Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

არ დავუშვებთ რაჭის დატბორვას!

Posted by iberiana on დეკემბერი 11, 2014


SOS! SOS! SOS!
ზურაბ დავითულიანი- არ დავუშვებთ რაჭის დატბორვას!


racha2014 წლის 20 დეკემბერს გაიმართება იმ 10 სოფლის დატბორვის საწინააღმდეგო აქცია, რასაც იწვევს ეგრეთწოდებული ჰესის მშენებლობა ქვიშარის ტერიტორიაზე.

პირველ რიგში მივმართავ ყველა ამ 10 სოფლის მცხოვრებლებს, რომლებსაც უშუალოდ შეეხებათ და დააზარალებთ (ქვიშარი, ჭყვიში, ზედა და ქვედა ღვარდია, ჭრებალო, ჟოშხა, ბაჯი, პირველი და მეორე ტოლა, ხვანჭკარა). ასევე, დანარჩენ რაჭის მცხოვრებლებს, რომლებსაც გული შეტკივათ და სურთ რაჭაში ცხოვრება. ეს ეგრეთწოდებული ჰესი შეცვლის არამარტო ამ სოფლების არამედ სრულიად რაჭის კლიმატს. გადააჯიშებს მსოფლიოში ერთ ერთ და შეუცვლელ ვაზის ჯიშს “ხვანჭკარას”. აღარ იარსებებს რაჭული ვაშლი და ნიგოზი. აღარ იქნება რაჭული ვიჩინა (ლორი), რადგან ამ ჰესის მშენებლობა იძულებულს გახდის რაჭის ამ სოფლების მაცხოვრებელთა აყრას და გადასახლებას, ხოლო თუ ხალხი აღარ დარჩა რაჭაში, მერწმუნეთ ის რაც ჩამოვთვალე და არ ჩამომითვლია, სანატრელი და წარსულის ტკბილ მოგონებად დარჩება ჩვენ გულებში.

აგრეთვე, არ შეიძლება არ აღინიშნოს რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ჩვენ გვწამს. ჩვენი საუკუნოვანი და ძველი ეკლესიები, რომლებიც არის ჩვენს სოფლებში, დაინგრევა. ქვიშარის მაგალითზე ავღნიშნავ ჯვრის სალოცავი ალბათ მოხვდება დატბორილ ტერიტორიაზე. ასევე ქვიშარის დედახვთისის სალოცავი, რომელიც არის XI საუკუნეში აგებული, ემუქრება დანგევა იმ კლიმატური ცვლილებებით, რასაც გამოიწვევს ამ ჰესის მშენებლობა და სხვა კიდე მრავალი, რომლებიც ამ 10 სოფელშია. ასევე მინდა ავღნიშნო, თუ დამტკიცდა აღნიშნული ჰესის მშენებლობა, გადაგვასახლებენ ალბათ ქვემო რაჭას მთლიანად და ვინ იცის სად!!! ჩვენი წინაპართა საფლავები, რომლებმაც კომუნისტების დროს არ დაუშვეს ამ ჰესის მშნებლობა და დაგვიტოვეს ეს ულამაზესი მხარე, დარჩება უპატრონოდ.

მინდა მოგმართოთ, ეს იქნება ჩვენი თაობის ყველაზე დიდი ცოდვა ვინც არ აღუდგებით წინ ამ შეგნებულ თუ შეუგნებელ, გაუთვითცნობიერებულ მშენებლობას.

ჩემო რაჭველებო, მოგმართავთ ყველას იმ მცირერიცხოვან ადამიანთა სახელით, რომლებიც ჯერ კიდევ დავრჩით და ვცხოვრობთ რაჭაში ზამთარ-ზაფხულ და ვებრძვით ბუნებრივ სტიქიებს რომლებსაც აქამდე ასე თუ ისე ვიგერიებდით. ეხლა ამ უბედურებას დაემატა ხელოვნური თურქული სტიქია (თურქი ინვესტორი აშენებს ეგრეთწოდებულ ჰესს), რასაც ჰესის მშენებლობა ჰქვია. გთხოვთ ყველას, დავდგეთ ერთად, რადგან ერთად დგომა გადაარჩენს ჩვენს კუთხეს და სულიად საქართველოს. მივმართავ თხოვნით ჩვენს ადგილობრივ თუ ცენტრალურ მთავრობას –  ნუ დაუშვებთ რაჭის ისედაც დაცლილი კუთხის უფრო მეტად დაცლას! რაჭული სიწმიდეების, მევენახეობის, მებაღეობის, მეფუტკრეობის და რაც ყველაზე მთავარია რაჭველი კაცის განადგურებას, რადგან ეს ყველაფერი თუ აღარ იარსებებს, ჩვენი ცხოვრება აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო.

ბოლოს მინდა ისევ თხოვნით მოგმართოთ, მივაწვდინოთ ხმა ერთმანეთს, ყველას ვისაც გული შეგტკივათ და მოგწონთ ჩვენი კუთხე, დავდგეთ ერთად 2014 წლის 20 დეკემბერს რათა კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ ვართ ღირსი ამ ულამაზეს კუთხეში ცხოვრების. წინასწარ გიხდით მადლობას ყველას ვინც წაიკითხეთ და გულთან მიიტანეთ ჩვენი სატკივანი და იმისთვისაც, რომ მჯერა 20 დეკემბერს ერთად შევიკრიბებით. დავამტკიცებთ, რომ ძალა ერთობაშია და ვერავინ ვერ შეძლებს ხალხის ნებას წინ აღუდგეს!

2 Responses to “არ დავუშვებთ რაჭის დატბორვას!”

  1. rogor mivexmaro rachas ravqna ar vici!!!! guli mikvdeba 😦 kaxi kaladzes mivmartav rogorc energetikis ministrs sheni samtredi xo giyvars? datborav da gaanadgureb winaprebis saplavebs shens kar midamos? mec miyvars chemi racha da vuprtxildebi chemianebis saplavebs da iqaur yvelapers !!! ar gaqvt upleba ase erti xelis mosmit mospot es yvelaperi!!!! vin mogcat amis upleba? moashoret es turqbi saqartvelos da daanebet tavi qveynis ganadgurebas

    Like

  2. nona said

    teritoriulad sad imarteba aqcia???? albat xelmowerebis shegrovebba saciro..da albat es problema yvelasia ……mspoliosji ahiarebulia romdidi hidroeleqtronuli kashxalebi da xel9vnuri wyalsacavebi angreven klimatur pons da agar anxorcieleben amdagvar proeqtebs….sqaqrtvelos dasatbori miwebi agaraaqvs .

    Like

დატოვე კომენტარი