და თავისუფლების იდეა და მცნება ჩვენი ცნობიერებიდან, ჩვენი გენიდან, სამაგიეროდ მკვიდრად ჩაკირა ყალბი პატრიოტიზმი, ყალბი გმირები  და იდეალები ჩვენს ტვინსა და სულში. ფაქტი სახეზეა! ეს ხომ ნაცადი ხერხია ყოველი დამპყრობლისა.

ვერა და ვერ დაგვიღწევია თავი ამ ავადმყოფობისაგან, ვერ განვკურნებულვართ!

ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ამისა კი ეს ოცი წელიცაა! ამ ოცი წლის მანძილზე ქვეყნის სათავეში ბოგინობს ეროვნული ცნობიერების არმქონე კასტები. სახელმწიფოს არ გააჩნია ჭეშმარიტი და ჯანსაღი ეროვნულ სახელმწიფოებრივი იდეოლოგია და შედეგიც სახეზეა!

სამწუხაროდ და საავალალოდ, რენეგატი და კონდეტიერი სტალინის პიროვნების კულტის რეანიმაციასა და რეაბილიტაციაში ჩაბმული არიან ჩვენი სასულიერო  იერარქებიც, არა და  პირიქით უნდა იყოს! მანქურთი სტალინის პიროვნებას ხოტბას ასხამს ის, ვისი წინამორბედნიც შეეწირნენ კომუნისტურ-ათეისტური რეჟიმის დამკვიდრებას ჩვენში. ჩვენი სულიერი მწყემსები წინ აღუდგნენ ღვთისმგმობელთა და ღმერთთან მებრძოლთა ურდოების შემოჭრას ჩვენს ქვეყანაში და მსხვერპლად სიცოცხლეც გაიღეს!

მაშ რა ხდება დღეს?

 ამ კითხვაზე პასუხს გვცემს საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ქრისტიანი მამულიშვილი ზვიად გამსახურდია:

„თუ გსურს ერი, ან ადამიანი გახრწნა და გადააგვარო, მას არა მხოლოდ უნდა დაავიწყო წარსული, არამედ უნდა გაუყალბო კიდეც იგი. თავისი ჭეშმარიტი გმირები ბოროტმოქმედებად და უნიათო კაცუნებად უნდა დაუსახო, მედროვენი და მოღალატენი კი – გმირებად“.

ალექსანდრე სანდუხაძე

8 Responses to “• უწოდა თუ არა ჩერჩილმა სტალინს გენია?”

  1. რატომღაც ურთი1გამომრიცხველია 😀 ისე კი, ვაღიარებ, უაღრესად მიმზიდველი ჩანართებია მოპოვებული…

    Like

  2. a.s said

    რა არის ერთურთის გამომრიცხველი?

    Like

  3. Ioane said

    ამ სტატიის ავტორმა ლებედევის სტატია თითქმის სიტყვასიტყვით გადათარგმნა და არც კი მიუთითებია ამისათვის. ამ ბმულს გადავხედოთ და დავრწმუნდებით ამაში: http://forum.ykt.ru/viewmsg.jsp?id=21572955. გარდა ამისა, რომ პლაგიატობასთან გვაქვს საქმე, თვით ლებედევი იტყუება, როცა ამბობს ბრიტანეთის ენციკლოპედიის ტომზე და გვერდზე არ უთითებენო. მითითებულია ეს ყველაფერი: 1964 წლის გამოცემა, ტომი მე-5, გვერდი 250.

    Like

    • არც გამიკვირდება, რომ აღარ იყოს იქ არაფერი…. სტალინს ებრძვის მთელი მსოფლიო და ეგ გაუჭირდებათ? სასაცილოა ამათი ასეთი დარაზმვა, რაც არ უნდა იღონოთ იმ ეპოქის ხალხს(მცირე პროცენტის გარდა) სტალინი დაამახსოვრდათ თავის ქვეყანაზე(იგულისხმება სსრკ) და თავის ხალხზე მზრუნველ პიროვნებდ. და არა ისეთად დღს რომ არიან და ყვლეფენ ხალხს!

      Like

  4. Ioane said

    ჩემს მიერ მითითებულ ბმულზე (http://forum.ykt.ru/viewmsg.jsp?id=21572955) დააჭირეთ ბმულს “Скрытый текст” და გაიშლება ლებედევის სტატიაც. იმ სტატიის და ამ სტატიის წაკითხვა გვიჩვენებს, რომ ეს სტატია ლებედევის სტატიის თარგმანია, უმნიშვნელო ცვლილებით.

    Like

  5. a.s said

    სტატიის შექმნისას გამოყენებულია მრავალი დოკუმნეტი, რაიც აღნიშნულია თვითონ სტატიაში.

    Like

  6. სტალინს და მის როლს აკნინებს ანტისტალინელი ავტორი ყოვლად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად. თუ არ იქნებოდა სტალინი იქნებ ფაშისტთა მიერ დამონებულ მსოფლიოში, საქართველოში არც თვითონ ა. სანდუხაძე გაჩენილიყო.
    ავტორს ვუპასუხებდი ამერიკელი ცნობილი პროფესორის ალექს დე ჯონდის სიტყვებით: ,, ვთვლი რომ ყველა ჩვენთაგანის არსებობა განუხრელადაა დაკავშირებული სტალინის სახელთან. ჰიტლერს რომ დაემარცხებინა სსრკ, არ იქნებოდა რუსები, თუმცა ამავე დროს არც ფრანგები, ინგლისელები და ამერიკელები არ იქნებოდნენ.” ასეთ ვითარებაში, ცხადია, აღარც ქართველები არ იქნებოდნენ.
    ავთანდილ დიასამიძე, ისტორიკოსი, ფილოლოგი, იურისტი, ჟურნალისტი.

    Like

  7. შოდა said

    სულ როგორ უნდა ცრუობდეთ? სიცრუე და ორპირობა ავნებს სულს და მერმე ხორცსაო, ხომ გაგიგია? რამდენიც არ უნდა იცრუოთ, იცილისმწამებლოთ და ითვალთმაქცოთ, იცოდეთ ღმერთს ვერ მოატყუებთ! ეშმარიტება ღმეღთთანაა! ცრუნო და ვერაგნო გეშინოდეთ ჭეშმარიტების!!!

    Like

დატოვე კომენტარი