Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

Posts Tagged ‘კონფლიქტები’

თემურ ჩილაჩავას კონფლიქტების დარეგულირების მათემატიკური მოდელები

Posted by iberiana on ივლისი 19, 2019

chilachavaქართველმა მეცნიერმა თემურ ჩილაჩავამ კონფლიქტების დარეგულირების მათემატიკური მოდელები შეიმუშავა

ჩვენ, მეცნიერები მშვიდობისმოყვარე ხალხი ვართ და ვცდილობთ დავადგინოთ, მათემატიკური მოდელის ფარგლებში რა შემთხვევაში შეიძლება კონფლიქტის მოგვარება. მათემატიკურ მოდელებში ნაგულისხმებია, რომ არის ორი პოლიტიკურად დაპირისპირებული მხარე და არა საომარ მდგომარეობაში მყოფი. მოდელები არ მუშაობს საომარ ვითარებაში, ანუ პოლიტიკური დაპირისპირებაა, ორ ქვეყანას შორის მაგალითად, სომხეთ-აზერბაიჯანს, რუსეთ-უკრაინას ან სახელმწიფოს და მის ერთ-ერთ იურიდიულ სუბიექტს, მაგალითად საქართველო და მისი იურიდიული სუბიექტს აფხაზეთს შორის. ამ შემთხვევაში ჩვენ ვთვლით, რომ ამ ორ მხარეში არსებობს ადამიანების გარკვეული რაოდენობა, რომელსაც სურს ეკონომიკური თანამშრომლობა მეორე მხარესთან, მაგრამ თანამშრომლობა ასევე შესაძლებელია ეკოლოგიური თვალსაზრისითაც. მაგალითად, სოჭის ოლიმპიადის დროს რუსეთმა დააპირა აფხაზეთიდან ინერტული მასების გატანა, რასაც შეეძლო აფხაზეთში ღრმა ეკოლოგიური დარღვევები გამოეწვია. ცხადია, ეს ამბავი ქართულმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ცნობილმა ეკოლოგებმა და ასევე ზოგიერთმა აფხაზმა პოლიტიკოსმა, მაგალითად ალექსანდრე ანქვაბმა, გააპროტესტეს ანუ ქართული და აფხაზური მხარეების ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა, რადგან თუ აფხაზეთში ეკოლოგია დაირღვა, იქ ვერც აფხაზები იცხოვრებენ და ვერც ჩვენ დავბრუნდებით ნორმალურ გარემოში. ეკოლოგიური თანამშრომლობა შეიძლება იყოს ფაროსანას პრობლემის მოგვარებისას, რომელიც სამეგრელოდან აფხაზეთში ან პირიქით გადადის და ა.შ. ანუ ორივე მხარეს ადამიანების გარკვეულ რაოდენობას თანამშრომლობა სურს და ახორციელებს ამ თანამშრომლობას ძირითადად, ეკონომიკური თვალსაზრისით. სწორედ ახლა ზუგდიდში, კერძოდ, რუხში კეთდება ეკონომიკური ცენტრები, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობას. ჩვენ გვაქვს 4 მათემატიკური მოდელი. აქედან პირველ მოდელში დე-იურე და დე-ფაქტო სახელმწიფო სტრუქტურები არ ერევიან, მეორე მოდელში ხელს უშლიან, მესამე მოდელში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ხელს უწყობენ ეკონომიკური თანამშრომლობის პროცესს. მეოთხე მოდელში დე-ფაქტო ხელისუფლება ხელს უშლის, ხოლო დე-იურე ხელისუფლება ხელს უწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის პროცესს. მაგალითად, დავუშვათ აფხაზეთში პირობითად არის 5 – 10 ათასი ადამიანი, რომელსაც სურს ქართველებთან თანამშრომლობა, საქართველოს დანარჩენ ნაწილში არის გაცილებით მეტი რაოდენობა, მაგრამ ამავე დროს არიან მოწინააღმდეგეები – ე.წ. ქორები, რომლებსაც თანამშრომლობა არ უნდათ. უფრო მეტი „ქორია“ აფხაზეთში, მაგრამ ამ ხალხის დაინტერესება შესაძლებელია.

სრულად: https://iberiana2.wordpress.com/georgia/chilachava/

Posted in საქართველო-Georgia | Tagged: , , , | Leave a Comment »