Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

პუტინის აღიარება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით

Posted by iberiana on აგვისტო 8, 2017


პუტინის აღიარებით, 2008 წლის აგვისტოს ომი იმ გეგმის ნაწილი იყო, რომელიც 2006-07 წლებში შეიმუშავა რუსეთის გენშტაბმა!

2008 წლის აგვისტოს ომი ყოფილა ერთ-ერთი ნაწილი იმ გეგმისა, რომელიც  რუსეთის გენშტაბმა შეიმუშავა 2006 წლის ბოლოსა და 2007 წლის დასაწყისში. ალბათ, ამ გეგმის ნაწილი იყო აგრეთვე აქცია “კოკოითი ფანდარასტ”, რომელსაც  ხელმძღვანელობდა დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის ყოფილი წევრი, ვლადიმერ სანაკოევი. მოგვიანებით მან აღიარა, რომ  საქართველოში რუსული ფე-ეს-ბეს დავალებებს ასრულებდა.

არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ გეგმის ნაწილი იყოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ  2007 წლის 10 მაისის №296-ე ბრძანებულებით – „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შექმნის, საქმიანობის წესისა და ფარგლების შესახებ“, და შემდგომ, ამ ტერიტორიაზე “სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება”!

“ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 19 ივნისის ბრძანებულების შესაბამისად შეიქმნა… მის ფუნქციებში განისაზღვრა: ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისთვის საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ავტონომიური სტატუსის განსაზღვრისა და ფართო პოლიტიკური თვითმმართველობის მინიჭების მიზნით, ადგილობრივი პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების სახელით, მოლაპარაკების წარმოება საქართველოს ხელისუფლებასთან….
ადმინისტრაციის საქმიანობა საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა და მის ხელმძღვანელად სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების ალტერნატიულ არჩევნებში გამარჯვებული დიმიტრი სანაკოევი დაინიშნა.” (რადიო თავისუფლება)

20479974_10212562973245834_8305365998131690287_n[1]

სურათზე მარცხნივ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და  ვლადიმერ სანაკოევია, აქცია “კოკოითი ფანდარასტის” ხელმძღვანელი და დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის ყოფილი წევრი, მარჯვნივ კი თვით დიმიტრი სანაკოევია.

ვინ არის დიმიტრი სანაკოევი?  “სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის” გვერდზე ვკითხულობთ:

დიმიტრი სანაკოევი – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

დაბადების თარიღი: 10.05.1969წ.
დაბადების ადგილი: ცხინვალი

1993 წელს დაამთავრა ა. თიბილოვის სახელობის სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი;

1987-1989წწ. – მსახურობდა საბჭოთა არმიის შეიარაღებულ ძალებში (ლიტვა);

1993 – 1996 წწ. – სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს საფინანსო განყოფილების უფროსი;

1996წ.. – სამხრეთ ოსეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი;

1996-1998 წწ. – სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციატა მინისტრი;

1998-2001 წწ. – სამხრეთ ოსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი;

2001 წ. 16 ივლისიდან 2001წ. 24 დეკემბრამდე – სამხრეთ ოსეთის მთავრობის პრემიერ-მინისტრი;

2001-2006წწ. – დაკავებულია კერძო ბიზნესით;

2006 წლიდან – დღემდე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი…

http://soa.gov.ge/geo/chvens-shesaxeb/1/

დატოვე კომენტარი