Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

ფარნავაზ I ქართველთა მეფის მონეტები

Posted by iberiana on თებერვალი 27, 2010


ნათელა ფოფხაძე –  ფარნავაზ I ქართველთა მეფის მონეტები

ახლა იშვიათია ერი, რომელსაც ძვ.წ.-ით მეოთხე საუკუნეში თავისი ეროვნული ფულის არსებობით თავმოწონება შეუძლია. ამ იშვიათ ერთა რიცხვს ქართველები მიეკუთვნებიან. არქეოლოგებმა კარგა ხნის წინ გაამდიდრეს საზოგადოების ცოდნა ფარნავაზ I მეფის მონეტების მოპოვებით მიწის წიაღიდან. საისტორიო წიგნებში, ნუმიზმატიკურ ცნობარებში არაერთხელ გამოქვეყნდა ფარნავაზის მონეტების სურათები. მათზე აღბეჭდილია თვით ფარნავაზი, მისი სახის გასწვრივ კი ქართული ასომთავრული ანბანით წარწერა, რომელსაც ერთ-ერთ მონეტაზე ენათმეცნიერი, ბატონი გოჩა ასათიანი, კითხულობს ასე: „კეი~ი ფ~ზ». ამ დაქარაგმებული, შეკვეცილი წარწერის გამოტოვებული ასოების აღდგენით, მისი აზრით, წერია: „კეისარი ფარნავაზი». 

https://iberiana.wordpress.com/farnavazis-moneta/

 

დატოვე კომენტარი